განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001929918
საქმე № 2ბ/6100-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე– ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე
აპელანტი - სს ,,კ.ე----------------–---------------------–------------–---------------------------------–--–------ი“
წარმომადგენელი - ი-----–- ხ---–--–---
მოწინააღმდეგე მხარე - ნ----- ხ-------–-
წარმომადგენელი - ნ----- ქ------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ----- ხ-------–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „კ. ე----------------–---------------------–------------–---------------------------------–--–------ის“ წინააღმდეგ. ნ----- ხ-------–მა მოითხოვა სს "კ. ე----------------–---------------------–------------–---------------------------------–--–------ს" დაეკისროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 2602 ლარის ოდენობით. ასევე, სს "კ-------------------–---------------------–------------–---------------------------------–-–------ს" დაეკისროს ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლო, 2602 ლარის 0,07% ანგარიშსწორების ყოველი დაყოვნებული დღისათვის 2016 წლის 18 ნოემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. მოპასუხემ სს ,,კ.ე----------------–---------------------–------------–---------------------------------–--–------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ რომ ნ----- ხ-------–-ს შრომის ანაზღაურება არ ყოფილა ფიქსირებული და ირიცხებოდა შესრულებული სამუშაოს მიხედვით,3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, ნ----- ხ-------–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. სს "კ-------------------–---------------------–------------–---------------------------------–-–------ს" ნ----- ხ-------–-ს სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 2602 ლარის ოდენობით. სს "კ-------------------–---------------------–------------–---------------------------------–-–------ს" ნ----- ხ-------–-ს სასარგებლოდ დაეკისრა ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლო, 2602 ლარის 0,07% ანგარიშსწორების ყოველი დაყოვნებული დღისათვის 2016 წლის 18 ნოემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ასევე, სს "კ-------------------–-----------------------–------------–----------------------------------–-–------ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სს ,,კ.ე----------------–---------------------–------------–---------------------------------–--–------მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე განხორციელებული სამართალშეფარდების პროცესის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,კ.ე----------------–---------------------–------------–---------------------------------–--–------ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი პირის სასამართლოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედი და მისი კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის გარანტიაა. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. უდავოა, რომ ნ----- ხ-------–- 1995 წლის სექტემბრიდან 2016 წლის 17 ნოემბრამდე დასაქმებული იყო სს „კ---------------------–----------------------–-------------–---------------------------------–-–------ში“ ეკონომისტის თანამდებობაზე.
6. დადგენილია, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის 18 ნოემბრიდან, რასაც საფუძვლად დაედო მოსარჩელე ნ----- ხ-------–-ს განცხადება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
7. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის თანახმად, რომელიც მოიცავს 2016 წლის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით დროის მონაკვეთში თანხების ბრუნვის შესახებ მონაცემებს, დადგენილია, რომ ნ----- ხ-------–ს მიღებული აქვს აგვისტოს თვის ხელფასის სახით 1241,38 ლარი და სექტემბრის თვის ხელფასი 1708,75 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხეს არ აუნაზღაურებია მოსარჩელისათვის ოქტომბრის სრული თვისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე დროის მონაკვეთში მოსარჩელის მიერ ნამუშევარი ნოემბრის 17 დღის ხელფასი (იხ. ს.ფ.16-21).
8. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დასაქმებულისთვის სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების სამართლებრივი წინამძღვრები არსებობს. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ამავე კოდექსის 34-ე მუხლით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ამონაწერის შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ნ----- ხ-------–- ხელფასს იღებდა, თუმცა, საბანკო ანგარიშიდან, რომელიც მოიცავს 2016 წლის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით დროის მონაკვეთში თანხების ბრუნვის შესახებ მონაცემებს, დგინდება, რომ ნ----- ხ-------–ს მიღებული აქვს აგვისტოს თვის ხელფასის სახით 1241,38 ლარი და სექტემბრის თვის ხელფასი 1708,75ლარის ოდენობით. შესაბამისად, სასამართლომ დაიანგარიშა სადავო პერიოდისათვის მისაღები ხელფასის საერთო რაოდენობა. ამ მიმართებით სასამართლომ დაადგინა, რომ ნ----- ხ-------–- სს „კ-------------------–---------------------–------------–---------------------------------–-–------ში“ დასაქმებული იყო 1995 წლის სექტემბრიდან 2016 წლის 17 ნოემბრამდე, ეკონომისტის თანამდებობაზე. მოპასუხეს არ აუნაზღაურებია მოსარჩელისათვის 2016 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვის 17 დღის ხელფასი. სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიმართ მოპასუხის სახელფასო დავალიანება შეადგენს 2602 ლარს. პალატა აღნიშნას, რომ აპელანტს ნ----- ხ-------–-ს მოთხოვნის მიუხედავად, არ გადაუცია ცნობა სახელფასო დავალიანების შესახებ, სასამართლოში დავის განხილვის დროსაც არ წარმოუდგენია მისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მოსარჩელის შრომის საშუალო ანაზღაურების ოდენობისა და სახელფასო დავალიანების თაობაზე, რისი შესაძლებლობაც მას ობიექტურად გააჩნდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ----- ხ-------–ს სს „კ---------------------–---------------------–------------–---------------------------------–-–------ში, ხელფასის სახით, 2016 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვის 17 დღის 2602 ლარი უნდა მიეღო. პირველი ინსტანციის სასამართლომ ნ----- ხ-------–-ს სარჩელი 3602 ლარის ოდენობით დააკმაყოფილა. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი 2602 ლარის ფარგლებში არ არის საფუძვლიანი.
9. შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების შესაბამისად, შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილი მხოლოდ არსებული შრომითი ურთიერთობების იმ სფეროზე ვრცელდება, როდესაც შრომის ანაზღაურება (ხელფასი) ყოვნდება (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ოქტომბრის №ას-268-255-2016 გადაწყვეტილება).
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეს უფლება აქვს, მიიღოს მისთვის კანონით მინიჭებული ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის დადგენილი ანაზღაურება, იმ პერიოდზე და თანხაზე, რაც საქმის მასალებით დადასტურდა. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული იქნა, რომ იგი ითხოვდა 2016 წლის 18 ნოემბრიდან, 2602 ლარის 0,07% ანგარიშსწორების ყოველი დაყოვნებული დღისათვის, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ვინაიდან მხარე გაუცემელ თანხაზე პირგასამტეხლოს დარიცხვის ათვლის წერტილს აკონკრეტებს (2016 წლის 18 ნოემბერი), ამიტომ გაუცემელ თანხაზე (2602 ლარზე) სს ,,კ.ე----------------–---------------------–------------–---------------------------------–--–------ს“ ნ----- ხ-------–-ს სასარგებლოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლიდან გამომდინარე, ყოველდღიურად 0,07%-ის დარიცხვა 2016 წლის 18 ნოემბრიდან მართებულად აეთვალა.
10. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით გადაანაწილა, რაც შრომითსამართლებრივ ურთიერთობებს ახასიათებს, ამდენად, განსახილველ დავაში დაცულია კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც სამართალწარმოებისას უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები) საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას. შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები (იხ. სშკ-ის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი). შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (შდრ. სუსგ № ას-98-94-2016, 26.07.2016). საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ სუსგ. №ას-922-884-2014, 16.04.2015).
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს ,,კ.ე----------------–---------------------–------------–---------------------------------–--–------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები ოთარ სიჭინავა
თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი