განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-516-2018 წელი
№050100118002455606
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
27 სექტემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შ------ ჯ-------ის ბრალდების №------------- სისხლის სამართლის საქმე.
შ------ ჯ-------ე, დაბადებული 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართ-ლობის არ მქონე, მცხოვრები ჩ--------------------------------–-------ში, მსჯავრდებულია ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის განაჩენით დანაშაული-სათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერ-თობლიობით შეფარდებული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 105 (ასხუ-თი) საათის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
შ------ ჯ-------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– სხვაგვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწ-ვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გა-მოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 25 ოქტომბრიდან, მ------- ჯ-------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმ-ყოფებოდა ი---- ი------ესთან. ვინაიდან მათ მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნდათ, გა-დაწყვიტეს საცხოვრებელად გადასულიყვნენ ჩ-------------------–----–----------------–-------ში, მ-------ის მშობლების სახლში. 2018 წლის 4 აპრილს, ჩ-------------------–----–-----------------–-------ში მისულ მ------- ჯ-------ეს და ი---- ი------ეს შელაპარაკება მოუ-ვიდათ მ-------ის დედასთან - ქ----- ჯ-------ესთან, ვინაიდან იგი ი----სა და მ-------ის ქორწინების წინააღმდეგი იყო. ურთიერთშელაპარაკების გამო, ქ----- ჯ-------ემ რკინის ჯოხი ჩაარტყა და თმებში წვდა ი---- ი------ეს, რის გამოც მ-------ი და ი---- განერიდნენ კონფლიქტს და თავი შეაფარეს იქვე, სახლის გვერდით არსებულ ბოსელში. აღნიშნუ-ლით შეწუხებულმა მ-------ის მამამ - შ------ ჯ-------ემ დაურეკა მეზობლად მცხოვრებ თავის უფროს შვილს - შ------ ჯ-------ეს და უთხრა, რომ მ-------ი და ი---- გაეგდო სახ-ლიდან. აღნიშნულზე, შ------ ჯ-------ე მივიდა ბოსელთან, რომელიც ჩაკეტილი იყო, გააღებინა მ-------ს ბოსლის კარი, შევიდა შიგნით და მომხდარი უთანხმოების გამო მუშ-ტი დაარტყა სახეში ი---- ი------ეს, რითაც ამ უკანასკნელს ფიზიკური ტკივილი მი-აყენა.
2017 წლის 25 ოქტომბრიდან მ------- ჯ-------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყო-ფებოდა ი---- ი------ესთან. ვინაიდან მათ მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნდათ, გა-დაწყვიტეს საცხოვრებელად გადასულიყვნენ ჩ-------------------–----–----------------–-------ში, მ-------ის მშობლების სახლში. 2018 წლის 4 აპრილს, ჩოხატაურის მუნიციპა-ლიტეტის სოფელ ზოტში მისულ მ------- ჯ-------ეს და ი---- ი------ეს შელაპარაკება მოუვიდათ მ-------ის დედასთან - ქ----- ჯ-------ესთან, ვინაიდან იგი ი----სა და მურმა-ნის ქორწინების წინააღმდეგი იყო. ურთიერთშელაპარაკების გამო, ქ----- ჯ-------ემ რკინის ჯოხი ჩაარტყა და თმებში წვდა ი---- ი------ეს, რის გამოც მ-------ი და ი---- განერიდნენ კონფლიქტს და თავი შეაფარეს იქვე, სახლის გვერდით არსებულ ბოსელში. აღნიშნულით შეწუხებულმა მ-------ის მამამ - შ------ ჯ-------ემ დაურეკა მეზობლად მცხოვრებ თავის უფროს შვილს - შ------ ჯ-------ეს და უთხრა, რომ მ-------ი და ი---- გაეგდო სახლიდან. აღნიშნულზე, შ------ ჯ-------ემ მივიდა ბოსელთან, რომელიც ჩაკე-ტილი იყო, გააღებინა მ-------ს ბოსლის კარი, შევიდა შიგნით და მომხდარი უთან-ხმოების გამო მუშტი დაარტყა სახეში ი---- ი------ეს, რომელსაც გამოესარჩლა მ------- ჯ-------ე და უსაყვედურა ძმას „ჩემს მეუღლეს ხელი რატომ დაარტყიო“’, რითაც გაღი-ზიანებულმა შ------ ჯ-------ემ ძმას - მ------- ჯ-------ეს მუშტი დაარტყა სახეში, რითაც ამ უკანასკნელს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა შ----- ჩ----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს შ------ ჯ-------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯელით, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ სწორად არ შეაფასა შ------ ჯ--------ის პიროვნება და ის გარემოებები, რომ შ------ ჯ-------ეს ბრალდება წარდგენილი აქვს ძმის მეუღლეზე და ძმაზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე. მან ოჯახში კონ-ფლიქტის განმუხტვის ნაცვლად პირიქით, ხელებით დაუწყო ცემა ძმას და რძალს, რა დროსაც მათ სხეულზე მიაყენა დაზიანებები, რითაც მ------- ჯ-------ემ და ი---- ი------ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული კი იმაზე მიუთითებს, რომ იგი არ არის კანონმორჩილი პირი, ამასთან არსებობს მისი მხრიდან ძალადობრივი ქმედებების გაგრძელების მაღალი რისკი. შ------ ჯ-------ისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნ-ველყოფს საჯელის მიზნების მიღწევას.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ შ------ ჯ-------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ შ------ ჯ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შ------ ჯ-------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, არ არის წარსულში ნასამართლევი, ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ასევე გათვალისწინებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმე-დების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და შ------ ჯ-------ეს შეუფარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 105 (ასხუთი) საათის ვა-დით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებუ-ლისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის განაჩენი შ------ ჯ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
შ------ ჯ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
შ------ ჯ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მსჯავრდებულ შ------ ჯ-------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულ შ------ ჯ-------ეს, 2018 წლის 5 აპრილიდან 2018 წლის 10 აპრილამდე პა-ტიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის – საზოგადოებისათვის სა-სარგებლო შრომის მოხდის ვადაში და საბოლოოდ შ------ ჯ-------ეს მოსახდელად განე-საზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 105 (ასხუთი) საათის ვადით.
გაუქმდეს მსჯავრდებულ შ------ ჯ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო და მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 4000 (ოთხი ათასი) ლარის ფარგ-ლებში დადებული ყადაღა ზ-------- გ-------ის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ, სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 3000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს, მდებარე: ო------------------–----–---------------–--------------ში (საკადასტრო კოდით - 2-----------), შემდეგი სარეგისტრაციო მახასიათებლებით: სარეგისტრაციო ზონა - ო----------------------------------------------------------------------------–------------------ და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ შ------ ჯ-------ეს მიმართ, ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათ-ვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.
ნივთიერი მტკიცებულება – CD დისკი, რომელიც ინახება ჩოხატაურის რაიონულ სამ-მართველოში, შენახულ იქნას მოცემულ საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili