განაჩენი

სისხლის სამართლის 11.06.2019
საქმის ნომერი
080100118002337105
ინსტანცია
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-413-2018 წელი

№080100118002337105

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

3 ოქტომბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – დ------- ვ------------ს,ადვოკატის – მ--–---- ჟ----–---–---ის,მსჯავრდებულის – ხ---- ჟ----–---–---ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ხ---- ჟ----–---–---ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ხ---- ჟ----–---–---ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ქ. ქ------------------–----------------ში, მსჯავრდე-ბულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის განაჩენით დანაშაული-სათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხ-ლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე 09 (ცრა) თვით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესებუ-ლებაში მოსახდელად, ხოლო 09 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

aRwerilobiTi nawili:

ხ---- ჟ----–---–---ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი არაერთგზის.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 13 თებერვალს, საღამოს საათებში ქ-------–-----------–----------------ში თავის საცხოვრებელ ბინაში ხ---- ჟ----–---–---მა შელაპარაკებისას მეუღლეს მ--- ო------ მოქაჩა თმებში, ხელი დაარტყა გვერდის არეში, ასევე ხელი მოუჭირა ხელის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა დ------- ვ------------მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს ხ---- ჟ----–---–---ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ხ---- ჟ----–---–---ი დანაშაულის ჩადენის დროს იმ-ყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. მას სასამართლოს გადაწყვეტილებით ორჯერ აეკრძალა მეუღლესთან მიახლოება, ასევე ის ადმინისტრაციულსახდელდადებულია წვრილმანი ხულიგნობისათვის და შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების დარღვევი-სათვის. სასამართლომ არ გაითვალისწინა ძალადობრივი ქმედების სისტემატურობა და მოსალოდნელი საფრთხეები ოჯახში ძალადობისათვის სასჯელის დანიშვნისას. ხ---- ჟ----–---–---ის მიმართ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულის პიროვნების და ქმედე-ბათა სისტემატიურობის გათვალისწინებით აბსოლუტურად შეუსაბამოა სასჯელის მიზნებთან და იგი შეიძლება წახალისდეს დაუსჯელობის სინდრომით.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა ხ---- ჟ----–---–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–- შ-----–--მ, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყო-ფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებელს დ------- ვ------------ს, რომელიც ითხოვს ხ----- ჟ----–---–---ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.

– მსჯავრდებულ ხ---- ჟ----–---–---ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს მ--–---- ჟ----–---–---ს, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევენ კანონიერად, დასაბუთებუ-ლად, სამართლიანად და ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ხ---- ჟ----–---–---ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იუ-რიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ხ---- ჟ----–---–---ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპე-ლაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ხ---- ჟ----–---–---ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ ხ---- ჟ----–----–---მა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარა-ლებულს, ასევე გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწი-ნააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგ-რეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხა-სიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარ-და თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სა-ფუძველზე 09 (ცრა) თვით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 09 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განა-ჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის განაჩენი ხ---- ჟ----–---–---ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ხ---- ჟ----–---–---ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ხ---- ჟ----–---–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზო-მად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე 09 (ცრა) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდე-ლად, ხოლო 09 (ცხრა) თვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 სექტემბრის განაჩენით, სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯე-ლის მოუხდელი ნაწილი – 10 (ათი) თვით და 10 (ათი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ხ---- ჟ----–---–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე 09 (ცრა) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 09 (ცხრა) თვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვა-დით.

ხ---- ჟ----–---–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმე-ბულია.

მსჯავრდებულ ხ---- ჟ----–---–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2018 წლის 13 თებერვლიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, პენი-ტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდეგ ხ---- ჟ----–---–---ის ყოფა-ქცევაზე კონტროლის განხორციელება და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს ხ---- ჟ----–---–---ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili