განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180100119002865545
საქმე №1ბ/763-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 ივნისი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ-------------–---–ის,მსჯავრდებულ: რ---–---------–-------–---–ის,ადვოკატ: მ------------–---–ის
მონაწილეობით,მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ---–------------–---------–-------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N-----------, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, შ-----------–---------------------ის, მცხოვრების: მ–------------------------–--–-----------------–-----------–---–----------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენით რ---–----------–-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით.
რ---–----------–-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, რ---–---------–-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
რ---–---------–-------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, მ–------------------------–-–--------–-------–---------–------------------------–-- საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რ---–---------–-------–---–მა გაღვიძებისთანავე მეუღლეს ი--------------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოსთხოვა სიგარეტის მიტანა. ი--------------მა უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა და ვერ უყიდიდა სიგარეტს, რის გამოც რ---–----------–-------–---–ი გახდა უფრო აგრესიული და მეუღლეს მისი არასრულწლოვანი შვილების - ერთი წლის და სამი თვის მ----------–-------–---–ის და სამი წლის რ---–---------–-------–---–ის თანდასწრებით სახეში ორჯერ დაატყა ხელი, ასევე დაამტვრია კარადის მინა, ხოლო შემდეგ სამზარეულოდან გამოიტანა მინის ბოთლი და ისროლა მეუღლის მიმართულებით, რაც მოხვდა რკინის კარს და დაიმტვრა. ი--------------მა ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, მ–------------------------–-–--------–-------–---------–------------------------–-- საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რ---–---------–-------–---–მა გაღვიძებისთანავე მეუღლეს ი--------------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რის შემდეგაც ი--------------ი გამოიქცა სახლიდან მცირეწლოვან შვილებთან ერთად. ი--------------ის სახლიდან წასვლის შემდეგ რ---–---------–-------–---–ი შევიდა 8 წლის შვილის, დ---------–-------–---–ის საძინებელ ოთახში, გააღვიძა იგი, იატაკზე გადმოაგდო საწოლიდან და უთხრა, რომ მიეტანა მისთვის შარვალი. არასრულწლოვანი დ-----
ჩ--–-------–---–ი, საწოლიდან გადმოგდების დროს, იატაკზე დაეცა სახით და მუცლით, ასევე იატაკს დაატყა ხელი, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ დანიშნული სასჯელი არის უსამართლო სასჯელის ნაწილში, ვინაიდან ბრალდებულს დაენიშნა ჩადენილი დანაშაულისთვის დაწესებული სასჯელის მსუბუქი ფორმა, რაც არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს, ხასიათს და მსჯავრდებულის პიროვნებას.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა რ---–---------–-------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. რ---–---------–-------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინებით; დაზარალებულ ი--------------ის გამოკითხვის ოქმებით; არასრულწლოვანი დაზარალებული დ---------–-------–---–ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეების: თ--------------------------------–--–---------------------–---–---------------------ს გამოკითხვის ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოსურათებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით; ი--------------ის სამედიცინო ბარათის ამოღების ოქმით და ბარათით; დ---------–-------–---–ის სამედიცინო ბარათის ამოღების ოქმით და ბარათით; ალკოტესტით შემოწმების ოქმით და ქვითრით; ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის დასკვნით; შემაკავებელი ორდერით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და დახასიათებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის სახით პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ რ---–---------–-------–---–მა თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს, სასამართლოს სთხოვს პატიებას, შერიგებულია დაზარალებულთან, ხასიათდება დადებითად, არის მრავალშვილიანი მამა, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ რ---–---- ჩ--–-------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.
პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ რ---–---------–-------–---–ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, ამიტომ მისთვის, სასჯელის გამკაცრების, კერძოდ, პირობითი მსჯავრის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს, მითუმეტეს, რომ რ---–---------–-------–---–ი ოთხ თვეზე მეტი იმყოფებოდა პატიმრობაში პენიტენციურ დაწესებულებაში და კმაყოფაზე ჰყავს ექვსი არასრულწლოვანი შვილი.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
რ---–----------–-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
რ---–----------–-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, რ---–---------–-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
რ---–---------–-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
რ---–----------–-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 17 ნოემბრიდან 2019 წლის 20 მარტის ჩათვლით.
რ---–----------–-------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: მინის ნამტვრევები განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი