განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330310115001046662 (3ბ/2950-18)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „ლ-----“
წარმომადგენელი - ა----------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ს----------–-------ე
მესამე პირები - შპს „ბ----“ , შპს „ქ--------–-----------–----------–-------------–--–------“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „ლ-----ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ივნისის განჩინებით (საქმე №2/3273-12) მხარეთა შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების შესახებ დაკმაყოფილდა და დამტკიცდა მორიგება შპს ,,ლ-----სა“ და შპს ,,ბ----ს“ შორის, შემდეგი პირობებით: 1. შპს ,,ლ-----“ თანახმაა, შპს ,,ბ----ს“ გადაუხადოს წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის თანხა 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით მორიგების აქტზე ხელმოწერიდან შვიდი დღის ვადაში შპს ,,ბ----ს“ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, რომელიც მორიგების აქტის შედგენის დროს წარმოდგენილი იქნა შპს ,,ბ----ს„ დირექტორის მიერ. საბანკო ანგარიშები. #G---------------------. 2. შპს ,,ლ-----“ იღებს ვალდებულებას გადაიხადოს შპს ,,ბ----ს“ გაზის დავალიანება მორიგების აქტზე ხელმოწერიდან 20 (ოცი) დღის ვადაში 2012 წლის 19 ივნისის მდგომარეობით. აღნიშნული ვალდებულების შესრულება დადასტურდეს შპს ,,ყ--------------------–--ის“ გადახდის ქვითრით. 3. შპს ,,ლ-----“ აცხადებს თანხმობას და იღებს ვალდებულებას მორიგების აქტზე ხელმოწერიდან შვიდი დღის ვადაში გადაუხადოს შპს ,,ბ----ს“ 2000 (ორი ათას) ლარი ქონებისა და მიწის გადასახადის სახით. მორიგების აქტის პირველ პუნქტში მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით. 4. მხარები თანხმდებიან, რომ მორიგების აქტში მითითებული პირველი, მეორე და მესამე პუნქტებში გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემდეგ დაუყოვნებლივ შპს ,,ლ-----ს“ საკუთრებაში გადაეცემა შპს ,,ბ----სთან“ წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ნივთი, (ნასყიდობის საგანი) მდებარე, ქ. თბილისი, თ---–-----–---------- საკ.კოდით: 0---------------. 6531 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებიდან 2150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა 376 კვ.მ. საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის დამატებით საჭირო აღარ იქნება შპს ,,ბ----ს“ თანხმობა. საჯარო რეესტრში აღნიშნულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის და მორიგების აქტის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულების დადასტურების მიზნით საკმარისია შპს ,,ლ-----ს’’ მიერ წარდგენილი იქნას თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. შპს ,,ბ----“ ადასტურებს, რომ ნასყიდობის საგანთან მიმართებაში მესამე პირებთან არანაირი ვალდებულება არ გააჩნია. 5. შპს „ლ-----“ აცხადებს თანხმობას და იღებს ვალდებულებას თავისი ხარჯებით გაიყვანოს გაზი შპს „ბ----სთვის“ და დაამონტაჟოს გაზის მრიცხველი და კორექტორი ქ. თბილისში თ---–-----–----------ში შ.პ.ს „ბ----ს“ საკონსერვო საამქროს შუა წერტილამდე. კორექტორის დამონტაჟების აუცილებლობა განისაზღვროს გაზის შეყვანის პროექტის შესაბამისად. გაზის მილის დიამეტრი უნდა იყოს 60 მმ. და მისი გამტარიანობა 60,0 მ3/სთ. ამ პუნქტების შესრულებისათვის განისაზღვროს 70 (სამოცდაათდღიანი) ვადა მორიგების აქტზე ხელმოწერიდან. 6. მორიგების მე-5 პუნქტში გაზის შეყვანის შეუსრულებლობის შემთხვევაში შ.პ.ს „ლ-----“ გადაიხდის შ.პ.ს „ბ----“-ს სასარგებლოდ ფიქსირებულ პირგასამტეხლოს ჯარიმის სახით 20000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით. 7. მხარეთა შეთანხმებით გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე შ.პ.ს „ბ----ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში უძრავი ქონების ნაწილის 2800 კვ.მ. გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. 8. შ.პ.ს „ლ-----“ იღებს ვალდებულებას ხელი არ შეუშალოს შპს „ბ----ს“ გაზის მილის გატარებას თავის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე.
2.2. აღნიშნული განჩინების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2012 წლის 10 ოქტომბერს გაიცა შემდეგი შინაარსის სააღსრულებო ფურცელი (№2/3273-12): 1. შპს ,,ლ-----“ თანახმაა, შპს ,,ბ----ს“ გადაუხადოს წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის თანხა 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით მორიგების აქტზე ხელმოწერიდან შვიდი დღის ვადაში შპს ,,ბ----ს“ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, რომელიც მორიგების აქტის შედგენის დროს წარმოდგენილი იქნა შპს ,,ბ----ს“ დირექტორის მიერ. საბანკო ანგარიშები. №G---------------------. 2. შპს ,,ლ-----“ იღებს ვალდებულებას გადაიხადოს შპს ,,ბ----ს“ გაზის დავალიანება მორიგების აქტზე ხელმოწერიდან 20 (ოცი) დღის ვადაში 2012 წლის 19 ივნისის მდგომარეობით. აღნიშნული ვალდებულების შესრულება დადასტურდეს შპს ,,ყ--------------------–--ის“ გადახდის ქვითრით. 3. შპს ,,ლ-----“ აცხადებს თანხმობას და იღებს ვალდებულებას მორიგების აქტზე ხელმოწერიდან შვიდი დღის ვადაში გადაუხადოს შპს ,,ბ----ს“ 2000 (ორი ათას) ლარი ქონებისა და მიწის გადასახადის სახით. მორიგების აქტის პირველ პუნქტში მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით. 5. შ.პ.ს „ლ-----“ აცხადებს თანხმობას და იღებს ვალდებულებას თავისი ხარჯებით გაიყვანოს გაზი შ.პ.ს „ბ----სთვის“ და დაამონტაჟოს გაზის მრიცხველი და კორექტორი ქ.თბილისში თ---–-----–-----------ში შ.პ.ს „ბ----“-ს საკონსერვო საამქროს შუა წერტილამდე. კორექტორის დამონტაჟების აუცილებლობა განისაზღვროს გაზის შეყვანის პროექტის შესაბამისად. გაზის მილის დიამეტრი უნდა იყოს 60 მმ. და მისი გამტარიანობა 60,0 მ3/სთ. ამ პუნქტების შესრულებისათვის განისაზღვროს 70 (სამოცდაათდღიანი) ვადა მორიგების აქტზე ხელმოწერიდან. 6. მორიგების მე-5 პუნქტში გაზის შეყვანის შეუსრულებლობის შემთხვევაში შ.პ.ს „ლ-----“ გადაიხდის შ.პ.ს „ბ----“-ს სასარგებლოდ ფიქსირებულ პირგასამტეხლოს ჯარიმის სახით 20000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით. 8. შ.პ.ს „ლ-----“ იღებს ვალდებულებას ხელი არ შეუშალოს შ.პ.ს „ბ----ს“ გაზის მილის გატარებას თავის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე.
2.3. 2012 წლის 31 ოქტომბერს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ წარმოებაში მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 ოქტომბრის №2/3273-12 სააღსრულებო ფურცელი.
2.4. 2012 წლის 11 ნოემბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროს კერძო აღმასრულებლის მიერ, სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, სუბიექტი დარეგისტრირებულ იქნა მოვალეთა რეესტრში. ამასთან, იმავე დღეს, შპს ,,ლ-----ს“ გაეგზავნა №----------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის თანახმად ეცნობა, რომ 7 (შვიდი) დღის ვადაში უნდა გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხა 20 000 ლარის ოდენობით, რომელიც დაეკისრა შპს ,,ბ----ს“ სასარგებლოდ და განემარტა, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში განხორციელდებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები.
2.5. 2012 წლის 16 ნოემბერს შპს ,,ლ-----ს“ დირექტორმა თ----------------მ №----- საჩივრით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა, კრედიტორისთვის სააღსრულებო ფურცლის დაბრუნება და აღმასრულებლის მიერ განხორციელებული ქმედებების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მას არ დაურღვევია მორიგების პირობები.
2.6. 2012 წლის 26 ნოემბერს კერძო აღმასრულებელმა ი-–-----------–---მ №----------------- წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 10 ოქტომბერს გაცემული №3/3273-12 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მის მიერ დადებული ყადაღის რეგისტრაციაში გატარება მოვალის შპს ,,ლ-----ს“ სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, თ---–-----–-----------------------), (საკადასტრო კოდი: №----------------).
2.7. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2012 წლის 10 დეკემბრის №---- ბრძანებით შპს ,,ლ-----ს“ უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და კერძო აღმასრულებელს დაევალა განეხორციელებინა ყველა საჭირო მოქმედება 2012 წლის 19 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ დამტკიცებული მორიგების პირობის დარღვევის ფაქტის გამოკვლევასთან დაკავშირებით, მათ შორის, გამოცხადებულიყო სააღსრულებო ფურცელში მითითებული ვალდებულების შესრულების ადგილას და სრულყოფილად აღეწერა, გადაემოწმებინა 2012 წლის 16 ნოემბრის №----- საჩივარში აღნიშნული გარემოებები და მოეხდინა მოცემულის დოკუმენტალურად ასახვა. მიემართა კრედიტორისთვის და მოეთხოვა მისთვის მორიგების პირობის დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა და იძულებითი აღსრულების ღონისძიებები განეხორციელებინა აღნიშნული ფაქტების გამოკვლევის შემდგომ, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
2.8. 2012 წლის 13 დეკემბერს კერძო აღმასრულებელ ი-–-----------–--ის მიერ შედგენილი იქნა სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ ადგილზე იმყოფებოდნენ შპს ,,ლ-----ს“ დირექტორი თ---------------- და კრედიტორის წარმომადგენელი გ----------------–---–ი, ოქმში მითითებულია, რომ შპს ,,ლ-----ს“ მიერ შესრულებული იქნა შემდეგი სახის სამუშაოები: შპს ,,ლ-----ს“ საამქროდან გაყვანილ იქნა გაზის მილი კრედიტორის საკონსერვო საამქროს შუა წერტილამდე (აღნიშნული ჩანს მოვალის მიერ წარმოდგენილი პროექტიდან), ასევე, დამონტაჟებული იყო გაზის მილის მრიცხველი და კოლექტორი; რაც შეეხება გაზის მილის დიამეტრს, ამისთვის საჭიროა კომპეტენტური ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან საჭიროებს სპეციალურ ცოდნას. ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ მას არ დაეთანხმა კრედიტორის მთავარი ინჟინერი, რომელმაც განაცხადა, რომ უნდა მომხდარიყო პროექტის გადაკეთება კრედიტორთან შეთანხმებით და შპს ,,ლ-----“ და შპს ,,ბ----“ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ ცალ-ცალკე აბონენტებად; მან ასევე განცხადა, რომ გაზის მილის გაყვანა მოხდა შიდა პროექტის საფუძველზე, რომელიც არის ყალბი. მისივე განცხადებით, ,,ყ--------------------–--ი’’ შპს ,,ბ----ს“ ვერ არეგისტრირებს აბონენტად. ოქმში მითითებულია, რომ შპს ,,ლ-----ს“ წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მორიგების აქტის ყველა პირობა შესრულებულია დათქმულ ვადაში, შპს ,,ბ----ს“ წარმომადგენლის, თ-----------ის მიერ წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად; ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ თ---------------------მ, რომელიც შპს ,,ბ----ს“ წარმომადგენელი იყო მორიგების აქტის დამტკიცებისას სასამართლოში, განაცხადა, რომ ეს პროექტი, რომლის შესაბამისადაც შესრულდა სამუშაოები, წარდგენილი იყო მის მიერ სასამართლოში და მილების გაყვანა უნდა განხორციელებულიყო ამ პროექტის მიხედვით.
2.9. საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 21 თებერვლის №--------- ექსპერტის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, თ---–-----–-----------ში მდებარე შპს ,,ბ----ს“ ტერიტორიაზე ჩატარებული გაზმომარაგების სისტემის სამუშაოები არ შეესაბამება შპს ,,ბ----ს“ წარმომადგენლების მიერ წარდგენილ პროექტს და შესრულებულია დარღვევით.
2.10. ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 24 მაისის №--------- ექსპერტის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, თ---–-----–-----------ში მდებარე შპს ,,ბ----სთვის“ შპს ,,ლ-----ს“ გაზსადენი მილი საკონსერვო საამქროს შუა წერტილამდე არ აქვს მიყვანილი, მრიცხველი და კოლექტორი არ აქვს დამონტაჟებული. გაზის მილის დიამეტრი არ შეესაბამება მორიგების აქტში მითითებულ დიამეტრს. კერძოდ, D=60მმ მილის ნაცვლად, დამონტაჟებულია D=57 დიამეტრის მილი. შეკითხვაზე, აქვს თუ არა ამ მილს საათში 60 მ3 აირის გამტარიანობა-პასუხი ვერ იქნა გაცემული.
2.11. საქმეში წარმოდგენილი სამშენებლო საქმიანობათა ,,ე---------------–---ის“ 2013 წლის 06 ივნისის №---- საექსპერტო დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, თ---–-----–-----------ში განთავსებული შპს ,,ბ----სთვის“ მოწყობილი გაზსადენის მილის გარე დიამეტრი შეადგენს 60,7 მმ. კოლექტორი და მრიცხველი, რომელიც ჩასმულია სპეციალურად მოწყობილ ლითონის ყუთში, დამონტაჟებულია საკონსერვო საამქროს უკანა გარე კედლის შუა ნაწილში, პროექტის შესაბამისად.
2.12. ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 11 ივნისის №--------- ექსპერტის დასკვნის თანახმად, შპს ,,ლ-----ს“ გაყვანილი აქვს გაზის მილი შპს ,,ბ----სთვის“, თუმცა მორიგების აქტის მიხედვით, მილი (მრიცხველი და კოლექტორი) მიყვანილი უნდა ყოფილიყო საამქროს შუა წერტილამდე, რაც მათი წარმოდგენით არ არის შესრულებული, ვინაიდან საამქროს შუა წერტილად ექსპერტის მიერ მიჩნეული იქნა საამქროს სივრცის (ფართის) შუა წერტილი; გაზის მილის გარე დიამეტრი შეადგენს 60,5 მმ-ს, ამასთან, გაზის მილი, მასზე დამონტაჟებული (დროებით) მრიცხველი და კორექტორი პროექტის მიხედვით მიყვანილი უნდა იყოს საამქროს გარე კედლის შუა წერტილამდე, რაც ადგილზე შესრულებულია პროექტის შესაბამისად.
2.13. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გ----------------–---–ის 2013 წლის 27 ნოემბრის №----------------- წერილით შპს ,,ბ----ს“ დირექტორს ეცნობა, რომ მათი განცხადების მიხედვით მოთხოვნილი სააღსრულებო წარმოების გაგრძელება და შპს ,,ლ-----სთვის“ პირგასამტეხლოს 20000 ლარის დაკისრება ვერ მოხდებოდა, ვინაიდან მოვალის მიერ შესრულებულ იქნა სააღსრულებო ფურცლით დამტკიცებული მორიგების პირობები და იგი მზადყოფნას აცხადებდა ბუნებრივი აირის მიწოდებაზე.
2.14. 2013 წლის 10 დეკემბერს, აღმასრულებელმა გე----------------–---–მა, სუბიექტი ამორიცხა მოვალეთა რეესტრიდან.
2.15. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ-------------ის 2013 წლის 11 დეკემბრის №----------------- წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა ყადაღის გაუქმება შპს ,,ლ-----ს“ სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, თ---–-----–------------------------), (საკადასტრო კოდი: №----------------). ამავე დღეს, თ-------------ის მიერ დასრულდა №--------- სააღსრულებო საქმის წარმოება.
2.16. ქ--------–-----------–----------–-------------–--–----------მ 2015 წლის 28 მაისის №----- განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომლითაც მოითხოვა სააღსრულებო წარმოების განახლება.
2.17. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 26 ივნისის №---- ბრძანებით: 1. გაუქმდა: ა)აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, გ----------------–---–ის 2013 წლის 27 ნოემბრის №----------------- მოქმედება №--------- სააღსრულებო საქმის ფარგლებში მოვალის მიერ სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის თაობაზე; 2013 წლის 10 დეკემბრის მოქმედება მოვალის მოვალეთა რეესტრიდან ამოღების თაობაზე; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, თ-------------ის 2013 წლის 11 დეკემბრის მოქმედებები ქონებებზე ყადაღის გაუქმებისა და სააღსრულებო წარმოების დასრულების თაობაზე; 2. ამავე ბრძანებით აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს დაევალა თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსს უზრუნველეყო ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულ სააღსრულებო საქმეზე სააღსრულებო ფურცლით დადგენილი მოთხოვნის მოვალის მიერ აღსრულების საკითხის გამოკვლევის მიზნით შესაბამისი მოქმედებების განხორციელება და აღმასრულებლის/აღმასრულებლების მიერ სააღსრულებო წარმოების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.18. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ვ----------------მ 2015 წლის 06 ივლისის №----------------- შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და სთხოვა 2012 წლის 19 ივნისის განჩინების (საქმე №2/3273-12) მე-5 პუნქტის განმარტება, კერძოდ, სასამართლოს სთხოვა განემარტა, რა ადგილი იგულისხმებოდა დასამონტაჟებელი გაზის მილის ბოლო წერტილად, ქ. თბილისში თ---–-----–-----------ში მდებარე, შპს ,,ბ----ს’’ საკონსერვო საამქროს სივრცის (ფართის) შუა წერტილი თუ კედლის შუა წერტილი, როგორც ამას მოვალე განმარტავდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით (საქმე №2/3273-12) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადება, 2012 წლის 19 ივნისის მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა. 2012 წლის 19 ივნისის მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებული მხარეთა მორიგების პირობების მეხუთე პუნქტი (საქმე№2/3273-12) განიმარტა და დადგინდა, რომ განჩინების ამავე ნაწილში აღნიშნული დასამონტაჟებელი გაზის მილის ბოლო წერტილად იგულისხმება თბილისში, თ---–-----–--------------ში მდებარე შპს ,,ბ----ს“ საკონსერვო საამქროს სივრცის შუა წერტილი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.19. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება გულისხმობს, აქტის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას. აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ იგი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული, მატერიალური კანონიერება კი დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას. წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 26 ივნისის №---- ბრძანება, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რის გამოც დავის განხილვისას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
2.20. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გ----------------–---–ის 2013 წლის 27 ნოემბრის №----------------- წერილით შპს ,,ბ----ს’’ დირექტორს ეცნობა, რომ მათი განცხადების მიხედვით მოთხოვნილი სააღსრულებო წარმოების გაგრძელება და შპს ,,ლ-----სთვის“ პირგასამტეხლოს 20000 ლარის დაკისრება ვერ მოხდებოდა, ვინაიდან მოვალის მიერ შესრულებულ იქნა სააღსრულებო ფურცლით დამტკიცებული მორიგების პირობები და იგი მზადყოფნას აცხადებდა ბუნებრივი აირის მიწოდებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა, გ----------------–---–მა, შესაბამისი საფუძვლის არ არსებობის მიუხედავად, დაასრულა სააღსრულებო წარმოება და მხარეს გაუგზავნა წერილი, რომლის შინაარსი არ შეესაბამებოდა რეალობას. საკითხის შინაარსი მასზედ, შესრულებული იყო თუ არა მორიგების აქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, იყო ბუნდოვანი და საჭიროებდა სრულყოფილ გამოკვლევას. აღნიშნული ქმედებით აღმასრულებლის მიერ უგულებელყოფილია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნა. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მასზედ, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ვალდებულება შესრულებულია არასაკმარისად გულისხმიერად, იგი ვერ ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად, ხოლო როდესაც ვალდებულება შესრულებული არაა ჯეროვნად, ეს ნიშნავს ვალდებულების დარღვევას. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-183 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გააუქმოს აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედება.
2.21. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 26 ივნისის №---- ბრძანებით: 1. გაუქმდა: ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გ----------------–---–ის 2013 წლის 27 ნოემბრის №----------------- მოქმედება №--------- სააღსრულებო საქმის ფარგლებში მოვალის მიერ სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის თაობაზე; 2013 წლის 10 დეკემბრის მოქმედება მოვალის მოვალეთა რეესტრიდან ამოღების თაობაზე; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ-------------ის 2013 წლის 11 დეკემბრის მოქმედებები ქონებებზე ყადაღის გაუქმებისა და სააღსრულებო წარმოების დასრულების თაობაზე; 2. ამავე ბრძანებით დაევალა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსს უზრუნველეყო ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულ სააღსრულებო საქმეზე სააღსრულებო ფურცლით დადგენილი მოთხოვნის მოვალის მიერ აღსრულების საკითხის გამოკვლევის მიზნით შესაბამისი მოქმედებების განხორციელება და აღმასრულებლის/აღმასრულებლების მიერ სააღსრულებო წარმოების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ვ----------------მ 2015 წლის 06 ივლისს №----------------- შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და სთხოვა 2012 წლის 19 ივნისის განჩინების (საქმე №2/3273-12) მე-5 პუნქტის განმარტება, კერძოდ, რა ადგილი იგულისხმებოდა დასამონტაჟებელი გაზის მილის ბოლო წერტილად, ქ. თბილისში თ---–-----–-----------ში მდებარე, შპს ,,ბ----ს“ საკონსერვო საამქროს სივრცის (ფართის) შუა წერტილი თუ კედლის შუა წერტილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით (საქმე №2/3273-12) კი 2012 წლის 19 ივნისის მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებული მხარეთა მორიგების პირობების მეხუთე პუნქტი (საქმე№2/3273-12) განიმარტა და დადგინდა, რომ განჩინების ამავე ნაწილში აღნიშნული დასამონტაჟებელი გაზის მილის ბოლო წერტილად იგულისხმებოდა თბილისში, თ---–-----–--------------ში მდებარე შპს ,,ბ----ს’’ საკონსერვო საამქროს სივრცის შუა წერტილი. საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენდა ის გარემოება, თუ რა ადგილი იგულისხმებოდა დასამონტაჟებელი გაზის მილის ბოლო წერტილად, ქ. თბილისში, თ---–-----–-----------ში მდებარე, შპს ,,ბ----ს’’ საკონსერვო საამქროს სივრცის (ფართის) შუა წერტილი თუ კედლის შუა წერტილი, როგორც ამას მოვალე განმარტავდა და შესაბამისად, სრულყოფილად იქნა თუ არა შესრულებული შპს ,,ლ-----ს’’ მიერ მორიგების აქტში მითითებული პირობები. სადავო ბრძანებით მიჩნეულ იქნა, რომ აღმასრულებელმა შესაბამისი საფუძვლის არ არსებობის მიუხედავად, დაასრულა სააღსრულებო წარმოება და მხარეს გაუგზავნა წერილი, რომლის შინაარსი არ შეესაბამებოდა რეალობას. ამასთან, საკითხის შინაარსი მასზედ, შესრულებული იყო თუ არა მორიგების აქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, იყო ბუნდოვანი და საჭიროებდა სრულყოფილ გამოკვლევას. შესაბამისად, 2015 წლის 26 ივნისს გამოცემულ იქნა №---- ბრძანება აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლების მოქმედებების გაუქმებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსისათვის დავალების მიცემის თაობაზე. აღნიშნულთან მიმართებით ასევე საყურადღებოა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც განიმარტა, რომ დასამონტაჟებელი გაზის მილის ბოლო წერტილად იგულისხმება თბილისში, თ---–-----–--------------ში მდებარე შპს ,,ბ----ს“ საკონსერვო საამქროს სივრცის შუა წერტილი. საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქ--------–-----------–----------–-------------–--–----------ს ორგანიზაციას შემხებლობა და კავშირი არ ჰქონია მორიგების აღსრულებასთან და იგი არ წარმოადდეგნა იმ პირს, რომლის განცხადების საფუძველზეც სააღსრულებო ბიუროს თავმჯდმარეს უნდა ემსჯელა აღმასრულებლის ქმედების კანონიერებაზე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-183 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება თავისი ინიციატივით გააუქმოს აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედება, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მოქმედებდა კანონის ფარგლებში და სრული უფლება ჰქონდა მიეღო ბრძანება აღმასრულებლების მოქმედებების გაუქმებისა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსისათვის დავალების მიცემის თაობაზე. ამდენად, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ბრძანების გამოცემისას სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონისა და შესაბამისი წესის რაიმე ნორმა არ დარღვეულა და ბრძანება გამოიცა ხსენებულ ნორმათა დაცვით, რაც იმას ნიშნავს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 26 ივნისის №---- ბრძანების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის დარღვევას, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ვალდებულება შესრულებულია არასაკმარისად გულისხმიერად, იგი ვერ ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად, ხოლო როდესაც ვალდებულება არაა ჯეროვნად, ეს ნიშნავს ვალდებულების დარღვევას. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ განმარტა, თუ რაში მდგომარეობს აღმასრულებლის მიერ "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 17.7 მუხლის მოთხოვნის უგულებელყოფა. სასამართლომ არ დაასაბუთა აღნიშნული პოზიციის მოცემულ საქმეზე შესაბამისობის ნაწილი, ანუ, სასამართლო არ განმარტავს, კონკრეტულად რომელი მოქმედება შეიძლება ჩაითვალოს აღმასრულებლის მიერ ხსენებული მუხლის უგულებელყოფად. აღსანიშნავია, რომ საქმეშია მხოლოდ სსიპ აღსრულების ერვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის-გ----------------–---–ის 2013 წლის 27 ნოემბრის N----------------- წერილი, რომლითაც შპს "ბ----ს" დირექტორს ეცნობა მათი მოთხოვილი სააღსრულებო წარმოების გაგრძელების და შპს "ლ-----სთვის" პირგასამტეხლოს - 20000 ლარის დაკისრების შეუძლებლობა, შესაბამისად, ბუნდოვანია, თუ როგორ აფასებს სასამართლო კერძო არმასრულებლის-გ----------------–---–ის მოქმედებას მაშინ, როდესაც ასევე საქმეში გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოანი მტკიცებულებაა კერძო აღმასრულებელისთვის შესაბამისი მოქმედების განსახორციელებლად. სასამართლოს მიერ გამოყენებული "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 17.7 მუხლი, მოცემულ შემთხვევაში, არასწორად არის განმარტებული.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ ბრძანების გამოცემისას (2015 წლის 26 ივნისის N----) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და შესაბამისი წესის რაიმე ნორმა არ დარღვეულა და ბრძანება გამოიცა ხსენებული ნორმათა დაცვით ასევე განმარტავს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მოქმედებდა კანონის ფარგლებში და სრული უფლება ჰქონდა მიეღო ბრძანება აღმასრულებლის მოქმედებების გაუქმებისა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსისათვის დავალბის მიცემის თაობაზე, თუმცა, სასამართლოს არ უმსჯელია აღსულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რამდენად კანონიერად, კანონის ზუსტი დაცვით მოქმედება აღნიშნული უფლების განსახორციელებლად. სასამართლომ უგულებელყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც: 1. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში; 2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებული იყო ეცნობებინა და უზრუნველეყო მხარისთვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, რაც ჩვენს შემთხვევაში არ განხორციელებულა. მიუხედავად აღნიშნული მუხლის იმპერატიული დანაწესისა, სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, შესაბამისად არ გაუთვალისწინებია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების კანონშესაბამისობის საკითხი.
3.3. ამასთან, აპელანტის განმარტებით, აღსანიშნავია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 26 ივნისის N---- ბრძანება გამოცემულია თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, გ----------------–---–ის 2013 წლის 27 ნოემბრის N----------------- მოქმედებიდან ორი წლის შემდგომ, შესაბამისად ლოგიკურია, რომ აპელანტს გაუჩნდა კანონიერი ნდობა. "დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება". მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის კანონიერი ნდობის არარსებობის წინაპირობები, რაც აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების კიდევ ერთი საფუძველია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტის მოსაზრებით, ცალსახაა, რომ დარღვეულია სადავო აქტის მომზადების და გამოცემის წესი, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის წინაპირობები: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ივნისის განჩინებით (საქმე №2/3273-12) მხარეთა შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების შესახებ დაკმაყოფილდა და დამტკიცდა მორიგება შპს ,,ლ-----სა“ და შპს ,,ბ----ს“ შორის, შემდეგი პირობებით: 1. შპს ,,ლ-----“ თანახმაა, შპს ,,ბ----ს“ გადაუხადოს წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის თანხა 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით მორიგების აქტზე ხელმოწერიდან შვიდი დღის ვადაში შპს ,,ბ----ს“ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, რომელიც მორიგების აქტის შედგენის დროს წარმოდგენილი იქნა შპს ,,ბ----ს„ დირექტორის მიერ. საბანკო ანგარიშები. #G---------------------. 2. შპს ,,ლ-----“ იღებს ვალდებულებას გადაიხადოს შპს ,,ბ----ს“ გაზის დავალიანება მორიგების აქტზე ხელმოწერიდან 20 (ოცი) დღის ვადაში 2012 წლის 19 ივნისის მდგომარეობით. აღნიშნული ვალდებულების შესრულება დადასტურდეს შპს ,,ყ--------------------–--ის“ გადახდის ქვითრით. 3. შპს ,,ლ-----“ აცხადებს თანხმობას და იღებს ვალდებულებას მორიგების აქტზე ხელმოწერიდან შვიდი დღის ვადაში გადაუხადოს შპს ,,ბ----ს“ 2000 (ორი ათას) ლარი ქონებისა და მიწის გადასახადის სახით. მორიგების აქტის პირველ პუნქტში მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით. 4. მხარები თანხმდებიან, რომ მორიგების აქტში მითითებული პირველი, მეორე და მესამე პუნქტებში გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემდეგ დაუყოვნებლივ შპს ,,ლ-----ს“ საკუთრებაში გადაეცემა შპს ,,ბ----სთან“ წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ნივთი, (ნასყიდობის საგანი) მდებარე, ქ. თბილისი, თ---–-----–---------- საკ.კოდით: 0---------------. 6531 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებიდან 2150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა 376 კვ.მ. საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის დამატებით საჭირო აღარ იქნება შპს ,,ბ----ს“ თანხმობა. საჯარო რეესტრში აღნიშნულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის და მორიგების აქტის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულების დადასტურების მიზნით საკმარისია შპს ,,ლ-----ს’’ მიერ წარდგენილი იქნას თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. შპს ,,ბ----“ ადასტურებს, რომ ნასყიდობის საგანთან მიმართებაში მესამე პირებთან არანაირი ვალდებულება არ გააჩნია. 5. შპს „ლ-----“ აცხადებს თანხმობას და იღებს ვალდებულებას თავისი ხარჯებით გაიყვანოს გაზი შპს „ბ----სთვის“ და დაამონტაჟოს გაზის მრიცხველი და კორექტორი ქ. თბილისში თ---–-----–----------ში შ.პ.ს „ბ----ს“ საკონსერვო საამქროს შუა წერტილამდე. კორექტორის დამონტაჟების აუცილებლობა განისაზღვროს გაზის შეყვანის პროექტის შესაბამისად. გაზის მილის დიამეტრი უნდა იყოს 60 მმ. და მისი გამტარიანობა 60,0 მ3/სთ. ამ პუნქტების შესრულებისათვის განისაზღვროს 70 (სამოცდაათდღიანი) ვადა მორიგების აქტზე ხელმოწერიდან. 6. მორიგების მე-5 პუნქტში გაზის შეყვანის შეუსრულებლობის შემთხვევაში შ.პ.ს „ლ-----“ გადაიხდის შ.პ.ს „ბ----“-ს სასარგებლოდ ფიქსირებულ პირგასამტეხლოს ჯარიმის სახით 20000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით. 7. მხარეთა შეთანხმებით გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე შ.პ.ს „ბ----ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში უძრავი ქონების ნაწილის 2800 კვ.მ. გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. 8. შ.პ.ს „ლ-----“ იღებს ვალდებულებას ხელი არ შეუშალოს შპს „ბ----ს“ გაზის მილის გატარებას თავის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე.
4.3. აღნიშნული განჩინების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2012 წლის 10 ოქტომბერს გაიცა შემდეგი შინაარსის სააღსრულებო ფურცელი (№2/3273-12): 1. შპს ,,ლ-----“ თანახმაა, შპს ,,ბ----ს“ გადაუხადოს წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის თანხა 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით მორიგების აქტზე ხელმოწერიდან შვიდი დღის ვადაში შპს ,,ბ----ს“ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, რომელიც მორიგების აქტის შედგენის დროს წარმოდგენილი იქნა შპს ,,ბ----ს“ დირექტორის მიერ. საბანკო ანგარიშები. №G---------------------. 2. შპს ,,ლ-----“ იღებს ვალდებულებას გადაიხადოს შპს ,,ბ----ს“ გაზის დავალიანება მორიგების აქტზე ხელმოწერიდან 20 (ოცი) დღის ვადაში 2012 წლის 19 ივნისის მდგომარეობით. აღნიშნული ვალდებულების შესრულება დადასტურდეს შპს ,,ყ--------------------–--ის“ გადახდის ქვითრით. 3. შპს ,,ლ-----“ აცხადებს თანხმობას და იღებს ვალდებულებას მორიგების აქტზე ხელმოწერიდან შვიდი დღის ვადაში გადაუხადოს შპს ,,ბ----ს“ 2000 (ორი ათას) ლარი ქონებისა და მიწის გადასახადის სახით. მორიგების აქტის პირველ პუნქტში მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით. 5. შ.პ.ს „ლ-----“ აცხადებს თანხმობას და იღებს ვალდებულებას თავისი ხარჯებით გაიყვანოს გაზი შ.პ.ს „ბ----სთვის“ და დაამონტაჟოს გაზის მრიცხველი და კორექტორი ქ.თბილისში თ---–-----–-----------ში შ.პ.ს „ბ----“-ს საკონსერვო საამქროს შუა წერტილამდე. კორექტორის დამონტაჟების აუცილებლობა განისაზღვროს გაზის შეყვანის პროექტის შესაბამისად. გაზის მილის დიამეტრი უნდა იყოს 60 მმ. და მისი გამტარიანობა 60,0 მ3/სთ. ამ პუნქტების შესრულებისათვის განისაზღვროს 70 (სამოცდაათდღიანი) ვადა მორიგების აქტზე ხელმოწერიდან. 6. მორიგების მე-5 პუნქტში გაზის შეყვანის შეუსრულებლობის შემთხვევაში შ.პ.ს „ლ-----“ გადაიხდის შ.პ.ს „ბ----“-ს სასარგებლოდ ფიქსირებულ პირგასამტეხლოს ჯარიმის სახით 20000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით. 8. შ.პ.ს „ლ-----“ იღებს ვალდებულებას ხელი არ შეუშალოს შ.პ.ს „ბ----ს“ გაზის მილის გატარებას თავის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე.
4.4. 2012 წლის 31 ოქტომბერს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ წარმოებაში მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 ოქტომბრის №2/3273-12 სააღსრულებო ფურცელი.
4.5. 2012 წლის 11 ნოემბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროს კერძო აღმასრულებლის მიერ, სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, სუბიექტი დარეგისტრირებულ იქნა მოვალეთა რეესტრში. ამასთან, იმავე დღეს, შპს ,,ლ-----ს“ გაეგზავნა №----------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის თანახმად ეცნობა, რომ 7 (შვიდი) დღის ვადაში უნდა გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხა 20 000 ლარის ოდენობით, რომელიც დაეკისრა შპს ,,ბ----ს“ სასარგებლოდ და განემარტა, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში განხორციელდებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები.
4.6. 2012 წლის 16 ნოემბერს შპს ,,ლ-----ს“ დირექტორმა თ----------------მ №----- საჩივრით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა, კრედიტორისთვის სააღსრულებო ფურცლის დაბრუნება და აღმასრულებლის მიერ განხორციელებული ქმედებების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მას არ დაურღვევია მორიგების პირობები.
4.7. 2012 წლის 26 ნოემბერს კერძო აღმასრულებელმა ი-–-----------–---მ №----------------- წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 10 ოქტომბერს გაცემული №3/3273-12 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მის მიერ დადებული ყადაღის რეგისტრაციაში გატარება მოვალის შპს ,,ლ-----ს“ სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, თ---–-----–-----------------------), (საკადასტრო კოდი: №----------------).
4.8. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2012 წლის 10 დეკემბრის №---- ბრძანებით შპს ,,ლ-----ს“ უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და კერძო აღმასრულებელს დაევალა განეხორციელებინა ყველა საჭირო მოქმედება 2012 წლის 19 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ დამტკიცებული მორიგების პირობის დარღვევის ფაქტის გამოკვლევასთან დაკავშირებით, მათ შორის, გამოცხადებულიყო სააღსრულებო ფურცელში მითითებული ვალდებულების შესრულების ადგილას და სრულყოფილად აღეწერა, გადაემოწმებინა 2012 წლის 16 ნოემბრის №----- საჩივარში აღნიშნული გარემოებები და მოეხდინა მოცემულის დოკუმენტალურად ასახვა. მიემართა კრედიტორისთვის და მოეთხოვა მისთვის მორიგების პირობის დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა და იძულებითი აღსრულების ღონისძიებები განეხორციელებინა აღნიშნული ფაქტების გამოკვლევის შემდგომ, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
4.9. 2012 წლის 13 დეკემბერს კერძო აღმასრულებელ ი-–-----------–--ის მიერ შედგენილი იქნა სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ ადგილზე იმყოფებოდნენ შპს ,,ლ-----ს“ დირექტორი თ---------------- და კრედიტორის წარმომადგენელი გ----------------–---–ი, ოქმში მითითებულია, რომ შპს ,,ლ-----ს“ მიერ შესრულებული იქნა შემდეგი სახის სამუშაოები: შპს ,,ლ-----ს“ საამქროდან გაყვანილ იქნა გაზის მილი კრედიტორის საკონსერვო საამქროს შუა წერტილამდე (აღნიშნული ჩანს მოვალის მიერ წარმოდგენილი პროექტიდან), ასევე, დამონტაჟებული იყო გაზის მილის მრიცხველი და კოლექტორი; რაც შეეხება გაზის მილის დიამეტრს, ამისთვის საჭიროა კომპეტენტური ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან საჭიროებს სპეციალურ ცოდნას. ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ მას არ დაეთანხმა კრედიტორის მთავარი ინჟინერი, რომელმაც განაცხადა, რომ უნდა მომხდარიყო პროექტის გადაკეთება კრედიტორთან შეთანხმებით და შპს ,,ლ-----“ და შპს ,,ბ----“ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ ცალ-ცალკე აბონენტებად; მან ასევე განცხადა, რომ გაზის მილის გაყვანა მოხდა შიდა პროექტის საფუძველზე, რომელიც არის ყალბი. მისივე განცხადებით, ,,ყ--------------------–--ი’’ შპს ,,ბ----ს“ ვერ არეგისტრირებს აბონენტად. ოქმში მითითებულია, რომ შპს ,,ლ-----ს“ წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მორიგების აქტის ყველა პირობა შესრულებულია დათქმულ ვადაში, შპს ,,ბ----ს“ წარმომადგენლის, თ-----------ის მიერ წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად; ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ თ---------------------მ, რომელიც შპს ,,ბ----ს“ წარმომადგენელი იყო მორიგების აქტის დამტკიცებისას სასამართლოში, განაცხადა, რომ ეს პროექტი, რომლის შესაბამისადაც შესრულდა სამუშაოები, წარდგენილი იყო მის მიერ სასამართლოში და მილების გაყვანა უნდა განხორციელებულიყო ამ პროექტის მიხედვით.
4.10. საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 21 თებერვლის №--------- ექსპერტის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, თ---–-----–-----------ში მდებარე შპს ,,ბ----ს“ ტერიტორიაზე ჩატარებული გაზმომარაგების სისტემის სამუშაოები არ შეესაბამება შპს ,,ბ----ს“ წარმომადგენლების მიერ წარდგენილ პროექტს და შესრულებულია დარღვევით.
4.11. ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 24 მაისის №--------- ექსპერტის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, თ---–-----–-----------ში მდებარე შპს ,,ბ----სთვის“ შპს ,,ლ-----ს“ გაზსადენი მილი საკონსერვო საამქროს შუა წერტილამდე არ აქვს მიყვანილი, მრიცხველი და კოლექტორი არ აქვს დამონტაჟებული. გაზის მილის დიამეტრი არ შეესაბამება მორიგების აქტში მითითებულ დიამეტრს. კერძოდ, D=60მმ მილის ნაცვლად, დამონტაჟებულია D=57 დიამეტრის მილი. შეკითხვაზე, აქვს თუ არა ამ მილს საათში 60 მ3 აირის გამტარიანობა-პასუხი ვერ იქნა გაცემული.
4.12. საქმეში წარმოდგენილი სამშენებლო საქმიანობათა ,,ე---------------–---ის“ 2013 წლის 06 ივნისის №---- საექსპერტო დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, თ---–-----–-----------ში განთავსებული შპს ,,ბ----სთვის“ მოწყობილი გაზსადენის მილის გარე დიამეტრი შეადგენს 60,7 მმ. კოლექტორი და მრიცხველი, რომელიც ჩასმულია სპეციალურად მოწყობილ ლითონის ყუთში, დამონტაჟებულია საკონსერვო საამქროს უკანა გარე კედლის შუა ნაწილში, პროექტის შესაბამისად.
4.13. ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 11 ივნისის №--------- ექსპერტის დასკვნის თანახმად, შპს ,,ლ-----ს“ გაყვანილი აქვს გაზის მილი შპს ,,ბ----სთვის“, თუმცა მორიგების აქტის მიხედვით, მილი (მრიცხველი და კოლექტორი) მიყვანილი უნდა ყოფილიყო საამქროს შუა წერტილამდე, რაც მათი წარმოდგენით არ არის შესრულებული, ვინაიდან საამქროს შუა წერტილად ექსპერტის მიერ მიჩნეული იქნა საამქროს სივრცის (ფართის) შუა წერტილი; გაზის მილის გარე დიამეტრი შეადგენს 60,5 მმ-ს, ამასთან, გაზის მილი, მასზე დამონტაჟებული (დროებით) მრიცხველი და კორექტორი პროექტის მიხედვით მიყვანილი უნდა იყოს საამქროს გარე კედლის შუა წერტილამდე, რაც ადგილზე შესრულებულია პროექტის შესაბამისად.
4.14. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გ----------------–---–ის 2013 წლის 27 ნოემბრის №----------------- წერილით შპს ,,ბ----ს“ დირექტორს ეცნობა, რომ მათი განცხადების მიხედვით მოთხოვნილი სააღსრულებო წარმოების გაგრძელება და შპს ,,ლ-----სთვის“ პირგასამტეხლოს 20000 ლარის დაკისრება ვერ მოხდებოდა, ვინაიდან მოვალის მიერ შესრულებულ იქნა სააღსრულებო ფურცლით დამტკიცებული მორიგების პირობები და იგი მზადყოფნას აცხადებდა ბუნებრივი აირის მიწოდებაზე.
4.15. 2013 წლის 10 დეკემბერს, აღმასრულებელმა გე----------------–---–მა, სუბიექტი ამორიცხა მოვალეთა რეესტრიდან.
4.16. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ-------------ის 2013 წლის 11 დეკემბრის №----------------- წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა ყადაღის გაუქმება შპს ,,ლ-----ს“ სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, თ---–-----–------------------------), (საკადასტრო კოდი: №----------------). ამავე დღეს, თ-------------ის მიერ დასრულდა №--------- სააღსრულებო საქმის წარმოება.
4.17. ქ--------–-----------–----------–-------------–--–----------მ 2015 წლის 28 მაისის №----- განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომლითაც მოითხოვა სააღსრულებო წარმოების განახლება.
4.18. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 26 ივნისის №---- ბრძანებით: 1. გაუქმდა: ა)აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, გ----------------–---–ის 2013 წლის 27 ნოემბრის №----------------- მოქმედება №--------- სააღსრულებო საქმის ფარგლებში მოვალის მიერ სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის თაობაზე; 2013 წლის 10 დეკემბრის მოქმედება მოვალის მოვალეთა რეესტრიდან ამოღების თაობაზე; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, თ-------------ის 2013 წლის 11 დეკემბრის მოქმედებები ქონებებზე ყადაღის გაუქმებისა და სააღსრულებო წარმოების დასრულების თაობაზე; 2. ამავე ბრძანებით აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს დაევალა თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსს უზრუნველეყო ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულ სააღსრულებო საქმეზე სააღსრულებო ფურცლით დადგენილი მოთხოვნის მოვალის მიერ აღსრულების საკითხის გამოკვლევის მიზნით შესაბამისი მოქმედებების განხორციელება და აღმასრულებლის/აღმასრულებლების მიერ სააღსრულებო წარმოების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.19. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ვ----------------მ 2015 წლის 06 ივლისის №----------------- შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და სთხოვა 2012 წლის 19 ივნისის განჩინების (საქმე №2/3273-12) მე-5 პუნქტის განმარტება, კერძოდ, სასამართლოს სთხოვა განემარტა, რა ადგილი იგულისხმებოდა დასამონტაჟებელი გაზის მილის ბოლო წერტილად, ქ. თბილისში თ---–-----–-----------ში მდებარე, შპს ,,ბ----ს’’ საკონსერვო საამქროს სივრცის (ფართის) შუა წერტილი თუ კედლის შუა წერტილი, როგორც ამას მოვალე განმარტავდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით (საქმე №2/3273-12) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადება, 2012 წლის 19 ივნისის მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა. 2012 წლის 19 ივნისის მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებული მხარეთა მორიგების პირობების მეხუთე პუნქტი (საქმე№2/3273-12) განიმარტა და დადგინდა, რომ განჩინების ამავე ნაწილში აღნიშნული დასამონტაჟებელი გაზის მილის ბოლო წერტილად იგულისხმება თბილისში, თ---–-----–--------------ში მდებარე შპს ,,ბ----ს“ საკონსერვო საამქროს სივრცის შუა წერტილი.
სამართლებრივი დასაბუთება
4.20. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.21. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.22. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს არ ეწინააღმდეგება, ასევე, ის არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.23. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გ----------------–---–ის 2013 წლის 27 ნოემბრის №----------------- წერილით შპს ,,ბ----ს’’ დირექტორს ეცნობა, რომ მათი განცხადების მიხედვით მოთხოვნილი სააღსრულებო წარმოების გაგრძელება და შპს ,,ლ-----სთვის“ პირგასამტეხლოს 20000 ლარის დაკისრება ვერ მოხდებოდა, ვინაიდან მოვალის მიერ შესრულებულ იქნა სააღსრულებო ფურცლით დამტკიცებული მორიგების პირობები და იგი მზადყოფნას აცხადებდა ბუნებრივი აირის მიწოდებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა გ----------------–---–მა, შესაბამისი საფუძვლის არ არსებობის მიუხედავად, დაასრულა სააღსრულებო წარმოება და მხარეს გაუგზავნა წერილი, რომლის შინაარსი არ შეესაბამებოდა რეალობას. საკითხის შინაარსი მასზედ, შესრულებული იყო თუ არა მორიგების აქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, იყო ბუნდოვანი და საჭიროებდა სრულყოფილ გამოკვლევას. აღნიშნული ქმედებით აღმასრულებლის მიერ უგულებელყოფილია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნა. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სწორად გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მასზედ, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ვალდებულება შესრულებულია არასაკმარისად გულისხმიერად, იგი ვერ ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად, ხოლო როდესაც ვალდებულება შესრულებული არაა ჯეროვნად, ეს ნიშნავს ვალდებულების დარღვევას. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-183 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გააუქმოს აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედება.
4.24. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 26 ივნისის №---- ბრძანებით: 1. გაუქმდა: ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გ----------------–---–ის 2013 წლის 27 ნოემბრის №----------------- მოქმედება №--------- სააღსრულებო საქმის ფარგლებში მოვალის მიერ სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის თაობაზე; 2013 წლის 10 დეკემბრის მოქმედება მოვალის მოვალეთა რეესტრიდან ამოღების თაობაზე; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ-------------ის 2013 წლის 11 დეკემბრის მოქმედებები ქონებებზე ყადაღის გაუქმებისა და სააღსრულებო წარმოების დასრულების თაობაზე; 2. ამავე ბრძანებით დაევალა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსს უზრუნველეყო ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულ სააღსრულებო საქმეზე სააღსრულებო ფურცლით დადგენილი მოთხოვნის მოვალის მიერ აღსრულების საკითხის გამოკვლევის მიზნით შესაბამისი მოქმედებების განხორციელება და აღმასრულებლის/აღმასრულებლების მიერ სააღსრულებო წარმოების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ვ----------------მ 2015 წლის 06 ივლისს №----------------- შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და სთხოვა 2012 წლის 19 ივნისის განჩინების (საქმე №2/3273-12) მე-5 პუნქტის განმარტება, კერძოდ, რა ადგილი იგულისხმებოდა დასამონტაჟებელი გაზის მილის ბოლო წერტილად, ქ. თბილისში თ---–-----–-----------ში მდებარე, შპს ,,ბ----ს“ საკონსერვო საამქროს სივრცის (ფართის) შუა წერტილი თუ კედლის შუა წერტილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით (საქმე №2/3273-12) კი 2012 წლის 19 ივნისის მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებული მხარეთა მორიგების პირობების მეხუთე პუნქტი (საქმე№2/3273-12) განიმარტა და დადგინდა, რომ განჩინების ამავე ნაწილში აღნიშნული დასამონტაჟებელი გაზის მილის ბოლო წერტილად იგულისხმებოდა თბილისში, თ---–-----–--------------ში მდებარე შპს ,,ბ----ს’’ საკონსერვო საამქროს სივრცის შუა წერტილი. საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენდა ის გარემოება, თუ რა ადგილი იგულისხმებოდა დასამონტაჟებელი გაზის მილის ბოლო წერტილად, ქ. თბილისში, თ---–-----–-----------ში მდებარე, შპს ,,ბ----ს’’ საკონსერვო საამქროს სივრცის (ფართის) შუა წერტილი თუ კედლის შუა წერტილი, როგორც ამას მოვალე განმარტავდა და შესაბამისად, სრულყოფილად იქნა თუ არა შესრულებული შპს ,,ლ-----ს’’ მიერ მორიგების აქტში მითითებული პირობები. სადავო ბრძანებით მიჩნეულ იქნა, რომ აღმასრულებელმა შესაბამისი საფუძვლის არ არსებობის მიუხედავად, დაასრულა სააღსრულებო წარმოება და მხარეს გაუგზავნა წერილი, რომლის შინაარსი არ შეესაბამებოდა რეალობას. ამასთან, საკითხის შინაარსი მასზედ, შესრულებული იყო თუ არა მორიგების აქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, იყო ბუნდოვანი და საჭიროებდა სრულყოფილ გამოკვლევას. შესაბამისად, 2015 წლის 26 ივნისს გამოცემულ იქნა №---- ბრძანება აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლების მოქმედებების გაუქმებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსისათვის დავალების მიცემის თაობაზე. აღნიშნულთან მიმართებით ასევე საყურადღებოა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც განიმარტა, რომ დასამონტაჟებელი გაზის მილის ბოლო წერტილად იგულისხმება თბილისში, თ---–-----–--------------ში მდებარე შპს ,,ბ----ს“ საკონსერვო საამქროს სივრცის შუა წერტილი. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქ--------–-----------–----------–-------------–--–----------ს ორგანიზაციას შემხებლობა და კავშირი არ ჰქონია მორიგების აღსრულებასთან და იგი არ წარმოადდეგნა იმ პირს, რომლის განცხადების საფუძველზეც სააღსრულებო ბიუროს თავმჯდმარეს უნდა ემსჯელა აღმასრულებლის ქმედების კანონიერებაზე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-183 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება თავისი ინიციატივით გააუქმოს აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედება, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მოქმედებდა კანონის ფარგლებში და სრული უფლება ჰქონდა მიეღო ბრძანება აღმასრულებლების მოქმედებების გაუქმებისა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსისათვის დავალების მიცემის თაობაზე. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ბრძანების გამოცემისას სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონისა და შესაბამისი წესის რაიმე ნორმა არ დარღვეულა და ბრძანება გამოიცა ხსენებულ ნორმათა დაცვით, რაც იმას ნიშნავს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 26 ივნისის №---- ბრძანების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის დარღვევას, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ლ-----ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე