განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-566-2018 წელი
№110100118002546771
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
12 ოქტომბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ზ------ ს-----–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ზ------ ს-----–--ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ზ----------–----------------------5-ში, მსჯავრდებულია ზესტა-ფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ზ------ ს-----–--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– სხვაგვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწ-ვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედე-გი;
– სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 08:30 საათზე, ქ.ზ----------–--------------–--------------ში მდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე, ზ------ ს-----–--ე, მიუახლოვდა საკუთარ კონტეინერში მოვაჭრე ლ---- გ------ეს და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ შეაგინა დედის მისამართით და მარ-ჯვენა ხელი ერთხელ დაარტყა სახის არეში მარცხნივ, რის შემდეგაც, გარეშე პირის ჩარევის შედეგად, მოხდა სიტუაციის განმუხტვა. ძალადობრივი ქმედების შედეგად, ლ---- გ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 08:30 საათზე, ქ.ზ----------–--------------–--------------ში მდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე, ზ------ ს-----–--ემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარ კონტეინერში მოვაჭრე ლ---- გ------ეს. აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით 11 საათზე, ზ------ ს-----–--ე კვლავ მივიდა ლ---- გ------ესთან, მის სამუშაო ადგილზე, რა დროსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაახლოებით ნახევარი მეტრიდან, ლ---- გ------ის მიმართულებით ისროლა ბენზინიანი, თავმოხდი-ლი მინის ქილა, რის გამოც ქილაში არსებული ბენზინი ლ---- გ------ეს შეესხა ტანზე. აღნიშნულის შემდეგ, ზ------ ს-----–--ემ, ჯიბიდან ამოიღო სანთებელა და შეეცადა მის-თვის ცეცხლის წაკიდებას და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუმცა გარეშე პირის ჩა-რევის შედეგად, მოხდა სიტუაციის განმუხტვა. განგრძობდა რა დანაშაულებრივ ქმე-დებას, ზ------ ს-----–--ემ, ჯიბიდან ამოიღო გასაშლელი დანა, მოიქნია ლ---- გ------ის მიმართულებით და კვლავ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ლ---- გ------ემ, მის მიმართ განხორციელებული თითოეული მუქარის ფაქტი აღიქვა რეალურად და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის განხორცილების საფუძვლიანი შიში.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა კ---- ს-----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზ------ ს-----–--ისათვის საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას, რასაც ასაბუთებს იმ მოტი-ვირებით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ განხორციელე-ბული ქმედების ჩადენის სახე და ხასიათი, ის რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის ხშირია კონფლიქტური დამოკიდებულება და მის მიმართ მკაცრი სასჯელის გა-მოუყენებლობა შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს როგორც მსჯავრდებულისათვის, ასევე ძალადობრივი დანაშაულის სხვა სუბიექტებისათვის. ზ------ ს-----–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ განხორციელებლი დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეულ ზიანს, ვერ უზრუნ-ველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ზ------ ს-----–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), 151-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ------ ს-----–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელა-ციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ზ------ ს-----–--ის მი-მართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არაა წარსულში ნასამართლევი და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან, შერიგებულია დაზარალებულთან, არის 66 წლის პენსიონერი, ასევე გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღ-ვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძი-მის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება, მიაჩნია, რომ შეფარ-დებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხა-რისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშ-ნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძ-ველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენი ზ------ ს-----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ზ------ ს-----–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ზ------ ს-----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავი-სუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თა-ვისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ერთმა – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ ზ------ ს-----–--ეს, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯე-ლის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაე-თვალოს პირობითად 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
ზ------ ს-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს დაუბრუნდეს გირაოს თანხა საქმის განმხილველი სასამართლოს გა-დაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შე-მავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარ-დგენის გზით, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ზ------ ს-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 3 ივნისიდან, 2018 წლის 18 ივნისის ჩათვლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, ზ------ ს-----–--ეს დაეკისროს მოვალეობა პრობა-ციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძ-ველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდე-ბულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ნივთმტკიცება – ზ------ ს-----–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის სანთებელა, ასანთის კოლოფი, გასაშლელი დანა, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – ზ------ ს-----–--ისგან აღებული ნერწყვის და ორივე ხელის კვალის ნიმუშები, ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს აღებული ანაწმენდის ნიმუში, საკონტროლო სტერილურ ბამბასთან ერთად, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – დაზარალებულ ლ---- გ------ესთან ჩატარებული ამოღების შედეგად ამოღებული შავი ფერის კაბა, ჭრელი პერანგი, მოყავისფრო წინსაფარი, შავი ფერის ნაქსოვი მოსაცმელი, დაუბრუნდეს დაზარალებულ ლ---- გ------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – მინის ქილა, მასში არსებული მცირე ოდენობის სითხით, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – დაზარალებულ ლ---- გ------ესთან ჩატარებული ამოღების დროს გა-დაღებული ფოტოსურათები CD დისკზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili