განაჩენი

სისხლის სამართლის 05.06.2019
საქმის ნომერი
330100118002662829
ინსტანცია
თარიღი
05.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002662829

საქმე №1ბ/1338-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ-------------–--ის

ადვოკატების: ი-–----–-----ს, ნ-----------–-–---–ის

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულის: ა--------------ის

 

(მონაწილეობის გარეშე)

 

ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ა--------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი-–----–-----ს და შ--–--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ა--------------ის, დაბადებულის 1----–-–-------------ს, ა------------ის რესპუბლიკის მოქალაქის (პასპორტის № C--------), უმაღლესი განათლების მქონის, დასაოჯახებელის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–-----------------, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა--------------მა ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა, კერძოდ საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ა--------------მა, საბაჟო გამშვები პუნქტის - "თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, გადმოიტანა დიდი ოდენობით მოძრავი ნივთები - 35 756,11 ლარის საბაჟო ღირებულების "A-----------"-ის მარკის 19 ცალი მობილური ტელეფონი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით:

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გ-------------–--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

 

დამტკიცდა ბრალდებულ ა--------------სა და პროკურორ გ-------------–--ეს შორის 2018 წლის 5 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ა--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 100 (ათი ათას ასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ა--------------ს დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, ა--------------ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულის საგანი - 35 756,11 ლარის საბაჟო ღირებულების ,,A-----------’’ (ე---–----------)-ის ფირმის 19 ცალი მობილური ტელეფონი.

 

მსჯავრდებული ა--------------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა დაკავებიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა--------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ი-–----–-----მ და შ--–--------------ემ, რომლებმაც მოითხოვეს ა--------------ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, ვინაიდან საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით და მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება. სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა ზემოხსენებული განაჩენის გაუქმება, ვინაიდან საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, რაც გამოიხატა იმაში, რომ ბრალდებულ ა--------------ს შეჰპირდნენ შესაბამისი ჯარიმისა და განბაჟების თანხების გადახდის შემდეგ დანაშაულის საგანის - ზემოხსენებული მობილური ტელეფონების დაბრუნებას, რაც არ იქნა შესრულებული.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო მსჯავრდებულის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ა--------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი-–----–-----სა და შ--–--------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი ა--------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებულს უფლება აქვს ამ თავით (საპროცესო შეთანხმება) გათვალისწინებული განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ საპროცესო შეთანხმება მოტყუებით დაიდო. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ სწორედ აღნიშნულ რეგულაციაზე მითითებით შემოიტანა სააპელაციო სასამართლოში საჩივარი ა--------------ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენის გაუქმების თაობაზე, ხოლო ბრალდებულის მოტყუებად მიიჩნიეს ის გარემოება, რომ ა--------------ს შეჰპირდნენ დანაშაულის საგანის - მობილური ტელეფონების დაბრუნებას შესაბამისი ჯარიმისა და განბაჟების თანხების გადახდის შემდეგ, თუმცა ეს უკანასკნელი მოატყუეს და დანაპირები არ შეუსრულეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საქმეში არსებული მტკიცებულებების, საპროცესო დოკუმენტაციისა და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდებულ ა--------------თან საპროცესო შეთანხმების გაფორმებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის დროს არც ბრალდების და არც სასამართლოს მხრიდან რაიმე ასპექტში ბრალდებულ ა--------------ის მოტყუების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში არსებულ, ბრალდებულ ა--------------ის განცხადებას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სახელზე, საპროცესო შეთანხმების დადების ოქმსა და შუამდგომლობას საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, რომლებიც თარჯიმან ფირდანა ახმედოვის მეშვეობით ქართულიდან ა---------------– ენაზე ეთარგმნა ბრალდებულ ა--------------ს. ეს უკანასკნელი თავის ადვოკატებთან ერთად ხელს აწერს ზემოხსენებულ საპროცესო დოკუმენტებს, რითაც გამოხატავს თანხმობას და რომელთა თანახმად, საპროცესო შეთანხმების გაფორმების ერთ-ერთი პირობაა საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, ა--------------ისთვის დანაშაულის საგანის - 35 756,11 ლარის საბაჟო ღირებულების ,,A-----------’’ (ე---–----------)-ის ფირმის 19 ცალი მობილური ტელეფონის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა.

 

ამას გარდა, 2018 წლის 5 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის სასამართლო სხდომის დროს, რასაც ესწრებოდნენ ბრალდებული ა--------------ი, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები - თ------------–---–ი და გ---------–---–---–ი და თარჯიმანი რ---------------ი, განხილულ იქნა პროკურორ გ-------------–--ის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ. შუამდგომლობის თანახმად, რაც მხარეთა თანდასწრებით საჯაროდ იქნა წაკითხული პროკურორ გ-------------–--ის მიერ და ა--------------ს მისთვის გასაგებ ა---------------– ენაზე ეთარგმნა თარჯიმნის მეშვეობით, ა--------------ი ცნობილი უნდა ყოფილიყო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრებოდა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, ა--------------ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმეოდა დანაშაულის საგანი - 35 756,11 ლარის საბაჟო ღირებულების ,,A-----------’’ (ე---–----------)-ის ფირმის 19 ცალი მობილური ტელეფონი. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლის მიერ ბრალდებულ ა--------------ს განემარტა უფლება, უარი ეთქვა მითითებული პირობებით საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე და მოეთხოვა მისი საქმის არსებითი განხილვა, ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი თავს სრულად ცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარებდა ნებაყოფლობით ბრალს, მის მიმართ ადგილი არ ჰქონდა მოტყუებას, იძულებას, რაიმე უკანონო დაპირებას, მიიღო კვალიფიციური დახმარება მისი ადვოკატებისგან, პროკურორის მიერ წარმოდგენილ საპროცესო შეთანხმებაში მასსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა იყო ასახული და თანხმობა განაცხადა მითითებული პირობებით საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას დადგენილად და დადასტურებულად მიაჩნია, რომ არც გამოძიებაში საპროცესო შეთანხმების დოკუმენტაციის გაფორმებისას და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში პროკურორის მიერ წარმოდგენილი, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შუამდგომლობის განხილვისას ვინმეს მხრიდან ბრალდებულ ა--------------ის მოტყუების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მისთვის გამოძიებაშიც და სასამართლოშიც ცნობილი იყო საპროცესო შეთანხმების ყველა პირობა, მათ შორის პირობა საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, დანაშაულის საგანის - 35 756,11 ლარის საბაჟო ღირებულების ,,A-----------’’ (ე---–----------)-ის ფირმის 19 ცალი მობილური ტელეფონის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევის შესახებ, რაზეც მან ნებაყოფლობით გამოთქვა თანხმობა. ამდენად, გაუგებარია დაცვის მხარის აპელირება ბრალდებულ ა--------------თან საპროცესო შეთანხმების მოტყუებით დადების შესახებ, რომლის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება დაცვის მხარეს შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ა--------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი-–----–-----სა და შ--–--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ა--------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სააპელაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ა--------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი-–----–-----სა და შ--–--------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი ა--------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ა--------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 100 (ათი ათას ასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ა--------------ს დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, ა--------------ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის საგანი - 35 756,11 ლარის საბაჟო ღირებულების ,,A-----------’’ (ე---–----------)-ის ფირმის 19 ცალი მობილური ტელეფონი;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე ამოღებული, ა--------------ის პირადი ნივთები, დალუქული ერთ ტომარაში, რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში - დაუბრუნდეს მფლობელს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს;

 

1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი, დალუქული სახით 1 (ერთი) პაკეტად, რომელიც ერთვის საქმეს - დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში მისი შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე