განაჩენი

სისხლის სამართლის 11.06.2019
საქმის ნომერი
240100118002484279
ინსტანცია
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-514-2018 წელი

№240100118002484279

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

10 ოქტომბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – ვ------- ს---------ს,ადვოკატის – ნ--- ჩ-------ის,მსჯავრდებულის – ი----- ნ------ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განი-ხილა ი----- ნ------ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ი----- ნ------, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართ-ლობის არ მქონე, მცხოვრები მ--------–--------------------–---–--ში, მსჯავრდებულია სე-ნაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

ი----- ნ------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, სისტემა-ტური შეურაცხყოფისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედე-გი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯან-მრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 20 საათზე, მ--------–--------------------–---–--ში მცხოვრებმა, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი----- ნ------მ, ადრე არსებული უკმაყო-ფილების გამო, თავის საცხოვრებელი სახლიდან გამოიტანა ოჯახში არსებული სანადი-რო თოფი, რომელიც დაუმიზნა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან მცხოვრებ მეუღლეს - ლ------ ხ--------ს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპო-ბის განხორციელების საფუძვლიანი შიში, თოფს გადაეფარა მათი არასრულწლოვანი შვილი ს--–---- ნ------, რის გამოც ი----- ნ------მ თოფი შეინახა და წავიდა სახლიდან.

2018 წლის 01 მაისს, დაახლოებით 2130 საათზე, მ--------–--------------------–---–--ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ი----- ნ------მ მეუღლეს, ლ------ ხ--------ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეუ-რაცხყოფა, აგინა და სახის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგად ლ------ ხ--------მ განი-ცადა ფიზიკური ტკივილი.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი----- ნ------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვო-კატმა ნ--- ჩ-------მა, რომელბიც სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ი----- ნ------ს მიმართ დანიშნული სასჯელის შეცვლას პირობითი მსჯავრით. მოთხოვნას ასაბუთებენ იმ მო-ტივირებით, რომ ი----- ნ------მ როგორც წინასწარი გამოძიებისას, ასევე სასამართლოში აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებას-თან, ხასიათდება დადებითად, არ არის წარსულში ნასამართლევი, ჰყავს ხუთი მცირე-წლოვანი შვილი, შერიგებულია მეუღლესთან და ერთად აგრძელებდნენ შვილების აღ-ზრდას. ის იყო ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა ვ------- ს---------მ, რო-მელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივ-რებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მსჯავრდებულ ი----- ნ------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ნ--- ჩ-------ს, რომლებიც ითხოვენ ი----- ნ------ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას პირობითი მსჯავრით.

– სახელმწიფო ბრალმდებელს ვ------- ს---------ს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ი----- ნ------ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ი----- ნ------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაცო საჩივრის მოტივაციას ი----- ნ------ს მიმართ შე-ფარდებული სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლის თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირ-ველი ინსტანციის სასამართლომ ი----- ნ------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გა-ითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალის-წინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხა-სიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედე-გი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამარ-თლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოცია-ლიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა მინიმალური სასჯელი 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდე-ბული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხა-რისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშ-ნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის სასიკეთო ცვლილების შეტანის სა-ფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განაჩენი ი----- ნ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ი----- ნ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სენაკის რაიონული სასა-მართლოს 2018 წლის 25 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ი----- ნ------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვა-დით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერ-თი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძ-ველზე, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის შესაბამისად საბო-ლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ი----- ნ------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

ი----- ნ------ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2018 წლის 25 ივნისიდან.

ი----- ნ------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფ-ნის დრო – 2018 წლის 02 მაისიდან 2018 წლის 10 მაისის ჩათვლით.

გაუქმდეს მსჯავრდებულ ი----- ნ------ ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად გაუქმდეს დაზარალებულის თანხმობის გარეშე, ბრალდებულის დაზარალებულსა და მის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოე-ბის აკრძალვა.

გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის განჩინებით გირაოს თანხის 5000 ლარის სანაცვლოდ კ-------- კ-----–--ს (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსე-ბულ უძრავი ქონებაზე, მდებარე მ--------–--------–----–-----------------–----–--ში, საკა-დასტრო კოდით 4-----------, რომლის ღირებულება აუდიტორული დასკვნის თანახმად შეადგენს 6000 (ექვსი ათასი) ლარს, დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

ნივთმტკიცება – ერთლულიანი სანადირო თოფი და 8 ცალი ვაზნა გადაეგზავნოს შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის შეიარაღების სამმართველოს, შემ-დგომი რეაგირების მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili