განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 190100118002526723
საქმე №1ბ/553-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ვახტანგ ლობჟანიძის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,პროკურორების: თი-----------------ს და ხა-----------------ს
ადვოკატების: შო-----------–---–-ს, ნი-------------ს და მი----–-------–---–-ს
გამართლებულების: არ---–--------ს და გო---------------–---–-ს
მონაწილეობით,რუ------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ხა-----------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე არ---–----------------ს მიმართ - დაბადებული 19---–-–-------------------- პ/ნ 3----------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------------------–------------ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მ--- ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.
გო----------------------------–---–-ს მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------- პ/ნ 3----------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მ--- ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
რუ------- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენით, არ---–-------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მ--- ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გო---------------–---–- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მ--- ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
არ---–-------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიწვევდა მნიშვნელოვან ზიანს, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
გო---------------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიწვევდა მნიშვნელოვან ზიანს, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
წარდგენილი ბრალდების თანახმად, მათ მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 28 მაისს, დაახლოებით 03:40 საათზე, გო---------------–---–-, და------------ე და 2011 წლის 15 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევი არ---–-------ე, წინასწარი შეთამნხმებით ჯგუფურად ცდილობდნენ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ ქ-----------–--------------–----------ის ეზოში მდგარ ნუ--------------–---–-ს კუთვნილ „ტ------------------“ ფირმის ა/მანქანის სახ. N--------- ნაწილებს, კერძოდ, ისინი ცდილობდნენ ლითონის ხელსაწყოების გამოყენებით მოეხსნათ ა/მანქანის კატალიზატორი, რისთვისაც მანქანის ქვეშ შედგმული ჰქონდათ ე.წ. „დომკრატი“. მანქანის წინა ნაწილის ქვეშ, ძირს იწვა გო---------------–---–-, რომელიც ხსნიდა კატალიზატორის ჭანჭიკებს, იქვე ჩაცუცქული არ---–-------ე ეხმარებოდა და აწვდიდა ქანჩს. ასევე მანქანასთან იდგა და------------ე, რომელიც აკონტროლებდა სიტუაციას, რათა ქურდობის ჩადენისას არ შეემჩნიათ სხვა პირებს. მათ წაასწრეს პოლიციის თანამშრომლებმა დანაშაულის ჩადენისას, რის გამოც არ---–-------ემ, გო---------------–---–მა და და------------ემ ვერ შეძლეს ქურდობის დასრულება. არ---–--------ს, გო---------------–---–-ს და და------------ის ქმედებებით ნუ--------------–---–ს მიადგებოდა 600(ექვსასი)ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუ------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხა-----------------ა, რომელმაც მოითხოვა არ---–--------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მ--- ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო გო---------------–---–-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მ--- ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
აპელანტის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მოწმეთა მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით და საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ 2018 წლის 28 მაისს დაახლოებით 03:00 საათზე ნუ--------------–---–-ს ლურჯი ფერის ტ----------------ის მარკის ავტომანქანათან იდგა და------------ე, ხოლო მანქანსთან უფრო ახლოს წინ ჩაცუცქული იყო არ---–-------ე, რომელიც ქანჩს აწვდიდა მანქანის ქვეშ შემძვრალ გო---------------–---–ს. პოლიციელების დანახვისთანავე და------------ემ დაიყვირა „ძალღებიო“ და სამივე მათგანი გაიქცა. მანქანის ქვეშ იყო დანგრატი და ასევე ავტომანქანის წინა მხარეს იყო სხვადასხვა ხლსაწყოები. მანქანის წინა ნაწილი გარკვეულწილად იყო აწეული, ისე რომ მასში ადამიანი შეეტეოდა. გარდა აღნიშნულის, მომხდარი ფაქტიდან მალევე, ისე რომ დაზარალებულის მფლობელობიდან არ გამოსულა ავტომანქანა, მისი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მას დაზიანებული ჰქონდა კატალიზატორის საფარი და კატალიზატორის ჭანჭიკები ჰქონდა მოშვებული. ბრალდების მხარის შეფასებით, იმ მოწმეთა ჩვენებებში, რომლებიც მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, რა თქმა უნდა, არის გარკვეული სახის სხვაობებიც, რაც განპირობებულია, როგორც მათი სამსახურეობრივი მოვალეობებიდან, ისე ინდივიდუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე და მათ შორის არსებითი წინაარმდეგობები არ ვლინდება. სასამართლოს მიერ ზ--------–--–---–----------–------–--------–-----------–---–----------------–------------ ჩვენებები არ არის სრულყოფილად შეფასებული და განაჩენში არაფერია ნათქვამი თუ რატომ არ უნდა იქნას გაზიარებული პოლიციელებისა და ექსპერტების ჩვენებები, რატომ არ შეიძლება მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებას დაეყრდოს სასამართლო. მითუმეტს მაშინ, როცა საქმე ეხება ქურდობას, რაც თავისავად არის ფარული დანაშაული და შესაძლოა მოწმე სულ არ ჰყოლოდა. რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეებს, მათ ინტერესში შედიოდა მხოლოდ ბრალდებულთათვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, პოლიციელების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის ფაქტზე აქცენტის გადატანით.
სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ობიექტურად შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის მსჯელობა აშკარად არ გამომდინარეობს პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებებიდან და წინააღმდეგობაში მოდის მათთან. ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მოწმეთა ჩვენებები არ არის შესაბამისობაში ერთმანეთთან და ვერ ქმნის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას არ---–--------სა და გო---------------–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე რუ------- საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლმა ირა--–------–---- განაცხადა, რომ 2018 წლის 28 მაისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და დაახლოებით ღამის 3 საათზე თანამშრომლებთან ზვ-------–--–---–-------------------–-------ნ ერთად ფეხით გადაადგილდებოდა. 9-----------------------------–------------ კორპუსის ეზოში შესვლისას მათ შემოესმათ რკინასთან შეხების ხმა, რაც საეჭვოდ მოეჩვენათ. 10-15 მეტრში ამოეფარნენ ხეს და სამივე მიპარვით მიუახლოვდნენ იმ ადგილს, საიდანაც ხმა ისმოდა. გარე განათების მეშვეობით ადგილზე დაინახეს, რომ გო---------------–---–- შემძვრალი იყო ავტომანქანის ქვეშ მარჯვენა წინა მხრიდან, რომელიც ცხვირით კორპუსისკენ იყო მიმართული. არ---–-------ე ქანჩებს აწვდიდა, ხოლო და------------ე გარემოს აკონტროლებდა. ავტომანქანის საბურავები მიწას არ იყო აცილებული, თუმცა თვითონ მანქანის კორპუსი აწეული იყო „დანგრატის“ მეშვეობით ისე, რომ მასში ადამიანი შეეტეოდა. მათ დანახვაზე და------------ემ დაიძახა „ძაღლებიო“ და სამივე მათგანი გაიქცა. თავად, ასევე მისი თანამშრომლები დაედევნენ მათ, რა დროსაც პირადად ირა--–------–---- დააკავა არ---–-------ე, ზვ-------–--–---–მა - გო---------------–---–-, კ---------–--- კი გაეკიდა და------------ეს, მაგრამ გაექცა. პარალელურ რეჟიმში მან რადიოსადგურის მეშვეობით დახმარებისათვის გამოიძახა დამატებითი ჯგუფი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე რუ------- საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლმა ზვ-------–--–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 28 მაისს თანამშრომლებთან ირ---–------–-------ნ და კ---------–---სთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით ღამის 3 საათზე, ფეხით შემოვლისას, რ---------–------------ კორპუსის ეზოში შესულებს შემოესმათ რკინების ერთმანეთზე შეხების ხმა. ეზო კარგად იყო განათებული და დაინახეს, რომ გო---------------–---–- შემძვრალი იყო ავტომანქანის ქვეშ, რომელსაც ცხვირი ჰქონდა აწეული, არ---–-------ე ქანჩებს აწვდიდა, ხოლო და------------ე გვერდით იდგა და გარემოს აკონტროლებდა. „დომკრატი“ ჰქონდა თუ არა შეყენებული ა/მანქანას, მას პირადად არ უნახავს. მათ დანახვისთანავე დაიწყეს ავტომანქანისაკენ გადაადგილება, ხოლო და------------ემ შეამჩნია ისინი, დაიძახა „ძაღლებიო“ და გაიქცნენ. მოწმემ შეძლო გო---------------–---–-ს დაკავება. ასევე ირა--–------–---- დახმარებისათვის გამოიძახა დამატებითი ჯგუფი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმეებმა სა--------------–---–----–-----–------------–-----–-–------------–---–-------------–-------------------------–-------------–--–---------------------–--------–-----------–---–-------------–-----------–---–-- დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა.
პირველი ისნტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ნუ---------------–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ. რ-------–--------------–----------–------- სართულზე. საკუთრებაში ჰყავს ლურჯი ფერის „ტ------------------“ ფირმის ავტომანქანა, სახ. #---------- რომელიც 2018 წლის 28 მაისს, ღამით გაჩერებული ჰყავდა ეზოში, ცხვირით სადარბაზოსკენ. ღამის საათებში ეზოს მხრიდან შემოესმა ხმაური, გადაიხედა და დაინახა, რომ ერთი პირი ჰყავდათ დაკავებული პოლიციელებს. მან ეზოში ჩასვლისას პოლიციელებისგან გაიგო, რომ დაკავებულები ქურდავდნენ მის კუთვნილ ავტომანქანას, რის შემდეგაც მის დათვალიერებაში მიიღო მონაწილეობა. ასევე დაესწრო ა/მანქანების ბაზრობაზე მისი მანქანის შემოწმებას, სადაც ხელოსნისგან გაიგო, რომ ავტომობილზე 1 ან 2 ბოლტი იყო მოშვებული. შემთხვევის ადგილზე ავტომანქანა ე.წ. „დომკრატით“ ალბათ არ იყო აწეული, რადგან მასში ჩასვლისთანავე ჩაჯდა და ვერ იგრძნო დეფორმირება ან აწეულ მდგომარეობაში ყოფნა, რასაც წინააღმდეგ შემთხვევაში გაიგებდა. როგორც ახსოვს, პოლიციელებმა ჩანთა მანქანის ქვეშიდან გამოიღეს, ე.წ. „კლუჩებთან“ ერთად დააწყეს, ასევე დადეს „დანგრატიც“ და შემთხვევის ადგილი ისე დაასურათეს. მისი განმარტებით, კატალიზატორის წასაღებად საჭირო იყო „გლუშიტელის“ ჩამოხსნა, რაც მოცემულ შემთხვევაში ჩახსნილი არ იყო. „კატალიზატორის“ წაღების შემთხვევაში მას მიადგებოდა დაახლობით 600 ლარის ზიანი.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ი---------–--–---–-- 2018 წლის 28 მაისს, ღამით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
პირველი ისნტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე და-----–-----–---მ განაცხადა, რომ მუშაობს რუ------- ავტობაზრობის სახელოსნოში ზეინკლად. 2018 წლის 28 მაისს, საღამოს საათებში პოლიციელებმა მიუყვანეს ა/მანქანა „ტ----------------ი“, სთხოვეს მისი აწევა და შემოწმება. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ავტომანქანის ე.წ. „გლუშიტელის“ ჭანჭიკები იყო მოშვებული. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ჭანჭიკების მოშვება შესაძლებელია თავისითაც. ასევე, გაღუნული იყო დამცავი, რომელსაც ე.წ. „დომკრატის“ გარეშე, შეიძლება ქვაც მოხვდეს და გაიღუნოს. კატალიზატორის ჩამოხსნა „დომკრატის“ გარეშე შესაძლებელია თუ არა, და-----–-----–---ს არ შეუძლია პასუხის გაცემა.
2018 წლის 28 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.რ-------–ი, რ---------–------------ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, სადაც მე-2--------------------- მეტრში დგას ლურჯი ფერის ავტომანქანა „ტ----------------ი“, სახ. №T--------- მანქანა არ არის დაზიანებული და მყარად დგას ოთხ საბურავზე. ავტომანქანის წინ მიწაზე უსწორმასწოროდ არის დაყრილი 2 ცალი ქანჩის გადამყვანი, აქედან ერთს აქვს ქანჩის თავიც, ერთი ცალი შავ ტარიანი ქანჩი, 3 ცალი ქანჩის თავები და შავი ფერის დასაკეცი დანა დაკეცილ მდგომარეობაში. ასევე, გვერდით მიწაზე აგდია შავი ფერის ნაჭრის ზურგჩანთა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ გერბით. მანქანის შუა ნაწილიდან მოსჩანს ე.წ. „დანგრატიც“, რომელიც ამოღებული იქნა სხვა ზემოთხსენებულ ნივთებთან ერთად და დაილუქა სათანადო წესით.
2018 წლის 28 მაისის ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, ავტომანქანა „ტ----------------ი“, სახ. №T-------- განთავსდა სპეციალურ მოწყობილობაზე და ღილაკის საშუალებით იქნა აწეული, რის შემდეგაც დათვალიერდა მის ქვედა მხარეს არსებული ნაწილები. ავტომანქანას მთელს სიგრძეზე გასდევს ხმის დმხშობის მილი, რომელსაც მანქანის წინა მხარეს მილზე მიმაგრებული აქვს ე.წ. „კატალიზატორი“ ოთხი ცალი ჭანჭიკით, ორი წინ და ორი უკანა მხარეს. წინა ორი ჭანჭიკი არის თითქმის მთლიანად მოხსნილი, ხოლო „კატალიზატორის“ პლასმასისი დამცავი არის ჩამოღუნული.
2018 წლის 22 ოქტომბრის კომპლექსური ბიოლოგიური და ოდოროლოგიური 4-------- დასკვნის თანახმად, ქ. რ-------–ი, რუ-------–----------ის გაქურდვის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, აღნიშნული ა/მანქანის წინ ასფალტის ზედაპირიდან აღებული სუნის კვალის ნიმუში არაიდენტურია არ---–--------ს და გო---------------–---–-ს ნივთებიდან აღებული სუნის კვალის ნიმუშების.
2018 წლის 24 ოქტომბრის ბიოლოგიური (გენეტიკური და სეროლოგიური) ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, საქმეზე ამოღებულ ჩანთაზე, დანაზე, ქანჩებზე და გადამყვანზე გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამინის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში არ---–-------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2018 წლის 28 მაისს საღამოს გვიან შეხვდა მის მეგობარს გო---------------–---–ს, რომელსაც სთხოვა მამის მეგობარ ტა-----–-----–---------ნ გაყოლა, მამის გარდაცვალების წლისთავის დროის და ადგილის შესატყობინებლად. დაახლოებით ღამის 12-ის ნახევარზე მივიდნენ რ---------–---------ის ეზოში, სადაც ა---–--------- ცხოვრობენ. თვითონ ავიდა სადარბაზოში, ხოლო გო---------------–---–ს მოერიდა უცხო ოჯახში გვიან ასვლა და სიგარეტის მოსაწევად დარჩა ეზოში. მ--- სართულზე, ა---–---------ს ბინამდე არ მისულს, შემოესმა გო---------------–---–-ს ყვირილი, აჩქარებული ნაბიჯების და გინების ხმა. უკან შემობრუნდა და ნახა, რომ მეორე სართულზე ამორბოდა გო---------------–---–-, რომელსაც სამი პიროვნება მოსდევდა. მის შეკითხვაზე, რა ხდებოდა, უთხრეს რომ პოლიციელები იყვნენ და ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. მან ამოიღო ტელეფონი და დაიწყო გადაღება, რის გამოც ისიც დააკავეს და დაუწყეს ცემა. მის ყვირილზე ჩამოვიდნენ ნა----–------------თ ა---–---------ც. ორივე დაკავებული ჩამოიყვანეს ეზოში და დაიწყეს ხალხის გასაგონად ყვირილი, რას იპარავდითო. ადგილზე მოვიდნენ პოლიციის სხვა თანამშრომლებიც და ასევე ჩამოვიდა ავტომანქანის მესაკუთრე ნუ--------------–---–-, რომელმაც შეამოწმა მანქანა, დაქოქა და თქვა, არაფერი არ ჭირსო. ამის შემდეგ ერთმა პოლიციელმა ა/მანქანის ქვეშიდან გამოაცურა ჩანთა, რის შემდეგაც ადგილზე რა ხდებოდა არ იცის, რადგან ეზოდან გამოიყვანეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გო---------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2018 წლის 28 მაისს, გვიან საღამოს არ---–-------ეს გაჰყვა მამის მეგობართან, რუ-------–----------ში. არ---–-ს სადარბაზოში შესვლისას, თვითონ დარჩა ეზოში და ჩაცუცქული ეწეოდა სიგარეტს. მოულოდნელად უკნიდან ხელი მოჰკიდეს სამოქალაქო ფორმაში მყოფმა პირებმა და უთხრეს, რომ ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. მან დაიწყო ყვირილი და გაიქცა სადარბაზოსკენ. მის ყვირილზე მობრუნებულმა არ---–-------ემ დაიწყო ტელეფონით გადაღება, რის გამოც ისიც დააკავეს. დაკავებულები ჩამოიყვანეს ეზოში და დაიწყეს ხალხის გასაგონად ყვირილი, რას იპარავდითო. ადგილზე მოვიდა პოლიციის რამდენიმე მანქანა, რომელთა შორის იყო მეორე განყოფილების უფროსი დი------------–---–ი და უთხრა, ხომ მაინც დაგიჭირეო. დი------------–---–მა პოლიციელებს დაავალა ჩხრეკა ჩაეტარებინათ და მისთვის მანქანაზე ხელი დაედებინათ, რაც ვერ შეძლეს მისი წინააღმდეგობის გამო. ავტომანქანის მეპატრონემ შეამოწმა მისი მანქანა და თქვა, არაფერი არ ჭირსო. მას ეუბნებოდნენ შეიხედე „დომკრატზეა“ ა/მანქანაო. ამის შემდეგ ერთმა პოლიციელმა ა/მანქანის ქვეშიდან გამოაცურა ჩანთა. ის და არ---–-------ე ეზოდან გამოიყვანეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნატ--–-------–-------ა განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ. რ-------–ი, რუს------–---------ში, მ--- სართულზე. 2018 წლის 28 მაისს, გვიან საღამოს, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც სადარბაზოდან შემოესმა ყვირილის და გინების ხმა. ხმაურზე გასულმა განათებულ სადარბაზოში ნახა, რომ 2 პიროვნებას ერთი ბიჭი ჰყავდათ გაკავებული, ხოლო მეორე ბიჭი - წაქცეული ჰყავდათ. არ---–-------ე ყვიროდა, რას მერჩითო, ტელეფონი გადაუგდო მის ძმას - და---------–------ს და სთხოვა გადაეღო. თავად ნატ--–-------–-------აც სასწრაფოდ გამოიტანა თავისი ტელეფონი და დაიწყო გადაღება. ამ ინციდენტის შემდეგ რამდენიმე წუთში მათთან სახლში ავიდნენ პოლიციის თანამშრომლები, მოითხოვეს ტელეფონები და წაშალეს რაც მათ გადაიღეს.
ანალოგიური გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა და---------–------მა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დი----------------------–-ა განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ. რ-------–ი, რუ-------–-----------ში. არ---–-------ე არის მისი შვილის მეგობარი. 2018 წლის 28 მაისს, გვიან საღამოს, იმყოფებოდა ბინის ვერანდაზე და საქმიანობდა საკერავი მანქანით და შესაკრავი ე. წ. „პისტოლეტით“. დაახლოებით 2 საათზე სადარბაზოდან შემოესმა ყვირილის და ურთიერთდაპირისპირების ხმა. ასევე ესმოდა ხმები, რატომ იპარავთო, რაზეც მეორე ხმა პასუხობდა, საიდან მოიტანეო. მოწმემ ამავე დროს გაიგონა არ---–--------ს განწირული ხმა, რატომ მცემთო. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ დაზარალებულის ავტომანქანა იდგა მისი ვერანდის ქვემოთ და მანამდე იყო აბსოლუტური სიჩუმე, რაიმე რკინასთან შეხების ხმა არ გაუგია.
პალატა მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მათ შორის მოწმეთა ჩვენებებს შორის აბსოლუტური და იდენტური თანხვედრა რა თქმა უნდა შეუძლებელია, მოწმეთა ჩვენებების შინაარსზე გავლენას ახდეს უამრავი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ჩვენების შეფასებისას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განჩინება №626აპ-17), თუმცა ასევე აუცილებელია ყურადღება მიექცეს იმ გარემოებას, თუ მოწმეთა ჩვენებებში გამოვლენილი განსხავებები რამდენად ეხება საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს და კონკრეტული ფაქტების დადგენისას რამდენად ქმნის მათში ეჭვის შეტანის საფუძველს.
მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე სავალდებულოა არსებობდეს მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელთა საფუძველზეც შეფასდება პირის ბრალეულობა. მოცემულ საქმეზე იმ ფატის დასადასტურებლად, რომ 2018 წლის 28 მაისს, გო---------------–---–- და არ---–-------ე ცდილობდნენ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ ქ.რ-------–ი, რუ-------–----------ის ეზოში მდგარ ნუ--------------–---–-ს კუთვნილ „ტ------------------“ ფირმის ა/მანქანის ნაწილებს, წარმოდგენილია ორი პოლიციის თანამშრომლის ჩვენება. თუმცა, პალატა აფასებს რა მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას, მიუთითებს, რომ მათ შორის გამოიკვეთა არაერთი არსებითი ხასიათის ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოება. ასევე, ისინი არ არის გამყარებული დაზარალებულის, შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირების ჩვენებებით და საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით. გარდა აღნიშნულისა პალატას შეექმნა საფუძვლიანი ეჭვი გამოძიების ცალმხრივად ჩატარების შესახებ, რის გამოც მხოლოდ ზემოაღნიშნული ორი სამართალდამცავის ჩვენება საფუძვლად ვერ დაედება პირთა მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.
ბრალდების მხარე ცდილობს მისი პოზიციისათვის მისაღები ინტერპრეტაცია მისცეს პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ მათ შორის გამოვლენილი გარკვეული შეუსაბამობები განპირობებულია მათი სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე, ვინაიდან რთულია დანაშაულის ჩამდენი პირების დადევნების პროცესში თანამშრომელმა დეტალურად დააფიქსიროს შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარება. თუმცა, თავად ირ---–------–--ა და ზვ-------–--–---–ი ჩვენების მიცემისას თავიაანთ პოზიციებში იყვნენ საკმაოდ თავდაჯერებულები. მათ არ განუმარტავთ, რომ შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე რაიმეს აღქმა ვერ შეძლეს ან რაიმე აღარ ახსოვთ. ისინი მხარეთა მიერ დასმულ კითხვებზე პასუხობდნენ ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, რა პირობებშიც მათ ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მიუთითეს თუ რა გზით აღმოჩნდნენ შემთხვევის ადგილზე, როგორი იყო მათი რეაგირება დამნაშავეთა დანახვისას და რა მდგომარეობაში ნახეს დაზარალებულის კუთვნილი ავტომობილი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში აღნიშნულია, რომ ავტომობილის ქვემოთ მოსჩანს ე.წ. „დანგრატიც“. ოქმში სრულყოფილად არაა მითითებული რა მდგომარეობაშია აღნიშნული ნივთი, ავტომანქანა იყო მასზე შეყენებული თუ არა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტი ალ-----------–---–ი და გამომძიებელი სო------–-----------ც ადასტურებენ მხოლოდ იმ ფატქს, რომ ავტომობილის ქვემოთ იდო „დანგრატი“. ექსპერტმა ვერ ახსნა, თუ რატომ არ არის დასურათებული ზემოხსენებული „დანგრატი“ პირველად მდგომარეობაში, ისე როგორც დახვდა შემთხვევის ადგილზე. გარდა ამისა, დაზარალებულმა ნუ--------------–---–მა, რომელიც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად მონაწილეობდა აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში, განმარტა, რომ მას „დანგრატი“ არ დაუნახავს ავტომობილის ქვეშ, ერთად რომ დააწყვეს ჩანთა, ქანჩები და „დანგრატი“ და ფოტოები გადაუღეს, მხოლოდ მაშინ დაინახა ეს ნივთი. ასევე იგი სახლიდან ეზოში ჩასვლისთანავე ჩაჯდა ავტომანქანაში, რომელიც აწეულ ან დეფორმირებულ მდგომარეობაში არ ყოფილა. მან ნათლად განმარტა, რომ რაიმე მსგავსს თუ ექნებოდა ადგილი შეამჩნევდა და არ უთქვამს, რომ მისი გამოუცდელობის გამო შეიძლება რაიმე სწორად ვერ აღიქვა. ამ პირობებში კი მოწმე ირ---–------–--ა ადასტურებს, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას, ავტომანქანის საბურავები მიწიდან არ იყო აცილებული, თუმცა მისი კორპუსი აშკარად ისე იყო „დანგრატით“ აწეული, რომ ადამიანი შეეტეოდა. ხოლო ზვ-------–--–---–ის განამრტებით, ავტომობილის წინა მხარე საბურავებთან ერთად იყო ზემოთ მნიშვნელოვნად აწეული.
ამასთან, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით: მოწმეების ი---------–--–---–------------–-----–----------------------–---–----–-----–------------–-----–-–------------–---–---------------–-------------–--–---------------------–----------------–---- ბ-----–---–-- ჩვენებებით, ბიოლოგიური და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა ანალიზის საფუძველზე აშკარაა, რომ ისინი არ იძლევიან იმ პირდაპირი ხასიათის ინფორმაციას, რაც რელევანტური და საკმარისი იქნებოდა არ---–--------ს და გო---------------–---–-ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის დადასტურებულად მიჩნევისათვის. შესაბამისად, მხოლოდ ირ---–------–--ას და ზვ-------–--–---–ის ერთმანეთთან და ასევე საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან შეუსაბამო ჩვენებები, სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ვერ ქმნის ობიექტურ საფუძველს პირის დამნაშავედ ცნობისათვის. მოცემულ შემთხვევაში საეჭვოა არაერთი ფაქტობრივი გარემოება, ყოველგვარი ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
პალტა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ იმ პირობებში, როდესაც პოლიციის თანამშრომლებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო მესამე პირის - და------------ის - პიროვნება, დღეის მდგომათეობით მას აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდება არ აქვს წარდგენილი, რაც ვერ უარყო ბრალდების მხარემ. აღნიშნული ფაქტი კი
თავის მხრივ ეჭვქვეშ აყენებს ჩატარებულ გამოძიების ობიექტურობას.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ---–--------ს და გო---------------–---–-ს ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთანალიზის შედეგად აშკარაა, რომ ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო იმ პირდაპირი ხასიათის დამაჯერებელ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მათ ბრალებულობას და დააკამყოფილებდა პირის დამნაშავედ ცნობისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რუ------- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რუ------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ხა-----------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. რუ------- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. არ---–--------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მ უხლის მ--- ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
4. გო----------------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ , ამავე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ არ---–--------ს და გო---------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.
6. არ---–-------ეს და გო---------------–---–ს განემარტოთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
7. ნივთიერი მტკიცებულებები:
- საქმეზე ამოღებული ნაჭრის ზურგჩანთა, დასაკეცი დანა, ქანჩი, ქანჩის გადამყვანები თავებით, „დომკრატი“, სუნის ნიმუშები - განადგურდეს.
- არ---–--------ს და გო---------------–---–-ს ტანსაცმელი - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს (ინახება შსს რუ------- რაიონული სამმართველოს მეორე განყოფილებაში);
8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი