განაჩენი

სისხლის სამართლის 06.02.2019
საქმის ნომერი
330100118002714249
ინსტანცია
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002714249

საქმე №1ბ/634-19

PP

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ ვეფხია ლომიძემ

 

ლელა ბახტაძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის: ი--- ჯ-----–---–ის

მსჯავრდებულის: ა------ ს--------ის

ადვოკატის: გ-- გ---------ას

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი--- ჯ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ა------ ს--------ის მიმართ. ა------ პ------ს ძე ს--------- დაბადებულია 1----–-–----------------ს. საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, თ--------------------------------–-----------–----------------------------ში. მსჯავრდებულია დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა------ ს---------მ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის (კანაფის) უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირება და მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა.

 

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

ა------ ს---------მ თავის ბინაში, მდებარე ქ. თბილისი, თ-------------------------------–-----------–----------------------------ში უკანონოდ დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალება კანაფი (მცენარე) წონით 194,22 გრამი, რომელიც 2018 წლის 18 სექტემბერს მისი საცხოვრებელ ბინის ჩხრეკისას იქნა ამოღებული.

 

ა------ ს---------მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 8,39 გრამ გამომშრალ მარიხუანას, რაც 2018 წლის 18 სექტემბერს მის ბინაში - ქ. თბილისი, თ-------------------------------–-----------–----------------------------ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენით:

 

ა------ ს--------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად.

 

ა------ ს--------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინიებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ა------ ს--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

ა------ ს---------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის გლდანი - ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი--- ჯ-----–---–მა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენში ცვლილებების შეტანა და ა------ ს--------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სანქციის ფარგლებით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებლის - ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი--- ჯ-----–---–ის მიერ ზემდგომი პროკურორის დ----- ხ------–--ის თანხმობით წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ ა------ ს--------ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

 

შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულმა ა------ ს---------მ ადვოკატ გ-- გ---------ასთან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და სურვილი გამოთქვა, მასთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება.

 

სახელმწიფო ბრალდებამ წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა მსჯავრდებულ ა------ ს---------სთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება და მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა შემდეგი პირობებით:

 

ა------ ს--------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;

 

ა------ ს--------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 170 (ას სამოცდაათი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბრალდებულ ა------ ს---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63- 64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო სრომა 200 (ორასი) საათის ვადით;

 

ა------ ს---------ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება: იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პრიმა პუნქტის თანახმად ა------ ს---------ს შეუნარჩუნდეს სრულად.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა მსჯავრდებულ ა------ ს---------სთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და პალატა უფლებამოსილია, იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, მსჯავრდებული ა------ ს--------- სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების სამართლებრივ, მათ შორის ნასამართლობის, შედეგებს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ა------ ს--------- სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ა------ ს--------ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ: ა------ ს--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, ბინის ჩხრეკის მიმდინარეობისას გადაღებული ფოტომასალით, ქიმიური ექსპერტიზის №2--------------- დასკვნით, ნარკოლოგიური შემოწმების №7------ დასკვნით, ა------ ს--------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეეების გ-------------------ის, ვ--–----------------–---–ის და ლ------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რასაც ეთანხმება თავად ა------ ს---------, უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ ბრალად შერაცხულ დანაშაულთა ჩადენის ფაქტი.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 273 პრიმა მუხლით კანონიერია. შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარმოდგენილია საქართველოს სსსკ–ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის მე–111 ნაწილით გათვალისწინებულ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დამტკიცდეს ზემდგომი პროკურორის დ----- ხ------–--ის თანხმობით 2019 წლის 13 ივნისს დადებული საპროცესო შეთანხმება ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი--- ჯ-----–---–ს, მსჯავრდებულ ა------ ს---------სა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ გ-- გ---------ას შორის;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენში ა------ ს--------ის მიმართ შეტანილი იქნას ცვლილება;

 

ა------ ს--------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადთ, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით;

 

ა------ ს---------ს საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;

 

ა------ ს--------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 170 (ას სამოცდაათი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა------ ს---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

ა------ ს---------ს საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო სრომა 200 (ორასი) საათის ვადით;

 

ა------ ს---------ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პრიმა პუნქტის თანახმად ა------ ს---------ს შეუნარჩუნდეს სრულად.

 

უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

 

ნივთმტკიცება:

 

ა------ ს--------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე (კანაფი) და გამომშრალი მარიხუანა, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკული დანაშაულის პრევენციისა და აღრიცხვის განყოფილებაში, ორი ცალი ვედრო და ორი ცალი ქოთანი, რომლებიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-6 განყოფილებაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

განემარტოს მსჯავრდებულს, რომ განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით; ბ) მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება: გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა: დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთ თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე