განაჩენი

სისხლის სამართლის 03.06.2019
საქმის ნომერი
330100117001873085
ინსტანცია
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100117001873085

საქმე №1ბ/549-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივნები ლელა ბახტაძე და ე---------ე დიხამინჯია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: რ--------------ე.

 

დაცვის მხარე:

გამართლებული: ლ-–- გ----–-–---–-, დაბადების თარიღი: 1----–-–-------------ო, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 0----------, რეგისტრირებული: თბილისი, პ--------------------------------–--------------------------.

 

ადვოკატი - მ-----------–--ე.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა - თბილისის ვ---------------–--ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-----------–---მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამართლებული ლ-–- გ----–-–---–-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა. აპელანტი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე გ------- გ--–-–---–მა დაადასტურა ოპერატიული ინფორმაციის მიღების ფაქტი, ხოლო მოწმეების კ--- ლ-------–---–ის, ი-----–ი ღ----–---–ის და ა-–---------- გ---–--ას ჩვენებებით დადასტურდა, როგორც მათი თანამშრომლის მიერ ოპერატიული ინფორმაციის მიღების ფაქტი, ასევე ის გარემოება, რომ ლ-–- გ----–-–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამ უკანასკნელის შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა საღეჭ რეზინ ,,დიროლის“ შეფუთვაში მოთავსებული აბის ნატეხები და ნაფშვენები, რაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოადგენს ბუპრენორფინის შემცველ ნარკოტიკულ საშუალებას. მათი ჩვენებებით ასევე დადგენილ იქნა, რომ პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება დაილუქა ადგილზე. ექსპერტთა ჩვენებებით კი დადასტურდა, რომ გამოსაკვლევად გადაგზავნილი ნივთიერი მტკიცებულების ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ლ-–- გ----–-–---–-ს მიმართ რაიმე ინტერესის არსებობა. მოწმე პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები იყო თანმიმდევრული და დამაჯერებელი. სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ლ-–- გ----–-–---–-ს განმარტება, თითქოსდა მას უთვალთვალებდნენ პოლიციის თანამშრომლები, არსებობდა მისი დაკავების მოლოდინი, რის გამოც მას დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება არ ექნებოდა. მის მიმართ თვალთვალის განხორციელების ფაქტი არ დადასტურებულა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, ხოლო გამართლებულის და მისი ახლო ნათესავების ჩვენებები გამოწვეულია ლ-–- გ----–-–---–-სთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებით. მოწმეებმა: გ------- ფ--–------–---–მა, გ------ ავ----–---–მა, ლ-–- გ-----ამ და ა------- მ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს, რომ ლ-–- გ----–-–---–-ს საცოვრებელი ბინის ჩხრეკისას ე---------ე წ---------–ის და ლ-–- გ----–-–---–-ს საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენდა ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმს გაეცნო და ხელი მოაწერა ე---------ე წ---------–მა. ამის შემდეგ, გამომძიებელ ა-–---------- გ---–--ას მიერ გამოკითხულმა ე---------ე წ---------–მა დაადასტურა საძინებელი ოთახიდან ნივთიერების ამოღების, მისი დალუქვის და ლუქზე ხელმოწერის ფაქტი, თუმცა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მან უარყო აღნიშნული და განმარტა, რომ ისე მოაწერა ჩხრეკისა და გამოკითხვის ოქმებს ხელი მათ შინაარსს არ გაცნობია, რაც არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს, ვინაიდან ე---------ე წ---------–მა უნდობლობის გამო არ დართო ნება მის სახლში მისვლამდე დაეწყოთ საგამოძიებო მოქმედება, შესაბამისად საეჭვოა ის გარემოება, რატომ ენდო შემდეგ გამომძიებლებს და შინაარსის გაცნობის გარეშე რატომ მოაწერა ხელი დოკუმენტებს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოღებული იქნა ე---------ე წ---------–ის და ლ-–- გ----–-–---–-ს საძინებელი ოთახიდან, შესაბამისად იგი ეკუთვნის ლ-–- გ----–-–---–ს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა გამართლებული ლ-–- გ----–-–---–-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

 

სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი იქნა შესაგებელი, რითაც გამართლებულმა ლ-–- გ----–-–---–მა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით რომ საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის ბრალეულობას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, გამართლებულებმა ლ-–- გ----–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული.

 

ბრალდების არსი:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ლ-–- გ----–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა. მასვე ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ლ-–- გ----–-–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასი - XLR11, JWH307, JWH210, რაც ამოღებული იქნა 2017 წლის 24 თებერვალს, დღის საათებში, თბილისში, პ-----ს გამზირი, მ------ კვარტალი, კ------------, ლ-–- გ----–-–---–-ს კუთვნილი ბინა N---ში ჩატარებული ჩხრეკისას.

 

ლ-–- გ----–-–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, წონით - 0,0312 გრამი, რაც ამოღებული იქნა 2017 წლის 24 თებერვალს, დღის საათებში, თბილისში, კ--------ს ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე ლ-–- გ----–-–---–-ს პირადი ჩხრეკისას.

 

სასამართლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენით ლ-–- გ----–-–---–- წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

გამართლებულმა ლ-–- გ----–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ იგი მეუღლესთან, სამ შვილთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს თბილისში, პ-----ს მ-------------–ი, მ-------------ი, ბინა N---ში. ზამთარში მათთან ერთად ასევე ცხოვრობდა მისი სიმამრი - თ------ წ---------–ი. 2017 წლის 23 თებერვალს შენიშნა, რომ მას და მის ძმას უთვალთვალებდნენ ავტომანქანით. 2017 წლის 24 თებერვალს, მას ბავშვი ჰყავდა ჩაყვანილი ეზოში სასეირნოდ, რა დროსაც ბავშვს გადაუღო ფოტო და გაუგზავნა მეუღლეს - ე---------ე წ---------–ს. ამასთან, ჰკითხა რა ეჭმია ბავშვისთვის. ამის შემდეგ, იგი შეხვდა ძმას - დ----- გ----–-–---–ს, რომელსაც თხოვა გაყოლოდა მეგობართან ა-–---------- ბ-------თან შესახვედრად, რაზეც დ----- გ----–-–---–- დათანხმდა. მან ბავშვი დაუტოვა სახლში მისულ ძიძას და ძმასთან ერთად წავიდა მეგობართან შესახვედრად. ისინი დაახლოებით 13:50 საათზე მივიდნენ სააკაძის მოედანზე მდებარე ,,რომპეტროლის“ ბენზინგასამართ სადგურთან, სადაც ასევე მივიდა ა-–---------- ბ-------ი. იგი გადაჯდა მეგობრის ავტომანქანაში, დ----- გ----–-–---–მა კი ავტომანქანა წაიყვანა გასაჩერებლად. მას შემდეგ რაც გადავიდა მეგობრის ავტომანქანიდან მას მოულოდნელად მივარდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები და ჩატენეს ავტომანქანაში, ჩამოართვეს ტელეფონი და არ მისცეს დარეკვის საშუალება. მანვე განმარტა, რომ დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებმა მის მიმართ განახორციელეს უკანონო ქმედებები და ფიზიკური ძალადობა. მისი პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ, მას ,,დიროლის“ ქაღალდში გახვეული ტაბლეტები ჩაუდეს საგამოძიებო ორგანოში.

 

უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ------- გ--–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 24 თებერვალს, იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში, კ--------ს ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო 1----–--–ს დაბადებული ლ-–- გ----–-–---–-, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ამ უკანასკნელს ნარკოტიკული საშუალება ასევე უნდა ჰქონოდა თბილისში, პ-----ს გამზირი, მ-------------–ი, მ-------------ი N---ში მდებარე მისივე სახოვრებელ ბინაში. მიღებული ინფორმაციის შესახებ მან დაუყოვნებლივ მოახსენა ხელმძღვანელობას პატაკით.

 

მოწმე ი-----–ი ღ----–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი დეტექტივ-გამომძიებლად მუშაობს თბილისის ვ---------------–--ს შს სამმართველოში. 2017 წლის 24 თებერვალს, იმყოფებოდა პოლიციის სამმართველოს მ--------------–--აში, რა დროსაც მისმა თანამშრომელმა ა-–---------- გ---–--ამ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოქალაქე ლ-–- გ----–-–---–ს თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, რომლის წევრებიც მასთან ერთად იყვნენ ა-–---------- გ---–--ა და კ--- ლ-------–---–ი. მათ სპეციალურ ბაზაში მოიძიეს ლ-–- გ----–-–---–-ს ფოტოსურათი, ამიტომ ინფორმაციაში მითითებულ მისამართზე, კერძოდ, თბილისში, კ--------ს ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლისას, მათ იცნეს იგი. აღნიშნულის შემდეგ, კ--- ლ-------–---–მა ადგილზე ჩაატარა ლ-–- გ----–-–---–-ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამ უკანასკნელის შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა საღეჭი რეზინის მომწვანო შეფუთვაში მოთავსებული აბები და აბის ნატეხები. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ მათ დააკავეს ლ-–- გ----–-–---–- და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ლ-–- გ----–-–---–ს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებზე ხელის მოწერაზე განაცხადა უარი.

 

უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელის, მოწმე ა-–---------- გ---–--ას ჩვენებით ირკვევა, რომ იგი 2017 წლის 24 თებერვალს მუშაობდა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად და იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მისმა თანამშრომელმა მიიღო ინფორმაცია, რომ თბილისში, კ--------ს გამზირ N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი ლ-–- გ----–-–---–-, რომელსაც შესაძლოა თან ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. მიღებული ინფორმაციის თანახმად, ლ-–- გ----–-–---–ს ნარკოტიკული საშუალება ასევე შენახული უნდა ჰქონოდა საცხოვრებელ ბინაში. აღნიშნულის შემდეგ, იგი ხელმძღვანელ მ------ ნ--------ის დავალებით, კ--- ლ-------–---–თან და ი-----–ი ღ----–---–თან ერთად გავიდა ინფორმაციაში მითითებულ მისამართზე. გასვლამდე მათ საინფორმაციო ბაზაში მოიძიეს ლ-–- გ----–-–---–-ს ფოტოსურათი. იმ დროს, როდესაც მივიდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, იყო შუადღე. ისინი მიუახლოვდნენ კ--------ს გამზირ N---თან მდგარ ლ-–- გ----–-–---–ს, წარუდგინეს თავი და აუხსნეს მისვლის მიზეზი. ამის შემდეგ მის მიერ გამოტანილ იქნა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, თუმცა ლ-–- გ----–-–---–მა უარი განაცხადა დადგენილებაზე ხელის მოწერაზე. ამის შემდეგ კ--- ლ-------–---–ის და ი-----–ი ღ----–---–ის მიერ ჩატარებულ იქნა ამ უკანასკნელის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ლ-–- გ----–-–---–ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. პირადი ჩხრეკისას, ლ-–- გ----–-–---–-ს ჯინსის შარვლის წინა ჯიბიდან ამოღებულ იქნა მომწვანო ფერის საღეჭი რეზინი „დიროლის“ შეფუთვაში მოთავსებული რამდენიმე აბი და აბის ნამტვრევები ნაფშვენებთან ერთად, რაზეც ლ-–- გ----–-–---–მა განმარტა, რომ ეკუთვნოდა მას. ჩხრეკისას ასევე ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონები და სხვა პირადი ნივთები. ამის შემდეგ ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე და ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები, თუმცა ლ-–- გ----–-–---–მა ლუქზე და პირადი ჩხრეკის ოქმზე ხელის მოწერაზე გაურკვეველი მიზეზით განაცხადა უარი. ამის შემდეგ მათ ადგილზე დააკავეს ლ-–- გ----–-–---–-, რომელიც მის მიერ უფლებების განმარტების შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის მ------ განყოფილებაში. მოწმემ ასევე დაადასტურა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

მოწმე კ--- ლ-------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე მუშაობდა თბილისის ვ---------------–--ს სამმართველოს პოლიციის მ--------------–--აში. 2017 წლის 24 თებერვალს, განყოფილებაში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, კ------------------- N--, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის უკან უნდა ყოფილიყო მოქალაქე ლ-–- გ----–-–---–-, რომელსაც პირადად და საცხოვრებელ სახლში უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. ხელმძღვანელისგან დავალების მიღების შემდეგ, იგი გამომძიებელ ა-–---------- გ---–--ასთან და ოპერატიულ თანამშრომელ ი-----–ი ღ----–---–თან ერთად, სამსახურებრივ ფორმაში ჩაცმული გავიდა მითითებულ მისამართზე. ადგილზე მისვლისას დაახლოებით 10-15 მეტრში დაინახეს ლ-–- გ----–-–---–-, რომელიც იცნეს, ვინაიდან სამსახურიდან გასვლამდე მათ საინფორმაციო ბაზიდან ამოიღეს ამ უკანასკნელის ფოტოსურათი. ისინი მივიდნენ ლ-–- გ----–-–---–თან, რომელსაც წარუდგინეს სამსახურებრივი მოწმობები და აუხსნეს სიტუაცია. რის შემდეგაც მან გაჩხრიკა ლ-–- გ----–-–---–- და ამ უკანასკნელის ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოიღო საღეჭი რეზინი ,,დიროლის“ კოლოფში მოთავსებული ნივთიერებები, კერძოდ რამდენიმე თეთრი ფერის აბი და დაფშვნილი აბი, რაზეც ლ-–- გ----–-–---–მა განუცხადა, რომ ხსენებული იყო მისი. პირადი ჩხრეკისას ასევე ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი და მუქი ფერის საფულე. ამოღებული ნივთების შესახებ ინფორმაციას იგი აწვდიდა გამომძიებელს, რომელიც აღნიშნულს აფიქსირებდა ოქმში. მოწმის განმარტებით, ჩხრეკის დროს იყო მშვიდი ვითარება და ლ-–- გ----–-–---–ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე, თუმცა ლ-–- გ----–-–---–მა დოკუმენტებზე და ლუქზე ხელის მოწერაზე განაცხადა უარი. აღნიშნულის შემდეგ მათ დააკავეს ლ-–- გ----–-–---–- და გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში.

 

მოწმე გ------- ფ--–------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 24 თებერვალს, იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც თანამშრომელმა გ------- გ--–-–---–მა მიიღო ინფორმაცია, რომ თბილისში, კ--------ს ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელ ლ-–- გ----–-–---–ს თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება. ამასთან, ამ უკანასკნელს ნარკოტიკული ნივთიერება შენახული უნდა ჰქონოდა საცხოვრებელ ბინაშიც. ხელმძღვანელობის დავალებით შეიქმნა ჯგუფი და იგი თანამშრომლებთან ლ-–- გ-----ასთან, ა------- მ-----–---–თან და გ------ ავ----–---–თან ერთად მივიდა თბილისში, პ--------------------------------–---------------------------ში მდებარე ლ-–- გ----–-–---–-ს საცხოვრებელ ბინაში, თუმცა თავიდან კარი არავინ გაუღოთ, მოგვიანებით კი მათ ბინიდან უპასუხა ქალბატონმა და უთხრა, რომ იყო ძიძა და მათთვის კარის გაღების უფლება არ ჰქონდა. შემდეგ ქალბატონმა დაურეკა სავარაუდოდ ლ-–- გ----–-–---–-ს მეუღლეს და უთხრა, რომ პოლიციელებს სურდათ ბინაში შესვლა. რამდენიმე საათში სახლში მივიდა ლ-–- გ----–-–---–-ს მეუღლე ე---------ე წ---------–ი, რომელსაც გ------ ავ----–---–მა გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ბინის ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რაზეც ქალბატონმა განაცხადა თანხმობა და ხელი მოაწერა დადგენილებას. ამის შემდეგ მათ დაიწყეს ბინის ჩხრეკა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ერთ-ერთი ოთახის ჩხრეკისას, მან ე---------ე წ---------–თან ერთად კომოდის უჯრაში ნახა წითელ ქაღალდში გახვეული მცენარეული მასა, რაც ამოღებული და დალუქული იქნა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამის შესახებ ლ-–- გ----–-–---–-ს მეუღლემ თავისთვის თქვა: ,,კიდევ არ მოეშვაო?!“ ე---------ე წ---------–მა მათ უთხრა, რომ ოთახი წარმოადგენდა მისი და ლ-–- გ----–-–---–-ს საძინებელ ოთახს. ქალბატონი გაეცნო ჩხრეკის ოქმს და მოაწერა ხელი.

 

მოწმე გ------ ავ----–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობდა თბილისის ვ---------------–--ს შს სამმართველოს პ------–------------–---ში. 2017 წლის 24 თებერვალს, შუადღისას იგი იმყოფებოდა მ--------------–--აში მეგობრებთან, რა დროსაც ხელმძღვანელებმა თხოვეს მონაწილეობა მიეღო პ-----ს გამზირზე მდებარე ბინის ჩხრეკაში, რაზეც დათანხმდა და ლ-–- გ-----ასთან, გ------- ფ--–------–---–თან და ა------- მ-----–---–თან ერთად წავიდა საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად. ადგილზე მისვლისას ბინაში დახვდათ ძიძა, რომელიც ტელეფონით დაუკავშირდა ოჯახის ერთ-ერთ წევრს, რის შემდეგაც ადგილზე მივიდა ე---------ე წ---------–ი, რომელსაც გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ბინის ჩხრეკის ჩატარების შესახებ. ქალბატონმა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე განაცხადა თანხმობა და მოაწერა ხელი, რის შემდეგაც დაიწყეს ბინის ჩხრეკა ე---------ე წ---------–ის მონაწილეობით. საძინებელი ოთახის ჩხრეკისას ამოღებული იქნა წითელ ქაღალდში მოთავსებული სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერება, რაც ასევე ნახა ქალბატონმა, რომელსაც აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზია არ განუცხადებია, თუმცა აფორიაქებულმა აღნიშნა ,,როგორ ვერ მოეშვაო“, რასაც სავარაუდოდ მეუღლეზე ამბობდა. აღნიშნულის შემდეგ ამოღებული ნივთიერება დაილუქა სათანადო წესით.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- გ-----ამ.

 

მოწმე ა------- მ-----–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 24 თებერვალს, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ლ-–- გ----–-–---–-ს მიერ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება და შეიქმნა ოპერატიული ჯგუფები. მიღებული ინფორმაციის თანახმად, ლ-–- გ----–-–---–- უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება. მოწმის განმარტებით, ერთი ჯგუფი წავიდა ლ-–- გ----–-–---–-ს შესამოწმებლად, ხოლო მ------ ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც მასთან ერთად იყვნენ ა------- მ-----–---–ი, გ------ ავ----–---–ი, ლ-–- გ-----ა და გ------- ფ--–------–---–ი, გავიდა პ-----ს გამზირზე მდებარე ლ-–- გ----–-–---–-ს საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკის ჩასატარებლად. მათ ბინის ჩხრეკა ჩაატარეს ე---------ე წ---------–ის მონაწილეობით, რა დროსაც საძინებელი ოთახიდან ამოღებულ იქნა მომწვანო ფერის ნარკოტიკული ნივთიერება, რაც არ გაკვირვებია ქალბატონს და თქვა ,,ვერ დაანება თავი ნარკოტიკსო“. ამის შემდეგ ამოღებული ნივთიერება დაილუქა სათანადო წესით. მოწმის განმარტებით ლუქზე და ჩხრეკის ოქმზე ხელი მოაწერა ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირმა, მათ შორის ე---------ე წ---------–მა. ლუქზე პირადად მისი ხელმოწერა არის ზემოდან პირველი.

 

პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 24 თებერვალს, 14:10-14:25 საათზე, ჩატარდა ლ-–- გ----–-–---–-ს პირადი ჩრეკა, რა დროსაც მისი ჯინსის შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა საღეჭი რეზინის მომწვანო ფერის შეფუთვა, წარწერით ,,DIROL”, რომელშიც მოთავსებული იყო მოთეთრო ფერის აბები და აბის ნამტვრევები. პირადი ჩხრეკისას ასევე ამოღებული იქნა მობილური ტელეფონები და ტყავის საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხით და პლასტიკური ბარათით.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 24 თებერვალს, 14:26 საათზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ლ-–- გ----–-–---–-.

 

ბინის ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 24 თებერვალს, 19:08-20:05 საათზე, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება ბინის ჩხრეკა, რა დროსაც გაჩხრეკილი იქნა თბილისში, პ--------------------------------–---------------------------ში მდებარე ლ-–- გ----–-–---–-ს საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც საძინებელ ოთახში განთავსებული ტუმბოს პირველი უჯრიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ქაღალდი, მასში მოთავსებული მცენარეული მასით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 25 თებერვლის ექსპერტის N-------------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი თეთრი ფერის, ექვსკუთხა ფორმის 2 (ორი) ცალი ტაბლეტი და 4 (ოთხი) ცალი სხვადასხვა ზომის თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხი მცირეოდენ ფხვნილთან ერთად, საერთო წონით - 1,5626 გრამი, წარმოადგენს ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს, ნატეხებს და ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო შემცველობაა - 0,0312 გრამი.

 

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა თ----- ო-----–---–მა და ს------- ც-------ამ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 25 თებერვლის ექსპერტის N-------------- დასკვნით დასტურდება, რომ ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული მომწვანო-მოყავისფრო მცენარეული მასა გამომშრალ და დაქუცმაცებულ მდგომარეობაში, წონით 0,39 გრამი, შეიცავს ნივთიერებებს: ნიკოტინს, XLR11-ს, JWH307-ს, JWH122-ს, JWH210-ს და ნარკოტიკშემცველი მცენარე კანაფის შემადგენლობაში არსებულ კანაბინოიდურ კომპონენტებს: ტეტრაჰიდროკანაბინოლს, კანაბინოლს და კანაბიდიოლს. აღნიშნულ მცენარეულ მასაში ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის წონაა - 0,00006 გრამი. ნარკოტიკული საშუალება JWH122-ის წონაა - 0,00065 გრამი. XLR11, JWH307, JWH210 მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს. ნიკოტინი კანაბინოლი და კანაბიდიოლი არ მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კატეგორიას.

 

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა თ----- უ---–--ამ და ს------- ც-------ამ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებები, კერძოდ:

 

მოწმე ე---------ე წ---------–ის ჩვენებით ირკვევა, რომ ლ-–- გ----–-–---–- არის მისი მეუღლე. 2017 წლის 24 თებერვალს, სამსახურიდან ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც სახლიდან დაურეკა ძიძამ და უთხრა, რომ პოლიციის თანამშრომლებს სურდათ ბინაში შესვლა და ჩხრეკის ჩატარება. მან გააფრთხილა ძიძა, რომ მის მისვლამდე პოლიციისთვის კარი არ გაეღო. აღნიშნულიდან დაახლოებით 20-25 წუთში, დაახლოებით საღამოს შვიდი საათისთვის იგი მივიდა სახლთან. მას სადარბაზოში, ბინის კართან დახვდა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ხუთი მამაკაცი, რომლებმაც განუმარტეს, რომ დაკავებული ჰყავდათ ლ-–- გ----–-–---–- და ბინაში უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა. ამის შემდეგ ხსენებულმა პირებმა დაიწყეს ბინის ჩხრეკა, რასაც მოანდომეს დაახლოებით 15 წუთი. მოწმის განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ ჩხრეკას დაიწყებდნენ პატარა ოთახიდან, სადაც მეცადინეობდა ხოლმე მისი შვილი და იმ დროისთვის ეძინა მის მაზლს დ----- გ----–-–---–ს. მას ხსენებულ ოთახში შეყვა სამართალდამცავი ორგანოს სამი თანამშრომელი, რომელთაგან ერთ-ერთმა დაიწყო ტანსაცმლის გადმოლაგება. ამ დროს მ------ გამომძიებელმა გვერდიდან იკითხა ,,ეს რა არის?!“ იგი მიტრიალდა აღნიშნული პირისკენ და დაინახა, რომ ტუმბოს უჯრა იყო გამოღებული და გამომძიებელს ერთ ხელში ეკავა მამამთილის ძველი საფულე, ხოლო მ------ ხელში - მცირე ზომის ვარდისფერი საოფისე ქაღალდი, თუმცა მას ამ ნივთის ამოღების მომენტი არ დაუნახავს. მან გამომძიებელს უპასუხა, რომ არ იცოდა რა იყო ან ვის ეკუთვნოდა აღნიშნული. გამომძიებელმა უთხრა, რომ აღნიშნული ნივთები ამოიღო უჯრიდან. ამის შემდეგ გამომძიებელმა ეს ნივთები მიუტანა და აჩვენა პირს, რომელიც სავარაუდოდ იყო მათი უფროსი. ამ პირმა თქვა, რომ აღნიშნული სავარაუდოდ იყო მარიხუანა, რასაც დაადგენდა ექსპერტიზა. აღნიშნულის შემდეგ მათ სხვა ოთახები დაათვალიერეს ზედაპირულად. მოწმემ განმარტა, რომ მან ჩხრეკის ოქმს ისე მოაწერა ხელი არ წაუკითხავს. ამოღებული ნივთიერება კი ადგილზე არავის დაულუქავს. მისთვის უცნობია საიდან აღმოჩნდა აღნიშნული ნივთიერება მათ სახლში, რადგან ასეთის არსებობის შემთხვევაში, იგი ვარდისფერ ქაღალდს აუცილებლად აღმოაჩენდა, ვინაიდან იმ ოთახში მეცადინეობდა მისი შვილი, ამიტომ ოთახს ხშირად ალაგებდა. ჩხრეკისას სახლში ასევე იმყოფებოდნენ მისი მამა, შვილი და ძიძა. მანვე განმარტა, რომ წინა დღეს სახლში მისული დ----- და ლ-–- გ----–-–---–ები ნერვიულობდნენ და იძახდნენ, რომ მათ უთვალთვალებდნენ პოლიციის თანამშრომლები. მოწმის განმარტებით, ლუქზე მისი ხელმოწერა დაფიქსირებული არ არის, ხოლო ჩხრეკის ოქმზე არის მისი ხელმოწერა. 2017 წლის 25 თებერვალს მას რამდენჯერმე დაურეკა გამომძიებელმა ა-–---------- გ---–--ამ და თხოვა შეხვედრა, რის შემდეგაც გამომძიებელი მივიდა მასთან სახლში და უთხრა, რომ იგი აწარმოებდა სისხლის სამართლის საქმეს ლ-–- გ----–-–---–-ს მიმართ და აინტერესებდა საიდან ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება, რაზეც უპასუხა, რომ არ იცოდა თუ ვის ეკუთვნოდა ამოღებული ნივთიერება, თუმცა მის მეუღლეს არ ეკუთვნოდა, რადგან ოთახი იყო მისი შვილის, სადაც ცხოვრობდა დ----- გ----–-–---–-. შემდეგ გამომძიებელმა შეთავაზა ეთქვა, რომ ამოღებული ნივთიერება იყო მისი მეუღლის, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა გამოეკითხა ოჯახის ყველა წევრი, რასაც იგი არ დათანხმდა. ამის შემდეგ, მას გამომძიებელმა მოაწერინა ხელი გამოკითხვის ოქმზე, რომელშიც ეწერა, რომ ამოღებული ნივთიერება დაილუქა. მას ოქმი არ წაუკითხავს ისე მოაწერა ხელი. რეალურად მათი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება არ დალუქულა და მას ლუქზე ხელი არ მოუწერია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2017 წლის 24 თებერვალს, 12:25 ან 13:25 საათზე, ლ-–- გ----–-–---–ს ბავშვი ეზოში ჰყავდა ჩაყვანილი. მას მეუღლემ ,,ვაიბერის“ მეშვეობით გადმოუგზავნა ბავშვის ფოტო და თან ჰკითხა რა ეჭმია მისთვის.

 

მოწმე დ----- გ----–-–---–-ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი ამჟამად ცხოვრობს ძმასთან ლ-–- გ----–-–---–თან, ამ უკანასკნელისვე საცხოვრებელ ბინაში თბილისში, პ--------------------------------–---------------------------ში, სადაც ასევე ცხოვრობენ მისი რძალი და ძმისშვილები. 2017 წლის 22 თებერვალს იქეიფა მეგობართან, ამიტომ 23 თებერვალს დილით დაურეკა ძმას და თხოვა მისულიყო მათთან და წაეყვანა სახლში. ლ-–- გ----–-–---–მა მართლაც მიაკითხა მას და წაიყვანა სახლში, თუმცა კორპუსთან მისვლამდე ჩამოვიდა ტაძართან, შემდეგ კი აპრიებდა სადალაქოში მისვლას. ამ დროს მან თავისი საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე შენიშნა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები, რომლებიც მისი ვარაუდით უთვალთვალებდნენ მას და მის ძმას. მან ამის შესახებ უთხრა ლ-–- გ----–-–---–საც. მ------ დღეს, იგი ლ-–- გ----–-–---–თან ერთად წავიდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან, სადაც უნდა შეხვედროდნენ მეგობარს. ლ-–- გ----–-–---–- ჩამოვიდა მანქანიდან, ხოლო თავად დაახლოებით 25 მეტრის მოშორებით გააჩერა ავტომანქანა. რამდენიმე წამში იქვე მივიდა ვერცხლისფერი ,,მიცუბიშის“ მარკის და შავი ფერის ,,ტოიოტა ქამრის“ მოდელის ავტომანქანა. ავტომანქანებიდან გადმოვიდნენ მამაკაცები, რომლებიც მივარდნენ ლ-–- გ----–-–---–ს და დაიწყეს მისი დაკავება. იქვე შეიკრიბნენ გამვლელებიც და იყო გარკვეული ჭიდაობა. დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ, მას დაურეკეს უცნობი ნომრიდან და უთხრეს, რომ ლ-–- გ----–-–---–- დაკავებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და აპირებდნენ მისი ბინის ჩხრეკას. მოგვიანებით მას დაურეკა რძალმა - ე---------ე წ---------–მა და უთხრა, რომ მის საძინებელ ოთახში, ძველ საფულეში სამართალდამცავებს უპოვიათ ე.წ. ,,ანაშა“. მოწმემ განმარტა, რომ ხსენებული ნივთიერება მას არ ეკუთვნოდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი არაერთხელ არის ნასამართლევი ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის, ამ ეტაპზე მას ნარკოტიკებთან შემხებლობა არ აქვს და არც თამბაქოს ეწევა.

 

მოწმე თ----- შ------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი სამი წელია ძიძად მუშაობს ლ-–- გ----–-–---–-ს ოჯახში. მითითებულ ბინაში ცხოვრობდნენ ლ-–- გ----–-–---–-, მისი მეუღლე ე---------ე წ---------–ი, მათი სამი შვილი, ლ-–- გ----–-–---–-ს ძმა დ----- გ----–-–---–- და სიმამრი თ------ წ---------–ი. 2017 წლის 23 თებერვალს, ლ-–- და დ----- გ----–-–---–ები სახლში დაბრუნდნენ შეშფოთებულები, რადგან ამ უკანასკნელთა განმარტებით მათ უთვალთვალებდნენ მანქანით. 2017 წლის 24 თებერვალს, ლ-–- გ----–-–---–ს სასეირნოდ ჰყავდა გაყვანილი ბავშვი, რის შემდეგაც დაბრუნდა სახლში და დ----- გ----–-–---–თან ერთად წავიდა ნაცნობთან შესახვედრად. ამ დროს მასთან ერთად სახლში იყვნენ ბავშვი და თ---------- წ---------–ი. დაახლოებით 18:30 საათზე კარზე გაისმა ზარი. კითხვაზე ვინ იყო კართან, უპასუხეს, რომ იყვნენ პოლიციელები და მოითხოვეს კარის გაღება, რათა ჩაეტარებინათ სახლის ჩხრეკა. მან დაურეკა ე---------ე წ---------–ს და მოახსენა აღნიშნულის შესახებ. ცოტა ხანში ადგილზე მივიდა ე---------ე წ---------–ი და სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა ხუთმა სამართალდამცავმა დაიწყეს ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ერთ-ერთი ოთახიდან გამოიტანეს ვარდისფერ ქაღალდში გახვეული ნივთიერება. ამ დროს იგი იმყოფებოდა თ------ წ---------–თან, რომელიც შეუძლოდ გახდა. ერთ-ერთი პიროვნება დაჯდა სკამზე და დაიწყო დოკუმენტების შევსება. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს ვარდისფერი ქაღალდის გამოტანის შემდეგ სხვა ოთახები აღარ გაუჩხრეკავთ, მხოლოდ ზედაპირულად დაათვალიერეს. მისთვის უცნობია დაილუქა თუ არა ამოღებული ნივთები.

 

მოწმე თ---------- წ---------–ის ჩვენებით ირკვევა, რომ ლ-–- გ----–-–---–- არის მისი სიძე. იგი სიძესთან, ე---------ე წ---------–თან, დ----- გ----–-–---–თან და სამ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს პ-----ს გამზირზე. 2017 წლის 23 თებერვალს, დ----- გ----–-–---–- აღელვებული დაბრუნდა სახლში და თქვა, რომ მას უთვალთვალებდნენ პოლიციელები. 2017 წლის 24 თებერვალს, საღამოს, დაახლოებით 6-7 საათზე, იგი იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც სახლში მივიდა ე---------ე წ---------–ი და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ხუთი ახალგაზრდა მამაკაცი. ხსენებულმა პირებმა დაიწყეს სახლის ჩხრეკა და ერთ-ერთი ოთახიდან გამოიტანეს წითელ ქაღალდში გახვეული რაღაც ნივთიერება, რომელიც დაუდეს მის გვერდით მჯდომ გამომძიებელს. შემდეგ გავიდნენ სხვა ოთახში და დაიწყეს საუბარი. ამის შემდეგ კი, ზერელედ დაათვალიერეს სხვა ოთახები და წავიდნენ.

 

მოწმე ა-–---------- ბ-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი არის ლ-–- გ----–-–---–-ს ნაცნობი, რომელთანაც აქვს დიდი ხნის ურთიერთობა. 2017 წლის 24 თებერვალს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან მდებარე ,,რომპეტროლის“ ბენზინგასამართ სადგურთან შეხვდა დ----- და ლ-–- გ----–-–---–ებს. დ----- გ----–-–---–- წავიდა მანქანის გასაჩერებლად, ხოლო ლ-–- გ----–-–---–- იყო მასთან ერთად მანქანაში. ამის შემდეგ ლ-–- გ----–-–---–- გადავიდა ავტომანქანიდან, რათა დაეძახა ძმისთვის. მანქანიდან გადავიდა თავადაც. იმ დროს, როდესაც ლ-–- გ----–-–---–- იმყოფებოდა მისგან დაახლოებით 20 მეტრის მოშორებით, ამ უკანასკნელს მივარდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცები და ჯაჯგურით ჩატენეს მანქანაში. მამაკაცები იყვნენ ვერცხლისფერი ,,სუბარუს“ და შავი ფერის ,,ტოიოტას“ ფირმის ავტომანქანებით. ადგილზე რაიმე ოქმი არ შედგენილა. საღამოს მას დაუკავშირდა დ----- გ----–-–---–- და უთხრა, რომ ლ-–- გ----–-–---–- დაკავებული იყო ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით. შეხვედრის დროს ლ-–- გ----–-–---–- იყო ფხიზელი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მან მონაწილეობა მიიღო დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და დაადასტურა ოქმის სისწორე.

 

მოწმე ი----- ს--–------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი ავტომეთვალყურედ მუშაობს პ-----ს ქუჩა N----- მიმდებარე ტერიტორიაზე. 2017 წლის 25 მარტს, მან მონაწილეობა მიიღო ლ-–- გ----–-–---–-ს ადვოკატის მიერ ჩატარებულ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. მოწმემ დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე და დაეთანხმა მის შინაარსს.

 

შპს ,,D-------------ის“ (მის: თბილისი, პ-----ს გამზირი, მ---------------–-, კ------------) დირექტორის ნ-----–---- კ------–--ის 2017 წლის 22 მარტის წერილით ირკვევა, რომ ვიდეოკამერებიდან ვიდეომასალის გაცემა საჭიროებს მოსამართლის შესაბამის ბრძანებას. რაც შეეხება 2017 წლის 23-24 თებერვლის ჩანაწერს, ის შენახულია და არ განადგურდება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 29 მარტის N------- განჩინებით ირკვევა, რომ დაკმაყოფილდა ადვოკატ მ----- გ----–--ის შუამდგომლობა. თბილისი, პ-----ს ქუჩა, მ-------------–ის მ--------------ის პირველ სართულზე განთავსებული ,,დ--–-----“ გრუპიდან გამოთხოვილი იქნა 2017 წლის 24 თებერვლის 12:00 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდში, მაღაზიის კუთვნილი ქუჩის გარე სათვალთვალო კამერების მიერ განხორციელებული ვიდეო ჩანაწერები.

 

შპს ,,D-------------ის“ (მის: თბილისი, პ-----ს გამზირი, მ---------------–-, კ------------) დირექტორის ნ-----–---- კ------–--ის 2017 წლის 4 აპრილის წერილით ირკვევა, რომ ვიდეო კამერებიდან ვიდეო მასალის გაცემა ვერ ხერხდება, რადგან დივიარზე 2017 წლის 23-24 თებერვლის ჩანაწერი არ მოიძებნა, წაშლილია.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 25 მარტს 12:30-13:40 საათზე დათვალიერდა თბილისში, პ-----ს ქუჩა, მ-------------–ი, სააკაძის მოედანთან არსებული ბენზინგასამართი სადგურის გვერდით, კ--------ს ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორია, ვ-–----–----–ას გამზირი, მ-------------–ი, N---- კორპუსში არსებული ,,ლიბერთი ბანკის“ მიმდებარე ტერიტორია და პოლიციის ვ---------------–--ს მ--------------–--ის მიმდებარე ტერიტორია. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირებმა მიუთითეს ლ-–- გ----–-–---–-ს დაკავების ადგილი. ლ-–- გ----–-–---–მა ასევე მიუთითა იმ ადგილზე, სადაც იგი გადაიყვანეს დაკავების შემდეგ.

 

კომპანია ,,ბილაინიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2017 წლის 24 თებერვალს ლ-–- გ----–-–---–-ს დისლოკაციის დაახლოებული მდებარეობა ანძების მიხედვით არის შემდეგი: 12:20-14:08 საათების პერიოდში - თბილისი, შ------------------; 14:19-14:24 საათების პერიოდში - თბილისი, ხ--–-------–--------; 14:24-14:42 საათების პერიოდი - თბილისი, კ--------ს ქუჩა N--; 14:43 საათზე - თბილისი, შ------------------.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 16 მაისის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ლ-–- გ----–-–---–-ს წარმოდგენილ ქურთუკზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოში არსებული დაზიანების განვითარების შესაძლებლობა არ გამოირიცხება ფიზიკური ძალის მოქმედებით (მოქაჩვით).

 

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ----------ემ.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 მაისის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ:

▪ დასკვნის გაცემა საკითხზე, ხელმოწერები განლაგებული: ა) 2017 წლის 24 თებერვლის თარიღით შედგენილ N------------ ლუქზე, რიგით მესამე ხელმოწერა და ბ) 2017 წლის 24 თებერვლის თარიღით შედგენილ N------------ ლუქზე, რიგით მეოთხე ხელმოწერა შესრულებულია თუ არა ე---------ე წ---------–ის მიერ შეუძლებელია გამოსაკვლევი ხელმოწერების უხარისხობის გამო (ხელმოწერები შედგება სავარაუდო ასოებისა და უასოო შტრიხებისაგან, რომელსაც გადაკვეთს დამატებითი შტრიხები და დაკარგულია წერითი ნიშნები საიდენტიფიკაციოდ).

▪ გამოკვლევას ექვემდებარება ხელმოწერები განლაგებული:

ა) 2017 წლის 24 თებერვლის თარიღით შედგენილ N------------ ლუქზე რიგით მესამე ხელმოწერა შესრულებულია ლურჯი ფერის საღებავი ნივთიერებით, რომლის ტრანსკრიფცია და გადაბმა ასეთია: ,,სავარაუდო ასო ბ უასოო ჰორიზონტალური შტრიხი + ხელრთვა ± ხელმოწერის გადამკვეთი უასოო ვერტიკალური და ჰორიზონტალური შტრიხი“.

ბ) ხელმოწერა განლაგებული 2017 წლის 24 თებერვლის თარიღით შედგენილი N------------ ლუქზე რიგით მეოთხე ხელმოწერა შესრულებულია ლურჯი ფერის საღებავი ნივთიერებით, რომლის ტრანსკრიფცია და გადაბმა ასეთია ,,სავარაუდო ასო გ - სავარაუდო ასო კ - უასოო სტრიქონული შტრიხები ± ხელმოწერის გადამკვეთი უასოო შტრიხი“.

 

დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 28 მარტს დათვალიერდა გ------- გ----–-–---–-ს ფოტოსურათი, გადაღებული 2017 წლის 24 თებერვალს 13:12 საათზე. აღნიშნული ფოტო 13:27 საათზე პროგრამა ,,viber-ის“ მეშვეობით გადაგზავნილია ე---------ე წ---------–თან.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ლ-–- გ--–-–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების, ასევე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შეძენა და შენახვა, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი დასჯად ქმედებად მიიჩნევს, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენას და შენახვას. ამ დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ შეძენა, შენახვაში.

 

ნარკოტიკული საშუალების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ და შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, კერძოდ, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და ა.შ. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისთვის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებისთვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად.

 

პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებით დადგენილ იქნა, რომ 2017 წლის 24 თებერვალს, თბილისში, პ--------------------------------–---------------------------ში მდებარე ლ-–- გ----–-–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, საძინებელ ოთახში განთავსებული ტუმბოს პირველი უჯრიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ქაღალდი, მასში მოთავსებული მცენარეული მასით. ექსპერტიზის დასკვნით კი, ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული მომწვანო-მოყავისფრო მცენარეული მასა გამომშრალ და დაქუცმაცებულ მდგომარეობაში, წონით 0,39 გრამი, შეიცავს ნივთიერებებს: ნიკოტინს, XLR11-ს, JWH307-ს, JWH122-ს, JWH210-ს და ნარკოტიკშემცველი მცენარე კანაფის შემადგენლობაში არსებულ კანაბინოიდურ კომპონენტებს: ტეტრაჰიდროკანაბინოლს, კანაბინოლს და კანაბიდოილს. აღნიშნულ მცენარეულ მასაში ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის წონაა - 0,00006 გრამი. ნარკოტიკული საშუალება JWH122-ის წონაა - 0,00065 გრამი. XLR11, JWH307, JWH210 მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.

 

მოცემულ შემთხვევაში სხვა გარემოებებთან ერთად სადავო გარემოებას წარმოადგენს აღნიშნული ფსიქოაქტიური ნივთიერების ლ-–- გ----–-–---–-სთვის კუთვნილების საკითხი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაცვის მხარის მოწმეებმა, კერძოდ, მითითებულ ბინაში ლ-–- გ----–-–---–თან ერთად მცხოვრებმა პირებმა ე---------ე წ---------–მა, თ---------- წ---------–მა და დ----- გ----–-–---–მა განმარტეს, რომ ისინი ზემოხსნებულ მისამართზე ცხოვრობენ ლ-–- გ----–-–---–თან ერთად, აღნიშნული ასევე დაადასტურა შემთხვევის დროს ადგილზე მყოფმა ძიძამ - თ----- შ------–---–მა. მათვე დაადასტურეს, რომ ბინის ჩხრეკა ჩატარდა ე---------ე წ---------–ის მონაწილეობით, რა დროსაც საძინებელ ოთახში განთავსებული ტუმბოს პირველი უჯრიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ქაღალდი, მასში მოთავსებული მცენარეული მასით. დაცვის მხარის მოწმეებმა ასევე დაადასტურეს, რომ მას შემდეგ რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა საძინებელი ოთახიდან ამოიღეს ნივთიერება სხვა ოთახები დაათვალიერეს ზედაპირულად, პოლიციელთა ასეთი ქმედება კი იწვევს ეჭვს. გარდა ამისა, საეჭვო გარემოებას წარმოადგენს 2017 წლის 25 თებერვალს, ე---------ე წ---------–თან ამ უკანასკნელის გამოკითხვის მიზნით გამომძიებელ ა-–---------- გ---–--ას ვიზიტი. გამომძიებელმა იგი გამოკითხა წინა დღეს ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით და შეთავაზა დაედასტურებინა, რომ ამოღებული ნივთიერება ეკუთვნოდა ლ-–- გ----–-–---–ს, ასევე დააფიქსირებინა პოზიცია ლუქზე ხელისმოწერის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ე---------ე წ---------–მა კი განმარტა, რომ მისთვის უცნობია თუ ვის ეკუთვნის აღნიშნული ნივთიერება, მას არ დაუნახავს გამომძიებლის მიერ მითითებული ნივთიერების ამოღების მომენტი, ამასთან, ჩხრეკის ოქმს ხელი მოაწერა ისე რომ არ გაცნობია შინაარსს. დაცვის მხარის მოწმეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ამოღებული ნივთიერება ადგილზე არ დაულუქავთ და ე---------ე წ---------–ს ლუქზე ხელი არ მოუწერია. ხელწერის ექსპერტიზის დასკვნით კი, ლუქზე ზემოდან მესამე ხელმოწერაზე ფიქსირდება ასოები ,,გ“, ,,ბ“ და ,,კ“, რაც თანხვედრაშია მოწმე ე---------ე წ---------–ის ჩვენებასთან და ადასტურებს, რომ ლუქზე მისი ხელმოწერა არ დასტურდება. ამასთან, მოწმეებმა აღნიშნეს, რომ ოთახს, საიდანაც ამოიღეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება სამეცადინოდ იყენებდა ლ-–- გ----–-–---–-ს შვილი, საძინებელ ოთახად კი, იყენებდა ლ-–- გ----–-–---–-ს ძმა - დ----- გ----–-–---–-.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ამოღებული იარაღი შეიძინა და შეინახა რ. ა-მა. ბრალდების მხარემ ასევე ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს ეჭვს შეატანინებდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებში, რომ სახლში (საიდანაც ამოიღეს იარაღი და საბრძოლო მასალა) რ. ა-ს გარდა კიდევ სხვა პირებიც - მათ შორის მისი მამა და ძმა ცხოვრობდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნა რომ ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა შეიძინა და შეინახა რ. ა-მა, არის მხოლოდ ვარაუდი, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს (ვრცლად იხილეთ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განაჩენი, საქმეზე №294აპ-15).

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა სრულად იზიარებს სასამართლოს არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ გამორიცხულა თბილისში, პ--------------------------------–---------------------------ში ლ-–- გ----–-–---–-ს გარდა სხვა პირთა ცხოვრების ფაქტი, მხოლოდ ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება და მოწმე პოლიციელთა ჩვენებები (ჩვენების ის ნაწილი, რომ ოთახი, საიდანაც ამოღებული იქნა ნივთიერება, წარმოადგენდა ე---------ე წ---------–ის და ლ-–- გ----–-–---–-ს საძინებელ ოთახს) ვერ გახდება ლ-–- გ----–-–---–-ს დამნაშავედ ცნობის საფუძველი, მით უფრო მაშინ, როდესაც სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაცვის მხარის მოწმეებმა სასამართლოს მიაწოდეს სხვა ინფორმაცია. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტს, რომლის თანახმად, ლ-–- გ----–-–---–-ს ოჯახის წევრების ჩვენებები სუბიექტურია და მიზნად ისახავს ლ-–- გ----–-–---–-ს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, არის დაუსაბუთებელი და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

 

ამასთან, პალატას არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებში, რომ ლ-–- გ----–-–---–-სთვის წინა დღესვე იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ მას უთვალთვალებდნენ პოლიციის თანამშრომლები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეებმა განმარტეს, რომ ისინი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მივიდნენ თბილისში, კ------------------- N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დახვდათ ლ-–- გ----–-–---–-, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ,,დიროლის“ შეფუთვაში მოთავსებული რამდენიმე აბი და აბის ნამტვრევები ნაფშვენებთან ერთად, რაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს, ნატეხებს და ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო შემცველობაა - 0,0312 გრამი. მათ ასევე განმარტეს, რომ ლ-–- გ----–-–---–ს ჩხრეკისას და დაკავებისას წინააღდმეგობა არ გაუწევია. ამოღებული ნივთები დალუქეს ადგილზე და შეადგინეს ჩხრეკისა და დაკავების ოქმები. აღნიშნული კი წინააღმდეგობაშია ლ-–- გ----–-–---–-ს და ადგილზე მყოფ მოწმეთა ჩვენებებთან. კერძოდ, დ----- გ----–-–---–მა და ა-–---------- ბ-------მა დაადასტურეს, რომ ლ-–- გ----–-–---–- პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს მოულოდნელად, ამასთან, წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად ჩატენეს ავტომანქანაში და წაიყვანეს. მათვე განმარტეს, რომ ადგილზე ლ-–- გ----–-–---–-ს პირადი ჩხრეკა არ ჩატარებულია მისთვის უფლებები არ განუმარტავთ და არც საგამოძიებო მოქმედების ოქმები შედეგნილა. აღნიშნული თანხვედრაშია ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის თანახმად ლ-–- გ----–-–---–-ს ქურთუკს აღენიშნება ძალადობის კვალი. გარდა ამისა, ყურადსაღებია, რომ დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ლ-–- გ----–-–---–- ,,VIBER-ის“ მეშვეობით წერდა მეგობარს იმის შესახებ, რომ მას უთვალთვალებდნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები და ფრთხილად ყოფილიყვნენ. ყოველივე აღნიშნული კი ბადებს ეჭვს, რომ იმ დროს როდესაც ლ-–- გ----–-–---–-სთვის ცნობილი იყო, რომ მას პოლიციის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ, შარვლის ჯიბეში ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებები.

 

პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებულ დღეს 13:30-13:55 საათზე დაიკითხა ინსპექტორ-გამომძიებელი გ------- გ--–-–---–ი, რომელმაც ჩვენებაში მიუთითა, რომ მიღებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, კ--------ს ქუჩა N---თან უნდა ყოფილიყო ლ-–- გ----–-–---–-, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება. რეალურად კი, 13:00-14:00 საათამდე პერიოდში ლ-–- გ----–-–---–- უმცროს ვაჟთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, პ-----ს გამზირი, მ-------------–ი, მ-------------ის გვერდით მდებარე სკვერში, რა დროსაც საქანელაზე მყოფ შვილს გადაუღო ფოტო, რომელიც 13:27 საათზე გადაუგზავნა მეუღლეს და ჰკითხა რა ეჭმია ბავშვისთვის. ამასთან, ,,ბილაინის“ მიერ გაცემული ანძების მონაცემების მიხედვით, ლ-–- გ----–-–---–-ს დაკავების დროს, კერძოდ 14:19 -14:24 საათამდე პერიოდში, მისი ყოფნის ადგილად ფიქსირდება თბილისი, ხ--–-------–--------.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ბრალდების მხარის მტკიცებულებები წინააღმდეგობაშია დაცვის მხარის მტკიცებულებებთან, ამასთან უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი ნივთიერი მტკიცებულებების შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ. გარდა ამისა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სხვა პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ლ-–- გ----–-–---–ს მიერ ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოს შეძენის და შენახვის ფაქტს, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ-–- გ----–-–---–- ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი ლ-–- გ----–-–---–-ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის ვ---------------–--ს რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-----------–---ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ნარკოტიკული საშუალებები და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ვ---------------–--ს რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-----------–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ლ-–- გ----–-–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ლ-–- გ----–-–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

გირაოს სახით შეტანილი თანხა - 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

ლ-–- გ----–-–---–ს უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ნარკოტიკული საშუალებები და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო სანდოძე