განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-500-2018 წელი
№820100118002490094
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
21 სექტემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ი-----–- შ----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ი-----–- შ----ე, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ო------------------------------–---–--------ში, მსჯავრდებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვა-ლისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით, 160-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღ-კვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ი-----–- შ----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ სისტემატიური შეურაცხყო-ფისა და დამცირებისათვის, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექ-სის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,ჩადენილი არაერთგზის.
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქა-რისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების სა-ფუძვლიანი შიში.
– ადევნებისათვის, ესე იგი, პირადად და ტელეფონის საშუალებით ოჯახის წევრთან სისტემატიური არასასურველი კომუნიკაციის დამყარებისათვის, რამაც გამოიწვია პი-რის ფსიქიკური ტანჯვა და რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძუ-ლებს.
– ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლისათვის, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას.
– პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გატაცებისათვის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განაჩენით, საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლე-ვი ი-----–- შ----ე, გამოსაცდელი ვადის დინების პერიოდში, 2017 წლის 26 ოქტომბრი-დან – 2018 წლის 29 აპრილამდე დროის პერიოდში, სისტემატიურ სიტყვიერ შეუ-რაცხყოფას აყენებდა თავის ყოფილ მეუღლეს ჩ----- შ----ეს, რაც იწვევდა ჩ----- შ----ის დამცირებას და ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
2018 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 03 საათზე, ქ. ბ------–-----------------–--–--------------------ში, ე.წ. „ო–---------–--ში“ ი-----–- შ----ე, გ---–---- გ-----ის საცხოვრებელ სახლში, ყოფილ მეუღლეს ჩ----- შ----ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ჩ----- შ----ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 06 თებერვლიდან, 2018 წლის 29 აპრილამდე დროის პერიოდში, ი-----–- შ----ე, მისი ყოფილი მეუღლის ჩ----- შ----ის მიმართ სისტემატიურად ახორცილებდა ადევნებას, აკითხავდა საცხოვრებელ სახლში, ფ------------–--–------------------ში, ე.წ.
„ო–---------–--ში“ და მოითხოვდა შერიგებას, ამავდროულად ი-----–- შ----ე მობი-ლური ტელეფონის საშუალებით ახორციელებდა არასასურველი კომუნიკაციის დამყა-რებას და ძალადობის გამოყენების მუქარით მოითხოვდა ჩ----- შ----ესთან შერიგებას, სისტემატიური არასასურველი კომუნიკაციის შედეგად ჩ----- შ----ეს ჩამოუყალიბდა ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, ყოველივე ზემოაღნიშნულმა გამოიწვია ჩ----- შ----ის ფსიქიკური ტანჯვა და ამ უკანასკნელს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა აიძულა.
2018 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. ბ------–-----------------–--–-------------------ში, ე.წ. „ო–---------–--ში“, გ---–---- გ-----ის საცხოვრებელ სახლში, ი-----–- შ----ე ყოფილი მეუღლის - ჩ----- შ----ის ჩანთიდან, დაეუფლა ჩ----- შ----ის აიდი ბარათს.
2018 წლის 27 აპრილს, ი-----–- შ----ე, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა, ქ. ბ------–-----------------–--–-------------------ში, ე.წ. „ო–---------–--ში“ მდებარე გ---–---- გ-----ის კუთვნილ №--- სახლში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი-----–- შ----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, რასაც ასაბუთებს იმ მო-ტივირებით, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მისი მიერ ჩადენილ დანაშაულს.
სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბრალმდებელს შესაგებელი არ წარმუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ი-----–- შ----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-1511-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით, 160-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ი-----–- შ----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ი-----–- შ----ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ მართალია მის მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშულთა კატეგორიას და იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, თუმცა მან დაკავებისას სამართალ-დამცავი ორგანოების წარმომადგენლებს გაუწია წინააღმდეგობა და სცადა მიმალვა, ი-----–- შ----ე ამ ქმედებების ჩადენის დროს იყო პირობითი მსჯავრის ქვეშ, ასევე გაი-თვალისწინა ი-----–- შ----ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ქმედების შემდეგ ყოფაქცევა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზანი – სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სასჯელი დაუნიშნა დანაშაულის რეციდივიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის მე-17 და 58-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, რომლის თანახმად დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მო-სახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება ი-----–- შ----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს და მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის ნაწილში მსჯავრ-დებულის სასიკეთო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენი ი-----–- შ----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ი-----–- შ----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ი-----–- შ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით, 160-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძ-ველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი-----–- შ----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახ-მად, გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განაჩე-ნით ი-----–- შ----ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდეს დანიშ-ნული სასჯელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სას-ჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ი-----–- შ----ეს სასჯელის სახედ და ზო-მად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
ი-----–- შ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებუ-ლია.
ი-----–- შ----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავე-ბის დღიდან – 2018 წლის 29 აპრილიდან.
ნივთმტკიცება – ტელეფონები, ორი ცალი მეხსიერების ჩიპი, გასაღებების ასხმა, სიმბა-რათი, აიდი ბარათი, ფულადი თანხა 80 თეთრი დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მესაკუთ-რეებს, საქმეზე საბოლოო გდაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili