განაჩენი

სისხლის სამართლის 11.06.2019
საქმის ნომერი
110100118002545644
ინსტანცია
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-548-2018 წელი

№110100118002545644

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

5 ოქტომბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ი---- ა------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ი---- ა------ე, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ზ----------–------------–-----–----------------ში, მსჯავრდებულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 აგვისტოს განაჩენით დანაშაული-სათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხ-ლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სისხლის სა-მართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 02 (ორი ) წლის გამოსაცდელი ვადით.

aRwerilobiTi nawili:

ი---- ა------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი).

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2010 წლიდან, თ----- ი-------–--ე ქორწინებაში იმყოფება ი---- ა------ესთან. ისინი ერ-თად ცხოვრობდნენ ქ. ზ----------–--------–-----–----------------ში. თანაცხოვრების პე-რიოდში, შეეძინათ შვილი - მ------- ა------ე (დაბ. 0---------). 2018 წლის 6 ივნისსს, თ----- ი-------–--ე იმყოფებოდა ზ------------------------------–-----–---ში, მისი მეუღლის მშობ-ლების სახლში. დაახლოებით 21:30 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ი---- არაბი-ძემ, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკების გამო, თ----- ი-------–--ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ერთხელ დაარტყა მუშტი თავის არეში, რასაც შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი, მ-------ი ა------ე. აღნიშნული ძალადობრივი ქმედების შედეგად, თ----- ი-------–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2010 წლიდან, თ----- ი-------–--ე, ქორწინებაში იმყოფება ი---- ა------ესთან. ისინი ერთად ცხოვრობდნენ ქ.ზ----------–--------–-----–----------------ში. თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ შვილი მ------- ა------ე (დაბ. 0---------). 2018 წლის 7 ივნისს, თ----- ი-------–--ე იმყოფებოდა ქ.ზ----------–--------–-----–----------------ში, დაახლოებით 09:10 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ი---- ა------ემ, განქორწინებასთან დაკავში-რებით მომხდარი შელაპარაკების გამო, თ----- ი-------–--ეს მიაყენა სიტყვიერი შეუ-რაცხყოფა, რის შემდეგაც ერთხელ დაარტყა მუშტი მარცხენა თვალის არეში. ასევე, ერთ-ხელ დაარტყა მუშტი თავის არეში, რასაც შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი, მ------- ა------ე. აღნიშნული ძალადობრივი ქმედების შედეგად თ----- ი-------–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა კ---- ს-----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ი---- ა------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯელით. მოთ-ხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ი---- ა------ეს და დაზარალებულს აქვთ კონ-ფლიქტური დამოკიდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე დანიშნული სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს მისთვის შემდგომი განზრახი დანაშულების ჩასა-დენად. აღნიშნული სასჯელი არ შესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დლანაშაულის სიმძიმეს, ქმედებით გამოწვეულ ზიანს და ვერ უზრუნ-ველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულმა ი---- ა------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ---- ვ----–---–მა, რომლებიც შესაგებლით ითხოვენ არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარ-ჩეს უცვლელი.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ი---- ა------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიუ-ლი კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

რაც შეეხება მსჯავრდებულ ი---- ა------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ი---- ა------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ ი---- ა------ე არ არის ნასამართლევი, აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან და შერიგებულია დაზარა-ლებულთან, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების გან-ხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განა-ჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 აგვისტოს განაჩენი ი---- ა------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ი---- ა------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ი---- ა------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით (2018 წლის 6 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 7 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 7 ივნისის ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, ი---- ა------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართ-ველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ი---- ა------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს საქმის განმხილველი სასამართლოს გადა-წყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემა-ვალ, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით, განაჩენის აღსრულები-დან ერთი თვის ვადაში.

ი---- ა------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 8 ივნისიდან 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, ი---- ა------ეს დაეკისროს მოვალეობა: 1) პრობა-ციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; 2) ასევე, გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი.

საქართველო სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორ-ციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili