განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-521-2018 წელი
№080100118002502921
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
12 ოქტომბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ------- გ-------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
გ------- გ-------ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ქ. ბ------–--------------------–------------ში, მსჯავრდებულია ბათუ-მის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვა-ლისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) თვისა და 09 (ცხრა) დღის ვადით და საზოგადოები-სათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
გ------- გ-------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რა-საც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-ლისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 29 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. ბ------–--------------------–-----------ში ყოფნისას, გ------- გ-------ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულ-წლოვან ლ---- ჩ-----ის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრს, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ნ----- ჩ-----ს, რომელთანაც იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწი-ნებაში (ოჯახის წევრს), სახის არეში ხელების დარტყმებით და მარჯვენა ხელზე ხელე-ბის მოჭერით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ა-–---------- ძ-------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს გ------- გ-------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ გ------- გ-------ე მტრულად არის განწყობილი დაზა-რალებულის მიმართ და სისტემატურად აყენებს მას შეურაცხყოფას. მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას და პირიქით მსჯავრდებულისათვის წამახალისებელი იქნება. ამასთან გასათვალისწი-ნებელია ისიც, რომ ძალადობის მიზეზი იყო საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოება და ეჭვიანობა, რაც შესაძლოა კვლავ მოხდეს. სასამართლოს მიერ დანიშნუ-ლი სასჯელი არ არის სამართლიანი, ვინაიდან არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვ-ნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ გ------- გ-------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იუ-რიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ------- გ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელა-ციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გ------- გ-------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ გ------- გ-------ე შეურიგდა დაზარალებულს, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ასევე გაითვალისწინა საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით განაჩენთა ერთობლიობით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) თვისა და 09 (ცხრა) დღის ვადით და სა-ზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით. სააპელაციო პალა-ტას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშა-ულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასა-ჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის სა-უარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ივ-ლისის განაჩენი გ------- გ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
გ------- გ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს 2018 წლის 9 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ------- გ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 თებერვლის განაჩენით, გ-------- გ-------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-140-ე მუხ-ლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავ-რი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა, ბათუმის საქალაქო სასამართ-ლოს 2017 წლის 07 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი-დან - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან – 02 (ორი) თვით და 09 (ცხრა) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- გ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) თვისა და 9 (ცხრა) დღის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
გ------- გ-------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2018 წლის 30 აპრილიდან.
მსჯავრდებულ გ------- გ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.
კონტროლი გ------- გ-------ის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდა-ზე დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili