განაჩენი

სისხლის სამართლის 30.05.2019
საქმის ნომერი
180100118002790028
ინსტანცია
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100118002790028

საქმე #1ბ/660-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ-------------–---–ის

ადვოკატის: ნ--------------------–ის

მსჯავრდებულის: ა---------–--–-–----ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ა---------–--–-–----ის, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის: მ–------------------------–-–--------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–------–-------–---–---–------------------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა---------–--–-–----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა---------–--–-–----ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, მ–------------------------–-–--------ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ა---------–--–-–----ე მივიდა მისი ძმის - გ-------–--–-–----ისა და რძლის - ნ------------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, რომლებთან ერთად წარსულში ცხოვრობდა აღნიშნულ სახლში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ა---------–--–-–----ეს ეზოში შესასვლელი კარები დახვდა დაკეტილი, რის გამოც გაღიზიანდა, კარებზე დაიწყო ბრახუნი და ყვირილი. როდესაც გ-------–---–-–----ემ გაუღო კარები და შევიდა ეზოში, ა---------–--–-–----ემ ძმას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო როდესაც შევიდნენ სახლში, ა---------–--–-–----ემ გ-------–--–-–----ეს მისი არასრულწოვანი შვილების - 8 წლის მ------–-–----ისა და 4 წლის ნ-----–------–-–----ის თანდასწრებით, სახეში დაარტყა ხელი, შემდეგ ყელში წაუჭირა ხელები და ახრჩობდა, ასევე მოქაჩა მაისურით, რომელიც დაზიანდა. მათ ნ------------–-–---–ი ჩაუდგა შუაში და აშველებდა, რა დროსაც მასაც მოხვდა ა---------–--–-–----ის მიერ მოქნეული ხელი. გ-------–--–-–----ე გაერიდა და წავიდა სახლიდან, რის შემდეგაც ა---------–--–-–----ემ აიღო დანა და იმუქრებოდა ძმის მისამართით, მაგრამ, ვინაიდან გ-------–--–-–----ე უკვე წასული იყო სახლიდან, დანა დადო მაგიდაზე და განაგრძო რძლის - ნ------------–-–---–ის ცემა მისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, კერძოდ, სახეში ორჯერ დაარტყა მუშტი. ნ------------–-–---–ი დაწვა საწოლზე და ა---------–--–-–----ემ მწოლიარეს კიდევ დაარტყა ორჯერ მუშტი მუცელში და კუჭთან. ა---------–--–-–----ის მიერ განხორციელებული ძალადობის დროს, როგორც გ-------–--–-–----ემ, ასევე ნ------------–-–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენით:

 

ა---------–--–-–----ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ა---------–--–-–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.

 

ა---------–--–-–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, ა---------–--–-–----ეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ა---------–--–-–----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 22 ნოემბრიდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------------–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტმა მოითხოვა ა---------–--–-–----ის მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ ა---------–--–-–----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ ბრალდების კვალიფიკაციით, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, აგრეთვე, თუნდაც სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ა---------–--–-–----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ასეთ შემთხვევაში განაჩენში პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიეთითოს ის გარემოება, რომ ნ------------–-–---–ის მიმართ ძალადობა განხორციელებულია არასრულწლოვნების თანდასწრებით. რაც შეეხება მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნულ სასჯელს, იგი დარჩეს უცვლელი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ა---------–--–-–----ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ–ის 259–ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იგი გამოტანილი უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლოს განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, ამასთან, დანიშნული სასჯელი უნდა შეესაბამებოდეს მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა ბრალდების მხარის მოწმეების - დაზარალებულების - გ-------–--–-–----ისა და ნ------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებში მოწოდებული ინფორმაცია, რომელთა თანახმად, ა---------–--–-–----ე შემთხვევამდე სამი წლით ადრე, მათ ოჯახში, მათთან ერთად სამი თვის განმავლობაში ცხოვრობდა, რა დროსაც ისინი ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას (ერთად ჭამდნენ და სვამდნენ). პროკურორის განმარტებით, დაცვის მხარის მოწმეთა სასამართლოზე მიცემული ჩვენებები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ა---------–--–-–----ეს არასოდეს უცხოვრია გ-------–--–-–----ის ოჯახში, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა, რადგან ამ პირთა სასამართლოში დაკითხვის დროს ნათლად გამოჩნდა მათი მიკერძოებულობა ა---------–--–-–----ის მიმართ და კონფლიქტური დამოკიდებულება გ-------–--–-–----ის ოჯახთან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულ მსჯელობას იმის შესახებ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება, რომ წარსულში ა---------–--–-–----ე, გ-------–--–-–----ე და ამ უკანასკნელის მეუღლე ნ------------–-–---–ი ერთად ცხოვრობდნენ და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად სხვა პირებთან ერთად მიჩნეულია ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოწმე მ-------–-----–---–ის სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე, რომლის განმარტებით, ჰყავს სამი ვაჟი - ა---------–ი, გ-------–ი და ზ-------–-–----ეები. მათი ოჯახი 1991 წლამდე ცხოვრობდა ერთად, ხოლო 1991 წლიდან იგი (მ-------–-----–---–ი) ორ შვილთან - ა---------– და ზ-------–-–----ესთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად მ–------------------------–-–--------ში, მამის ოჯახში, ხოლო გ-------–--–-–----ე დარჩა ბებია-პაპასთან სახლში და ცხოვრობდა ცალკე. ა---------–--–-–----ე დაოჯახების შემდეგ ასევე ცხოვრობდა მისი მეუღლის ნ----------–--ის ოჯახში. ა---------– ლ-–----ეს არასდროს უცხოვრია გ-------–--–-–----ისა და მისი მეუღლის ნ------------–-–---–ის ოჯახში და არც ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდნენ. ა---------–--–-–----ე მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ეხმარებოდა ძმას. ა---------–ი გ-------–თან არასდროს დარჩენილა სახლში. იგი ბებიის ანდერძით დატოვებულ სახლში ცხოვრობდა ზ-----–--------ში. მოწმე ტ------–------–---–ის განმარტებით, ცხოვრობს მ–------------------------–-–--------ში, გ-------–--–-–----ის მეზობლად. როგორც გ-------–ის, ასევე ა---------–ის ოჯახს კარგად იცნობს. დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ მ-------–-----–---–ი მის მეუღლესთან და ორ ვაჟთან - ა---------– და ზ-------–-–----ესთან ერთად გადავიდა სხვა სახლში საცხოვრებლად, ხოლო გ-------–ი დარჩა პაპა ე-------ს ოჯახში. მანვე აღნიშნა, რომ ა---------–--–-–----ეს არასდროს უცხოვრია ძმასთან გ-------–თან და მის მეუღლესთან ნ------------–-–---–თან, არც საერთო მეურნეობა ჰქონიათ. მათ თავიანთი ნაკვეთები ჰქონდათ, ვინაიდან ლ-–--------ს ბებია ცხოვრობდა გ-------–ის სახლში, ა---------–ი მიდიოდა ხოლმე მის სანახავად, დარჩენით ა---------–ი ძმის ოჯახში არ რჩებოდა. მოწმე მ----------------------–ის ჩვენებით დგინდება, რომ არის ლ-–--------ს ოჯახის ნათესავი, მეზობლად ცხოვრობს ა---------–--–-–----ის სახლთან, მ–------------------------–-–--------ში. ა---------–--–-–----ე 2007 წლიდან მის მეუღლესთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ე-–--------------------–ის სახლში. ა---------–ს ჰქონდა საკუთარი მიწის ნაკვეთი და ამუშავებდა მას. შემდეგ ა---------–--–-–----ემ გაყიდა აღნიშნული ბინა და საცხოვრებლად გადავიდა თბილისში, ხოლო გ-------–--–-–----ე ცხოვრობდა მისი სახლიდან სამ კილომეტრში. ა---------–--–-–----ეს არ უცხოვრია გ-------–--–-–----ესთან და არც ასეთი ფაქტის შესახებ გაუგია. მოწმე ე-–-----------–--ის განმარტებით, ლ-–--------ს ოჯახს იცნობს 1989 წლიდან, მათ ოჯახთან აქვს კარგი დამოკიდებულება. ა---------–ი, გ-------–ი და ზ-------–-–----ეები გაიზარდნენ მის თვალწინ, შემდეგ ოჯახი ორად გაიყო, გ-------–--–-–----ე დარჩა ბებია-პაპის სახლში - ე------- და თ--------–-----–---–ის სახლში, ხოლო ა---------–ი გაჰყვა მშობლებს და ცხოვრობდა მათთან. შემდეგ ა---------–ს ბებიამ დაუტოვა სახლი ზ-----–--------ში და ცოლის მოყვანის შემდეგ ა---------–ი იქ ცხოვრობდა. ა---------–--–-–----ეს გ-------–--–-–----ის ოჯახში არასდროს უცხოვრია და არც რაიმე შეკამათების ამბავია გაუგია ძმებს შორის. ისინი სტუმრად მიდიოდნენ ერთმანეთთან. თავად ა---------–--–-–----ის ჩვენებით, იგი მ–------------------------–-–--------ში ოთხ წლამდე ცხოვრობდა ბებო-პაპას ოჯახში, ოთხი წლის შემდეგ მისი მშობლები და უმცროსი ძმა ზვიადი გადავიდნენ სხვა სახლში საცხოვრებლად, ხოლო გ-------–--–-–----ე დარჩა ბებია-პაპასთან საცხოვრებლად. 2007 წელს დაოჯახდა და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. როდესაც მისმა ბებიამ ანდერძით დაუტოვა სახლი ზ-----–--------ში, შემდეგ ცოლ-შვილთან ერთად აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა. შემდეგ ის სახლი გაყიდა და საცხოვრებლად თბილისში, კერძოდ, ნ----–-----ში გადავიდა, სადაც მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობდა. 2018 წლის 21 ნოემბერს, გ-------–--–-–----ის ოჯახში მივიდა ბებიის, - თ--------–-----–---–ის ნ----–-----ში წასაყვანად, რათა მისთვის თავისი სახლი ეჩვენებინა. აღნიშნულის გამო ძმასთან, გ-------–--–-–----ესა და რძალთან, ნ------------–-–---–თან მოუვიდა კონფლიქტი, რასაც ესწრებოდნენ გ-------–ის არასრულწლოვანი შვილები. იგი (ა---------–--–-–----ე) არასდროს ცხოვრობდა გ-------–--–-–----ისა და მისი მეუღლის ოჯახში და არც მათთან ერთად ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა.

 

საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით - ანდერძით და საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გ-------–--–-–----ესა და ა---------–--–-–----ეს აქვთ ცალ-ცალკე სახლები. ქ-------–-----------------------–----------------------------------- და N------ით დასტურდება, რომ თ------ ლ-–----ე და ე-–--- ლ-–----ე ჩაირიცხნენ ქ-------–-----------------------–-ში. დაბადების მოწმობებით დადგენილია, რომ თ------ ლ-–----ე და ე-–--- ლ-–----ე არიან ა---------–--–-–----ის შვილები. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთიანი საოჯახო მეურნეობა გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მოვლა-პატრონობას, გარდა ამისა, ერთიანი საოჯახო მეურნეობის წარმოებაში მოიაზრება ოჯახისთვის საჭირო საარსებო საშუალებათა მოპოვება, ამ საშუალებების ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილება და გამოყენება. ზემოთმითითებული, დაცვის მხარის მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან, სააპელაციო პალატა დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა---------–--–-–----ეს ძმასთან, გ-------–--–-–----ესთან და ამ უკანასკნელის მეუღლესთან, - ნ------------–-–---–თან ერთად არასდროს უწარმოებია ერთიანი საოჯახო მეურნეობა. შესაბამისად, მხოლოდ დაზარალებულების განმარტება იმის შესახებ, რომ შემთხვევამდე სამი წლით ადრე მათთან სახლში ა---------–--–-–----ე ცხოვრობდა, რომელთან ერთადაც ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ვერ იქნება გაზიარებული. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გამოძიებაში დაზარალებულთა გამოკითხვის მიმდინარეობისას, მითითებულ საქმისთვის მნიშვნელოვან (მსჯავრდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასება) გარემოებასთან დაკავშირებით არ დასმულა კითხვები - რატომ ცხოვრობდა სამი თვის განმავლობაში ა---------–--–-–----ე დაზარალებულების ოჯახში ან/და კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ერთიანი საოჯახო მეურნეობის წარმოება და სხვა.

 

ამრიგად, საქმეში არსებული მტკიცებულებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა---------–--–-–----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის (ძმის - გ-------–---–-–----ის) მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; მანვე ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის (ძმის ცოლის - ნ------------–-–---–ის მიმართ) ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილით.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე განუსაზღვრა მას სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ა---------–--–-–----ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებელს და მიაჩნია, რომ განაჩენში მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად უნდა მიეთითოს ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის მიერ ნ------------–-–---–ის მიმართ ძალადობა განხორციელებულია ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, რაც, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

პალატა, აგრეთვე, ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ა---------–--–-–----ემ თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული (უარყო მხოლოდ ის გარემოება, რომ ძმასთან და რძალთან ერთად ცხოვრობდა და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას), რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის დანიშვნის დროს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დაზარალებულებს მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და ითხოვენ მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელებას. ამასთანვე, ა---------–--–-–----ეს ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი და ხასიათდება დადებითად.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ა---------–--–-–----ის მიმართ, არის დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენი ა---------–--–-–----ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ა---------–--–-–----ის მიმართ, როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში, დარჩეს უცვლელი;

 

ა---------–--–-–----ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

 

ა---------–--–-–----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით;

 

ა---------–--–-–----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა---------–--–-–----ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 22 ნოემბრიდან;

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ა---------–--–-–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

გ-------–--–-–----ის მაისური - დაუბრუნდეს გ-------–--–-–----ეს, ხოლო დანის მაგვარი ნივთი - განადგურდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე