განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-502-2018 წელი
№820100118002535279
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
21 სექტემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე თ------ გ-----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
თ------ გ-----ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართ-ლობის არ მქონე, მცხოვრები ხ---–---------------------–---------ში, მსჯავრდებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენით დანაშაული-სათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპი-ზოდი) და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
თ------ გ-----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, არას-რულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექ-სის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
თ------ გ-----ემ 2018 წლის 01 იანვარს, დაახლოებით 23 საათზე, ხ---–---------–-----–----------------–---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მისივე ოჯახის წევრს, მეუღლეს დ------ ა--–--ეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონ-ფლიქტისას, ხელის სახის არეში რამოდენიმეჯერ დარტყმებითა და თმებით თრევით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და ტან-ჯვა გამოიწვია.
თ------ გ-----ემ 2018 წლის 31 მაისს, დაახლოებით 22 საათზე, ხ---–---------–----–-----------------–---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების ხ-----, ლ----- და გ------- გ-----ეების თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრს, მეუღლეს დ------ ა--–--ეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ხელის ყელის არეში მოჭერით, ხელებისა და ფეხების სხეულის სხვადასხვა ადგილას რამოდენიმეჯერ დარტყმებითა და თმებით თრევით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზია-ნება გამოიწვია, რასაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.
2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 მაისამდე ჩათვლით პერიოდში, ხ---–---------–-----–----------------–---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ალკოჰო-ლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი თ------ გ-----ე, არასრულწლოვანი შვი-ლების ხ-----, ლ----- და გ------- გ-----ეების თანდასწრებით სისტემატიურად შეუ-რაცხყოფდა და ამცირებდა თავის ოჯახის წევრს მეუღლეს დ------ ა--–--ეს, რაც იწვევ-და დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა რ----- ბ---–----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს თ------ გ-----ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ თ------ გ-----ე არის აგრესიული პიროვნება, ალ-კოჰოლურ სასმელზე დამოკიდებული, რომელსაც ხშირად უჭირს საკუთარი თავის და ემოციების კონტროლი. შესაბამისად ეს გარემოება შეიცავს იმის რისკს, რომ განაგრძოს დანაშაული საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ. დაზარალებულმა და სხვა მოწმეებმა ჩვენებებში განმარტეს, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა და მსგავს ფაქტს წარსულშიც ჰქონდა ადგილი. თ------ გ-----ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი არ არის პროპორციული და ადეკვატური მის მიერ ჩადენილი დანაშაულის და ვერ შეამცირებს მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ თ------ გ-----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
რაც შეეხება მსჯავრდებულ თ------ გ-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თ------ გ-----ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ მის მიერ ჩადენილი დანა-შაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშულთა კატეგორიას, თ------ გ-----ე აღია-რებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, არაა ნასამართლევი, ჰყავს სამი მცირე-წლოვანი შვილი, არის საჯარო სკოლის პედაგოგი, დაზარალებულს მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, სასამართლომ ასევე გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგა-დი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინა-აღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქ-ცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანა-შაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბა-მება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდე-ბულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენი თ------ გ-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
თ------ გ-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
თ------ გ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლისა და 06(ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველ-ზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ თ------ გ-----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
თ------ გ-----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო – 2018 წლის 01 ივნისიდან 2018 წლის 04 ივნისის ჩათვლით.
გაუქმდეს თ------ გ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო და მოეხსნას მის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად ხელვაჩაურის რაიო-ნული სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის განჩინებით დადებული ყადაღა ა------- ა--–--ის (პ/ნ 6----------) უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბ------–----------–---–------------------ (საკადასტრო კოდი 0------------------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
თ------ გ-----ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გა-მოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili