განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.06.2019
საქმის ნომერი
330310018002626706
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330310018002626706 (3ბ/49-19)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მერაბ ლომიძე

 

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - იბა „ო-–--------ი ვ-------–---“

წარმომადგენელი - ლ---------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - გ------------------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

წარმომადგენელი - გ--------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით იბა „ო-–--------ი ვ-------–---ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. თბილისში, შ----------------------------–--ს ბაზრის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №----------------, 2009 წლის 25 მაისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 203.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 15.

 

2.2. ქ. თბილისში, შ----------------------------–--ს ბაზრის მიმდებარედ (ნაკვეთი 1----) არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №----------------, 2009 წლის 16 ივნისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 156.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 15.

 

2.3. ქ. თბილისში, შ--------------------ში (ნაკვეთი 1----) მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №----------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია იბა ,,ო-–--------ი ვ-------–---ს’’ და სხვათა სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 8406.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 15/10, 15/30; 0---------------; 0----------------

 

2.4. 2015 წლის 11 მარტს ო-–-------–---მ №A-------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, შ-----------------ში (ს/კ: №----------------) მდებარე მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 18 მარტის №------- ბრძანებით დაკმაყოფილდა 11.03.2015 წლის №A-------- განცხადება; ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 11.03.2013 წლის №------ ბრძანებაში და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 11 მარტის ჩათვლით’’.

 

2.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ იბა ,,ო-–--------ი ვ-------–---ს“ მიმართ 2016 წლის 28 ივლისს შედგენილ იქნა მითითება №------, რომლითაც ირკვევა, რომ ქ. თბილისში, შ-----------------ის მიმდებარედ, უნებართვოდ მოწყობილია მსუბუქი კონსტრუქციის და კაპიტალური ნაგებობები. ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, იბა „ო-–-------- ვ-------–--ს“ დაევალა მითითების გაცემის მომენტისათვის არსებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან დემონტაჟის განხორციელება უსაფრთხოების წესების დაცვით, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა.

 

2.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 22 სექტემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №------, რომლითაც დადგინდა, რომ იბა „ო-–--------ი ვ-------–---ს“ მიერ არ იქნა შესრულებული 2016 წლის 28 ივლისის №------ მითითების პირობები.

 

2.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 22 ნოემბერს მიღებული იქნა დადგენილება №------ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, რომლის თანახმად, ამხანაგობა ,,ო-–--------ი ვ------–--ი“ დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ჟ. შ-----------------ზე (ს/კ: №----------------) და მის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ასევე №---------------- საკადასტრო კოდზე და მის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აგრეთვე №---------------- საკადასტრო კოდზე და მის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უნებართვოდ კაპიტალური და მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობების მშენებლობისათვის (განთავსებისათვის). ამავე დადგენილებით ამხანაგობა „ო-–--------ი ვ------–--ს“ დაევალა ქ. თბილისში, ჟ. შ-----------------ზე (ს/კ: №----------------) და მის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ასევე №---------------- საკადასტრო კოდზე და მის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აგრეთვე №---------------- საკადასტრო კოდზე და მის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უნებართვოდ აშენებული (განთავსებული)კაპიტალური და მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობების დემონტაჟი.

 

2.8. 2016 წლის 26 დეკემბერს იბა ,,ო-–--------ი ვ------–--ის“ წარმომადგენელმა ქ--------------–---–-ა №--------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 სექტემბრის №------ შემოწმების აქტის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის №------ დადგენილების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 ივლისის №------ ბრძანებით იბა ,,ო-–--------ი ვ------–--ის“ წარმომადგენლის ქ--------------–---–ის 2016 წლის 26 დეკემბრის №--------- ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის №------ დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.9. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის გამოცხადების მოთხოვნით დასაბუთებულია, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამასთან, ნებისმიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა ზემოაღნიშნულ სამართლებრივი შედეგის წინაპირობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მატერიალური და ფორმალური კანონიერება წარმოადგენს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული. ადმინისტრაციული წარმოება, ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით - თუ კანონი კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების აუცილებლობას. საქმიანობის ამ პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა, რომელიც თავმოყრილია ადმინისტრაციული კოდექსის V თავში. მატერიალური კანონიერება კი აქტის შინაარსს უკავშირდება და მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობების მოწესრიგების, მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველთან და ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის არსებობას მოითხოვს. კერძოდ, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, როგორც სამართლის ნორმის კონკრეტიზაციის და ინდივიდუალიზაციის აქტი, სამართლის იმ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. ასევე, ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედი სამართლის სხვა ნორმებსა და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. ამასთან, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება, რამდენადაც ის საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოიცემა, უნდა გამომდინარეობდეს თვით ამ სამართლებრივი აქტიდან, ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მატერიალურ კანონიერებას ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის, ხოლო ასეთის არარსებობა მისი გაუქმების (ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება) საფუძველია. მატერიალური კანონიერება ასევე მოიაზრებს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერებას, თანაზომიერებისა და კონკრეტულობის პრინციპებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 ივლისის №------ ბრძანება იბა ,,ო-–--------ი ვ-------–---ს’’ წარმომადგენლის ქ--------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე’’, წარმოადგენენ რა ადმინისტრაციულ აქტებს, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლომ აქვე მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 სექტემბრის №------ შემოწმების აქტი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რის გამოც სასამართლო მასზე დამოუკიდებლად არ იმსჯელებს, თუმცა რადგან საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ მითითებულია, რომ შემოწმების აქტის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო იღებს დადგენილებას (25.9 მუხლი), ის ადმინისტრაციული წარმოების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, მისი კანონთან შესაბამისობის განხილვა, სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტებთან ერთობლიობაში უნდა განხორციელდეს.

 

2.10. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე იბა ,,ო-–--------ი ვ-------–---ს“ ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 ივლისის №------ ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც იბა ,,ო-–--------ი ვ------–--ის“ წარმომადგენლის ქ--------------–---–ის 2016 წლის 26 დეკემბრის №--------- ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის №------ დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული სადავო ბრძანებით საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცა განსახილველ სამართალდარღვევას. კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის №------ დადგენილებით გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობა დამოუკიდებელია ერთმანეთისაგან და უნდა შეფასებულიყო დამოუკიდებელი სამართალწარმოების ფარგლებში, ამასთან, შესაფასებელი იყო, №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული მშენებლობა წარმოადგენდა შეთანხმებული სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებულს თუ სახეზე იყო სანებართვო პირობებისაგან დამოუკიდებელი სამართალდარღვევა. შესაბამისად, საქმის გარემოებების ხელახლა გამოკვლევისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სრულყოფილად უნდა ყოფილიყო გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ მათი სათანადო შეფასების შემდეგ უნდა მიეღო ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოსარჩელე მხარე, მათი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების მიუხედავად, უკანონოდ მიიჩნევს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზემოაღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ კაპიტალური და მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობები განთავსებულია იბა ,,ო-–--------ი ვ-------–---ს’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და მოქცეულია მის წითელ ხაზებში. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, არანაირი დარღვევა მისი განთავსებისას არ მომხდარა და რაიმე სახის სპეციალური ნებართვა ამისთვის არ იყო საჭირო. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა’’. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის სახეობებია: ახალი მშენებლობა (მათ შორის მონტაჟი), რეკონსტრუქცია, რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა, დემონტაჟი, ლანდშაფტური მშენებლობა, დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება’’. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ახალი მშენებლობა განმარტებულია, როგორც მშენებლობა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ახალ მშენებლობას, ვინაიდან კაპიტალური და მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობები განთავსებულია ისეთ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც შენობა-ნაგებობა არ იდგა. ახალი მშენებლობის განხორციელებისათვის კი მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საჭიროა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვება, რომლის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაო განიხილება უნებართვო მშენებლობად, რომელიც ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის მიხედვით განმარტებულია, როგორც მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, სახელმწიფო/თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარით. მოცემულ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ფაქტობრივი შემადგენლობა. კერძოდ, სახეზეა იბა „ო-–--------ი ვ-------–---ს“ მიერ უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობა მიწის ნაკვეთზე, რომელთა ნაწილი ექცევა სახელმწიფოს/თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე. აღნიშნული კი მითითებული ნორმის შესაბამისად, ქმნის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობას, თუმცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცა განსახილველ სამართალდარღვევას. კერძოდ, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის №------ დადგენილებით გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობა დამოუკიდებელია ერთმანეთისაგან და უნდა შეფასებულიყო დამოუკიდებელი სამართალწარმოების ფარგლებში, ამასთან, საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული დადგენილებით უნებართვოდ მიჩნეული ერთ-ერთი შენობა-ნაგებობა ნაწილობრივ განთავსებულია №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს იბა „ო-–--------ი ვ-------–---ს“ საკუთრებას და რომელზეც მშენებლობა მიმდინარეობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 18 მარტის №------- ბრძანებით გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს უნდა შეეფასებინა, №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული ობიექტის მშენებლობა ხომ არ იყო განხორციელებული მითითებული პროექტის ფარგლებში, ვინაიდან, აღნიშნულის დადგენის შემთხვევაში, სამართალდამრღვევისათვის დადგება განსხვავებული სამართლებრივი შედეგი, კერძოდ, სახეზე იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 18 მარტის №------- ბრძანებით შეთანხმებული სანებართვო პირობების დარღვევა და არა უნებართვო მშენებლობა, რაც გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის ფარგლებში.

 

2.11. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იბა ,,ო-–--------ი ვ-------–---ს“ კანონიერ უფლებებზე პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტი ამ ეტაპზე ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება და არ დასტურდება სადავო აქტის ბათილად ცნობისადმი მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, ქ. თბილისის მუნიციპალტეტის მერის 22.11.2016წ. N------ ბრძანების აღსრულების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, გამოცემულია 2018 წლის 25 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომელიც გასაჩივრებულია მოსარჩელე მხარის მიერ და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ს.ფ. 339-255, მოპასუხის ახსნა-გამარტება). ასევე საყურადღებოა იბა „ო-–--------ი ვ-------–---ს“ წარმომაგენლების განმარტებაც, რომ მათ მიერ ნაწილობრივ აღმოფხვრილია სამართალდარღვევა და სხვა ნაწილში მიმდინარეობს მოლაპარაკება მერიასთან. (იხ. სხდომის ოქმები 15.11.2017წ. 13:30:28: -13:32:18; 10.02.2018წ. 16:10:31-16:13:28). შესაბამისად, სასამართლოსთვის გაუგებარია, თუ რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 ივლისის №------ ბრძანება იბა ,,ო-–--------ი ვ-------–---ს“ წარმომადგენლის ქ--------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის №------ დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ცალკე ვერ იმსჯელებს, ვინაიდან მითითებული დადგენილება ისედაც ბათილად არის ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 ივლისის №------ ბრძანებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე და შესაბამისად, არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 ივლისის №------ ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დაუდგენია არცერთი სადავო გარემოება, რასაც მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს გადაწყვეტლების ფაქტობრივ უსწორობას. სასამართლომ ჩამოთვალა მხოლოდ უდავო ფაქტობრივი გარემოებები და არ აქვს ნამსჯელი არცერთ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რაც მოსარჩელემ სადავოდ გახადა. სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულებისა და ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და დადგენის შემდგომ, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულია მხოლოდ უდავო ფაქტობრივ გარემებებზე და არ არის დადგენილი არცერთი სადავო გარემოება, რაც უკანონოა.

 

3.2. აპელანტი მიუთითებს, რომ 27.09.2016წ. იბა „ო-–--------ი ვ-------–---“-სათვის გაგზავნილი იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 22.09.2016 წლის 0----- შემოწმების აქტი, რომლის შესაბამისადაც, N------ მითითების საფუძველზე, განხორციელდა იბა „ო-–--------ი ვარკვლავის“ შემოწმება. ზემოაღნიშნულ შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ მხარისათვის მიცემული მითითება არ იქნა შესრულებული. აღნიშნული შემოწმების აქტი, როგორც უკანონო, მხარემ გაასაჩივრა, თუმცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 19.10.2016 წლის N---------- წერილის შესაბამისად ეცნობა, რომ ვინაიდან შემოწმების აქტის კანონერების დამოუკიდებლად შესწავლა ვერ გახდება ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობის საგანი, საჩივარი არ იქნა განხილული. აღნიშნულის შემდგომ, ამხანაგობას ჩაბარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 22.11.2016 წლის N------ დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომლის შესაბამისადაც, ამხანაგობა „ო-–--------ი ვ-------–---“ დაჯარიმდა 10 000 ლარით, ქ. თბილისში, შა----------------ზე და მის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე უნებართვოდ კაპიტალური და მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობების მშენებლობისათვის. ამავე დადგებილებით ამხანაგობას დაევალა სადაო ტერიტორიაზე უნებართვოდ აშენებული ნაგებობის დემონტაჟი. შემოწმების აქტი და დადგენილება გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 12.07.2017 წლის N------ ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 22.11.2016 წლის N------ დადგენილება. ამავე ბრძანებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ ინდივიდუალურ სამინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღსანიშნავია, რომ მართალია, ადმინისტრაციული საჩივარი სადავო დადაგენილებით დაკმაყოფილდა, თუმცა მისი დაკმაყოფილების დასაბუთება და ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა უკანონოა, რის გამოც, სასამართლოს წარედგინა სარჩელი.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ არ გამოიკვლია საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები და მიიღო დაუსაბუთებელი და უსაფუძლო გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო: ადმინისტრაციულმა ორგანომ 12.07.2017 წლის ბრძაბაში აღნიშნა, რომ სადავო დადგენილება მოიცავს განსხვავებულ საკადასტრო ერთეულებზე ჩადენილ სამ დამოუკიდებელ სამართალდარღვევას. სამივე სამართალდარღვევის შემთხვევაში სამართალდამრღვევ სუბიექტს ერთი მითითების ფარგლებში დაევალა სამართალდარღვევათა გამოსწორება და მათი გამოუსწორბელობის გამო, ადმინისტრაციულ სახდელთა შთანთქმის პრინციპის შესაბამისად სამივე სამართალდარღვევა შეფასდა ერთი დადგენილებით გათვალისწინებული სახდელის ფარგლებში, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, ვინაიდან სახდელთა შთანთქმის პრინციპი, მიზნობრივად დაკავშირებულია არა მხოლოდ სუბიექტთან, არამედ იგი კავშირშია საკადასტრო ერთეულთან და შეიძლება გავრცელდეს ერთ საკადასტრო ერთეულზე განხორცილებულ რამდენიმე სამშენებლო სამართალდარღვევაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული პრინციპის მხოლოდ სუბიექტთან მიმართებაში განხილვა გამოიწვევდა ადმინისტრაციულ სახდელთა მიზნის უგულველყოფას. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ თითოული სამართალდარღვევა უნდა შეფასებულიყო დამოუკიდებელი დადგებილების ფარგლებში. გარდა ამისა, ადმინისტრაციული ორგანო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ობიექტი განთავსებულია ამხანაგობის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე და ამ შემთხვევაში, ზედამხედველობის სამსახურს უნდა ემსჯელა არა უნებართვო მშენებლობაზე, არამედ იმაზე, ხომ არ იყო დარღვეული შეთანხმებული პროექტი, რაც გამოიწვევდა პასუხისმგებლობას სანებართვო პირობებების დარღვევისათვის და არა უნებართვო მშენებლობისათვის. ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული მსჯელობა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ამიტომ ყველა სადავო დადგენილება ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

 

3.4. აპელანტის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მითითება, რომლის შესახებაც აღნიშნულია შემოწმების აქტში, იბა „ო-–-------- ვ-------–--ს“ არ ჩაბარებია, შესაბამისად, უცნობია, თუ რა მითითება უნდა შესრულებულიყო მათი მხრიდან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შემოწმების აქტსა და დადგენილებაში აღნიშნული „მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობები, კაპიტალური ნაგებობები, შ--------------ის მიმდებარედ და მის მიდებარედ სახელმწიფო ტერიტორიაზე“ განთავსებულია იბა „ო-–--------ი ვ-------–---ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მოქცეულია მის წითელ ხაზებში, შესაბამისად, არანაირი დაღვევა მისი განთავსებისას არ მომხადრა და რაიმე სახის სპეციალური ნებართვა ამისათვის არ იყო საჭირო. შესაბამისად, გაუგებარია ადმინისტრაციული ორგანოს სადავო ბრძანებაში აღნიშნული მსჯელობა. რაც შეეხება 22.11.2016წ. N----- დადგენილებას, მასში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 3 და 10 ნოემბერს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გაიმართა საქმის განხილვა, აღნიშნულის შესახებაც ეცნობა მხარეს, რომელიც სხდომაზე არ გამოცხადდა. აპელანტი მიუთითებს, რომ ამხანაგობა „ო-–------------------–---------ს“ სხდომის შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს ინფორმაცია არ მიუწოდებია, შესაბამისად დადგენილებაში მითითებული გარემოება არ შეეფერება სინამდვილეს. ამას გარდა, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ამ საქმეზე 2016 წლის 18 ნოემბერს კვლავ გაიმართა სხდომა, რომელსაც დაესწრო ამხანაგობის თავმჯდომარე, მან განაცხადა, რომ ჩაბარდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაგზავნილი მითითება და შემოწმების აქტი, თუმცა ზ-------------–---–-ს მიერ განცხადებული იქნა მხოლოდ შემოწმების აქტის ჩაბარების შესახებ ინფორმაცია, ხოლო მითითება ამხანაგობას არ ჩაუბარებია, შესაბამისად მისთვის უცნობი იყო თუ რა მითითება იყო შესასრულებლად სავალდებულო.

 

3.5. აპელანტის განმარტებით, მართალია, სასამართლო სადავო გადაწყვტილებაში აღნიშნავს, რომ საქმის განხილვის დროისათვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 22.11.2016 წლის N----- ბრძანების აღსრულების მიზნით გამოცემულია ახალი ადმინისტრაციული აქტი, რომელიც ასევე არის გასაჩივრებული და მიმდინარეობს მასზე ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა სასამართლო არ ამახვილებს ყურადღებას სწორედ გასაჩივრებული ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის საფუძველზე. გასაჩივრების საფუძველი კი არის სწორედ ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე აღასრულა სადავო ბრძანება, რომ იგი არ ყოფილა შესული კანონიერ ძალაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული საჩივრის შეტანისას მოთხოვნილ იქნა ადმინისტრაციული აქტის სრულად ბათილად ცნობა, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სადავო აქტით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რატომ მიიჩნევს სასამართლო, რომ მოსარჩელე მხარეს არ გააჩნია იურიდიული ინტერესი სადავო აქტების ბათილობათან დაკავშირებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქმის განხილვის ეტაპისათვის ერთი მსუბუქი კონსტრუქცია აღებულ იქნა, ხოლო მეორე კონსტრუქცია (რის გამოც მოხდა ამხანაგობის დაჯარიმება) დგას ამხანაგობის შემოსაზღვრულ სამშენებლო ობიეტზე, რომელიც გათვალისწინებულია სამშენებლო სამუშაოების გეგმაში. სამრეცხაოს მოწყობა სავალდებულოა სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, ქალაქის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რატომ მიიჩნევს სასამართლო, რომ მოსარჩელე მხარეს არ გააჩნია იურიდიული ინტერესი სადავო აქტების ბათილობათან დაკავშირებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ მიიღო დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო გადაწყვეტილება, რაც მისი გაუქმების საფუძველია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, შ----------------------------–--ს ბაზრის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №----------------, 2009 წლის 25 მაისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 203.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 15.

 

4.3. ქ. თბილისში, შ----------------------------–--ს ბაზრის მიმდებარედ (ნაკვეთი 1----) არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №----------------, 2009 წლის 16 ივნისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 156.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 15.

 

4.4. ქ. თბილისში, შ--------------------ში (ნაკვეთი 1----) მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №----------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია იბა ,,ო-–--------ი ვ-------–---ს’’ და სხვათა სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 8406.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 15/10, 15/30; 0---------------; 0----------------

 

4.5. 2015 წლის 11 მარტს ო-–-------–---მ №A-------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, შ-----------------ში (ს/კ: №----------------) მდებარე მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 18 მარტის №------- ბრძანებით დაკმაყოფილდა 11.03.2015 წლის №A-------- განცხადება; ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 11.03.2013 წლის №------ ბრძანებაში და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 11 მარტის ჩათვლით’’.

 

4.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ იბა ,,ო-–--------ი ვ-------–---ს“ მიმართ 2016 წლის 28 ივლისს შედგენილ იქნა მითითება №------, რომლითაც ირკვევა, რომ ქ. თბილისში, შ-----------------ის მიმდებარედ, უნებართვოდ მოწყობილია მსუბუქი კონსტრუქციის და კაპიტალური ნაგებობები. ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, იბა „ო-–-------- ვ-------–--ს“ დაევალა მითითების გაცემის მომენტისათვის არსებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან დემონტაჟის განხორციელება უსაფრთხოების წესების დაცვით, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა.

 

4.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 22 სექტემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №------, რომლითაც დადგინდა, რომ იბა „ო-–--------ი ვ-------–---ს“ მიერ არ იქნა შესრულებული 2016 წლის 28 ივლისის №------ მითითების პირობები.

 

4.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 22 ნოემბერს მიღებული იქნა დადგენილება №------ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, რომლის თანახმად, ამხანაგობა ,,ო-–--------ი ვ------–--ი“ დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ჟ. შ-----------------ზე (ს/კ: №----------------) და მის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ასევე №---------------- საკადასტრო კოდზე და მის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აგრეთვე №---------------- საკადასტრო კოდზე და მის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უნებართვოდ კაპიტალური და მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობების მშენებლობისათვის (განთავსებისათვის). ამავე დადგენილებით ამხანაგობა „ო-–--------ი ვ------–--ს“ დაევალა ქ. თბილისში, ჟ. შ-----------------ზე (ს/კ: №----------------) და მის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ასევე №---------------- საკადასტრო კოდზე და მის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აგრეთვე №---------------- საკადასტრო კოდზე და მის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უნებართვოდ აშენებული (განთავსებული)კაპიტალური და მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობების დემონტაჟი.

 

4.9. 2016 წლის 26 დეკემბერს იბა ,,ო-–--------ი ვ------–--ის“ წარმომადგენელმა ქ--------------–---–-ა №--------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 სექტემბრის №------ შემოწმების აქტის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის №------ დადგენილების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 ივლისის №------ ბრძანებით იბა ,,ო-–--------ი ვ------–--ის“ წარმომადგენლის ქ--------------–---–ის 2016 წლის 26 დეკემბრის №--------- ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის №------ დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.10. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.11. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს არ ეწინააღმდეგებიან, ასევე, ისინი არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებენ აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.13. საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე იბა ,,ო-–--------ი ვ-------–---ს“ ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 ივლისის №------ ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც იბა ,,ო-–--------ი ვ------–--ის“ წარმომადგენლის ქ--------------–---–ის 2016 წლის 26 დეკემბრის №--------- ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის №------ დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული სადავო ბრძანებით საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცა განსახილველ სამართალდარღვევას. კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის №------ დადგენილებით გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობა დამოუკიდებელია ერთმანეთისაგან და უნდა შეფასებულიყო დამოუკიდებელი სამართალწარმოების ფარგლებში, ამასთან, შესაფასებელი იყო №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული მშენებლობა წარმოადგენდა შეთანხმებული სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებულს თუ სახეზე იყო სანებართვო პირობებისაგან დამოუკიდებელი სამართალდარღვევა. შესაბამისად, საქმის გარემოებების ხელახლა გამოკვლევისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სრულყოფილად უნდა ყოფილიყო გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ მათი სათანადო შეფასების შემდეგ უნდა მიეღო ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოსარჩელე მხარე, მათი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების მიუხედავად, უკანონოდ მიიჩნევს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზემოაღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ კაპიტალური და მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობები განთავსებულია იბა ,,ო-–--------ი ვ-------–---ს’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და მოქცეულია მის წითელ ხაზებში. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, არანაირი დარღვევა მისი განთავსებისას არ მომხდარა და რაიმე სახის სპეციალური ნებართვა ამისთვის არ იყო საჭირო. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და მართებულად მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა’’. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის სახეობებია: ახალი მშენებლობა (მათ შორის მონტაჟი), რეკონსტრუქცია, რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა, დემონტაჟი, ლანდშაფტური მშენებლობა, დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება’’. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ახალი მშენებლობა განმარტებულია, როგორც მშენებლობა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ახალ მშენებლობას, ვინაიდან კაპიტალური და მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობები განთავსებულია ისეთ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც შენობა-ნაგებობა არ იდგა. ახალი მშენებლობის განხორციელებისათვის კი მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საჭიროა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვება, რომლის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაო განიხილება უნებართვო მშენებლობად, რომელიც ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის მიხედვით განმარტებულია, როგორც მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, სახელმწიფო/თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარით. მოცემულ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სახეზეა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ფაქტობრივი შემადგენლობა. კერძოდ, სახეზეა იბა „ო-–--------ი ვ-------–---ს“ მიერ უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობა მიწის ნაკვეთზე, რომელთა ნაწილი ექცევა სახელმწიფოს/თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე. აღნიშნული კი მითითებული ნორმის შესაბამისად, ქმნის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობას, თუმცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცა განსახილველ სამართალდარღვევას. კერძოდ, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის №------ დადგენილებით გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობა დამოუკიდებელია ერთმანეთისაგან და უნდა შეფასებულიყო დამოუკიდებელი სამართალწარმოების ფარგლებში, ამასთან, საქალაქო სასამართლომ ყურადღება სწორად გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული დადგენილებით უნებართვოდ მიჩნეული ერთ-ერთი შენობა-ნაგებობა ნაწილობრივ განთავსებულია №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს იბა „ო-–--------ი ვ-------–---ს“ საკუთრებას და რომელზეც მშენებლობა მიმდინარეობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 18 მარტის №------- ბრძანებით გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს უნდა შეეფასებინა, №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული ობიექტის მშენებლობა ხომ არ იყო განხორციელებული მითითებული პროექტის ფარგლებში, ვინაიდან, აღნიშნულის დადგენის შემთხვევაში, სამართალდამრღვევისათვის დადგება განსხვავებული სამართლებრივი შედეგი, კერძოდ, სახეზე იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 18 მარტის №------- ბრძანებით შეთანხმებული სანებართვო პირობების დარღვევა და არა უნებართვო მშენებლობა, რაც გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის ფარგლებში.

 

4.14. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატა ასევე სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იბა ,,ო-–--------ი ვ-------–---ს“ კანონიერ უფლებებზე პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტი ამ ეტაპზე ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება და არ დასტურდება სადავო აქტის ბათილად ცნობისადმი მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, ქ. თბილისის მუნიციპალტეტის მერის 22.11.2016წ. N------ ბრძანების აღსრულების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, გამოცემულია 2018 წლის 25 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომელიც გასაჩივრებულია მოსარჩელე მხარის მიერ და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ს.ფ. 339-255, მოპასუხის ახსნა-გამარტება). ასევე საყურადღებოა იბა „ო-–--------ი ვ-------–---ს“ წარმომაგენლების განმარტებაც, რომ მათ მიერ ნაწილობრივ აღმოფხვრილია სამართალდარღვევა და სხვა ნაწილში მიმდინარეობს მოლაპარაკება მერიასთან. (იხ. სხდომის ოქმები 15.11.2017წ. 13:30:28: -13:32:18; 10.02.2018წ. 16:10:31-16:13:28). შესაბამისად, საპელაციო სასამართლოსთვისაც გაუგებარია, თუ რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 ივლისის №------ ბრძანება იბა ,,ო-–--------ი ვ-------–---ს“ წარმომადგენლის ქ--------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის №------ დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოც ცალკე ვერ იმსჯელებს, ვინაიდან მითითებული დადგენილება ისედაც ბათილად არის ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 ივლისის №------ ბრძანებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე და შესაბამისად, არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 ივლისის №------ ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. იბა „ო-–--------ი ვ-------–---ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერაბ ლომიძე