განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-473-2018 წელი
№110100118002452731
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
20 სექტემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ----- მ-----–-–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
გ----- მ-----–-–---–ი, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლო-ბის მქონე, მცხოვრები ქ.ზ------------------–----–-------------------ში, მსჯავრდებულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განაჩენით დანაშაული-სათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხ-ლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდე-ბული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 01 (ერთი) თვის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
გ----- მ-----–-–---–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევ-რის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117–ე, 118–ე ან 120-ე მუხლით გათვალის-წინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის განაჩენით, გ------ მ------–-–---–ი, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეუღლის ე-–---- ჯ---–---–ის მიმართ ძალადობის ფაქტზე) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღ-კვეთა ერთი წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან ექვსი თვე განესაზღვრა რე-ალურად, პენიტენციულ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ექვსი თვე ჩა-ეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად და-უდგინდა ერთი წელი. გ----- მ-----–-–---–ი ითვლებოდა ნასამართლობის მქონედ. 2018 წლის 1 აპრილს, ე-–---- ჯ---–---–ი, შვილებთან ა---– მ-----–-–---–თან, მ--- მ-----–-–---–თან, მ----- მ-----–-–---–თან, ბ-------- მ-----–-–---–თან და გ-------– მ-----–-–---–თან ერთად იმყოფებოდა ქ.ზ----------–--------–----–-------------------ში, მის საცხოვრებელ სახლში. დაახლოებით 18 საათზე, მასთან სახლში მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მეუღლე გ----- მ-----–-–---–ი, რა დროსაც, ურთიერთშელაპა-რაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მია-ყენა ე-–---- ჯ---–---–ს, რის შემდეგაც რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახის, მკლავის, კისრისა და კეფის არეში. აღნიშნული ძალადობრივი ქმედების შედეგად ე-–---- ჯ---–----–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა კ---- ს-----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ----- მ-----–-–---–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დაზარალებულსა და მსჯავრდებულს აქვთ კონფლიქტური დამოკიდებულება. სასამარ-თლომ არ გაითვალისწინა გ------ მ-----–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედების ჩადენის სახე და ამ ქმედების სისტემატური ხასიათი. გ------ მ-----–-–---–ი წარსულში ნასამართლევი იყო ანალოგიური დანაშაულისათვის და მის მიმართ გამოყენებული იყო პირობითი მსჯავრი, მიუხედავად ამისა, მან პირობითი სასჯელის მოქმედების პერიოდ-ში კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული. გ------ მ-----–-–---–ის მიმართ დანიშნუ-ლი მსუბუქი სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს როგორც მსჯავრდებუ-ლისათვის, ასევე ძალადობრივი დანაშაულის სხვა სუბიექტებისათვის. გ------ მ------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის პიროვნებას, მის მიერ ჩა-დენილი დანაშაულის სიმძიმეს და აღნიშნული სასჯელით ვერ იქნება უზრუნველყო-ფილი სასჯელის მიზნები.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ გ------ მ-----–-–----–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ------- ნ----–-----ძემ, რომელიც შესაგებ-ლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ გ----- მ-----–-–---–ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იუ-რიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ----- მ-----–-–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, საა-პელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გ------ მ-----–-–----–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი სა-წყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღ-მდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქ-ცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანა-შაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი და-ნაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათ-ვალისწინებით გათვალისწინებით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას მიზანშეწონილად მიიჩნია სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრე-ბული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განაჩენი გ----- მ-----–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
გ----- მ-----–-–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზესტაფონის რაიო-ნული სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ----- მ-----–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის განაჩენით გ------ მ-----–-–---–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი – თავისუფლების აღკვე-თა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწი-ლობრივ დაემატოს წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის – 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის მოუხ-დელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) თვის ვადით და საბოლოოდ გ----- მ-----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 01 (ერთი) თვის ვადით;
გ----- მ-----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკა-ვების მომენტიდან – 2018 წლის 1 აპრილიდან;
გ----- მ-----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქ-მებულია;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის - საცხოვრებელი ბინის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები „CD-R“ დისკზე, რომელიც ერ-თვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ნივთმტკიცება – ე-–---- ჯ---–---–თან ჩატარებული ამოღების შედეგად ამოღებული მოყავისფრო ფერის ნაქსოვი სვიტერი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამ-მართველოში, დაუბრუნდეს ე-–---- ჯ---–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili