განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080310019002878211 (3/ბ-119-19 წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 მარტი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)
გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
საჩივრის ავტორები - 1) ვ------- ვ---------ე (მოსარჩელე); 2) საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი (მოპასუხე, შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ----- კ-----
გასაჩივრებული სასამართლო აქტი - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება
1. საჩივრის ავტორის, ვ------- ვ---------ის მოთხოვნა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება ვ------- ვ---------ის მიმარ გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერის (ფსიქოლოგიური ძალადობის ნაწილში) ძალაში დატოვებისა და თ----- კ-----ს მიმართ გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების ნაწილში
1.1 საჩივრის ავტორის, საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მოთხოვნა - გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება და ძალაში დარჩეს საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ 2019 წლის 0---------------ს გამოცემული N0----- და N0----- შემაკავებელი ორდერები.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2019 წლის 04 მარტს თ----- კ-----ს წარმომადგენელმა ლ--------–--ემ სარჩელი შეიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილების მიმართ და მოითხოვა თ----- კ-----ს მიმართ წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილების მიერ 2019 წლის 0--------ს გამოცემული შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
მოსარჩელე თ-----ი კ-----ს წარმომადგენლის განმარტებით, 2019 წლის 0--------ს, წყალტუბოს შს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილების მიერ, თ-----ი კ-----ს მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის ინიციატორიც არის მოსარჩელე თ-----ი კ-----ს მეუღლე ვ------- ვ---------ე. შემაკავებელი ორდერის გამოცემის დროს თ----- კ----- არ იმყოფებოდა ქუთაისში, ის 2019 წლის 02 მარტიდან იმყოფება ქ. თბილისში უ-----–-------–------ში, სადაც მზრუნველობს თავის არასრულწლოვან 5 წლის შვილს, ა-–---------- ვ---------ეს. ვ------- ვ---------ის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 1261 მუხლით (ოჯახური ძალადობა) და ასევე მის მიმართ, 2019 წლის 0--------ს გამოცემულია შემაკავებელი ორდერი თ----- კ-----ს მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტზე. თ----- კ----- საბერძნეთიდან საქართველოში დაბრუნდა 2019 წლის 2------------–ს, ხოლო საქართველოში დაბრუნებამდე მისი მეუღლე ვ------- ვ---------ე მას დაემუქრა, რომ თ-----ს იარაღით მოკლავდა. აღნიშნულის საფრთხე ნამდვილად არსებობდა, რადგან ვ------- ვ---------ის ოჯახში ნამდვილად ინახება კანონიერად შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, წყალტუბოს რ/ლი სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილების მიერ ამოღებულ იქნა 2019 წლის 0--------ს.
2019 წლის 0--------ს თ----- კ-----ს დაუკავშირდნენ გეგუთის პოლიციის განყოფილებიდან და აცნობეს მის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. საფუძვლად მიუთითეს ის, რომ უ-----–-------–------ში მისულმა თ----- კ-----მ, სადაც მისმა მცირეწლოვანმა შვილმა გაიკეთა ოპერაცია, შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს - ვ------- ვ---------ეს, რაც აბსურდია და მსგავსს ადგილი არ ჰქონია.
მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილების გამომძიებელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერი გამოიცა თ-----ი კ-----ს მიმართ, რადგან გამოკითხვით დადგინდა, რომ მან ფსიქოლოგიურად იძალადა ვ------- ვ---------ეზე.
ვ------- ვ---------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2012 წელს დაქორწინდა თ----- კ-----ზე, ჰყავთ ერთი შვილი ა-–---------- ვ---------ე, რომელიც არის 5 წლის. 2017 წლის 29 ივნისიდან - 2018 წლის ივნისამდე შვილთან ერთად ცხოვრობდნენ თ-----ის მშობლებთან, საბერძნეთში, ქ. ა----ში. 2018 წლის მაისის თვეში თ----- კ----- გაიპარა სახლიდან და ყოველგვარი კომუნიკაცია გაწყვიტა ოჯახთან. მოსარჩელე მას ეძებნა და მის ადგილსამყოფელს მიაგნო სამი კვირის შემდეგ. იგი აღმოჩნდა გათხოვილი ვინმე ბ---- ჩ------ეზე ქ. ა----ში და დარჩა მასთან. ამის შემდეგ ვ------- ვ---------ე მცირეწლოვან შვილთან ერთად დაბრუნდა საქართველოში და ამ დრომდე თ----- კ-----ს შვილთან ურთიერთობის სურვილი არ გამოუხატავს. მის წინააღმდეგ 2019 წლის 0--------ს გაცემულია შემაკავებელი ორდერი, როგორც სავარაუდო მოძალადეზე. ამის შემდეგ თ----- კ----- ჩავიდა საავადმყოფოში, ქ. თბილისში, სადაც იმყოფებოდა ბავშვის ავადობის გამო. თ----- კ-----მ გამოიძახა პოლიცია იმ მიზეზით, რომ თითქოს ვ------- ვ---------ე არ აძლევდა ბავშვის ნახვის უფლებას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რითაც დარღვეული ჰქონდა შემაკავებელი ორდერის პირობები და მოითხოვა მოსარჩელის დაპატიმრება.
2019 წლის 05 მარტს ვ------- ვ---------ემ სარჩელი შეიტანა ქუთაისის საქალაქო სასამრთლოში წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილების მიმართ და მოითხოვა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილების მიერ 2019 წლის 0--------ს გამოცემული შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
მოსარჩელის, ვ------- ვ---------ის განმარტებით, 2012 წელს დაქორწინდა თ----- კ-----ზე, ჰყავთ ერთი შვილი ა-–---------- ვ---------ე, რომელიც არის 5 წლის. 2017 წლის 29 ივნისიდან 2018 წლის ივნისამდე შვილთან ერთად ცხოვრობდნენ თ-----ის მშობლებთან საბერძნეთში ქ. ა----ში. 2018 წლის მაისის თვეში თ----- კ----- გაიპარა სახლიდან და ყოველგვარი კომუნიკაცია გაწყვიტა. მოსარჩელე მას ეძებნა და მის ადგილსამყოფელს მიაგნო სამი კვირის შემდეგ. იგი აღმოჩნდა გათხოვილი ვინმე ბ---- ჩ------ეზე ქ. ა----ში და დარჩა მასთან. ამის შემდეგ ვ------- ვ---------ე მცირეწლოვან შვილთან ერთად დაბრუნდა საქართველოში და ამ დრომდე თ----- კ-----ს შვილთან ურთიერთობის სურვილი არ გამოუხატავს.
2019 წლის 0--------ს თ----- კ----- გამოცხადდა წყალტუბოს რაიონის გეგუთის პოლიციის განყოფილებაში და შეიტანა განცხადება თითქოს ვ------- ვ---------ე მასზე ძალადობდა მათი ერთად ცხოვრების პერიოდში და მოითხოვა მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამასთანავე შემაკავებელი ორდერის გაცემა. ვ------- ვ---------ეზე გაცემულია 2019 წლის 0--------ის შემაკავებელი ორდერი, როგორც სავარაუდო მოძალადეზე. ამის შემდეგ თ----- კ----- ჩავიდა საავადმყოფოში, სადაც მოსარჩელე იმყოფებოდა. მოპასუხემ გამოიძახა პოლიცია თითქოს ვ------- ვ---------ე არ აძლევდა ბავშვის ნახვის უფლებას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და თითქოს დარღვეული ჰქონდა შემაკავებელი ორდერის პირობები და ითხოვდა მოსარჩელის დაპატიმრებას. ამ დროს ვ------- ვ---------ეს მოპასუხე თვალით არ უნახავს 2018 წლის მაისის თვიდან, თ----- კ----- იყო საბერძნეთში. აღნიშნულის დასაფიქსირებლად ვ------- კ----- პატრულის თანამშრომლებს გაყვა მათი თხოვნის საფუძველზე გამოსაკითხად საპატრულო დეპარტამენტში. ამ პერიოდში თ----- კ----- შევიდა ბავშვთან პალატაში, სადაც მოსარჩელეს უკვე აღარ აქვს შესვლის უფლება, რადგან მასზე შემაკავებელი ორდერია გაცემული თ----- კ-----ს მიმართ და ამის გამო ეზღუდება მცირეწლოვანი შვილის ნახვის უფლება, რომელიც იზრდებოდა მასთან დედის გარეშე მთელი 8 თვის განმავლობაში, რადგან დედას იგი მიტოვებული ჰყავდა. ზემოაღნიშნული მიზეზის გამო მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც ვ------- ვ---------ე ზრდიდა, მასზეა შეჩვეული, მას კი შვილთან შესვლის და მონახულების საშუალება თ----- კ-----ს თაღლითური მოქმედებების გამო აღარ აქვს, ამით მცირეწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესები ილახება.
აღნიშნული შემაკავებელი ორდერი გამოცემულია მხოლოდ თ----- კ-----ს სიტყვიერი განაცხადის საფუძველზე, რომ თითქოს მოსარჩელე 2014-2018 წლების მანძილზე აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას თ----- კ-----ს, რაც არის მტკნარი სიცრუე. ხდებოდა პირიქით, მოპასუხე უგზავნიდა საბერძნეთიდან მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ვ------- ვ---------ეს, ამიტომ შემაკავებელი ორდერი გამოტანილია შექმნილი ვითარების შეუსწავლელად, ყოველგვარი საფუძვლისა და მტკიცებულებათა გარეშე და მისი გამოცემა ემსახურება, მხოლოდ მოსარჩელის შვილისგან ჩამოშორებას, რითაც ილახება მცირეწლოვანის საუკეთესო ინტერესები.
მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილების გამომძიებელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერი გამოიცა ვ------- ვ---------ის მიმართ, რადგან გამოკითხვით დადგინდა, რომ მან ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად იძალადა 2014 წლიდან 2018 წლამდე თ----- კ-----ს მიმართ.
თ----- კ-----ს წარმომადგენელის განმარტებით, თ----- კ----- საზღვარგარეთიდან არაერთხელ თხოვდა ვ------- ვ---------ეს, მიეცა შვილთან, ა-–---------- ვ---------ესთან ტელეფონით დაკავშირების საშუალება, რასაც სისტემატურად უგულებელყოფდა ვ------- ვ---------ე. ასევე საბერძნეთში ყოფნისას ვ------- ვ---------ე ხშირად ცემდა თ----- კ-----ს, რაც მათი დაშორების მიზეზი გახდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 05.03.2019წ. განჩინებით თ----- კ-----სა და ვ------- ვ---------ის სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად და საქმეს მიენიჭა №3/76-19წ. (ს.ფ. 78-79).
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებით:
- დაკმაყოფილდა თ-----ი კ-----ს სარჩელი.
- გაუქმდა თ-----ი კ-----ს მიმართ წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილების მიერ 2019 წლის 0--------ს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერი.
- ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ------- ვ---------ის სარჩელი.
- ვ------- ვ---------ის მიმართ წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილების მიერ 2019 წლის 0--------ს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერიდან ამოირიცხა მითითება ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობის ფაქტზე.
- ვ------- ვ---------ის მიმართ წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის
პოლიციის განყოფილების მიერ 2019 წლის 0--------ს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერი სხვა ნაწილში (ფსიქოლოგიური ძალადობა) დარჩა უცვლელი.
დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ვინაიდან მოდავე მხარეები არიან ყოფილი მეუღლეები, მტკიცებულებები ორივე სარჩელის მიმართ ძირითადად ერთგვაროვანია.
დადგენილია, რომ:
თ-----ი კ-----ს და ვ------- ვ---------ეს თანაცხოვრებისას შეეძინათ ერთი შვილი ა-–---------- ვ---------ე, რომელიც არის 5 წლის:
თ-----ი კ-----ს მიმართ წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილების მიერ 2019 წლის 0--------ს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N0----- მსხვერპლის ვ------- ვ---------ის, ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე.
დადგენილია, რომ ვ------- ვ---------ის მიმართ წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილების მიერ 2019 წლის 0--------ს გამოცემული იქნა N0----- შემაკავებელი ორდერი, მსხვერპლის - თ-----ი კ-----ს ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის ფაქტზე.
მოსარჩელე თ. კ-----ს ინიციატივით მოწმედ დაკითხული ა-–---------- ს-------–---–ის განმარტებით, დადგენილია, რომ ის 2019 წლის 02 მარტს ქ. თბილისში ახლდა თ. კ-----ს წარმომადგენელს ლ--------–--ეს, რომელიც უ-----–-------–------ში უნდა შეხვედროდა თ----- კ-----ს. იქ მან გაიცნო ვ------- ვ---------ე, რომელიც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ. კ-----ს.
მისივე განმარტებით, თ-----ი კ----- ითხოვდა შვილის ნახვას, რომელსაც ოპერაცია უკეთდებოდა უ-----–-------–------ში. მოწმე თ. კ-----ს მხრიდან, იმ დღეს ვ------- ვ---------ის მიმართ, შეურაცხყოფის ფაქტს არ ადასტურებს.
მოსარჩელემ (თ----- კ-----) სასამართლოს წარმოუდგინა სოციალური ქსელიდან დეტალური ამონაწერი, რომლითაც დადგენილია, რომ თ. კ----- ითხოვს შვილთან კომუნიკაციას. სოციალური ქსელიდან ამონაწერი ასევე წარმოადგინა ვ------- ვ---------ემ, რომლითაც დადგენილია, რომ მხარეები ურთიერთბრალდებებით ცდილობენ პოზიციების გამყარებას.
სადავო საკითხის დადგენისას სასამართლომ იხელმძღვანელა მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენდა თ-----ი კ-----ს მიმართ წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილების მიერ 2019 წლის 0--------ს გამოცემული შემაკავებელი ორდერის- N0----- მსხვერპლის ვ------- ვ---------ის, ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, გამოცემის კანონიერების დადგენა, ასევე ვ------- ვ---------ის მიმართ წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილების მიერ 2019 წლის 0--------ს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერის, მსხვერპლის - თ-----ი კ-----ს ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის ფაქტზე - გამოცემის კანონიერების დადგენა.
სასამართლომ მიუთითა, რომ სრულად იზიარებდა მოსარჩელე თ-----ი კ-----ს მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს, ხოლო ნაწილობრივ ვ------- ვ---------ის მიერ სარჩელსა და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემის მიზანს წარმოადგენს დაუყოვნებლივი რეაგირება მსხვერპლის მოძალადისგან მყისიერი დაცვისათვის, აღნიშნული კი განხორციელებული უნდა იქნეს პოლიციის ორგანოების მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღებისა და ოპერატიული რეაგირების საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ მოიაზრებს შესაბამისი ორგანოების ვალდებულებას დაუყოვნებლივ გამოცხადნენ ადგილზე ან მსხვერპლის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში დაიწყონ წარმოება, შეაგროვონ მტკიცებულებები, გამოკითხონ მოწმეები და საჭიროების შემთხვევაში გამოსცენ შემაკავებელი ორდერი, რათა აღკვეთონ ძალადობრივი ქმედება მსხვერპლის მიმართ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ-----ი კ-----ს მიმართ წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილების მიერ 2019 წლის 0--------ს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N0----- მსხვერპლის ვ------- ვ---------ის, ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე.ვ------- ვ---------ის, გამოკითხვის საფუძველზე, მასზედ ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, 2019 წლის 0--------ს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N0-----, რომლის თანახმად, მსხვერპლია: ვ------- ვ---------ე, მოძალადეა - თ-----ი კ-----.
სასამართლომ მიიჩნია, რომ 2019 წლის 0--------ს თ-----ი კ-----ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი N0----- იყო უსაფუძვლოა და გააუქმა, შემდეგ გარემოებათა გამო.
„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია („სტამბოლის კონვენცია“) უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სფეროში. კონვენციის მიზნებისთვის „ოჯახში ძალადობა გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომელიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ, ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთ მითითებული საკანონმდებლო აქტების დანაწესების და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, ადგილი ჰქონდა თუ არა ოჯახის ერთი წევრის, (ყოფილი წევრის) მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ისეთი სახის ძალადობის გამოყენებით, როგორიცაა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა თუ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ფონზე გარკვეულ ემოციურ დისბალანსს.
მიჩნეულია, რომ ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია და ისინი შეიძლება გამომდინარეობდეს მძიმე სოციალური თუ ეკონომიური მდგომარეობიდან, ემყარებოდეს რელიგიური თუ კულტურულ ტრადიციებს და ურთიერთობის დადგენილი ფორმით სტერეოტიპულად ჩამოყალიბებულ წესებს. ოჯახში ძალადობის მიზეზს ასევე, შეიძლება წარმოადგენდეს ოჯახის ერთი წევრის მხრიდან მეორის მიმართ ძალაუფლების დემონსტრირების და კონტროლის განხორციელებას. ანუ, როცა ოჯახის ერთი წევრი ცდილობს მეორეზე კონტროლის დამყარებას და ამისთვის სხვადასხვა ხერხებს მიმართავს.
ვ------- ვ---------ის განმარტებით, თ-----ი კ-----ს მხრიდან, 2019 წლის 02 მარტს განიცადა ფსიქოლოგიური ძალადობა, რადგან თ----- კ-----მ უ-----–-------–------ში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ფაქტს უარყოფს მოსარჩელე რომლის წარმომადგენელის განმარტებით, თ----- კ----- ითხოვდა შვილის ნახვას, რის საშუალებასაც მას ვ------- ვ---------ე არ აძლევდა.
სასამართლომ არ გაიზიარა შემაკავებელ ორდერში მითითებულ თ-----ი კ-----ს მხრიდან ვ------- ვ---------ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტი, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. აღნიშნულმა ფაქტმა ასევე დადასტურება ვერ ჰპოვა საქმის განხილვისას.
მოსარჩელე თ----- კ-----ს ინიციატივით მოწმედ დაკითხული ა-–---------- ს-------–---–ის განმარტებით დადგენილია, რომ ის 2019 წლის 02 მარტს ქ. თბილისში ახლდა თ----- კ-----ს წარმომადგენელს, ლ--------–--ეს, რომელიც უ-----–-------–------ში უნდა შეხვედროდა თ----- კ-----ს. იქ მან გაიცნო ვ------- ვ---------ე, რომელიც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ----- კ-----ს. მისივე განმარტებით, ქალბატონი ითხოვდა შვილის ნახვას, რომელსაც ოპერაცია უკეთდებოდა უ-----–-------–------ში. მოწმე არ ადასტურებს თ----- კ-----ს მხრიდან ვ------- ვ---------ის მიმართ,შეურაცხყოფის ფაქტს არ ადასტურებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ძალადობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს ფსიქოლოგიური ძალადობა, რაც გულისხმობს მსხვერპლთან მუდმივად, მიზანმიმართულად ისეთი ურთიერთობის ფორმების გამოყენებას,რომელიც იწვევს ემოციურ ტკივილს, შიშს, დათრგუნულობას, დეპრესიას. ასეთი ურთიერთობის ფორმებში შეიძლება შედიოდეს: კრიტიკა, აგრესიული და შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება ან ასეთი მიმართვა, დაშინება, „მსხვერპლის“ აუცილებელი მოთხოვნილებების უგულებელყოფა, სითბოსა და მზრუნველობის მოკლება, უსამართლო ბრალდებების წაყენება, ემოციური მანიპულაცია, გადამეტებული კონტროლი, საზოგადოებისგან იზოლირება, დაცინვა, სიტყვიერი შეურაცხოფა,– ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტებია. ფსიქოლოგიური ძალადობის მიზანია - მსხვერპლს დაეკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დააეჭვოს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში და რეალობის ადეკვატურ აღქმაში,პრობლემა შეექმნას სოციუმში სრულფასოვან პიროვნებად გამოვლენაში და შესაძლებლობების რეალიზებაში.ამდენად, მოძალადის მიზანია პიროვნების იდენტობის შელახვა,მასზე კონტროლის დამყარება და გარკვეული სახის სარგებლის (ემოციური, მენტალური, მატერიალური და სხვა) მიღება. მოძალადეს ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტების გამოყენების შემდეგ უმარტივდება მსხვერპლით მანიპულირება,რაც შედეგად მის პიროვნებაზე დომინირებას იწვევს. მოძალადე მიიჩნევს, რომ მისი (ძალადობრივი) ქმედება მსხვერპლთან ურთიერთობაში მეტად ეფექტურია მასთან ურთიერთობის „გასარკვევად“, რადგან სხვა არაძალადობრივი ქმედებებით ვერ იღებს იმ „შედეგს“ რაც მას ამ ურთიერთობიდან სურს.ოჯახში გამოვლენილი ძალადობის სუბიექტები, როგორც წესი, ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი (ემოციურად, ეკონომიურად და სხვა მიზეზების გამო) ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში, გარკვეული დროის განმავლობაში ოჯახი მალავს ამ ფაქტს. ფსიქოლოგიური ძალადობის დროს არ არსებობს არანაირი ფიზიკური კვალი და ძალადობის კერა ოჯახია.
ფსიქოლოგიური ძალადობა წარმოადგენს ძალადობის „ფარულ“ ფორმას და შესაბამისად, მისი გამოვლენა და დაფიქსირება რთული პროცესია. რამდენადაც ფსიქოლოგიური ძალადობა არის ძალადობის არაპირდაპირი ფორმა, იგი შესაძლოა დიდი დროის განმავლობაში იყოს კულტივირებული და მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობისას გახდეს დეკლარირებული. ფსიქოლოგიური ძალადობა უნდა იწვევდეს მსხვერპლის ფსიქოლოგიურ ტრავმირებას - შფოთვას, დეპრესიას, სტრესულ, ნერვიულ მოშლილობას, დათრგუნულობას, ღირსების გრძნობის შელახვას და ეს ყველაფერი კონკრეტული პირის მიერ განხორციელებულ მიზანმიმართული ქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს. ოჯახში ძალადობა, როგორც წესი, არის „სისტემატური, განგრძობადი და ესკალირებადი“ ხასიათის ურთიერთობის მომცველი. ფსიქოლოგიური ძალადობის შემცველი ქმედების ერთეული შემთხვევისათვის ძალადობის კვალიფიკაციის მინიჭება საკმაოდ რთულ საკითხს წარმოადგენს. მისი გამოვლენისათვის საჭირო და მნიშვნელოვანი კომპონენტია ძალადობის სისტემატიური და განმეორებადი ხასიათი. ფსიქოლოგიური ძალადობა კი, თითქმის ყოველთვის განგრძობადი ხასიათის ქმედებაა. შემთხვევები, რომელიც ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის კვალიფიკაციის სფეროში, დამოკიდებულია მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობაზე, მათ სოციალურ მდგომარეობაზე, ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ძალადობის გამოვლინების ხარისხსა და ინტენსიურობაზე. ამდენად, ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობის დადასტურება რთულია, თუმცა შესაძლებელია მთელი რიგი ისეთი სახის მტკიცებულებებით, როგორიცაა ახსნა-განმარტება, ექსპერტის დასკვნა და სამედიცინო დიაგნოზი, წერილობითი სახის მტკიცებულება და ვიდეო, აუდიო ჩანაწერები,მოწმეთა ჩვენებები და ა.შ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ შემაკავებელი ორდერის დანიშნულება არა მხოლოდ დაცვის სწრაფი რეაგირების საშუალებაა, არამედ იგი ესკალირებული ძალადობის პრევენციის საშუალებასაც წარმოადგენს. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ზომები მიღებული უნდა იქნეს არა ნებისმიერ შემთხვევაში, არამედ როდესაც რეალურად არსებობს აუცილებლობა მსხვერპლის დაცვისა მოძალადის მიერ განხორციელებული ძალადობისაგან. მოცემულ შემთხვევაში უტყუარად არ დასტურდება ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი აწმყოში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ყოველი ფაქტი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს შემაკავებელი ორდერის გამოცემას, რადგან შემაკავებელი ორდერით დაცული სიკეთის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ამიტომ შემაკავებელი ორდერის გამოცემისას ფაქტი გამოკვლეული უნდა იქნეს სრულყოფილად, მიეცეს შესაბამისი რეაგირება.
სასამართლოს მსჯელობით, ამ შემთხვევაში არ არსებობდა შემაკავებელი ორდერის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც გააუქმა 2019 წლის 0--------ს თ-----ი კ-----ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი N0-----.
სასამართლოს მიჩნია, რომ ნაწილობრივ საფუძვლიანი იყო ვ------- ვ---------ის სარჩელი მის მიმართ წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილების მიერ, 2019 წლის 0--------ს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერის, მსხვერპლის - თ-----ი კ-----ს ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის ფაქტზე გაუქმების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებათა გამო.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ------- ვ---------ის მიმართ წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილების მიერ 2019 წლის 0--------ს გამოცემული იქნა N0----- შემაკავებელი ორდერი, მსხვერპლის - თ-----ი კ-----ს ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის ფაქტზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ შემაკავებელ ორდერში მითითებული ,,ეკონომიკური“ ძალადობა არ დასტურდებოდა, რადგან მხარეები უდავოდ ადასტურებდნენ, რომ ვ------- ვ---------ე საბერძნეთში ცხოვრობდა თ-----ი კ-----ს მშობლებთან და მისი მხრიდან ეკონომიკური ძალადობა რა ფორმით ხორციელდებოდა დაუდგენელია,რადგან ეკონომიკური ძალადობა არის ქმედება,რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის,საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას. ასევე უსაფუძვლოა მითითება ვ------- ვ---------ის მხრიდან, თ-----ი კ-----ს ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, რადგან ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარის ახსნა-განმარტების გარდა, წარმოდგენილი არ არის ფიზიკური ძალადობის ამსახველი, დამადასტურებელი მტკიცებულება (ფოტოსურათი, ექსპერტის დასკვნა და ა.შ.). რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ძალადობას, აღნიშნული დადასტურებულია საქმის მასალებით და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. კერძოდ, დადგენილია, რომ ვ------- ვ---------ე 2012 წელს დაქორწინდა თ----- კ-----ზე, ჰყავთ ერთი შვილი ა-–---------- ვ---------ე, რომელიც არის 5 წლის. 2017 წლის 29 ივნისიდან - 2018 წლის ივნისამდე შვილთან ერთად ცხოვრობდნენ თ-----ის მშობლებთან საბერძნეთში - ქ. ა----ში. ვ------- ვ---------ის განმარტებით, 2018 წლის მაისის თვეში თ----- კ----- გაიპარა სახლიდან და ყოველგვარი კომუნიკაცია გაწყვიტა მასთან. მოსარჩელე მას ეძებდა და მის ადგილსამყოფელს მიაგნო სამი კვირის შემდეგ. იგი აღმოჩნდა გათხოვილი ვინმე ბ---- ჩ------ეზე ქ. ა----ში და დარჩა მასთან. ამის შემდეგ ვ------- ვ---------ე მცირეწლოვან შვილთან ერთად დაბრუნდა საქართველოში და ამ დრომდე თ----- კ-----ს შვილთან ურთიერთობის სურვილი არ გამოუხატავს.
სასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, მათ წარმომადგენლებს და მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ძირითადი დავა გამომდინარეობს შვილთან ურთიერთობიდან. სასამართლოს რწმენით, ვ------- ვ---------ეს ცხადია აქვს წყენა თ-----ი კ-----ს ქცევის გამო და ცდილობს დედას არ მისცეს შვილთან ურთიერთობის საშუალება. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელე (თ----- კ-----ს) მიერ სოციალური ქსელიდან დეტალური ამონაწერით, რომლითაც დადგენილია, რომ თ----- კ----- ითხოვს შვილთან კომუნიკაციას. სოციალური ქსელიდან ამონაწერი ასევე წარმოადგინა ვ------- ვ---------ემ, რომლითაც დადგენილია, რომ მხარეები ურთიერთბრალდებებით ცდილობენ პოზიციების გამყარებას და ხშირად აპელირებენ მათ საერთო შვილზე. ამდენად, დადასტურებულია, ვ------- ვ---------ის მხრიდან, როგორც წარსულში ფსიქოლოგიური ძალადობის (შვილთან ტელეკომუნიკაციის ხშირად აკრძალვა) ფაქტი, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი აწმყოში, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველია.
შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა კანონის მიერ დასაცავ სიკეთეს, ამ შემთხვევაში თ-----ი კ-----ს უფლებებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით ნაწილობრივ დადასტურდა მოსარჩელის მიერ თ-----ი კ-----ზე ძალადობის (ფსიქოლოგიური) ფაქტზე ოპერატიული რეაგირების საჭიროება. რაც შეეხება ვ------- ვ---------ის მიმართ სისხლის სამართლის წესით, ოჯახური ძალადობის ფაქტზე დევნის წარმოებას, აღნიშნული სხვა უწყების კომპეტენციაა და მტკიცებულებების კვლევის საფუძველზე მიღებული იქნება კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საჩივრები შეიტანეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა და ვ------- ვ---------ემ.
ვ------- ვ---------ის წარმომადგენლის განმარტებით, 2019 წლის 05 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი ვ------- ვ---------ის მიმართ წყალტუბოს შ.ს. რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილების მიერ 2019 წლის 0--------ს გამოცემული, N0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმებაზე, რომელიც გამოცემული იყო მხოლოდ ვ------- ვ---------ის ყოფილი მეუღლის მიმართ თ----- კ-----ს სიტყვიერი განცხადების საფუძველზე, თითქოსდა მას 2014–2018 წლების მანძილზე ვ------- ვ---------ე აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა და არ აძლევდა ბავშვის ნახვის საშუალებას, რაც იყო მტკნარი სიცრუე და შემაკავებელი ორდერი გამოიცა სასწრაფოდ ყოველგვარი ფაქტიური გარემოებების შესწავლის და სამართლებრივი მტკიცებულებების მოპოვების გარეშე. ასევე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ 126I მუხლის I ნაწილით.
აღნიშნულის შემდეგ, ისევ 2019 წლის 0--------ს თ----- კ----- ჩავიდა ქ. თბილისში, ა-–- წულუკიძის სახელობის უროლოგიურ ცენტრში, სადაც ვ------- ვ---------ე თავის მცირეწლოვან შვილს ა-–---------- ვ---------ეს უკეთებდა გეგმიურ აუცილებელ ოპერაციას, რისი ნაწილიც დააფინანსა სახელმწიფომ, ნაწილი კი - მამამ, ვ------- ვ---------ემ. საავადმყოფოში ბავშვის დედამ მას აუტეხა ისტერიკები, - დაემუქრა განადგურებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. თ----- კ-----მ და მასთან მყოფმა პირებმა ვ------- ვ---------ის დაშანტაჟების და დათრგუნვის მიზნით გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და მოითხოვეს მისი დაპატიმრება იმ მოტივით, რომ მასზე გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები იყო დარღვეული. პატრულის თანამშრომლებს განუცხადეს, რომ თ----- კ-----ზე ვ------- ვ---------ე თითქოსდა ახორციელებდა სიცოცხლის მოსპობის მუქარას და არ აძლევდა დედას შვილის ნახვის უფლებას და ასეთი შანტაჟით და მანიპულაციებით იძულებული გახადეს საპატრულო დეპარტამენტი რომ აღეძრა ფაქტზე სისხლის სამართლის N0--------- საქმე საქართველოს სსკ III – 151-ე მუხ. I ნაწილით. აქედან გამომდინარე, ვ------- ვ---------ე ბუნებრივია გაჰყვა პატრულის თანამშრომლებს გამოკითხვაზე. ამ მომენტით ისარგებლა თ----- კ-----მ, ის ბავშვის მოსანახულებლად შევიდა პალატაში და დარჩა იქ. ვ------- ვ---------ეს შვილთან შესვლის უფლება აღარ მისცეს იმ მიზეზით, რომ გეგუთის პოლიციაში მასზე შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული მეუღლესთან – თ----- კ-----სთან მიახლოების და ყოველგვარი კომუნიკაციის აკრძალვით.
თ----- კ-----მ 2018 წლის მაისის თვეში უმწეო მდგომარეობაში მიატოვა მცირეწლოვანი შვილი უცხო ქვეყანაში - საბერძნეთში. იგი გაუჩინარდა და სამი კვირის შემდეგ ვ------- ვ---------ემ და თვით თ-----ის მშობლებმა მას მიაგნეს ქ. ა----ში, რომელმაც განუცხადათ, რომ იგი გათხოვდა ვინმე ბ---- ჩ------ეზე და დარჩა მასთან. ამის შემდეგ ვ------- ვ---------ე, რომელიც თ----- კ-----ს მშობლებთან ცხოვრობდა ქ. ა----ში ცოლშვილთან ერთად, 2018 წლის ივნისში თავის მცირეწლოვან შვილთან ა-–---------- ვ---------ესთან ერთად დაბრუნდა საქართველოში, ისინი საბერძნეთიდან გამოაცილეს თვით თ----- კ-----ს მშობლებმა და მის შემდეგ მთელი 8 თვის მანძილზე მარტო ზრდიდა შვილს, რომელიც ბუნებრივია შეჩვეული იყო მამას და აღნიშნული მანიპულაციებით თ----- კ-----მ შეძლო შვილის მამისათვის ჩამოცილება და 2019 წლის 0--------იდან მას არ აქვს შვილის მონახულების და რაიმე კომუნიკაციის საშუალება და არც იცის სად ჰყავს იგი ამჟამად თ----- კ-----ს, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 07 მარტს გაცემულია დროებითი განკარგულება, რომ ვ------- ვ---------ეს უფლება აქვს შვილი ა-–---------- ვ---------ე ყოველი კვირის პარასკევს 18 საათიდან ორშაბათის 18 საათამდე წაიყვანოს და იყოლიოს თავისთან.
სასამართლო თავის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ვ------- ვ---------ის შემაკავებელი ორდერის, ფსიქოლოგიური ძალადობის ნაწილში ძალაში დატოვების შესახებ ეყრდნობა თ----- კ-----ს წარმომადგენლის ინიციატივით სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ა-–---------- ს-------–---–ის ჩვენებას, რომ 2019 წლის 02 მარტს იგი ახლდა თ----- კ-----ს წარმომადგენელს ლ--------–--ეს, რომელიც უ-----–-------–------ში უნდა შეხვედროდა თ----- კ-----ს. იქ მან გაიცნო ვ------- ვ---------ე, რომელიც თითქოს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ----- კ-----ს. მისივე განმარტებით, თ----- კ----- ითხოვდა შვილის ნახვას, რომელსაც ოპერაცია უკეთდებოდა და თ----- კ-----ს მხრიდან იმ დღეს ვ------- ვ---------ის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანის დროს არ მოახდინა მოწმის სახით დაკითხული ა-–---------- ს-------–---–ის სანდოობის ხარისხის შემოწმება და გათვალისწინება.
უდავო ფაქტია, რომ ლ--------–--ე არის თ----- კ-----ს სრულუფლებიანი წარმომადგენელი და მისი თანმხლები პირი იყო ა-–- ს-------–---–ი, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განაცხადა რომ ეუფლება ადვოკატის პროფესიას და ამის გამო სტაჟირებას გადის ლ--------–--ესთან. აქედან გამომდინარე იგი უპირობოდ თ----- კ-----ს აქტიური მხარდამჭერია და მის სასარგებლოდ მისცა ჩვენება, რაც იქ ფაქტიურ შექმნილ ვითარებას და სინამდვილეს საერთოდ არ ასახავს და იგი ცალსახად მიკერძოებული მოწმეა, რაც აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებია მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოტანის დროს.
სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში თვითონვე აღნიშნავს, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ...“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ასეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. ასევე აღნიშნავს, რომ ძალადობის ერთ–ერთ ფორმას წარმოადგენს ფსიქოლოგიური ძალადობა, რაც გულისხმობს მსხვერპლთან მუდმივად, მიზანმიმართულად ისეთი ურთიერთობის ფორმების გამოყენებას, რომელიც იწვევს ემოციურ ტკივილს, შიშს, დათრგუნულობას, დეპერსიას, ასეთი ურთიერთობის ფორმები შეიძლება შედიოდეს: კრიტიკა, აგრესიული და შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება, დაშინება და სხვა. აქვე თავის გადაწყვეტილებაში სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოიცემა და ინარჩუნებს მის სამართლებრივ ძალას იმ შემთხვევაშიც, როდესაც სახეზეა ძალადობის ფაქტი წარსულში, აწმყოში და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იარსებებს მომავალში.
ყოველივე აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში (გვ. 10) მითითებულია, რომ სასამართლო ვერ გაიზიარებს შემაკავებელ ორდერში მითითებულ თ----- კ-----ს მხრიდან ვ------- ვ---------ის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობის განხორციელების ფაქტს, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, აღნიშნულმა ფაქტმა ასევე დადასტურება ვერ ჰპოვა საქმის განხილვისას, აღნიშნავს სასამართლო. პირიქით, საქმეში წარმოდგენილი იყო თ----- კ-----ს მიერ ვ------- ვ---------ის მიმართ ძალადობის დამადასტურებელი სატელეფონო SMS შეტყობინებების ამონაწერები, სადაც თ----- კ----- სიცოცხლის მოსპობით, განადგურებით, ყოველგვარი უცენზურო სიტყვებით ემუქრება ვ------- ვ---------ეს და მისი ოჯახის წევრებსაც. აღნიშნულზე კი ვ------- ვ---------ე საპასუხო მუქარით არ პასუხობდა. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში (გვ. 16) რბილად აღნიშნა, რომ ვ------- ვ---------ემაც წარმოადგინა სოციალური ქსელიდან ამონაწერი, რომლითაც თითქოს მხოლოდ ის იყო დადგენილი, რომ მხარეები ურთიერთბრალდებებით ცდილობდნენ პოზიციების გამყარებას და ხშირად აპელირებდნენ საერთო შვილზე. ასეთი განმარტებით სასამართლომ არ მისცა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება თ----- კ-----ს მუქარებს და გამოიჩინა მიკერძოება თ----- კ-----სადმი, რომლის გამართლებისადმი, მთელ გადაწყვეტილებას თუ ჩავუღრმავდებით, ლაიტმოტივად გასდევს კანონი, რომელიც ვინაიდან იწყება სიტყვებით: ,,ქალთა მიმართ ძალადობის ანდა ოჯახში ძალადობის აღკვეთა...“ თითქოს ძალადობა მხოლოდ ქალის მიმართ ხორციელდება და უნდა გადაწყდეს ქალის სასარგებლოდ, რაც ასე არ არის, ძალადობის დროს სიღრმისეულად შესწავლილი და გამოკვლეული უნდა იყოს ყველა მტკიცებულება - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება ვ------- ვ---------ის მიმართებაში შემაკავებელი ორდერის ფსიქოლოგიურ ძალადობის ნაწილში ძალაში დატოვებისა და თ----- კ-----ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის გაუქმების ნაწილში.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის განმარტებით, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილები უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ გამოცემული N0----- და N0----- შემაკავებელი ორდერები გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა შეფასებისა და შეჯერების საფუძველზე „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2019 წლის 0--------ს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილებას განცხადებით მიმართა მოქალაქე თ----- კ-----მ, რომელმაც განმარტა, რომ 2014 წლიდან 2017 წლამდე დროის მონაკვეთში მისი მეუღლე ვ------- ვ---------ე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაზედაც ითხოვდა პოლიციის დახმარებას. მისი განმარტებით, 2014 წლიდან 2017 წლამდე დროის პერიოდში, წყალტუბოს რაიონის, სოფელ გ------–- მცხოვრებ, თ----- კ-----ზე ოჯახური კონფლიქტების დროს ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად სისტემატურად ძალადობდა მისი მეუღლე - წყალტუბოს რაიონის სოფელ გ------–- მცხოვრები ვ------- ვ---------ე.
თ----- კ-----მ დაადასტურა ყოფილი მეუღლის მხრიდან მასზე სისტემატური ხასიათის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის ფაქტები საქართველოში ყოფნისა და ასევე საბერძნეთში ყოფნის დროსაც. კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაში თ----- კ-----მ მოითხოვა მათი საერთო მცირეწლოვანი შვილის ა-–---------- ვ---------ის ნახვა, რომელსაც მისი ინფორმაციით ქირურგიული ოპერაცია უკეთდებოდა ქ. თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში და ყოფილი მეუღლე მას არ უმხელდა საავადმყოფოს მისამართს ბავშვთან ურთიერთობის შეზღუდვის მიზნით.
ამავე დროს თ----- კ-----მ განმარტა, რომ მისი მეუღლე ვ------- ვ---------ე, მას სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა იარაღით მოკვლით. შესაბამისად, ვინაიდან ვ------- ვაჩიერაძის საცხოვრებელ სახლში ინახებოდა რეგისტრირებული იარაღი, მოსალოდნელი ძალადობის განხორციელების თავიდან ასაცილებლად, გამოძიების მიერ ვ------- ვ---------ის საცხოვრებელი სახლიდან გადაუდებელი აუცილებლობის წესით ამოღებული იქნა ოჯახის წევზე გაპიროვნებული NT--------------- ცეცხლსასროლი პისტოლეტი, რომელიც წესების სრული დაცვით ინახებოდა მათი საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ოთახში არსებულ ლითონის სეიფში.
თ----- კ-----ს განმარტებით, იგი საბერძნეთში ყოფნისას გაშორდა ვ------- ვ---------ეს, რის შემდეგაც ყოფილმა მეუღლემ მის დაუკითხავად წამოიყვანა მათი შვილი ა-–---------- ვ---------ე საქართველოში და მის შემდეგ უზღუდავდა შვილის ნახვის უფლებას. რამდენჯერმე იძალადა მასზე ფიზიკურად, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, თუმცა შეთავაზებულ სამედიცინო გამოკვლევაზე თ----- კ-----ს უარი განაცხადა. დამატებით თ----- კ-----მ განმარტა, რომ მისი ყოფილი მეუღლე შვილთან დალაპარაკების სანაცვლოდ სთხოვდა მას ფულად თანხას.
ვ------- ვ---------ესთან გასაუბრების დროს მან სრულად უარყო მისი მხრიდან ყოფილ მეუღლეზე რაიმე სახის ძალადობის განხორციელება და განმარტა, რომ 2012 წლიდან ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა თ----- კ-----სთან. რამდენიმეჯერ გაშორდა და შემდეგ ისევ შეურიგდა მას, მაგრამ მისი მხრიდან არასდროს ჰქონია ადგილი თ-----ის მიმართ რაიმე სახის ძალადობას. 2017 წლიდან 2018 წლამდე ისინი შვილთან ერთად და თ-----ის მშობლებთან ერთად ცხოვრობდნენ საბერძნეთში, ქ. ა----ში. 2018 წლის მაისში თ-----ი დაიკარგა ოჯახიდან და როდესაც მისმა მშობლებმა იპოვეს, მათ განუმარტა, რომ სხვა მამაკაცზე იყო გათხოვილი და ვ-------თან აღარ დაბრუნდებოდა, რის შემდეგაც ვ------- ვ---------ემ მეუღლის მშობლების ნებართვით წამოიყვანა საკუთარი მცირეწლოვანი შვილი საქართველოში. მანვე განმარტა, რომ ყოფილი მეუღლე ქ. თბილისში, საავადმყოფოში შეხვედროს დროს დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ოჯახის წევრებად მიიჩნევიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა რომ მსხვერპლი და მოძალადე ერთმანეთის ოჯახის წევრები არიან.
საჩივრის ავტორის აზრით, აგრეთვე აშკარაა, რომ მოცემულ შემთხვევაში ვ------- ვ---------ის მიმართ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ძალადობას. ფსიქოლოგიურ ძალადობაში უნდა მოიაზრება ნებისმიერი ქმედება, რაც ადამიანის პატივსა და ღირსებას ლახავს. კანონის მიზნებისათვის, შემაკავებელი ორდერის გამოსაცემად არ არის აუცილებელი, რომ ფსიქოლოგიურ ძალადობას სისტემატური ხასიათი ჰქონდეს. ერთჯერადი შეურაცხყოფა, დამცირება ან სხვა ქმედება, რომელიც ადამიანის პატივსა და ღირსებას ხელყოფს, წარმოადგენს ფსიქოლოგიურ ძალადობას. ფსიქოლოგიურ ძალადობას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს სამომავლო ცხოვრების განმავლობაში და კიდევ უფრო დამანგრეველია, ვიდრე ფიზიკური ძალადობა. ფსიქოლოგიური ძალადობა წარმოადგენს ძალადობის „ფარულ“ ფორმას, რაც კიდევ უფრო ართულებს მის გამოვლენას. სწორედ ასეთი ტიპის ძალადობის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების ოპერატიულად გამოყენება. ამავდროულად, შემაკავებელი ორდერის მიზანი, ოპერატიულ რეაგირებასთან ერთად, არის სამომავლო ძალადობის პრევენციაც და ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრების უფლებისათვის ხელშეწყობა. ამიტომ, პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილი იყო შემაკავებელი ორდერის გამოცემა. ამდენად, პოლიციელის მიერ ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ზიანი მიადგებოდა პოლიციელის მიერ დასაცავ სიკეთეს, ამ შემთხვევაში ვ------- ვ---------ის უფლებებს. მოძალადე თ----- კ----- დაემუქრა ვ------- ვ---------ეს მოკვლით. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიზანს წარმოადგენს დაუყოვნებლივ რეაგირება მსხვერპლის ძალადობისგან მყისიერი დაცვისთვის. ამდენად, ზემოხსენებული გარემოებები მიუთითებს, რომ მოძალადე თ----- კ-----ს მიმართ 2019 წლის 0--------ს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერი შეესაბამება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
აგრეთვე აშკარაა, რომ მოცემულ შემთხვევაში, თ----- კ-----ს მიმართ ადგილი ჰქონდა, ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული პრობლემაა და მოძალადისთვის ადეკვატური ღონისძიებების განსაზღვრა არის ამ პრობლემის აღმოფხვრისა და ძალადობის პრევენციის ერთ-ერთი გზა. ამიტომ, სამართალდამცავი და მართლმსაჯულების ორგანოების წარმომადგენლები მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის საქმეში. დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმში მსხვერპლი თ----- კ----- ადასტურებს ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის ფაქტს მისი ყოფილი მეუღლის ვ------- ვ---------ის მხრიდან. ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძაალდობას, რომელსაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა თ----- კ-----ს მიმართ ვ------- ვ---------ის მხრიდან ადასტურებს გ---–- კ-----ც. ასევე დასტურდება თანხის სანაცვლოდ ბავშვთან დალაპარაკების პირობაც, რაც თავის მხრივ ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას წარმოადგენს.
შესაბამისად, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილებამ დაინახა და სწორად შეაფასა ძალადობის რისკები, რის საფუძველზეც შეადგინა შემაკავებელი ორდერები. მოძალადე ვ------- ვაჩივერაძის მიმართ 2019 წლის 0--------ს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერი შეესაბამება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძლები. მხარეთა მიერ ასევე მტკიცებულებების სახით იქნა წარმოდგენილი თ----- კ-----ს და ვახტან ვ---------ის ელექტრონული მიმოწერა, სადაც ფიქსირდებოდა შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტები თ----- კ-----ს მხრიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება და ძალაში დარჩეს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ შედგენილი შემაკავებელი ორდერები: 2019 წლის 0--------ს გამოცემული ორდერი N0----- და 2019 წლის 0--------ს გამოცემული N0----- ორდერი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და საჩივრების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მომჩივანთა მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ. ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერების კანონიერება.
საქმეში წარმოდგენილია 0----.2019წ. N0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის მოქმედების ვადაა 30 დღე, გამოცემულია თ----- კ-----ს (მსხვერპლი) მოთხოვნით - ვ------- ვ---------ის (მოძალადე) მიმარ), _ ფიზიკური, ფქიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის გამო. ორდერით ვ------- ვ---------ეს აეკრძალა:
- იმ სახლთან მიახლოევება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს;
- მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებტან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება;
- მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
- მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კონტაქტი (ს.ფ. 48)
საქმეში წარმოდგენილია 03.03.2019წ. N0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის მოქმედების ვადაა 30 დღე, გამოცემულია ვ------- ვ---------ის (მსხვეპლი) მოთხოვნით თ----- კ-----ს მიმართ (მოძალადე), _ ფსიქოლოგიური ძალადობის გამო. ორდერით თ----- კ-----ს აკერძალა:
- იმ სახლთან მიახლოევება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს;
- მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებტან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება;
- მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
- თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა;
- მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კონტაქტი (ს.ფ. 63)
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“, „ბ“ და „ე“ პუნქტების მიხედვით განმარტებულია, რომ ფიზიკური ძალადობაა - ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს. ფსიქოლოგიური ძალადობაა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. ეკონომიკური ძალადობაა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
პირველი ინსტანციის მიერ მოსმენილ იქნა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეფასებული იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები და ამონაწერები სოციალური ქსელიდან და დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ადგილი არ ჰქონდა თ----- კ-----ს მხრიდან ვ------- ვაჩიბერძის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას, ისევე როგორც ვ------- ვ---------ის მხრიდან თ----- კ-----ს მიმართ ეკონომიკურ და ფიზიკურ ძალადობას. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ვ------- ვ---------ის მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება რა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, დამატებით სააპელაციო საჩივრის პასუხად აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შესრულება განაპირობებს დავის შედეგს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რადგან საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული რა მტკიცებულებებზე მითითებით დაასაბუთებენ მხარეები გარემოებებს, რომლებზედაც ამყარებენ თავიან მოთხოვნებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას.
სააპელაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, და აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას გამოსაყენებელი ზოგადი პრინციპია ,,გონივრულ ეჭვს მიღმა” მტკიცების სტანდარტი. ასეთი მტკიცება შესაძლებელია, თუ ერთდროულად არსებობს საკმარისად მყარი, მკაფიო და თანმხვედრი ვარაუდები ან მსგავსი გაუბათილებელი პრეზუმფციები ფაქტთან დაკავშირებით. (Aktaş v. Turkey, 24351/94, პუნქტი 272, ECHR 2003-V).
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საჩივრების და საქმის განხილვისას გამოკვლეული გარემოებების შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატა მიინევს, რომ არ არსებობს არცერთი საკმარისად მყარი და მკაფიო მტკიცებულება, რომლითაც გაქარწყლდებოდა პირველი ინსტანციის სასამრთლოს გადაწყვეტილებაში მოცემული მსჯელობა და საჩივრის ავტორებს არ მიუთითებიათ არცერთი კონკრეტული გარემოება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მათ პოზიციას. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის (ვ------- ვ---------ის) განმარტებას, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს, რადგან მოპასუხე მხარის (თ----- კ-----ს) პოზიციის გასამყარებლად საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი (რაც მოცემულ შეთხვევაში ასევე გამოიხატება შვილთან კომუნიკაციის შეზღუდვაში ვ------- ვ---------ის მხრიდან) დადასტურებულია. შესაბამისად, მხოლოდ ვ------- ვ---------ის ახსნა-განმარტება, რომ მისი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია _ მტკიცებულებად ვერ იქნება მიღებული, რადგან იგი დაინტერესებულია საქმის შედეგით, სხვა მტკიცებულება კი, რომელთანაც შეიძლება მისი ახსნა-განმარტების შეჯერება _ საქმეში წარმოდგენილი არ არის. ასევე სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორთა პოზიციას, რომ თ----- კ-----ს მხრიდან ადგილი ჰქონდა ვ------- ვ---------ის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას, აღნიშნული არ დგინდება საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით, ისევე როგორც არ დგინდება ვ------- ვ---------ის მხრიდან თ----- კ-----ზე ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობის შემთხვევა.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. საჩივრები არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვ------- ვ---------ისა და საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება;
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი
გოჩა აბუსერიძე
მურთაზ მეშველიანი