განაჩენი

სისხლის სამართლის 12.06.2019
საქმის ნომერი
080100118002301580
ინსტანცია
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-281-2018 წელი

№080100118002301580

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

31 მაისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ბ------- ჯ-----–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ბ------- ჯ-----–---–ი, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრე-ბი ქ-------–-----------------------ში, მსჯავრდებულია ქუთაისის საქალაქო სასამართ-ლოს 2018 წლის 10 აპრილის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარ-დებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

ბ------- ჯ-----–---–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო სასამართლოს უპა-ტივცემულობისათვის, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყო-ფით.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 16:20 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბ------- ჯ-----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა ბ------- ჯ-----–---–მა გამოხატა უპატივცემულობა სასამარ-თლოს მიმართ, კერძოდ, სამართალწარმოების მონაწილეს, სახელმწიფო ბრალმდებელს პროკურორ ვ-–-------- გ-------ეს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა გ-------- ტ---–--ემ და მსჯავრდებულ ბ------- ჯ-----–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ----- ჩ-------მა.

აპელანტი, პროკურორი გ-------- ტ---–--ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბ-------- ჯ-----–---–ის მიმართ სასჯელის განსაზღვრას განაჩენთა ერთობლიობით. მოთ-ხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ ბ------- ჯ-----–---–ი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, მაშინ როდესაც განა-ხორციელა 2017 წლის 13 ნოემბრის ქმედება, კერძოდ სასამართლოს უპატივცემულობა და მოსამართლემ ბ------- ჯ-----–---–ისთვის სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალის-წინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მო-თხოვნები და საბოლოო სასჯელი არ განუსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად – განაჩენთა ერთობლიობით.

აპელანტი, მსჯავრდებულ ბ------- ჯ-----–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ------ ჩ-------ი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბ------- ჯ-----–---–ის მიმართ გამამართ-ლებელი განაჩენის გამოტანას, წინააღმდეგ შემთხვევაში დანიშნული სასჯელის შეცვ-ლას მინიმალური ოდენობის ჯარიმით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბ. ჯ-----–---–ი იყო პატიმარი, მისი ემოციუ-რი მდგომარეობა იყო მძიმე. მიუხედავად ამისა, ბ------- ჯ-----–---–ს სასამართლოს-თვის არ მიუყენებია შეურაცხყოფა და არც სამართალწარმოების მონაწილე ყოფილა. როცა უწმაწური სიტყვა წარმოთქვა პროკურორის მისამართით ის უკვე გაძევებული პი-რი იყო და აღარ ითვლებოდა პროცესის მონაწილედ. მსჯავრდებულმა სასამართლო სხდომაზე დააფიქსირა კიდეც, რომ მას შეურაცხყოფა არც სამართალწარმოების მონაწი-ლისთვის და არც სასამართლოსთვის მიუყენებია, როცა გააძევეს მხოლოდ კარებთან გაყვანის დროს მიმართა პროკურორს. აღნიშნულს სასამართლომ შეფასება არ მისცა და დარბაზიდან გაძევებული პირი მაინც ჩათვალა პროცესის მონაწილედ. სასჯელის და-ნიშვნისას სასამართლომ დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში სასჯელის დანიშვნის წესზე მიუთითა, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო არ იყო შეზღუდელი, რომ ბ------- ჯ-----–---–ისათვის სასჯელის სახედ ჯარიმა დაენიშნა.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს დკა გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარე-მოებათა გამო:

სააპელაციო პალტა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით დანა-შაულადაა მიჩნეული სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარ-მოების მონაწილის შეურაცხყოფაში.

ამ დანაშაულის ობიექტია სასამართლო ორგანოების ნორმალური საქმიანობა და სასა-მართლოს ავტორიტეტი, ხოლო დამატებითი ობიექტი კი – მართლმსაჯულების გან-ხორციელებაში მონაწილე პირთა პატივი და ღირსება.

დანაშაულის ჩადენის ადგილად ითვლება სასამართლო სხდომის დარბაზი ან მთლი-ანად სასამართლოს შენობა მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესზე შესვენება არის გა-მოცხადებული, ხოლო დანაშაულის ჩადენის დროდ კი – სასამართლო დარბაზში საქმის განხილვის ან შესვენების დრო.

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას პირს გაცნობიერე-ბული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს, რომ იგი შეურცხ-მყოფელია პროკურორის ან სამართალწარმოების სხვა მონაწილისათვის და სურს დაამ-ციროს მისი პატივი და ღირსება.

დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს როგორც სამართალწარმოებაში მონაწილე, ისე ის პირი, რომელიც, თუმცა პროცესუალურად სასამართლო განხილვის უშუალო მონაწილე არ არის, მაგრამ კონკრეტულ საქმის განხილვასთან დაკავშირებით იმყო-ფება სასამართლოს სხდომის დარბაზში ან სასამართლოს შენობაში.

ამდენად, ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს არა მარტო სამართალწარმოების მონაწილე, არამედ ნებისმიერი პირი, რომელიც იმყოფება სხდომის დარბაზსა თუ შენო-ბაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხა-რის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბ------- ჯ-----–---–ი მაშინ, როცა პროკურორს შეურაცხოფა მიაყენა არ იყო სამართალწარმოების მონაწილე, რის გა-მოც არ არსებობს მის ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა

სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას ბ------- ჯ-----–---–ისათვის განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვ-ნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

ბ------- ჯ-----–---–მა აღნიშნული დანაშაული ნამდვილად ჩაიდინა 2017 წლის 13 ნო-ემბერს, როდესაც იგი 2016 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავ-რის გამოსაცდელ ვადაში იმყოფებოდა.

თუმცა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქ-მეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე, ბ------- ჯ-----–---–ის მიმართ უკვე დამდგარი იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვ-ლის განაჩენი, რომელმაც გააუქმა 2016 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირო-ბითი მსჯავრი და ბ------- ჯ-----–---–ს საბოლოო სასჯელი განუსაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით.

ამდენად, უსაფუძლოა სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნა წინა განაჩენის გაუქმე-ბისა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის თაობაზე.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ბ------- ჯ-----–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპე-ლაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ბ------- ჯ-----–----–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, დანაშაულის ჩადე-ნის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედე-ბის განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ბ------- ჯ-----–----–ს სასჯელი განუსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების ეშსაბამისად – თავისუფ-ლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდე-ბული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხა-რისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანი-შნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ან სასიკეთო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განაჩენი ბ------- ჯ-----–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სა-აპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ბ------- ჯ-----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ბ------- ჯ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

ბ------- ჯ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 10 აპრილი-დან – პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანის დღიდან.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი ერთ ცალ დისკზე და სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სა-აპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili