განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-493-2018 წელი
№100100118002499555
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
21 სექტემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე პ----- გ----------–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
პ----- გ----------–ი, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართ-ლობის არ მქონე, მცხოვრები ს--------------–----–----------------–----–-ში, მსჯავრდე-ბულია საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განაჩენით დანაშაუ-ლისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდე-ბული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 (ასსამოცი) საათის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
პ----- გ----------–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
– ცემისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰ-ყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 21 მაისს, დაახლოებით 19:30 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში ს--------------–----–----------------–----–-ში შელაპარაკებისას პ----- გ----------–მა სახის არეში ხელის ერთხელ დარტყმით, ტუჩის მიდამოში ნ----- გ-------–---–ს მიაყენა დაზიანება, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მის მოუშლელად და ფიზიკური ტკივილი.
მანვე 2018 წლის 22 მაისს, დაახლოებით 10საათზე ს--------------–----–-----------------–----–-ში წინა დღეს მომხდარი შელაპარაკების ნიადაგზე ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნ----- გ-------–---–ს, ხოლო შემდეგ ამავე სოფელში მდებარე ხიდის ქვეშ მუც-ლის და სახის არეში ხელის დარტყმით სცემა მას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ი-–-- გ--–------მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს პ----- გ----------–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ პ----- გ----------–მა ძალადობრივი ქმედებები ქალის მიმართ ფხი-ზელ მდგომარეობაში მყოფმა ჩაიდინა. სრულიად მშვიდ გარემოში დანაშაული მის მიერ იქნა პროვოცირებული. აღნიშნული მიუთითებს პ. გ----------–ის აგრესიულობაზე და მის იმპულსურობაზე, რასაც შესაძლოა მომავალში სხვა უფრო მძიმე შედეგი მოჰყვს. აღნიშ-ნულიდან გამომდინარე პ----- გ----------–ის მიმართ დანიშნული სასჯელი ნაკლებად მკაცრია, არ შეესაბამება ჩადენილ ქმედებას და მსჯავრდებულის პიროვნებას. დანიშნუ-ლი სასჯელი ვერ იქნება შემაკავებელი ბერკეტი მსჯავრდებულისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენა და მიღწეული იქნას სასჯელის მიზნები.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულმა პ----- გ----------–მა, რომელიც თავისი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ პ----- გ----------–ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეაპიზოდი).
რაც შეეხება მსჯავრდებულ პ----- გ----------–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელა-ციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პ----- გ----------–ის მი-მართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ იგი აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატე-გორიის დანაშაული, მძიმე შედეგი არ დამდგარა, დაზარალებულს შეურიგდა და ეს უკანასკნელი არ ითხოვს მის მკაცრად დასჯას. სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშ-ვნის ზოგადი საწყისები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვ-ლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მარ-თლსაწინააღმდეგო შედეგი და პ----- გ----------–ს შეუფარდა საზოგადოებისათვის სა-სარგებლო შრომა 160 (ასსამოცი) საათის ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული გან-აჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განაჩენი პ----- გ----------–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
პ----- გ----------–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
პ----- გ----------–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) (პირველი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული-სათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ასორმოცი) საათის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) (მეორე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული-სათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 (ასსამოცი) საათის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამი-სად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, პ----- გ----------–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 (ასსამოცი) საათის ვადით.
პ----- გ----------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმე-ბულია. (გირაოს თანხა გადახდილი არაა)
განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრო-ბაციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირს, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმერეთის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულ პ----- გ----------–ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili