განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100116001357431
საქმე №1/ბ-401-2017 წელი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 იანვარი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - მარინა სირაძე
მოსამართლეები - მარინე იმერლიშვილი
მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლ---- ტაბიძე
პროკურორების – შ----- ქ---–---–ის, ა----–--- წ---------ს,ადვოკატების - ი-----–- ა--–--ის, მ----- წ---–---ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
გ------- ო------ს ძე მ-----–--ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები - ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხ--–-----ი;
ი-----–- ნ---------ს ძე ჯ-------ის მიმართ - დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, საშუალო განათლებით; დაოჯახებული; ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი შ-------------------------------------------–----.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბრალდები არსი:
1.1. გ------- მ-----–--ის ბრალდების ეპიზოდი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------- მ-----–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
ბ--------------–----------------–---------–-–---------------- განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევი გ------- მ-----–--ე და ი-----–- ჯ-------ე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად 2016 წლის 16 მარტს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. ბათუმში, გ------- ბ--–------–-ს ქუჩა N177-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ სს ,,ნ-------------–-----"-ს სწრაფი ჩარიცხვის აპარატს, ღირებულს 2660.46 ლარად და მასში მოთავსებულ ფულად თანხას 1750 ლარის ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
ბ--------------–----------------–---------–-–---------------- განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევი გ------- მ-----–--ე და ი-----–- ჯ-------ე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად 2016 წლის 29 მარტს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ. ბათუმში, პ-----–---–---–-------- N22-ის მიმდებარედ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ სს ,,ნ-------------–-----"-ს სწრაფი ჩარიცხვის აპარატს, ღირებულს 1694.53 ლარად და მასში მოთავსებულ ფულად თანხას 325.50 ლარის ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
1. 2. ი-----–- ჯ-------ის ბრალდების ეპიზოდი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი-----–- ჯ-------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 16 მარტს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. ბათუმში, გ------- ბ--–------–-ს ქუჩა N177-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-----–- ჯ-------ე და გ------- მ-----–--ე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ სს ,,ნ-------------–-----"-ს სწრაფი ჩარიცხვის აპარატს, ღირებულს 2660.46 ლარად და მასში მოთავსებულ ფულად თანხას 1750 ლარის ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
2016 წლის 29 მარტს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ. ბათუმში, პ-----–---–---–-------- N22-ის მიმდებარედ, ი-----–- ჯ-------ე და გ------- მ-----–--ე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ სს ,,ნ-------------–-----"-ს სწრაფი ჩარიცხვის აპარატს, ღირებულს 1694.53 ლარად და მასში მოთავსებულ ფულად თანხას 325.50 ლარის ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით:
2.1. გ------- მ-----–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2016 წლის 16 მარტის ეპიზოდი); გ------- მ-----–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და იმავე მუხლის მე-3 ნწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2016 წლის 29 მარტის ეპიზოდი);
2.2 ი-----–- ჯ-------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2016 წლის 16 მარტის ეპიზოდი); ი-----–- ჯ-------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2016 წლის 29 მარტის ეპიზოდი);
ი-----–- ჯ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით (2016 წლის 16 მარტის ეპიზოდი);
ი-----–- ჯ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით (2016 წლის 29 მარტის ეპიზოდი);
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი-----–- ჯ-------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ ი-----–- ჯ-------ეს დანიშნული სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 01 აპრილიდან 2016 წლის 18 აპრილის ჩათვლით.
3. სააპელაციო საჩივრების არსი :
3.1 აპელანტი - ბათუმის რაიოული პროკურატურის პროკურორი გ------- რ---–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის გამამართლებელი განაჩენი გ------- მ-----–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), გამოყენებული იქნეს სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი, ასევე დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას, სასჯელთა შეკრების გზით, გაუმკაცრდეს საბოლოოდ დანიშნული სასჯელი; ასევე ცვლილება შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში იმ მიმართებით, რომ ი-----–- ჯ-------ე დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და განესაზღვროს სანქციით გათვალსწინებული მაქსიმალური სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი კვალიფიკაცისა და სასჯელის ნაწილში არის არასამართლიანი, დაუსაბუთებელი და უკანონო. მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოკვლეული იქნა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, რომელთა ერთობლიობით ცალსახად და ნათლად დასტურდება წარდგენილი ბრალდებების სისწორე. მიუხედავად საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობისა, სასამართლომ მიიღო დაუსაბუთებელი და უკანონო განაჩენი.
გაუგებარია, სასამართლომ რა კრიტერიუმებით შეაფასა მოწმეების მ----- ბ-----ის და შ--–-- ხ------–--ის ჩვენებები, როცა მიუთითა, რომ აღნიშნული ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო და ირიბი, მაშინ როცა ეს პირები პირდაპირი მოწმეები იყვნენ რიგი ფაქტობრივი გარემოებებისა.
რაც შეეხება აპელირებას, თითქოს ბრალდების მხარემ მოატყუა დაცვის მხარე და საპროცესო შეთანხმების მოტივით შეითანხმა მტკიცებულებებზე და შემდეგ აღარ გაუფორმა საპროცესო შეთანხმება, გაუგებარია აღნიშნულზე განაჩენში მითითება. მართალია მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით კონკრეტული პირობების შესრულებისას, დროის კონკრეტულ პერიოდში. პირობების შეუსრულებლობის მოტივით, ბრალდების მხარემ მოითხოვა საქმის განხილვის არსებითად დასრულება.
ასევე გაუგებარია ი-----–- ჯ-------ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ. მხოლოდ იმ მოტივით, რომ გ------- მ-----–--ე სასამართლოს მიერ უკანონოდ და დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი უდანაშაულოდ, მაშინ როცა ი-----–- ჯ-------ე გამოძიების ეტაპიდანვე გ------- მ-----–--ესთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის ორივე ეპიზოდს აღიარებდა.
დაცვის მხარეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორებს შ----- ქ---–---–ს და ა----–--- წ---------ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
გამართლებულ გ------- მ-----–--ის ინტერესების დამცველ ადვოკატს, მ----- წ---–---ს რომელმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გ------- მ-----–--ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა;
მსჯავრდებულ ი-----–- ჯ-------ის ინტერესების დამცველ ადვოკატს ი-----–- ა--–--ეს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა ი-----–- ჯ-------ის მიმართ;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნების, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------- რ---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი გ------- მ-----–--ის და ი-----–- ჯ-------ის მიმართ, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხულ პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელის ი-----–- ზ-------ის ჩვენების თანახმად: 2017 წლის 30 მარტს მიიღო ინფორმაცია, რომ ქ. ბათუმში მ--–---–---–-- ქ. 22- დან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოპარული იყო ი-----–- ჯ-------ის, გ------- მ-----–--ისა და მ------ ბ-----ის მიერ, რომლებიც გადაადგილდებოდნენ მ------ ბ-----ის ავტომობილით და მოპარული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ინახებოდა ი-----–- ჯ-------ის სახლში. ადვოკატის კითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მიღებული ქონდა პირადი კონტაქტისაგან და უარი განაცხადა ინფორმაციის წყაროს სახელისა და გვარის დასახელებაზე.
მოწმის სახით დაიკითხულმა პირებმა, ქ.ბათუმის პოლიციის სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლებმა გ------- ლ---------------მ, ა------ ბ---–----ემ, ზ----- ქ-------ემ და საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტმა ნ-------- დ---–--ემ დაადასტურეს მათ მიერ 2016 წლის 31 მარტს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მ-----------ში ი-----–- ჯ-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში მონაწილეო-ბის ფაქტი, მიუთითეს საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების თაობაზე. ექსპერტმა ნ-------- დ---–--ემ დაადასტურა, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს მის მიერ ფოტოგადაღების ფაქტი;
მოწმის სახით დაიკითხულ ქ.ბათუმის პოლიციის სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლების: ზ----- ქ-------ის, რ----- რ-----ის და რ----–-- შ----–--ის განმარტებით, მათ 2016 წლის 31 მარტს მონაწილეობა მიიღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-----–-–ი გ------- მ-----–--ის დროებითი საცხოვრებელი ფართის ჩხრეკაში, მიუთითეს საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისა და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების შესახებ.
მოწმის სახით დაკითხულმა საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტებმა ნ-------- დ---–--ემ და ე------ ჯ--------ემ დაადასტურეს გ------- მ-----–--ის დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში მონაწილეობისა და ფოტოსურათების გადაღების ფაქტი.
მოწმე მ---–---- ბ-----ის ჩვენების თანახმად, იგი 2016 წლის 30 მარტს მისი შვილის მ----- ბ-----ის ტელეფონით ესაუბრა ი-----–- ჯ-------ე, რომელმაც სთხოვა ელექტრომჭრელი და გადასცა. მოწმის განმარტებით ი-----–- ჯ-------ეს ელექტრომჭრელის წასაღებად ახლდა გ------- მ-----–--ე.
მოწმის სახით დაკითხულმა სს ,,ნ-------------–-----"-ს წარმომადგენელმა რ----–-- ა--–--ემ სასამართლოს დაუდასტურა, რომ, მის მიერ ამოცნობილი იქნა ქ.ბათუმში, გ------- ბ--–------–-ს ქუჩა N177-ის მიმდებარე ტერიტორიიდან მოპარული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომელიც იყო დაზიანებული და გამოუსადეგარი, აპარატთან ერთად წაღებული იყო აპარატში არსებული თანხა 1750 ლარი, ხოლო თავად აპარატი შეფასებული იქნა 2660 ლარად.
სს ,,ნ-------------–-----"-ს გენერალური დირექტორის ლ---- კ------–--ის 2016 წლის 18 მარტის წერილით დასტურდება, რომ 2016 წლის 16 მარტის მდგომარეობით სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ნომრით N------- ნარჩენი ღირებულება შეადგენდა 2660,46 ლარს, ხოლო ქურდობის მომენტისათვის აპარატს ნავაჭრი ჰქონდა 1750 ლარი.
2016 წლის 31 მარტის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ აღნიშნულ დღეს, 01:45 საათიდან 03:00 საათის დორის შუალედში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----------ში ჩატარდა ი-----–- ჯ-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებული სარდაფიდან ამოღებული იქნა 02 ცალი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, ორივე სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს კორპუსზე აღენიშნებოდა ფიზიკური ზემოქმედების კვალი. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ექსპერტის მიერ ხდებოდა ფოტოგადაღება.
2016 წლის 31 მარტის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, აღნიშნულ დღეს 00:10 საათიდან 01:05 საათის დროის შუალედში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-----–-–ი ჩატარებული იქნა გ------- მ-----–--ის დროებითი საცხოვრებელი ფართის ჩხრეკა. დროებითი საცხოვრებელი ფართი არის ორ სართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებული ერთი ოთახი, რომელიც ფარდების საშუალებით გაყოფილია სამ ნაწილად, პირველ ნაწილში განთავსებულია სამზარეულო, საიდანაც არაფერი არ ამოღებულა, ოთახის შუა ნაწილში განთავსებული იყო ტელევიზორი, დივანი და მაგიდა, საიდანაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოღებულა, ოთახის მესამე ნაწილიდან, სადაც განთავსებული იყო ორსაწოლიანი ხის საწოლი, ხის ორკარიანი კარადა, ხის მაგიდა და სკამები, მაგიდიდან ამოღებული იქნა ორი ცალი ე.წ. დენის გამანაწილებელი კოლოფი და ორი ცალი ე.წ. "მიკროსხემა". ჩხრეკის ოქმს გაკეთებული აქვს შენიშვნა, რომლის თანახმად, ჩხრეკის ოქმს გ------- მ-----–--ემ ხელი არ მოაწერა იმ საფუძვლით, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები მას არ ეკუთვნოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე უდავოდ მიჩნეული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
2016 წლის 30 მარტის ი-----–- ჯ-------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად: 2----–-–------------------------–-–------------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ქურდობისას ი-----–- ჯ-------ეს თან ახლდა გ------- მ-----–--ე, რომელმაც ი-----–- ჯ-------ის საცხოვრებელი სახლის სარდაფში სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს მოხსნა ნაწილები და წაიღო დროებით საცხოვრებელ სახლში;
არასრულწლოვან შ--–-- ხ------–--ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი 2016 წლის 30 მარტს შეხვდა თავის ნაცნობ მ----- ბ-----ეს, რომელმაც უთხრა, რომ ი-----–- ჯ-------ე ეპატიჟებოდა დასალევად სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდა გ------- მ-----–--ე. შ--–-- ხ------–--ისა და მ----- ბ-----ის, ი-----–- ჯ-------ესთან მისვლის შემდეგ, მ-----ს უთხრეს, ხომ არ ჰქონდა კუთხსახეხი ე.წ. „ბარგალკა“, რის შემდეგაც ი-----–- ჯ-------ე მ----- ბ-----ის მობილური ტელეფონით ესაუბრა მ----- ბ-----ის მამას და გაიგო, რომ ამ უკანასკნელს ქონდა რკინის საჭრელი. ი-----–- ჯ-------ე თავისი ავტომანქანით წავიდა და მოიტანა რკინის საჭრელი, აღნიშნულის შემდეგ ი-----–- ჯ-------ესთან და გ------- მ-----–--ესთან ერთად ჩავიდნენ ი-----–- ჯ-------ის საცხოვრებელი სახლის სარდაფში, სადაც მოწმის განმარტებით, მან დაინახა ორი ცალი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი.
მ----- ბ-----ის გამოკითხვის ოქმის თანახმად: მ----- ბ-----ეს ყავს ავტომანქანა ოპელ ვექტრა, რომელიც რეგისტრირებულია ბიძის მ--–---- ბ-----ის სახელზე. 2016 წლის 16 მარტს, ღამის 01 საათზე თავისი ავტომანქანით იმყოფებოდა დაბა მ-----------ში, მასთან მივიდნენ ი-----–- ჯ-------ე და გ------- მ-----–--ე, ი-----–- ჯ-------ემ უთხრა, რომ ტვირთის გადასატანად მას და გ------- მ-----–--ეს ესაჭიროებოდათ მ----- ბ-----ის ავტომანქანა, ვინაიდან მ----- ბ-----ე მეგობრობდა ი-----–- ჯ-------ესთან, ი-----–- ჯ-------ეს გაუცვალა ავტომანქანა, რის შემდეგ ი-----–- ჯ-------ე და გ------- მ-----–--ე წავიდნენ მისი ავტომანქანით. 2017 წლის 29 მარტს ღამის პირველ საათზე ი-----–- ჯ-------ეს კვლავ გაუცვალა ავტომანქანა, რა დროსაც ი-----–- ჯ-------ეს ახლდა გ------- მ-----–--ე. მ----- ბ-----ის გამოკითხვის ოქმის შესაბამისად, 2016 წლის 30 მარტს თავის ნაცნობ შ--–-- ხ------–--ესთან იმყოფებოდა ი-----–- ჯ-------ის სახლში, სადაც ი-----–- ჯ-------ემ და გ------- მ-----–--ემ კითხეს, ხომ არ ქონდა რკინის საჭრელი ე.წ. "ბარგალკა", რის შემდეგ ი-----–- ჯ-------ე მ----- ბ-----ის მობილური ტელეფონით ესაუბრა მ----- ბ-----ის მამას და როცა გაიგო, რომ მ----- ბ-----ის მამას ქონდა რკინის საჭრელი, ი-----–- ჯ-------ე თავისი ავტომანქანით წავიდა და მოიტანა რკინის საჭრელი, აღნიშნულის შემდეგ ი-----–- ჯ-------ესთან და გ------- მ-----–--ესთან ერთად ჩავიდნენ ი-----–- ჯ-------ის საცხოვრებელი სახლის სარდაფში, სადაც მ----- ბ-----ემ დაინახა ორი ცალი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი.
ზემოაღიშნულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზით სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი-----–- ჯ-------ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის (სს ,,ნ-------------–-----ს’’ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი) ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი), რაც 2016 წლის 31 მარტს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----------ში, ი-----–- ჯ-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სახლში განთავსებული სარდაფიდან იქნა ამოღებული, შესაბამისად, ი-----–- ჯ-------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი),შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმე ი-----–- ზ-------ის განმარტებით, მან მიიღო ინფორმაცია, რომ ქ. ბათუმში მ--–---–---–-- ქ. 22- დან მოპარული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ინახებოდა ი-----–- ჯ-------ის სახლში; მოწმე მ---–---- ბ-----ის ჩვენებით, მას 2016 წლის 30 მარტს, ი-----–- ჯ-------ემ სთხოვა ელექტრომჭრელი, რაც გადასცა; 2016 წლის 31 მარტის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----------ში ი-----–- ჯ-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებული სარდაფიდან ამოღებული იქნა 02 ცალი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი;
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოტიცავიას, ი-----–- ჯ-------ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობის თაობაზე იმ მოტივით, რომ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ შეკრებილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად ადასტურებს ირ. ჯ-------ის ბრალეულობას ამ ნაწილში და სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს ი-----–- ჯ-------ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების თაობაზე.
ასევე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილია უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები გ------- მ-----–--ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობისათვის.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებუ-ლებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი დასჯად ქმედებად მიიჩნევს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას. ქურდობის ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს, რომ ქონების მესაკუთრეს ან სხვა კანონიერ მფლობელს არ აქვს გააზრებული ის ფაქტი, რომ დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის საკუთრებას. ქურდობა დამთვარებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებით.
მოცემულ საქმეში წარმოდგენილია, მხოლოდ ერთი უდავოდ ცნობილი მტკიცებულება - ი-----–- ჯ-------ის გამოკითხვის ოქმი, ხოლო მხოლოდ ერთი მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ გ------- მ-----–--ის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ ორ ცალ ე.წ. დენის გამანაწილებელ კოლოფს და ორ ცალ ,,მიკროსქემას’’, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებული, ზემოაღნიშნული ნივთები წარმოადგენდნენ ი-----–- ჯ-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის შემადგენელ ნაწილებს.
მოწმეების შ--–-- ხ------–--ის (რომელმაც ირ.ჯ-------ის სახლში დაინახა სწრაფი ჩარიცხვის აპარატები), მ----- ბ-----ის (რომელმაც ირ.ჯ-------ეს ათხოვა ავტომანქანა 2016 წლის 16 და 29 მარტს) და მ---–---- ბ-----ის (რომელმაც ირ.ჯ-------ეს 2016 წლის 30 მარტს ათხოვა ელექტრომჭრელი) ჩვენებებს, აღნიშნული ჩვენებები ვერ ადასტურებს გ------- მ-----–--ის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტს, შესაბამისად არ არის საკმარისი გ.მ-----–--ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივაციას გ------- მ-----–--ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობის თაობაზე და ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს წარდგენილ ბრალდებებში გ------- მ-----–--ის გამართლების თაობაზე.
რაც შეეხება, მსჯავრდებულ ი-----–- ჯ-------ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები - მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია, არ არის ნასამართლევი, ასევე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა და სასჯელის მიზნების განსახორციელებლად განუსაზღვრა სასჯელი, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის სანქციის ფარგლებში, პირობითი სასჯელის სახით, რაც სააპელაციო პალატას სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ამ კვალიფიკაციით ირ. ჯ-------ისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გ------- მ-----–--ის და ი-----–- ჯ-------ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------- რ---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ------- მ-----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2016 წლის 16 მარტის ეპიზოდი);
გ------- მ-----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2016 წლის 29 მარტის ეპიზოდი);
გ------- მ-----–--ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გ------- მ-----–--ეს დაუბრუნდეს 2017 წლის 16 იანვარს სასამართლოსათვის ჩაბარებული პასპორტი.
გ------- მ-----–--ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ი-----–- ჯ-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2016 წლის 16 მარტის ეპიზოდი);
ი-----–- ჯ-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2016 წლის 29 მარტის ეპიზოდი);
ი-----–- ჯ-------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ორი ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2016 წლის 16 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით;
-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2016 წლის 29 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი-----–- ჯ-------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ი-----–- ჯ-------ეს დანიშნული სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 01 აპრილიდან 2016 წლის 18 აპრილის ჩათვლით.
ი-----–- ჯ-------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 03 აპრილის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–-- განჩინებით დაყადაღებულ ვ------- ჯ-------ის (პ/ნ 6----------), მ--------- ჯ-------ის (პ/ნ 6----------), რ----- ჯ-------ის (პ/ნ 6----------), ტ------– ჯ-------ის (პ/ნ 6----------) და ჯ--- ჯ-------ის (პ/ნ 6----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მ-----------ი (საკადასტრო კოდი: №------------ ), უძრავი ქონების 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ღირებულების წილს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
პირობით მსჯავრდებულ ი-----–- ჯ-------ის მიმართ კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პირობით მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობები, არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
ნივთიერი მტკიცებულებები:
-გ------- მ-----–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 2 ცალი დენის გამანაწილებელი კოლოფი და ორი ცალი მიკროსქემა დალუქულ ერთ პაკეტად; ი-----–- ჯ-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, მ----- ბ-----ის მიერ წარმოდგენილი ,,ოპელ-ვექტრას“ მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით Q------ - დაუბრუნდეს მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილს პირებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
-საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული რკინის საჭრელი ე.წ ,,ბარგალკა“, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სამი ცალი ხელის კვალი მოთავსებული და დალუქული შსს პარკში - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
მაკა გორგოძე