განაჩენი

სისხლის სამართლის 11.06.2019
საქმის ნომერი
080100118002467823
ინსტანცია
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-510-2018 წელი

№080100118002467823

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

24 სექტემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ------- ს-----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

გ------- ს-----ე, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ქ-----------------------------------------------------ში, მსჯავრდე-ბულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განაჩენით დანაშაუ-ლისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-19-160-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

გ------- ს-----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გა-მოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქა-რისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების სა-ფუძვლიანი შიში;

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლის მცდელობისათვის, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 18 აპრილს, ღამის საათებში, ქ-------–---------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ------- ს-----ემ, მეუღლეს - ლ--–- ს-----ეს მოქაჩა თმებში, რის შემდეგაც არასრულწლოვანი შვილის თ-------- ს-----ის თანდასწრებით ორჯერ დაარ-ტყა მარჯვენა ხელის მუშტი თავის არეში. გ------- ს-----ის ქმედებებით ლ--–- ს-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 18 აპრილს, ღამის საათებში, გ------- ს-----ემ სიდედრის მ----- ბ------ის მიმართ განახორციელა მუქარა, კერძოდ ტელეფონით დაურეკა ორჯერ და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, შემდეგ მივიდა ქ. ქ-------–-------------------------------ში მდებარე მ----- ბ------ის საცხოვრებელ ბინის კართან, ფეხს ურტყამდა კარს და მ----- ბ------ეს კვლავ დაემუქრა მოკვლით, რის შედეგადაც მ----- ბ------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2018 წლის 18 აპრილს, ღამის საათებში, გ------- ს-----ემ, ქ-------–-------------------------------ში მდებარე მ----- ბ------ის საცხოვრებელ ბინაში, მ----- ბ------ის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლის მიზნით, ფეხი დაარტყა არაერთხელ მ----- ბ-------ის საცხოვრებელი ბინის კარს და ცდილობდა ბინაში შესვლას, რა დროსაც დააზიანა 10(ათი) ლარად ღირებული კარის საკეტი მექანიზმი, თუმცა ბინაში შესვლა ვერ შეძლო მ----- ბ------ის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გამო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა დ------- ვ------------მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს გ------- ს-----ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ძალა-დობრივი ქმედების სისტემატურობა და მოსალოდნელი საფრთხეები და გ------- ს------ეს დაუნიშნა მსუბუქი სასჯელი, რაც აბსოლუტურად შეუსაბამოა სასჯელის მიზნებ-თან. დანიშნული სასჯელით შეუძლებელია სასჯელის ნებისმიერი მიზნის მიღწევა.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულმა გ------- ს-----ემ, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივ-რებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ გ------- ს-----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-19-160-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ------- ს-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გ------- ს-----ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ იგი გულწრფელად აღია-რებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსა-ჯულების განხორციელებას, ამჟამად შერიგებულია დაზარალებულებთან, ასევე გაით-ვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინე-ბული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედე-ბაში გამოვლენილი მართლსაწინა-აღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რე-სოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარის-ხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასი-ათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განაჩენი გ------- ს-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

გ------ ს-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასა-მართლოს 2018 წლის 3 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

გ------- ს-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-19-160-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- ს-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ------- ს-----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობა-ში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2018 წლის 18 აპრილიდან.

ნივთმტკიცება – საკეტის ფრაგმენტები, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გდაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომა-სალის ამსახველი დისკი, რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყო-ფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili