განაჩენი

სისხლის სამართლის 10.06.2019
საქმის ნომერი
330100119002800768
ინსტანცია
თარიღი
10.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002800768

საქმე #1ბ/508-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ლ-----–----–---–--ის

მსჯავრდებულის: დ----------------–ის

ადვოკატის: გ-----------–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), დ----------------–ის, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #0----------), ნასამართლობის მქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის: ქ-------–--–-----–------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-----–-------------------------------------------ში მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ----------------–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 1-----------ს, დაახლოებით 18:38 საათზე, ქ-------–--–-----–----------------------------------------------------ში მდებარე თავის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, დ----------------–მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მ-------------ის მიმართ, კერძოდ, მიაჩნდა რა, რომ თავისი მეუღლე, როგორც ქალი, უნდა ყოფილიყო ქმრის, როგორც მამაკაცის მორჩილი, არ ჰქონდა მეუღლესთან ზარის განხორციელების უფლება, როდესაც ეს უკანასკნელი ძმაკაცების წრეში იმყოფებოდა და ვალდებული იყო მისი გადაწყვეტილების შესაბამისად ემოქმედა. მ-------------ის მხრიდან მის მიმართ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების გამოხატვისას, შეკრული ხელის მტევანი დაარტყა მას ტუჩისა და ცხვირის არეში, რა დროსაც მ-------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენით:

 

დ----------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, დ----------------–ის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 25 ნოემბრიდან - 2019 წლის 6 თებერვლის ჩათვლით), მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით, ჩაეთვალა მოხდილად.

 

ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული განაჩენით ჩათვალა, რომ მსჯავრდებულ დ----------------–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენას.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, მოითხოვა, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულს, ნაცვლად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისა, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, ასევე, განაჩენში მიეთითოს დ----------------–ის მხრიდან გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენის შესახებ, რაც მიჩნეული იქნას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ დ----------------–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დ----------------–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულისა და მოწმის - მ-------------ის, ლ---------------–ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ დ----------------–ის გამოკითხვის ოქმით და მის მიერ დანაშაულის აღიარებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დ----------------–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დ----------------–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან, იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. იმ პირობებში, როდესაც პირის მიერ ჩადენილია განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ, ასეთი ლმობიერი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, პირიქით, მას გაუჩენს დაუსჯელობის განცდას, კვლავ ჩაიდენს ახალ დანაშაულს, ანუ ასეთი ლმობიერი სასჯელი წამახალისებელიც კი იქნება მსჯავრდებულისთვის ახალი დანაშაულის ჩასადენად.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის აღნიშნულ მოსაზრებას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტი აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე, რომ დ----------------–ის მიერ ჩადენილია განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის - მეუღლის მიმართ, ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ. აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს დ----------------–ის მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ნიშნებს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ დ----------------–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულს ექნება რა მსუბუქი სასჯელის მიღების განცდა, მომავალშიც ჩაიდენს ოჯახის წევრის მიმართ ანალოგიური ხასიათის ძალადობრივ დანაშაულს. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ დ----------------–ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული. სააპელაციო პალატისთვის ასევე გაუგებარია, ზოგადად, დანიშნული სასჯელი როგორ შეიძლება იყოს წამახალისებელი ახალი დანაშაულის ჩასადენად.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მითითებულ გარემოებებს, რომ დანაშაული ჩადენილია მსხვერპლის მიმართ საგამოძიებო ორგანოსთვის მიმართვის შედეგად გამოწვეული დასჯის სურვილით და დანაშაული მოძალადის მიერ არაერთი პირის მიმართ არის ჩადენილი - აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს. სააპელაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება პროკურორის მოსაზრებას, რომ მოცემულ საქმეზე მსჯავრდებულის მიერ დანაშაული ჩადენილია გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რაც ბრალდების მიხედვით, თითქოსდა, გამოიხატა იმაში, რომ მსჯავრდებულს მიაჩნდა რა, რომ თავისი მეუღლე, როგორც ქალი, უნდა ყოფილიყო ქმრის, როგორც მამაკაცის მორჩილი, არ ჰქონდა მეუღლესთან ზარის განხორციელების უფლება, როდესაც ეს უკანასკნელი ძმაკაცების წრეში იმყოფებოდა და ვალდებული იყო მისი გადაწყვეტილების შესაბამისად ემოქმედა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში არსებულ, ბრალდებულ დ----------------–ის გამოკითხვის ოქმს, რომელიც ბრალდების მხარეს სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების ნუსხაში ჰქონდა შეტანილი, თუმცა აღნიშნული გამოკითხვის ოქმი ისევე, როგორც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, მხარეთა შეთანხმებით, უდავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული და რომლის თანახმად, დ----------------–ის გაღიზიანება და მეუღლის მიმართ საყვედური (რასაც შემდგომ მოყვა ფიზიკური ძალადობა) გამოიწვია ამ უკანასკნელის მხრიდან დროის მოკლე პერიოდში განხორციელებულმა ორმა სატელეფონო ზარმა, რომ მეუღლე დროზე მისულიყო სახლში, რა დროსაც დ----------------–ი მეგობრებთან ერთად თამაშობდა კარტს. მეორე სატელეფონო ზარის შემდეგ დ----------------–მა მეუღლეს უთხრა, რომ არ იყო საჭირო ამდენჯერ დარეკვა, დაასრულებდა კარტის თამაშს და ავიდოდა სახლში. სახლში ასვლისას კი მ-------------ის საყვედურზე, რატომ პირველსავე დარეკვაზე არ გაემართა სახლისკენ და იქნებ რაში იყო საქმე, მეუღლეს აუხსნა, რომ არ ჩათვალა აუცილებლად პირველსავე დარეკვაზე წასულიყო სახლში, ვინაიდან რაიმე მნიშვნელოვანი რომ ყოფილიყო, მეუღლე ეტყოდა სატელეფონო საუბრის დროს, რაც არ უთქვამს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ დ----------------–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს დ----------------–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრის შესახებ. დ----------------–მა გამოძიებაში ბრალდებულად გამოკითხვისას, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში პროკურორის სააპელაციო საჩივრის განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში (გარდა იმ ნაწილისა, რომ დანაშაული ჩადენილია გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით), აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, დ----------------–მა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ დ----------------–ს კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და არის ოჯახის მარჩენალი, მისი მხრიდან არც აღნიშნულ ფაქტამდე და არც მის შემდგომ არ ჰქონია ადგილი მეუღლის მიმართ რაიმე ძალადობრივი ქმედების ჩადენას, დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია რაიმე პრეტენზია და ისინი კვლავაც ერთად აგრძელებენ ოჯახში ცხოვრებას. აგრეთვე, დ----------------–მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ დ----------------–ისთვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ დ----------------–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ----------------–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ დ----------------–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

დ----------------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დ----------------–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 25 ნოემბრიდან 2019 წლის 6 თებერვლის ჩათვლით) დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით, ჩაეთვალოს მოხდილად;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ დ----------------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე