განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002332989
საქმე №1/ბ-743-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) კ---- გ--–----ას მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 6----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ---------–-----------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ---- გ--–----ას ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ---------–-----------------------------–- მდებარე სახლში, კ---- გ--–----ამ არასრულწლოვანი შვილის _ გ------- გ--–----ას თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე, ს------- ს---------ზე (სამჯერ მუჭი დაარტყა სახის არეში და ჩუსტი ესროლა), რის შედეგადაც ს------- ს---------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ზემოაღნიშნულის გამო კ---- გ--–----ას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით:
კ---- გ--–----ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
კ---- გ--–----ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა კ---- გ--–----ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ---------–--------------------------–-----------------------------------------------)
გამართლებულ კ---- გ--–----ას განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ფეხსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კ---- გ--–----ას, ხოლო CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------- გ----------ემ, რომელმაც ითხოვა კ---- გ--–----ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
სასამართლოში საქმის განხილვისას დაკითხული იქნენ ბრალდების მხარის მოწმეები, კერძოდ: გამომძიებლები პ----- ხ----–-- და ლ---- შ--–--------ე, რომლებმაც აჩვენეს, რომ 2018 წლის 24 იანვარს, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული შეტყობინების გამო ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე. აღნიშნულ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულმა მათ მოუყვა, რომ მეუღლემ _ კ---- გ--–----ამ არასრულწლოვანი შვილის, გ------- გ--–----ას თანდასწრებით იძალადა მასზე, სამჯერ მუჭი დაარტყა სახის არეში და ჩუსტი ესროლა. ძალადობის შედეგად ს------- ს---------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ს------- ს---------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- გ-------–-–---–მა სრულად დაადასტურა გაცემული დასკვნის შინაარსი და აჩვენა, რომ გამოკვლევაზე წარდგენილი ს------- ს---------ს განმარტებით, მას სხეულზე დაზიანებები მიაყენა მისმა მეუღლემ, კ---- გ--–----ამ. ამდენად, საქმეში არსებობს გამომძიებლებისა და ექსპერტის ჩვენებები, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს კ---- გ--–----ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი კ---- გ--–----ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს კ---- გ--–----ას უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებსაც ეფუძნება კ---- გ--–----ას მიმართ წარდგენილი ბრალდება, ვერ აკმაყოფილებს პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და საკმარისი არ არის დასკვნისათვის, რომ კ---- გ--–----ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. კერძოდ:
საქმეში წარმოდგენილი, დანაშაულის შესახებ №1----- შეტყობინების თანახმად, 2018 წლის 24 იანვარს, 15:32 საათზე, 112-ის მეშვეობით შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში შევიდა ს-------- ს---------ს შეტყობინება იმის თაობაზე, რომ მას ქ---------–---------------------------ში მდებარე სახლში, მეუღლემ _ კ---- გ--–----ამ დაარტყა ხელი და სურდა, რომ მისთვის ჩამოერთვათ ხელწერილი.
საქმეში წარმოდგენილი, დანაშაულის შესახებ №1----- შეტყობინების თანახმად, 2018 წლის 24 იანვარს, 16:30 საათზე, შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების მორიგე-ინსპექტორ დ----- ქ-------ეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო საპატრულო სამსახურის (ქუთაისი) „---- საპატრულო ეკიპაჟის პ-------------------------ემ აცნობა, რომ ქ---------–---------------------------ში, 1978 წელს დაბადებულ ს------- ს---------ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ _ 1975 წელს დაბადებულმა კ---- გ--–----ამ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ---------–---------------------------ში მდებარე ს------- ს---------ს საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას, ს------- ს---------ს მითითებით ამოღებული იქნა ოთახის ფეხსაცმელი, რომელიც, მისი განმარტებით, ესროლა მეუღლემ _ კ---- გ--–----ამ.
სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ს------- ს---------მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადა მეუღლის _ კ---- გ--–----ას წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამავე უფლებით ისარგებლა მოწმე ზ---- გ--–----ამ და უარი განაცხადეს თავისი ძმის _ კ---- გ--–----ას წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმის სახით დაკითხული შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, ლ---- შ--–--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 24 იანვარს მიიღო შეტყობინება, რომლის თანახმად, ქ---------–---------------------------ში მცხოვრები ს------- ს--------- ითხოვდა დახმარებას ოჯახში ძალადობის ფაქტზე. კერძოდ, ს------- ს---------ს გადმოცემით, მას მეუღლემ, კ---- გ--–----ამ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის საფუძველზეც პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე მან გამოკითხა ს------- ს---------, დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, კ---- გ--–----ას წარუდგინა ბრალდების შესახებ დადგენილება, ასევე ს------- ს---------ს გააცნო მისი დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება, განუმარტა მათ უფლებები და დაათვალიერა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების დისკი. ერთ-ერთ ფოტოზე ასახული იყო ჩუსტი, რომელიც დაზარალებულის განმარტებით, ესროლა თავისმა მეუღლემ.
მოწმის სახით დაკითხული შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, პ----- ხ----–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ ხსენებულ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება 2018 წლის 24 იანვარს ს------- ს---------ს მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მან ექსპერტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ქ---------–---------------------------ში მდებარე სახლში, ს------- ს---------ს მითითებით, სამზარეულო ოთახიდან ამოღებული იქნა ჩუსტი, რომელიც მისივე განმარტებით, კ---- გ--–----ამ ესროლა.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 2018 წლის 24 იანვარს ჩატარებული პირადი გასინჯვის დროს ს------- ს---------ს სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვის საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- გ-------–-–---–მა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა კ---- გ--–----ას მიერ დანაშაულის ჩადენას. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა კ---- გ--–----ამ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ს------- ს---------მ უარი განაცხადა მეუღლის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კ---- გ--–----ას მიერ 2018 წლის 24 იანვარს თავისი მეუღლის _ ს------- ს---------ს მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
რაც შეეხება მოწმეების _ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების: ლ---- შ--–--------ისა და პ----- ხ----–--ს ჩვენებებს, ისინი გადმოსცემენ მათთვის ს------- ს---------ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, შესაბამისად, აღნიშნული ჩვენებები თავიანთი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს, რომლებიც მიჩნეული ვერ იქნება დანაშაულის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებად, ვინაიდან, თავად ს------- ს---------ს სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დასკვნა იძლევა ინფორმაციას მხოლოდ დაზარალებულის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთის შესახებ და ეს მტკიცებულება პირდაპირ ვერ ადასტურებს მისთვის ამ დაზიანების კ---- გ--–----ას მიერ მიყენების ფაქტს. ამასთან, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ---- გ--–----ამ ს------- ს---------ს სამჯერ დაარტყა მუჭი სახის არეში და ჩუსტი ესროლა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, ს------- ს---------ს სისხლნაჟღენთი აღენიშებოდა მარცხენა მტევნის შიგნითა ზედაპირზე, ხოლო სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში (მათ შორის არც სახის არეში) სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ კ---- გ--–----ას მიმართ 2018 წლის 23 ოქტომბერს დადგენილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც აღნიშნული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი კ---- გ--–----ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.კ---- გ--–----ა ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
4.გამართლებულ კ---- გ--–----ას განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
5.ცნობად იქნეს მიღებული, რომ კ---- გ--–----ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, ყადაღა მოეხსნას კ---- გ--–----ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ---------–--------------------------–---------------------------------------------).
6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ფეხსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კ---- გ--–----ას, ხოლო CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/