განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-405-2018 წელი
№050100116001464413
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
23 ოქტომბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – მ------ ნ--------ის,მსჯავრდებულის – პ---–- ო-------–--ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა პ---–- ო-------–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
პ---–- ო-------–--ე, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ლ--------–----------–-–-------ში, მსჯავრდებულია ოზურგეთის რაიო-ნული სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწი-ნებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
aRwerilobiTi nawili:
პ---–- ო-------–--ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო ქურ-დობის მცდელობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდე-ლობისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელო-ვანი ზიანი გამოეწვია.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 11 საათზე, ლ----------------–----–----------------–---------–---ში, პ---–- ო-------–--ე შეეცადა ფარულად დაუფლებოდა 3222 ლარის ღირე-ბულების სახელმწიფო ქონებას – ექვს ცალ ფოლადის მილს, რომელიც დააჭრევინა დაქი-რავებულ მუშას და აპირებდა მისი ადგილიდან ტრანსპორტით გადატანას, რითაც დაზა-რალებულ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო- გურია-ზემო სვანე-თის მომსახურების ცენტრს მიადგებოდა მნიშვნელოვანი ზიანი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენით პ---–- ო--------–--ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მ------ ნ--------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს პავ-ლე ო-------–--ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ პ---–- ო-------–--ე ფარულად ცდილობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დაუფლებას, რაც ვერ განახორციელა იმის გამო, რომ ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რის შემდეგაც გაირკვა, რომ მას არ ჰქონდა მილების საკუთრების დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი. დაზა-რალებულის წარმომადგენელმა გ---- ჩ----ემ სასამართლოში აღნიშნა, რომ ლ----------------–----–----------------–---------–---ში მდებარე ყოფილი სატელეკომუნიკაციო ანძა და მასზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი წარმოად-გენდა სახელმწიფო ქონებას და სწორედ აღნიშნული ყოფილი ანძის მილების ფარულად დაუფლებას ცდილობდა პ---–- ო-------–--ე. მას არასდროს უმუშავია შპს „ს-------------------ში“ და არც რაიმე წილი გაჩნდა და აღნიშნული შპს-ს კუთვნილებას არასდროს წარმო-ადგენდა სატელეკომუნიკაციო ანძა. მოწმეებმა მ--–---- ჯ-----–---მ და ზ----- ფირცხალა-იშვილმა აჩვენეს, რომ იყვნენ შპს „ს------------------ის“ დამფუძნებლები და მათ არ დაუ-დასტურებიათ ის ფაქტი, რომ პ---–- ო-------–--ემ შეიძინა აღნიშნული კომპანია, ან სატე-ლეკომუნიკაციო ანძა და სულ სხვა პიროვნებაზე მიუთითეს, რომელსაც მიყიდეს შპს „ს------------------ის“ ქონება. ასე რომ მილები, რომელთა ფარულად დაუფლებასაც ცდი-ლობდა პ---–- ო-------–--ე, არასდროს ყოფილა ამ უკანასკნელის. აღნიშნული ქონება მის-თვის არავის უჩუქებია და არც არავის მიუცია განკარგვის ნებართვა, იგი მოქმედებდა წინასწარი განზრახვით, რომ მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა მილები.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულმა პ---–- ო-------–--ემ, რომელიც შესაგებლით ითხოვს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ მ------ ნ--------ეს, რომელიც ითხოვს პ---–- ო-------–--ის დამ-ნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
– მსჯავრდებულ პ---–- ო-------–--ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანო-ნიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულმა პ---–- ო-------–--ემ პირველ ინსტანციაში განმარტა, რომ ფოლადის მი-ლები წარმოადგენდნენ მის საკუთრებას და ჰქონდა უფლება, რომ ტრანსპორტირების მიზნით დაეჭრა მილები.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე გ------ ს--------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2016 წლის 2 აპრილს, დაუ-კავშირდა პ---–- ო-------–--ე, რომელმაც უთხრა, რომ ქონდა თავისი მილები და დახმა-რებას საჭიროებდა. 5 აპრილს ნახა ადგილი, სადაც ელაგა პ---–- ო-------–--ეს მიერ მი-თითებული მილები. დაურეკა პ---–-ს, აცნობა, რომ მილები გრძელი იყო და ტრანსპორ-ტირების შემთხვევაში საჭირო იყო მათი შუაზე გაჭრა. თავად დაუკავშირდა, ზ------ იმე-დაიშვილს, რომელსაც უნდა დაეჭრა მილები, რის შემდეგაც მილებს გადაიტანდნენ ლანჩ-ხუთში და დააწყობდნენ პ---–- ო-------–--ის მიერ მითითებულ ადგილზე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ზ------ ი------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2016 წლის 5 აპრილს, დილის 8 საათზე დაურეკა გ-- (გ------) ს--------ემ, რომლისგანაც ხშირად ღებულობდა შეკვეთებს და უთხრა, რომ გ-------–---ში მდებარე მილები დაეჭრა. მივიდა დასახელე-ბულ ადგილას, მოამზადა ხელსაწყოები და დაიწყო დაჭრა. სამუშაოს დაწყებიდან გარ-კვეული დროის გასვლის შემდეგ, მასთან მივიდა უცნობი ადამიანი, რომელიც დაინტე-რესდა, თუ რატომ ჭრიდა მილებს, რაზეც უპასუხა, რომ დავალებას ასრულებდა. მოგ-ვიანებით მივიდა პოლიციელები, რომლებსაც განუმარტა, რომ გ-- ს--------ისგან მიღე-ბული ინფორმაციით, მილები იყო პ---–- ო-------–--ესი, რომელთა დაჭრა მას დაავალეს. პოლიციელთა მოსვლის შესახებ აცნობა პ---–- ო-------–--ეს და პოლიციელებიც დაალა-პარაკა, თუმცა პ---–-მ უთხრა, რომ მილები იყო მისი და გაეგრძელებია მათი დაჭრა. ზ------ ი------–---–მა განმარტა, რომ გ------ ს--------ის მიერ მითითებულ ადგილას ნახა სამი ცალი 10-11 მეტრიანი მილი, რომლებიც შუაზე დაჭრა. მისი განმარტებით, ევალებო-და მხოლოდ მილების დაჭრა, რაშიც მიიღებდა შესაბამის ანაზღაურებას.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე პ---–- თ------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2009 წლიდან მუშაობდა შპს „ბ-–-----------------ში“. ჩაბარებული ქონდა ტერიტორია, სადაც იდგა რამდენიმე შენობა. ნახა, რომ მილი იყო წაქცეული, რაც აცნობა კომპანიის ხელმძღვანელობას, რომლებმაც უთხრეს, რომ სამ ნაწილად უნდა დაენაწევრებინა მილი და შეენახა. პ---–- ო-------–--ემ უთხრა, რომ აღნიშნული არ იყო კომპანიის საკუთრება და მას ეკუთვნოდა. აღმოჩნდა, რომ მილები კომპანიას არ ეკუთვნოდა. აღნიშნული ფაქტიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, დაურეკა პოლიციის თანამშრომელმა და კითხა, რატომ ჭრიდა მილებს. საუბრის დროს იმყოფებოდა სამტრედიაში და ჩავიდა გ-------–---ში, სადაც ელაგა მილები. როდე-საც იმ ადამიანთან მივიდა, რომელიც ჭრიდა მილებს, დადგინდა, რომ სხვა პ---–-ზე მიუთითებდა. მოგვიანებით შეიტყო, რომ საუბარი იყო პ---–- ო-------–--ეზე. პ---–- თ------ემ აღნიშნა, რომ თავდაპირველად მასსა და პ---–- ო-------–--ეს შორის იყო აზრთა სხვადასხვაობა მილების მესაკუთრესთან დაკავშირებით, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ მილები სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. პ---–- თ------ემ აღნიშნა, რომ თავად იყო მსჯავრდებული აღნიშნული მილის სადგარის ქურდობის ფაქტზე. მისი ჩვენებით, აღნიშნული მილები წარმოადგენდნენ ანძის შემადგენელ ნაწილს, რომელსაც ჰქონდა მრგვალი თეფში, რომელიც წაიღო სახლში და შეინახა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დაზარალებულის, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის წარმომადგენელმა გ---- ჩ----ემ, მოწმის სახით დაკი-თხვისას განმარტა, რომ 2016 წლის აპრილში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს-გან მიიღეს წერილი, რომლითაც ითხოვდნენ კონკრეტულ ქონებაზე სახელმწიფო საკუთ-რების საკითხის გარკვევას. შეისწავლეს საკითხი, ადგილზე დაათვალიერეს და დაადგი-ნეს, რომ ქონება იყო სახელმწიფო საკუთრება. დაადგინეს, რომ მიწის ნაკვეთი იყო სა-ხელმწიფო საკუთრება და ის ადგილი სადაც იდგა ანძა ასევე, სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. გ---- ჩ----ემ აღნიშნა, რომ ანძის წაქცევის გამო, მეზობელ მიწის ნაკვეთზე იყო გადავარდნილი მილები, თუმცა ანძის სადგარი სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტო-რიაზე იმყოფებოდა. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ კი მდებარეობდა შპს „ბ-–-----------------ის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთი. მისი ჩვენებით მი-ლები წარმოადგენდნენ ტელეკომუნიკაციის ანძის შემადგენელ ნაწილს. მისთვის უცნობი იყო როდის დაიდგა ანძა, რომელიც შედგებოდა ლითონის მილებისგან. ანძა დამაგრე-ბული იყო მყარად სპეციალური ხრახნებით.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე მ--–---- ჯ-----–---მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ამჟამად არის შპს „გ-----------ის ტექნიკური“ დირექტორი. 1995-1996 წლებში, ზ----- ფ---–---–--–---–თან, გ--–- ფ---–---–--–---–თან და ა-–------ ლ-----ესთან ერთად დააფუძნა შპს „ს------------------ი“. იმ დროს იხსნებოდა სუფსას ტერმინალი, რომელსაც დასჭირდებოდა გარე კავშირის ანძა და დადგეს ანძა, რათა ფოთთან ყოფილიყო სარელეო კავშირი. ანძა შედგებოდა სამი მი-ლისგან, რომელიც იყო ერთმანეთზე გადაბმული. ანძის მთლიანი სიგრძე შეადგენდა 41 მეტრს და გამაგრებული იყო 8 ფოლადის ბაგირით. ანძის დასადგამად სპეციალური ამწე ჩამოიყვანეს ს------------------ის პირველმა დამფუძნებლებმა. ანძის ზედა მხარე იყო სამუ-შაო ბაქანი და დამაგრებული იყო საკომუნიკაციო საშუალებები, მიკროტიკის კლასის აპა-რატურა და სამი გამსხივებელი. მიწის ნაკვეთი, რომელზეც იდგა ანძა, წარმოადგენდა შპს „ს------------------ის“ საკუთრებას და შენობაც ამავე მიწაზე ააშენეს. მ--–---- ჯ-----–---მ აღნიშნა, რომ ვიდრე შპს „ს------------------ი“ შეწყვეტდა მუშაობას, მან თავისი წილი, ხუთი პროცენტი, მიყიდა ზ----- ფ---–---–--–---–ს, ხოლო თავად ტექნიკურ დირექტორად მუშაობდა. მისი ჩვენებით, მოგვიანებით კომპანია იყიდა გ---- კ-–-----ემ, თუმცა თავად არ იცნობდა მას და ძირითადი ურთიერთობა პ---–- ო-------–--ესთან ჰქონდა. პ---–- ორა-გველიძემ პირადად გადასცა მას 15000 ლარი, რომელიც მიუტანა ზ----- ფ---–---–--–---–ს და ეს თანხა, წარმოადგენდა კომპანიის შესაძენად გამიზნულ თანხას. ს------------------ში, მას შემდეგ რაც კომპანია გაიყიდა, ყველა სამუშაოს ხელმძღვანელობდა პ---–- ო--------–--ე, იგი აძლევდათ დავალებებს და უხდიდა ხელფასს. პ---–- ო-------–--ე ასევე უზ-რუნველყოფდა ყველა ჩასატარებელ სამუშაოს ან შესაბამის თანხას აძლევდა მათ. შპს „ს------------------ის“ კუთვნილ ტერიტორიაზე დღემდე, მიწაში იყო ჩაფლული კაბელები, რომლებიც შპს „ს------------------ის“ საკუთრებას წარმოადგენდა. მისი ჩვენებით, თავდა-პირველად შპს „ს------------------ის“ დირექტორი თავად იყო, თუმცა შემდეგ სთხოვა პ---–- ო-------–--ეს, რომ მისგან გამოეყო ადმინისტრირება და მხოლოდ ტექნიკურ დი-რექტორად დარჩენილიყო. აღნიშნულის გამო პ---–- ო-------–--ემ დირექტორად დანიშნა დ----- ბ---–----ე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ზ----- ფ---–---–--–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ შპს „ს-------------------ის“ დამფუძნებლები მასთან ერთად იყვნენ ა-–------ი ლ-----ე, მ--–---- ჯ-----–--- და კიდევ ერთი პირი. როგორც ახსოვდა ანძა დადგეს 1997-1998 წლებში და 2005-2006 წლამ-დე ანძა წარმოადგენდა შპს „ს------------------ის“ საკუთრებას. მისი ჩვენებით, 41 მეტრის სიგრძის მილები შეიძინა ყოფილ კოლმეურნეობაში, ფოთიდან ჩამოიყვანა შემდუღებე-ლი, რომელმაც მილები შეადუღა ერთმანეთს და გამოვიდა 41 მეტრი სიმაღლის ანძა, რომლის ზედა ნაწილში გააკეთა ბაქანი. ასევე ფოთიდან ჩამოიყვანა სპეციალური ამწე, რომელმაც დაამაგრა ანძა. ზ----- ფ---–---–--–---–მა ასევე დეტალურად აღწერა, თუ რო-გორ იყო ანძა დამაგრებული სადგარზე. მისი ჩვენებით, ანძა განკუთვნილი იყო ფოთიდან სატელეფონო სიგნალის მისაღებად, რათა მომსახურებოდნენ სუფსის ტერმინალს. ზ----- ფ---–---–--–---–მა აღნიშნა, რომ ნავთობის კორპორაციისგან შეიძინა მიწის ნაკვეთი, რო-მელზეც განათავსა ანძა. მისი ჩვენებით, შპს „ს------------------ის“ მოძრავი ქონება, ტექნო-ლოგიური დანადგარები, ანძა, ლიცენზია, სვიჩი, მისი ინფორმაციით, მიყიდა გ-------ეს, თუმცა მასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა პ---–- ო-------–--ე, მ--–----ი ჯ-----–---ს მეშვეობით, რომელმაც გადაუხადა 15000 ლარი და შემდეგ დამატებით კიდევ მისცა შეთან-ხმებული თანხა. დაახლოებით ორი-სამი წლის წინ გაიგო, რომ ანძა წაქცეული იყო და ესაუბრა „ბ-–------------ის“ წარმომადგენელს, რომელმაც განუმარტა, რომ აღნიშნული ანძა მათ ეკუთვნოდათ. რაც შეეხებოდა კომპანიის ქონებას, უძრავი ქონება, სახელმწიფოს 2006 წელს გადაეცა საჩუქრად. ამჟამად ქონების ნაწილი დაუბრუნა სახელმწიფომ და მიმდინა-რეობს საჩუქრად გადაცემული უძრავი ქონების დარჩენილი ნაწილის დაბრუნების პროცე-დურა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ი-----–- გ-------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის პ---–- ო-------–--ის მეგობარი. მისთვის ცნობილი იყო, რომ პ---–- ო-------–--ეს ჰქონდა ინტერნეტ მომსა-ხურებისათვის განკუთვნილი ანძა. მისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ ანძა მოჭრა პ---–- თ------ემ. მისი ჩვენებით, პირადად ახლდა პ---–- ო-------–--ეს, რომელიც მივიდა პ---–- თ------ესთან და მოსთხოვა პასუხი თუ რატომ მოჭრა ანძა, რომელიც სხვას ეკუთვნოდა, რასაც მოყვა მათ შორის შელაპარაკება.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმემ, ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა პ------- ფ-----–--მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2016 წლის 5 აპრილს, ჯ----– ფ-------ეს-თან ერთად იმყოფებოდა შემოვლაზე და დაინახა პიროვნება, რომელიც ჭრიდა ლითონის მილებს. დაადგინა, რომ აღნიშნული პიროვნება იყო ზ------ ი------–---–ი, რომელიც გ------- ს--------ის დავალებით ჭრიდა მილებს. გ------ ს--------ისგან კი შეიტყო, რომ პ---–- ო-------–--ის დავალებით მოქმედებდნენ. მისი ჩვენებით, დაინახა, რომ გადაჭრის შედე-გად ექვსი ცალი მილი იყო შემთხვევის ადგილზე, რომელიც მზად იყო წასაღებად.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმემ, ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ჯ----– ფ-------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2016 წლის 5 აპრილს, პ------ ფ-----–--სთან ერთად იმყოფებოდა შემოვლაზე და სოფელ გ-------–---ში შენიშნა პიროვნება, რომელიც ჭრიდა ლითონის მილებს. გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ მილებს, გ------ ს--------ის დავალებით, ჭრიდა ზ------ ი------–---–ი. გ------ ს--------ისათვის კი დავალება მიცემუ-ლი ჰქონდა პ---–- ო-------–--ეს. მისი ჩვენებით, პ---–- ო-------–--ეს დავალებით, შუაზე გადაიჭრა სამი ცალი მილი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე დ----- ბ---–----ის ჩვენების (პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნდა კანონით დადგენილი წესით) თანახმად, არის შპს „ს------------------ის“ დირექტორი 2009 წლიდან. შპს „ს------------------ის“ 100 პროცენტი წილის მფლობელი არის, თბილისში მცხოვრები გ---- კ-–-----ე და სხვა მეწილე შპს „ს------------------ს“ არ ჰყავს. შპს „ს------------------ს“ ლ----------------–----–----------------–---------–---ში, გააჩნია 225 კვ.მ. მი-წის ნაკვეთი. დასახელებულ მიწის ნაკვეთზე შპს „ს------------------ს“ ანძა ან მილები არ ჰქონდა. ლ----------------–----–----------------–-–-------ში მცხოვრები პ---–- ო-------–---ე დოკუმენტალურად შპს „ს------------------ის“ მეწილე ან თანამშრომელი არ იყო და არც არასდროს ყოფილა. პ---–- ო-------–--ისთვის მითითება იმის შესახებ, რომ მას სოფელ გ-------–---ში დაეჭრა მილები არ მიუცია, ვინაიდან შპს „ს------------------ს“ გ-------–---ში საკუთრებაში ანძა ან მილები არ გააჩნდა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, 2016 წლის 5 აპრილის №------ შეტყობინებით დადგენილია, რომ უბ-ნის ინსპექტორ-გამომძიებელმა პ------ ფ-----–--მ, ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უფლებამოსილ პირს აცნობა, რომ სოფელ გ-------–---ში უცხო პიროვნების მიერ დაჭრილი იყო ლითონის მილები.
საქმეში არსებული, 2016 წლის 5 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი წარმოადგენს ლ----------------–----–----------------–---------–---ში მდებარე შპს „ბ-–-----------------ის“ საქმიანი ეზო, სადაც ეზოში განთავსე-ბულია სამი ცალი თორმეტი მეტრი სიგრძის მილი, რომლებიც, ლითონის საჭრელი ხელ-საწყოს გამოყენებით, შუაზეა გაჭრილი. იქვე დგას ლურჯი ფერის მოტოციკლი სახელმ-წიფო ნომრით, A-----, რომელზეც დევს გაზის აირზე მომუშავე ლითონის საჭრელი ხელსაწყო თავისი ჭურჭლებით, რაზეც ზ------ ი------–---–მა განმარტა, რომ იგი იყო მისი კუთვნილი, რომლითაც დაჭრა მილები, თავად კი წარმოადგენდა დაქირავებულ მუშას. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ლითონის სამი ცალი გადაჭრილი მილი ჩაბარდა შპს "ბ-–----------------ის" წარმომადგენელს პ---–- თ------ეს, ხოლო ლურჯი ფერის მოტოროლი მასზე განთავსებული ხელსაწყოებით, ჩაბარდა მის მფლობელს ზ------ ი------–---–ს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების, პ---–- თ------ის, ზ------ ი------–---–ის და ოქმის შემდგენი პირის ზ----- ი------ის მიერ.
საქმეში არსებული, 2016 წლის 14 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2016 წლის 14 აპრილს, 10 საათსა და 20 წუთზე, ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს სუფსის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ეზოდან ავტომანქანა ჰაილუქსით, სახელმწიფო ნომრით F------, ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ- გამომძიებელთან, გ------- ხ-----–---–თან და ზ------ ი------–---–თან ერთად წავიდნენ ზ------ ი------–---–ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით. მივიდნენ ლანჩხუთის რაიონის სოფელ გ-------–---ში, სადაც ე.წ. „ტ--------ის“ წინ ზ------ ი------–---–მა მიუ-თითა შპს „ბ-–-----------------ის“ კუთვნილი ნაკვეთისკენ მიმავალ გზაზე და აჩვენა ადგი-ლი, სად გადაუხვია თავისი კუთვნილი მოტოროლით, ფოთი-სარფის ცენტრალური საავ-ტომობილო გზიდან. ზ------ ი------–---–მა მიუთითა შპს "ბ-–-----------------ის" კუთვნილ ნაკვეთში დალაგებულ სამ ცალ ლითონის მილზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული მილები დაჭრა მისი კუთვნილი საჭრელი ხელსაწყოს გამოყენებით. ასევე განმარტა, რომ ლითონის მილების დასაჭრელად იგი დაიქირავა გ------ ს--------ემ, რომელიც თავის მხრივ მოქმედებდა პ---–- ო-------–--ის დავალებით, რომელმაც გ------ ს--------ეს უთხ-რა, რომ მილები იყო მისი საკუთრება და თხოვა დახმარებოდა, მილების ლანჩხუთში გადატანაში. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო ექსპერიმენ-ტში მონაწილე პირების ზ------ ი------–---–ის, გ------- ხ-----–---–ის და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი პირის, დ----- ჩ----ის მიერ.
საქმეში არსებული, 2016 წლის 19 აპრილის სასაქონლო ექსპერტიზის №----- დასკვნის თანახმად, ლანჩხუთის რაიონის სოფელ გ-------–---ში ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მაგისტრალური წყალსადენის 6 ცალი ფოლადის მილის საერთო სიგრძით 35.8 გრძ. (0-530 მმ, კედლის სისქე-10მმ) საბაზრო ღირებულება, მათი ფაქტიური ფიზიკური მდგომა-რეობის (ექსპლუატაციაში ნამყოფი) გათვალისწინებით, შეადგენს - 3222 (სამი ათას ორას-ოცდაორი) ლარს. ექსპერტიზის დასკვნის გამცემმა ექსპერტმა, რ----- ზ----ემ, სასამართ-ლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვის დროს, დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.
საქმეში არსებული, საქართველოს შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის დ----- ჩ----ეს 2016 წლის 13 აპრილის M---------------- მიმართვით, შპს „ბ-–-----------------ის“ დირექტორს შ--–-- წ----ეს ეცნობა, რომ შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს სუფსის პოლი-ციის განყოფილების წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე №------------ შპს „ბ-–-----------------ის“ კუთვნილი ლითონის მილების ქურდობის ფაქტზე, დანაშაული გათვა-ლისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. განე-მარტა წერილის ადრესატს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებუ-ლად იქნებოდა ცნობილი შპს „ბ-–-----------------ი“, რის გამოც ეთხოვა შპს-ს გამოეყო წარმომადგენლობით აღჭურვილი პირი, რომელიც დაიცავდა დაზარალებული შპს-ს ინ-ტერესებს.
საქმეში არსებული, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 აპრილის №-------- წერილის თანახმად, საგამოძიებო ორგანოს ეცნობა, რომ ლანჩხუთის მუნიცი-პალიტეტის სოფელ გ-------–---ში მდებარე №------------ და №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენდა კერძო საკუთრებას, რის გამოც სისხლის სამართლის საქმეზე, დაზარალებულის სახით საპროცესო საგამოძიებო მოქმედე-ბებში, სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრი ვერ მიიღებდა მონაწი-ლეობას.
საქმეში არსებული, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 აპრილის №-------- წერილის თანახმად, საგამოძიებო ორგანოს ეცნობა, რომ ლანჩხუთის მუნიცი-პალიტეტის სოფელ გ-------–---ში მდებარე (ს/კ: N--------------ის მიმდებარე) ყოფილი სატელეკომუნიკაციო ანძა და მასზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნუ-ლების მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო ქონებას (მიწის (უძრავი ქონების) საკა-დასტრო კოდი: №------------).
საქმეში არსებული, 2016 წლის 21 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს სუფსის პოლიციის განყოფილების ადმინისტრა-ციული შენობის ეზოდან, სახელმწიფო ნომრის F------ მქონე ავტომანქანით, ფ-------- ს--–------ესთან, პ---–- თ------ესთან და საკადასტრო აზომვითი ნახაზების სპეციალისტ ინდ. მეწარმე ზ----- ლ-----ესთან ერთად, წავიდნენ მოწმე პ---–- თ------ის მითითებით და მივიდნენ სოფელ გ-------–---ში, სადაც ე.წ. ტ--------ის წინ პ---–- თ------ემ მიუთითა ადგილზე, სადაც არის დაახლოებით 1 კვ.მ. ჩამოსხმული ცემენტი, რომელიც კიდეებში გადაფარულია ბალახით. პ---–- თ------ემ განმარტა, რომ აღნიშნულ ადგილზე იყო და-მაგრებული ლითონის მილებიდან შეკრული ყოფილი კავშირგაბმულობის ანძა, რომე-ლიც 2015 წლის 26 იანვარს წაიქცა ძლიერი ქარის შედეგად, რომელიც დაჭრა შემდუღე-ბელი აპარატის მეშვეობით სამ ცალ 12 მეტრი სიგრძის ბოძებად და ტრაქტორის მეშვეო-ბით გადაიტანა ასევე შპს "ბ-–-----------------ის" კუთვნილ ფართობში, სადაც 2016 წლის 5 აპრილს მილები დაჭრა მისთვის უცნობმა პირმა. ასევე მიუთითა ადგილი სადაც ალაგია სამი ცალი შუაზე გაჭრილი დაახლოებით 12 მეტრი სიგრძის ლითონის მილი. საგამოძიე-ბო ექსპერიმენტში მონაწილე საკადასტრო აზომვითი ნახაზების სპეციალისტმა, ინდ. მეწარმე ზ----- ლ-----ემ იმ ადგილას სადაც თავდაპირველად იყო ლითონის მილებიდან შეკრული ანძა დამაგრებული და იმ ადგილიდან, სადაც ელაგა სამი ცალი დაახლოებით 12 მეტრი სიგრძის შუაზე გაჭრილი ლითონის მილი, აიღო GPS კოორდინატები, GPS კო-ორდინატების ამღები ხელსაწყოს გამოყენებით. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ხელ-მოწერილია პ---–- თ------ის, ზ----- ლ-----ის, ფ-------- ს--–------ის და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი პირის, დ----- ჩ----ის მიერ.
სააპელაციო პალატამ გააანალიზა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები და საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სახელმწიფო ბრალმდებელი თავისი სააპელაციო საჩივარში იმის დასადასტურებლად, რომ პ---–- ო-------–--ე მისაკუთრების მიზნით, ფარულად ეუფლებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას, აპელირებს პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებზე, გიუ-რი ს--------ისა და ზ------ ი------–---–ის ჩვენებებზე.
იმ გარემოებას, რომ სოფელ გ-------–---ში არსებულ ფოლადის მილებს, პ---–- ო--------–--ის დავალებით, ჭრიდა გ------ ს--------ის მიერ დაქირავებული პირი – ზ------ ი------–---–ი, არც პ---–- ო-------–--ე არ ხდის სადაოდ. თუმცა აღნიშნავს, რომ მილები იყო მისი საკუთრება და დაქირავებულ პირებს დააჭრევინა, რათა მათი ტრანსპორტირება უფრო ადვილი ყოფილიყო. გ------ ს--------ე და ზ------ ი------–---–ი თავიანთ ჩვენე-ბებში ადასტურებენ, რომ პ---–- ო-------–--ისაგან იცოდნენ, რომ მილები ამ უკანასკნე-ლის საკუთრება იყო. ზ------ ი------–---–მა განმარტა ისიც, რომ ანალოგიური დაუდას-ტურა პ---–- ო-------–--ემ პოლიციის თანამშრომლებს, როცა ისინი ტელეფონით დაა-ლაპარაკა. კერძოდ განუმარტა, რომ მილები მისი საკუთრება იყო.
ამდენად, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ პ---–- ო-------–--ის მიერ მისაკუთრების მიზნით მილების უკანონოდ, ფარულად დუფლების დასადასტურებლად მოხმობილი მოწმეების – პოლიციის თანამშრომლებისა და ზ------ ი------–---–ისა და გ------ ს--------ის ჩვენებებით დასტურდება არა პ---–- ო-------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, არამედ მხოლოდ პ---–- ო--------–--ის ინიციატივით მილების მოჭრის ფაქტი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დანაშაულადაა მიჩნეული სხვისი ქონების დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. სხვისია ის ქონება, რომელიც არ არის დამნაშავის საკუთრებაში. საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად ვერ დაკვალიფიცირდება ისეთი დანაშაული, როდესაც პირი თვითნებურად ითვისებს სხვა პირის ქონებას შეცდომით თვლის რა, რომ ამ ქონებაზე კანონიერი უფლება გააჩნია.
საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სუბიექტური მხარე განზრახია, დამნა-შავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინაამდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, ასევე ითვალისწინებს, რომ მესაკუთრეს მისი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიადგება მატერიალური ზიანი და სურს ამგვარი შედეგის დადგომა.
სააპელაციო პალატა ეთანმხება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივა-ციას იმის შესახებ, რომ მხოლოდ გამოძიების პროცესში დადგინდა თუ ვინ იყო სადაო ნივთის მესაკუთრე. თავდაპირველად გამოძიებამ მიიჩნია, რომ დაზარალებული იყო ქო-ნების ეროვნული სააგენტო (თუმცა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 20 აპრილის №-------- წერილში აღნიშნა, რომ უძრავი ქონება წარმოადგენდა კერძო საკუთრებას), შემდეგ შპს „ბ-–-----------------ი“, რომელსაც გამომძიებელი სთხოვდა გამოეყო წარმომადეგნლობით აღჭურვილი პირი, დაზარალებულის ინტერესების დასაცა-ვად.
მილების საკუთრებასთან დაკავშირებით დაპირისპირება იყო შპს „ბ-–-----------------ის“ წარმომადეგენელ პ---–- თ------ესა და პ---–- ო-------–--ეს შორის. თითოეული მათგანი მიიჩნევდა, რომ მოძრავი ნივთის მესაკუთრეს წარმოადგენდა.
საბოლოოდ, გარკვეული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ სადაო მილების მესაკუთრე იყო სახელმწიფო.
ამდენად, დასტურდება, რომ გამოძიების დაწყებამდე უცნობი იყო ნივთის მესაკუთრე, თა-ვად პ---–- ო-------–--ე ფოლადის მილებს მიიჩნევდა და მიიჩნევს თავის საკუთრებად, რაც გამორიცხავს მის ქმედებაში სხვისი ნივთის მისაკუთრების განზრახვის არსებობას.
სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განა-ჩენის მოტივაციას პ---–- ო-------–--ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლით დანაშაულადაა მიჩნეული თვითნებობა – ე.ი. ნამდვილად თავისი, ან თავისად დაგულებული უფლების დადგე-ნილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ მ--–---- ჯ-----–---სა და ზ----- ფ---–---–--–---–ის ჩვენებებით დადასტურდა, რომ 2005-2006 წლებში გარე კავშირის ანძა წარმოადგენდა შპს „ს------------------ის“ საკუთრებას. შპს-ს დამფუძნებლები იყვნენ ზ----- ფ---–---–--–---–ი, გ--–- ფ---–---–--–---–ი, მ--–---- ჯ-----–--- და ა-–------ ლ-----ე. ანძა დაიდგა 1997-1998 წლებში. მოგვიანებით შპს „ს------------------ი“ გაიყიდა და იყიდა გ---- კ-–-----ემ. კომპანიის გაყიდვის შემდეგ „ს------------------ში“ ყველა საქმიანობას ხელმძღვანელობდა პ---–- ო-------–--ე.
დ----- ბ---–----ის ჩვენებით დასტურდება, რომ „ს------------------ის“ დირექტორია 2009 წლიდან. შპს-ს 100%-იანი წილის მფლობელი არის თბილისში მცხოვრები გ---- კ-–-----ე და სხვა მეწილე „ს------------------ს“ არ ჰყავს. შპს-ს გ-------–---ში გააჩნია 225 კვ. მ. მიწის ნაკვეთი, თუმცა ანძა და მილები არ აქვს ამ ტერიტორიაზე და შესაბამისად არც მისი მოჭრის ნებართვა გაუცია. პ---–- ო-------–--ე დოკუმენტალურად შპს „ს-------------------ის“ მეწილე ან თანამშრომელი არასდროს ყოფილა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 აპრილის №-------- წერილით დასტურდება, რომ ლ----------------–----–----------------–---------–---ში მდებარე (ს.კ.№-------------ის მიმდებარე) ყოფილი სატელეკომუნიკაციო ანძა და მასზე დამაგრე-ბული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო ქონებას (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №------------).
ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას, რომ პ---–- ო-------–--ე შეცდომით მიიჩნევდა რა მილებს თავის საკუთრე-ბად, დაავალა მისი მოჭრა და გადატანა ზ------ ი------–---–ს, სინამდვილეში კი ასეთი უფლება მას არ ჰქონია. პ---–- ო-------–--ის ქმედებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საქართველდოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად გამამტყუნე-ბელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, სააპელაციო პალატამ გააანალიზა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამო-კვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმეს-თან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას პ---–- ო-------–---ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მეორე ნა-წილის „ა“ ქვეპუნქტიდან იმავე კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალი-ფიცირების შესახებ, რის გამოც ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 მაი-სის განაჩენი პ---–- ო-------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
პ---–- ო-------–--ეს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
პ---–- ო-------–--ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
პ---–- ო-------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
გაუქმდეს პ---–- ო-------–--ეს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და მოეხსნას გირაოს თანხის – 2000 (ორი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით, პ---–- ო-------–--ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით N-------------) დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთიერი მტკიცებულება – ექვსი ცალი ფოლადის მილი, რომელიც ინახება შემთხვევის ადგილას, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემ-დეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili