განაჩენი

სისხლის სამართლის 10.06.2019
საქმის ნომერი
100100118002532466
ინსტანცია
თარიღი
10.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-561-2018 წელი

№100100118002532466

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

11 ოქტომბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე კ---- შ--------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

კ---- შ--------ე, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ს--------------–----–----------------–----–-----ში, მსჯავრდებულია საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის განაჩენით დანაშაული-სათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზო-დი) და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 02 (ორი) თვის ვადით, საიდანაც 07 (შვიდი) თვე საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად განსაზღვრული აქვს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 07 (შვიდი) თვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძ-ველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

aRwerilobiTi nawili:

კ---- შ--------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გა-მოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, არას-რულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზი-კური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 06 ივნისს, ს--------------–----–----------------–----–-----ში, კ---- შ---------ემ, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - თ----- კ---–---–ს, სრულიად უმიზეზოდ, ხელი დაარტყა თავის არეში, რამაც ფიზი-კური ტკივილი გამოიწვია.

2018 წლის 9 ივნისს, ს--------------–----–----------------–----–-----ში, დაახლოებით 19:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კ---- შ--------ემ, ნათესავის ი----- შ--------ის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუ-ღლეს – თ----- კ---–---–ს, მასთან ერთად სახლში წასვლაზე უარის თქმის გამო, არა-სრულწლოვანის თანდასწრებით, უკბინა ცხვირზე და მიაყენა დაზიანება, რამაც თ----- კ---–---–ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ს--------------–----–----------------–----–-----ში მცხოვრები კ---- შ--------ე, ალკჰო-ლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას, 2018 წლის 10 ივნისამდე, რეგისტრირე-ბულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - თ----- კ---–---–ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას, რამაც თ----- კ---–---–ის ტანჯვა გამოიწვია.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ი-–-- გ--–------მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს კ---- შ--------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯელით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ კ---- შ--------ე ალკოჰოლური სიმთვრა-ლის მდგომარეობაში ყოფნისას არასრულწლოვანი შვილების თანდასწერებით ახორ-ციელებდა მეუღლის მიმართ როგორც ფიზიკურ ძალადობას, ასევე სისტემატურ სიტ-ყვიერ შეურაცხყოფას. მსჯავრდებულის ასეთი ძალადობრივი ქმედებები უპირველესად ხელყოფს არასრულწლოვნების ფსიქიკურ ჯანმრთელობას და წარუშლელ ფსიქოლო-გიურ ტრავმას აყენებს მათ, ხოლო დაზარალებული იმყოფება მუდმითვი სტრესის ქვეშ. კ---- შ--------ე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ვერ აკონტროლებს საკუთარ ქცევას, არ ახსოვს წინა დღით განვითარებული მოვლენები, რის გამოც არსებობს მაღა-ლი ალბათობა მის ქმედებას მეუღლის მიმართ უფრო მძიმე და გამოუსწორებელი შე-დეგი მოჰყვეს. კ---- შ--------ის მიმართ დანიშნული სასჯელი ნაკლებად მკაცრია, არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილ ქმედებებს და მსჯავრდებულის პიროვნებას. დანიშნუ-ლი სასჯელი ვერ იქნება შემაკავებელი ბერკეტი მსჯავრდებულისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენა და მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ კ---- შ--------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

რაც შეეხება მსჯავრდებულ კ---- შ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კ---- შ--------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ კ---- შ--------ე აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, არაა ნასამართლევი, არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (მხედველობითი), მისი ოჯახი სოციალურად დაუცვე-ლია, კმაყოფაზე ყავს ოთხი არასრულწლოვანი შვილი, სასამართლომ ასევე გაითვალის-წინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმ-დეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 02 (ორი) თვის ვადით, საიდანაც 07 (შვიდი) თვე საქართ-ველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად განსაზ-ღვრული აქვს რეალურად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩე-ნილი 07 (შვიდი) თვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპე-ლაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის განაჩენი კ---- შ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

კ---- შ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საჩხერის რაიონული სა-სამართლოს 2018 წლის 23 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

კ---- შ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (პირველი ეპიზოდი) – თავისუფ-ლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (პირველი ეპიზოდი) – თავისუფლე-ბის აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 02 (ორი) თვის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამი-სად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ კ---- შ--------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზ-ღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 02 (ორი) თვის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად მსჯავრდებულმა კ---- შ--------ემ დანიშნული სასჯელის ნაწილი – 07 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს რეალურად პენიტენციურ დაწესებულებაში, მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 07 (შვიდი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ კ---- შ--------ეს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2018 წლის 10 ივნისიდან.

მსჯავრდებულ კ---- შ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

ნივთმტკიცება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული „დანის პი-რი“, რაც დალუქული სახით ინახება შსს საჩხერის რაიონულ სამმართველოში, განად-გურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili