განაჩენი

სისხლის სამართლის 13.06.2019
საქმის ნომერი
820100118002343593
ინსტანცია
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002343593

საქმე №1/ბ-532-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

03 ივნისი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

თავმჯდომარე - მაკა გორგოძე

მოსამართლეები: თეიმურაზ სვანიძე

მარინე იმერლიშვილი

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის - ა---- მ--------ს,ადვოკატის - პ---–- კ------ის,თარჯიმნის - თ----- შ-----–--ს,მსჯავრდებულის - ნ----- დ------–-ს მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ----- დ------–-ს მიმართ, დაბადებული 1--- წლის 21 ი------ს, თ---------- მოქალაქე, პირადი ნომერი: 1----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თ---------- რესპუბლიკა, ქ. ი-–------- ა-–------ ქ. N14.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ნ----- დ------–-მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ნ----- დ------–-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ნარკოტიკულ საშუალება ,,მდმა’-ს, (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) წონით 6,61973 გრამი, რაც 2018 წლის 11 თებერვალს, ქ. ბათუმში, ა---–------–-ს დასახლებაში, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს კ-------ს პოლიციის განყოფილების თანამშრომლების მიერ ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის განაჩენით ნ----- დ------–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

ნ----- დ------–-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია და დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 11 თებერვლიდან.

 

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ნ----- დ------–-ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს 05 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - მსჯავრდებული ნ----- დ------–- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ხელვაჩუარის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის განაჩენში სასიკეთო ცვლილების შეტანას და დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - მსჯავრდებულ ნ----- დ------–-ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს პ---–- კ------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორს ა---- მ--------ს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ნ----- დ------–-ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულ ნ----- დ------–-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დაადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, მოწმეების - ზ------ ზ-------ის, ტ------– ვ-–-----ის და მ------ ა----–--ის გამოკითხვის ოქმებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებით, ქიმიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ნ----- დ------–-ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადავოდ გამხდარი.

 

მსჯავრდებულ ნ----- დ------–-ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი გარემოებები, კერძოდ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება; სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო სასჯელის მიზნები - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და პირის რესოციალიზაცია.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ----- დ------–-ს მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით დადგენილ სასჯელის მიზნებს, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ნ----- დ------–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ნ----- დ------–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

ნ----- დ------–-ს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 11 თებერვლიდან.

 

ნ----- დ------–-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ნ----- დ------–-ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს 05 წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ნ----- დ------–-ს მიმართ აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა დაიწყოს განაჩენით დანიშნული საპატიმრო სასჯელისაგან განთავისუფლებისთანავე.

 

ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები განადგურდეს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მაკა გორგოძე

 

მოსამართლეები მარინე იმერლიშვილი

 

თეიმურაზ სვანიძე