განაჩენი

სისხლის სამართლის 12.06.2019
საქმის ნომერი
330100118002689546
ინსტანცია
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002689546

საქმე №1ბ/424-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის და სოფიკო კაპანაძის მდივნობით,პროკურორის: მა---------------ს

ადვოკატის: გო------------ს

გამართლებულის: გი-----------------ს

მონაწილეობით,ქ.თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ირ---–------–--------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გი--------–--------------------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–---------–---- საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------- ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ჭ------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენით, გი----------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

გი----------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის. წარდგენილი ბრალდების მიხედვით გი-----------------ს ქმედება გამოიხატა შემდეგში:

წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი გი----------------ე, 2018 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 17:10 საათზე, იმყოფებოდა ქ.თ---–--–------–-------------------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც, ჟა-------–---ს შარვლის უკანა ჯიბიდან აშკარად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა „ასუს“-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 450 (ოთხასორმოცაათ) ლარად და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გი-----------------ს ქმედებით დაზარალებულს 450(ოთხასორმოცაათი)ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.

პ------–- ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირ---–------–--------მ, რომელმაც მოითხოვა პ------–- ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და გი-----------------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

აპელანტის მტკიცებით, პ------–- ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საქმეზე გამოძიება დაიწყო დაზარალებულ ჟა-------–---ს განცხადების საფუძველზეც, სადაც იგი პირდაპირ უთითებდა გი-----------------ს მიერ ტელეფონის გატაცების ფაქტზე. ასევე დაზარალებულმა გამოძიებაში დეტალური ჩვენება მისცა გამოძიებას, რის შემდეგაც გაყვანილ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტზე ვითარების აღდგენის მიზნით და მან კიდევ ერთხელ განაცხადა მომხდარი ფაქტის შესახებ. დაზარალებულმა არ მისცა სასამართლოში ბრალდებულის მამხილებელი ჩვენება, ვინაიდან იგი ნებით თუ მოსყიდვით აიძულეს დაქორწინებულიყო მის მიმართ დანაშაულის ჩამდენ პირზე. რაც შეეხება მოწმე ნა----–-----–-–---–ს, იგი თავადვე შეესწრო გი-----------------ს მიერ ჟა-------–---ს მიმართ ზეწოლას ტელეფონის დალომბარდებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მეორე დღეს თავად პ------–- პირისგან შეიტყო, რომ გი----------------ემ მას ტელეფონი გასტაცა. აპელანტი ბრალის დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებად მიიჩნევს ასევე ლომბარდის თანამშრომლის ჩვენებას.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის პ------–- ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან.

პ------–- ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნა----–-----–-–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს იგი შეხვდა ნაცნობს - გი----------------ეს. ამ უკანასკნელმა იმ მიზეზით, რომ თავად არ ჰქონდა მობილური ტელეფონი, მოწმეს დაარეკინა ჟა-------–-------ნ. სატელეფონო საუბრისას ბრალდებული და დაზარალებული შეთანხმდნენ შეხვედრაზე გლდანში, მეტროსადგურთან. ამის შემდეგ თავად წავიდა სახლში, სადაც მოგვიანებით ესტუმრნენ ჟა-------–--ე და გი----------------ე. ამ დროს გი----------------ე ჟა-------–--ეს სთხოვდა, რომ მის სასარგებლოდ ლომბარდში ჩაებარებინა კუთვნილი მობილური ტელეფონი, რაზედაც ეს უკანასკნელი უარს აცხადებდა. ისინი დაახლოებით 2 საათს გაჩერდნენ მოწმის ბინაში და შემდეგ წავიდნენ. მეორე დღეს, დილის საათებში, მას დაურეკა ჟა-------–--ემ დედის მობილური ტელეფონით და უთხრა, რომ წინა დღეს გი----------------ემ მას მობილური ტელეფონი წაართვა.

პ------–- ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გი------------–---–-ა განაცხადა, რომ იგი მუშაობს თბილისში, ხ------–---–-------------ში მდებარე ი/მ „მ----------–--------ს“ ლომბარდში, შემფასებელ-ოპერატორის პოზიციაზე. 2018 წლის 12 სექტემბერს, მასთან ლომბარდში შევიდა გი----------------ე გოგოსთან ერთად. ამ უკანასკნელმა წარუდგინა „ასუსის“ ფირმის მობილური ტელეფონი და სთხოვა მისი შეფასება. მან ტელეფონი შეაფასა 220 ლარად, რაც გოგონასთვის არ იყო მისაღები თანხა და გი----------------ესთან ერთად გავიდა ლომბარდიდან. იმავე დღეს, გი----------------ე მარტო მივიდა მასთან ლომბარდში და დააგირავა იგივე მობილური ტელეფონი 220 ლარის სანაცვლოდ. აღნიშნული ტელეფონი და სალომბარდე ხელშეკრულება ამოღებული იქნა მისგან გამომძიებლის მიერ.

2018 წლის 13 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა სამართლდამცავებს განუცხადა, რომ გი----------------ემ, მას ნების საწინააღმდეგოდ გასტაცა მობილური ტელეფონი; ასევე მიუთითა შემთხვევის ადგილზე, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისში, გ-–--------------------------------ის მიმდებარედ. ჟა-------–--ემ გამომძიებელს ასევე უჩვენა ის მიმართულება, საითაც გაიქცა გი----------------ე ნივთის დაუფლების შემდეგ. ამავე ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მდებარეობს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯ-------------ი“, რომელსაც აქვს სათვალთვალო კამერა. აქვე მდებარეობს სტომატოლოგიური კლინიკა, რომელსაც ასევე აქვს ვიდეოსამეთვალყურეო საშუალება.

2018 წლის 12 სექტემბრის N7------ სალომბარდო ხელშეკრულების თანახმად, გი----------------ემ, ი/მ „მ----------–-------------“ გააფორმა სალომბარდო ხელშეკრულება და 220 ლარის სანაცვლოდ, გირავნობით დატვირთა მობილური ტელეფონი - Asus Z-------------------------------------------- ყუთისა და სატენის გარეშე.

2018 წლის 14 სექტემბერის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შსს ქ. თბილისის გ-–-----------–------- სამმართველოს პოლიციის პ------–- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის - ფი-----------------–---–-ს მიერ, ი/მ მ----------–--------ს ლომბარდში, გი------------–---–----ნ ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი Asus-ის ფირმის, Z-------------------- მოდელის, იმეიკოდით - 3---------------

ამდენად, პ------–- ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ გი----------------ემ დაზარალებულ ჟა-------–---ს კუთვნილი მობილური ტელეფონი 220 ლარის სანაცვლოდ ჩააბარა ი/მ „მ----------–--------ს“ ლომბარდში. აღნიშნული ფაქტი არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში აუცილებელია დადგინდეს გი----------------ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად და დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ დაეუფლა თუ არა მის მობილურ ტელეფონს.

პალატის შეფასებით, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობის, არამედ თუნდაც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების წარმოდგენა, რაც უტყუარად დაადასტურებდა, რომ გი----------------ემ მობილური ტელეფონი ჟა-------–--ეს შარვლის უკანა ჯიბიდან ამოაცალა აშკარად, მისი ნებართვის გარეშე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პ------–- ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ჟა-------–--ემ გამოიყენა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რის გამოც პალატა ვერ იხელმძღვანელებს გამოძების ეტაპზე ჟა-------–---ს მიერ მიცემული ჩვენებით.

ასევე, სააპელაციო პალატა ვერ იმსჯელებს ჟა-------–---ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილ გარემოებებზე, ვინაიდან აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა მოწმის მიერ გამოკითხვის დროს მიცემული ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით, ხოლო ამ უკანასკნელმა, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლოს წინაშე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. ამდენად, ვინაიდან მოწმე ჟა-------–--ემ ისარგებლა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით განმტკიცებული უფლებით, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას მტკიცებულებად გამოიყენოს მის მიერ გამოძიების ეტაპზე საქმის ფაქტობრივ გარემოებეთან დაკავშირებით ნებისმიერი სახით მიწოდებული ინფორმაცია.

პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მოსაზრებას დაზარალებულის მიერ სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მოტივთან დაკავშირებითაც, რომ თითქოს მისი ბრალდებულთან ქორწინება არის ფორმალური ხასიათის და ემსახურება მხოლოდდამხოლოდ გი-----------------სათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას. აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდებზე აგებულ მსჯელობას და ვერ მიიჩნევა წარდგენილ ბრალდებაში გამამატყუნებელი განაჩენის დადგენის ერთ-ერთ საფუძვლად.

პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდებულ გი-----------------ს მიერ ჟა-------–---სათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ტელეფონის გატაცების ფაქტი ვერ დასტურდება მოწმეების ნა----–-----–-–---–ის და გი------------–---–-ს ჩვენებებითაც. თითოეული მათგანი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას, მხოლოდ იმ გარემოების შესახებ, რომ გი----------------ეს სურდა დაელომბარდებინა ჟა-------–---ს კუთვნილი მობილური ტელეფონი. მათ შორის გი------------–---–- ადასტურებს, რომ თავად ჟა-------–--ეც აცხადებდა თანხობას მისთვის მობილური ტელეფონის ჩაბარებაზე სასურველი თანხის შეთავაზების შემთხვევაში. აღნიშნული პირები არ წარმოადგენენ უშუალოდ ძარცვის თვითმხილველ მოწმეებს. ისინი არ ფლობენ ინფორმაციას, თუ რა ფორმით დაეუფლა ბრალდებული დაზარალებულის კუთვნილ მობილურ ტელეფონს და ვერ გადაწონიან თავად გი-----------------ს ვერსიას, რომ ადგილი ჰქონდა დაზარალებულის მხრიდან მისთვის მობილური ტელეფონის ნებაყოფლობით გადაცემას.

რაც შეეხება ნა----–-----–-–---–ის განმარტებას, რომ შემთხვევიდან მეორე დღეს დაურეკა ჟა-------–--ემ და აცნობა გი-----------------ს მიერ მისთვის მობილური ტელეფონის წართმევის ფაქტი, პალატა აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში მოწმის ჩვენება წარმოადგენს ირიბი ხასიათის მტკიცებულებას. მისი ჩვენების პირველადი წყარო არის თავად დაზარალებული, რომელმაც სასამართლოს წინაშე უარი განაცხადა დაკითხულიყო მოწმის სახით. ამდენად, ურთიერთშეთანხმებული და პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებების არარსებობის პირობებში მოწმე ნა----–-----–-–---–ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია ვერ ქმნის ობიექტურ საფუძველს პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

პ------–- ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქართველოს შსს ქ. თბილისის გ-–-----------–------- სამმართველოს პოლიციის პ------–- განყოფილების თანამშრომლებმა გე-----------–---–------------------------–---–----------------------------------–-------–---–-------------------–---–--- ექსპერტ-კრიმინალისტმა ნ-------------–---–-- დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება, თუმცა აღნიშნული პირები არ არიან უშუალო ფაქტის შემსწრეები, მათთვის უცნობია, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული და მათი ჩვენებები არ არის რელევანტური გი-----------------ს ბრალეულობის დასადასტურებლად.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პ------–- ინსტანციის სასამართლომ გი-----------------ს ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთანალიზის შედეგად აშკარაა, რომ ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო იმ პირდაპირი ხასიათის დამაჯერებელ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა გი-----------------ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და დააკმაყოფილებდა პირის დამნაშავედ ცნობისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პ------–- ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ქ.თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ირ---–------–--------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. გი----------------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

4. მხედველობაში იქნას მიღებული, რომ გი-----------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გი----------------ეს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

- ჟა-------–---ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა 1 (ერთი) ცალ დისკზე, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

- ხ------–---–----------ში მდებარე ინდ. მეწარმე მ----------–--------ს ტექნიკის ლომბარდიდან ამოღებული 1 (ერთი) ცალი „ასუსის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–------- სამმართველოს I განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.

7. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი