განაჩენი

სისხლის სამართლის 13.06.2019
საქმის ნომერი
330100118002356025
ინსტანცია
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002356025

საქმე №1ბ/351-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ა-–--–-------ას,ადვოკატ - კ--------------–იას,მსჯავრდებულ - გ---------------–-–---–ის მონაწილეობით,ქ.თბილსის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-–--–-------ას და მსჯავრდებულ გ---------------–-–---–ის ადვოკატის კ--------------–იას სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ-------------------------–-–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბარლდების მიხედვით:

 

გ---------------–-–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ-------–--–---–-------–-----------------–- მდებარე „თ-----------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გ---------------–-–---–მა დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით, დ-------–----------ს წაართვა 1000 (ათასი) ლარად ღირებული „აიფონ 7“ ფირმის მობილური ტელეფონი. გ---------------–-–---–ის დანაშაულებრივი ქმედებით დ-------–----------ს მიადგა 1000 (ათასი) ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი და მორალური სახის ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის განაჩენით:

 

გ---------------–-–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

 

გ---------------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 11 თებერვლიდან - 2018 წლის 27 ივნისის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა, რომ:

 

გ---------------–-–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

მიე მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ-------–--–---–-------–-----------------–- მდებარე „თ-----------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გ---------------–-–---–მა დ-------–----------ს გამოართვა „აიფონ 7“ ფირმის მობილური ტელეფონი შემდგომი გადახდის შეთავაზებით. გ---------------–-–---–მა დ-------–----------ს არც მობილური ტელეფონი დაუბრუნა და არც მისი ღირებულება გადაუხადა. გ---------------–-–---–ის დანაშაულებრივი ქმედებით დ-------–----------ს მიადგა 850 (რვაასორმოცდაათი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ.თბილსის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-–--–-------ამ და მსჯავრდებულ გ---------------–-–---–ის ადვოკატმა კ--------------–იამ.

 

ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ---------------–-–---–ის დამნაშავედ ცნობა როგორც საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

პროკურორის განმარტებით, სასამართლოს შეფასება გ---------------–-–---–ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ, არის დაუსაბუთებელი და უკანონო, არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და ფაქტობრივ გარემოებებს. დაზარალებულმა დ-------–----------მ სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ მან გ---------------–-–---–ის ხელში დაინახა რაღაც საგანი, რომელიც მისი აღქმით იყო დანა, რამაც მასში შიშის გრძნობა გამოიწვია და ამიტომ ვეღარ შეძლო გ---------------–-–---–ისათვის თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონის უკან გამორთმევა. ყაჩაღური თავდასხმის დროს მუქარის გამოვლენის ფორმას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა; იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად, ჟესტით ან კონკლუდენტური მოქმედებით. პროკურორის მტკიცებით, სწორედ ამ უკანასკნელ მოქმედებას ქონდა ადგილი მოცემულ შემთხვევაში, როდესაც გ---------------–-–---–მა ცივი იარაღის - დანის დემონსტრირებით ფსიქიკური ძალადობა განახორციელა დაზარალებულ დავით ლომენჯავაზე, რის გამოც დაზარალებულმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია. მას ქონდა რა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს მუქარა რეალიზებული იქნებოდა, დათმო თავისი ქონება – „აიფონ 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონი. აპელანტის მტკიცებით, ვერსია იმის შესახებ, რომ დ-------–----------სთან შეხვედრის დროს გ---------------–-–---–ს ხელში ეჭირა ელექტროსიგარეტი, არის აბსოლუტური აბსურდი, ვინაიდან როგორც დაზარალებულ დ-------–----------ს, ასევე მისი თანამშრომლის - გ-----------------–ის ჩვენებებით დასტურდება, რომ 2018 წლის 10 თებერვალს დ-------–----------ს კუთვნილ მაღაზიაში ყოფნის დროს გ---------------–-–---–ს თან ქონდა დანა.

 

დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და გ---------------–-–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის მტკიცებით, მოცემულ საქმეში არ მოიპოვება ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა გ---------------–-–---–ის მიერ რაიმე დანაშაულის, მათ შორის, თაღლითობის ჩადენას. ქმედების გადაკვალიფიცირებით სასამართლო თვითონ გამოვიდა ბრალმდებლის როლში, რადგან არსებითად შეცვალა დანაშაულის ხერხი, რასაც ბრალდების მხარე აღნიშნავდა. კერძოდ, ბრალდების მხარე მიუთითებდა, რომ გ---------------–-–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. სხვისი ნივთის მისაკუთრება, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარით. სასამართლომ კი აღნიშნა, რომ მუქარის განხორციელებას ადგილი არ ქონია, მაგრამ ადგილი ქონდა მოტყუებას. აღნიშნულით მოსამართლემ ფაქტობრივად ახალი ბრალი წაუყენა გ---------------–-–---–ს, რაც ლოგიკურად შეუძლებელია იმ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, რასაც ბრალდების მხარე გ---------------–-–---–ს ედავებოდა. დაცვის მხარის მტკიცებით, რეალურად, გ---------------–-–---–ი და დ-------–---------- შეთანხმდნენ, რომ გ---------------–-–---–ი ლ-------------ან 1000 ლარად იყიდდა ტელეფონს, საიდანაც ნახევარს გადაუხდიდა მაშინვე, ხოლო მეორე ნახევარს - შემდეგ დღეს. გ---------------–-–---–მა მას ნამდვილად გადაუხადა ტელეფონის ღირებულის ნახევარი, კერძოდ 500 ლარი, ხოლო 500 უნდა მიეცა მეორე დღეს, რადგან იმ დღეს მიდიოდა ქორწილში. აღნიშნულზე დ-------–----------მ განაცხადა თანხმობა. შესაბამისად, სახეზეა მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობა. აპელანტის განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს დ-------–----------ს მიერ მიცემული ჩვენების დამაჯერებლობასა და უტყუარობაზე. საყურადღებოა, რომ იგი გამოძიების დროს ამბობდა, რომ გ---------------–-–---–ს თან ქონდა დანა, ხოლო სასამართლოში აღნიშნა, რომ არ იცოდა ეს საგანი დანა იყო, ფანქარი თუ სხვა რამ. შესაბამისად, მისი ჩვენება არ არის დამაჯერებელი და უტყუარი, რის გამოც სასამართლო მას არ უნდა დაეყრდნოს.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ა-–--–-------ამ მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

მსჯავრდებულმა გ---------------–-–---–მა და მისმა ადვოკატმა მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას - გ---------------–-–---–ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა დ-------–----------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 10 თებერვალს, საღამოს საათებში მივიდა თავის კუთვნილ მობილური ტელეფონების მაღაზიაში, სადაც დახვდა თანამშრომელი გ-----------------–ი, ერთი მეგობარი და გ---------------–-–---–ი. ეს უკანასკნელი სახეზე ეცნობოდა მაგრამ კონკრეტულად ვერ გაიხსენა - საიდან, რის შემდეგაც თავად გ---------------–-–---–მა გაახსენა თავი, რომ რამდენიმე წლის წინ გაიცნეს ერთმანეთი, თან უთხრა, რომ სურდა „აიფონ 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონის შეძენა, ხოლო თანხას გადაუხდიდა მეორე დღეს, 12:00 საათისთვის, რაზედაც უარი განუცხადა. აღნიშნულის შემდეგ ამ საკითხზე მათ შორის საუბარი კვლავ გაგრძელდა. გ---------------–-–---–მა უთხრა, რომ ტელეფონი მისი იყო და აღარ დაუბრუნებდა, შემდეგ დაუბრუნა და ისევ წაართვა. ბოლოს ისე წავიდა, რომ ტელეფონი არ წაუღია. მეორე დღეს, 2018 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 11:45 საათისთვის გააღო მაღაზია, სადაც მალევე კვლავ მივიდა გ---------------–-–---–ი და უთხრა, რომ დაპირებისამებრ, ტელეფონის შესაძენად იყო მისული. მან უარი თქვა წინა დღეს შერჩეულ ტელეფონზე, იმ მიზეზით, რომ აღნიშნულ ტელეფონს არ ჰქონდა ყუთი და ითხოვა ტელეფონი ყუთით. მას აჩვენა „აიფონ 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, რომელსაც ჰქონდა ყუთი. ტელეფონს შეცვლილი ჰქონდა ეკრანი და ამის თაობაზე აცნობა გ---------------–-–---–ს. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ მეზობლად მდებარე მაღაზიაში მუშაობდა მისი ნაცნობი, რომელთანაც უნდა შეემოწმებინა ტელეფონი. თავადაც გაყვა გ---------------–-–---–ს და თან წაიღეს მობილური ტელეფონი ყუთით. როდესაც შესამოწმებლად მიიტანეს, ხელოსანმა რომანმა გ-------ს უთხრა, რომ ტელეფონი კარგ მდგომარეობაში იყო. ამის შემდეგ გ-------- მას (დ-------–----------ს) უთხრა, რომ როგორც შეთანხმდნენ, თანხას - 1000 ლარის ოდენობით, ბანკომატის მეშვეობით გამოიტანდა „თი-ბი-სი“ ბანკის ანგარიშიდან და მისცემდა. ერთად წავიდნენ წერეთლის გამზირზე მდებარე „თი-ბი-სი“ ბანკისკენ. გზაში გ---------------–-–---–მა განუცხადა, რომ მისი მეგობრის მამა ცხოვრობდა იქვე და მას გამოართმევდა ფულს, ამიტომ სხვა მიმართულებით განაგრძეს სიარული. ერთ კონკრეტულ ადგილზე, წერეთლის გამზირიდან შესახვევში, გ-------- უთხრა, რომ იმ ადგილას თავად მივიდოდა მისი მეგობრის მამა, ამიტომ დაბრუნებულიყო მაღაზიაში და ფულს მოგვიანებით მიუტანდა, რაზედაც არ დათანხმდა. ამ დროისათვის გ---------------–-–---–ს მობილური ტელეფონი ხელში ეჭირა, ხოლო ტელეფონის ყუთი ჯიბეში ედო. ამის შემდეგ გ-------- უთხრა - „ნივთი ჩემია, ყუთიც მე მაქვს და რას გააკეთებ, მიჩივლებო?“ „არ მაინტერესებს, არ გაძლევო“ - და აუჩქარებლად, დინჯად წავიდა. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ამ პერიოდში არაფერი მოუმოქმედებია, ვინაიდან გაუჩნდა გარკვეული შიშის გრძონობა. კერძოდ, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ წინა დღეს - 2018 წლის 10 თებერვალს, მაღაზიაში ყოფნისას გ---------------–-–---–ს თან ქონდა დანა, რომლის დემონსტრირებაც მოახდინა მათ დასანახად. მან დანა ჯერ ამოიღო საქამრიდან და ჯიბეში ჩაიდო, შემდეგ გადასცა მის (დ-------–----------ს) მეგობარს, რომელიც მაგიდასთან იჯდა. ამ უკანასკნელმა დანა უჯრაში შეინახა. შემდეგ გ-------- კვლავ გამოართვა დანა. 11 თებერვალს კი მას თან ჰქონდა შავი ფერის ნივთი, - „დანა ქონდა, ფანქარი თუ გრანატა, არ ვიციო“, ნერვიულობის ფონზე კი ეს ნივთი აღიქვა დანად. გ------- ხელში ათამაშებდა ამ ნივთს, თითქოს გახსნის მომენტიც შეამჩნია და როგორც ახსოვს, დასამაგრებელიც ქონდა. ყოველივე აღნიშნულის გამო, ვერაფერი მოიმოქმედა, უყურებდა როგორ მშვიდად მიდიოდა ბრალდებული, თავად კი მოგვიანებით მიმართა პოლიციის განყოფილებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ-----------------–მა განაცხადა, რომ მუშაობს სადგურის მოედანზე, სავაჭრო ცენტრ „პ---––-“ მდებარე N--- მაღაზიაში მის მეგობარ დ-------–----------სთან. 2018 წლის 10 თებერვალს იმყოფებოდა მაღაზიაში, სადაც საღამოს საათებში შევიდა გ---------------–-–---–ი. იგი ათვალიერებდა „აიფონ 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონს და უთხრა, რომ სურდა აღნიშნული ტელეფონი წაეღო თანხის გადახდის გარეშე, რაზედაც უარი განუცხადა. ამ დროს მაღაზიაში შევიდა მაღაზიის მფლობელი - დ-------–----------, რომელსაც გ-------- უთხრა - შენი ნაცნობი ვარო. გ---------------–-–---–მა დ-------–----------ს ასევე უთხრა, რომ სურდა მობილური ტელეფონის წაღება თანხის გადახდის გარეშე და თანხას მეორე დღეს მიუტანდა. აღნიშნულზე დ-------–----------მ განუცხადა, რომ მაღაზია მხოლოდ მისი საკუთრება არ იყო და ტელეფონს თანხის გადახდის გარეშე ვერ გაატანდა. ამას მოყვა დაძაბული საუბარი გ-------სა და დაზარალებულს შორის, რაც მაღაზიის გარეთაც გაგრძელდა. ამასთანავე, გასვლამდე, მაღაზიაში საუბრისას, გ---------------–-–---–მა საქამრეში ჩადებული დანა ამოიღო და ჯიბეში ჩაიდო. ამ დროს მისი მხრიდან მუქარას ადგილი არ ჰქონია. 2018 წლის 11 თებერვალს, დილის საათებში მაღაზიაში კვლავ მივიდა გ---------------–-–---–ი და დ-------–----------ს ჰკითხა, „აიფონ 7“-ის მოდელის მობილურ ტელეფონს რამდენ ლარად მიყიდიდა, რაზედაც დაზარალებულმა უპასუხა, რომ ხსენებული ტელეფონის ფასი იყო 1000 ლარი. ამის შემდეგ გ---------------–-–---–მა უთხრა, რომ გვერდით მდებარე N1-- მაღაზიაში ახლობელ ხელოსანთან უნდა შეემოწმებინა მობილური ტელეფონი, რის გამოც ის და დ-------–---------- მაღაზიიდან გავიდნენ ტელეფონით და ყუთით. ამ დროს გ-------სთვის დანა არ შეუმჩნევია. მოგვინებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ გ---------------–-–---–მა დ-------–----------ს დანის მუქარით გამოართვა „აიფონ 7“-ის მოდელის შავი ფერის მობილური ტელეფონი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე რ--------------–---–მა განაცხადა, რომ დასაქმებულია ვაგზლის მოედნის მიმდებარედ სავაჭრო ცენტრ „პ---––-“ არსებულ №1-- მაღაზიაში, მობილური ტელეფონების ხელოსნად. 2018 წლის 11 თებერვალს, დილის საათებში მასთან მივიდა მისი მეგობარი გ---------------–-–---–ი, ვინმე ლემონჯავასთან ერთად, რომლის მაღაზიაც მისი მაღაზიის მეზობლად მდებარეობს. გ---------------–-–---–ს თან ქონდა „აიფონ 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონი და თხოვა მისი შემოწმება. შემოწმების შემდეგ გ-------ს უთხრა, რომ მობილურ ტელეფონს ეკრანი ჰქონდა შეცვლილი, თუმცა იყო კარგ მდგომარეობაში. ამის შემდეგ გ---------------–-–---–ი და დ-------–---------- ერთად წავიდნენ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ნ-------–-ა განაცხადა, რომ გ---------------–-–---–ი არის მისი მეგობარი. 2018 წლის 11 თებერვალს იმყოფებოდა სახლში, გ-------------------ში, როდესაც დაახლოებით დღის 12 საათზე გააღვიძა გ---------------–-–---–მა და სთხოვა საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ლომბარდში ჩაებარებინა „აიფონ 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონის ყუთი. ისინი წავიდნენ პ----------ში მდებარე ლომბარდში, სადაც ყუთის დატოვების სანაცვლოდ გ---------------–-–---–მა მიიღო 501 ლარი. მოწმისათვის უცნობია თუ საიდან ჰქონდა გ-------ს ეს ტელეფონი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე დ----------------მ განაცხადა, რომ მუშაობს ქ-------–--–------------------------ში მდებარე შპს „მ--------------–ი“ (ლომბარდი) ოპერატორის პოზიციაზე. 2018 წლის 11 თებერვალს, ზემოაღნიშნულ ლომბარდში ჩაბარებული იქნა „აიფონ 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონის ყუთი, რის თაობაზეც მისი სხვა თანამშრომლის მიერ იყო გაფორმებული ხელშეკრულება. მოგვიანებით პოლიციის თანამშრომლებმა მისგან ამოიღეს დალომბარდებული ნივთი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს IV განყოფილების თანამშრომლებმა გ------- გ---------–---–-ა, გ------- პ----–---–--------------–---–---------------------–-------------------------------------------–---–---------------------------------------------------------------–---–-- დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების განხორციელება კანონის შესაბამისად.

 

2018 წლის 12 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, გ---------------–-–---–ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ-------–-------------------------------------ში, მისი მეუღლის - თ---------------ან ამოღებული იქნა „აიფონ 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონი.

 

2018 წლის 12 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისი, პეკინის ქუჩა №3-–------------–------------------–-----------------------ან ამოღებული იქნა თეთრი ფერის ყუთი, რომელიც არის „აიფონ 7“-ის. აღნიშნულ ყუთს გაკეთებული აქვს წარწერა I--------------------------, უკანა მხარეს აწერია „32 GB”, ხოლო გვერდით აწერია „iPhone”, ასევე ამოღებული იქნა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება №9-------.

 

2018 წლის 12 თებერვლის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა თამარ ანთიძისაგან ამოღებული მობილური ტელეფონი „აიფონ 7“, კერძოდ, გამომძიებელმა ჩართო აღნიშნული მობილური ტელეფონი და აკრიფა კომბინაცია - *#06# ok, რის შემდეგაც მობილური ტელეფონის ეკრანზე გამოსახული იქნა მობილური ტელეფონის იმეიკოდი - 3--------------.

 

2018 წლის 11 თებერვლის სესხისა და გირავნობის №9------- ხელშეკრულების თანახმად, შპს „მობიკრედიტს“ და ნიკა ჯაშს შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დაგირავდა მობილური ტელეფონის - IPHONE 7 32 GB BLACK, იმეიკოდით - 3-------------- ყუთი, 502 ლარის სანაცვლოდ, 10 დღის ვადით.

 

2018 წლის 15 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის №5--/ს დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის - „iPhone 7“, 32GB, IMEI კოდით: 3--------------, საბაზრო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნისა და მისი ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს - 850 (რვაასორმოცდათი) ლარს.

 

2018 წლის 20 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, ქ.თბილისში, გ------------------------–-------------–--------–-–---–-ა ნებაყოფლობით წარმოადგინა მისი განმარტებით გ---------------–-–---–ის კუთვნილი, მოშავო ფერის ელექტროსიგარეტი და მართკუთხა ფორმის კოლოფში მოთავსებული 4 ცალი სიგარეტი, რაც ამოღებული იქნა ადვოკატ კ--------------–იას მიერ.

 

გ---------------–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ 2018 წლის 11 თებერვალს, დილის საათებში სახლიდან წავიდა სავაჭრო ცენტრ „კიდობანთან“ მდებარე ტელეფონების მაღაზიაში, სადაც მუშაობს მისი მეგობარი - რ--------------–---–ი. თან ქონდა გარკვეული თანხა და უნდოდა ტელეფონი ეყიდა მეუღლისთვის საჩუქრად. როდესაც მივიდა მაღაზიაში და ათვალიერებდა ტელეფონს, გამოჩნდა მისი ძველი ნაცნობი დ-------–----------, რომელიც გადაკოცნა და მოიკითხა; ასევე უთხრა, რომ სურდა „აიფონ 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონის შეძენა. დ-------–----------მ აჩვენა გასაყიდი ტელეფონი, რომელიც ღირდა 1000 ლარი. აღნიშნულზე უთხრა, რომ შეძენამდე ტელეფონი უნდა შეემოწმებინა თავის მეგობარ ხელოსანთან - რ--------------–---–თან, რაზეც დ-------–---------- დათანხმდა. დ-------–----------სთან ერთად გავიდა მეზობლად მდებარე მაღაზიაში და რ--------------–---–ს შეამოწმებინა ტელეფონი. ხელოსანმა უთხრა, რომ ტელეფონს ეკრანი ქონდა შეცვლილი, თუმცა იყო კარგ მდგომარეობაში და ღირდა მისი შეძენა. იქიდან გამოსვლისას დ-------–----------ს უთხრა, რომ ქონდა მხოლოდ ხუთასი ლარი, რომელსაც მისცემდა, ხოლო დარჩენილ ხუთას ლარს მისცემდა ორშაბათს, ვინაიდან კვირა დღე იყო, ქორწილში მიდიოდა და ვერ მოასწრებდა თანხის მოძიებას. თავიდან დაზრალებულმა თავი შეიკავა, რადგან დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტდა აღნიშნულს და დარეკა ვიღაცასთან. დ-------–----------ს უთხრა, რომ ტელეფონის ყუთიც სჭირდებოდა მასზე დაფიქსირებული იმეი კოდით, სხვა შემთხვევაში ტელეფონს არ შეიძენდა. დავითმა მაღაზიიდან გამოიტანა ყუთი და წავიდნენ იმ მიმართულებით, სადაც მანქანა ყავდა გაჩერებული. გ---------------–-–---–მა განმარტა, რომ მანქანიდან ამოიღო ხუთასი ლარი და გადასცა დ-------–----------ს. ასევე დაპირდა, რომ დანარჩენ ხუთას ლარს მისცემდა ორშაბათს. დ-------–---------- ცოტა შეყოყმანდა, მაგრამ მერე არაფერი უთქვამს, დაემშიდობნენ და ასე დაშორდნენ ერთმანეთს. სახლში სანამ მივიდოდა, მეგობრის - ნიკა ჯაშის დახმარებით, ტელეფონის ყუთი დაალომბარდა პეკინის გამზირზე მდებარე ლომბარდში, რაშიც აიღო 500 ლარი. შემდეგ სახლში მივიდა, მეუღლეს უთხრა, რომ ტელეფონი იყიდა მისთვის, ხოლო ყუთი დაალომბარდა, თუმცა გამოისყიდდა და ისე მისცემდა ტელეფონს, რის შემდეგ ტუმბოში ჩადო ტელეფონიც და თანხაც, თუმცა 50 ლარი წაიღო ქორწილში. ქორწილიდან წამოსვლის შემდეგ, დაახლოებით ღამის 11 საათზე საპატრულო პოლიციამ გააჩერა ტაქსი, რომლითაც იგი მგზავრობდა, ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშრომლებიც და მოხდა მისი გადაყვანა დიდუბის რაიონულ სამმართველოში, ისე რომ მისთვის დაკავებულის უფლებები არ განუმარტავთ. გ---------------–-–---–მა კატეგორიულად გამორიცხა დანის ფლობისა და ტარების ფაქტი; განმარტა, რომ არის ელექტროსიგარეტის მომხმარებელი და მუდმივად ატარებს მას. 2018 წლის 11 თებერვალს, როგორც მაღაზიაში, ასევე მაღაზიის გარეთ ეწეოდა აღნიშნულ ელექტროსიგარეტს. 2018 წლის 10 თებერვალს არ ყოფილა დ-------–----------ს მაღაზიაში, მხოლოდ რ--------------–---–თან იყო მისული სანახავად, ხოლო დ-------–----------სთან პირველად მივიდა 11 თებერვალს.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

რაც შეეხება ქმედების გადაკვალიფიცირების საკითხს, პალატა განმარტავს, რომ აღნიშნულს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთის მხრივ იმიტომ, რომ პირს იმაზე მეტ დანაშაულში არ დაედოს მსჯავრი, რაც არ ჩაუდენია და, მეორე მხრივ, საერთოდ არ გამოირიცხოს პირს ბრალეულობა დანაშაულში. გადაკვალიფიცირება დასაშვებია მხოლოდ იმავე ხარისხის, ან მსუბუქ ბრალდებაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთანალიზიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას გ---------------–-–---–ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, თუმცა მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადასტურებული გ---------------–-–---–ის მიერ ბარალად წარგდენილი ქმედების - ყაჩაღობის ჩადენა. სახეზე არ არის ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას და რაც აუცილებელია მითითებული ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - ყაჩაღობის დროს ერთდროულად სახეზეა ორი სიკეთის - ადამიანის საკუთრების უფლების და ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფის საშიშროება; ხოლო ობიექტური მხრივ, ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა. თავდასხმაში თავის მხრივ იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. თუმცა, თავდასხმის ფაქტი, რომელსაც თან ერთვის ფიზიკური ძალადობა, მოულოდნელობის მიუხედავადაც, როგორც წესი, კარგად აქვს გაცნობიერებული დაზარალებულს.

 

პალატა უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს თავად დაზარალებულ დ-------–----------ს მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე, რომელიც არის გ---------------–-–---–ის მიმართ ბარალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად მოპოვებული ერთ-ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. დ-------–----------მ მიუთითა, რომ 2018 წლის 11 თებერვალს მის მაღაზიაში მისულ გ---------------–-–---–ს გადასცა „აიფონ 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონი თავისი ყუთით და ერთად გავიდნენ მეზობლად მდებარე მაღაზიაში ტელეფონის შესამოწმებლად. ხელოსნის მიერ ტელეფონის შემოწმების შემდეგ კი ბრალდებულმა მას უთხრა, რომ თანხას გამოიტანდა „თი ბი სი“ ბანკის ბაკომატიდან და მიცემდა. ამ დროს მობილური ტელეფონი და ყუთი ხელში უჭირავს გ---------------–-–---–ს და ისინი ერთად მიდიან წერეთლის გამზირზე მდებარე „თი ბი სი“ ბანკის ბანკომატისაკენ. გზაში გ---------------–-–---–მა თანხის მოძიების ახალი ვერსია განავითარა და დაზარალებულს უთხრა, რომ იქვე მცხოვრებ მისი მეგობრის მამას გამოართმევდა ფულს. ვინაიდან დ-------–----------მ გ------- მეგრელიშივილი არ დატოვა ადგილზე და კვლავ ელოდებოდა მის მიერ უკვე დაუფლებული ტელეფონის საფასურს, გ---------------–-–---–მა უთხრა - „ნივთი ჩემია, ყუთიც მე მაქვს და არაფერსაც არ მოგცემ, რას გააკეთებ მიჩივლებო?“ „არ მაინტერესებს, არ გაძლევო“. დაზარალებულის განმარტებით, სწორედ ამ დროს შეამჩნია, რომ გ---------------–-–---–ს თან ქონდა შავი ფერის ნივთი, თუმცა არ შეუძლია განმარტოს, კონკრეტულად რა სახის იყო ეს ნივთი - დანა იყო, ფანქარი თუ სხვა რამ; ნერვიულობის ფონზე ეს ნივთი აღიქვა დანად და ჩვენების მიცემისას გამომძიებელსაც სწორედ ამიტომ უთხრა, რომ ბრალდებულს ქონდა დანა. დ-------–----------მ აღწერა ნივთის მახასიათებლები, მისი ფერი, მიუთითა, რომ ჰქონდა საქამრეზე დასამაგრებელი და თითქოს იხსნებოდა კიდეც, მაგრამ იყო თუ არა იგი დანა, ამის დადასტურება არ შეუძლია.

 

პალატა დაეთანხმება ბრალდების მხარის აპელირებას იმ ნაწილში, რომ ყაჩაღობის ჩადენისას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარას შეიძლება ადგილი ქონდეს არა მხოლოდ იარაღის აქტიური გამოყენებისას, არამედ უბრალოდ მისი დემონსტრირების დროსაც, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენებით, სრულიად გამოირიცხა ყაჩაღობის შემადგენლობისათვის აუცილებელი ელემენტი - თავდასხმა სხვისი ნივთის მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით. თავდამსხმელის მიზანს წარმოადგენს ის, რომ დაეუფლოს სხვის მოძრავ მატერიალური სიკეთეს, თუმცა გ---------------–-–---–ს დანის მსგავსი საგნის დემონსტრირებამდეც ხელთ ქონდა დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონი, ისინი გადაადგილდებოდნენ ღია ცის ქვეშ არც თუ ისე მცირე მანძილზე, სადაც თავისუფლად იყო შესაძლებელი გ---------------–-–---–ს დაზარალებულისაგან თავი დაეღწია რაიმე სახის საგნის დემონსტრირების შედეგად განხორციელებული მუქარის გარეშეც. ამასთან, დ-------–----------მ დაადასტურა, რომ გ---------------–-–---–მა განუცხადა - არ გაძლევ ტელეფონსო და წავიდა აუჩქარებლად, დინჯი ნაბიჯებით, რაც რათქმა უნდა, არ გავს თავდამსხმელის და აგრესიული ქმედების ჩამდენი პირის ქცევას. მართალია დ-------–---------- უთითებს, რომ იმ საგნის დემონსტირებით, რაც მან აღიქვა დანად, გაუჩნდა გარკვეული შიში, თუმცა უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ მას კონკრეტულად საგნის დასახელება არ შეუძლია - იყო თუ არა ეს დანა. გარდა ამისა, დაზარალებული მის უმოქმედობას უკავშირებს არა მხოლოდ ხსნებულ გარემოებას, არამედ იმ ფაქტებს, რომ წინა დღით მასთან მისული გ---------------–-–---–ი ატარებდა დანას. ამასთან, დ-------–----------მ არაერთხელ აღნიშნა, რომ მას არ სრუდა კონფლიქტურ სიტუაციაში ჩარევა, მისთვის მიუღებელია ამგვარი ცხოვრების წესი და ამიტომ გადაწყვიტა - წინააღმდეგობა არ გაეწია გ---------------–-–---–ისათვის თავისივე ნებით გადაცემული ტელეფონის უკან დასაბრუნებლად. რაც შეეხება გ---------------–-–---–ის მიერ 2018 წლის 10 თებერვალს დანის ტარების ფაქტს, რაც ასევე დაადასტურა მოწმე გ-----------------–მა, აღნიშნული რათქმაუნდა, უპირობოდ არ მიუთითებს, რომ გ---------------–-–---–ი მუდმივად ცივი იარაღით გადაადგილდება და მას ეს ნივთი თან ექნებოდა 11 თებერვალსაც.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონის კატეგორიული მოთხოვნის თანახმად, განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში კი გ---------------–-–---–ის ბრალეულობის დასადასტურებლად ყაჩაღობის ჩადენაში პირდაპირი მტკიცებულებების სახით წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ დავით ლემოჯავას ჩვენება, რომელიც თავისი შინაარსით აშკარად და უტყუარად ვერ ადასტურებს, რომ გ------- მ------–-–---–-ს მიერ მისი მისამართით ადგილი ქონდა ყაჩაღობის ფაქტს და ვერ გადაწონის დაცვის მხარის ვერსიას, რომ შემთხვევის დროს მსჯავრდებული ატარებდა ელექტროსიგარეტს. ამდენად, გ---------------–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლი პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ ქმნიან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც აუცილებელია გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის; საეჭვოდ მიჩნეული გარემოებები კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ---------------–-–---–ის ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მის მსჯავრდებას აღნიშნული კვალიფიკაციით, ამ ნაწილში პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს, თითქოს სასამართლო არსებითად გასცდა პირისათვის წარდგენილი ბრალდების ფარგლებს. ამასთან, ვინაიდან სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, გ---------------–-–---–ის მიმართ წარდგენილი კვალიფიკაცია იცვლება, სასამართლოს სურს დამატებით განმარტოს, რომ ბრალდების უცვლელობის პრინციპის დარღვევას ადგილი არ აქვს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ კვალიფიკაციის შეცვლას დასაშვებად მიიჩნევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელიც უთითებს, რომ ბრალდების გადაკვალიფიცირებისას, ბრალდებულს უნდა მიეცეს სათანადო დრო და საშუალება მათზე რეაგირებისთვის და ახალ ბრალდებაზე დაყრდნობით, დაცვის ორგანიზებისთვის (მატოჩია იტალიის წინააღმდეგ (Mattoccia v. Italy, განაცხადი no. 23969/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტი 61). ევროპული სასამართლო მნიშვნელობას ანიჭებს დროის ფაქტორს. კერძოდ, როდესაც სამართალწარმოების განმავლობაში, ფაქტების კვალიფიკაცია იცვლება, ბრალდებულს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ პრაქტიკულად და ეფექტურად განახორციელოს დაცვის უფლებები გონივრულ ვადაში (პელისიერი და სასი საფრანგეთის წინააღმდეგ (Pélissier and Sassi v. France), განაცხადი no. 25444/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 1999 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება, პუნქტი 62). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის სტანდარტი არ არის დარღვეული იმ შემთხვევაში, როცა სამართალწარმოების განმავლობაში ქმედების გადაკვალიფიცირებისას ბრალდებულს დაცვის განსახორციელებლად საკმარისი დრო და შესაძლებლობა ჰქონდა (ბლოკი უნგრეთის წინააღმდეგ (Block v. Hungary), განაცხადი no. 56282/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 24). აგრეთვე, ევროპული სასამართლოს მიდგომით, ქმედების გადაკვალიფიცირება დაცვისთვის წინასწარ განჭვრეტადია, როდესაც „ქმედება ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტია“ (დე სალვადორ ტორესი ესპანეთის წინააღმდეგ (De Salvador Torres v. Spain), განაცხადი no. 21525/93, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 33; იუჰა ნუუთინენი ფინეთის წინააღმდეგ (Juha Nuutinen v. Finland), განაცხადი no. 45830/99).

 

განსახილველ შემთხვევაში გ---------------–-–---–ს ბრალი წარედგინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებისათვის და მისთვის წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირებაც მოხდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ამავე თავით გათვალისიწნებულ უფრო მსუბუქი ხასიათის დანაშაულზე, როგორიცაა თაღლითობა. კვალიფიკაციის მსგავსი სახით შეცვლა ბრალდებულისთვის არის მოსალოდნელი და განჭვრეტადი და არ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ, ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მოცემულ შემთხვევაში მოსამართლე არ გაცდენილა წარდგენილი ბრალდების თვისებრივ და არსებით შინაარსს და ბრალდებულს კვლავ მსჯავრი დაედო სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებისათვის, დანაშაულის ჩადენის ხერხი კი წარმოადგენს სწორედ იმ გარკვეული მცირე მნიშვნელობის განსხვავებას, რამაც განაპირობა მოცემულ შემთხვევაში გ---------------–-–---–ის მიმართ წარდგენილი კვალიფიკაციის შეცვლა.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება გ---------------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლასთან მიმართებით, თანხვედრაშია ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნასთან (მუხლი 273), რომლის თანახმად - თუ დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია, სასამართლო უფლებამოსილია დასაბუთებულად შეცვალოს იგი ბრალდებულის სასარგებლოდ. კონკრეტულ შემთხვევაში, გ------- მ------–-–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, დადგენილი სანქციის თანახმად, წარმოადგენს მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ისევე როგორც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, თუმცა გ------- მ------–-–---–-სათვის ბრალად წარდგენილი ქმედება სასჯელის სახით უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე, ხოლო ქმედება, რომლის ჩადენაშიც მსჯავრი დაედო ბრალდებულს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე. ამდენად, სასამართლოს მიერ გ---------------–-–---–ის ქმედების სამართლებრივი შეფასება არის ბრალდებულის სასარგებლო და არ აუარესებს მის მდგომარეობას.

 

პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის განმარტებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და იგი გამოტანილია მხოლოდ დაზარალებულ დ-------–----------ს ჩვენებით შექმნილი ვარაუდის საფუძველზე.

 

საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა დ-------–----------მ და მოწმე გ-----------------–მა იდენტურად მოახსენეს სასამართლოს, რომ თავდაპირველად მათ მაღაზიაში გ---------------–-–---–ი მისული იყო 2018 წლის 10 თებერვალს, როდესაც თანხის გადახდის გარეშე სურდა მობილური ტელეფონის წაღება. ამის შემდეგ მეორე დღეს იგი კვლავ მივიდა ხსენებულ მაღაზიაში, შეარჩია „აიფონ 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონი და თავისი ყუთით წაიღო შესაწმებლად გვერდით მდებარე მაღაზიაში რ--------------–---–თან. დაზარალებულმა ნათლად მიუთითა იმ გარემოებების შესახებ, თუ როგორ მოატყუა იგი გ---------------–-–---–მა თანხის გადახდასთან დაკავშირებით. კერძოდ, ჯერ განუცხადა, რომ ბანკომატიდან გამოიტანდა თანხას და ისე გადასცემდა, შემდეგ კი გზაში განუცხადა, რომ მისი მეგობრის მამას უნდა მიეცა ფული. დ-------–----------ს განმარტებით, მან გ---------------–-–---–ს ნივთი წინასწარ მხოლოდ იმტომ მისცა, რომ ხელოსანთან შეემოწმებინა და ამის შემდეგ გადაუხდიდა საფასურს. სწორედ თანხის მიღების მიზნით გაყვა იგი გ-------ს წერეთლის გამზირზე მდებარე „თი ბი სი“ ბაკის ბანკომატისაკენ და ასევე, ელოდებოდა იმ ადგილზე, სადაც გ------- მ------–-–---–-ს განმატრებით, მისი მეგობრის მამას უნდა მიეტანა ფული.

 

მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის და მოწმე გ-----------------–ის ჩვენებები იძლევიან დასკვნის საფუძველს, რომ გ---------------–-–---–ს ქონდა წინასწარ განზრახული დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად იგი მოქედებდა დაზარალებულთან სპეციალური ხერხის - მოტყუების გამოყენებით. კერძოდ, მათ შორის არსებული ნაცნობობის გახსენებით და აქედან წარმოშობილი ნდობის ფაქტორის გათვალისწიებით, გ---------------–-–---–მა ადვილად შეიყვანა იგი შეცდომაში, დაარწმუნა თითქოს თანხის პრობლემა არ ქონდა და აუცილებლად გადაუხდიდა, ნებაყოფლობით გამოართვა მობილური ტელეფონი და ისე წავიდა, რომ არც ნივთი დააბრუნა და არც მისი საფასური მისცა დაზარალებულს.

 

ამდენად, გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას, იგი სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სრულ შესაბამისობაშია მოწმე გ-----------------–ის ჩვენებასთან, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს დ-------–----------ს ჩვენების სადნოობას. ასევე, სასამართლო სხოდმაზე დაკითხული იქნენ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები და ექსპერტი, გამოკვეული იქნა მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმები და მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან, არსებითი სახიათის წინააღმდეგობები, რაც მათ გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი და ისინი ქმნიან ერთიან ლოგიკურ ჯაჭვს იმის დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ გ---------------–-–---–მა დ-------–----------ს გამოართვა „აიფონ 7“ ფირმის მობილური ტელეფონი, შემდგომი გადახდის შეთავაზებით, რის შემდეგაც მას არც მობილური ტელეფონი დაუბრუნა და არც მისი ღირებულება გადაუხადა.

 

მსჯავრდებულის პოზიციის თანახმად, მან შეიძინა „აიფონ 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, რაშიც იმ მომენტშივე გადაიხადა 500 ლარი, ხოლო ნაწილი დაპირებისამებრ უნდა გადაეხადა მეორე დღეს და ამაზე დ-------–---------- თანახმა იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ გ------- მეგრელშივლის მიერ სასამართლო სხდომაზე გაცხადებული ინფორმაცია დამაჯერებლობას მოკლებულია, წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან და წარმოადგენს მსჯავრდებულისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობას. პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის მოწმეების თ-----------------------------------------------–---------–-–---–-----------------–-–---–----------------------------------------------------–--------–-–---–-ს განმარტებებზეც საგამოძიებო მოქმედებების კანონით დარღვევით ჩატარებასთან დაკავშრებით და მიუთითებს, რომ წარმოდეგნილი სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, გამოძიება წარიმართა ობიექტურად და კანონის სრული დაცვით. საგამოძიებო მოქმედებების განხოცელებისას არ არის გამოვლენილი და ვერც დაცვის მხარის მიერ იქნა სათანდოდ არგუმენტირებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტები და ასევე, სამართალდამცავების მხრიდან გ---------------–-–---–ის მიმართ რაიმე პირადი დაინტერესების არსებობა.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულის მიერ იმ ქმედების ჩადენა, რისთვისაც იგი დამნაშავედ ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ, ხოლო ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრებში მოყვანილი არგუმენტაცია გაზიარებული არ უნდა იქნეს, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი სხვაგვარი დასკვების გამოტანის შესაძლებლობას არ იძლევა. ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად პალატა ყურადღებას გაამახვილებს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის - „iPhone 7“-ის საბაზრო ღირებულება შეადგენს 850 ლარს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ---------------–-–---–ის მიერ თაღლითობის, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების ჩადენა მოტუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა მიიჩნევს, რომ გ---------------–-–---–ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა, მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის პიროვნების და მისი ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ დანიშნა სამართლიანი, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და დამნაშავის პიროვნების შესაბამისი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის განაჩენი გ---------------–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ გ---------------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის განაჩენი;

 

გ---------------–-–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

 

გ---------------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 11 თებერვლიდან - 2018 წლის 27 ივნისის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, შეუმცირდეს და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა -5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

 

მსჯავრდებულ გ---------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და ასევე, გაუქმდეს 10.000 (ათიათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით, ნ-------------ის (დაბადებული 1----–-–---------------ს, პირადი №0----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, გ---------------------------–------------------------------------------------) პროპორციულ წილზე დადებული ყადაღა.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- გ---------------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები: მაჯის საათი, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, ჯეოსელის სიმბარათით და თანხა 2 (ორი) ლარის და 20 (ოცი) თეთრის ოდენობით დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

- თ---------------ან ამოღებული „აიფონ 7“ ფირმის მობილური ტელეფონი და დავით ბერიანიძისგან ამოღებული „აიფონ 7“ ფირმის მობილური ტელეფონის ყუთი დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

- გ---------------–-–---–ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ID ბარათი) დაუბრუნდეს მსჯავრდებულს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე