განაჩენი

სისხლის სამართლის 12.06.2019
საქმის ნომერი
020100118002404223
ინსტანცია
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-367-2018 წელი

№020100118002404223

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

6 ივლისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ვ--–------- ბ-----–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ვ--–------- ბ-----–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქა-ლაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასა-მართლობის მქონე, მცხოვრები ქ. ბ------–----------------------------------ში, მსჯავრ-დებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენით დანა-შაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებუ-ლი აქვს თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

ვ--–------- ბ-----–---–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენისა და შენახვისათვის გასაღების მიზნით და გასაღებისათვის.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის აგვისტოს თვეში ვ--–------- ბ-----–---–მა გასაღების მიზნით შეიძინა დიდი ოდენობით, დაახლოებით 21 000 ლარის ოდენობით ყალბი ვალუტის კუპიურები, რასაც ინახავდა გასაღების მიზნით.

2018 წლის 1 მარტს ქალაქ ზუგდიდში ვ--–------- ბ-----–---–მა 2 ცალი ყალბი 100 ლა-რიანი კუპიურა, საერთო ჯამში 200 ლარის ოდენობით გაასაღა ლ-–- წ---------ზე.

მანვე 2018 წლის 6 მარტს ზ----------------–----–----------------–---------–---ის ტერი-ტორიაზე 180 ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა, საერთო ჯამში 18 000 ლარის ოდენო-ბით გაასაღა პ------ შ-------ზე, ხოლო 11 ცალ ყალბ 100 ლარიან კუპიურას, საერთო ჯამში 1100 ლარის ოდენობით, გასაღების მიზნით ინახავდა პირადად, რაც ამავე დღეს ამოღებული იქნა ვ--–------- ბ-----–---–ისგან პირადი ჩხრეკის შედეგად.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ--–------- ბ-----–---–მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას და მის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებას.

სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბრალმდებელს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ვ--–------- ბ-----–---–ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხ-ლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

რაც შეეხება შეფარდებულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ--–------- ბ------–---–ს შეფარდებული სასჯელი უნდა შეუმსუბუქდეს და განაჩენთა ერთობლიო-ბით საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინ-ციპის გამოყენებით შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად- სა-სამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დე-ბულებათა გათვალისწინებით.

იმავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად - სასჯელის მიზანი ხორცი-ელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით... ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით - სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფსიქიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

სააპელაციო პალატა სისხლის სამართლის კოდექსის ზემოთ მოყვანილ ნორმათა დის-პოზიციიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ სამართლიანი განაჩენი უნდა იყოს დამნა-შავის რაციონალური, მიზანშეწონილი დასჯა, რაც ხელს შეუწყობს დამნაშავეობასთან წარმატებულ ბრძოლას, მომავალში დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას.

სააპელაციო პალატას იმის გათვალისწინებით, რომ ვ--–------- ბ-----–---–ი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, განაჩენთა ერ-თობლიობით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი – 13 (ცამეტი) წლის ვადით თავისუფ-ლების აღკვეთა მიაჩნია მეტისმეტად მკაცრ სასჯელად. პალატა მიიჩნევს, რომ ვ--–-------- ბ-----–---–ისათვის სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით სასჯე-ლის დანიშვნა სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლიება და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით განსაზღვრულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა, ბათუმის საქალაქო სა-სამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნა-წილიდან – 09 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ვ--–------- ბ------–---–ს განაჩენთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლისა და 09 (ცხრა) თვის ვადით.

დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ვ--–------- ბ-----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზუგდიდის რაიო-ნული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ვ--–------- ბ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ვ--–------- ბ-----–---–ისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველ-ზე, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა, ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწი-ლიდან – 09 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა და ვ--–------- ბ-----–---–ს საბო-ლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავი-სუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლისა და 09 (ცხრა) თვის ვადით.

ვ--–------- ბ-----–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან – 2018 წლის 6 მარტიდან.

ნივთმტკიცებები – ყალბი 100 ლარიანი კუპიურები განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცებები – 10 ლარიანი და 5 ლარიანი კუპიურები, მობილური ტელეფონი დაუ-ბრუნდეს მესაკუთრეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცებები – DVD, CD და CDR დისკები, აუდიოჩანაწერები, ქვითარი შენახულ იქნეს საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.

სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili