განაჩენი

სისხლის სამართლის 11.06.2019
საქმის ნომერი
050100118002524944
ინსტანცია
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-553-2018 წელი

№050100118002524944

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

5 ოქტომბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ზ----- ს--------ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ზ----- ს--------, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლო-ბის მქონე, მცხოვრები ლ----------------------------–-------ში, მსჯავრდებულია ოზურ-გეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეო-რე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით, რომლის მოხ-დისგანაც გათავისუფლდა პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით.

aRwerilobiTi nawili:

ზ----- ს--------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისა და სისტემატური შეურაცხ-ყოფისათვის, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქა-რისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების სა-ფუძვლიანი შიში;

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2008 წლის 3 აპრილიდან ზ----- ს-------- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ქ------- მ–------ესთან და მასთან ერთად ეწევა საოჯახო მეურნეობას, რომელსაც 2016-2018 წლებში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშო-ბილი უთანხმოების ნიადაგზე, მისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სის-ტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, მიმართავდა უწმაწური სიტყვებით. ზ----- ს--------ს არ სჭირდებოდა სერიოზული მიზეზი, რათა დაემცირებინა მეუღლე, მიემარ-თა მისთვის შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ეგინებინა მისთვის. ყოველივე ამის გამო ქ-------- მ–------ე თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას. გარდა აღ-ნიშნულისა 2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლ----------------–----–-----------------------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ----- ს--------მ, მისი არასრულწლოვანი შვილის - მ------ ს--------ს თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ქ------- მ–------ეს - შეაგინა დედის მისამართით და შუბლის არეში ძლიერად ჩააარტყა თავი, რის შედეგადაც ქ-------- მ–-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2008 წლის 3 აპრილიდან ზ----- ს-------- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ქ------- მ–------ესთან და მასთან ერთად ეწევა საოჯახო მეურნეობას. 2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 21 საათზე, ლ----------------–----–----------------------ში, საკუ-თარ საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ----- ს--------მ, საყო-ფაცხოვრებო საკითხებზე უკმაყოფილების ნიადაგზე, ქ------- მ–------ის მიმართ გა-მოხატა აგრესია, შეაგინა დედის მისამართით და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ქ------- მ–------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი ეჭვი.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა ნ--- მ-------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზ----- ს--------ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ზ----- ს--------ს მიმართ არაერთხელ იქნა გამოცემული შემაკავე-ბელი ორდერი. მან შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოში მისი მეუღლის მი-მართ კვლავ განახორციელა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური ძალადობა და დაე-მუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რა დროსაც ზ----- ს---------მ დაზარალებულს ესროლა მინის ნაჭერი, დანა და ცულიც კი, რაც ადასტურებს მის მომეტებულ საფრთხეს დაზარალებულის მიმართ და მიუთითებს მის წინააღმდეგ შესაბამისი ქმედითი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაზე. ზ----- ს-------- წარ-სულში ნასამართლევია დამამძიებელ გარემოებებში ჩადენილი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რაც ხაზს უსვამს მის მიდრეკილებას ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისაკენ. ზ----- ს--------ს მიმართ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პი-როვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და გარემოებებს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ზ----- ს--------ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ----- ს--------ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ზ----- ს--------ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ იგი გულწრფელად აღია-რებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ასევე გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვ-ნის ზოგადი საწყისები – დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების გან-ხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდე-ბულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენი ზ----- ს--------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ზ----- ს--------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ზ----- ს-------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნა-წილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი ) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანა-შაულთა ერთობლიობით, ზ----- ს--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულ ზ----- ს--------ს, 2018 წლის 28 მაისიდან 2018 წლის 27 ივლისამდე სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს დანიშნული სასჯე-ლის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და გათავისუფლდეს დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.

მსჯავრდებულ ზ----- ს--------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმ-რობა გაუქმებულია.

ნივთიერი მტკიცებულება – შემთხვევის ადგილის დროს ამოღებული დანა და ნაჯახი, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ლანჩხუთის რაიონულ სამმართვე-ლოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთიერი მტკიცებულება – 112-დან მიღებული აუდიოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, რო-მელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოში, შენახული იქნას მოცემულ საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili