განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002552599
საქმე №1/ბ-716-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, მსჯავრდებულ კ------- ჩ--------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ----- ა-------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) კ------- ჩ--------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 6----------), ნასამართლევის, მცხოვრების ქ---------–---–-----------------–----------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენით:
კ------- ჩ--------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ კ------- ჩ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან _ 2018 წლის 16 ივნისიდან.
კ------- ჩ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.
იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
· კ------- ჩ--------ის სახლიდან ამოღებული ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის სროლისათვის ვარგისი „--------------“ მოდელის №----- ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტი (ინახება ი------------------–-----------------------------ს პოლიციის დეპარტამენტში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
· კ------- ჩ--------ის სახლიდან ამოღებული 9 მმ კალიბრის №----- პისტოლეტის ლულიდან აღებული ანაწმენდი და ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ საკონტროლო ნიმუშის დარჩენილი ნაწილი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
· კ------- ჩ--------ის სახლიდან ამოღებული 9 მმ კალიბრის №----- პისტოლეტიდან ექსპერიმენტული გასროლებით მიღებული მასრები შესანახად უნდა დარჩეს საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინლისტიკური დეპარტამენტის ტყვია მასროთეკაში.
· ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კ------- ჩ--------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობის განხილვის ამსახველი აუდიოჩანაწერის CD დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ------- ჩ--------ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
კ------- ჩ--------ემ, დაუდგენელ გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ქალაქ ქ-------–--------------–--------------------------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეორე სართულზე არსებული კომოდის უჯრაში ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი _ ქარხნული წესით დამზადებული, სროლისათვის ვარგისი, 9 მმ კალიბრის „--------------“ მოდელის №----- პისტოლეტი.
2018 წლის 16 ივნისს, ი------------------–---------------------------ის პოლიციის დეპარტამენტის მუშაკების მიერ კ------- ჩ--------ის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ზემოაღნიშნიული ცეცხლსასროლი იარაღი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა კ------- ჩ--------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ----- ა-------მ, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და კ------- ჩ--------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
ბალისტიკური ექსპერტიზის №----- დასკვნის თანახმად, კ------- ჩ--------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული „--------------” მოდელის №----- პისტოლეტის შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ პისტოლეტის ფორმის მქონე №----- ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ ნომინალური კალიბრის პისტოლეტის მოდელი „--------------”. ექსპერტის განმარტებით, ვინაიდან, მას ლულის არხში არ გააჩნია სპეციალური სტაციონარული მზღუდავი, რომელიც ხელს უშლის ჭურვების გასროლას, იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.
ექსპერტიზის დასკვნით ცალსახადაა დადგენილი, რომ იარაღს არ აღენიშნება კუსტარულად გადაკეთების კვალი და ვინაიდან, მას ლულის არხში არ გააჩნია სპეციალური, სტაციონარული მზღუდავი, რომელიც ხელს უშლის ჭურვების გასროლას, მხოლოდ ამის გამო აკუთვნებს ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. ექსპერტმა ამით პირდაპირ მიანიშნა, რომ თუ იარაღს ლულის არხში ექნებოდა სტაციონარული მზღუდავი, რომელიც მას ქარხნული წესით თან მოჰყვება და უკეთდება კუთხვილით, ამ შემთხვევაში ექსპერტი ვერანაირად ვერ მიაკუთვნებდა მას ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. ამდენად, თუ კ------- ბრალდების მხარის მიერ ვერ ან არ იქნა ამოღებული „--------------” მოდელის №----- პისტოლეტის ლულის არხში განსათავსებელი სპეციალური სტაციონარული მზღუდავი, რომელიც დღესაც ინახება და არის კ------- ჩ--------ის საცხოვრებელ სახლში, ეს არ უნდა გამხდარიყო მის მიმართ ბრალდების წაყენებისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ დანიშნული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნული დასკვნის თანახმად, „--------------” მოდელის №----- პისტოლეტის ლულიდან აღებულ ანაწმენდზე დაფიქსირდა დენთვის წვის პროდუქტები, ნახშირი და NO2, ამით ბრალდების მხარე არაპირდაპირ მიანიშნებს, რომ ხსენებული იარაღიდან კ------- ჩ--------ის მიერ განხორციელებულია ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი ტყვიის გასროლა, რაც აბსურდია, ვინაიდან, „--------------” მოდელის №----- პისტოლეტს გააჩნია ქარხნული წესით დამზადებული მასზედ განკუთვნილი სპეციალური ვაზნები, რომლებიც გასროლისას გამოსცემენ მხოლოდ და მხოლოდ ხმას და ზიანის მიყენება არ შეუძლიათ, ხოლო აღნიშნული სპეციალური ვაზნები დატენილია დენთით, რომელიც გასროლისას ფეთქდება და გამოსცემს ხმას. ბრალდების მხარეს არ უწარმოებია გამოძიება სრულყოფილად, არ მიუმართავს ექსპერტისთვის შეკითხვით, რათა დაედგინა „--------------” მოდელის №----- პისტოლეტისათვის ქარხნული წესით დამზადებული, მასზედ კუთვნილი ვაზნები დატენილია თუ არა დენთით და გასროლისას ლულაში ტოვებს თუ არა დენთის წვის პროდუქტებს, ნახშირსა და NO2-ს. ასევე ბრალდების მხარეს არ მიუმართავს შეკითხვით ექსპერტიზისთვის იარაღის ლულის კიდეებზე იყო თუ არა ტყვიის გასროლისას ნარჩენი კვალი ნაკაწრების სახით, რათა ამით დადგენილიყო იყო თუ არა ნაწარმოები ტყვიის გასროლა აღნიშნული იარაღიდან.
აპელანტის მითითებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, თუმცა კ------- ჩ--------ე არ ეთანხმებოდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ „--------------” მოდელის №----- პისტოლეტი განეკუთვნებოდა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორმა ვ------- ჭ------------ სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა მსჯავრდებულ კ------- ჩ--------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ----- ა-------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ კ------- ჩ--------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ----- ა-------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ კ------- ჩ--------ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში მისი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ:
საქმეზე მოწმის სახით დაკითხული შსს ი------------------–-----------------------------ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, დ------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 15 ივნისს მის მიერ მიღებული იქნა ინფორმაცია მასზედ, რომ კ------- ჩ--------ე თავის საცხოვრებელ სახლში, დამხმარე სათავსოებსა და საკარმიდამო ნაკვეთში, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალას და უახლოეს მომავალში აპირებდა მათ გადამალვას სხვა ადგილზე. მიღებული ინფორმაციის შესახებ დადგენილი წესის შესაბამისად მოხსენდა ხელმძღვანელობას.
საქმეზე მოწმის სახით დაკითხული შსს ი------------------–---------------------------ის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივების თანაშემწე-გამომძიებლის ლ-–- ფ---–---–--–---–ის და ამავე სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის, ა------ ა------ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 16 ივნისს, დილის საათებში, გამოცხადდნენ ქ---------–--------------–-----------------ში, კ------- ჩ--------ის საცხოვრებელ სახლში, დამხმარე სათავსოებსა და საკარმიდამო ნაკვეთში ჩხრეკის ჩატარების მიზნით, რადგან არსებობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება აღნიშნულ მისამართზე ჩხრეკის ჩატარების შესახებ. მითითებულ დროს კ------- ჩ--------ე სახლში აღმოჩნდა. ჩხრეკის დაწყებამდე მას გაეცნო მოსამართლის განჩინება, რა დროსაც თანხმობა განაცხადა ჩხრეკის ჩატარებაზე. მასვე გამომძიებლის მიერ მიეცა შეთავაზება, თუკი სახლში გააჩნდა რაიმე ცეცხლსასროლი იარაღი, წარმოედგინა იგი, რაზედაც კ------- ჩ--------ემ განაცხადა, რომ სახლის მეორე სართულზე არსებულ საძინებელ ოთახში, პლასმასის ტუმბოში, უჯრაში შენახული ჰქონდა ,---------------“-ის მოდელის პისტოლეტი მჭიდით და ვაზნების გარეშე. ამის შემდეგ მან ისინი აიყვანა აღნიშნულ ოთახში და ზემოხსენებული ტუმბოს უჯრაში მიუთითა პისტოლეტზე, რომელიც ამოღებული იქნა, მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა ი------------------–-----------------------------ს პოლიციის დეპარტამენტის ლუქის №-- ბეჭდით. კ------- ჩ--------ემ ხელი მოაწერა ჩხრეკის ოქმს, რა დროსაც მას რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს.
საცხოვრებელი სახლის, დამხმარე სათავსოებისა და საკარმიდაო ნაკვეთის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 20018 წლის 16 ივნისს ჩხრეკა ჩატარდა ქ---------–--------------–------------------------–- მდებარე კ------- ჩ--------ის საცხოვრებელ სახლში, დამხმარე სათავსოებსა და საკარმიდამო ნაკვეთში, რა დროსაც კ------- ჩ--------ემ სახლის მეორე სართულზე მდებარე მისივე საძინებელ ოთახში არსებული პლასტმასის უჯრებიანი კომოდის უჯრიდან ნებაყოფლობით წარმოადგინა შავი ფერის კორპუსისა და ტარის მქონე „--------------“ მოდელის პისტოლეტი, რომელზეც აღინიშნებოდა ნომერი 5----. პისტოლეტში მოთავსებული იყო მჭიდი ვაზნების გარეშე, არც იარაღის ლულაში იყო მოთავსებული ვაზნა. მითითებული პისტოლეტი ამოღებული იქნა, მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა ი------------------–----------------------------ის პოლიციის დეპარტამენტის №-- ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის. ჩხრეკის ოქმი ხელმოწერილია როგორც საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლების, ასევე თავად კ------- ჩ--------ის მიერ, რომელსაც ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია არ გამოუთქვამს.
ბალისტიკური ექსპერტიზის №----- დასკვნით დასტურდება, რომ კ------- ჩ--------ის საცხოვრებელ სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული პისტოლეტის ფორმის მქონე №----- ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ ნომინალური კალიბრის პისტოლეტის მოდელი „--------------”. ვინაიდან მას ლულის არხში არ გააჩნია სპეციალური სტაციონარული მზღუდავი, რომელიც ხელს უშლის ჭურვების გასროლას, იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.
ქიმიური ექსპერტიზის №-------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი „--------------” მოდელის №----- პისტოლეტის ლულიდან აღებულ ანაწმენდზე დაფიქსირდა დენთის წვის პროდუქტები ნახშირი და NO2.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ კ------- ჩ--------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული „--------------” მოდელის №----- პისტოლეტი არ განეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ვინაიდან, მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ბალისტიკური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარად არის დადგენილი და დადასტურებული ის ფაქტი, რომ აღნიშნული პისტოლეტი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. საქმის მასალების თანახმად, კ------- ჩ--------ეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, მათ შორის, ბალისტიკური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები, რის გამოც მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას კ------- ჩ--------ემ უარყო ჩხრეკის შედეგად ამოღებული იარაღის მისდამი კუთვნილების ფაქტი, მაგრამ მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების: ლ-–- ფ---–---–--–---–ის და ა------ ა------ს ჩვენებებით, ასევე საცხოვრებელი სახლის, დამხმარე სათავსოებისა და საკარმიდაო ნაკვეთის ჩხრეკის ოქმით უდავოდ დასტურდება, რომ ჩხრეკის დროს კ------- ჩ--------ემ თავისი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე მისივე საძინებელ ოთახში არსებული კომოდის უჯრიდან ნებაყოფლობით წარმოადგინა შავი ფერის კორპუსისა და ტარის მქონე „--------------“ მოდელის №----- პისტოლეტი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ წინასასამართლო სხდომაზე, როდესაც კ------- ჩ--------ეს დეტალურად განემარტა წარდგენილი ბრალდების არსი, რაც გამოიხატებოდა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში, მან თავი დამნაშავედ ცნო აღნიშნულ ბრალდებაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია და არ მოუთხოვია მათი გამოკვლევა, ხოლო რაიმე ახალი მტკიცებულება, რაც დაცვის მხარის პოზიციას დაადასტურებდა, მათ სასამართლოში არ წარმოუდგენიათ.
უსაფუძვლოა ასევე აპელანტების მითითება იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარეს ექსპერტისათვის არ დაუსვამს შემდეგი შემდეგი კითხვები: 1) „--------------” მოდელის №----- პისტოლეტისათვის ქარხნული წესით დამზადებული, მასზედ განკუთვნილი ვაზნები დატენილია თუ არა დენთით და გასროლისას ლულაში ტოვებს თუ არა დენთის წვის პროდუქტებს _ ნახშირსა და NO2-ს, 2) იარაღის ლულის კიდეებზე იყო თუ არა ტყვიის გასროლისას ნარჩენი კვალი ნაკაწრების სახით, რათა ამით დადგენილიყო იყო თუ არა ნაწარმოები ტყვიის გასროლა „--------------” მოდელის №----- იარაღიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მტკიცებულებების მოპოვება მხარეთა პრეროგატივაა. ისინი თავიანთი შეხედულებისამებრ მოიპოვებენ და წარადგენენ მტკიცებულებებს. ამდენად, დაცვის მხარე უფლებამოსილი იყო, საჭიროების შემთხვევაში, მისთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით თავად მოეპოვებინა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ კ------- ჩ--------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ----- ა-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენი კ------- ჩ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.კ------- ჩ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
4.მსჯავრდებულ კ------- ჩ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 16 ივნისიდან.
5.ცნობად იქნას მიღებული, რომ კ------- ჩ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.
6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· კ------- ჩ--------ის სახლიდან ამოღებული ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის სროლისათვის ვარგისი „--------------“ მოდელის №----- პისტოლეტი, რომელიც ინახება ი------------------–-----------------------------ს პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
· კ------- ჩ--------ის სახლიდან ამოღებული 9 მმ კალიბრის №----- პისტოლეტის ლულიდან აღებული ანაწმენდი და ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ საკონტროლო ნიმუშის დარჩენილი ნაწილი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
· კ------- ჩ--------ის სახლიდან ამოღებული 9 მმ კალიბრის №----- პისტოლეტიდან ექსპერიმენტული გასროლებით მიღებული მასრები შესანახად დარჩეს საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინლისტიკური დეპარტამენტის ტყვია მასროთეკაში.
· ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კ------- ჩ--------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობის განხილვის ამსახველი აუდიოჩანაწერის CD დისკი, დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს მისი შენახვის ვადით.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/