განაჩენი

სისხლის სამართლის 13.06.2019
საქმის ნომერი
010142219700084337
ინსტანცია
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142219700084337

საქმე №1/ა.გ-77-19 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 ივნისი, 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ლევან თევზაძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

მანუჩარ კაპანაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ალ------ ტ---------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ვა---– ოს----–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 აპრილის განაჩენით ალ------ ტ---------------ი (დაბადებული 1--- წლის 1---------- პირადი ნომერი 0----------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 3 დეკემბრის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ალ------ ტ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ალ------ ტ---------------ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

ალ------ ტ---------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 22 დეკემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით ალ------ ტ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, მოცემული განაჩენით დანიშნული სასჯელი - 1 (ერთი) წელი, შთანთქა 2014 წლის 1 აპრილის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ ალ------ ტ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ ალ------ ტ---------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2014 წლის 9 ოქტომბრიდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2013 წლის 22 დეკემბრიდან 2014 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ივნისის განაჩენით ალ------ ტ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ალ------ ტ---------------ს სასჯელად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ალ------ ტ---------------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 5 ივნისიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორ ნუგზარ ჭიტაძეს და მსჯავრდებულ ალ------ ტ---------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება;

ალ------ ტ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 (სამი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილობრივ დაემატა 1 (ერთი) წელი, რაც ჩაეთვალა პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ალ------ ტ---------------ს ძირითად სასჯელად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

მსჯავრდებულ ალ------ ტ---------------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 5 ივნისიდან.

2019 წლის 29 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულ ალ------ ტ---------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვა---– ოს----–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შეტანილი ცვლილების საფუძველზე მოითხოვა ალ------ ტ---------------ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აპრილის, 2014 წლის 9 ოქტომბრის 2018 წლის 5 ივნისის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენების გადასინჯვა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ალ------ ტ---------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ვა---– ოს----–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 აპრილის განაჩენით ალ------ ტ---------------ის მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 260-ე მუხლში 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 31 ივლისიდან, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეიცვალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ალ------ ტ---------------ის ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ახალ რედაქციასთან და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის, ხოლო სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან თოთხმეტ წლამდე ვადით, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია), რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას. რაც შეეხება სასჯელს, თბილისის საქალაქო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ალ------ ტ---------------ისთვის განსაზღვრული სასჯელი 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, უნდა დარჩეს უცვლელი, ვინაიდან ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია.

მსჯავრდებულ ალ------ ტ---------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აპრილის, ისე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის, 2018 წლის 5 ივნისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენები, სააპელაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით, 2018 წლის 5 ივნისის განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენით, რომლითაც ცვლილება შევიდა 2018 წლის 5 ივნისის განაჩენში, ალ------ ტ---------------ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე და სსკ-ის 177-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, ხოლო ახალი კანონით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შემსუბუქდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 აპრილის განაჩენში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ალ------ ტ---------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ვა---– ოს----–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 აპრილის განაჩენში ალ------ ტ---------------ის მიმართ შევიდეს ცვლილება;

 

მსჯავრდებულ ალ------ ტ---------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 აპრილის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენები სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ლევან თევზაძე

 

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

 

მანუჩარ კაპანაძე