განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160210014684542
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2047-15 24 აპრილი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე
მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი – შპს ,,-----“
წარმომადგენელი - ჯ------–-------ე (დირექტორი), დ------------------ე.
მოწინააღმდეგე მხარე – მ--------–--------–----–-------------------------–----
წარმომადგენელი - ი-----------–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება.
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებ
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებით, შპს ,,-----ს” სარჩელი, მ--------–--------–----–------ის თ--------------–----- მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2013 წლის 16 ოქტომბერს მ--------–--------–----–-------------------------–----მ, როგორც შემსყიდველმა და შპს ,,-----მ“, როგორც მიმწოდებელმა, დადეს N4-- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მ--------–-------–----–-----------------------ზე სოფელ ს------–--ს წყალსადენის ქსელის რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვა (წყლისა და საკანალიზაციო მილსადენების მშენებლობა). გასაწევი სამუშაოების საერთო ღირებულება განისაზღვრა 1 099 141 ლარით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2013 წლის 25 დეკემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების საერთო ვადა დასრულდებოდა 2013 წლის 31 დეკემბერს.
2.2. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაოები გაწეულად ჩაითვლებოდა შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. საბოლოო ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 საბანკო დღის განმავლობაში. ასევე შესაძლებელი იყო ეტაპობრივი ანგარიშსწორება შესაბამისი შუალედური სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა N2–ის წარდგენის საფუძველზე.
2.3. მიმწოდებლის მხრიდან სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევისათვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,1%–ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2.4. 2013 წლის 31 დეკემბერს მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების აქტს, რომლის თანახმად, ცვლილება შევიდა ხელშეკრულების 18.1. ქვეპუნქტში და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 01 მაისამდე.
2.5. 2014 წლის 12 აპრილს მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების ოქმს, შპს ,,-----ს“ დირექტორის მიერ 2014 წლის 04 აპრილს წარდგენილი N4--- წერილის საფუძველზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება. აღნიშნული ცვლილებების შეტანა შესაძლებლად იქნა მიჩნეული.
2.6. 2014 წლის 15 აპრილს მხარეებმა ხელი მოაწერეს კიდევ ერთ ურთიერთშეთანხმების აქტს, რომლის თანახმად, ცვლილება შევიდა ხელშეკრულების 3.1. ქვეპუნქტში და შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 1 094 239 ლარით.
2.7. 2014 წლის 17 აპრილს შპს ,,-----მ“ განცხადებით მიმართა მ--------–--------–----–-------------------–ოს, მიუთითა, რომ წყალსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულებული იყო და ითხოვა შესაბამისი კომისიის გამოყოფა მიღება–ჩაბარებისათვის, ასევე დარჩენილი საზღაურის გადახდა.
2.8. მ--------–--------–----–-------------------–ომ 2014 წლის 07 მაისს მიმართა სსიპ ,,ლ----------------–----------------------------–--------ოს“, ს------–--------–----–---–-------------–--------------------–---------–-------- საინჟინრო ექსპერტიზის ჩასატარებლად.
2----–-–-----------ის ექსპერტიზის დასკვნით შპს ,,-----“–ს მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეფასდა 1 081 839 ლარით, რაც 1090 ლარით ნაკლები იყო ფორმა N2–ში მითითებულზე (1 082 929 ლარი).
2.9. 2014 წლის 26 ივნისს მხარეებმა ხელი მოაწერეს მიღება–ჩაბარების აქტს, რომლის თანახმად, შპს ,,-----მ“ შეასრულა მ--------–-------–----–-----------------------ზე სოფელ ს------–--ს წყალსადენის ქსელის რეკონსტრუქციის სამუშაოები. შეასრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1 081 839 ლარი. ამავე აქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვინაიდან შპს ,,-----“–მ ვერ მოახერხა სამუშაოების შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%–ის ოდენობით, კერძოდ, 1094,24 ლარი, ჯამში (113 დღეზე) 123 649 ლარი.
2.10. 2014 წლის 07 ივლისს მ--------–--------–----–------მა შპს ,,-----ს“ გადაურიცხა 124000 ლარი.
2.11. 2014 წლის 08 ივლისს შპს ,,-----მ“ ბიუჯეტში გადარიცხა 123 649 ლარი, რის შემდეგაც მ--------–--------–----–------მა მას გადაურიცხა დარჩენილი 137 888 ლარი.
2.12. 2013 წლის 4 დეკემბრის მდგომარებით შესრულებული იყო სამუშაოების 30%, ხოლო 24 დეკემბრის მდგომარეობით – 40%.
2.13. დადგენილია, რომ მ--------–ში 2013 წლის 20 ნოემბრიდან _ პირველ დეკემბრამდე ნალექი აღინიშნა 6 დღეს, ხოლო 2013 წლის 01 დეკემბრიდან _ 24 დეკემბრამდე ტემპერატურის მინიმალური მაჩვენებელი იყო – 9 გრადუსი, ხოლო მაქსიმალური – +2 გრადუსი.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.14 სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება მასზედ, რომ მან წერილით მიმართა მ--------–--------–----–-------------------------–----ს, რომლითაც მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმებოდა მიმღები კომისიის მიერ შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტს და პირგასამტეხლო მიაჩნდა მიუღებლად.
სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელემ სარჩელს დაურთო წერილი, რომელიც არ იყო დათარიღებული და არც სხვა წერილთა მსაგავსად ტიტულოვან ფურცელზე იყო შესრულებული.
მოსარჩელემ განმარტა, რომ წერილი გაიგზავნა ფოსტით, თუმცა არც გაგზავნისა და არც ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები მას არ წარმოუდგენია, ხოლო მოპასუხემ კი უარყო ასეთი წერილის მიღების ფაქტი და დამატებით წარმოადგინა ყველა წერილის ასლი, რომლითაც შპს ,,-----მ” მას მიმართა, სასამართლოს დავალებით, რეესტრთან ერთად. დადგენილია, რომ წარმოდგენილ დოკუმენტებში მოსარჩელის მიერ მითითებული წერილი არ არის.
აქედან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მითითებული შინაარსის წერილით მოპასუხისათვის არ მიუმართავს.
2.15. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას გარკვეული ცვლილებები შევიდა ხარჯთაღრიცხვაში, რაც განპირობებული იყო მიმდინარე პროცესებით. მიმწოდებელს აღარ მოუწია გარკვეული სამუშაოების შესრულება, თუმცა სანაცვლოდ მან შეასრულა სხვა სამუშაოები.
დადგენილია ასევე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მოიცავდა ორი რეზერვუარის მშენებლობას – 250 მ3 მოცულობის დ---------------ში და 500 მ3 ს------–--ში.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს------–--ში, ფერდობზე, სადაც უნდა მოწყობილიყო 500 მ3 მოცულობის რეზერვუარი, იყო გრუნტიანი გზა, მაგრამ ის არ იყო სათანადოდ მოწყობილი, კერძოდ, ვერ უზრუნველყოფდა დატვირთული ავტომანქანებისა და სპეცტექნიკის გადაადგილებას, მით უფრო ცუდ კლიმატურ პირობებში, რის გამოც მოსარჩელეს მოუწია დამატებითი სამუშაოების შესრულება, კერძოდ, გრუნტის დამუშავება ექსკავატორით და გვერდზე გადაყრით.
ზემოაღნიშნული ცვლილება განხორციელდა მხარეთა შეთანხმებით.
2.16. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების დადების დღიდან სამუშაოების დასრულებამდე უჩვეულო მეტეოროლოგიური პირობები სამუშაოების შესრულების ადგილას არ ყოფილა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სს კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ, მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად წარადგინა გ-------------------–-------------------–-–----------------- წერილი, რომლის თანახმად, ს------–--ში მეტეოროლოგიური დაკვირვებები არ წარმოებს, ხოლო უახლესი, ქ. მ--------–ის მეტეოროლოგიური საგუშაგოს მონაცემებით 2013 წლის 20 ნოემბრიდან _ 01 დეკემბრამდე ნალექი აღინიშნა 6 დღეს, ხოლო 2013 წლის 01 დეკემბრიდან _ 24 დეკემბრამდე ტემპერატურის მინიმალური მაჩვენებელი იყო –9 გრადუსი, მაქსიმალური – +2 გრადუსი.
მოწმეთა განმარტებით დასტურდება, რომ მომდევნო თვეებიც ნაწილობრივ ნალექიანი და ცივი იყო, თუმცა არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს, რომ ასეთი მეტეოროლოგიური პირობები ამ ადგილისა და პერიოდისათვის იყო მოულოდნელი და უარესი, ვიდრე ჩვეულებრივ არის ხოლმე.
2.17. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,-----მ“ თავიდანვე ზედმიწევნით არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნულზე მეტყველებს ის გარემოება, რომ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2013 წლის 16 ოქტომბერს. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2013 წლის 25 დეკემბრამდე. ანუ მოსარჩელეს ჰქონდა უფლებაც და საშუალებაც, რომ იმავე დღეს შესდგომოდა სამუშაოებს, თუმცა ამის ნაცვლად, მან სამუშაოების წარმოება დაიწყო 2013 წლის 04 ნოემბერს. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებენ მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული მოწმეები. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულ მოწმეებს, ერთ–ერთმა მათგანმა, ბ----------------–-–---–მა, მისივე განმარტების თანახმად, მუშაობა დაიწყო 2014 წლის თებერვლის შუა რიცხვებში, ხოლო მეორემ – ფ----------------მა – დეკემბერში.
ამდენად, საწინააღმდეგო გარემოება არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება.
გარდა ამისა, სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,-----ს” ორივე რეზერვუარის მშენებლობა ერთდროულად უნდა ეწარმოებინა, რაც მან არ შეასრულა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს ს კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, უდავოა, რომ შპს ,,-----მ“ დამკვეთთან – მ--------–--------–----–-------------------------–----სთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, აწარმოა მ--------–-------–----–-----------------------ზე სოფელ ს------–--ს წყალსადენის ქსელის რეკონსტრუქციის სამუშაოები (წყლისა და საკანალიზაციო მილსადენების მშენებლობა).
დადგენილია ასევე, რომ სამუშაოების შესრულდა ვადის დარღვევით, რის გამოც მოსარჩელემ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხა პირგასამტეხლო, რომლის ნაწილის დაბრუნებასაც ის ითხოვს, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების აღიარება და შემდეგ მისი გადახდა მისი ნების შესაბამისი არ იყო და მოხდა მხოლოდ იძულების შედეგად.
მოთხოვნის მეორე საფუძველს წარმოადგენს პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ დიდი ოდენობა, რაც, მოსარჩელის მოსაზრებით, უნდა შემცირდეს და 0,1%-ის ნაცვლად განისაზღვროს 0,01%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2.19. სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მსჯელობა თავდაპირველად იმ საკითხზე, ზოგადად დასაშვები იყო თუ არა უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად კი, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. მოცემულ შემთხვევაში,სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ხელშეკრულების ღირებულების 0,1%–ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქართველოს სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გაითვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას სასამართლოს მიერ, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ხელშეკრულების დადების დროს მხარეები ხშირად ყურადღებას არ ამახვილებენ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებზე, იმედოვნებენ რა, რომ ის შესრულდება და პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღურების საკითხი დღის წესრიგში არ დადგება. როგორც წესი, მათი ყურადღება ორიენტირებულია იმ ვალდებულებების სრულად და სწორად ჩამოყალიბებაზე ხელშეკრულებაში, რომლებიც უნდა შეასრულოს თითოეულმა მათგანმა ხელშეკრულებით დასახული საერთო მიზნის მისაღწევად. აღნიშნულის გამო შესაძლოა ერთ-ერთმა მხარემ სწორად ვერ გათვალოს რისკები და ამის შედეგად საბოლოოდ პირგასამტეხლო მძიმე ტვირთად დააწვეს. ამავდროულად კრედიტორმა შესაძლოა არაკეთილსინდისიერად ისარგებლოს ხელშეკრულების ამ პირობით და განზრახ მნიშვნელოვანი დაგვიანებით მოითხოვოს დავალიანების გადახდა პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდის მიზნით. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით აქვს სასამართლოს მინიჭებული პირგასამტეხლოს შემცირების უფლება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის გამოყენებისათვის აუცილებელ წინაპირობად გვევლინება ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო არ უნდა იყოს გადახდილი მოვალის მიერ. უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ დაუშვებელია. მართალია, აღნიშნული რეგულირება პირდაპირ არ არის მითითებული 420–ე მუხლში, თუმცა ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას შემდეგი გარემოება იძლევა:
მოვალე, რომელიც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას ითხოვს, ძირითადად მის მოთხოვნას საფუძვლად უდებს ის გარემოება, რომ იგი შესასრულებლად ძალზე მძიმეა მოვალისათვის. იმ შემთხვევაში კი, როდესაც მოვალე ნებაყოფლობით იხდის პირგასამტეხლოს, ამ გადახდით იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მას პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღლად არ მიაჩნია (სახელშეკრულებო სამართალი/რობაქიძე, 2014, 603–604). საგულისხმოა, რომ კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი და არა უბრალოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ პირგასამტეხლოს გადახდა შეიძლება იყოს მტკივნეული მოვალისათვის, მაგრამ არა აბსოლუტურად შეუსაბამო ვალდებულების არსის, სავარაუდო ზიანისა და მოპასუხის მატერიალური მდგომარეობისათვის. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი არის მოვალის მიერ წინასწარ რისკების შეუფასებლობა ან არასათანადოდ შეფასება, ვარაუდი იმისა, რომ იმთავითვე რომ გაეაზრებინა ეს რისკები, ამ შინაარსის შეთანხმებას აღარ დადებდა. ამიტომ იძლევა კანონმდებელი მისთვის შესაძლებლობას, რომ არ გახდეს თავისი გაუაზრებელი ქმედების, ან მოვალის არაკეთილსინდისიერი ქმედების მსხვერპლი. პირგასამტეხლოს გადახდით კი იქმნება ვარაუდი, რომ მოვალეს შესწევს ამ ვალდებულების შესრულების უნარი.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოვალემ არა მხოლოდ წინასწარ იკისრა ვალდებულება, გადაეხადა 0,1%-ის ოდენობით პირგასამტეხლო, არამედ მოგვიანებით, სამუშაოების შესრულების შემდეგ, დაადასტურა, რომ მას უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო მითითებული ოდენობით, რაც შეასრულა კიდეც. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს შემცირება მისი გადახდის შემდეგ დაუშვებელია და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ იყო 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსაბამოდ დიდი.
2.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, სადავო იყო პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერება. სასამართლომ მიუთითა, რომ პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სასამართლომ განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე–400 მუხლი, რომლის თანახად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
ამავე კოდექსის 401–ე მუხლის თანახმად კი, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ვადის გადაცილება გარკვეულწილად მოხდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რის გამოც ამ პერიოდისათვის მას პირგასამტეხლო არ უნდა დაკისრებოდა. ასეთად მოსარჩელეს მიაჩნდა მკაცრი კლიმატურ პირობები და დამატებითი სამუშაოების შესრულება.
სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულების აღებისას ხელშეკრულების თითოეულმა მხარემ გონივრულობის ფარგლებში უნდა გაითვალისწინოს ყველა ის სავარაუდო ფაქტორი, რაც ამ ვალდებულების შესრულებისას შეიძლება ახლდეს თან. როდესაც სახელშეკრულებო ვალდებულება წყალსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებაა, ცხადია, ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი სწორედ კლიმატური პირობებია. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების თანახმად, სამშენებელო სამუშაოები უნდა გაგრძელებულიყო 2013 წლის 25 დეკემბრამდე, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ მოსარჩელე ორგანიზაციას მშენებლობის წარმოება გვიან შემოდგომასა და ზამთარში მოუწევდა. წელიწადის ამ დროისათვის კი დამახასიათებელია დაბალი ტემპერატურული მაჩვენებელი და ნალექი. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო ისეთი ფორსმაჟორული გარემოებები, რომელთა წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელია და რომელთა თავიდან აცილება მოვალეზე დამოკიდებული არ არის. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ამ პერიოდში განსაკუთრებით დიდი ნალექი მოვიდა ან უჩვეულო ყინვა იყო.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ვადის გადაცილების საფუძვლად ასევე მიუთითებდა მის მიერ გზის გაყვანისათვის დახარჯულ დროზე. სასამართლომ მიუთითა, რომ მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ რა ვადით გაგრძელდა სამუშაოები ამ მიზეზით. გარდა ამისა, მოსარჩელეს ხელშეკრულების დადებამდე ჰქონდა შესაძლებლობა მოენახულებინა ის ადგილი, სადაც უნდა შეესრულებინა სამუშაოები და არსებული ვითარების გათვალისწინებით მოეთხოვა ცვლილებების შეტანა ხელშეკრულებაში. სათანადო მისასვლელი გზის არასებობა არ არის ისეთი ფარული გარემოება, რომლის დადგენა წინასწარ შეუძლებელია, მხოლოდ მოგვიანებით იჩენს თავს და შესაბამისად, გამორიცხავს მოვალის ბრალს ვადის გადაცილებაში. უფრო მეტიც, მოსარჩელემ თავად წარადგინა შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, რომლის საფუძველზეც სხვა პრეტენდენტებს შორის მას მიენიჭა უპირატესობა. ამავე საფუძვლით არ გაიზიარა სასამართლომ მოსარჩელის პოზიცია შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების შესახებ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლი).
გარდა ამისა, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელე სამუშაოების შეუდგა არა დაუყოვნებლივ, არამედ დაახლოებით 20 დღის დაგვიანებით, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოების შესასრულებლად სულ დაახლოებით ორი თვე ჰქონდა, საკმაოდ დიდი პერიოდია და მოსარჩელის მხრიდან არასათანადო ქმედებაზე მიუთითებს. სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ისიც, რომ მოწმედ დაკითხული პირები სარეკონსტრუქციო სამუშაოებში ჩაებნენ თავდაპირველად განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სამუშაოები არასაკმარისი სამუშაო ძალის რესურსით მიმდინარებდა.
ამავდროულად, საქმის განხილვისას დაისვა საკითხი, საერთოდ შესაძლებელი იყო თუ არა ხელშეკრულებაში მითითებულ ვადაში სამუშაოების დასრულება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,-----მ“ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სწორედ ამ პირობებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ მას ეს შესაძლებლად მიაჩნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ მისთვის სავარაუდო პირგასამტეხლოს გათვალისწინებით, მაინც მისაღები იყო ხელშეკრულების დადება.
ის, რომ მითითებულ ვადაში სამუშაოების შესრულება შესაძლებელი იყო, დაადასტურა კომპანიის დირექტორმა სასამართლო სხდომაზე. ამასთან, სასამართლომ გაითვალისწინა, თუ რა ადამიანური და ტექნიკური რესურსით ხდება სამუშაოების წარმოება, რაც თავისთავად ცხადია გავლენას ახდენდა სამუშაოების მიმდინარეობის ხანგძლივობაზე.
2.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი ვალდებულების შესასრულებლად გადაცემულის დაბრუნებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირგასამტეხლოს გადარიცხვა მოხდა არა მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების, არამედ მოგვიანებით გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულ აქტში, გარდა შესრულებული სამუშაოების მიღებისა, მითითებული იყო მოსარჩელის მიერ ვადის გადაცილებაზე და ვადის გადაცილების გამო გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობაზე.
სასამართლომ ასევე ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოთხოვნილი თანხა მოსარჩელემ გადარიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
ამავე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ ჯერ წერილობით აღიარა მის მიერ პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი დავალიანების არსებობდა, ხოლო შემდეგ შეასრულა კიდეც ეს ვალდებულება. მოსარჩელის მითითებით, მიღება–ჩაბარების აქტზე ხელმოწერა, ისევე, როგორც პირგასამტეხლოს გადარიცხვა სახელმწიფო ბიუჯეტში, იყო მასზე იძულების შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 978-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იძულების ან მუქარის საფუძველზე, შეუძლია მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მიმღებს უფლება ჰქონდა გადაცემულზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85–ე მუხლის თანახმად, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან.
იძულების ცნებას განმარტავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 86–ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.
ამავე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი.
სამოქალაქო კოდექსის 88–ე მუხლის თანახმად, 85- 87-? ???????? მიხედვით. იძულებად არ ჩაითვლება ისეთი მოქმედებები, რომლებიც არ ხორციელდება არც მართლსაწინააღმდეგო მიზნით და არც მართლსაწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საშუალება და მიზანი ერთმანეთს არ შეესაბამებიან.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავდა, რომ ის იძულებული გახდა ხელი მოეწერა მიღება–ჩაბარების აქტისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსყიდველი უარს აცხადებდა სამუშაოების მიღებაზე, ხოლო პირგასამტეხლო გადარიცხა იმიტომ, რომ სხვაგვარად მოპასუხე არ ურიცხავდა დარჩენილ საზღაურს.
სასამართლომ აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოებები არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით, გარდა თავად მოსარჩელის ახსნა–განმარტების. მართალია, მხარის ახსნა–განმარტება საქართველოს სს კოდექსის 102–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულებაა, მაგრამ თუ მას უპირისპირდება მეორე მხარის ახსნა–განმარტება, შესაბამისი გარემოება სხვა მტკიცებულებითაც უნდა დადასტურდეს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მოპასუხე კი უარყოფს ამ ფაქტს. თუმცა, ასეც რომ იყოს, ეს მაინც ვერ გახდებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან კონტრაჰენტის მიერ ამგვარი პირობების წაყენება კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ცნებას არ შეესაბამება, მისი მიზანი ვერ ჩაითვლება მართლსაწინააღმდეგოდ და ასეთად არც საშუალება გვევლინება.
სასამართლოს შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც ე------------------------–------------ დაადასტურა მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების სათანადოდ შესრულება, მას შეეძლო არ დათანხმებოდა შემსყიდველის პირობას, თუ ის არამართლზომიერად მიაჩნდა და კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებით – სასამართლოს გზით მოეთხოვა თავისი უფლების რეალიზაცია. თუ მხარე გარკვეულ მოსაზრებათა გამო, თუნდაც საზღაურის სწრაფად მიღების მიზნით, ამჯობინებს კონტრაჰენტის მოთხოვნის შესრულებას, ნაცვლად სასამართლოს მეშვეობით თავისი უფლების დაცვისა, ეს მისი რისკია და მის მიმართ იძულების განხორციელებად ვერ ჩაითვლება.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი იმის თობაზე, რომ იგი იძულებული გახდა გადაერიცხა პირგასამტეხლო, რათა მიეღო დარჩენილი საზღაური, ვინაიდან გადახდილი და მიღებული თანხები დახლოებით ერთი ოდენობისაა.
2.21. სასამართლომ აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ასევე მიუთითებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115–ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. კონტრაჰენტის ქმედების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე–8 მუხლზე, რომლის მე–3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, უფლების ბოროტად გამოყენებასთან საქმე ნამდვილად არ გვაქვს, ვინაიდან შედეგიდან გამომდინარე აშკარაა, რომ მოპასუხეს ამოძრავებდა არა კონტრაჰენტისათვის ზიანის მიყენების სურვილი, არამედ საკუთარი (სახელმწიფო) ფინანსური ინტერესი. რაც შეეხება კეთილსინდისიერებას, სასამართლოს განმარტავს, რომ იგი შეფასებითი ცნებაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოუკიდებლად უნდა მოხდეს მისი განსაზღვრა. ასეთ დროს მხედველობაში მიიღება მხარეთა გავლენა, გამოცდილება, ნდობა, საბაზრო ძალაუფლება და სხვა მსგავსი ფაქტორები. ზოგადად ხელშეკრულების ორივე მხარეა ვალდებული იხელმძღვანელოს კეთილსინდისერების პრინციპებით; ამასთან, თუ ერთ–ერთი მათგანი გამოუცდელია მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებში, მას კეთილსინდისიერების პრინციპი მეტად იცავს. მოცემულ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების ერთ–ერთი მხარე ადმინისტრაციული ორგანოა, რაიმე გავლენას მხარეთა უფლება–მოვალეობებზე ვერ მოახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება დადებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის საფუძველზე, თავისი არსით ის ჩვეულებრივი სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებაა (იმ თავისებურებით, რომ მის ჯეროვან შესრულებას დიდი საზოგადოებრივი ინტერესი უკავშირდება), რაც განაპირობებს კიდეც დავის განხილვას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. არც ხელშეკრულების დადების და არც მისი შესრულების დროს არცერთი მხარე რაიმე უპირატესობით არ სარგებლობდა. რაც შეეხება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანას, მათ შორის, ვადის გაგრძელების შესახებ, სასამართლო აღნიშნავს, რომ ნებისმიერ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ორივე მხარის თანხმობას საჭიროებს, მიუხედავად იმისა, ფიზიკური პირები არიან ისინი, იურიდიული პირები თუ ადმინისტრაციული ორგანოები.
სასამართლომ შენიშნა, რომ შპს ,,-----ს“ მისი დირექტორის განმარტებითვე, არაერთ ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული და გაუმარჯვია კიდეც. შესაბამისად, მისთვის კარგად იყო ცნობილი ყველა ნიუანსი, რაც ამგვარი ხელშეკრულების დადება–შესრულებას უკავშირდებოდა. როდესაც შემსყიდველი აცხადებს ტენდერს სამუშაოების (საქონლის) შესყიდვის მიზნით, მისი მიზანია შეარჩიოს ის კონტრაჰენტი, რომელიც საუკეთესო პირობებს შესთავაზებს. არჩევანი კეთდება ტენდერში მონაწილე პირების მიერ მითითებული საზღაურის ოდენობის, ვადის, ხარისხისა და სხვა პირობების გათვალისწინებით. შპს ,,-----ს“ რომ მიეთითებინა, რომ სამუშაოების შესრულება მითითებულო ვადაში ვერ მოხერხდებოდა, დიდია ალბათობა იმისა, რომ ხელშეკრულება მასთან არ დაიდებოდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ კრედიტორის მოთხოვნა - წერილობით იქნას ასახული და დადასტურებული პირგასამტეხლოს სახით არსებული ვალდებულება, არაკეთილსინდისიერ ქმედებად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან ბუნებრივია, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში თითოეული მხარე ცდილობს მაქსიმალურად უზრუნველყოს თავისი ინტერესებისა და უფლებების განხორციელება, რათა ეს შემდგომში მეორე მხარის კეთილ ნებაზე დამოკიდებული არ აღმოჩნდეს. იგივე შეიძლება ითქვას პირგასამტეხლოს გადარიცხვის მოთხოვნაზე; თუმცა როგორც აღინიშნა, მითითებული გარემოებები საქმის მასალებით არ დასტურდება.
ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე მოქმედება ორივე მხარისთვის არის სავალდებულო. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან ხელშეკრულების კონტრაჰენტთან; შესაბამისად, მისი ნამდვილობა-ბათილობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნების გამომვლენის, არამედ მისი ადრესატის სამართლებრივ მდგომარეობაზე, რომელიც ასევე დაცულია კანონის მიერ. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდებოდა, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას, აღნიშნული პრეზუმფცია გაქარწყლდებოდა, თუ დადასტურდებოდა, რომ ნება გამოვლინდა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავდა. მხოლოდ ის გარემოება, რომ ეს პირობა ხელსაყრელი არ არის მოსარჩელისათვის, არ ნიშნავს, რომ ვალდებულების აღიარება ნამდვილი არ არის. შესაძლოა, მოსარჩელეს იმთავითვე განზრახული ჰქონდა, ხელი მოეწერა მიღება–ჩაბარების აქტისათვის, რომელიც ითვალისწინებდა მის მიერ პირგასამტეხლოს გადახდას, გადაეხადა პირგასამტეხლო, რის შემდეგაც სრულად მიიღებდა შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, ხოლო შემდეგ უკან მოეთხოვა ეს თანხა. ასეთი განზრახვის არსებობის შემთხვევაში, მოსარჩელის ქმედების კეთილსინდისიერებაც ეჭვქვეშ დგება. ის ვალდებულებას ასრულებს მხოლოდ იმისათვის, რომ მიაღწიოს თავის მიზანს, ხოლო შემდეგ აცხადებს, რომ მას ამ ვალდებულებს შესრულების მოვალეობა არ ეკისრებოდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ თუნდაც ვადის გადაცილება მოვალის ბრალით არ მომხდარიყო, თუ ის აღიარებდა კონკრეტული ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას და ამ ნების გამოვლენის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა, მოვალე ვალდებული იქნება გადაიხადოს შეთანხმებული თანხა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლო იყო და არ დააკმაყოფილა იგი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორი შეფსება მისცა საქმის გარემოებებს და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რის გამოც მიიღო ფაქტობრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
3.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა შპს ,,-----ს“ აპელირება სამუშაოების განხორციელებისას არსებულ მძიმე კლიმატურ პირობებთან დაკავშირებით, ასევე არ გაიზიარა და არასათანადოდ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, რომელთა მიხედვითაც სამუშაოების ვადაში წარმოებას ხელს უშლიდა უგზოობა, ყინვა და სხვა მრავალი დამაბრკოლებელი გარემოება, რამაც საბოლოო ჯამში შპს ,,-----ს“ მხრიდან დამატებითი სამუშაოების წარმოების აუცილებლობა გამოიწვია.
სასამართლომ არ გაითვალისიწნა ის გარემოება, რომ სწორედ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ იყო ყინვა, შეუძლებელი იყო სამუშაოების წარმოება; სახელდობ, ამ დროს დაუშვებელია ბეტონის სამუშაოების შესრულება, რადგან საბოლოოდ იგი აისახება ხარისხზე. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა მოსარჩელის მიერ დამატებით შესრულებული სამუშაოები.
3.3. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქმე გვაქვს ელექტრონულ ტენდერთან, რომლის გამოცხადებას უზრუნველყოფს შემსყიდველი მხარე, ამ შემთხვევაში - მ--------–--------–----–------ი; მის მიერაა წარმოდგენილი ელექტრონულად სატენდერო დოკუმენტაცია, რომელშიც განსაზღვრულია თუ რა მოცულობის სამუშაოებია შესასრულებელი;
აპელანტი განმარტავს, რომ შპს ,,-----“ გაეცნო დოკუმენტაციას, მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა ტენდერში, რის შემდეგ გაფორმდა მხარეთა შორის ხელშეკრულება; აპელანტის განმარტებით, მხოლოდ სამუშაოების შესრულების პროცესში აღმოჩნდა ის გარემოება, რომ შემსყიდველის მიერ არ იყო გათვალისწინებული ისეთი სამუშაოების შესრულება, რომელიც აუცილებელი იქნებოდა ძირითადი მიზნის მისაღწევად. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დოკუმენტაცია იმგვარად იქნა შედგენილი, რომ მასში საჭირო გახდა ცვლილებების შეტანა და აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ იმ სამუშაოების შესრულება, რაც განახორციელა დამატებით შპს ,,-----მ“, წარმოადგენდა აუცილებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მ--------–--------–----–------ი ხელს არ მოაწერდა შეთანხმებას.
აპელანტის განმარტებით, მოწმის ჩვენების საფუძველზეც დგინდება ის გარემოება, რომ თავიდანვე ნათელი იყო 1 094 239 ლარის სამუშაოების შესრულების შეუძლებლობა 70 დღეში; სხვა მოწმეებმა დაადასტურეს ის გარემოება, რომ შპს ,,-----ს“ მხრიდან არ ყოფილა არანაირი შეფერხება სამუშაოების წარმოებისას.
აპელანტი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს მსჯელობას იმის თაოაბაზე, რომ შესაძლებელი იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და განმარტავს, რომ დაუსაბუთებელია ამ შეფასების დასადასტურებლად მითითება შპს ,,-----ს“ მხრიდან ხელშეკრულებაზე ხელმოწერის და ამით მის პირობებზე დათანხმების თაობაზე.
3.4. აპელანტის შეფასებით, სასამართლომ არასათანადოდ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და არ მისცა შეფასება იმ გარემოებას, რომ მ--------–--------–----–------ი, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, წინამდებარე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში წარმოადგენდა დომინირებულ მხარეს; იგი თავად ადგენდა ხელშეკრულების ვადასა და პირობებს და სუბიექტური შეხედულებით არ ჩაუთვალა შპს ,,-----ს“, მის მიერ განხორციელებული სამუშაო - ხელშეკრულების პირობების ვადის დაცვით შესრულებად.
3.5. აპელანტი აგრეთვე მიუთითებს, რომ უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე უარის თქმის ნაწილში, რამდენადაც, პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანს, რაც შეიძლება მიადგეს მხარეს ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო; მოცემულ ვითარებაში კი მ--------–--------–----–------ის გ--------- ზიანი არ განუცდია, მეტიც - მან შპს ,,-----ს“ არ აუნაზღაურა სრულად შესრულებული სამუშაოების ღირებულება და ჩაურიცხა ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც მისი გაანგარიშებით შეადგენდა პირგასამტეხლოს ოდენობას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში იკვლევს და მსჯელობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
პალატა აღნიშნვას, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების მიმართ შპს ,,-----ს“ არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ სასამართლომ 2013 წლის 16 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისა და ვადის გადაცილების ფაქტების დადგენისას, არ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები და წარდგენილი მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა მხარის ახსნა-განმარტებისა და საქმის მასალებით გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებები და შენიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში კვლევის საგანს წარმოადგენს, არსებობდა თუ არა შპს ,,-----ს“ მხრიდან შესრულებული სამუშაოს ვადაგადაცილების შედეგად ვალდებულების დარღვევის საპატიოობა, რამდენად სწორად განხორციელდა პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა და მისთვის გადასახდელად დაკისრება.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
_ 2013 წლის 16 ოქტომბერს მ--------–--------–----–-------------------------–----მ, როგორც შემსყიდველმა, და შპს ,,-----მ“, როგორც მიმწოდებელმა, დადეს N4-- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მ--------–-------–----–-----------------------ზე სოფელ ს------–--ს წყალსადენის ქსელის რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვა (წყლისა და საკანალიზაციო მილსადენების მშენებლობა). გასაწევი სამუშაოების საერთო ღირებულება განისაზღვრა 1 099 141 ლარით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2013 წლის 25 დეკემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების საერთო ვადა დასრულდებოდა 2013 წლის 31 დეკემბერს. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაოები გაწეულად ჩაითვლებოდა შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. საბოლოო ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 საბანკო დღის განმავლობაში. ასევე შესაძლებელი იყო ეტაპობრივი ანგარიშსწორება შესაბამისი შუალედური სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა N2–ის წარდგენის საფუძველზე.
მიმწოდებლის მხრიდან სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევისათვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,1%–ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
_ 2013 წლის 31 დეკემბერს მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების აქტს, რომლის თანახმად, ცვლილება შევიდა ხელშეკრულების 18.1. ქვეპუნქტში და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 01 მაისამდე.
_ 2014 წლის 12 აპრილს მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების ოქმს, შპს ,,-----ს“ დირექტორის მიერ 2014 წლის 04 აპრილს წარდგენილი N4--- წერილის საფუძველზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება. აღნიშნული ცვლილებების შეტანა შესაძლებლად იქნა მიჩნეული.
_ 2014 წლის 15 აპრილს მხარეებმა ხელი მოაწერეს კიდევ ერთ ურთიერთშეთანხმების აქტს, რომლის თანახმად, ცვლილება შევიდა ხელშეკრულების 3.1. ქვეპუნქტში და შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 1 094 239 ლარით.
_ 2014 წლის 17 აპრილს შპს ,,-----მ“ განცხადებით მიმართა მ--------–--------–----–-------------------–ოს; განმცხადებელმა მიუთითა, რომ წყალსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულებული იყო, ითხოვა შესაბამისი კომისიის გამოყოფა მიღება–ჩაბარებისათვის, ასევე დარჩენილი საზღაურის გადახდა.
_ მ--------–--------–----–-------------------–ომ 2014 წლის 07 მაისს მიმართა სსიპ ,,ლ----------------–----------------------------–--------ოს“ ს------–--------–----–---–-------------–--------------------–---------–-------- საინჟინრო ექსპერტიზის ჩასატარებლად. 2----–-–-----------ის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შპს ,,-----“–ს მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეფასდა 1 081 839 ლარით, რაც 1090 ლარით ნაკლები იყო ფორმა N2–ში მითითებულზე (1 082 929 ლარი).
_ 2014 წლის 26 ივნისს მხარეებმა ხელი მოაწერეს მიღება–ჩაბარების აქტს, რომლის თანახმად, შპს ,,-----მ“ შეასრულა მ--------–-------–----–-----------------------ზე სოფელ ს------–--ს წყალსადენის ქსელის რეკონსტრუქციის სამუშაოები. შეასრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1 081 839 ლარი.
_ ამავე აქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვინაიდან შპს ,,-----“–მ ვერ მოახერხა სამუშაოების შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%–ის ოდენობით, კერძოდ, 1094,24 ლარი, ჯამში (113 დღეზე) 123 649 ლარი.
_ 2014 წლის 07 ივლისს მ--------–--------–----–------მა შპს ,,-----ს“ გადაურიცხა 124 000 ლარი.
_ 2014 წლის 08 ივლისს შპს ,,-----მ“ ბიუჯეტში გადარიცხა 123 649 ლარი, რის შემდეგაც მ--------–--------–----–------მა მას გადაურიცხა დარჩენილი 137 888 ლარი.
_ 2013 წლის 04 დეკემბრის მდგომარებით შესრულებული იყო სამუშაოების 30%, ხოლო 24 დეკემბრის მდგომარეობით – 40%.
_ დადგენილია, რომ მ--------–ში 2013 წლის 20 ნოემბრიდან _ პირველ დეკემბრამდე ნალექი აღინიშნა 6 დღეს, ხოლო 2013 წლის 01 დეკემბრიდან _ 24 დეკემბრამდე ტემპერატურის მინიმალური მაჩვენებელი იყო – 9 გრადუსი, ხოლო მაქსიმალური – +2 გრადუსი.
_ სააპელაციო პალატის დასკვნით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა ის გარემოებები, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა შპს ,,-----ს“ მიერ მ--------–--------–----–------ის თ--------------–-----ადმი წერილით მიმართვის ფაქტი, რომელშიც მიუთითებდა, რომ მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმებოდა მიმღები კომისიის მიერ შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტს და პირგასამტეხლო მიაჩნდა შეუსაბამო ოდენობად.
_ ასევე - მხარეთა ახსნა-განმარტებების გაანალიზების შედეგად, დადგინდა, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას გარკვეული ცვლილებები შევიდა ხარჯთაღრიცხვაში, რაც განპირობებული იყო მიმდინარე პროცესებით; ამავდროულად, სამუშაოების შესრულების დაყოვნება არ იყო გამოწვეული მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებით და მისასვლელი გზის მოუწყობლობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და მხარეები არც სააპელაციო საჩივრის ფარგლებში დავობენ, რომ შპს ,,-----მ“ თავიდანვე დაგვიანებით დაიწყო ნაკისრი ვალდებულების შესრულება, მეტიც, სასამართლო სხდომაზე მხარეებმა გააჟღერეს, რომ შპს ,,-----“ სხვა სატენდერო ვალდებულებებსაც ასრულებდა პარალელურ რეჟიმში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძოდ სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთათვის ცნობილი იყო ხელშეკრულების შინაარსი და პირობები; ამასთან, აპელანტი, მისივე განმარტებით, მსგავსი ხელშეკრულებების არაერთგზის კონტრაჰენტი და შესაბამისად, ამგვარი სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის გამოცდილი იურიდიული პირია; მან მონაწილეობა მიიღო ტენდერში, რის გამოც სავარაუდოა, რომ იგი დეტალულად გაეცნო ტენდერის ყველა პირობას და იცოდა გამარჯვების შემთხვევაში რა ვალდებულებები დაეკისრებოდა მას ხელშეკრულების შესრულების დროს. ტენდერის პროცესში იგი უნდა გაცნობოდა ყველა პირობას და შეემოწმებინა ყველა ნახაზი, ტექნიკური პირობა და გაანგარიშებები. მენარდე, როგორც მეწარმე სუბიექტი ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით ავლენს ნებას, რომ პასუხისგებელია იმ ვალდებულებებზე, რაც ხელშეკრულებაშია ჩამოყალიბებული და ამრიგად, შპს ,,-----მ“ ხელი მოაწერა ხელშეკრულებაზე და მის პირობებთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია თავიდანვე არ გამოუთქვამს. ამრიგად, მისი აპელირება, რომ მ--------–--------–----–------ის მხრიდან ბოროტად იქნა გამოყენებული მისი დომინირებული მდგომარეობა, პალატას საფუძველს მოკლებულად მიაჩნია.
4.2. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას მასზედ, რომ ვალდებულების არაჯეროვნად, დაგვიანებით შესრულების გამო მისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რამდენადაც ვადაგადაცილება შეადგენდა 55 დღეს და არა 123 დღეს, როგორც ეს პირგასამტეხლოს დაანგარიშებისას იქნა განსაზღვრული.
პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ცნების შემადგენელი ელემენტებია: მისი დანიშნულება - კრედიტორის ინტერესის უზრუნველყოფის ეფექტური საშუალება და მიმდინარე ვალდებულების მორიგი დარღვევის აცილებისათვის პრევეცნიული ხასიათი, პირგასამტეხლოს ძირითად ვალდებულებასთან ერთად აუცილებელი შეთანხმებითი და აქცესორული ბუნება (იგი ძირითადი ვალდებულების დარღვევის საფუძველია და მის გარეშე არ არსებობს, ამასთან არის მხარეთა თანმხვედრი ნების შედეგი), პირგასამტეხლოს ფულადი გამოხატულება და ზიანის არ არსებობის მიუხედავად უპირობო პასუხისმგებლობის გავრცელება პირგამსატეხლოს გადახდაზე. იქედან გამომდინარე, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობა ვალდებულების დარღვევაა, სასამართლომ უნდა გამოავლინოს ხელშეკრულების პირობების დარღვევის ფაქტები და შეაფასოს ამ ფაქტებთან მოვალის ბრალეულობის საკითხი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს ,,-----ს“ სადავოდ არ გაუხდია პირგასამტეხლოს გაანგარიშება და მისი ოდენობა, მეტიც - დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს გადარიცხვა მოხდა არა მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების, არამედ მოგვიანებით გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე. აღნიშნულ აქტში გარდა შესრულებული სამუშაოების მიღებისა, მითითებული იყო შპს ,,-----ს“ მიერ ვადის გადაცილებაზე და ვადის გადაცილების გამო გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობაზე. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოთხოვნილი თანხა მოსარჩელემ გადარიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, ანუ კონკლუდენტური მოქმედებით დაეთანხმა მის ოდენობასა და პირობებს.
სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ე------------------------–-----------ს დასკვნის გაცნობის შედეგადაც, აპელანტს შეეძლო არ დათანხმებოდა შემსყიდველის პირობას, თუკი ის არამართლზომიერად მიაჩნდა და კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებით – სასამართლოს გზით მოეთხოვა თავისი უფლების რეალიზაცია. მხარეს არც აღნიშნული უფლებით უსარგებლია; შესაბამისად, დასაბუთებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ თუ მხარე, გარკვეულ მოსაზრებათა გამო, თუნდაც საზღაურის სწრაფად მიღების მიზნით, ამჯობინებს კონტრაჰენტის მოთხოვნის შესრულებას, ნაცვლად სასამართლოს მეშვეობით თავისი უფლების დაცვისა, ეს მისი რისკია და მის მიმართ იძულების განხორციელებად ვერ ჩაითვლება.
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს; შესაბამისად, არ არსებობს აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს; შესაბამისად, სააპელაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,-----ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: /ხათუნა არევაძე /
მოსამართლეები: /თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი/
/გოგიტა თოთოსაშვილი/