განაჩენი

სისხლის სამართლის 10.06.2019
საქმის ნომერი
820100118002557520
ინსტანცია
თარიღი
10.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-578-2018 წელი

№820100118002557520

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

12 ოქტომბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ი---- ჩ----–---- ჩ--ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ი---- ჩ----–---- ჩ--, დაბადებული 1----–-–---------–--ს, თ--------ის მოქალაქე, პასპორ-ტის №---------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული თ--------–---------------–ში და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბ-------–-------–------------–-------------ში, მსჯავრდებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინე-ბული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, 126-ე მუხლის პი-რველი ნაწილით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

aRwerilobiTi nawili:

ი---- ჩ----–---- ჩ--ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისათვის, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;

– ცემისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰ-ყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

– სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუ-ქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 26 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. ბ------–----------ს დასახლებაში მდებარე რესტორან „ს----–---------–--“-ს ტერიტორიაზე, ვალის საფუძველზე წარმოქ-მნილი კონფლიქტისას ი---- ჩ----–---- ჩ--მ სხეულზე ხელის რამოდენიმეჯერ დარ-ტყმით და ასევე ხელთ არსებული მჭრელი საგნის (დანა) გამოყენებით, ფ------–-- ჩ---–ს მიაყენა სხეულის დაზიანება, რამაც გამოიწვია მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთე-ლობის ხანმოკლე მოშლით.

2018 წლის 26 ივნის, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. ბ------–----------ს დასახლებაში მდებარე რესტორან „ს----–---------–--ს“ ტერიტორიაზე, ვალის საფუძველზე წარმოქმ-ნილი კონფლიქტისას ი---- ჩ----–---- ჩ--მ სხეულზე ხელის რამოდენიმეჯერ დარ-ტყმით და ასევე ხელთ არსებული მჭრელი საგნის (დანა) გამოყენებით შ----- ტ------ს მიაყენა ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელო-ბის მოუშლელად.

2018 წლის 26 ივნის, დაახლოებით 16 საათზე, ქ. ბ------–----------ს დასახლებაში მდე-ბარე რესტორან „ს----–---------–--ს“ ტერიტორიაზე, ვალის საფუძველზე წარმოქმნილი კონფლიქტისას ი---- ჩ----–---- ჩ--მ ხელთ არსებული ბასრი საგნის (დანა) გამოყენებით განახორციელა შ----- ტ------ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა დ----- ხ------–---–მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ი---- ჩ----–---- ჩ--სათვის შეფარდებული სასჯელის გამცრებას, რასაც ასაბუ-თებს იმ მოტივირებით, რომ მსჯავრდებულმა ბასრი საგნის გამოყენებით მიაყენა სხეუ-ლის დაზიანებები დაზარალებულებს, მოგვიანებით კი ქმედების შედეგად გამოწვეული სტრესისა და შიშის ფაქტორით, დაზარალებულებმა დატოვეს საქართველო. სასამართ-ლომ ასევე არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ის გარემოება, რომ დაზარალებულებს მსჯავრდებულის მიმართ გააჩნდათ პრეტენზია. ი---- ჩ----–---- ჩ--ს მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის პროპორციული და ადეკვატური მის მიერ ჩადე-ნილი დნაშაულების ფაქტობრივი გარემოებების და ვერ შეამცირებს მსჯავრედუბლის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, მითუმეტეს მაშინ, როცა მხარეებს შორის კონფლიქტი ვალის ნიადაგზე განხოლრციელდა და დღემდე არ ამოწურულა.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ი---- ჩ----–---- ჩ--ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–- ა--–--ემ, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვ-ლელი.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ი---- ჩ----–---- ჩ--ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ი---- ჩ----–---- ჩ--ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელა-ციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ი---- ჩ----–---- ჩ--ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ მის მიერ ჩადე-ნილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშულთა კატეგორიას, იგი არაა წარსულში ნასამართლევი, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აღიარა და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, რაც მიუთითებს, რომ მსჯავრდებულმა გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედება და შედარებით იოლია მისი რესოციალიზაცია, ასევე გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლია-ნობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსა-წინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პი-როვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენი ი---- ჩ----–---- ჩ--ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ი---- ჩ----–---- ჩ--ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიო-ნული სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ი---- ჩ----–---- ჩ-- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული და-ნაშაულისათვის – ჯარიმა 4000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით სა-ხელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით სა-ხელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველ-ზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი---- ჩ----–---- ჩ--ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ი---- ჩ----–---- ჩ--ს 2018 წლის 26 ივნისიდან 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით დაკავე-ბის და პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით სასჯელის სახედ დანიშნული ჯარიმის ოდენობა შეუმცირდეს და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯა-რიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებ-ლოდ.

გაუქმდეს ი---- ჩ----–---- ჩ--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო და გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა 3500 ლარი სრულად დაუბ-რუნდეს მის შემტანს გ-------- მ----–--ეს (პ/ნ 6----------), განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 01 (ერთი) თვის ვადაში.

ნივთმტკიცება – მოწითალო ფერის ლაქები, დანა, ხელკეტი განადგურდეს, ხოლო ე.წ. „DVR“ და ი---- ჩ----–---- ჩ--ს ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს, საქმეზე საბო-ლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili