განაჩენი

სისხლის სამართლის 12.06.2019
საქმის ნომერი
330100118002351777
ინსტანცია
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002351777

საქმე №1ბ/1229-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

გიორგი სვანიძის და მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: ემ-------------ს და გე-–----------–---–-ს

ადვოკატების: გი-------------ს და მა--------------ს

მსჯავრდებულის: კა------–-----ს

მონაწილეობით,მსჯავრდებულ კა------–-----ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მა--------------სა და გი-------------ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე კა---------------------–-----ს მიმართ - დაბადებული 19---–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------- უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ს---------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------------------------------------ დანა–-ული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მ--- ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენით, კა------–----- ცნობილი იქნა დამნა–-ვედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მ--- ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანა–-ულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ, კა------–-----ს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით.

კა------–-----ს ასევე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა 3(სამი)წლით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 2(ორი)წლით და 3(სამი)თვით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.

მსჯავრდებულ კა------–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 29 ნოემბრიდან.

კა------–-----ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2008 წლის 20 ივნისიდან 2009 წლის 17 თებერვლამდე პერიოდში იუსტიციის კაპიტანი კა------–----- მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების უფროსი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.

2008 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძ---–-------–-----------------–--- თანამშრომლებმა ნარკოტიკული დანა–-ულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს და---------–------------------–---–ი, რომელსაც 2008 წლის 27 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და შესახელბეულ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპყრობილეში. ბრალდებულ და------------–---–-ს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპყრობილის მ---------–---- კორპუსზე შესახლების შემდგომ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების უფროსი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებელმა და მ---------–---- კორპუსის ოფიცერმა კა------–-----მ, გადაწყვიტა და------------–---–--ე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარების მიზნით. 2008 წლის 27 ოქტომბრიდან 2009 წლის 16 მარტამდე პერიოდში - თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ და------------–---–-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე, კა------–----- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებელ ლა–---------ა და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ გლდანის N8 საპყრობილის სხვა თანამშრომლებთან ერთად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპყრობილის მ---------–------------------- ფლიგელში მდებარე აბაზანაში შევიდა, სადაც და------------–---–-ა და მის თანასაკნელებს შხაპის მიღების შემდეგ გასახდელში დარჩენა უბრძანა. კა------–-----მ აბაზანის გასახდელში მყოფ და------------–---–- კატეგორიულად მოსთხოვა მისთვის ბრალად შერაცხული დანა–-ულის აღიარება, ამ უკანასკნელისაგან უარის მიღების შემდეგ კი მის ხელთ არსებული ხელის რადიოგადამცემი, ე.წ. „რაცია“ ძლიერად ჩაარტყა ცხვირში. დარტყმის ძალის შედეგად და------------–---–- წაიქცა და დაეცა ძირს, რის შემდეგაც კა------–----- უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებელ - ლა–---------თან ერთად დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში აგინებდა, ამცირებდა და გამეტებით ურტყამდა მას ფეხებს თავში, ტანის არესა და კიდურებზე, რის გამოც და------------–---–- განიცდიდა ძლიერ და აუტანელ ტკივილს. და------------–---–-ს საკანში დაბრუნების შემდეგ კა------–-----მ იგი მკაცრად გააფრთხილა, რომ მისი ცემის შესახებ არავისთვის არაფერი ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის თანასაკნელებსაც ანალოგიურად გაუსწორდებოდა. აღნიშნული ფაქტიდან რამდენიმე კვირაში, სასამართლოს მიერ და------------–---–-სათვის განაჩენის გამოტანამდე, აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით, კა------–----- და ლა–-------ე, გლდანის N8 საპყრობილის გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა თანამშრომლებთან ერთად, შევიდნენ გლდანის მ---------–---- კორპუსის N2---ე საკანში, სადაც მოთავსებული იყო ბრალდებული და------------–---–-. კა------–-----მ და------------–---–- კვლავ ჰკითხა აღიარებდა თუ არა იგი ჩადენილ დანა–-ულს, რაზეც უარყოფითი პასუხის მოსმენის შემდეგ კა------–-----მ და ლა–-------ემ მისი მისამართით დაიწყეს გინება და სახეში რამდენჯერმე გაარტყეს ხელი. კა------–-----ს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს შედეგად მოჰყვა და------------–---–-ს უფლების არსებითი დარღვევა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი ხელყოფა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა კა------–-----მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მა--------------მ და გი-------------მ, რომლებმაც მოითხოვეს გამამატყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად კა------–-----ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ წარმოადგინა სააპელაციო საჩივრის ალტერნატიული მოთხოვნა და კა------–-----ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანაზე უარის თქმის შემთხვევაში იშუამდგომლა, დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება.

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. განაჩენში ჩამოყალიბებული არც ერთი დასკვნა და გადაწყვეტილება არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ასეთი სახის მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება და გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უდევს მხოლოდ ვარაუდი. დაზარალებული და------------–---–- ჩვენებაში განმარტავს, რომ N8-ე დაწესებულებაში მისი პირველი საკანი იყო „c“ კორპუსის N2---ე საკანი, თუმცა ამის საპირისპიროს გვიდასტურებს 2016 წლის 11 აპრილის წერილი, სადაც მითითებულია, რომ და------------–---–- 2008 წლის 30 დეკემბრამდე მოთავსებული იყო მეორე სარეჟიმო კორპუსის N1---ე საკანში. ასევე დაზარალებული ადასტურებს, რომ კა------–-----ს მიერ მის ცემას თითოეულ ჯერზე ესწრებოდა ციხის რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის ბო-------------–--ა, თუმცა აღნიშნული არ დაადასტურა არც თავად ბო-------------–--ამ და არც სასამართლო პროცესზე დაკითხულმა სხვა თანამშრომლებმა. ძნელად წარმოსადგენია ის ფაქტიც, რომ და------------–---–- არ ახსოვს იმ ადამიანების სახელი და გვარები ვინც უკანონოდ დააკავა და მისცა პასუხისგებაში და სხვა ყველაფერთან ერთად, ასევე მას ახსოვს, რომ სახეზე სისხლი მოწმინდა თანამესაკნე ვა-------–----–-–---–-ა და არა შე---–---მ. რაც შეეხება დაზარალებულების თანამესაკნეების ჩვენებებს, ვა-----გ შე---–---მ განმარტა, რომ და------------–---–- პირველი ცემის შემდეგ იწვა ერთი კვირა და ვერ დგებოდა, თუმცა ე.წ. დაზარალებულ და------------–---–- ეს არ დაუდასტურებია, უფრო მეტიც მან აღნიშნა, რომ გადაადგილდებოდა დამოუკიდებლად, სარგებლობდა ე.წ „პრაგულკით“ და შემოწმებაზეც კი გამოდიოდა საკნიდან ორჯერ ყოველდღე. ასევე მას და------------–---–-ს სახეზე და ცხვირზე არასოდეს არ შეუმჩნევია ნაწიბური, თუმცა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, და------------–---–- აქვს თხუთმეტი წლის წინათ დაზიანების შედეგად მიღებული ნაწიბური. მისი განმარტებით თვითონ, ზა----------ე და და------------–---–- არასოდეს არ გადიოდნენ ე.წ. „პრაგულკაზე“, თუმცა საპირისპირო აღნიშნა თავად დაზარალებულმა და------------–---–-ა. თავის მხრივ, ზა----------ემ განმარტა, რომ და------------–---–-სთვის არც მას და არც ვა-----გ შე---–---ს სისხლი სახიდან არ მოუწმინდავს, თუმცა და------------–---–- ადასტურებს საპირისპიროს. ასევე ზა----------ის განმარტებით მეორე ცემა მოხდა ორ კვირაში, თუმცა რე----–---–ი განმარტავს, რომ ის მეორეჯერ კა------–-----მ ცემა ერთი თვის შემდეგ. თა----მ შე---–-------ნ განსხვავებით მიუთითა, რომ და------------–---–- დაზიანება სახეზე ეტყობოდა ერთი კვირა. დაზარალებულის და მისი თანამესაკნეები ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს ის ფაქტიც, რომ ისინი არიან ყალბი, კრიმინალური წარსულის მქონე პირები, რომლებსაც საჯაროდ გამოცხადებული აქვთ ბრძოლა, ყველანაირი მეთოდით პენიტენციური სისტემისა და სამართალდამცავი ორგანოს წინააღმდეგ.

დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში ასევე აპელირებს საქმეზე წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებზეც და მიუთითებს, რომ როგორც ექსპერტმა ეკ------–--–---–-ა განაცხადა, და------------–---–-ს გადმოცემით მის ცხვირზე არსებული სამი ნაწიბურიდან, ერთ-ერთი მიიღო კა------–-----ს მხრიდან რაციის ჩარტყმის შედეგად, ხოლო სხვა ორი ნაწიბური მიიღო თხუთმეტი წლის უკან, თუმცა აღნიშნულის შესახებ საუბარი არ დაადასტურა დაზარალებულად ცნობილმა და------------–---–-ა. ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი დაზიანება, რომელიც რე----–---–ის გადმოცემით მიიღო თხუთმეტი წლის უკან, თითქმის იგივე ზომისაა, რაც მიიღო მისი გადმოცემით კა------–-----ს მხრიდან რაციის ჩარტყმის შედეგად. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ რე----–---–ს ჰქონდა 15 წლის წინათ მიღებული ნაწიბური ზომით 09-01სმ, მაშინ რატომ გამორჩათ ეს ფაქტი იზოლატორის თანამშრომლებს და თუ გამორჩათ, მაშინ ლოგიკურია ის ნაწიბურიც, რომლის არსებობას და------------–---–- უკავშირებს კა------–-----ს მხრიდან რაციის ჩარტყმას, შეიძლება გამორჩენოდათ იზოლატორის თანამშრომლებს. გარდა აღნიშნულისა, ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებს 2008 წლის ბოლოდან 2009 წლის დასაწყისში, ვინმე და------------–---–- დაზიანებული ან/და ნაცემი არ შეუნიშნავთ. დადასტურებულია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რაიმე სახის მედიკამენტი და------------–---–-ს მიმართ არ გაცემულა. ექსპერტმა ალ------------------მ კი უჩვენა, რომ მსგავსი ტრამვის შემთხვევაში და------------–---–- აუცილებლად დასჭირდებოდა მედიკამენტოზური მკურნალობა. დაზარალებულს ექნებოდა ძლიერი ტკივილები. დაზიანება აუცილებლად იქნებოდა შესამჩნევი 8-10 დღე, შესიებისა და სილურჯის გამო. რაც შეეხება ცხვირის ძგიდის გამრუდებას, შესაძლოა გამოწვეული იყოს პათოლოგიით ანუ ბავშვობაში მიღებული ტრამვის შედეგად.

ამასთან, აპელანტი მიუთითებს, რომ ბრალდების მხარემ წარმოგვიდგინა ვერსია თითქოსდა კა------–----- დაინტერესებული იყო და------------–---–-ს მიმართ საქმის გახსნით და შედეგით. თუმცა, გამოძიებას არ დაუდგენია, რომ კა------–----- დანა–-ულს ჩადიოდა სწორედ ამ მოტივით. მათ არ გამოუკითხავთ მინიმუმ საქმის გამომძიებელი და ბრალდებულის დამკავებელი პირები, რომ დაედგინათ იცნობენ თუ არა ისინი კა------–-----ს და ხომ არ ავალებდა რომელიმე მათგანი, და------------–---–-ს მიმართ განეხორციელებინა ცემა დანა–-ულის აღიარების მიზნით. აშკარაა, რომ კა------–-----ს მიმართ გამოძიება წარიმართა არაობიექტურად, არასრულყოფილად და ცალმხრივად.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. კერძოდ,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილის დირექტორის N2----– ბრძანების ამონაწერის თანახმად, კა------–----- დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების უფროსი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე 2008 წლის 20 ივნისიდან, ხოლო მისი გათავისუფლება მოხდა 2010 წლის 1 ნოემბერს N5----– ბრძანებით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა და------------–---–-ა განაცხადა, რომ 2008 წლის 24 ოქტომბერს დააკავეს საქართველოს სსკ-ის კოდექსის 260-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანა–-ულის ბრალდებით და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. 2008 წლის 27 ოქტომბერს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა და შესახლებულ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულებაში. შესახლების შემდეგ, დაახლოებით ერთი თვე იმყოფებოდა კარანტინში, რის შემდეგაც გაანაწილეს მ---------–------------------- ფლიგელის 2---ე საკანში. დაკავებიდან დაახლოებით ერთ თვეში, ის და თავის თანასაკნელები ციხის თანამშრომლებმა გაიყვანეს იმავე ფლიგელში მდებარე აბაზანაში შხაპის მისაღებად. შხაპის მიღების შემდეგ, გასახდელში გასვლისას მათ დახვდათ კა------–-----, ზედმეტსახელად „ც----------“, N8 დაწესებულების იმდროინდელი დირექტორის - თა--------–---ს ნათესავი ლა–-------ე, ზედმეტსახელად „შ----“ და დაწესებულების სხვა თანამშრომლები. კა------–----- მიუახლოვდა მას, შეაგინა და ჰკითხა: „რას შვრები ჩვენებაზე, კიდე არ აღიარებო?“, უარის მიღების შემდეგ, ცხვირში ჩაარტყა ე.წ „რაცია“. შემდეგ ძირს დააგდეს და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში კა------–----- და იქ მყოფი სხვა თანამშრომლები თავისა და ტანის არეში გამეტებით ურტყამდნენ ფეხებს და ასევე აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამაც მძიმე მორალური ტანჯვა მიაყენა. და------------–---–-ს განმარტებით, აღნიშნულ ინციდენტს შეესწრნენ მისი თანასაკნელები - ვა----–----–-–---–ი (პროკურორის განმარტებაზე დაადასტურა, რომ იგულისხმა ვა-----გ შე---–---), ზა----------ე და კიდევ სამი პატიმარი, რომელთა სახელები და გვარები არ ახსოვს. მათი დახმარებით შეძლო საკანში დაბრუნება, სადაც მოგვიანებით შეაწოდეს ბამბა და ტკივილგამაყუჩებელი. სხვა სამედიცინო დახმარება მისთვის არ გაუწევიათ და მის დაზიანებაზე არანაირი დოკუმენტი არ შეუდგენიათ. მას თვალი ჰქონდა შესიებული, თუმცა რამდენი ხანი გაგრძელდა ეს შესიება, კონკრეტულად არ ახსოვს. მოწმის განმარტებით, მომხდარი ფაქტის შესახებ იგი აპირებდა ოჯახის წევრებისა და ადვოკატისათვის თქმას, თუმცა, რამდენიმე დღეში კა------–-----მ იგი გაიყვანა სამორიგეოში და დაემუქრა, რომ თუ მომხდარის შესახებ ვინმე გაიგებდა, თვითონაც დაისჯებოდა და მის გამო, ყველა თანასაკნელიც. აღნიშნულის შემდეგ, აბაზანის გასახდელში მომხდარი ფაქტიდან დაახლოებით ერთ თვეში, მასთან საკანში შევიდნენ კა------–-----, ლა–- - ზედმეტსახელად „შ----“ და სხვა თანამშრომლები. კა------–-----მ ჰკითხა, თუ რა მოიფიქრა, აღიარებდა თუ არა დანა–-ულს, ხოლო უარის მიღების შემდეგ მან და ლა–-მ კვლავ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაამცირეს თანასაკნელების წინაშე. კონკრეტულად კა------–-----ს მხრიდან ეს ბოლო შემთხვევა იყო. როგორც ახსოვს, მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს ესწრებოდა ციხის თანამშრომელი ბო-------------–--აც, მეტსახელად „ბ-----“. მისი განმარტებით, ზოგადად ყოველდღიურად გადიოდა დღეში ერთი საათით საკნიდან. ამ უფლებით სარგებლობდა თუ რაიმე აკრძალვა არ ყოფილა. ასევე, ყოველდღე ხდებოდა მათი შემოწმება, საკნიდან გამოსვლა, დათვლა და საკანში დაბრუნება. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ცხვირზე ჰქონდა უმნიშვნელო ბავშვობის ტრავმა, მაგრამ ცხვირი დეფორმირებული არ ჰქონია, ამჟამად არსებული დეფორმირება და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ტრავმა კი მიღებული აქვს კა------–-----ს მიერ ე.წ. „რაციის“ ჩარტყმის შედეგად.

სააპელაციო საჩივარში განვითარებული მსჯელობა და------------–---–-ს მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით, აშკარად უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული. პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მან სასამართლოს მისცა საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ჩვენება. დაზარალებულმა თანმიმდევრულად და ლოგიკურად გადმოსცა 2008 წლის 27 ოქტომბრიდან 2009 წლის პირველ ნახევრის პერიოდში სასჯელაღსრულების N8 განვითარებული მოვლენები და ნათლად დაადასტურა, რომ ამ დროის განმავლობაში მ---------–---- კორპუსის ოფიცერმა კა------–-----მ ორჯერ განახორციელა მის მიმართ ფიზიკური ძალადობა და პირადი ღირსების შეურაცხყოფა. და------------–---–- საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავს სრულყოფილად და ზედმიწევნით; არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მისი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი. როგორც და------------–---–-ა განაცხადა, იგი სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში შესახლებისას თავდაპირველად მოთავსებული იყო კარანტინში, ზუსტი დრო არ ახსოვს მაგრამ, როგორც იხსენებს, ერთი თვით მაინც, ხოლო კარანტინის შემდეგ პირველი საკანი, სადაც ის გაანაწილეს, იყო „c“ კორპუსის N2---ე საკანი. ამდენად, პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის მითითებას, რომ დაზარალებულის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის 2016 წლის 11 აპრილის N8 დაწესებულების დირექტორის წერილთან, სადაც მითითებულია, რომ და------------–---–- თავდაპირველად მოთავსებული იყო მ--- კორპუსის N1-- საკანში და შემდეგ მოხდა მისი გადაყვანა მ--- კორპუსის N2---ე საკანში. ასევე ურთიერთსაწინააღმდეგოდ ვერ იქნება მიჩნეული დაზარალებულის და მოწმე ბო-------------–--ასა ჩვენებები, ვინაიდან ამ უკანასკნელის განმარტებით, პატიმარ და------------–---–- ვერ იხსენებს პიროვნულად, თუმცა კა------–-----ს მხრიდან პატიმრებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტს არაერთხელ შესწრებია.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ და------------–---–- არ ახსოვს მის დაკავებაში მონაწილე პირების და მისი საქმის გამომძიებლის სახელები და გვარები, ასევე ვა-----გ შე---–--- მოიხსენია როგორც შე---–-–---–ი, პალატა მიუთითებს, რომ და------------–---–- პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე დაიკითხა შემთხვევიდან დაახლოებით 10 წლის შემდეგ. შესაბამისად, აღნიშნული საკმაოდ დიდი პერიოდის გასვლის შემდეგ ის გარემოება, რომ დაზარალებულმა ვერ გაიხსენა გარკვეული პირების სახელები და გვარები, ან არასწორად გაიხსენა, ვერ გახდება მისი ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ და------------–---–- ცრუობს სასამართლოს წინაშე და მან კა------–-----ს განზრახ მხილების მიზნით, მის წინააღმდეგ მისცა არასწორი ჩვენება.

დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია მასთან ერთან N2---ე საკანში მყოფი პირების ვა-----გ შე---–---ს და ზა----------ის ჩვენებებთან. ისინი იმავე თანმიმდევრობით და ლოგიკური წყობით აღწერენ მათთვის ცნობილ, განვითარებულ მოვლენებს, როგორც დაზარალებული.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ვა-----გ შე---–---მ განმარტა, რომ 2008 წლის 21 ივნისს ყაჩაღობის ბრალდებით შეასახლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულებაში. იგი მოთავსებული იყო სხვადასხვა საკანში და ბოლოს გადაიყვანეს C კორპუსის N2---ე საკანში. თავდაპირველად იქ განთავსებული იყო 4-5 პატიმარი, რომელთაგან ახსოვს მხოლოდ ზა----------ის სახელი და გვარი. 2008 წლის დაახლოებით ნოემბრის თვეში კი მათთან შეასახლეს და------------–---–-, რომელიც იყო მხოლოდ თანასაკნელი და მასთან სხვა ურთიერთობა არ ჰქონდა. მოწმის განმარტებით, იგი უშუალოდ შეესწრო კა------–-----ს მიერ და------------–---–-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს, კერძოდ: და------------–---–-ს მათ საკანში შესახლებიდან მცირე დროში, ერთ-ერთი შხაპის მიღების შემდეგ, გასახდელში ყოფნისას, მათთან შევიდა კა------–-----, ზედმეტსახელად „ც----------“, ასევე, N8 დაწესებულების იმდროინდელი დირექტორის თა--------–---ს ნათესავი - ლა–- - ზედმეტსახელად „შ----“ და რამდენიმე კონტროლიორი, რომელთა ვინაობები არ იცის. კა------–-----მ და------------–---–- ჰკითხა: „შენ, ბიჭო, დანა–-ულს კიდევ არ აღიარებო?“, რაზეც და------------–---–-ა უპასუხა, რომ მას დანა–-ული არ ჰქონდა ჩადენილი და შესაბამისად, არჩადენილ დანა–-ულს არ აღიარებდა. აღნიშნულზე კა------–-----მ მას დაუწყო ღირსების შემლახავი სიტყვებით გინება, ცხვირში ჩაარტყა მის ხელთარსებული ე.წ. „რაცია“ და ეუბნებოდა, რომ ეღიარებინა დანა–-ული. ე.წ. რაციის ცხვირში ჩარტყმის შედეგად და------------–---–- წამოუვიდა სისხლი და წაიქცა, რის შემდეგაც წაქცეულ და------------–---–- კა------–-----, ლა–- და მათთან მყოფი კონტროლიორები დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში ურტყამდნენ ფეხებს თავისა და ტანის არეში და აგინებდნენ ღირსების შემლახველი სიტყვებით. აღნიშნულის შემდეგ ყველა მათგანი დააბრუნეს საკანში. იმის გამო, რომ და------------–---–- ჰქონდა ძლიერი ტკივილები, ითხოვდნენ ექიმის დახმარებას, რაზეც უარი უთხრეს, გაუგზავნეს მხოლოდ ბამბა და ტკივილგამაყუჩებელი და უთხრეს, რომ თვითონ მიეხედათ. მოწმის განმარტებით, და------------–---–- იმდენად ძლიერი ტკივილები ჰქონდა, რომ საწოლში ტიროდა. თავიდან იწვა და------------–---–- და ჭამაც უჭირდა. მას დაზიანება კვირეების და შეიძლება თვეების განმავლობაშიც ეტყობოდა. ამ ცემამდე და------------–---–- ცხვირზე შემსაჩნევი დაზიანება არ ჰქონია. დაზარალებულს სურდა აღნიშნული ინციდენტის შესახებ გენ.ინსპექციაში შეეტანა საჩივარი და ოჯახის წევრებისათვის შეეტყობინებინა, თუმცა, როგორც მისგან იცის, კა------–----- დაემუქრა, რომ თუ მომხდარი ფაქტის შესახებ ვინმესთვის გახდებოდა ცნობილი, ცოცხალი ვერ გავიდოდა გარეთ, ასევე, მის თანასაკნელებსაც იმავე დღეში ჩააგდებდა. საშხაპეში მომხდარი ფაქტიდან რაღაც პერიოდის შემდეგ (ორ კვირაში, ერთ თვეში) მათ საკანში შევიდნენ კა------–-----, ლა–- - მეტსახელად „შ----“ და რამდენიმე კონტორლიორი, რომელთაც აღიარებაზე უარის მიღების შემდეგ კვლავ სცემეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და------------–---–-. აღნიშნულის შემდეგ, დანა–-ულის აღიარების მოთხოვნით მესამედ და------------–---–- ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს კვლავ აბაზანაში, თუმცა, მესამე შემთხვევაში, კა------–-----ს მონაწილეობა არ მიუღია. მოწმის განმარტებით, და------------–---–-ს მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების სამივე შემთხვევას შეესწრო უშუალოდ თვითონ და ყველა იმჟამინდელი თანასაკნელი, რომელთაგან ახსოვს მხოლოდ ზა----------ე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ზა----------ემ განმარტა, რომ იგი 2008 წლის ბოლოს და 2009 წლის დასაწყისში ძარცვის ბრალდებით სასჯელს იხდიდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულების N2-- საკანში, რომელშიც მისი ჩათვლით მოთავსებული იყო 5-6 პატიმარი, მათ შორის, ვა-----გ შე---–--- და და------------–---–-, ხოლო დანარჩენი თანასაკნელების გვარები და სახელები არ ახსოვს. მოწმის განმარტებით, და------------–---–- 2---ე საკანში შეასახლეს 2008 წლის დაახლოებით ნოემბრის თვეში. მისი შესახლებიდან მცირე დროში, დეკემბერში ან 2009 წლის იანვარში, საკანში მოთავსებული ყველა პატიმარი გაიყვანეს შხაპის მისაღებად, სადაც შხაპის მიღების შემდეგ, გასახდელში მათთან შევიდა კა------–-----, თა--------–---ს ნათესავი ლა–- - მეტსახელად „შ----“ და რამდენიმე კონტროლიორი, რომელთაგან კა------–-----მ და------------–---–- ჰკითხა: „რას შვრები შენ, ბოლო-ბოლო, აღიარებ შენ საქმეს თუ არაო“. და------------–---–-სგან უარის მიღების გამო, კა------–----- გაბრაზდა და და------------–---–- ცხვირში ჩაარტყა ე.წ. რაცია, რის შედეგადაც და------------–---–- ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა და წაიქცა. წაქცეულ და------------–---–- კა------–-----მ და იქ მყოფმა ციხის სხვა თანამშრომლებმა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ფეხები ურტყეს სხეულის სხვადასხვა ადგილას და ღირსების შემლახველი სიტყვებით აგინეს, თუმცა, განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდა კა------–-----. შემდეგ, ისე რომ მისთვის სისხლი არ მოუწმენდიათ, და------------–---–- თანასაკნელების დახმარებით დააბრუნეს საკანში და მიუხედავად იმისა, რომ სჭირდებოდა სამედიცინო დახმარების გაწევა, შეაწოდეს მხოლოდ ბამბა და ტკივილგამაყუჩებელი, ხოლო სხვა სამედიცინო დახმარება მისთვის არ გაუწევიათ. და----ს დაახლოებით ერთი კვირა ემჩნეოდა ცხვირზე დაზიანება, თუმცა გადაადგილება შეეძლო. მოწმის განმარტებით, და------------–---–-ს მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით არც მას და არც სხვა თანასაკნელს არავისთვის მოუყოლიათ, ვინაიდან რეჟიმიდან გამომდინარე არც საშუალება ჰქონდათ და ამასთან, მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღეში და------------–---–- კა------–-----მ გაიყვანა სამორიგეოში და დაემუქრა, რომ მომხდარი ფაქტის გაჟღერების შემთხვევაში, როგორც მას, ასევე მის თანასაკნელებს ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. აღნიშნულის შემდეგ, პირველი ინციდენტიდან დაახლოებით ორ კვირაში, მათთან საკანში შევიდნენ კა------–-----, ლა–- - მეტსახელად „შ----“ და ციხის რამდენიმე სხვა თანამშრომელი. მოცემულ შემთხვევაშიც, კა------–----- და------------–---–-სგან მოითხოვდა ბრალად წარდგენილი დანა–-ულის აღაირებას, ხოლო უარის მიღების შემდეგ, კვლავ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და------------–---–-. მოწმის განმარტებით, გარდა აღნიშნული ორი ფაქტისა, იგი შეესწრო აგრეთვე და------------–---–-ს მიმართ ძალადობის განხორციელების მესამე ფაქტს, რომელიც განხორციელდა თა--------–---ს ნათესავის ლა–-ს და ციხის სხვა თანამშრომლების მხრიდან. მისი პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, კა------–-----ს მხრიდან გარდა და------------–---–-ს ზემოაღნიშნული ძალადობის ორი ფაქტისა, იგი არაერთხელ შესწრებია კა------–-----ს მხრიდან სხვა პატიმართა მიმართ განხორციელებულ ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტს, მათ შორის კა------–-----ს მხრიდან მის მიმართაც არაერთხელ ჰქონია ადგილი ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტს. ისინი ჰაერზე გასვლის უფლებით იშვითად სარგებლობდნენ, ხოლო შემოწმების დროს ყველა გამოდიოდა საკნიდან, მათ შორის რე----–---–ი. ცემამდე რაიმე შრამი თუ ჰქონდა სახეზე და------------–---–-, არ შეუმჩნევია, არ ახსოვს, შეიძლება ჰქონდა კიდეც.

აპელა----ბი ცდილობენ არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებები წარმოაჩინონ ვა-----გ შე---–---ს, ზა----------ის და დაზარალებულ და------------–---–-ს ჩვენებებს შორის, რასაც პალატა ვერ დაეთანხმება და ვერ მიიჩნევს მათ როგორც არსებითი ხასიათის შეუსაბამობებს. და------------–---–-ა, ვა-----გ შე---–---მ და ზა----------ემ იდენტურად აღნიშნეს, რომ რე----–---–ს კა------–-----ს მიერ „რაციის“ ჩარტყმის შედეგად ცხვირი ჰქონდა დასიებული, ასევე ცემის შემდეგ არ შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება და თანასაკნელების დახმარებით შეიყვანეს საკანში. რე----–---–მა და თა----მ მიუთითეს, რომ ცხვირის დასიების პერიოდი გაგრძელდა რამდენიმე დღე, ხოლო ვა-----გ შე---–---მ ისაუბრა ე.წ. „რაციის“ ჩარტმის შედეგად მიღებული დაზიანების კვალზე, რომელიც თვეების განმავლობაშიც კი ეტყობოდა დაზარალებულს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ვა-----გ შე---–---ს და ზა----------ეს საკანში შესახლებისას არ შეუნიშნავთ და------------–---–-ს ცხვირზე არსებული ადრეულ ასაკში მიღებული დაზიანებები, პალატა მიუთითებს თავად დაზარალებულის ჩვენებაზე, რომელმაც სასამართლოს მოახსენა, რომ ბავშვობაში მიღებული დაზიანება იყო უმნიშვნელო და არ ეტყობოდა.

ჰაერზე გასვლის უფლებით სარგებლობისა და ყოველდღიურდ შემოწმებაზე გასვლასთან დაკავშირებით დაცვის მხარის მიერ და------------–---–- კითხვები დაესვა ზოგადად სასჯელაღსრულებაში დადგენილი წესის შესაბამისად როგორ ხორციელდებოდა აღნიშნული პორცედურები მისი იქ ყოფნის პეროდში. ხოლო ვა-----გ შე---–---მ ამ კუთხით უშუალოდ და------------–---–-ს ცემის ფაქტზე გაამახვილა ყურადღება და მიუთითა, რომ ცემის შემდეგ მას არ შეეძლო გადაადგილება და შესაბამისად, ვერც საკნიდან ვერ გადიოდა იმ პერიოდში. ასევე ურთიერთსაწინააღმდეგოდ ვერ მიიჩნევს პალატა და------------–---–-სა და ზა----------ის ჩვენებებს იმ ნაწილში, ნაცემ დაზარალებულს მოწმინდეს თუ არა სისხლი თანასაკნელებმა. ზა----------ის განმარტებით, აბაზანიდან გამოყვანისას და---- რე----–---–------ს სისხლი არავის მოუწმენდია, ის შეიყვანეს საკანში და მოგვიანებით მიაწოდეს ბამბა და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამეტნი. და------------–---–-ა დაადასტურა მისთვის ბამბისა და მედიკამენტის საკანში მიწოდების ფაქტი და ზოგადად ისაუბრა, რომ ამ ინციდენტის შემდეგ მას მიხედეს და ყურადღებას აქცევდნენ თანასაკნელები. რაც შეეხება, კა------–-----ს მიერ და------------–---–-ს მიმართ განცორხიელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ორ ეპიზოდს შორის არსებულ დროის შუალედს, ამ პერიოდთან დაკავშირებით მოწეებმა დაასახელეს სავარაუდო დრო - ერთი თვე, 2 კვირა და ამდენად, აღნიშნული ვერ მიიჩნევა მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებულ არსებითი ხასიათის უზუსტობად.

მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს №397აპ-14 გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება (ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა).“

პალატა აფასებს რა და------------–---–-ს, ზა----------ის და ვა-----გ შე---–---ს ჩვენებებს აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, მიიჩნევს, რომ ისინი სრულიად ლოგიკური და დამაჯერებელია, რის გამოც პალატას არ გააჩნია საფუძველი, რომ ეჭვი შეიტანოს მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობაში.

პალატის აზრით, უსაფუძვლოა დაცვის მხარის აპელირება მოწმეთა ჩვენებების სიყალბეზე იმის გამო, რომ ისინი სასჯელს იხდიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ბრძოლას უცხადებენ იქ არსებულ რეჟიმს. მხოლოდ აღნიშნულ გარემოებას, შესაბამისი მტკიცებულებების და არგუმენტების არ არსებობის პირობებში, პალატა ვერ მიიჩნევს მოწმეთა დისკრედიტაციის საფუძვლად, ვინაიდან ასეთი ვერსიის დაშვების შემთხვევაში ფაქტობრივად დაუსჯელი დარჩება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დანა–-ულის ჩამდენი ყველა პირი, ვინდაიდან ძირითად ასეთ საქმეებზე მოწმეთა ძირითად ბაზას პატიმრები წარმოადგენენ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლებმა: ბო-------------–--ამ, რ-------------------------------------------–---------–---–-----------------–---–--------–---------------------------------------–----------------–-----–---–-- განმარტეს, რომ 2008 წლის ბოლოს და 2009 წლის დასაწყისში განაწილებულნი იყვნენ მესამე სარეჟიმო კორპუსის C ფლიგელში. კორპუსის უფროსი, ე.წ. „კორპუსნოი“ იყო კა------–-----, რომელთანაც კომუნიკაციას ამყარებდნენ რადიოსადგურის, ე.წ. რაციისა და შიდა ტელეფონის საშუალებით. მასთან ჰქონდათ ნორმალური, თანამშრომლური ურთიერთობა. ბო-------------–--ამ დაადასტურა, რომ მისი თანდასწრებით და მონაწილეობით კა------–-----ს არაერთხელ განუხორციელებია პატიმართა უკანონო დასჯა, რაც გამოიხატებოდა პატიმართა ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში. კონკრეტულად პატიმარი და------------–---–- არ ახსენდება და არ შეუძლია დაადასტუროს მისი ცემის ფაქტს შესწრებია თუ არა. პატიმრები მასთან საუბარში აღნიშნავდნენ, რომ განსაკუთრებული სადამსჯელო ქმედებებით გამოირჩეოდა მ---------–---- კორპუსი, ხოლო კორპუსის ოფიცერი კა------–----- იყო აგრესიული და სასტიკი. მას ერჩია, რომ აღნიშნულ კორპუსში არ მოხვედრილიყო, ვინაიდან უწევდა არასასიამოვნო დავალებების შესრულება. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც პატიმარი დაზიანებებს მიიღებდა დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან, ექიმი აღნიშნულ დაზიანებებს ცნობაში არ ასახავდა, ვინაიდან იგი თანამშრომელთა მხრიდან იყო მიყენებული და იმას აწერინებდნენ, რაც თავად ადმინისტრაციას აწყობდა. ასევე ყოფილა შემთხვევები, რომ დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული დაზიანებების შესახებ ინფორმაცია ექიმამდეც კი არ მიდიოდა.

მოწმე ბო-------------–--ას გარდა სხვა თანამშრომლებმა მიუთითეს, რომ ისინი უშუალოდ არ შესწრებიან კა------–-----ს მხრიდან რომელიმე პატიმრის მიმართ ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტს, თუმცა, პატიმრებისგან სმენიათ, რომ კა------–----- მათ მიმართ გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიულობითა და სისასტიკით, რის გამოც პატიმრებს მისი ეშინოდათ.

პალატა აფასებს რა სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშორმელიბის ჩვენებებს, მიუთითებს, რომ მათ მიერ სასამართლოსათვის მოწოდებული ინფორმაცია არ გამორიცხავს და------------–---–-ს, ზა----------ის და ვა-----გ შე---–---ს ჩვენებების სისწორეს. ის გარემოება, რომ დაკითხული თანამშრომლები უშუალოდ არ შესწრებიან კა------–-----ს მიერ და------------–---–-ს ცემის ფაქტს და ასევე არ ახსოვთ ნაცემი და------------–---–-, არ მიუთითებს, რომ განსახილველ დანა–-ულს ადგილი არ ჰქონია. მით უფრო, როდესაც მოწმეებს არ ახსოვთ პატიმარი და------------–---–-, ხოლო კა------–-----ს მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ფაქტებზე ხშირად სმენიათ და მათ არ გამორიცხეს, რომ შეუძლებელი იყო კა------–-----ს ჩაედინა ბრალად წარდგენილი დანა–-ულებრივი ქმედება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია საქმეზე წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან, რომლებიც კიდევ უფრო განამტკიცებენ დაზარალებულისა და მისი თანასაკნელების ჩვენებებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმის თანახმად, ოქმი შედგენილ იქნა 2008 წლის 24 ოქტომბერს 22:20 საათზე, გ------------------------------–---–-------------------------- რე----–---–ის მონაწილეობით. აღნიშნული ოქმის მიხედვით, და---------–------------------–---–ს გარეგნული დათვალიერებით სხეულზე დაზიანება არ აღენიშნება. აღნიშნული ოქმის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა 2008 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის N2 დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომელმა გ-------------------- ექიმმა ნ-----–-------------- და მორიგე პოლიციელმა გ-----------------–---–--- რომელმაც დამატებით განმარტეს, რომ გარეგნული დათვალიერების დროს ხდებოდა დაკავებულის სხეულის თითოეული ნაწილის დეტალური შემოწმება. დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებისას და------------–---–- რაიმე ხილული დაზიანება, მათ შორის, ძველი დაზიანება არ ჰქონია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოქმში აუცილებლად იქნებოდა მითითებული.

2008 წლის 27 ოქტომბრით დათარიღებული სამედიცინო ცნობის თანახმად, ს.ს.დ.-ის N8 საპყრობილეში შესახლებულ და---------–------------------–---–ს გარეგანი დათვალიერებით: „ტრავმული დაზიანება არ ვლინდება“. აღნიშნულ სამედიცინო ცნობის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა 2008-2009 წლების მდგომარეობით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების მსჯავრდებულთა და პატიმართა სამედიცინო ნაწილის უფროსმა ვ-–-------------------- რომელმაც დამატებით განმარტა, რომ აღნიშნული გარეგანი დათვალიერების დოკუმენტით, და------------–---–- N8 დაწესებულებაში შესახლების დროს ხილული ტრავმული დაზიანებები - ნაწიბურები, სისხლნაჟღენთები და სხვა არ აღენიშნებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ცნობაში აუცილებლად მიუთითებდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ უშუალოდ მას არ ჰქონია შემთხვევა, დაწესებულების თანამშრომლის მოთხოვნით, ექიმის კონსულტაციის გარეშე, პატიმრისათვის მედიკამენტი, ბინტი ან ბამბა დაწესებულების თანამშრომლის მეშვეობით საკანში მიეწოდებინა, თუმცა, აღნიშნულს არც გამორიცხავს, ვინაიდან მედიკამენტები ინახებოდა ექთნების ოთახში და არ გამორიცხავს მედიკამენტის ექიმის კონსულტაციის გარეშე ექთნის ან თანამშრომლის მიერ საკანში პატიმრისათვის შეწოდების ფაქტს.

2017 წლის 18 დეკემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მოქალაქე და------------–---–-ს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დინამიური დაკვირვების დღიურის ჩანაწერებით/ქსეროასლი, დამოწმებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N15 პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმის ბეჭდით, რომელიც მოიცავს 13.03.15 წ.-24.01.2016 წ. პერიოდს. 18.07.15 წ. დადგენილი აქვს დიაგნოზი: ცხვირის ძგიდის გამრუდება, მიცემული აქვს ოპერაციული მკურნალობის რეკომენდაცია. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა N3------ქსეროასლი, დამოწმებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმის ბეჭდით/ მონაცემებით, და------------–---–- აღნიშნულ სტაციონარში მკურნალობდა 16.03.2015 წ. -24.03.2015 წ., სადაც გაუკეთდა ოპერაცია: ჰემოროიდექტომია. მიეცა რეკომენდაცია: 14 დღის შემდეგ ცხვირის ძგიდის რეზექცია გეგმიური წესით. დიაგნოზი: ჰემოროიდული დაავადება მ---ბ სტადია, ქრონიკული “C” ჰეპატიტი, ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა, ცხვირის ძგიდის გამრუდება; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მონაცემებით/ნომერი მითითებული არ არის, დათარიღებული 08.04.2015 წ. ქსეროასლი, დამოწმებული N15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის დაწესებულების აღკვეთის დაწესებულების მთავარი ექიმის ბეჭდით/, და------------–---–- ჩაუტარდა ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია 31.01.14 წ. და N18 სამკურნალო დაწესებულებაში 16.03.2015 წ. ჩაუტარდა სიმპტომური მკურნალობა. მიეცა რეკომენდაცია: ცხვირის ძგიდის რეზექცია გეგმიური წესით. დასკვნა: ცხვირის ძგიდის გამრუდება, ქრონიკული ევსტაქიტი. და------------–---–- ჩაუტრადა ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია 31.03.2014 წ./ქსეროასლი, დამოწმებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N15 პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმის ბეჭდით და დაესვა დიაგნოზი: ცხვირის ძგიდის გამრუდება, ქრონიკული ევსტაქიტი. გეგმიურად ესაჭიროება ოპერაცია: ცხვირის ძგიდის რეზექცია. ექსპერტიზაზე წარმოდგენილია და------------–---–-ს შპს „ნი-------------–-ს“ რადიოლოგიურ განყოფილებაში 18.03.2014 წ. ჩატარებული თავის ტვინის კტ. კვლევის დასკვნა: არსებული კტ. კვლევით თავის ტვინის ნივთიერებაში კეროვანი დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება. ვლინდება ორმხრივი ეთმოიდიტი, სფენოიდიტი, ჰაიმორიტი, მარცხენამხრივი მასტოიდიტი. ცხვირის ძგიდე შუა და ზედა მესამედის დონეზე გამრუდებულია მარცხნივ. ცხვირის ნიჟარები ჰიპერტროფირებულია. როგორც ექსპერტიზაზე დამატებით, 16.11.2017 წ. წარმოდგენილი მომართვიდან ირკვევა, „და---- რე----–---–თან დაკავშირებით სხვა სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც შეეხება დადგენილებაში მითითებულ პერიოდში მისთვის ცხვირზე მიყენებულ დაზიანებებს, არ მოიპოვება“. 07.12.2017 წ. 14:40 სთ. პირადი შემოწმების მონაცემებით, მოქალაქე და------------–---–- ცხვირის არეში აღენიშნებოდა ერთი შედარებით სწორნაპირებიანი, ერთი შედარებით უსწორონაპირებიანი და ერთი გადასწორებულნაპირებიანი ატროფიული ნაწიბური. შედარებით სწორნაპირებიანი ნაწიბური უნდა წარმოადგენდეს რაიმე სწორკიდეებიანი ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს და განვითარებული უნდა იყოს, რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით. შედარებით უსწორონაპირებიანი ნაწიბური უნდა წარმოადგენდეს რაიმე უსწოროკიდეებიანი ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს და განვითარებული უნდა იყოს რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. გადასწორებულნაპირებიანი ატროფიული ნაწიბურის მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წაშლილია ნაწიბურის მორფოლოგიური სურათი. ნაწიბურები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ატარებენ სხეულის დაზაინებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს. ნაწიბურების ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან გასულია 1,5 წელზე მეტი დრო. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მოქალაქე და------------–---–-ს თავის ტვინის კტ. კვლევის CD დისკის/დათარიღებული 18.03.2014./შესწავლით, არსებულ გამოსახულებებზე ძვლოვანი ტრავმული დაზიანების სარწმუნო კტ. ნიშნები არ ფიქსირდება. კომპიუტერულ ტომოგრამაზე არსებული ცხვირის ძგიდის გამრუდება არამარტო ტრავმული გენეზით შეიძლება აიხსნას. ტრავმული დაზიანების არსებობის შემთხვევაშიც კი, 2008-2009 წლებთან შესაბამისობის დადგენა 2014 წელს ჩატარებული კვლევის მონაცემებით შეუძლებელია. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ცხვირის ძგიდის გამრუდების ტრავმულ წარმოშობაზე კატეგორიული მსჯელობა შეუძლებელია და შესაბამისად, მისი სასამართლო მედიკური კუთხით შეფასების საფუძველი ექსპერტიზას არ გააჩნია. სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ეკ------–--–---–-ა.

2018 წლის 3 აპრილს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის, შპს „ვექტორის“ მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტის დასკვნა N0--------ის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით (ექსპერტის დასკვნა N0--------) და------------–---–- შპს „ნ--------------––ი“ 18.03 14 წ. ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით დაუდგინდა ცხვირის ძგიდის გამრუდება. აღნიშნული შესაძლოა განპირობებულიყო როგორც გადატანილი ტრავმით, ასევე პათოლოგიით. ამდენად, ძგიდის გამრუდების ეტიოპათოგენეზზე რაიმე ცალსახა დასკვნების გამოტანა შეუძლებელია. თუკი ცხვირის ძგიდის გამრუდება ტრავმული წარმოშობისაა, ასეთ შემთხვევაში დაზიანების ხანდაზმულობის განსაზღვრა, ანუ შეესაბამება თუ არა აღნიშნული 2008-2009 წწ დროის პერიოდს, არსებული მონაცემებით ექსპერტიზას არ შეუძლია. ცხვირის პროექციაზე გარეგნულად (კანზე) ექსპერტ ეკ------–--–---–-ს მიერ შესამოწმებელი პირის უშუალო შემოწმებისას 07.12.17 წ. დაფიქსირდა სამი ჭრილობის შეხორცების შემდგომი ნაწიბური (ცხვირის მარცხენა გვერდითი მიდამოს სწორნაპირებიანი ნაწიბური, ზომით 0,9X0,1 სმ., იქვე მიმდებარე ლოკაციით გადასწორებულნაპირებიანი ატროფიული ნაწიბური, ზომით 0,2X0,1 სმ. ცხვირის ზურგის მიდამო ცენტრალურად და მარცნივ ირიბად, მოთეთრო ფერის, შედარებით უსწორო ნაპირებიანი ნაწიბური, ზომით 1X0,1 სმ). აღნიშნული ნაწიბურების ხანდაზმულობის განსაზღვრა არსებული მონაცემებით ამჟამად შეუძლებელია. და------------–---–-ს ცხვირზე არსებული დაზიანება წარმოადგენს ჭრილობების შეხორცების შემდგომ ნაწიბურებს. ჭრილობა თავისი მორფოლოგიური მახასიათებლით წარმოადგენს დაზიანებას, რა დროსაც დარღვეულია კანის მთლიანობა და ამდენად დაზიანება ხილვადი-შესამჩნევი იქნებოდა გარშემო მყოფთათვის ტრავმის მიღებიდან დაახლოებით 7-10 დღის განმავლობაში. ცხვირის ძგიდის ტრავმული გამრუდების შემთხვევაში ტრავმის კლინიკური გამოვლინების ნიშნები რბილი ქსოვილების შეშუპების და სხვა მოვლენების სახით ხილვადი-შესამჩნევი იქნებოდა გარშემო მყოფთათვის ტრავმის მიღებიდან ასევე დაახლოებით 7-10 დღის განმავლობაში. ცხვირზე არსებული დაზიანება - ჭრილობა და თუ კი ძგიდის გამრუდება იყო ტრავმული გენეზის, ასეთ შემთხვევაში და------------–---–- დასჭირდებოდა სათანადო სამედიცინო დახმარება, კერძოდ - ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია და ზოგადი (ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და სხვა.) და ადგილობრივი (ჭრილობის დამუშავება და სხვა ) ხასიათის კონსერვატული თერაპია. სამედიცინო ექსპერტიზის N01------ დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ალ------------------მ.

პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ ექსპერტების ეკ------–--–---–-ს და ალ------------------ს მიერ გაცემული დასკვნები არ მოდის წინააღმდეგობაში არც ერთმანეთთან და არც დაზარალებულ და------------–---–-ს ჩვენებასთან. ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული და------------–---–-ს ცხვირზე განვითარებული 0,9X0,1 სმ., 0,2X0,1 სმ. და 1X0,1 სმ ნაწიბურები ნამდვილად არ არის ერთმანეთის ზომის. ექსპერტთა ჩვენებებითა და შესაბამისი დასკვნებით შეუძლებელია იმის განსაზღვრა თუ რომელი დაზიანება როდის აქვს მიღებული და------------–---–- და შესაბამისად შეუძლებელია დავადგინოთ ზემოაღნიშნული სამი ზომის დაზიანებიდან რომელია ბავშვობის ასაკში მიღებული. ამ პირობებში კი პალატას სარწმუნოდ მიაჩნია თავად დაზარალებულის განმარტება, როდესაც მიუთითებს, რომ მისი ბავშვობის დროინდელი ტრავმა იყო უმიშვნელო და არც კი ემჩნეოდა. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით იქმნება მტკიცებულებათა შორის სრულიად ლოგიკური ჯაჭვი, რომ დაზარალებულის დაახლოებით 15 წლის წინ მიღებულმა დაზიანებამ ასახვა ვერ ჰპოვა იზოლატორსა და სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში შესახლებისას ჩატარებული შემოწმების ოქმებში და ასევე იგი არც თანასაკნელებისათვის იყო შესამჩნევი.

რაც შეეხება ექსპერტ ალ------------------ს მითითებას, რომ მსგავსი სახის დაზიანების მიყენების პირობებში დაზარალებულს ექნებოდა ძლიერი ტკივილები და დასჭირდებოდა მედიკამენტოზური მკურნალობა, პალატა მიუთითებს, რომ როგორც ზა----------ემ, ვა-----გ შე---–---მ და და------------–---–-ა დაადასტურეს, ამ უკანასკნელს ნამდვილად ესაჭიროებოდა სამედიცინო დახამრება, თუმცა მათთან ექიმი არ შესულა და მხოლოდ ბამბა და ტკივილგამაყუჩებელი მიაწოდეს. N8 დაწესებულების სამედიცინო ნაწილის უფროსმა ვლ------------------მ კი განმარტა, რომ პატიმრისათვის მედიკამენტის, ბინტის ან ბამბის დაწესებულების თანამშრომლის მეშვეობით საკანში მიწოდების ფაქტს არ გამორიცხავს, ვინაიდან მედიკამენტები ინახებოდა ექთნების ოთახში და შესაძლოა ექიმის კონსულტაციის გარეშე ექთანს ან თანამშრომელს მიეწოდებინათ იგი მსჯავრდებულისათვის.

პალატა მიიჩნევს, რომ საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის სრული დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე უტყუარად იქნა დადგენილი კა------–-----ს მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და როგორც ფიზიკური პირის - და------------–---–-ს, ასევე სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანომ მოიპოვა და სასამართლოს წინაშე წარმოდგენიული იქნა იმ ხასიათის მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ქმნიან კა------–-----ს დამნა–-ვედ ცნობისათვის საკმარის, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას. პალატა რა თქმა უნდა, ბრალდების მტკიცების ტვირთს არ აკისრებს დაცვის მხარეს, თუმცა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით, დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი, მოეპოვებინა მათთვის სასურველი ინფორმაციის შემცველი მტკიცებულებები, როგორც ბრალდების მხარე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა აპელა----ბის მხრიდან.

ამდენად, პალატა აანალიზებს რა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ სასამართლომ ობიექტურად გამოიკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა კა------–-----ს ქმედებას. საქმეში არსებული ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ კა------–-----მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მ--- ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანა–-ულებრივი ქმედება და არ არსებობს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

პალატა სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს მსჯავრდებულ კა------–-----ს ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ, მას ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, მძიმე ავადმყოფი დედა, იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და აქედან გამომდინარე, მისი რესოციალიზაციისთვის, მიზნაშეწონილია მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მ--- ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკეთის მინიმალური ზომა, რაც სრულიად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენში კა------–-----ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების კუთხით უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ კა------–-----ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3. კა------–----- ცნობილი იქნეს დამნა–-ვედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მ--- ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანა–-ულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ, კა------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი) წლით და 9(ცხრა)თვით თავისუფლების აღკვეთა,საქართველოს სსკ-ი 43-ე მუხლის საფუძველზე, კა------–-----ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს 3(სამი)წლით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 2(ორი)წლით და 3(სამი)თვით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ კა------–-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

5. მსჯავრდებულ კა------–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 29 ნოემბრიდან.

6. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი