განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001958066
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2ბ/1010-18 19 მარტი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ქეთევან დუგლაძე
სხდომის მდივანი - ნანა ველიჯანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით, ერთპიროვნულად
აპელანტი (მოპასუხე) – ნ-----–-------–--–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – დ-----------–---–-
დავის საგანი - განქორწინება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა დ-----------–---–-ს (პირადი №0----------) სარჩელი მოპასუხე ნ-----–-------–--–---–-ს (პირადი №0----------) მიმართ: შეწყდა ქორწინება დ-----------–---–- (დაბადებული 1----–-–--------------------, პირადი №0----------) და ნ-----–-------–--–---–- (დ----------–-------–-–----------------, პირადი №0----------) შორის რეგისტრირებული 2015 წლის 11 იანვარს (ქორწინების მოწმობა №0----------, სააქტო ჩანაწერი №8-----------. მხარეებს განემარტათ, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. დ-----------–---–- და ნ-----–-------–--–---–- არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან საერთო მეურნეობას. მოსარჩელე დ------------–---–- ცხოვრობს მისამართზე თბილისი, ტ-----------------, ხოლო ნ-----–-------–--–---–-ს ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია თბილისი, ნ--–------------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2017 წლის 26 დეკემბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2017 წლის 26 დეკემბრის სხდომის ოქმი).
2.2. არასრულწლოვანი ლ----------–---–- ცხოვრობს მოპასუხესთან ნ-----–-------–--–---–----. მოსარჩელე მხარე პერიოდულად მიდის მოპასუხის საცხოვრებელ მისამართზე ბავშვთან ურთიერთობისა და მისი მონახულების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2017 წლის 26 დეკემბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2017 წლის 26 დეკემბრის სხდომის ოქმი).
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.3. დ-----------–---–- და ნ-----–-------–--–---–- დაქორწინდნენ 2015 წლის 11 იანვარს. თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–----------- შეეძინათ შვილი ლ----------–---–-;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 30 მაისს გაცემული ქორწინების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N 8---------- (ს.ფ. 15);
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 03 ივნისს გაცემული დაბადების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 30).
2.4. დ-----------–---–-ს და ნ-----–-------–--–---–- ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
მხარეთა შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია 2016 წლის ნოემბრის თვიდან. სასამართლოს მიერ 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით განსაზღვრულ შესარიგებელმა ვადამ შედეგი ვერ გამოიღო.
სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას მხარეთა შერიგების ვარაუდი არ გამოიკვეთა. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოპასუხე შეეცადა ოჯახის შენარჩუნების მიზნით ურთიერთობის აღდგენას, მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე ისევ დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ და კატეგორიული უარი განაცხადა ოჯახის შენარჩუნებასა და მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
დ-----------–---–- და ნ-----–-------–--–---–- დაქორწინდნენ 2015 წლის 11 იანვარს.
თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–----------- შეეძინათ შვილი ლ----------–---–- (3.2.1).
სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
დ-----------–---–-ს სარჩელის თაობაზე შესაგებელი მოპასუხემ წარმოადგინა 2016 წლის 29 ივნისს და სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ მხარი კვლავ დაუჭირა სარჩელს. ამასთან, სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის საოქმო განჩინებით მხარეებს მიეცათ შესარიგებელი ვადა. მიუხედავად სასამართლოს მიერ შესარიგებლად მიღებული ზომებისა, რამდენიმე თვის მანძილზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ ოჯახის შენარჩუნების თაობაზე. მოსარჩელის პოზიცია განქორწინების საკითხის მიმართ არ შეცვლილა.
ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია „ოჯახის შექმნის მიზანი“. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლომ განმარტა, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის განმარტებას მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობის თაობაზე დაადასტურებდა. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე 2016 წლის ნოემბრის თვიდან და ქორწინება მათ შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია აღნიშნული პერიოდის განმავლობაში. ის გარემოება, რომ მოსარჩელე პერიოდულად სტუმრობს მოპასუხეს საცხოვრებელ მისამართზე არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის მიზნით, არ შეიძლება ჩაითვალოს მხარეთა შორის ოჯახის აღდგენის შესაძლებლობად. დადგენილია, რომ მოსარჩელე დ-----------–---–- ცხოვრობს მისამართზე თბილისი, ტ------------------ ხოლო ნ-----–-------–--–---–-ს ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია თბილისი, ნ--–---------------------------- (3.1.1). მართალია, მოპასუხე მიუთითებს მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობის შენარჩუნების შესაძლებლობაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოსარჩელის ნება, სურვილი მოპასუხე ნ-----–-------–--–---–---- ოჯახის შენარჩუნებისა. როგორც მოპასუხე მიუთითებს, მოსარჩელის მხრიდან ქორწინების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნა დაყენებულია დ-----------–---–-ს საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაწესრიგებლად. მხარეთა შორის კი რეალურად შენარჩუნებული იქნება საქორწინო ურთიერთობა, რასაც კატეგორიულად უარყოფს მოსარჩელე დ-----------–---–- და მისი პოზიცია განქორწინების თაობაზე უცვლელია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მხოლოდ მოპასუხე მხარის ნება არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისა, რომ მოსარჩელე დ------------–---–- და მოპასუხე ნ-----–-------–--–---–- ერთ ოჯახად განიხილებოდნენ. აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარე ნ-----–-------–--–---–- მეუღლედ აღარ აღიქვამს, არ უშვებს მასთან ოჯახის აღდგენის შესაძლებლობას და წინააღმდეგია საოჯახო მეურნეობის მასთან ერთად გაძღოლისა. მოსარჩელის მითითებით, მას აღარ სურს მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრება. აღსანიშნავია ის პერიოდიც, რა დროის განმავლობაშიც მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. დაახლოებით ერთი წელია მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრება აღარ არსებობს. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთათვის შესარიგებელი ვადის განსაზღვრამ ვერ გამოიღო შედეგი. მოსარჩელემ ისევ დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია.
სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. საქორწინო ურთიერთობის ერთერთ მხარეს, მოსარჩელეს, არა აქვს ოჯახის შენარჩუნების სურვილი და მხოლოდ მოპასუხის სურვილი მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობაში ყოფნისა არ არის საკმარისი ოჯახის შესანარჩუნებლად. არ დასტურდება საქმის მასალებით მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებანი და ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც კი, არ იკვეთება მოსარჩელის ნება მოპასუხე ნ-----–-------–--–---–---- ერთ ოჯახად ცხოვრებისა. მოსარჩელის ნების არ არსებობა მოპასუხესთან ქორწინების შენარჩუნებისა ცხადია საქმის განხილვის სრული პერიოდის განმავლობაში.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1“ (პარიზი, 1952 წლის 20 მარტი) მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძოსამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ ბავშვების ინტერესებისათვის აუცილებელი ღონისძიებანი.
1966 წლის 16 დეკემბრის „საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად, 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, ვინაიდან დ-----------–---–-ს და ნ-----–-------–--–---–-ს ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, სარჩელი განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ 2016 წლის ნოემბრიდან ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ სიმართლეს არ შეესაბამება. განქორწინების შეწყვეტა არის არასწორი და შესაბამისად გადაწუყვეტილება უნდა გაუქმდეს.
დ-----------–---–- ცხოვრობს მოპასუხესთან ერთდ ამ დრომდე, რისი დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალაც გააჩნია მოპასუხეს და საჭიროების შემთხვევაში წარუდგენს სასამართლოს.
მოპასუხის განმარტებით, განქორწინების მიზეზია მოსარჩელის ოჯახის წევრები. რეალური დაპირისპირება დაიწყო ბინასთან დაკავშირებით, რომელიც სჭირდებათ ფინანსური სარგებლის მისაღებად. კერძოდ, დ-----------–---–- დაარწმუნეს, მასზე მოახდინეს ფსიქოლოგიური ზეწოლა და შეატანინეს სარჩელი განქორწინების მიზნით, რათა ბინიდან მოხდეს მოპასუხის გამოსახლება.
3.2. აპელანტმა მიუთითა, რომ მისი მოთხოვნაა განქორწინებაზე უარის თქმა და ოჯახის შენარჩუნება, რადგან 10 წელია იცნობს და 4 წელია ოჯახი აკავშირებს მოსარჩელესთან, ამ ხნის განმავლობაში მასსა და დ-----------–---–- შორის არანაირი კონფლიქტური სიტუაცია არ ყოფილა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელ ად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.1. დ-----------–---–- და ნ-----–-------–--–---–- დაქორწინდნენ 2015 წლის 11 იანვარს. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში - 2----–-–----------- შეეძინათ შვილი ლ----------–---–- (იხ.საქმის მასალები, ასევე ტ.1, ს.ფ. 15);
4.2. მოსარჩელე დ-----------–---–- და მოპასუხე ნ-----–-------–--–---–- ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და ერთიან მეურნეობას არ ეწევიან. აღნიშნულის საწინააღმდეგო აპელანტმა ვერ დაადასტურა (იხ. საქმის მასალები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.03. 2019წ. სხდომის ოქმი).
მოსარჩელე პერიოდულად მიდის მოპასუხის საცხოვრებელ მისამართზე ბავშვთან ურთიერთობისა და მისი მონახულების მიზნით.
4.3. მოსარჩელე დ------------–---–-ს საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს - თბილისი, ტ-----------------, ხოლო ნ-----–-------–--–---–-ს ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია - თბილისი, ნ--–------------------------ (იხ. საქმის მასალები)
4.4. დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მეოღლეთა შესარიგებლად 19.09.2017წ. განჩინებით განსაზღვრული ვადა გავიდა უშედეგოდ (იხ. საქმის მასალები.. ასევე, განჩინება ტ.1, ს.ფ. 63-67)
4.5. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-----–-------–--–---–-სა და დ-----------–---–-ს ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. განსახილველ შემთხვევაში მეუღლეთა შესარიგებლად ვადის დანიშვნის წინაპირობები არ არსებობს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია რომ მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია და ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ.
ქორწინების აღდგენის შესაძლებლობის არსებობის დადგენისა და შესარიგებელი ვადის მიცემის მიზანშეწონილობის გარკვევის მიზნით, პალატამ მოისმინა მოსარჩელე დ-----------–---–-ს პოზიცია და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ურთიერთობის აღდგენის ნება არ არსებობს, კერძოდ, დ-----------–---–-ს განმარტებით, მოპასუხესთან მიდის ხშირად და ცდილობს შეინარჩუნოს მეგობრული ურთიერთობა იმ მიზეზით, რომ მოინახულოს შვილი, ჰქონდეს მასთან ურთიერთობა და მისი სამომავლო საოჯახო გეგმები ყოფილ მეუღლესთან შერიგებას არ ითვალისწინებს (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.12 2019წ. სხდომის ოქმი)
4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, შესარიგებელი ზომები გამოყენებული იქნება თუ არა, მხარეთა შორის ცოლ-ქმრული ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მხარეთა შორის პოზიციების დასაახლოვებლად არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა, მათ შორის ურთიერთობა არ გაუმჯობესებულა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოდავე მხარეთა შორის ურთიერთობა დაძაბული არ არის, თუმცა, მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინების შესახებ კატეგორიულია (იხ. სარჩელი, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის სხდომის ოქმი), რის გამოც, პალატის მოსაზრებით, მეუღლეებისათვის შესარიგებელი ვადის მიცემა საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ქორწინების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.
4.7. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემული მუხლის საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლთან ერთობლიობაში განხილვის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ მხარე, რომელმაც სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, მას აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. საქმის გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი მხარე სასამართლოსგან შესარიგებელი ვადის განსაზღვრას მოითხოვდა, შესაბამისად, სწორედ მას უნდა ემტკიცებინა გარემოებები მასზედ, რომ აღნიშნული ვადის მიცემა მხარეთა შორის ურთიერთობის მოწესრიგებისთვის რეალურ წინაპირობას შექმნიდა. აპელანტის მითთება იმის შესახებ, რომ იგი სრულ მზადყოფნას გამოხატავს ოჯახის შესანარჩუნებლად არ არის საკმარისი შესარიგებელი ვადის მიცემისათვის, არამედ აპელანტს უნდა დაედასტურებინა, რომ მოდავე მხარეთა შორის ურთიერთობის აღდგენისთვის ორმხრივი მზაობა არსებობდა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, ხოლო ამავე კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, რადგან ქორწინება მეუღლეთა ორმხრივ ნებაზე დამყარებული ურთიერთობაა, რომელიმე მხარის მხრიდან ასეთი ურთიერთობის გაგრძელების თაობაზე სურვილის არარსებობა სასამართლოს მიერ განქორწინების ფაქტის დადგენის წინაპირობაა. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
4.9. საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი, მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტმა შესთავაზა სასამართლოს არ იძლევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საკმარის საფუძველს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ-----–-------–--–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა).
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ქეთევან დუგლაძე