განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.05.2019
საქმის ნომერი
330210118002499480
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210118002499480

საქმე №2ბ/25-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - ბესარიონ ტაბაღუა

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე

დიანა ბერეკაშვილი

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - თ--------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ-----------------------------–-----------------------ა“

წარმომადგენელი - გ---------------------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლების გაუქმება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი-----------ის, თ--------------ისა და დ--–------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. შპს „მ-----------------------------–-----------------------ა“-ს და თ--------------ეს შორის გაფორმდა N------------------------------------------------------------------------------------------------------------- საკრედიტო ხელშეკრულებები, N--- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის ხელშეკრულება და N---------- იპოთეკის ხელშეკრულებები.

 

თ--------------ესა და შპს „მ-----------------------------–-----------------------ა“-ს შორის 05.04.2011 წელს გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება N---, რომლის საფუძველზე საკრედიტო ხაზის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 50000 ლარით, მაქსიმალური ვადა - 60 თვე, სარგებლის მაქსიმალური ოდენობა - 60%, ყოველდღიური პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სესხის რესტრუქტურიზაციის მიზნით მხარეებს შორის დამატებით გაფორმდა რიგი ხელშეკრულებები:

 

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 6560 აშშ დოლარის ოდენობით, სესხის რესტრუქტურიზაციის მიზნით, 18 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 28%.

 

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 2233 აშშ დოლარი ოდენობით, 5 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 28%.

 

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 993 ევროს ოდენობით, 5 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 28%.

 

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 2145 ევროს ოდენობით, 27 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 36%.

 

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 4531 აშშ დოლარის ოდენობით, 27 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 36%.

 

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 260 აშშ დოლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 36%.

 

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 1976 ევროს ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 36%.

 

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 2314 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 36%.

 

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 4059 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 36%.

 

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 3505 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 36%.

 

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 14800 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 36%.

 

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 612 ევროს ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 36%.

 

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 1856 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 36%.

 

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 2190 ევროს ოდენობით, 32თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 36%.

 

N---- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------ის სახელზე გაიცა კრედიტი 1120 აშშ დოლარის ოდენობით, 32 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვთი - 36%.

 

2.2. შპს „მ-----------------------------–-----------------------ა“-ს და თ------ და დ--–------------ეებსა და ი-----------ეს შორის გაფორმდა N--- და N---- იპოთეკის ხელშეკრულებები.

 

2.3. შპს „მ-----------------------------–-----------------------ა“-ს და ი-----------ეს შორის გაფორმდა N--- საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება და N---- საკრედიტო ხელშეკრულება.

 

N--- საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების თანახმად საკრედიტო ხაზის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 15000 აშშ დოლარით, მაქსიმალური ვადა - 120 თვე, სარგებელის მაქსიმალური ოდენობა - 60%, ყოველდღიური პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

N---- საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, თ--------------ის სესხის რეფინანსირების მიზნით ი-----------ის სახელზე გაიცა კრედიტი 15000 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 36%.

 

2.4. N---- იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკარსა (მოსარჩელე) და ი-----------ეს შორის 19.06.2013 წელს გაფორმებული N--- საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულებით და ამ ხელშეკრულების ქვეშ გაფორმებული ან გასაფორმებელი საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების მოვალის მიერ შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, თ--------------ემ და დ--–------------ემ იპოთეკით დატვირთეს მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, მ---–------ს შესახვევი N- (ნაკვ.-------), დაზუსტებული ფართობი - 515 კვ.მ, საკუთრება: ბინა N--- ფართი: 148.34 კვ.მ, ს/კ: N-----------------------.

 

N--- იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკარსა (მოსარჩელე) და თ--------------ეს შორის 05.04.2011 წელს გაფორმებული N--- საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მოვალის მიერ შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, თ--------------ემ და დ--–------------ემ იპოთეკით დატვირთეს მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, მ---–------ს შესახვევი N- (ნაკვ.-------), დაზუსტებული ფართობი - 515 კვ.მ, საკუთრება: ბინა N--- ფართი: 148.34 კვ.მ, ს/კ: N-----------------------.

 

2.5. ნოტარიუს ნ--------------------–ის მიერ 2015 წლის 29 ივნისს გაიცა N--------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც მოვალე ი-----------ის მიერ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 37121.73 აშშ დოლარით.

 

ნოტარიუს ნ--------------------–ის მიერ 2017 წლის 08 ივნისს გაიცა N--------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც მოვალე თ--------------ის მიერ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 13784.46 აშშ დოლარითა და 17971.43 ევროთი.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებების გაფორმების დროს ი-----------ის, თ--------------ის და დ--–------------ის მოტყუებას ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მოტყუების საფუძვლად მითითებული ფაქტები, წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა განმარტება

სასამართლოსთვის არ არის სარწმუნო და საკმარისი.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები ვერ იქნება განხილული, როგორც მოპასუხისგან მოსარჩელის მოტყუების საფუძველი.

 

საგულისხმო და ნიშანდობლივია თვითონ მოტყუებისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის განსხვავება. მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, რომელიც თავისთავად კრედიტორს ერთგვარ „იმედგაცრუებულ“ ან „მოტყუებულ“ მდგომარეობაში აყენებს, რომელსაც მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულებათა სათანადო შესრულების მიმართ მომეტებული ინტერესი გააჩნია და მისთვის კონკრეტული ფინანსური შედეგის მომტანია, თუმცა, ეს ვითარება ვერ იქნება სამართლებრივად იმ ნების ნაკლის არსებობის განმაპირობებელი გარემოება, რაც ხელშეკრულების დადებისას მოტყუების ფაქტის არსებობის ვითარებაში მისი დადება- არდადების საფუძველი გახდებოდა.

 

მოტყუებად ითვლება კონტრაჰენტის „ცდომილებაში განზრახ შეყვანა“ (ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი პირველი, მუხლ. 81, გვ. 238; ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოდაგი ნაწილი, 2011, გვ. 376); განზრახვა, ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრებების (ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 378) თანახმად, ერთხმად არის აღიარებული მოტყუების აუცილებელ წინაპირობად და უარყოფილია შეცდომით მოტყუების შესაძლებლობა.

 

მოტყუების ობიექტური შემადგენლობის გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის წინაპირობების შესრულებისათვის სუბიექტურ დონეზე აუცილებელია მომტყუებლის შეგნებული გადაწყვეტილება, ე.წ. „მოტყუების განზრახვა“. მომტყუებელი უნდა აცნობიერებდეს, რომ მის მიერ მიწოდებული მცდარი ცნობით, ან სწორი ცნობის დამალვით, კონტრაჰენტს უქმნის არასწორ წარმოდგენას, ან ამყარებს უკვე შექმნილ წარმოდგენას და სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს მეორე მხარის ნების გამოხატვას. მოტყუების განზრახვა უნდა არსებობდეს უკვე გარიგების დადების მომენტში, რის აუცილებლობასაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა განსაზღვრავს. აღნიშნული კუთხით საინტერესოა გერმანული სასამართლო პრაქტიკა, რომელიც მოვალის გადახდისუუნარობის მიუხედავად გარიგების დადების მომენტში ავტომატურად არ უშვებს მის მოტყუების განზრახვას, რადგან ის შეიძლება ვალს იღებდეს იმ იმედით, რომ მისი გადახდის ვადის მოსვლისათვის უკვე აღარ იქნება ვალაუვალი, მაშინაც კი, როდესაც ამის პერსპექტივა საეჭვოა. ამ შემთხვევის მოტყუებისგან გამიჯვნისათვის უნდა მოვიშველიოთ არაპირდაპირი განზრახვის თვითიმედოვნებისგან გამიჯვნის კრიტერიუმები.

 

განსხვავებული სამართლებრივი საფუძვლის არსებობა სახელშეკრულებო ურთიერთობებში სხვადასხვა სამართლებრივი შედეგის გამომწვევია. სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებული შეთანხმება, მიუხედავად მათი ტექნიკური ფორმით გამოხატვისა, მათი ნამდვილი ნების შედეგს წარმოადგენდა.

 

2.7. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეების განმარტება, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები წარმოადგენდა თვალთმაქცურ გარიგებებს.

 

მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის დადებულია 19 ხელშეკრულება, რომელიც პერიოდულად იდებოდა ვალდებულების შემსუბუქების მიზნით, რეალურად კი მხარეს ამ ხელშეკრულებებით მხოლოდ ზიანი მიადგა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებების, ისევე როგორც იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმებისას კონტრაჰენტებს იმთავითვე ჰქონდათ განზრახვა, რომ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა. თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღება, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეგანი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა. რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო გარიგების ნების გამომვლენი სუბიექტების მიერ სხვა გარიგების დაფარვაზე მიუთითებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის და მასზე მოსარჩელე მხარეს სარწმუნოდაც არ მიუთითებია და შესაბამისი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. მოსარჩელეების მიერ მითითებული გარემოებები, მათ შორის ის გარემოება, რომ 19 ხელშეკრულება ერთი ვალდებულების შემსუბუქების მიზნით იდებოდა, ხოლო რეალურად მოსარჩელეები უარეს მდგომარეობაში ჩააყენა აღნიშნულის დასადასტურებლად ვერ გამოდგება. მით უფრო, რომ მხარეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ მტკიცებით სტანდარტზე, რაც განსაზღვრულია სსსკ-ის 102-ე მუხლით, კერძოდ, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რაზეც ამყარებს თავის მოთხოვნას. ეს არის უნივერსალური მიდგომა მტკიცების ტვირთის განაწილების მიმართ. ამასთან, არის შემთხვევები, როცა კანონმდებლობა მტკიცების ტვირთს განსხვავებულად ანაწილებს მხარეებს შორის - ეს ხდება ე.წ. ”პრეზუმფციების” მეშვეობით. პრეზუმფცია გარკვეული გარემოებას ერთი მხარის სასარგებლოდ დადგენილად მიიჩნევს ისე, რომ ამის დამტკიცებას, დადასტურებას არ მოითხოვს, ხოლო ამავდროულად მეორე მხარეს აკისრებს ამ გარემოების ნეგატიური დადასტურების, ანუ უარყოფის ფუნქციას.

 

განსახილველ შემთხვევაში მტკიცების საგანია გარიგების თვალთმაქცურობა, რაზეც მოსარჩელე ამყარებს თვის მოთხოვნას. კანონი აქ გამონაკლისს არ ითვალისწინებს, ამიტომ ეს გარემოება მოსარჩელის დასამტკიცებელია. ამასთან, თვალთმაქცურ გარიგებასთან, როგორც მოჩვენებითი გარიგების მოდიფიკაციასთან მიმართებით, საგულისხმოა ის, რომ ფაქტობრივად დადებული გარიგებით უნდა იფარებოდეს სხვა გარიგება და მხარეებს იმის მიღწევა არ უნდა სურდეთ, რაც გარეგნულად გამოხატეს. მოსარჩელეს კონკრეტულ დავაში უნდა დაემტკიცებინა ორი ასპექტი, რაც მან ვერ შეძლო.

 

სასამართლომ კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებების, ისევე როგორც იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმებისას მის მხარეებს გარიგების დადებისთანავე ჰქონდათ განზრახვა, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა. ფაქტობრივი გარემოების შეფასებისას სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროს დაცულია ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. ხელშეკრულებაში მითითებულ მხარეებს კრედიტორს და მსესხებელს, ისევე, როგორც იპოთეკარსა და მესაკუთრეებს წარმოეშვათ საკრედიტო ხელშეკრულებებიდან და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები არ წარმოადგენდნენ თავლთმაქცურ გარიგებებს.

 

2.8. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეების განმარტება, რომ მხარეებს გაფორმებული ხელშეკრულებები წარმოადგენენ მოჩვენებით გარიგებებს.

 

მოჩვენებითი გარიგების ფაქტობრივ შემადგენლობას განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

დასახელებული ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით.

 

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ურთიერთშეთანხმებაზე, მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

სასამართლოს შეხედულებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ხელშეკრულებების მიხედვით დასტურდება მხარისათვის შესაბამისი უფლებების წარმოშობა. უფლებები არსებობს მიუხედავად იმისა, მათი რეალიზება მოხდება თუ არა უშუალოდ ხელშეკრულების დადებისთანავე.

 

საქმეში წარმოდგენილი ამონაწერები ანგარიშიდან ადასტურებენ, რომ ი-----------ის და თ--------------ის სახელზე გაიცა სესხი (ტ. I, ს.ფ. 254-273), საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით, ასევე დასტურდება, რომ თ--------------ემ და დ--–------------ემ იპოთეკით დატვირთეს მათ თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, შესახვევი მ---–------ N-, (ნაკვ.-------) ს/კ: N-----------------------.

 

ამ თვალსაზრისით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების პრეტენზია მოპასუხეთა მიმართ დაუსაბუთებელია. მხოლოდ იმაზე მითითება, რომ 19 ხელშეკრულების გაფორმებით მოსარჩელეებს ვალდებულების შემსუბუქების მიზანი ამოძრავებდათ, ხოლო რეალურად მათი მდგომარეობა გაუარესდა, არ ქმნის სასამართლოსათვის ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით დასაბუთებულ ვარაუდს იმაზე, რომ სადავო ხელშეკრულების დადებისას მოპასუხეებს გააჩნდათ რაიმე სხვა უპირატესი ინტერესი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება მიმართულია სწორედ იმ სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ, რასაც შესაბამისი გარიგება ითვალისწინებს. ის, რომ მოპასუხეებს იმთავითვე, ხელშეკრულებების გაფორმებისთანავე არ სურდათ მათ შორის დადებულ გარიგებებს შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა, სასამართლოსათვის სარწმუნოდ დადასტურებული ვერ იქნა.

 

ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია, ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. აღნიშნული სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის მიხედვით, გარიგება ისეთი ნების გამოვლენაა, რომლითაც მხარეთათვის მათი სურვილისა და მიზნების შესაბამისად, მათთვის წინასწარ განსაზღვრული და აღქმადი კონკრეტული სამართლებრივი შედეგები მიიღწევა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

 

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავს რაიმე სარგებლის მიღებას, თუ - მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.

 

მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, გარიგების ბათილობის საფუძველი შეიძლება გახდეს მოტყუების ფაქტი. მოტყუებას საფუძვლად უდევს პირის შეგნებული მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ნების გამომვლენის შეყვანას შეცდომაში, ანუ პირი ზემოქმედებს ამ უკანასკნელის ნებაზე და აღნიშნული ზემოქმედების შედეგად მიიღწევა მომტყუებლის მიერ ის შედეგი, რომელიც სურს მას და რომელზეც შეძლო მეორე მხარის დაყოლიება. შესაბამისად, მოტყუება ცდომილებაში განზრახ შეყვანას გულისხმობს და ამ დროს სახეზეა ნების გამოვლენის ნაკლი, რომელიც თვით ნების გამომვლენის პიროვნებაშია, რომლის მიერაც არასწორად მოხდა გარემოებათა შეფასება. სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია იმ სახის და იმ ხარისხის მოტყუება, რაც გარიგების დადების საფუძველს წარმოადგენს, ანუ როგორც თავად დეფინიციის თანახმადაა დადგენილი - როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებების დადების მიზნით მათი მოტყუების ფაქტი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოტყუების დროს არსებობს ნების გამოვლენის ნაკლი. მოტყუება გულისხმობს ცდომილებაში განზრახ შეყვანას. მოტყუება გარიგების დადებას უნდა ედოს საფუძვლად და უნდა გამოიხატებოდეს კონტრაჰენტისათვის სასურველი გარიგების შესახებ არსებითი გარემოებების არასწორად მიწოდებაში.

 

საქმის მასალებით დადგენილია, შპს „მ-----------------------------–-----------------------ა“-მ მოსარჩელეებთან დადო საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებები სწორედ ამ ხელშეკრულებებისათვის დამახასიათებელი მიზნით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთვის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნას ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი.

 

2.10. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთ შეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება), ხოლო ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, კი, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

სასამართლომ ფაქტობრივი სინამდვილის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნია ხაზი გაესვა თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ასპექტებისთვის, სახელდობრ, რამდენად შეესაბამება მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული უფლება-ვალდებულებები ფაქტობრივად არსებულ ურთიერთობას (უფლება-ვალდებულებებს). საკვანძო საკითხის - გარიგების თვალთმაქცური ხასიათი, სპეციფიკურობა პროცესუალურ ჭრილში მისი მტკიცების საშუალებაში გამოიხატება, კერძოდ, ასეთ დროს, რთულია გარიგების დამდები პირების ნების ნაკლის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებების წარმოდგენა, სასამართლო ძირითადად უნდა დაეყრდნოს არაპირდაპირ მტკიცებულებებს, უნდა შეაფასოს როგორც არსებული, ასევე წინმსწრები ვითარება, რომელშიდაც სადავო ხელშეკრულების დადება განხორციელდა; გარიგების დამდები პირების დამოკიდებულება და ა.შ. შესაბამისად, დაფარულია თუ არა სხვა გარიგება ვერ შეფასდება სუბიექტური კრიტერიუმით. რთულია ზღვარი გაივლოს მხარეთა შინაგან და გარეგან ნებას შორის, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნეს შეფასების ობიექტური ტესტი და ამ გზით განისაზღვროს სურდათ თუ არა მხარეებს სხვა გარიგების დაფარვა. სასამართლოსათვის აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შეთანხმებაზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ“ (იხ. სუსგ ას- #871-821-2015 5.02.16, და ას # 487-461-2015, 17.06.2015წ.)

 

რაც შეეხება მოჩვენებით გარიგებას, მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით. მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღების ადრესატის თანხმობას შორის. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა ”ურთიერთშეთანხმება”, ”გარიგება” მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ. ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ”ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას (აღნიშნული დასაბუთება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას, იხ. სუსგ საქმე №ას-1266-1195-2012, 14.11.2013 წელი; საქმე №ას-1347-1272-2012, 2013 წლის 1 ივლისი; №ას-1439-1357-2012, 1 ივლისი, 2012 წელი). მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე მიუთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, ევალება მოსარჩელეს (იხ. სუსგ 28/11/2017; #ას -921-861-2017).

 

განსახილველ შეთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგების ბათილობის საფუძველები. საქმის მასალებით (ამონაწერები ანგარიშებიდან, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) დასტურდება, რომ მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულებები და იპოთეკის ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც მოსარჩელეებზე - ი-----------ეზე და თ--------------ეზე გაიცა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული კრედიტი, ასევე იპოთეკით დაიტვირთა იპოთეკის ხელშეკრულების საგანი, ყოველივე აღნიშნული გამორიცხავს ნების გამოვლენის ნაკლს, ფიქტიური გარიგების შესახებ ურთიერთშეთანხმებას, გარეგანი ნების გამოვლენის შეუსაბამო საერთო მიზანს, რაც მოჩვენებითი გარიგებისთვისაა დამახასიათებელი და არ არსებობს სადავო გარიგებათა ბათილად ცნობის საფუძველი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებები არ წარმოადგენდა მოჩვენებით ან/და თვალთმაქცურად დადებულ გარიგებას, რის გამოც არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გაიგო სარჩელის შინაარსი და სასარჩელო მოთხოვნები, არ იმსჯელა არც შეწონილი საპროცენტო განაკვეთის შესაბამისობაზე, არც „პროცენტის პროცენტის“, როგორც ორმაგი პასუხისმგებლობის შესახებ, და არც სესხის რეინვესტირების კანონიერებაზე, ისე როგორც საერთოდ არ იმსჯელა არაპროპორციული და მაღალი პირგასამტეხლოს მიზანშეწონილობაზე. შესაბამისად, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო და საბანკო კანონმდებლობის შესატყვისი ნორმები. მხოლოდ ზოგადად და თეორიული მოსაზრებების დონეზე იმსჯელა თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებების შესახებ, არ განიხილა და არ შეაფასა არც ერთი სადავო ხელშეკრულება.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსისა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით, რის გამოც დაუშვა სამართლებრივი შეცდომები, რამაც საფუძველი დაუდო არასწორი გადაწყვეტილების გამოტანას. კერძოდ, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ სადავო ხელშეკრულებები ეწინააღმდეგებოდნენ სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმატივებს, რომლებიც არეგულირებენ სესხთან დაკავშირებულ საკითხებს, მაგალითად: სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მეოთხე ნაწილი მიუთითებს, რომ მიკრო საფინანსო ორგანიზაციებს არ ეძლევათ უფლებამოსილება ხელშეკრულებაში მიუთითოს ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. იმდენად რამდენადაც, ამავე კოდექსის 626-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით „პროცენტები გადახდილი უნდა იქნეს ყოველი წლის გასვლის შემდეგ. თუ სესხი წინასწარ არის ვადით განსაზღვრული, მაშინ პროცენტიცა და ვალიც გადახდილ უნდა იქნეს ვადის დადგომისას“. აღნიშნული დებულებიდან გამომდინარე სასამართლო ვალდებული იყო ეხელმძღვანელა ნორმატიული წყაროს მიხედვით, ვინაიდან 2012 წლის 19 ივნისის N---- ხელშეკრულების დადებისას, უნდა შეწყვეტილიყო იმ ხელშეკრულების მოქმედება, რომლის ვალის დასაფარადაც დაიდო დასახელებული ხელშეკრულება, ანუ 2011 წლის 12 და 14 აპრილის ხელშეკრულებით აპელანტს აღებული ჰქონდა სესხად 14 800 აშშ დოლარი და 8250 ევრო. 1 წლის განმავლობაში, ვიდრე 2012 წლის 19 ივნისის ხელშეკრულება დაიდებოდა, აპელანტს გადახდილი ჰქონდა 9427 აშშ დოლარი, რაც იმაზე მეტია ვიდრე წლიური 36%. მაგრამ, ვინაიდან ხელშეკრულებაში კანონის დასახელებული ნორმის საწინააღმდეგოდ მითითებული იყო დანართის გრაფიკის თაობაზე, ამიტომ 1 წლის ფარგლებში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აპელანტს ეკისრებოდა 0.3% საურავი, ამ პროცენტზე დამატებული 0.3% საურავი და ჯარიმა 15 დოლარი. აქედან გამომდინარე, აპელანტს 2011 წლის 12 და 14 აპრილს დადებული N---- და N---- ხელშეკრულებები არ დაურღვევია და წლიური პროცენტის გადახდა ვალის ძირითად თანხასთან ერთად არაჯეროვნად არ შეუსრულებია. ამდენად, 2012 წლის 19 ივნისს დადებული N---- ხელშეკრულება არის ათვლის წერტილი, რომლის საშუალებითაც მოწინააღმდეგე მხარემ აპელანტის შეცდომაში შეყვანის გზით დადო შემდგომი ხელშეკრულებები და ამ გზით მიიღო უკანონო შემოსავლები.

 

აპელანტი უთითებს, რომ ყველა ხელშეკრულება, რომელიც მხარეებს აქვთ დადებული, ითვალისწინებს სტანდარტული სახის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, მათ შორის 2011 წლის 12 და 14 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებების მეოთხე მუხლის მიხედვით თუ ზედიზედ 2-ჯერ ვერ გადაიხდის კლიენტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხისა და პროცენტის თანხებს, ან თუ დადგინდება რომ გაუარესდა მისი ქონებრივი მდგომარეობა და საეჭვო ხდება გადახდის უნარიანობა, კრედიტორი ვალდებულია შეწყვიტოს სესხის ხელშეკრულება და მოითხოვოს ვალის გადახდა. აქედან გამომდინარე, თუ მოწინააღმდეგე მხარე მიიჩნევდა, რომ აპელანტმა დაარღვია 2012 წლის 12 და 14 აპრილის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მაშინ უნდა შეეწყვიტა მას დასახელებული ხელშეკრულებები და აპელანტისთვის მოეთხოვა ვალის სრულად დაფარვა. მაგრამ მოწინააღმდეგე მხარემ არ დაიცვა კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და ისე გააფორმა აპელანტთან 2012 წლის 19 ივნისის ახალი ხელშეკრულება, რომ ძალაში დატოვა 2011 წლის 12 და 14 აპრილის სესხის ხელშეკრულების მოქმედება. პარალელურად გააგრძელა საურავების და პროცენტების დაკისრება იმ ვადაგადაცილებულ დღეებზე, რომლებიც წესით გაუქმებული უნდა ყოფილიყო. ამ მანიპულაციით მოწინააღმდეგემ ხელოვნურად გაზარდა ჯარიმებისა და საურავების ოდენობა.

 

3.3. აპელანტი განმარტავს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ გააჩნდა არც კანონიერი და არც ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებამოსილება იმის თაობაზე, რომ მას განეხორციელებინა კრედიტის რეფინანსირება ან რესტრუქტურიზაცია. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგულაციების მიხედვით, როდესაც ხდება ძველ სესხზე ახალი საპროცენტო განაკვეთების დადგენა, ან მისი შესრულების გადავადება, ან მისი ამ სესხის ახალი სესხით გაფართოება, ეს უფლებამოსილება უნდა იყოს გათვალისწინებული სახელშეკრულებო ურთიერთობაში. ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევებში მხარეებს შორის ხელშეკრულებებში არ იყო არც შეთანხმებული, არც გათვალისწინებული კლიენტის მიერ ხელშეკრულების ვადის დარღვევისას წარმოშობილი პირგასამტეხლოების ვალის დაფარვა განხორციელებულიყო ახალი სესხის მეშვეობით და ამით გადაფარულიყო ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე, 2012 წლის 19 ივნისიდან დადებული ყველა ხელშეკრულება, რომელიც ამ მიზანს ემსახურებოდა, წარმოადგენს კანონის საწინააღმდეგო და მოქმედ რეგულაციებთან შეუსაბამო კერძო სამართლებრივ აქტებს, რომლებიც არ შეიძლება იქნეს გამოყენებული კლიენტის ქონებრივი და ფინანსური ინტერესების საწინააღმდეგოდ, მითუმეტეს, როდესაც საკითხი ეხება გადაუხდელობის შემთხვევაში იპოთეკით უზრუნველყოფილი საგნის რეალიზაციას და ეს ქონება არის პირის ერთადერთი საცხოვრისი, რაც შეუძლებელს ხდის მისი სასიცოცხლო ინტერესების განხორციელებას.

 

მხარე უთითებს, რომ სასამართლომ არ იმსჯელა თუ რატომ დაიდო მხარეებს შორის 2 საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულება მაშინ, როდესაც 2011 წლის 5 აპრილის N--- ხელშეკრულებით საკრედიტო ხაზი განისაზღვრა 50 000 ლარის ოდენობით და 60 თვის ვადით, ხოლო კრედიტი გაიცა არა ლარზე, არამედ დოლარზე და ევროზე. გარდა ამისა, 2013 წლის 19 ივნისს N--- საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 15 000 აშშ დოლარის მოცულობით და 120 თვის ვადით, მიუხედავად იმისა, რომ 2014 და 2015 წლებში საკრედიტო მომსახურეობა უნდა განხორციელებულიყო N--- ხელშეკრულების საფუძველზე, მაინც ახალი საკრედიტო ხელშეკრულებები იდებოდა ისევ ძველი ანუ 2011 წლის 5 აპრილის N--- საკრედიტო ხაზის რესურსებიდან, მაშინ როდესაც ეს რესურსი უკვე ამოწურული იყო. მაგალითად: 2015 წლის 16 ოქტომბერს, N---- ხელშეკრულებით გაიცა სესხი 2233 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც გამომდინარეობდა 2011 წლის 5 აპრილის N--- საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულებიდან. ამგვარი მანიპულაციური ხერხებითა და აპელანტის შეცდომაში შეყვანის გზით ახერხებდა მხარე აპელანტის დაკაბალებას, რაც არ გახდა პირველი ინსტანციის მსჯელობის საკითხი და შესაბამისად გამოვიდა უკანონო გადაწყვეტილება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართ დელებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1. – 2.10. პუნქტები).

 

4.2. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები არ წარმოადგენს მოჩვენებით და მოტყუებით დადებულ გარიგებებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). გარიგების მოჩვენებითად ცნობა შეფასებითი კატეგორიაა, გარიგების მოჩვენებითად ცნობის დროს, სასამართლოს კვლევის საგანში შემავალ გარემოებას მხარეთა ნამდვილი ნების დადგენა წარმოადგენს, რა დროსაც მხედველობაში კომპლექსურად ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტი თუ გარემოება მიიღება, რომელზეც მოდავე მხარეები მიუთითებენ ან საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარეობს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა არ არსებობს. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები შეთანხმებით მოქმედებდნენ და ნების ნაკლს ორივე აცნობიერებდეს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამ მხრივ, დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-921-861-2017).

 

ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში აპელანტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, ვერ ადასტურებს ხელშეკრულების ბათილობის საფუძველებს.

 

4.3. დადგენილია, რომ ნოტარიუს ნ--------------------–ის მიერ 2015 წლის 29 ივნისს გაიცა N--------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 37 121.73 აშშ დოლარით, საიდანაც 15 000 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 9 585.48 აშშ დოლარის არის დარიცხული პროცენტი, ხოლო 12 536.25 აშშ დოლარი არის დარიცხული ჯარიმა საურავები.

 

2017 წლის 08 ივნისის N--------- სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 13 784.46 აშშ დოლარით, საიდანაც 9568.78 აშშ დოლარის არის ძირითადი თანხა, 4515.68 აშშ დოლარი არის დარიცხული პროცენტი. ასევე, 07.06.2017 წ. მდგომარეობით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა 17 971.43 ევრო, საიდანაც ძირითადი თანხაა 8520.79 ევრო არის ძირითადი თანხა, ხოლო 9450.64 ევრო არის დარიცხული საპროცენტო სარგებელი.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს 15 000 აშშ დოლარის ოდენობით დაკისრებული პროცენტის და ჯარიმების გაუქმებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს. ამასთან, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი არ არის შეუზღუდავი უფლება და გარკვეული იმპერატიული დანაწესებით იგი შეიძლება იქნას შეზღუდული. მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმა დისპოზიციურია და მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ სესხის პირობები, მათ შორის, თავად დაადგინონ სესხის ხელშეკრულების პირობა სარგებლის თაობაზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა სპეციალურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული სარგებლის გათვალისწინება სესხის ხელშეკრულებაში. სხვა შემთხვევაში სესხი არის სარგებლის გარეშე.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს მოვალის მიერ პირგასამტეხლოს გადახდა.

 

პალატა განმარტავს, რომ, მართალია, ვალდებულების დარღვევის ფაქტის არსებობისას კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვინაიდან, პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით, უნდა განხორციელდეს საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარეთა ეკონომიკური მდგომარეობა, მათი მოლოდინი ხელშეკრულების შესრულების მიმართ, შესრულების ვადის გადაცილების პერიოდი და ა.შ.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეები წერილობით შეთანხმებულნი იყვნენ პირგასამტეხლოზე. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს პირგასამტეხლო დაეკისრა 19 ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების ვადაგადაცილების გამო, შესაბამისად, დარღვევის მოცულობიდან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.

 

4.4. პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ მოპასუხე ვალდებული იყო მსესხებლის მხრიდან ზედიზედ ორჯერ კრედიტის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, შეეწყვიტა ხელშეკრულება, გამომდინარე იქიდან, რომ ვალდებულების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა მხარის უფლებას წარმოადგენს და არა ვალდებულებას.

 

4.5. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30 ).

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა

 

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე

 

დიანა ბერეკაშვილი