განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100118002414129-1ბ/887-19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
17 ივნისი, 2019 წელი ქ. თ---–--ი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ვ----– თ----------- ა----–---–-, დაბადებული 1--- წლის 2----–---- საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–--ი, დაბა კ-------------–----–----–-------------
კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვე;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ----– ა----–---–-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ----- ტ--–--–---–-ა და მოითხოვა ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ვ----– ა----–---–ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ოჯახის წევრის მიმართ როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
სასამართლომ დაადგინა :
2018 წლის 30 მარტს, დაახლოებით 11:00 საათზე, ვ----– ა----–---–მა თავისი საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე ქ. თ---–--ი, და-----------------–----–----–-- ქუჩა N2--–ი, კუთვნილი მობილური ტელეფონით დარეკა ყოფილი მეუღლის თ----- გ----–---–-ს მობილურ ტელეფონზე, რა დროსაც ამ უკანასკნელს დაემუქრა ყელის გამოჭრით და მოკვლით, რამაც თ----- გ----–---–ს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
დაზარალებულმა თ----- გ----–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ის და მსჯავრდებული ვ----– ა----–---–- დაქორწინდნენ 2006 წელს და დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად. ჰყავთ ორი საერთო შვილი ლ---- და ნ--ო ა----–---–ები. ვ----– ა----–---–- იყო ალკოჰოლის სისტემატური მომხმარებელი, რის გამოც თანაცხოვრების პერიოდში ხშირი იყო მათ შორის კონფლიქტი და ჩხუბი. სწორედ აღნიშნული გახდა მათი განქორწინების მიზეზი. განქორწინების შემდეგ ვ----– ა----–---–- ხან თხოვნით, ხან კი მუქარითა და აგრესიული ფორმით მისგან ითხოვდა შერიგებას, თუმცა, მისი ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებისა და თანაცხოვრების პერიოდში მათ შორის არსებული მუდმივი უთანხმოების გამო, იგი იყო შერიგების კატეგორიული წინააღმდეგი. 2017 წლის ზაფხულში, ვ----– ა----–---–- დაახლოებით ორი დღის განმავლობაში ურეკავდა, თუმცა, იცოდა რა, რომ მისი მხრიდან გინებას და შეურაცხყოფას ექნებოდა ადგილი, არ პასუხობდა, რის შემდეგაც იგი დახვდა ავტობუსის გაჩერებაზე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ესროლა მობილური ტელეფონი, ასევე, შეეცადა ხელი შეეშალა მისთვის ავტობუსში ასვლაში, თუმცა, მან მაინც მოახერხა ავტობუსში ასვლა და სამსახურში წასვლა, შემდეგ კი, იმავე დღეს მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და ვ----– ა----–---–-ს მიმართ დაბა ტ-------–-–ი მდებარე პოლიციის განყოფილების თანამშრომლების მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი. აღნიშნულის შემდეგ, 2017 წლის ნოემბერში იგი წავიდა იტალიაში, საიდანაც დაბრუნდა 2018 წლის 26 მარტს და იმავე დღეს ცოლად გაჰყვა ვ------გ გ---------–---–ს. აღნიშნულის შემდეგ ვ----– ა----–---–- სისტემატურად ურეკავდა მას, თუმცა, იგი არ პასუხობდა, რადგან იცოდა, რომ მისი მხრიდან კვლავ გინებას და შეურაცხყოფას ექნებოდა ადგილი. შემდეგ, 2018 წლის 30 მარტს, მისმა მეუღლემ - ვ------გ გ---------–---–მა უპასუხა, რასაც მოჰყვა ვ----– ა----–---–-ს მხრიდან მუქარის შემცველი შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებების გამოგზავნა: „ორივეს დაგხოცავთ“, „ჩათვალეთ, რომ მკვდრები ხართ“, „მიპასუხე, თორემ პოლიცია ვერ გიშველის“ და ასე შემდეგ, რასაც ასევე მოჰყვა სიცოცხლის მოსპობის მუქარა სატელეფონო საუბრისას. თ----- გ----–---–-ს განმარტებით, აღნიშნული მუქარები მან აღიქვა რეალურად, რის გამოც ძალიან შეეშინდა და დარეკა ჯერ 112-ში, ხოლო შემდეგ აღნიშნული გამოძახება გააუქმა და კვლავ მიმართა დაბა ტ-------–-–ი მდებარე პოლიციის განყოფილებას, რადგან დასახელებული განყოფილების თანამშრომლები მისი და მისი ყოფილი მეუღლის კონფლიქტური ურთიერთობის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ. დაზარალებულის თქმით, მისი ყოფილი მეუღლე - ვ----– ა----–---–- ყოველთვის ემუქრებოდა, რომ სხვა მამაკაცზე თუ დაქორწინდებოდა ან მეგობარი მამაკაცი თუ ეყოლებოდა, არ გაახარებდა, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ იგი რამდენიმე დღის დაოჯახებული იყო ვ------გ გ---------–---–ზე, მან მუქარის განხორცილების რეალური საფრთხე იგრძნო და ამიტომ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ საერთო შვილების ინტერესის გათვალისწინებით, რომლებიც ცხოვრობენ მამასთან, მას არ სურას ვ----– ა----–---–-ს მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება, თუმცა, იგი ასევე ითხოვს ბრალდებულის მხრიდან მშვიდ, მყუდრო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას.
საქართველოს შს სამინისტროს ქ. თ---–--ის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თ---–--ის სამმართველოს მე-6 განყოფილების უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა კ-----რ ე-–--------–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ მოწმის სახით გამოკითხულ იქნა ვ------გ გ---------–---–ი, რომელსაც რაიმე შენიშვნა გამოკითხვის ოქმთან დაკავშირებით არ ჰქონია. იგი გაეცნო მისი კარნახით შედგენილ გამოკითხვის ოქმს და მისი სისწორე დაადასტურა ხელმოწერით. მსჯავრდებულს, ადვოკატის თანდასწრებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში გააცნო ბრალდების შესახებ დადგენილება, ასევე, დაცვის მხარეს გაუცვალა მტკიცებულებები. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
საქართველოს შს სამინისტროს ქ.თ---–--ის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თ---–--ის სამმართველოს მე-6 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა - შ----ა ს-------მ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ თ----- გ----–---–-ს განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მის მიმართ ყოფილი მეუღლის ვ----– ა----–---–-ს მხრიდან განხორციელებული მუქარის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მის მიერ ჩატარებულ იქნა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: გამოკითხულ იქნა მოწმე თ----- გ----–---–-, დათვალიერდა თ----- გ----–---–-ს მობილური ტელეფონი, კერძოდ, მუქარის შემცველი SMS შეტყობინებები, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ვ----– ა----–---–-, ასევე, ვ----– ა----–---–-სგან მიღებული ჩვენების გადამოწმების მიზნით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
მსჯავრდებულმა ვ----– ა----–---–მა საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ყოფილ მეუღლეს - თ----- გ----–---–ს უკავშირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ შვილების ინტერესებიდან გამომდინარე. თ----- გ----–---–-ს იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ მას ურეკავდა შვილების თხოვნით, რომელთაც დედის ნახვა ძალიან უნდოდათ, ხოლო 2018 წლის 30 მარტს მის ნომერზე უპასუხა უცხო მამაკაცმა, რომელიც როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა იყო მისი მეორე ქმარი. ეს უკანასკნელი აქეთ დაემუქრა ოჯახის ამოწყვეტით, ხოლო თავის მხრივ, ყოფილი მეუღლის მიმართ მუქარა არ განუხორციელებია.
მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 30 მარტს, 19:35 საათიდან - 19:58 საათამდე დროის შუალედში, საქართველოს შს სამინისტროს ქ.თ---–--ის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თ---–--ის სამმართველოს მე-6 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის შ----ა ს-------ს მიერ მოწმე თ----- გ----–---–-ს თანხმობითა და მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა ამ უკანასკნელის კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის “C5” მოდელის მობილური ტელეფონი, რომელშიც მოთავსებულია ჯეოსელის სიმ-ბარათი, ნომრით 55----------- კერძოდ, დათვალიერებულ იქნა ტელეფონში არსებული 2018 წლის 30 მარტს 10:56 საათიდან 12:03 საათამდე დროის შუალედში, ვ----– ა----–---–-ს მობილური ტელეფონის ნომრიდან - 5----------7 თ----- გ----–---–-ს ტელეფონის ნომერზე- 5----------- გაგზავნილი გინების, უცენზურო სიტყვებისა და მუქარის შემცველი შვიდი მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელთა თანახმად, ვ----– ა----–---–- მიმართავს თ----- გ----–---–ს: „თ-----ა გირჩევნია მიპასუხო, თორემ მერე შენს თავს დააბრალე“, „პატრული ვერ გიშველის“, „მადლობას თუ ასე მიხდი, ყოჩაღ შენ“, „ჩათვალეთ, რომ მკვდრები ხართ,....“ და სხვა უცენზურო სიტყვებით.
ვ----– ა----–---–-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალ---- გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ბასილ ა----–---–- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილ
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ოჯახის წევრად ითვლება ყოფილი მეუღლე;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში: ა) სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, ბ) ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, გ) ქონების განადგურების მუქარაში. მუქარა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი (რეალური) შიში. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებას (მუქარა) და დამდგარ შედეგს (შიში) შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა.
პალატა აღნიშნავს, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.“ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარის მიერ მითითებული არგუმენტებიდან პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ვ----– ა----–---–-ს მხრიდან მუქარის შემცველი შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებების გამოგზავნა: „ჩათვალეთ, რომ მკვდრები ხართ“, „მიპასუხე, თორემ პოლიცია ვერ გიშველის“ და ასე შემდეგ წარმოადგენს მუქარის განხორციელებას. გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში ასევე მსჯავრდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიცოცხლის მოსპობით სიტყვიერ დამუქრებას ტელეფონის საშუალებით.
პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულმა ვ----– ა----–---–მა დანაშაულებრივი ქმედება სწორედ ყოფილი მეუღლის თ----- გ----–---–-ს მიმართ განახორციელა, კერძოდ, კუთვნილი მობილური ტელეფონით დარეკა ყოფილ მეუღლეს თ----- გ----–---–ს მობილურ ტელეფონზე, რა დროსაც ამ უკანასკნელს დაემუქრა ყელის გამოჭრით და მოკვლით, რამაც თ----- გ----–---–ს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, ურთიერთ შეთანხმებული, მათი ერთობლიობაში შეფასება და ანალ---- უტყუარად პირდაპირ ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ თ----- გ----–---–ს მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს. მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ამდენად პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარეს იმის დასადასტურებლად, რომ დაზარალებულს კონკრეტული მუქარის გამო გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში სასამართლოში წარმოდგენილია.
დაზარალებულ - თ----- გ----–---–-ს საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 30 მარტს, დღის პირველ ნახევარში, ყოფილი მეუღლე - ვ----– ა----–---–- მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, აგრეთვე სატელეფონო საუბრის დროს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, შემდეგი შინაარსის ტექსტებით: „ორივეს დაგხოცავთ“, „ჩათვალეთ, რომ მკვდრები ხართ“, „მიპასუხე, თორემ პოლიცია ვერ გიშველის“ და ასე შემდეგ, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ იგი ყოველთვის ემუქრებოდა, რომ თუ სხვა მამაკაცზე დაქორწინდებოდა ან მეგობარი მამაკაცი ეყოლებოდა, არ გაახარებდა, მან მუქარა რეალურად აღიქვა, ვინაიდან იგი რამდენიმე დღის დაქორწინებული იყო სხვა მამაკაცზე.
დაზარალებულ თ----- გ----–---–-ს ჩვენების სისწორე დადასტურებულია მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, რომლის თანახმადაც დადგენლია, რომ 2018 წლის 30 მარტს 10:56 საათიდან 12:03 საათამდე დროის შუალედში, ვ----– ა----–---–-ს კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან - 5----------7 თ----- გ----–---–-ს კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომერზე - 5----------- გაგზავნილ იქნა გინებისა და მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომელთა თანახმადაც, ვ----– ა----–---–- მიმართავს თ----- გ----–---–ს: „თ-----ა გირჩევნია მიპასუხო, თორემ მერე შენს თავს დააბრალე“, „პატრული ვერ გიშველის“, „მადლობას თუ ასე მიხდი, ყოჩაღ შენ“, „ჩათვალეთ, რომ მკვდრები ხართ, ....“ და სხვა უცენზურო სიტყვებით.
პალატა, განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ისეთ სუბიექტურ კრიტერიუმზე, როგორიც არის დაზარალებულის აღქმა და განმარტავს, რომ დანაშაულის (მუქარის) არსებობისათვის აუცილებელია სწორედ იმის უტყუარად დადგენა, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების რეალური შიში. თუ დაზარალებულს ასეთი შიში არ გასჩენია, მუქარა ზოგადად შიშის მომგვრელიც რომ ყოფილიყო, სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობა. მუქარის დროს ადამიანზე ხდება არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლის შედეგების თვალნათელი დადასტურება, გარდა დაზარალებულის განცდისა, შეუძლებელია სხვა მტკიცებულებებით დადგინდეს, ვინაიდან ფსიქიკური ძალადობა, როგორც წესი, ფიზიკურ კვალს არ ტოვებს, თუმცა ზიანდება ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, რაც ფიზიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან დაბალი ფასი ჰქონდეს როგორც ფაქტის თვითმხილველი, ასევე დაზარალებულის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გადმომცემი მოწმეების ჩვენებებსაც კი, ვინაიდან ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია მსხვერპლის მიერ რეალობის სწორედ მისეული აღქმა.
მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე პალატა დადასტურებულად თვლის, რომ ვ----– ა----–---–-ს მხრიდან უკიდურესად აგრესიული ფორმით (გინებისა და უცენზურო სიტყვების ფონზე) გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დაზარალებულის მხრიდან აღქმულ იქნა რეალურ მუქარად, რის გამოც გაუჩნდა შიში და მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას მხედველობაში იქნა მიღებული მუქარის გამოხატვის ფორმა და ვითარება (ყოფილი მეუღლის სხვა მამაკაცზე დაქორწინებით გაღიზიანებული/აგრესიული ბრალდებულის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფისა და გინების ფონზე სიცოცხლის მოსპობის მუქარა), მსჯავრდებულის პიროვნება (სხვა დროსაც იყო მხილებული იგივე დაზარალებულის მიმართ განხორციელებული სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფაქტზე, რის გამოც მის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი). ყოველივე აღნიშნულმა კი, ერთობლიობაში დაზარალებულში სუბიექტურად წარმოშვა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
რაც შეეხება, ვ----– ა----–---–-ს უდანაშაულობის შესახებ დაცვის მხარის არგუმენტს, იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულს მსჯავრდებულის ქმედებების შედეგად შიში არ გასჩენია, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი დაუყოვნებლივ მიმართავდა სამართალდამცავ ორგანოებს და არა რამდენიმე საათის შემდეგ, თანაც მისი საცხოვრებელი ადგილიდან ტერიტორიულად სხვა ადგილას, პალატა ვერ გაიზიარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მართალია დაზარალებულმა ჯერ, დაუყოვნებლივ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, შემდეგ კი გამოძახება გააუქმა და მიმართა კონკრეტულ პოლიციის განყოფილებას მაგრამ, აღნიშნული გარემოება ახსნა იმით, რომ რადგან დაბა ტ-------–-ს პოლიციის განყოფილების თანამშრომლები წარსულში ინფორმირებულები იყვნენ, როგორც მათი ურთიერთობის, ასევე, თავად მსჯავრდებულის პიროვნების შესახებ, უკეთ შეძლებდნენ მისდახმარებას. შესაბამისად, დაზარალებულმა მუქარის განხორციელებიდან დროის მცირე მონაკვეთში მიმართა ჯერ საპატრულო პოლიციას, ხოლო შემდეგ იმ ორგანოს, რომელიც მისი აზრით, მსჯავრდებულის მხრიდან მომდინარე საფრთხისაგან უფრო მეტად დაიცავდა, რაც მიუთითებს სწორედ დაზარალებულში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობას. ამდენად, დაზარალებულის ასეთ ქმედებას, პალატა ვერ მიიჩნევს ამ უკანასკნელის მხრიდან მუქარის რეაულურად აღქმის ნაწილში ეჭვის შეტანის საფუძვლად.
ამდენად, დაზარალებულის ჩვენების და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დათვალიერების ოქმისა და უდავოდ ცნობილი სხვა მტკიცებულებების შეფასებისას (ცალ-ცალკე და ერთობლიობაში) ნათლად გამოკვეთილია ის გარემოება, რომ დაზარალებულის მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენება სრულ თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებთან. ისინი ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სასამართლოს აწვდიან ერთმანეთის იდენტურ ინფორმაციას, რომელთა ურთიერთშეჯერებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად გაანალიზებით ვლინდება ერთი საერთო სურათი, რაც ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით, მიმართულია ბრალდებულის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი დანაშაულის ჩადენის დადასტურებისაკენ.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვ----– ა----–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სახეზეა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ----– ა----–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ----– ა----–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია;
ვ----– ა----–---–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ჩადენილი იქნა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ;
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახით ითვალისწინებდა ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.
ამდენად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია) და დამამძიმებელი გარემოებები (დანაშაული ჩადენილი იქნა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ) გარემოებები კერძოდ. გათვალისწინებული იქნა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ვ----– ა----–---–ს ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რაც დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთასთან. ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ვ----– ა----–---–-სათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენი, ვ----– ა----–---–-ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე - რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ვ----– ა----–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის თ----- ტ--–--–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
3.ვ----– ა----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
4.მსჯავრდებულ ვ----– ა----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების მომენტიდან - 2019 წლის 23 აპრილიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 30 მარტიდან - 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის დრო.
5.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე - რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი