განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100117002102169
საქმე №1/ბ-335-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ვერა დოლიძე (თავმჯდომარე),მარინა სირაძე, მაკა გორგოძე
სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ მ--–---- ს-----ის
ადვოკატის _ გ-------– თ----------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულის _ ზ------ გ--------ის მონაწილეობის გარეშე,ღია სასამართლო სხდომაზე, ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის, მ--–---- ს-----ის და მსჯავრდებულ ზ------ გ--------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-------– თ----------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ზ------ გ--------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 3----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ო------------------------------–-------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ------ გ--------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 14 აგვისტოს, ზ------ გ--------ე, ო------------------–----–------ის სოფელ მ-----ში (ნ--------–--ი) მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში სუფრასთან ყოფნისას, განაწყენდა მასთან სტუმრად მყოფ, ქ--------–---–-----------------------–--------------–- მცხოვრებ ბ----- ბ---–----ეზე, რის გამოც მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ------ გ--------ემ ოთახიდან გამოიტანა სანადირო თოფი და ბ----- ბ---–----ის განზრახ მოკვლის მიზნით, დაახლოებით 02:30 საათზე, სანადირო თოფიდან დამიზნებით გაისროლა ბ----- ბ---–----ის მიმართულებით. ზ------ გ--------ის მიერ სანადირო თოფიდან გასროლილი საფანტის ტყვიები ბ----- ბ---–----ეს მოხვდა გულმკერდის არეში და მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა, ხოლო ზ------ გ--------ემ ჩათვალა რა თავისი განზრახვა სისრულეში მოყვანილად, მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
ზემოაღნიშნულის გამო ზ------ გ--------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განაჩენით:
ზ------ გ--------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ზ------ გ--------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ზ------ გ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
მსჯავრდებულ ზ------ გ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 15 აგვისტოდან.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ორლულიანი სანადირო თოფი, მასრა, სანადირო თოფის წითელი ფერის ვაზნა და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ორი ვაზნა, ბ----- ბ---–----ის სხეულში აღმოჩენილი სამოცი ცალი საფანტის მარცვალი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები, თმის მიდამოდან აღებული თმის ნიმუშები, ბ----- ბ---–----ის მარჯვენა და მარცხენა მტევნის ანაწმენდები, ბ----- ბ---–----ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილის ნიმუშები, სისხლის ნიმუში, ბ----- ბ---–----ის გვამიდან აღებული ხელის დაქტილოსკოპიური ნიმუში, თ------- ე--------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში და ზ------ გ--------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ შენახულ უნდა იქნას საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
· ბ----- ბ---–----ის გვამის გამოკვლევის დროს ექსპერტ ღ-------- უ-----–---–ისგან ამოღებული, გარდაცვლილ ბ----- ბ---–----ის მუქი ლურჯი შორტი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს _ დ---- ბ---–----ეს.
3.სააპელაციო საჩივრების არსი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.
ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილე მ--–---- ს-----ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ზ------ გ--------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის დაუსაბუთებელი, უკანონო და არ გამომდინარეობს სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, კერძოდ:
მოსამართლემ მტკიცებულებებს, რომლებიც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, მისცა თავისი ინტერპრეტაცია, ამ მტკიცებულებებიდან საერთო კონტექსტიდან ოზილირებულად და განცალკევებულად გამოიყენა მხოლოდ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაკვალიფიკაცირების დასასაბუთებლად საჭირო გარემოებები, შეცვალა მოწმეთა მიერ დაკითხვისას დაფიქსირებული სიტყვები, დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ არ გაიზიარა უშუალო თვითმხილველი ორი მოწმის ჩვენება, მათ გასაბათილებლად მიუთითა მხოლოდ ერთი, არათვითმხილველი მოწმის წინააღმდეგობრივი და მსჯავრდებულისათვის სასჯელის არიდების მიზნით მიცემული, კორექტირებული ფაქტობრივი გარემოებების ამსახველი არადამაჯერებელი ჩვენება.
განზრახ მკვლელობად ქმედების კვალიფიკაციის დროს უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს განზრახვა მოეკლა ადამიანი. აღნიშნული გარემოება უნდა დადგინდეს ბრალდებულის ქმედებით დანაშაულის ჩადენამდე და მისი ჩადენის შემდეგ, ასევე მიყენებული ჭრილობების ლოკალიზაციითა და სიმძიმის მიხედვით და ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირით. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 14 აგვისტოს, ზ------ გ--------ის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, აივანზე გაშლილ სუფრას თამადობდა ზ------ გ--------ე. სუფრის მსვლელობის დროს ბ----- ბ---–----ემ რამდენჯერმე თქვა სადღეგრძელო. ზ------ გ--------ე გრაფინის ღვინით შესავსებად ადგა სუფრიდან და გავიდა. იგი რამდენიმე წამში დაბრუნდა ე.წ. ბუხრის ოთახში, რა დროსაც დაინახა, რომ ბ----- ბ---–----ე ესაუბრებოდა ა-–---------- მ-------ეს, მ---- მ-------ეს და შ--–-- ბ----–---ეს. აღნიშნულის გამო ზ------ გ--------ე განაწყენდა ბ----- ბ---–----ეზე, რადგან იფიქრა, რომ იგი კვლავ სადღეგრძელოს ამბობდა, გამოიტანა სანადირო თოფი, დატენა ორი ცალი ვაზნით და მივიდა ე.წ. ბუხრის ოთახში არსებულ ფანჯრის ნიშასთან, თოფი მიიდო მხარზე და დაუმიზნა ბ----- ბ---–----ეს. დამიზნების დროს თოფის ლულა გავიდა ე.წ. აივნის ოთახში (რაც დასტურდება შ--–-- ბ----–---ის, ე-–------- წ---–-----ის და მ---- მ-------ის ჩვენებებით) და განახორციელა ერთი გასროლა ბ----- ბ---–----ის მიმართულებით, რომელსაც გასროლილი ტყვია მოხვდა გულმკერდის არეში და მიღებული დაზიანებით გარდაიცვალა. ზ------ გ--------ეს თოფი თავისმა მეუღლემ _ თ------- ე--------ემ წაართვა, რის შემდეგაც იგი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
სუფრის მსვლელობის დროს რაიმე შელაპარაკებას და უთანხმოებას სუფრის წევრებს შორის ადგილი არ ჰქონია, მაგრამ სასამართლომ ყურადღება უნდა მიაპყროს იმ გარემოებას, რომ მოწმეების ჩვენებებით სუფრის მსვლელობის დროს რიგგარეშე სადღეგრძელოები თქვა მხოლოდ ბ----- ბ---–----ემ და არა სუფრასთან მყოფმა სხვა პირებმა, ასევე როდესაც ზ------ გ--------ე ბრუნდებოდა სუფრასთან გრაფინით და იმყოფებოდა ე.წ. ბუხრის ოთახში, სუფრასთან საუბრობდა მხოლოდ ბ----- ბ---–----ე, რომელიც ესაუბრებოდა მ---- მ-------ეს, ი-----–- ბ-------ეს და ა-–---------- მ-------ეს. ეს ფაქტი უტყუარად არის დადასტურებული ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებებით. გამომძიებელ მ--–---- შ-–---–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მან გამოკითხა ბრალდებული ზ------ გ--------ე, რომელმაც განუმარტა, რომ როდესაც ბრუნდებოდა სუფრასთან და იმყოფებოდა ე.წ. ბუხრის ოთახში, გაიგონა ბ----- ბ---–----ის საუბარი, გაიფიქრა, რომ იგი მის დაუკითხავად კვლავ სვამდა სადღეგრძელოს, გამოიტანა სანადირო თოფი და დამიზნებით ესროლა ფანჯრის ნიშიდან ბ----- ბ---–----ეს და ერთი გასროლით მოკლა იგი. გამომძიებელ მ-----– დ------ს ჩვენებითაც დასტურდება, რომ ზ------ გ--------ემ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დეტალურად აღწერა, რომ ე.წ. ბუხრის ოთახში ყოფნისას გაიგონა, რომ საუბრობდა ბ----- ბ---–----ე, გაიფიქრა, რომ სადღეგრძელოს ამბობდა მის დაუკითხავად, გამოიტანა სანადირო თოფი და დამიზნებით გაისროლა მისი მიმართულებით. ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირებმა _ ა-----– ს-----ემ, კ------- ქ--–-----ემ და გ--- ვ----–--მა მიუთითეს, რომ ზ------ გ--------ის განმარტებით, მისი განაწყენება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ბ----- ბ---–----ე საუბრობდა და გაიფიქრა, რომ იგი მის დაუკითხავად ამბობდა სადღეგრძელოს, განაწყენებულმა გამოიტანა თოფი, დამიზნებით ესროლა ბ----- ბ---–----ეს და მოკლა იგი.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გარდაცვლილის ჭრილობის არხის მიმართულებაა ზემოდან ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ, ზ------ გ--------ის მიერ სასამართლოში აღწერილ ვითარებაში კი მოკლული იმ ტრაექტორიის დაზიანებას ვერ მიიღებდა რაც დადასტურებულია აღნიშნული დასკვნით. მსჯავრდებულის მიერ აღწერილ ვითარებაში, საქმის გარემოებების მიხედვით, დაზიანება უნდა ყოფილიყო სწორი _ ჰორიზონტალური ან ქვემოდან ზემოთ მიმართულების და არა ზემოდან ქვემოთ.
აპელანტის მოსაზრებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტები და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ზ------ გ--------ემ მის ხელთ არსებული სანადირო თოფიდან დამიზნებითი გასროლით ჩაიდინა ბ----- ბ---–----ის განზრახ მკვლელობა.
მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ-------– თ----------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს ზ------ გ--------ისათვის დანიშნული სასჯელის შემცირება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
გასაჩივრებული განაჩენი დანიშნული სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად მკაცრი, რადგან მსჯავრდებულს განესაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის მაქსიმალური ვადა. პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ბრალდებულის პიროვნება და მისი პიროვნების დადებითი მახასიათებლები, კერძოდ: საქმის არსებითი განხილვის პროცესში გამოვლინდა თუ როგორი მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნებაა ზ------ გ--------ე. მას ჰყავს მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და ხანში შესული მშობლები, მეზობლების მიერ ხასიათდება დადებითად. ზ------ გ--------ეს თავი არ აურიდებია მართლმსაჯულებისათვის და დაუყოვნებლივ გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანოებში. იგი წარსულში არ არის ნასამართლევი და მისი წარსული არაფრითაა შებღალული. აღსანიშნავია ისიც, რომ ზ------ გ--------ე გულწრფელად ინანიებს მისი გაუფრთხილებელი ქმედებით დამდგარ შედეგს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მისთვის მაქსიმალურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა ვერ პასუხობს სასჯელის სამართლიანობის პრინციპს.
სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა მ--–---- ს-----ემ მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მსჯავრდებულ ზ------ გ--------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ-------– თ----------ემ მხარი დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის _ მ--–---- ს-----ის და მსჯავრდებულ ზ------ გ--------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-------– თ----------ის სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას ზ------ გ--------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარადაა დადასტურებული, რომ ზ------ გ--------ემ გაუფრთხილებლობით მოუსპო სიცოცხლე ბ----- ბ---–----ეს, კერძოდ:
მოწმე უ------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბ----- ბ---–----ე იყო მისი ბავშვობის მეგობარი, მისი ძმის მეჯვარე და ძმისშვილის ნათლია. ზ------ გ--------ე სულ ორჯერ თუ სამჯერ ჰყავდა ნანახი, როცა ერთად მუშაობდნენ ქობულეთში მშენებლობაზე. 2017 წლის 13 აგვისტოს მ---- მ-------ემ დაპატიჟა ოზურგეთში, სადაც წავიდა საკუთარი ავტომობილით, ბ----- ბ---–----ესთან და ე-–------- წ---–-----ესთან ერთად. ოზურგეთში როცა ჩავიდნენ, იქნებოდა დაახლოებით 23 საათი, უკვე ბნელოდა. გზაზე დახვდათ მ---- მ-------ე და წავიდნენ ზ------ გ--------ის ოჯახში, სადაც იმყოფებოდნენ ა-–---------- და შ--–--, რომელთა გვარები არ ახსოვს და კიდევ ერთი მეზობელი, რომელიც პირველად ნახა იმ დღეს. სულ იყვნენ რვა კაცი და ერთი ბავშვი. ყველანი დასხდნენ სახლის გვერდით, აივნისმაგვარ ადგილას გაშლილ სუფრასთან. თავად არ სვამდა, რადგან მანქანით იყო. ბ----- ბ---–----ე არაყს სვამდა, ხოლო დანარჩენები ღვინოს. სუფრას ზ------ გ--------ე თამადობდა. დაახლოებით 3 საათი ისხდნენ სუფრასთან. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა, არავითარი ზედმეტი არ ყოფილა, შელაპარაკებას ან კამათს ადგილი არ ჰქონია, იდეალური სუფრა იყო. ე-–------- წ---–-----ე ცოტა დათვრა, რის გამოც ადგა და გავიდა გარეთ. მას თავადაც გაჰყვა, რადგან ფხიზელი იყო და ყურადღება მიექცია მისთვის. ამის შემდეგ მალევე, დაახლოებით 3 წუთში გაიგონა გასროლის ხმა. ამ დროს დაახლოებით 10 მეტრით იქნებოდა დაშორებული სახლიდან. როდესაც შეტრიალდა, დაინახა იქეთა მხრიდან ფანჯარასთან მდგომი ზ------ გ--------ე, რომელთანაც უკვე ცოლი იყო მისული და იარაღს ართმევდა. შემდეგ უკვე გაიხედა სუფრისკენ და დაინახა რა მდგომარეობაში იყო ბ----- ბ---–----ე. მაშინვე გაიქცა მისკენ, რათა მიშველებოდა და ზ------ გ--------ისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია. ბ----- ჩასვა მანქანაში და საავადმყოფოში წაიყვანა. მოწმე უ------------ის განმარტებით, სუფრის მსვლელობისას რაიმე დაძაბულობას ან კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია, სუფრის წევრები ხუმრობდნენ ერთმანეთში. ბ----- ბ---–----ემ ზ------ გ--------ეს, როგორც თამადას, რამდენჯერმე სთხოვა სადღეგრძელოს თქმის უფლება და მისი თანხმობის შემდეგ წარმოთქვა სადღეგრძელო. ზ------ გ--------ეს და ბ----- ბ---–----ეს შორის კონფლიქტი არ მომხდარა და არც ზედმეტ საუბარს ჰქონია ადგილი.
მოწმე ე-–------- წ---–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ დაახლოებით 15 წელი იცნობდა ბ----- ბ---–----ეს, რომელთანაც ჰქონდა ახლო მეგობრული ურთიერთობა. ზ------ გ--------ესთან ჩვეულებრივი ნაცნობობა აკავშირებდა, იგი გაიცნო ქობულეთში, ხელობაზე მუშაობის დროს. 2017 წლის 13 აგვისტოს, 20:30 საათზე, ქობულეთში შეხვდა ბ----- ბ---–----ეს და უ------------ეს, რის შემდეგაც დაურეკეს მ----ს, რომლის გვარი არ ახსოვს და უ------------ის მანქანით წავიდნენ გურიაში სტუმრად. ჩავიდნენ სოფელ ნ--------–--ში, სადაც ზ------ გ--------ის სახლის ასასვლელთან დახვდნენ მ---- და ა-–---------- და ავიდნენ ზ------ გ--------ის ოჯახში, გადაკოცნეს ერთმანეთი და დასხდნენ პირველ სართულზე მდებარე აივანზე გაშლილ სუფრასთან. ჩვეულებრივად სვამდნენ, ერთმანეთს ეფერებოდნენ და ესიყვარულებოდნენ, რაიმე კამათს ადგილი არ ჰქონია და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ბ----- ბ---–----ემ ორჯერ ითხოვა სადღეგრძელო და პატრიარქის და 2008 წელს დაღუპულების სადღეგრძელო შესვა. ამის შემდეგ კიდევ დიდხანს ისხდნენ სუფრასთან. მერე შედარებით დიდი ჭიქებით დალიეს ღვინო, რა დროსაც გულის რევის შეგრძნება დაეუფლა და გარეთ გავიდა, აივნიდან დაახლოებით 10-15 მეტრში. მას უ------------ეც თან გაჰყვა. ამ დროს გაიგონა გასროლის ხმა და რომ მოტრიალდა, დაინახა ზ------ გ--------ე, რომელსაც თოფი ეჭირა ხელში. დაიბნა, ვერ მიხვდა რა მოხდა, რადგან სუფრასთან არც უწმაწური სიტყვები ან შეგინება და არც კამათი არ ყოფილა. მაშინვე გაიქცა მათკენ და ნახა, რომ ბ----- სისხლიანი იყო, რა დროსაც ცუდად გახდა. ვერ გაიგო რა მოხდა და რატომ მოხდა. ამ დროს ზ------ გ--------ე იდგა თოფით ხელში, მასთან ცოლი მივარდა და თოფზე ეჯიკავებოდა, მაგრამ თოფის წართმევის მომენტი არ დაუნახავს. მოწმე ე-–------- წ---–-----ის განმარტებით, სუფრასთან არანაირი კამათი არ ყოფილა. როდესაც ის და უ------------ე გარეთ გადიოდნენ, ზ------ გ--------ე ადგა, გრაფინი აიღო და თქვა, რომ ღვინოს მოიტანდა. მათი გარეთ გამოსვლიდან დაახლოებით ნახევარ წუთში გაისმა თოფის გასროლის ხმა. ინსტიქტურად მაშინვე შეტრიალდა და დაინახა, რომ ზ------ გ--------ე იდგა თოფით ხელში. გასროლის მომენტში ბ----- იჯდა და სადღეგრძელოს არ ამბობდა. ზ------ გ--------ეს თოფი გაუვარდა თუ განზრახ ისროლა, მისთვის უცნობია.
მოწმე მ---- მ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებულ ზ------ გ--------ესთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. აწ/გარდაცვლილი ბ----- ბ---–----ე გაიცნო ქობულეთში, მშენებლობაზე მუშაობის დროს. იგი გააცნეს მეგობრებმა უ------------ემ და ე-–------- წ---–-----ემ. 2017 წლის 13 აგვისტოს, შ--–-- ბ----–---ესთან, ი-----–- ბ-------ესთან და ა-–---------- მ-------ესთან ერთად დილიდან მუშაობდა ზ------ გ--------ესთან სახლში, სადაც რემონტს აკეთებდნენ. საღამოს დაურეკა ე-–------- წ---–-----ემ და უთხრა, რომ საქეიფოდ მიდიოდნენ მასთან. სტუმრები _ ე-–------- წ---–-----ე, ბ----- ბ---–----ე და უ------------ე ამ უკანასკნელის მიერ მართული ავტომანქანით ჩავიდნენ. მათ ა-–---------- მ-------ესთან ერთად დახვდა სოფელ ნ--------–--ში გზაზე და წავიდნენ ზ------ გ--------ესთან, სადაც სახლის პირველ სართულზე სუფრა იყო გაშლილი. დაახლოებით 22 საათზე დასხდნენ სუფრასთან. თამადა იყო თავად ზ------ გ--------ე. ბ----- ბ---–----ე სვამდა არაყს, ხოლო დანარჩენები ღვინოს. მხოლოდ უ------------ე და ზ------ გ--------ის შვილი არ სვამდნენ. სუფრასთან არაფერი მომხდარა, ჩვეულებრივად ქეიფობდნენ ორსაათნახევარზე მეტი. შემდეგ ზ------ი ადგა ღვინის ჩამოსასხმელად, გრაფინი აიღო და გავიდა გვერდით ოთახში, რომელიც საკუჭნაოდ იყო გამოყენებული. სუფრის სხვა წევრები მაგიდასთან ისხდნენ, მხოლოდ ე-–-------ი და უ-- იყვნენ გასულები, რადგან ე-–-------ს ღვინომ აწყინა, ხოლო უ-- მას გაჰყვა. ამის შემდეგ პირველი ფანჯრიდან, შიგნით ოთახიდან გავარდა უცებ თოფი და დაინახა, რომ ბ----- ბ---–----ე წაიქცა და უკან გადავარდა. გასროლის ხმაზე მომენტალურად დაინახა თოფის ლულა და მეტი არაფერი. ზ------ს ეკავა თოფი, რომლის ლულა ქვემოთ იყო დაშვებული, თუმცა როგორ ეჭირა ხელში არ დაუნახავს. თოფის ლულა ცოტა გამოწეული იყო მათ ოთახში. გასროლის დროს ბ----- იჯდა და შემდეგ გადავარდა სკამიდან, რადგან გასროლის შედეგად დაიჭრა გულმკერდის არეში. იგი ჩასვეს მანქანაში და საავადმყოფოში წაიყვანეს. საავადმყოფოში რომ მივიდნენ, უთხრეს, რომ უკვე გარდაცვლილი იყო. ზ------ გ--------ის თოფი იყო ორპირა, ჰორიზონტალურად განლაგებული ლულებით. ზ------ი ამბობდა, რომ მისი თოფი აღარ ვარგოდა, მორყეული იყო და ერთს რომ ისროდა, ორივე ვარდებოდა. მოწმის განმარტებით, თოფის დამიზნება არ დაუნახავს, ლულის გამოწევა კი დაინახა, თოფის ლულა ოდნავ შევიდა პირდაპირ ოთახში და წამიერად გავარდა. გასროლის შემდეგ ზ------ გ--------ეს მეუღლე ეტაკა ხელში და თოფი წაართვა, რის შემდეგაც ზ------ი გაიქცა. ზ------ გ--------ეს მარცხენა ხელი ეკიდა წინ ლულაზე და მარჯვენა ხელით ეკავა თოფის ტარი, ხოლო ჩახმახზე ჰქონდა თუ არა მოკიდებული ხელი, არ იცის. გასროლის დროს ზ------ის ხელები არ დაუნახავს, მხოლოდ თოფის ლულა დაინახა. მისივე განმარტებით, სუფრასთან რაიმე კონფლიქტი არ ყოფილა და ზ------ გ--------ეს არც განაწყენების რაიმე მიზეზი ჰქონია.
მოწმე შ--–-- ბ----–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ ზ------ გ--------ესთან აქვს მეგობრული და ნათესაური ურთიერთობა. დაახლოებით 1 წლის წინ გაიცნო ბ----- ბ---–----ე, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა. 2017 წლის 13 აგვისტოს ელექტროგაყვანილობას აკეთებდა ზ------ გ--------ის სახლში, სადაც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ ასევე ა-–---------- მ-------ე, მ---- მ-------ე და ი-----–- ბ-------ე. საღამოს გაიშალა სუფრა. ამ დროს დარეკა უ------------ემ, როგორც ახსოვს, ა-–----------სთან და უთხრა, რომ საქეიფოდ მოდიოდნენ მათთან. ზ------ გ--------ემ თქვა, რომ ცალკე სუფრის მომზადება არ იყო საჭირო და სტუმრები მათთან მისულიყვნენ. დაახლოებით 22 საათი იქნებოდა, როდესაც ა-–---------- და მ---- დახვდნენ სტუმრებს და უ--, ე-–-------ი და ბ----- მიიყვანეს ზ------თან სახლში. ყველანი დასხდნენ სუფრასთან და დაიწყეს ქეიფი. თამადა თავად ზ------ გ--------ე იყო. ისინი საუბრობდნენ და სვამდნენ, ზედმეტი არაფერი ყოფილა. ბ----- ბ---–----ე არაყს სვამდა, დანარჩენები კი ღვინოს. უ------------ე საერთოდ არ სვამდა, რადგან მძღოლი იყო. სუფრა დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა და შემდეგ მოხდა თოფის გავარდნა. სუფრის წევრებს შორის შელაპარაკება არ ყოფილა, ზ------ გ--------ე გავიდა ღვინის შემოსატანად, შემდეგ გავარდა თოფი და მოკვდა ბ-----. ზ------ი როცა გავიდა, ამ დროს ე-–-------ი და უ--ც გასულები იყვნენ, რადგან ე-–-------ს ღვინომ აწყინა და მას უ--ც თან გაჰყვა. ბ----- მის გვერდით იჯდა მარჯვენა მხარეს. თოფი უეცრად, ყველასგან მოულოდნელად გავარდა ფანჯრიდან გამოყოფით. ეს თოფი ზ------ გ--------ეს ეკავა და რომ გავარდა, მოხვდა ბ-----ს. თავისთავად ბ-----ს მიმართ იყო დამიზნებული როგორც ჩანს, რადგან მას მოხვდა. ამის შემდეგ ზ------ი არ დაუნახავს. მეუღლემ რომ თოფი წაართვა, მაშინ მოჰკრა მას თვალი და მერე აღარ უნახავს. მოწმე შ--–-- ბ----–---ის განმარტებით, თოფის გავარდნამდე წამიერად, რაღაცნაირად მიიხედა მარცხენა მხარეს, დაინახა თოფი, რომელიც მათკენ იყო მიმართული და შემდეგ მოხდა გასროლა. მისივე განმარტებით, მას და ზ------ გ--------ეს არაერთხელ დაულევიათ ღვინო თოფით. კერძოდ, გასასროლად გამზადებული თოფის ლულებში ასხამდნენ ღვინოს, სვამდნენ თოფიდან და შემდეგ გაისროდნენ. ზ------ის თოფი დაზიანებული რომ იყო ზოგადად იცოდა, თუმცა კონკრეტულად რა დაზიანება ჰქონდა, მისთვის უცნობია.
მოწმე ი-----–- ბ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ზ------ გ--------ე არის მისი ნათლია, ხოლო ბ----- ბ---–----ე შემთხვევის დღეს გაიცნო ზ------ის ოჯახში. 2017 წლის 13 აგვისტოს, ის, შ--–-- ბ----–---ე, მ---- მ-------ე და ა-–---------- მ-------ე ზ------ გ--------ეს ეხმარებოდნენ სახლის სარემონტო სამუშაოებში. საღამოს, დაახლოებით ცხრა საათზე, მივიდნენ ქობულეთელი სტუმრები, სამი კაცი. ყველანი დასხდნენ სუფრასთან და დაიწყეს ქეიფი. სუფრის წევრებს შორის კარგი ურთიერთობა იყო და არაფერი მომხდარა. როცა ღვინის ჭურჭელი დაიცალა, ზ------ გ--------ე გავიდა ღვინის მოსატანად. მალევე გაიგონა გასროლის ხმა და მის წინ მჯდომი ბ----- გადავარდა სკამიდან. როდესაც გამოიხედა, დაინახა, რომ ზ------ გ--------ე ფანჯრის შიგნით იდგა ოთახში და ჩვეულებრივად ეჭირა თოფი ხელში, დამიზნებული არ ჰქონია. სროლის ხმაზე გამოვიდა მისი მეუღლე და ჩვეულებრივად, წინააღმდეგობის გარეშე გამოართვა თოფი. მოწმე ი-----–- ბ-------ის განმარტებით, როცა ზ------ი ღვინოს მოსატანად გავიდა, უ-- და მეორე სტუმარი ეზოში იყვნენ გასულები, ბ----- კი სუფრასთან იჯდა. სუფრას ზ------ გ--------ე თამადობდა. ქეიფის დროს ბ-----მ თხოვა ზ------ს და ი-–---------ის სადღეგრძელო შესვა. მოწმე ი-----–- ბ-------ემ აჩვენა, რომ იგი ადრე ზ------ გ--------ესთან ერთად დადიოდა სანადიროდ და იცის, რომ მისი ორლულიანი თოფი იყო გაუმართავი, რადგან ერთს რომ გამოჰკრავდა, ორივე ვარდებოდა. მისივე განმარტებით, გასროლის მომენტი არ დაუნახავს. სუფრასთან რაიმე კონფლიქტი არ მომხდარა და ბ-----ს მიმართ განაწყენების მიზეზი ზ------ გ--------ეს არ ჰქონია. გასროლის შემდეგ დაინახა, რომ ზ------ს ხელში ეკავა თოფი, თუმცა მხარზე ჰქონდა თუ არა მიდებული და მექანიზმზე ეკიდა თუ არა ხელი, არ შეუნიშნავს. გასროლის დროს არანაირი დაძაბული სიტუაცია არ ყოფილა, სვამდნენ და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, ამბობდნენ, რომ მეორე დღეს საკალმახეში წასულიყვნენ საქეიფოდ. დაჭრილი ბ----- ა-–----------მ და უ--მ წაიყვანეს საავადმყოფოში.
მოწმე ა-–---------- მ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ზ------ გ--------ე მისი ბავშვობის მეგობარია. ბ----- ბ---–----ე გაიცნო ერთი წლის წინ, მათთან სოფელში სტუმრად ყოფნისას. 2017 წლის 13 აგვიტოს ის, შ--–-- ბ----–---ე, მ---- მ-------ე და ი-----–- ბ-------ე იმყოფებოდნენ ზ------ გ--------ესთან სახლში, სადაც რემონტს აკეთებდნენ. საღამოს მ---- მ-------ეს დაურეკა ქობულეთელმა ე-–------- წ---–-----ემ, რომელიც მან სასტუმროს მშენებლობაზე გაიცნო და უთხრა, რომ ჩამოსვლა უნდოდა. დაახლოებით საღამოს 9-10 საათზე ჩამოვიდნენ ე-–------- წ---–-----ე, უ------------ე და ბ----- ბ---–----ე, რომლებსაც ის და მ---- მ-------ე დახვდნენ სოფლის ცენტრში და წავიდნენ ზ------ გ--------ესთან ოჯახში, სადაც სუფრა იყო გარეთ გაშლილი. ყველანი დასხდნენ სუფრასთან და დაიწყეს დალევა. ზ------ გ--------ე თამადა იყო და მაგიდის თავში იჯდა. ქეიფი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა, თამადა ამბობდა სადღეგრძელოებს, დანარჩენები იმეორებდნენ და სვამდნენ. ერთი-ორჯერ ბ-----მაც თქვა სადღეგრძელო. სუფრასთან დაახლოებით 3-4 საათი ისხდნენ. შემდეგ ე-–------- წ---–-----ე გახდა ცუდად სასმელის გამო და გარეთ გავიდა. მას უ------------ე გაჰყვა დასახმარებლად. ამ დროს ზ------ გ--------ეც ადგა და გავიდა ღვინის ჩამოსახმელად, რის შემდეგაც დაახლოებით ერთ წუთში, მის ზურგს უკან მდებარე ოთახიდან გაისმა გასროლის ხმა. უცებ შიშისაგან წაიქცა და იმავდროულად გაიგონა შ--–-- ბ----–---ის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა. მას გულმკერდის არეში დაჭრილი ბ----- ჰყავდა ჩახუტებული. ინსტიქტურად გაიხედა ფანჯრისკენ და დაინახა, რომ ზ------თან მივიდა მისი მეუღლე თ-------ი, სწვდა ხელში და თოფი გამოართვა. დაჭრილი ბ----- მანქანაში ჩასვეს და ოზურგეთში წაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმე ა-–---------- მ-------ის განმარტებით, როცა გასროლა გაიგონა, ამ დროს ის, ბ----- და შ--–-- საუბრობდნენ. მან იცოდა, რომ ზ------ის თოფი იყო სარემონტო, რადგან გამოკვრის დროს ორივე ლულიდან ხდებოდა გასროლა. მანვე აჩვენა, რომ უშუალოდ გასროლის მომენტი არ დაუნახავს. სუფრასთან არ ყოფილა კონფლიქტი, უხამსი საქციელი ან სხვა რაიმე მიზეზი იმისა, რომ ზ------ გ--------ე განაწყენებულიყო ბ-----ზე. დაუმიზნა თუ არა ზ------მა ამ უკნასკნელს თოფი და განზრახ ესროლა თუ არა მას, არ იცის. გასროლის მომენტს სუფრიდან ვერავინ დაინახავდა, რადგან იქეთ არავინ იყურებოდა. ზ------ გ--------ეს ჰქონდა თუ არა თოფის სასხლეტზე მოკიდებული ხელი, არ დაუნახავს.
თავად ბრალდებულმა ზ------ გ--------ემ აჩვენა, რომ 2017 წლის აგვისტოში მშენებლობა ჰქონდა სახლში, რაშიც ეხმარებოდნენ მეგობრები შ--–-- ბ----–---ე, ა-–---------- მ-------ე, მ---- მ-------ე და ი-----–- ბ-------ე. 2017 წლის 13 აგვისტოს მდინარეზე იყვნენ საბანაოდ და როცა სახლში დაბრუნდნენ, მეუღლეს ეხმარებოდა სუფრის გაწყობაში. ამ დროს დაურეკა მ---- მ-------ემ და უთხრა, რომ ვერ მივიდოდა, რადგან ქობულეთიდან ელოდებოდა სტუმრებს, რაზეც უპასუხა, რომ მასთან მისულიყო სტუმრებთან ერთად. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მივიდნენ მ----, ე-–-------ი და ბ-----, რომელსაც არ იცნობდა და იმ დღეს გაიცნო. ე-–-------ს კი იცნობდა სამუშაოდან გამომდინარე. ყველანი დასხდნენ სუფრასთან, რომელიც გაშლილი იყო სახლის გვერდით აივანზე და დაიწყეს ქეიფი. თამადა თავად იყო და არაერთი სადღეგრძელო დალია. ბ-----მ ორჯერ ითხოვა და წარმოთქვა სადღეგრძელო. სუფრის მსვლელობისას ე-–-------ი გარეთ გავიდა და მას უ--ც თან გაჰყვა. რადგან ღვინო აღარ იყო სუფრაზე, თვითონ ღვინის მოსატანად გავიდა. შევიდა იქ, სადაც ღვინო ჰქონდა შენახული, ჩაასხა გრაფინში და წამოიღო. ასევე გამოიტანა თოფი და აიღო ორი ცალი ვაზნა, რათა სადღეგრძელო ეთქვა. ჩადო თოფში ვაზნები, მაგრამ არ დაიკეტა, რადგან გაფუჭებული იყო და ხელს თუ არ დაარტყამდი, არ იკეტებოდა. ორჯერ დაარტყა თოფს და მაინც არ დაიკეტა, ხოლო მესამედ რომ დაარტყა, გავარდა. ამ დროს გარეთ ატყდა ყვირილი, იძახდნენ ბ-----, ბ-----ო. ამასობაში მისი მეუღლე მივარდა, რომელიც ყვიროდა _ რა ქენი, რა დაგვემართაო და თოფი წაართვა. მეუღლის მისვლამდე ინსტიქტურად გადახსნა თოფი და ამოიღო გაუსროლელი ვაზნა, ხოლო გასროლილი ვაზნა ადვილად არ ამოდიოდა, იბერებოდა და ამიტომ არ იქნა ამოღებული. შემდეგ გავიდა გარეთ, მაგრამ ბ-----სთან ვერ მივიდა, რადგან ადრე ბიძაშვილი ჩააკვდა ხელში, რის გამოც შეშინებული იყო და ასეთ ვითარებაში მისვლა არ შეეძლო. ბ-----ს შ--–-- ბ----–---ე და სუფრის სხვა წევრები ესეოდნენ. უყურებდა როგორ ჩასვეს იგი მანქანაში და წაიყვანეს. შემდეგ თვითონაც გადავიდა ეზოდან და წავიდა, მაგრამ სად მიდიოდა, არ იცოდა. როცა გაიგო, რომ ბ----- გარდაცვლილი იყო, ნებაყოფლობით გამოცხადდა ოზურგეთის პოლიციაში. ბრალდებულის განმარტებით, თოფი იმიტომ გამოიტანა, რომ სურდა თოფიდან დაელია ღვინო. ამისათვის აუცილებელი იყო ლულაში დამუხტული ვაზნების მოთავსება, რათა თოფიდან, როგორც სასმისიდან დაელია. ვაზნების მოთავსების დროს ლულა საით იყო მიმართული ყურადღება არ მიუქცევია და შემთხვევა მისი დაუფიქრებლობის გამო მოხდა. გამოძიებაში მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით ბრალდებულმა ზ------ გ--------ემ აღნიშნა, რომ გამომძიებელს სურდა მას ეთქვა, თითქოს, სადღეგრძელოს გამო ესროლა ბ----- ბ---–----ეს, თავად კი ასეთი რამ არ უთქვამს. მხოლოდ ის თქვა, რომ დანაშაული ჰქონდა ჩადენილი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ო------------------------------–-------ში (ნ--------–--ში), ზ------ გ--------ის საცხოვრებელ სახლში. პირველ სართულზე სახლს მთელ სიგანეზე აქვს დაახლოებით 4 მეტრი სიგანის ღია აივანი, რომლის უკიდურეს მარჯვენა მხარეს არის ხის ერთ ფრთიანი კარი, რომელიც დაკეტილია. აღნიშნული კარის გვერდით არის ხის ორი ფანჯარა და ერთი კარი, რომელიც შედის მოზრდილ ოთახში. ოთახი სავსეა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით, რომელთა დიდი ნაწილი უწესრიგოდაა დალაგებული. ამ ოთახის მარცხნივ არის მეორე ე.წ. ბუხრის ოთახი, რომელსაც წინა მხარეს აქვს ორი ფანჯრის ადგილი და ერთი კარების ადგილი. ოთახის მარჯვენა კედელს ბოლოში აქვს ერთი კარების ადგილი, ბოლო კედელს აქვს ასევე ერთი კარების ადგილი, რომელიც გადის მცირე ზომის ოთახში, სადაც არის სახლის უკანა მხარეს გასასვლელი ერთი კარი და ასევე სახლის მეორე სართულზე ასასვლელი შიდა კიბე. ე.წ. ბუხრის ოთახის მარცხენა კედელს აქვს ერთი ფანჯრის ნიშა, რომელიც გადის ე.წ. ღია აივანზე. ოთახში მარჯვენა კედელთან, დაახლოებით შუა ადგილზე არის ბუხარი. ბუხრის წინ დგას ხის გასაშლელი მაგიდა, რომელზეც დევს ორლულიანი სანადირო თოფი, ჰორიზონტალური განლაგების ლულებით. თოფის გადახსნისას მის მარცხენა ლულაში აღმოჩნდა ერთი ცალი მასრა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე თ------- ე--------ემ აღნიშნა, რომ თოფი ეკუთვნის მის მეუღლეს _ ზ------ გ--------ეს. მანვე აღნიშნა, რომ გასროლის წარმოების შემდეგ თოფი წაართვა თავის მეუღლეს ხელიდან ე.წ. ბუხრის ოთახში, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ამოვარდა და იატაკზე აგდია ერთი ცალი ვაზნა. თ------- ე--------ემ მიუთითა აღნიშნული ადგილი. ის მდებარეობს ოთახის მარცხენა კედელთან ამოჭრილი ფანჯრის გასწვრივ კედლიდან ერთ მეტრში. ცემენტის იატაკზე აგდია 12 კალიბრის სანადირო თოფის ვაზნა. თ------- ე--------ემ აღნიშნა, რომ ამ ადგილზე წაართვა ხელიდან თოფი თავის მეუღლეს, სასწრაფოდ გაიტანა პირველ ოთახში და დააგდო ხის კარების უკან, ხოლო პოლიციის თანამშრომლების მოსვლის შემდეგ გამოიტანა თოფი და დადო მაგიდაზე. მანვე მიუთითა ადგილი სახლის უკიდურეს მარცხენა მხარეს არსებულ ღია აივანზე, სადაც გაშლილი იყო სუფრა. აღნიშნულ ღია აივანს წინა მხრიდან არ აქვს არც კარები და არც ფანჯარა. მარცხენა მხარეს არსებულ კედელს აქვს სამი ფანჯრის და ერთი კარების ადგილი, მაგრამ არცერთ მათგანში კარები და ფანჯრები არ არის. ღია აივანს მარჯვენა მხარეს კედელზე აქვს ერთი ფანჯრის ადგილი. აღნიშნული არის ე.წ. ღუმელის ოთახში გამავალი ფანჯრის ადგილი. ღია აივნის იატაკზე აგდია „კოკა-კოლას“ პლასტმასის ბოთლი, რომელზეც აღინიშნება მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქები. ფანჯრების ძირთან არსებულ შეშის ნაჭრებზე აღინიშნება სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქები. აღნიშნულ ადგილზე ცემენტის უსწორმასწორო ზედაპირზე აღინიშნება სისველე. თ------- ე--------ის განმარტებით, იატაკზე აღინიშნებოდა სისხლის ლაქები. ამ ადგილზე იყო გაშლილი სუფრა და მაგიდის ალაგების შემდეგ იატაკზე არსებული სისხლის ლაქები მორეცხა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა სანადირო ორლულიანი თოფი, ერთი მასრა, ერთი ვაზნა და ორი სისხლის ნიმუში, რომლებიც დაილუქა სპეციალური პაკეტებში.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს ოქმის შემდგენმა პირმა _ გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელმა მ-----– დ------მ და შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტმა ნ-----–---------------მ.
მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ პაკეტებში წარწერებით: „---------… ბ----- ბ---–----ის მკვლელობის ფაქტზე. მოხსნილი ფანჯრის მინიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში...“, „F--------… ბ----- ბ---–----ის მკვლელობის ფაქტზე „კოკა-კოლას“ პოლიეთილენის ბოთლის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ლაქის ნიმუში...“ და „...ბ----- ბ---–----ის ტანსაცმელი...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე და შორტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ბ----- ბ---–----ეს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ექსპერიმენტის დაწყებამდე ბრალდებულმა ზ------ გ--------ემ განმარტა, რომ მის მიერ გამომძიებლისათვის მიცემული ჩვენება სწორია და თანახმაა ადგილზე გასვლით მიუთითოს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ყველა დეტალი. აღნიშნულის შემდეგ მისი მითითებით გაემართნენ ო------------------------------–-------ში (ნ--------–--ში) და მივიდნენ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლთან. ზ------ გ--------ემ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, მარცხნივ, ღია აივანზე მიუთითა ადგილი, სადაც გაშლილი ჰქონდათ სუფრა, რომლის თავშიც თვითონ იჯდა და თამადობდა. მანვე აღნიშნული ადგილიდან მარცხნივ და დაახლოებით 1.5 მეტრში მიუთითა ადგილი, სადაც იჯდა აწ/გარდაცვლილი ბ----- ბ---–----ე. ამ ადგილიდან ზ------ გ--------ემ მიუთითა მოპირდაპირე მხარეს კედელზე არსებულ ფანჯრის ნიშაზე და აღნიშნა, რომ ფანჯრის ნიშის მეორე მხრიდან მოხდა გასროლა. აღნიშნული ადგილიდან ფანჯრის ნიშამდე მანძილი არის 4.30 მეტრი. ზ------ გ--------ემ განმარტა, რომ სუფრის მსვლელობისას მაგიდიდან ადგა ღვინის დასამატებლად და მიუთითა ადგილი, სადაც ჰქონდა ღვინო. აღნიშნულ ადგილამდე მივიდნენ ე.წ. ბუხრის ოთახის გავლით. მითითებულ ოთახს უკან აქვს ერთი კარების ნიშა, რომლის გავლით აღმოჩნდნენ მცირე ზომის ოთახში, სადაც კუთხეში დგას მცირე მაგიდა. ზ------ გ--------ემ განმარტა, რომ ამ ადგილზე ედო ღვინის ბოცა, საიდანაც შეავსო გრაფინი. აქვე მიუთითა შესასვლელიდან მარცხნივ, კედელთან მიდებულ ხის საშუალო ზომის კარადაზე და განმარტა, რომ ამ კარადაში ჰქონდა თავისი კუთვნილი ორლულიანი სანადირო თოფი და ვაზნები. ზ------ გ--------ემ გააღო კარადა, რომელშიც აღმოჩნდა ანკესები, თოფის საწმენდი, ვაზნების შესანახი ე. წ. „ფალასკა“, სხვადასხვა ცარიელი მასრები და ვაზნების ყუთები, ასევე მიმოფანტული იყო სხვადასხვა ვაზნები. მან მიუთითა კარადის ზედა ნაწილში ორ ცალ პლასტმასის ლურჯი ფერის ვაზნაზე და აღნიშნა, რომ ამ ვაზნების გვერდით იყო ორი ვაზნა, რომლებითაც დატენა თოფი. ზ------ გ--------ის თანხმობით ამოღებულ იქნა ორი ცალი ლურჯი ფერის პლასტმასის ვაზნა, რომლებიც დაილუქა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული გარემოებები მოწმის სახით დაკითხვის დაადასტურეს ოქმის შემდგენმა პირმა _ გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელმა მ-----– დ------მ, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირებმა _ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა კ------- ქ--–-----ემ და ა-----– ს-----ემ და ექსპერტმა გ--- ვ----–--მა.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ბ----- ბ---–----ის სიკვდილის უშუალო მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა _ გამოწვეული გულმკერდის ღრუში მარცხნივ შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად გულის მწვერვალის, მარცხენა ფილტვის ქსოვილის და სისხლძარღვების მასიური დაზიანებებით. ბ----- ბ---–----ის გვამის გამოკვლევისას ნანახი იქნა შემდეგი დაზიანებები: გულმკერდის მარცხენა ნახევრის ცეცხლნასროლი ჭრილობები, შემავალი ხვრელებით იღლიის წინა და ლავიწშუა ხაზებს შორის მე-4-5-6 ნეკნების დონეზე, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის, კუნთების დაზიანებები, მარცხნივ მე-4-5-6 ნეკნების მოტეხილობები იღლიის წინა და ლავიწშუა ხაზებს შორის, პლევრის, მარცხენა ფილტვის ქსოვილის და სისხლძარღვების მასიური დაზიანებები, გულის პერანგის, გულის მწვერვალის დაზიანებები. ჭრილობის არხის მიმართულება ზემოდან ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ, თითქმის პერპენდიკულარულად. სისხლჩაქცევებით ჭრილობის არხის გასწვრივ რბილ ქსოვილებში, მარცხენამხრივი ჰემოთორაქსი, ჰემოპერიკარდიუმი. მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები მარცხენა მხრის და მარცხენა წინამხრის არეში, რომლებიც აზიანებს კანს, კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილს და მთავრდება კუნთებში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების (საფანტი) მოქმედების შედეგად. სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან _ საფანტის გაფანტული მოქმედების ზონაში. დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია, პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან _ სიკვდილთან და ცოცხალი პირების ექსპერტიზის დროს ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. გვამზე ასევე აღინიშნებოდა ნაჭდევი, რაც სიცოცხლისდროინდელია, განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და ცოცხალი პირების ექსპერტიზის დროს მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ღ-------- უ-----–---–მა.
ბრალდების მხარის ინიციატივით ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით (შემსრულებელი ექსპერტი ნ-----–- მ---–-----) დადგენილია, რომ გამოსაკვლევი იარაღი (შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იარაღი) წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ სანადირო დანიშნულების 12 კალიბრის, „-------” მოდელის, სერიული აღნიშვნის („M”) მიხედვით 1971 წელს გამოშვებულ, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ, გლუვი არხის მქონე №0---- ორლულიან თოფს. იგი ტექნიკურად გაუმართავია კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზების გამო, მაგრამ ვარგისია გასროლების საწარმოებლად და მისგან ნაწარმოებია გასროლა (გასროლები) ბოლო გაწმენდის შემდეგ; გამოსაკვლევი მასრა (შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მასრა) ნასროლია წარმოდგენილი „--------” მოდელის №0---- თოფის მარცხენა ლულიდან; გამოსაკვლევი 3 ცალი ვაზნა (1 ცალი ამოღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს და 2 ცალი ამოღებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს), წარმოადგენს 12 კალიბრის, სანადირო დანიშნულების გლუვლულიანი იარაღებისათვის განკუთვნილ, სტანდარტული კომპონენტების გამოყენებით დამზადებულ საბრძოლო მასალას. ისინი ვარგისი აღმოჩნდა გამოსაყენებლად _ სროლისათვის; გამოსაკვლევი 60 ცალი ლითონის ობიექტი (ბ----- ბ---–----ის გვამიდან ამოღებული 60 ცალი ჭურვი) წარმოადგენს სანადირო დანიშნულების გლუვლულიანი იარაღებისათვის განკუთვნილი ვაზნის ჭურვის შემადგენელ კომპონენტებს _ სავარაუდოდ №7 საფანტის მარცვლებს.
ბალისტიკური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ იარაღის გამოკვლევით, რომლის ლითონის ნაწილებზეც დაშრევებულია დიდი ინტენსივობით ჟანგისმაგვარი ნივთიერება და აქვს კოროზიული უბნები, ირკვევა, რომ მის ზედაპირზე გარდა ხანგრძლივი ექსპლუატაციური ცვეთის ნიშნებისა, რაც გამოხატულია ნაფხაჭნების, ნაკაწრების, ნაჭდევებისა და დაბზარვა-ატკეჩვის სახით (ხის ნაწილებზე), აღინიშნება ასევე კუსტარულად აღდგენა-რესტავრირების კვლებიც, ზედაპირის უხეში დამუშავებით გამოწვეული პირაპირების უსწორმასწორობითა და ასიმეტრიულობით, ხოლო სანიშნესთან, სამიზნე ფალასის წინა არეში ლულებთან დამაგრების ადგილას და მარჯვენა საცემი ლულის ბუდის ირგვლივ, ასევე მიდუღების კვლებიც. სასხლეტ-საცემი და სხვა მექანიზმის გამოკვლევით დგინდება, რომ ისინი განლაგებულია თავ-თავის ადგილებზე, თუმცა ნაწილთა ურთიერთკავშირში შეინიშნება გარკვეული ხარვეზები, კერძოდ: ლულების კალაპოტთან, კონდახის ყელის და ლულის კალაპოტის, ლულების და ტიბჟირის (ცევიო), სამიზნე ფალასის წინ _ ლულების ტუჩებთან და უკან _ სავაზნეების შეერთების ადგილებში შეინიშნება ღრიჭოები (ე.წ. „ზაზორი“), ისინი ერთმანეთთან მყარად არ ფიქსირდება, ნაწილი მათგანი ყანყალებს, რაც ტექნოლოგიურად დაუშვებელია. ყანყალებს ასევე გადასახსნელი ბერკეტიც თოფის აწყობილ მდგომარეობაში ყოფნისას, რის მიზეზსაც წარმოადგენს ლულების და კალაპოტის ზემოხსენებული არამყარი ფიქსაცია, ამასთან, სამიზნე ფალასაზე სავაზნეებთან შეერთების მიდამოში, ფალასის წიბოდან 5 სმ-ზე შეინიშნება 1.5 სმ სიგრძის ნაჭდევი, რაც განვითარებული უნდა იყოს გარეშე მექანიკური ძალის ზემოქმედებით რაიმე მყარ მკვრივ საგანთან მისი კონტაქტის შედეგად. მარჯვენა სასხლეტის გამოწევის ძალა არის 2.3 კგ., რაც შეესაბამება ტექნიკურ მაჩვენებელს (1.5-2.5 კგ), ხოლო მარცხენა სასხლეტის გამოწევის ძალა კი არის 0.5 კგ და არ შეესაბამება ტექნიკურ მაჩვენებელს (2.0-3.0). ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ჩატარებული იქნა ექსპერიმენტი სასხლეტის გამოწევის გარეშე გასროლის საკითხის დასადგენად, რა დროსაც იარაღის ლულებში მოთავსებული იქნა წინასწარ დამუხტული ვაზნები, ე.ი. მხოლოდ ფისტონით აღჭურვილი მასრები, რის შემდეგაც მის სხვადასხვა ნაწილებზე მოქმედებდნენ ხის ჩაქუჩის მყისიერი დარტყმებით, აგდებდნენ გარკვეული სიმაღლიდან მყარ, ამორტიზებად ზედაპირზე, მკვეთრად აჯანჯღარებდნენ. ექსპერიმენტის დროს ლულების სავაზნეების მიდამოში ზემოდან ხის ჩაქუჩის მყისიერი დარტყმით ლულიდან ხდებოდა გასროლა, რის მიზეზსაც წარმოადგენს საბრძოლო და მცველი ფეხის გაცვეთა-გაუმართაობა. გარდა ამისა, ჩატარდა ექსპერიმენტი იარაღის გახსნა-დაკეტვისას უნებლიე გასროლის საკითხის დასადგენად, რა დროსაც მრავალჯერადად გაიხსნა და დაიკეტა ლულები მათ სავაზნეებში მოთავსებული განმუხტული მასრებით. ექსპერიმენტის დროს უნებლიე გასროლას ადგილი არ ჰქონია.
დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით (შემსრულებელი ექსპერტი ნ-----–- მ---–-----) დადგენილია, რომ გამოსაკვლევი სტანდარტული, ქარხნული წესით დამზადებული სანადირო დანიშნულების 12 კალიბრის, „-------” მოდელის, სერიული აღნიშვნის („M”) მიხედვით 1971 წლის გამოშვების, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალი, გლუვი არხის მქონე №0---- ორლულიანი თოფი ტექნიკურად გაუმართავია და მისი მარცხენა ლულიდან სასხლეტის გამოწევის გარეშე ხორციელდება გასროლა სავაზნის მიდამოში მყისიერი (იმპულსური) დარტყმით. რაც შეეხება გახსნა-დაკეტვისას უნებლიე გასროლის საკითხს, ექსპერიმენტის დროს ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. დასკვნის კვლევითი ნაწილის შინაარსი №0-------- ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილის შინაარსის იდენტურია.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ნ-----–- მ---–----მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული გარემოებები. მისივე ჩვენებით, ექსპერტიზის დროს დაადგინეს, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი თოფიდან გასროლა ნაწარმოებია მარცხენა ლულიდან. აღნიშნული თოფის მარცხენა სასხლეტის გამოწევის ძალა იყო 0.5 კგ და არ შეესაბამებოდა ტექნიკურ მაჩვენებელს, რის გამოც მარცხენა ლულიდან გასროლა ხდებოდა თავისთავად. ამავე დროს გაცვეთილი იყო დამცველი ფეხი. გამოსაკვლევად წარდგენილი თოფის სავაზნე მიდამოში რაიმე მყისიერი დარტყმით შეიძლებოდა თოფი გავარდნილიყო, ხოლო მათ მიერ ექსპერტიზის ჩატარების დროს ხის ჩაქუჩის გამოყენება წარმოადგენდა გამოკვლევის მეთოდს.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ზ------ გ--------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მსჯავრდების შესახებ და მთლიანად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა საკმარის საფუძველს, რათა სარწმუნოდ იქნეს მიჩნეული ზ------ გ--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის _ განზრახ მკვლელობის ჩადენა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, კერძოდ, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, დამნაშავის მიერ დაზარალებულის სიკვდილის, როგორც შედეგის შეგნებული დაშვება ან ამ უკანასკნელის დადგომისადმი გულგრილი დამოკიდებულება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. როგორც თავად ზ------ გ--------ის ჩვენების, ასევე შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების ჩვენებების შინაარსი ადასტურებს, რომ ზ------ გ--------ის მიერ ჩადენილია არა განზრახ მკვლელობა, არამედ ბ----- ბ---–----ის სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, ხოლო საქმეში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულება, რომლითაც სარწმუნოდ დადასტურდებოდა, რომ ზ------ გ--------ეს სურდა ბ----- ბ---–----ის მოკვლა ანდა იგი შეგნებულად უშვებდა მის სიკვდილს ან გულგრილად ეკიდებოდა ასეთ შედეგს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებაში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა, რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული არ არის ზ------ გ--------ის მიერ ბ----- ბ---–----ეზე განაწყენების კონკრეტული მიზეზი და ზოგადად აღნიშნულია, რომ ზ------ გ--------ე სუფრასთან ყოფნისას განაწყენდა მასთან სტუმრად მყოფ ბ----- ბ---–----ეზე, რაც პალატის შეფასებით, არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებითაც დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა ზ------ გ--------ემ და აწ/გარდაცვლილმა ბ----- ბ---–----ემ შემთხვევის დღეს, 2017 წლის 13 აგვისტოს გაიცვნეს ერთმანეთი, როდესაც ბ----- ბ---–----ე უ------------ესთან და ე-–------- წ---–-----ესთან ერთად მივიდა სტუმრად ზ------ გ--------ის ოჯახში. მათ შორის არც შემთხვევის დღეს და არც მანამდე ადგილი არ ჰქონია რაიმე კონფლიქტურ სიტუაციას და ასეთი, უშუალოდ დანაშაულის მაპროვოცირებელი გარემოება საქმის სასამართლო განხილვით არ დადგენილა. სუფრასთან არსებულ მშვიდ გარემოსა და სუფრის წევრებს შორის კარგ, მეგობრულ ურთიერთდამოკიდებულებას თავიანთ ჩვენებებში ადასტურებენ როგორც თავად მსჯავრდებული ზ------ გ--------ე, ასევე შემთხვევის დღეს მასთან სტუმრად მყოფი პირები _ უ------------ე, ე-–------- წ---–-----, მ---- მ-------ე, შ--–-- ბ----–---ე, ი-----–- ბ-------ე და ა-–---------- მ-------ე. აღნიშნული უარყოფილი არ არის არც პროკურორის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით. შემთხვევის ადგილზე მყოფმა ყველა ზემოთ დასახელებულმა პირმა კატეგორიულად გამორიცხა სუფრასთან კონფლიქტის, დაძაბული სიტუაციის ან რაიმე ისეთი მიზეზის არსებობა, რაც ბ----- ბ---–----ის მიმართ ზ------ გ--------ის განაწყენებას გამოიწვევდა. ამის საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე სარწმუნო მტკიცებულება არც ბრალდების მხარეს წარმოუდგენია სასამართლოში.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ზ------ გ--------ის ბ----- ბ---–----ეზე განაწყენების მიზეზთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე ზეპირსიტყვიერად განმარტა და სააპელაციო საჩივარშიც მიუთითა, რომ სუფრის მსვლელობის დროს რაიმე შელაპარაკებას და უთანხმოებას სუფრის წევრებს შორის ადგილი არ ჰქონია (რაც არ შეესაბამება ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებას), მაგრამ, როდესაც ღვინის შემოსატანად სუფრიდან გასული ზ------ გ--------ე რამდენიმე წამში დაბრუნდა ე.წ. ბუხრის ოთახში, დაინახა, რომ ბ----- ბ---–----ე ესაუბრებოდა ა-–---------- მ-------ეს, მ---- მ-------ეს და შ--–-- ბ----–---ეს, აღნიშნულის გამო იგი განაწყენდა ბ----- ბ---–----ეზე, რადგან იფიქრა, რომ ეს უკანასკნელი კიდევ ამბობდა სადღეგრძელოს მის (თამადის) დაუკითხავად, გამოიტანა სანადირო თოფი, დატენა ორი ცალი ვაზნით და დამიზნებით განახორციელა ერთი გასროლა ბ----- ბ---–----ის მიმართულებით, მაშინ, როცა ბრალდების შესახებ დადგენილებაში ამ გარემოებებზე და ზ------ გ--------ის განაწყენების ასეთ მიზეზზე საერთოდ არ არის მითითებული.
თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატა შეფასების გარეშე არ დატოვებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სასამართლო სხდომაზე განმარტებულ/დაზუსტებულ არცერთ გარემოებას და მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, ზ------ გ--------ე სუფრიდან გავიდა ღვინის შემოსატანად, ჩამოასხა ღვინო გრაფინში და თან კარადიდან გამოიტანა ორლულიანი სანადირო თოფი, რისი ერთადერთი მიზანი, მსჯავრდებულის განმარტებით, იყო ის, რომ უნდოდა აღნიშნული თოფიდან, როგორც სასმისიდან დაელია ღვინო, თუმცა თოფი იყო დაზიანებული და დაკეტვის მიზნით მასზე ხელის არაერთხელ დარტყმისას მოულოდნელად გავარდა ტყვია, რომელიც მოხვდა სუფრასთან მჯდომ ბ----- ბ---–----ეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. აღნიშნული სასამართლოს სარწმუნოდ მიაჩნია შემდეგი გარემოებების გამო: საქმეზე ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით და ექსპერტ ნ-----–- მ---–-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ ზ------ გ--------ის კუთვნილი ორლულიანი სანადირო თოფი ტექნიკურად გაუმართავია და მისი მარცხენა ლულიდან სასხლეტის გამოწევის გარეშე ხორციელდება გასროლა სავაზნის მიდამოში მყისიერი (იმპულსური) დარტყმით. ბალისტიკური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და ექსპერტ ნ-----–- მ---–-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრა ნასროლია ექსპერტიზაზე წარდგენილი თოფის სწორედ მარცხენა ლულიდან. ის ფაქტი, რომ ზ------ გ--------ის კუთვნილი სანადირო ორლულიანი თოფი დაზიანებული იყო, თავიანთ ჩვენებებში მოწმეებმა _ მ---- მ-------ემ, შ--–-- ბ----–---ემ და ი-----–- ბ-------ემაც დაადასტურეს. მოწმე შ--–-- ბ----–---ემ აჩვენა, რომ მას და ზ------ გ--------ეს ადრეც არაერთხელ დაულევიათ ღვინო თოფით, კერძოდ, გასასროლად გამზადებული თოფის ლულებში ასხამდნენ ღვინოს, სვამდნენ თოფიდან და შემდეგ გაისროდნენ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გამორიცხა რა ზ------ გ--------ის ქმედებაში პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობის მოტივის არსებობა, სამართლებრივად სწორად დააკვალიფიცირა მისი ქმედება, როგორც სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ქმედების თავდაპირველი კვალიფიკაცია სწორი იყო და არ არსებობდა მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძვლები. აპელანტის ეს მოსაზრება აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებული არ არის და არგუმენტირებულია მხოლოდ შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების _ შ--–-- ბ----–---ის და მ---- მ-------ის მიერ მიცემული ჩვენებებით, რომელთა თანახმად, მათ დაინახეს ფანჯრიდან იმ ოთახში გამოყოფილი თოფის ლულა, სადაც სუფრა იყო გაშლილი; ბრალდებულის მეუღლის _ თ------- ე--------ისა და შვილის, ვ---- გ--------ის მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებებით; გამომძიებელ მ--–---- შ-–---–---–ის ჩვენებით, რომლის თანახმად, გამოკითხვის დროს ბრალდებულმა ზ------ გ--------ემ განუმარტა, რომ როდესაც ბრუნდებოდა სუფრასთან და იმყოფებოდა ე.წ. ბუხრის ოთახში, გაიგონა ბ----- ბ---–----ის საუბარი, გაიფიქრა, რომ იგი მის დაუკითხავად კვლავ სვამდა სადღეგრძელოს, გამოიტანა სანადირო თოფი და დამიზნებით ესროლა მას; საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირთა _ გამომძიებელ მ-----– დ------ს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების _ კ------- ქ--–-----ის, ა-----– ს-----ის და ექსპერტ გ--- ვ----–--ის ჩვენებებით, რომელთა თანახმად, ზ------ გ--------ემ ექსპერიმენტის დროს დაადასტურა, რომ ბ----- ბ---–----ის მიერ სადღეგრძელოს წარმოთქმის გამო განაწყენებულმა გამოიტანა სანადირო თოფი და დამიზნებით ესროლა მას; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ ბ----- ბ---–----ეზე მიყენებული გულმკერდის მარცხენა ნახევრის ცეცხლნასროლი ჭრილობის არხის მიმართულებაა ზემოდან ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ, თითქმის პერპენდიკულარულად.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოწმეების _ შ--–-- ბ----–---ის და მ---- მ-------ის ჩვენებებით, რომლებზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი, არ დასტურდება ზ------ გ--------ის მიერ ბ----- ბ---–----ის მიმართ პირდაპირი დამიზნებით სანადირო თოფიდან გასროლის განხორციელება, ვინაიდან, მოწმე მ---- მ-------ემ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას განმარტა, რომ ბ----- ბ---–----ის მიმართულებით თოფის დამიზნება მას არ დაუნახავს, არამედ დაინახა მხოლოდ ფანჯრიდან თოფის ლულის ოდნავ გამოწევა, საიდანაც წამიერად გავარდა ტყვია, ხოლო მოწმე შ--–-- ბ----–---ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თოფი უეცრად, ყველასგან მოულოდნელად გავარდა ფანჯრიდან გამოყოფით. ამასთან, მან მიუთითა, რომ თოფი თავისთავად ბ-----ს მიმართ იყო დამიზნებული როგორც ჩანს, რადგან მას მოხვდა, რაც წარმოადგენს მხოლოდ მოწმის მოსაზრებას და, შესაბამისად, გაზიარებული ვერ იქნება სასამართლოს მიერ. ბრალდებულის მეუღლის _ თ------- ე--------ისა და შვილის, ვ---- გ--------ის ჩვენებებთან მიმართებით კი პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას აღნიშნულმა მოწმეებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, რის გამოც სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებს, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
რაც შეეხება გამომძიებელ მ--–---- შ-–---–---–ის და საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირების _ მ-----– დ------ს, კ------- ქ--–-----ის, ა-----– ს-----ის და გ--- ვ----–--ის მიერ მოწმის სახით დაკითხვისას მიცემულ ჩვენებებს, ისინი არ არიან დანაშაულის ფაქტი თვითმხილველები და მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები ეფუძნება ბრალდებულის მიერ გამოკითხვისას და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მიწოდებულ ინფორმაციას ბ----- ბ---–----ეზე განაწყენების გამო მის მიმართ დამიზნებით გასროლის შესახებ, რაც თავად ბრალდებულმა კატეგორიულად უარყო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულ დასკვნაში აღწერილი ჭრილობის არხის მიმართულება არ გამორიცხავს ბ----- ბ---–----ის სხეულზე არსებული დაზიანების ზ------ გ--------ის მიერ აღწერილ გარემოებებში მიყენების შესაძლებლობას და ამ მიმართებით პროკურორმა ვერ წარმოადგინა რაიმე სარწმუნო არგუმენტი.
ამდენად, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ ზ------ გ--------ემ გაუფრთხილებლობით მოუსპო სიცოცხლე ბ----- ბ---–----ეს. პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულმა გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა დაუდევრობით, ვინაიდან, შემთხვევის ღამეს, ზ------ გ--------ემ გადაწყვიტა რა სუფრასთან სანადირო თოფის გამოტანა, იგი არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც, რადგან მასთან სახლში იმყოფებოდნენ სტუმრები, ასევე ოჯახის წევრები და თოფზე ზემოდან ხელის არაერთხელ დარტყმით შესაძლებელი იყო მომხდარიყო თოფიდან გასროლა, რასაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ბრალდების მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურებულია ზ------ გ--------ის მიერ ბ----- ბ---–----ის განზრახ მკვლელობის ჩადენა, საფუძველს მოკლებულია, რადგან საამისოდ საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებითი ბაზა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა ამ პოზიციის დადასტურებულად მიჩნევა. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულად იქნა გამოკვლეული საქმეში არსებული, კანონის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებული მტკიცებულებები, სწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათ მიეცათ სწორი სამართლებრივი შეფასება. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ზ------ გ--------ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამავე კოდექსის 108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების საფუძველი.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ზ------ გ--------ისათვის დანიშნული სასჯელის შემცირების შესახებ, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, ზ------ გ--------ეს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ზ------ გ--------ის ქმედებით გამოწვეულია მძიმე შედეგი, ამასთან ერთად, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ზ------ გ--------ეს ქმედების ჩადენის შემდეგ არ უცდია პირადად აღმოეჩინა დახმარება დაზარალებულ ბ----- ბ---–----ისათვის და მიეღო ზომები საიმისოდ, რომ ის დროულად ყოფილიყო გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში, რის გამოც სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება ვერ ჩაითვლება მიზანშეწონილად და დასაბუთებულად. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ზ------ გ--------ისათვის დანიშნული სასჯელი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა არის სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის, მ--–---- ს-----ის, ასევე მსჯავრდებულ ზ------ გ--------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-------– თ----------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განაჩენი ზ------ გ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ზ------ გ--------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
4.ზ------ გ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
5.მსჯავრდებულ ზ------ გ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 15 აგვისტოდან.
6.ცნობად იქნას მიღებული, რომ ზ------ გ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
7.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ორლულიანი სანადირო თოფი, მასრა, სანადირო თოფის წითელი ფერის ვაზნა და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ორი ვაზნა, ბ----- ბ---–----ის სხეულში აღმოჩენილი სამოცი ცალი საფანტის მარცვალი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები, თმის მიდამოდან აღებული თმის ნიმუშები, ბ----- ბ---–----ის მარჯვენა და მარცხენა მტევნის ანაწმენდები, ბ----- ბ---–----ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილის ნიმუშები, სისხლის ნიმუში, ბ----- ბ---–----ის გვამიდან აღებული ხელის დაქტილოსკოპიური ნიმუში, თ------- ე--------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში და ზ------ გ--------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ შენახულ იქნას საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
· ბ----- ბ---–----ის გვამის გამოკვლევის დროს ექსპერტ ღ-------- უ-----–---–ისგან ამოღებული, გარდაცვლილ ბ----- ბ---–----ის მუქი ლურჯი შორტი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს _ დ---- ბ---–----ეს.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/
მოსამართლეები: /მ.სირაძე/
/მ.გორგოძე/