განაჩენი

სისხლის სამართლის 21.06.2018
საქმის ნომერი
080100118002324073
ინსტანცია
თარიღი
21.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002324073

საქმე №1/ბ-314-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 ივნისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ი---- ფ------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) რ----- ა----–--ის მიმართ (პირადი №6----------), დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ხ--–----------------------------–----------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით:

 

რ----- ა----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ რ----- ა----–--ეს დაეკისრა მოვალეობა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალა პრობაციის სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

რ----- ა----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ----- ა----–--ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 05 ნოემბერს, დაახლოებით 06:20 საათზე, ს------------------------------–-------–- გამავალი საავტომობილო გზის 2---ე კილომეტრზე, რ----- ა----–--ე ”------ს მოდელის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით A------, დასავლეთის მიმართულებით ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 21.8 მუხლის მოთხოვნის დარღვევით მოძრაობისას, კერძოდ, ავტომობილის უკანა სალონიდან სი----ეტის კოლოფის აღების მცდელობისას გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ნაწილში და შეეჯახა ქუთაისის მიმართულებით მოძრავ დ----- შ-----–--ს მართვის ქვეშ მყოფ ”------ს მოდელის ტრანზიტული ნომრის მქონე თვითმცლელ ავტომობილს, რის შედეგადაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო დ----- შ-----–--მ.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ი---- ფ------–---–მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ რ----- ა----–--ისთვის კანონიერი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევიდან გასულია 6 თვეზე მეტი დრო, რ----- ა----–--ეს არანაირი ზომები არ მიუღია დაზარალებულზე მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარე შესავალ და დასკვნით სიტყვებში ყურადღებას ამახვილებდა ამ კუთხით, რათა ბრალდებულისთვის სასჯელის დანიშვნისას სასამართლოს გაეთვალისწინებია, რომ იგი ბოროტად არიდებდა თავს დაზარალებულისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და არც უცდია მასთან შერიგება, სასამართლომ განაჩენში საერთოდ არ იმსჯელა აღნიშნულის თაობაზე. ამასთან, სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რომელი განსაკუთრებით შემამსუბუქებელი გარემოებების გამო დაუნიშნა რ----- ა----–--ეს პირობითი მსჯავრი, ხოლო დამატებით სასჯელად საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, ასევე მინიმალური ვადით _ 6 თვით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, მათ შორის, ბრალდებულ რ----- ა----–--ის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულ დ----- შ-----–--ს და მოწმეების: მ------- ი----------ის, ხ------- ბ------–---–ის და გ------- ხ----ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სქემით, სამედიცინო და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ რ----- ა----–--ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება _ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანის შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. აღნიშნული მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ასევე მხეველობაში მიიღო ის, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო პასუსიხმგებლობის დამამძიმებელი გარემებები მას არ გააჩნია და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რ----- ა----–--ეს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული (რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი) და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილი იყო მსჯავრდებულ რ----- ა----–--ის მიმართ გამოეყენებინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლი და მისთვის დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად, სათანადო გამოსაცდელი ვადის დაწესებით.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას არ გაუთვალისწინებია ის გარემოებები, რომ მსჯავრდებული ბოროტად არიდებდა თავს დაზარალებულისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და არ უცდია მასთან შერიგება. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის №1019აპ-09 და 2016 წლის 26 დეკემბრის №390აპ-14 გადაწყვეტილებებით დადგენილია პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, ზიანის აუნაზღაურებლობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. ამდენად, ამ მიმართებით აპელანტის არგუმენტაცია მცდარია და სააპელაციო პალატა არ იზიარებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ რ----- ა----–--ისთვის დანიშნული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც აღნიშნული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ი---- ფ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენი რ----- ა----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.რ----- ა----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

4.მსჯავრდებულ რ----- ა----–--ის ყოფაქცევის კონტროლის და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5.მსჯავრდებულ რ----- ა----–--ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

6.ცნობად იქნეს მიღებული, რომ რ----- ა----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვ.დოლიძე