განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.06.2019
საქმის ნომერი
330210018002532169
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002532169

N2ბ/335-2019

თბილისის სააპელაციო სასა--რთლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 აპრილი, 2019 წელი ქალაქ თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსა--რთლე - გელა ქირია

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - თა--ზ მი---ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასა--რთლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასა--რთლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასა--რთლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი-----ი 9-’’-ის სარჩელი მოპასუხე თა--ზ მი---ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. ქ. თბილისში, ჯო---- ბა-–-----ის ქუჩა №1--ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 0---------------) აღრიცხულია შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ის საკუთრებად;

 

ქ. თბილისში, ბე-–--–---–-ს ქუჩა №1---ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 0---------------), აღრიცხულია შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ის საკუთრებად;

 

ქ. თბილისში, ბე-–--–---–-ს ქუჩა №1--ა-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 0---------------), აღრიცხულია შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ის საკუთრებად;

 

2.2. თა--ზ მი---ე არის შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი-----ი 9-’’-ის 11%-იანი წილის მესაკუთრე.

 

2.3. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 03 აპრილის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ცალკეული საჯარო მოხელეების მიერ სამსახურეობრივი უფლების გადამეტებით უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სა--რთლის კოდექსისი 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3'' დაზარალებულად იქნა ცნობილი.

 

2.4. 2017 წლის 03 აპრილის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ცალკეული საჯარო მოხელეების მიერ სამსახურეობრივი უფლების გადამეტებით უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სა--რთლის კოდექსისი 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, დაუდგენელი პირების მიერ თა--ზ მი---ისაგან დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე, თა--ზ მი---ე დაზარალებულად იქნა ცნობილი;

 

2.5. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 05 აპრილის მიმართვით, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის №1044 განკარგულების საფუძველზე (დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეგზავნა სისხლის სა--რთლის საქმეზე №0742604113801 პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილება, კერძოდ, დადგენილებები შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3''-ის წარმომადგენლისა და დირექტორის ტა-----– ფა-–-------–---–ის, პარტნიორების თა--ზ მი---ის, ამ----- ან----------ის, იზ---–--- გო--------ის, გო----- ხა-----ას, მა----- კა-–------ის და სხვების დაზარალებულად ცნობის შესახებ, თანდართული დაზარალებულების განცხადებებითა და მინდობილობებით, რომლითაც ისინი მოითხოვნდნენ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისში, დიდი დი-----ი-გლდანის შემაერთებელ მაგისტრალსა და ბე-–--–---–-ს გადაკვეთაზე მდებარე 16500 კვ.მ მიწის ნაკვეთების (ს/კ 0---------------, 0---------------) შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3''-ისთვის გადაცემას.

 

2.6. შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ის ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ’’ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 ივლისის №011-2487 ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის ქონებას დაედო ყადაღა.

 

აღიარებული საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის წინაშე შეადგენს 8899,25 ლარს, მათ შორის ძირითადი - 9264 ლარი, ჯარიმა - 250 ლარი, საურავი - 15519 ლარი, ზედმეტობა - 0 ლარი;

 

2.7. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 ოქტომბრის განკარგულებით, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–--- დი--------3''-ს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთ) ლარად, საკუთრებაში გადაეცა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ბე-–--–---–-ს ქუჩა N1---ში მდებარე 1--09.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (ს/კ 0---------------) და ქ. თბილისში, ბე-–--–---–-ს ქუჩა N1--ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (ს/კ 0---------------).

 

2.8. 2017 წლის 18 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3''-ს საკუთრებაში გადასცა ქ. თბილისში, ბე-–--–---–-ს ქუჩა N1---ში მდებარე 1--09.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით (ს/კ 0---------------) და ქ. თბილისში, ბე-–--–---–-ს ქუჩა N140ა-ში მდბარე მიწის ნაკვეთი (ს/კ 0---------------);

 

2.9. 2018 წლის 16 აპრილს, თბილისის საქალაქო სასა--რთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შუამგომლობით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი-----ი 9-''-ის დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნით.

 

თბილისის საქალაქო სასა--რთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში, სასა--რთლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 26 აპრილს.

 

2.10. შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3''-ის წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნილი იქნა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის საა--რთველოს პირველი განყოფილებიდან, რეაგირების მიზნით გადაეცა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს.

 

2.11. 2018 წლის 21 ივნისს, თა--ზ მი---ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასა--რთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სასა--რთლოს 2018 წლის 01 აგვისტოს განჩინებით თა--ზ მი---ის სარჩელის გამო, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირი - შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3'', ადმინისტრაცულ-სა--რთლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, შეწყდა წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1-. სასა--რთლომ განმარტა, რომ სასა--რთლოში სამოქალაქო საქმეებზე სა--რთალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასა--რთლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასა--რთლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სა--რთალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ა--ვე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სასა--რთლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილი იყო, რომ თა--ზ მი---ე წარმოადგენდა შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ის 11 %-იანი წილის მესაკუთრეს. თა--ზ მი---ე, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი დივიდენდის სახით იღებდა შემოსავალს, ხოლო ეწეოდა თუ არა მოპასუხე რაიმე სამეწარმეო საქმიანობას, აყენებდა თუ არა მისი ქმედებები საწარმოს ზიანს, აღნიშნულის და--დასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ ჰქონდა წარმოდგენილი.

 

შესაბამისად, სასა--რთლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება სათანადო მტკიცებულებების სასა--რთლოში წარდგენილ გზით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

 

დასკვნები სა--რთლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.13. სასა--რთლომ მიუთითა დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი და--ტებითი ოქმის, პირველი მუხლი იცავს საკუთრების უფლებას, კერძოდ, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ა--ს საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სა--რთლის ზოგადი პრინციპებით.

 

სასა--რთლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება.

 

საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი. კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით.

 

იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ა--სთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა)მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არა--რთლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა (რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა), ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი, რაც შეეხება მფლობელს, ა--ვე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე - საკუთრების უფლების ნამდვილობას და, როგორც ერთი, ისე - მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს.

 

სასა--რთლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ იყო ის გარემოება, რომ თა--ზ მი---ე წარმოადგენდა შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ის 11%-იანი წილის მესაკუთრეს, შესაბამისად, სადავო უძრავი ქონების არაპირდაპირ მესაკუთრესაც. მას, როგორც პარტნიორს ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონიდან გამომდინარე უფლება ჰონდა ფლობდეს და სარგებლობდეს სადავო უძრავი ქონებით. სამეწარმეო სუბიექტის მიზანი იყო მოგების მიღება, პარტნიორის ინტერესიც, როდესაც იგი ხდებოდა საწარმოს განსაზღვრული წილის მესაკუთრე, იყო სწორედ საწარმოს მოგებიდან მისი წილის პროპორციული მოგების მიღება დივიდენდის სახით. შესაბამისად, პარტნიორების ძირითადი მიზანი, რის გამოც ისინი ახორციელებდნენ ინვესტიციებს საზოგადოებაში, იყო საკუთარი ინვესტიციიდან სარგებლის მიღება, რაც გამოიხატებოდა საწარმოს მომგებიანი საქმიანობის შედეგად დივიდენდების განაწილებაში. შესაბამისად, თუ თა--ზ მი---ე ახორციელებდა საზოგადოებისათვის საზიანო ქმედებებს, აღნიშნულით პირველ რიგში ზიანი მიადგებოდა მას, როგორც პარტნიორს. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, თა--ზ მი---ე, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი ეწევოდა თუ არა რაიმე სამეწარმეო (მათ შორის უკანონო) საქმიანობას სადავო უძრავ ქონებაში, იყენებდა თუ არა პარტნიორის უფლებებს ბოროტად და მისი ქმედებით ადგებოდა თუ არა ზიანი საწარმოს, აღნიშნულის და--დასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ ჰქონდა წარმოდგენილი.

 

შესაბამისად, სასა--რთლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ თა--ზ მი---ე არა--რთლზომიერად ფლობდა და სარგებლობდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართით.

ამდენად სახეზე არ იყო სარჩელის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ერთ-ერთი წინაპირობება: მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უნდა თქმოდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, სასა--რთლომ უდავო ფაქტობრივი გარემოებად არასწორად მიუთითა, რომ ,,2017 წლის 03 აპრილის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ცალკეული საჯარო მოხელეების მიერ სამსახურებრივი უფლების გადამეტებით უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სა--რთლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, დაუდგენელი პირების მიერ თა--ზ მი---ისაგან დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე, თა--ზ მი---ე დაზარალებულად იქნა ცნობილი.

 

აპელანტის განმარტებით, ასეთი ფაქტობრივი გარემოება საქმეში არ არსებობს. მოცემულ შემთხვევაში, სასა--რთლო სსკ-ის 333-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (სამოხელეო დანაშაული) არასწორად დაუკავშირა სსკ-ის 181-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

 

3.2. აპელანტის მითითებით, სასა--რთლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ თა--ზ მი---ე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონებების მართლზომიერ მფლობელს. სასა--რთლოს მოსაზრებით, ვინაიდან მოსა--რთლე თა--ზ მი---ე წარმოადგენს შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი-----ი-9-"-ის 11%-იანი წილის მესაკუთრეს, ის არის სადაო უძრავი ქონების არაპირდაპირი მესაკუთრე და მართლზომიერი მფლობელი.

 

აპელანტის განმარტებით, სასა--რთლოს ზემოთმითითებული მოსაზრება არსებითად ეწინააღმდეგება საკუთრების შესახებ საერთაშორისო კონვენციებს, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ ნაწილს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლს და საკუთრებისა და მფლობელების შესახებ სხვა ფუნდამენტურ დებულებებს, აგრეთვე მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მთელ რიგ ნორმებს.

 

აპელანტის განმარტებით, უძრავი ნივთების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელე. მოპასუხემ კი ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ ის არის სადავო უძრავი ნივთების მესაკუთრე ან მართლზომიერი მფლობელი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასა--რთლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სა--რთლებრივი თვალსაზრისით. ა--ვე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სა--რთლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასა--რთლო ხელმძღვანელობს 39--ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასა--რთლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასა--რთლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ა--ვე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასა--რთლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასა--რთლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასა--რთლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სა--რთლებრივი დასაბუთება

 

4.1. 24.04.2018 წელს მომზადებული ამონაწერით (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან), შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი-----ი - 9-’’-ის დირექტორია ტა-----– ფა-–-------–---–ი. მოპასუხე თა--ზ მი---ე, წარმოადგენს ა--ვე სამეწარმეო სუბიექტის 11% წილის მესაკუთრეს, ხოლო საწარმოს დანარჩენი წილები (89%), გადანაწილებულია შემდეგნაირად: მი----– ჩა---ა - 11%; იზ---–--- გო--------ე - 15.6 %; გო----- ხა-----ა -7.8%; ნი--- სა---ე - 7.8%, ეკ--------- სა---ე - 7.8%, მა----- კა-–------ე - 31.2%, ამ----- ან----------ე - 7.8% (ტომი 1; ს/ფ 16-19);

 

4.2. 20.06.2018 წელს მომზადებული ამონაწერით, უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ჯო---- ბა-–-----ის ქუჩა №1- (ს/კ 0---------------), წარმოადგენს შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ის საკუთრებას (იხ. ტომი 1; ს/ფ 20-22; საჯარო რეესტრის ამონაწერი);

 

23.06.2018 წელს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, უძრავი ქონება, მდებარე, ქ.თბილისში, ბე-–--–---–-ს ქუჩა №1-- (ს/კ 0---------------), წარმოადგენს შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ის საკუთრებას; უფლების და--დასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 18.10.2017წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (იხ. ტომი 1; ს/ფ 22-23); 11.05.2018წ. მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ბე-–--–---–-ს ქ. №1---ა (ს/კ 0---------------), წარმოადგენს შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ის საკუთრებას; უფლების და--დასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 18.10.2017წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (იხ. ტომი 1; ს/ფ 24-25). (დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 ოქტომბრის განკარგულებით, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–--- დი--------3''-ს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთ) ლარად, საკუთრებაში გადაეცა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ბე-–--–---–-ს ქუჩა N1---ში მდებარე 1--09.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (ს/კ 0---------------) და ქ. თბილისში, ბე-–--–---–-ს ქუჩა N1--ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (ს/კ 0---------------) (ტომი 1; ს/ფ 27-28). 2017 წლის 18 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით კი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3''-ს საკუთრებაში გადასცა ქ. თბილისში, ბე-–--–---–-ს ქუჩა N1---ში მდებარე 1--09.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით (ს/კ 0---------------) და ქ.თბილისში, ბე-–--–---–-ს ქუჩა N1--ა-ში მდბარე მიწის ნაკვეთი (ს/კ 0---------------) (ტომი 1; ს/ფ 22-23; 24-25);

 

4.3. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნულ მისა--რთებზე მდებარე, შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ის საკუთრების უფლბით რიცხულ უძრავ ქონებას ფლობს შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ის 11%-იანი წილის მესაკუთრე თა--ზ მი---ე (იხ. შესაგებელი; ს/ფ 59-67, სადაც მოპასუხე სადავოდ არ ხდის სადავო უძრავი ქონებების მის მიერ ფლობის ფაქტს);

 

4.4. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ის მოთხოვნას წარმოადგენს, მის საკუთრებაში არსებული, თა--ზ მი---ის მფლობელობაში არსებული სადავო უძრავი ქონებების, უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მისთვის თა---------– მდგომარეობაში დაბრუნება. ამდენად, დავის საგანს წარმოადგენს მესაკუთრის პრეტენზია არა--რთლზომიერი მფლობელის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

 

4.5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასა--რთლოს პრეცედენტულ სა--რთალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასა--რთლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად (RYSOVSKYY v. UKRAINE, 201-).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასა--რთლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასა--რთლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

 

სხვა საქმეზე ევროპული სასა--რთლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას და--ტებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იო-----ლდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №489-9/99, § 1-4, ადამიანის უფლებათა ევროპული სასა--რთლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასა--რთლო 2001-VIII).

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ა--ვე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’ წარმოადგენს უძრავი ნივთების, მდებარე: 1. ქ. თბილისში, ჯო---- ბა-–-----ის ქუჩა №1- (ს/კ 0---------------); 2. ქ. თბილისში, ბე-–--–---–-ს ქუჩა №1-- (ს/კ 0---------------), 3. ქ. თბილისში, ბე-–--–---–-ს ქ. №1---ა (ს/კ 0---------------), მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31--ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

4.6. პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებებზე, მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების უკანონოდ მოპოვების ფაქტი, მოპასუხეს შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის გზით არ დაუდასტურებია. ამ კუთხით, პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ წინამდებარე სარჩელის განხილვის მომენტისათვის, სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებაში, მიმდინარეობს რაიმე დავა, სადაც სადავოდაა გამხდარი მოსარჩელე მხარის საკუთრების უფლება. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ყველა დავა რაზედაც მოპასუხე თა--ზ მი---ე მიუთითებდა, დასრულებულია. ამდენად, სადავო უძრავ ქონებებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი, შესაბამისი საპროცესო დოკუმენტებით, უკანონოდ არ არის ცნობილი.

 

4.7. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხემ, როგორც სადავო უძრავი ქონებების მფლობელმა, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასა--რთლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთებზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

 

პალატა ყურადღებას გაა--ხვილებს პირველი ინსტანციის სასა--რთლოს დასაბუთებაზე სადავო უძრავ ნივთებზე თა--ზ მი---ის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევის კუთხით, კერძოდ, სასა--რთლომ მიიჩნია, რომ თა--ზ მი---ე წარმოადგენდა რა შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ის 11%-იანი წილის მესაკუთრეს, შესაბამისად, იგი განიხილებოდა სადავო უძრავი ქონების არაპირდაპირ მესაკუთრეთაც. ხოლო, ის გარემოება, თა--ზ მი---ე, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი ეწეოდა თუ არა რაიმე სამეწარმეო (მათ შორის უკანონო) საქმიანობას სადავო უძრავ ქონებაში, იყენებდა თუ არა პარტნიორის უფლებებს ბოროტად და მისი ქმედებით ადგებოდა თუ არა ზიანი საწარმოს, აღნიშნულის და--დასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ ჰქონდა წარმოდგენილი.

 

პალატა ვერ გაიზიარებს ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება (მაგ. გარიგება შპს-სთან), რაც დაადასტურებდა შპს-ს კუთვნილი უძრავი ქონების სა--რთლებრივი საფუძვლით ფლობას. ა--სთან, საყურადღებოა მოპასუხის განმარტება მასზედ, რომ სადავო ქონებას ის დაეუფლა იმ მოტიცით, რომ იგი თავდაპირველად მის საკუთრებას წარმოადგენდა, ხოლო, შემდეგ არასწორად დარეგისტრირდა მოსარჩელე მხარის სახელზე საჯარო რეესტრში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მართალია 2018 წლის 21 ივნისს, თა--ზ მი---ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასა--რთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ს/კ 0--------------- უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა, სარჩელზე შეწყდა წარმოება მისი დაუშვებლობის გამო და ეს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (ტომი 1; ს/ფ 1-9-135).

 

4.8. რაც შეეხება სასა--რთლოს განმარტებას, რომ თა--ზ მი---ე წარმოადგენს რა შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ის 11%-იანი წილის მესაკუთრეს, შესაბამისად, იგი განიხილება სადავო უძრავი ქონების არაპირდაპირ მესაკუთრედ, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, პალატა მიუთითებს, რომ შპს-ს 11%-იანი წილის მესაკუთრის მიერ სადავო ქონების დაუფლებით, თავად შპს-ს, როგორც სამეწარმეო სუბიექტს, რომლის მიზანია მოგების მიღება, ეზღუდება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და შესაბამისად, მოგების მიღების უფლება. ა--სთან, მოპასუხის, როგორც საზოგადოებაში 11% წილის მესაკუთრის მიერ სადავო უძრავი ნივთის ფლობით, ილახება დანარჩენი პარტნიორების (ჯამში 89 წილის მფლობელების) ინტერესები, რაც გამოიხატება იმაში, რომ სამეწარმეო საქმიანობის განუხორციელებლობით, მათ ეზღუდებათ საწარმოს მოგებიდან მათი წილის პროპორციული მოგების მიღება დივიდენდის სახით. პალატა განმარტავს, რომ პარტნიორების ძირითადი მიზანი, რის გამოც ისინი ახორციელებენ ინვესტიციებს საზოგადოებაში, არის საკუთარი ინვესტიციიდან სარგებლის მიღება, რაც გამოიხატება საწარმოს მომგებიანი საქმიანობის შედეგად დივიდენდების განაწილებაში. მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხე მხარის მიერ სადავო უძრავი ქონების დაფლობით, ისინი ვერ აღწევენ დასახულ მიზანს და ადგებათ ზიანი. ამდენად, საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება მესაკუთრის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება.

 

4.9. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ის ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ’’ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 ივლისის №011-2487 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის ქონებას დაედო ყადაღა. აღიარებული საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის წინაშე შეადგენს 8899,25 ლარს, მათ შორის ძირითადი - 9264 ლარი, ჯარიმა - 250 ლარი, საურავი -15519 ლარი, ზედმეტობა - 0 ლარი. დადგენილია, რომ 2018 წლის 16 აპრილს, თბილისის საქალაქო სასა--რთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შუამგომლობით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3''-ის დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნით. დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასა--რთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში, 2018 წლის 26 აპრილს დაინიშნა სასა--რთლოს მთავარი სხდომა და შესაძლოა ქონება დაექვემდებაროს რეალიზაციას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისიწნებით, პალატა მიიჩნევს, რომ სამეწარმეო სუბიექტი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულება და რომელიც ვერ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, მოპასუხე მხარის მიერ სადავო უძრავი ქონებების ფლობის გამო, ეს გარემოება შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს საზოგადოებისათვის.

 

4.10. ა--სთან, თა--ზ მი---ე, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი ეწევა თუ არა რაიმე სამეწარმეო (მათ შორის უკანონო) საქმიანობას სადავო უძრავ ქონებაში, იყენებს თუ არა პარტნიორის უფლებებს ბოროტად და მისი ქმედებით ადგება თუ არა ზიანი საწარმოს, არ წარმოადგენს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე დასადგენ გარემოებას, შესაბამისად, ამ მიმართებით პალატა მსჯელობას არ განავითარებს.

 

4.11. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან, გამოიკვეთა სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სა--რთლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, ნივთის მისთვის გადაცემა მოეთხოვა (სუს №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 1- დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება, №ას-1032-952-2017 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, №ას-1375-1-95-2017 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება).

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას სასა--რთლო შემოიფარგლება იმ გარემოების გამორკვევით, გააჩნია თუ არა მოსარჩელეს საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე. შესაბამისად, ამგვარი წარმოების ფარგლებში მესაკუთრის მიერ საკუთრების მოპოვების კანონიერების შემოწმება (მოპასუხის მხრიდან შეგებებული სარჩელის შეტანის გარეშე) სასა--რთლოს კომპეტენციას სცდება.

 

4.1-. ამდენად, ვინაიდან სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე თა--ზ მი---ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები: მდებარე: 1. ქ. თბილისში, ჯო---- ბა-–-----ის ქუჩა №1- (ს/კ 0---------------), 2. ქ. თბილისში, ბე-–--–---–-ს ქუჩა №1-- (ს/კ 0---------------), 3. ქ. თბილისში, ბე-–--–---–-ს ქ. №1---ა (ს/კ 0---------------) და ქონებები თა---------– მდგომარეობაში უნდა გადაეცეს მესაკუთრე შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ს.

 

5. შემაჯამებელი სასა--რთლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასა--რთლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე თა--ზ მი---ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, მდებარე: 1. ქ. თბილისში, ჯო---- ბა-–-----ის ქუჩა №1- (ს/კ 0---------------), 2. ქ. თბილისში, ბე-–--–---–-ს ქუჩა №1-- (ს/კ 0---------------), 3. ქ. თბილისში, ბე-–--–---–-ს ქ. №1---ა (ს/კ 0---------------), და ქონებები თა---------– მდგომარეობაში უნდა გადაეცეს მესაკუთრე შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, 1. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასა--რთლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასა--რთლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასა--რთლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. 2. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასა--რთლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. 3. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასა--რთლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასა--რთლო ხარჯების განაწილებასაც.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასა--რთლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ა--ვე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასა--რთლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

6.3. პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან დაკმაყოფილდა შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ს სააპელაციო საჩივარი, თა--ზ მი---ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თბილისის სააპელაციო სასა--რთლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ს სააპელაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟი 80.00 ლარის ოდენობით. ა--სთან, მასვე უნდა დაეკისროს თბილისის საქალაქო სასა--რთლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ივლისის განჩინებით შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ს სარჩელზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟი 60.00 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო სასა--რთლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასა--რთლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

4. მოპასუხე თა--ზ მი---ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, მდებარე: 1) ქ. თბილისში, ჯო---- ბა-–-----ის ქუჩა №1- (ს/კ 0---------------); 2) ქ. თბილისში, ბე-–--–---–-ს ქუჩა №1-- (ს/კ 0---------------); 3) ქ. თბილისში, ბე-–--–---–-ს ქ. №1---ა (ს/კ 0---------------) და ქონებები თა---------– მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ს;

 

5. თა--ზ მი---ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს თბილისის სააპელაციო სასა--რთლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ს სააპელაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟი 80.00 ლარის ოდენობით;

 

6. თა--ზ მი---ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს თბილისის საქალაქო სასა--რთლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ივლისის განჩინებით შპს ,,თა---------–ი ვა-------ს კო---–---ი დი--------3’’-ს სარჩელზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟი 60.00 ლარის ოდენობით;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასა--რთლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასა--რთლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასა--რთლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსა--რთლე: გელა ქირია