განაჩენი

სისხლის სამართლის 18.06.2019
საქმის ნომერი
330100117002193691
ინსტანცია
თარიღი
18.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002193691

საქმე №1/ბ-619-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 ივნისი, 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ლ-----–----–---–--ის

ადვოკატ: ს---–------------ის, მ------–------–-–---–ის

მსჯავრდებულ: ლ----------------–-–---–ის, გ-----------–--–-–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ-----------–--–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------–------–-–---–ის და მსჯავრდებულ ლ----------------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს---–------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-----------------------------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (---------------- საშუალო განათლებით, ნასამართლევის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–---------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით;

 

გ-----------------------–--–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (---------------, საშუალო განათლებით, ნასამართლევის, დასაოჯახებლის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–-------–----–----–--------------------------------–--------------------–---------------------–-----------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის განაჩენით,ლ----------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივნისის განაჩენითა და აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 06 აპრილის #001/17/ზ-043 გადაწყვეტილებით ლ-----------------–-–---–ის მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 02 (ორი) წელი, 06 (ექვსი) თვე და 13 (ცამეტი) დღე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ----------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივნისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

 

მსჯავრდებულ ლ----------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი სასამართლო სხდომის დარბაზში დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 4 მარტიდან.

 

გ-----------–--–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენითა და აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 31 იანვრის #001/17-0363 გადაწყვეტილებით გ--------------–--–-–---–ის მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 03 (სამი) წელი, 03 (სამი) თვე და 15 (თხუთმეტი) დღე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-----------–--–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

 

მსჯავრდებულ გ-----------–--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი სასამართლო სხდომის დარბაზში დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 04 მარტიდან.

 

ლ----------------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად და ორი პირის მიმართ;

 

ლ----------------–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

20---–-–-----------------ს, ღამის საათებში, ქ-------–--–---–-----------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი შელაპარაკებისას ლ----------------–-–---–მა, მის თანხმლებ სხვა პირებთან ერთად, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელების მუშტების დარტყმით სცემა გ------------------ესა და ლ----------–---–ს, რის შედეგადაც ორივე მათგანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

გ-----------–--–-–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად და ორი პირის მიმართ;

 

გ-----------–--–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

20---–-–-----------------ს, ღამის საათებში, ქ-------–--–---–-----------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი შელაპარაკებისას გ-----------–--–-–---–მა მის თანხმლებ სხვა პირებთან ერთად, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელების მუშტების დარტყმით სცემა გ------------------ესა და ლ----------–---–ს, რის შედეგადაც ორივე მათგანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ-----------–--–-–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ------–------–-–---–მა და მსჯავრდებულ ლ----------------–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს---–------------ემ.

 

მსჯავრდებულ გ-----------–--–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------–------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გ-----------–--–-–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. სააპელაციო პალატის სხდომაზე, აპელანტმა ალტერნატიული მოთხოვნის სახით მოითხოვა გ-----------–--–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

 

მსჯავრდებულ ლ----------------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს---–------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ლ----------------–-–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ მსჯავრდებულ გ-----------–--–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------–-----–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ლ----------------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს---–------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ლ----------------–-–---–ის და გ-----------–--–-–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. აპელანტების პოზიციას, მსჯავრდებულთა გამართლებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ლ----------------–-–---–ის და გ-----------–--–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ლ----------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით, მას და მის მეგობარ გ------------------ეს, ქ.თბილისში, ც------------------------–- მდებარე მაღაზიაში ნაქირავები ჰქონდათ მაღაზიის ერთი ნაწილი და ახორციელებდნენ სურსათით ვაჭრობას. ამავე მაღაზიაში ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობდა გ------------------ის ნათესავი კ---------------–---–ი. 20---–-–-----------------ს, დაახლოებით 01:00 საათზე, გ------------------ესთან ერთად, ამ უკანასკნელის კუთვნილი „-------ს“ მარკის, თეთრი ფერის ავტომანქანით, მიდიოდნენ მეგობართან, რა დროსაც დაინახეს რომ ზემოაღნიშნული მაღაზია იყო ღია. ისინი შევიდნენ მაღაზიაში, სადაც დახვდათ კ---------------–---–ი, რომელსაც მეორე დღისთვის მოტანილი ჰქონდა გასაყიდი ხილი და ბოსტნეული და შეჰქონდა მაღაზიაში. კ---------------–---–ის გარდა მაღაზიაში იყვნენ ასევე, მისი და - ზ-------------–---–ი და ზ-------------–---–ის შვილი. გ------------------ე დაეხმარა კ---------------–---–ს აღნიშნული პროდუქტების შეტანაში და აპირებდნენ უკვე წასვლას, რა დროსაც მაღაზიაში შევიდა ექვსი პიროვნება, რომელთაგან ლ-----------------–-–---–მა კ----------------–---–ი გაიყვანა გარეთ. მათ უკან გაჰყვნენ გ------------------ე და კ---------------–---–ის დისშვილი. გარკვეული პერიოდის შემდეგ მათთან შევიდა კ---------------–---–ის დისშვილი, რომელმაც მას და ზ-------------–---–ს უთხრა, რომ კ---------------–---–ს დახმარება სჭირდებოდა. ის და ზ-------------–---–ი გავიდნენ კ---------------–---–ის დასახმარებლად, რომელიც ზემოაღნიშნულ პირებს გაყვანილი ჰყავდათ ზ---------------ის კუთხეში და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. იგი მივიდა მათთან და იკითხა, თუ რატომ იქცეოდნენ ასე, რის გამოც ლ----------------–-–---–მა მასაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე ლ----------------–-–---–მა მის უკან მდგომ გ------------------ეს მოუწოდა ის და ზ-------------–---–ი გაეყვანა იქიდან და თან მასაც (გ------------------ეს) მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულზე გ-------------------ემ იკითხა, თუ რატომ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაზეც ლ----------------–-–---–მა „შენ ვიღა ხარო“ და მან და მისმა თანმხლებმა პირებმა სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თავდაპირველად ლ----------------–-–---–მა ჩაარტყა ხელი თვალის არეში, ხოლო შემდეგ მასთან ერთად მყოფი სხვა პირებიც, რომელთა შორის იყო გ-----------–--–-–---–ი, თავისა და ზურგის არეში ურტყამდნენ ხელებს. ამასთან, ვინაიდან კ---------------–---–ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები - უჭირს გადაადგილება, მისმა დამ - ზ-------------–---–მა ჩხუბის დაწყებისთანავე იგი გაარიდა სიტუაციას. ისინი, მართალია, ყვიროდნენ და ითხოვდნენ დახმარებას, თუმცა, ჩხუბში არ ჩარეულან. ლ----------–---–ის განმარტებით, გ------------------ე ტკივილისაგან იყო ჩაცუცქული და ხელები თავზე ჰქონდა დაფარებული. აღნიშნულის დანახვაზე იგი გადაეფარა მას, რადგან იფიქრა, რომ იქნებ მისთვის არ დაერტყათ და გ------------------ისათვის თავი დაენებებინათ, თუმცა ლ----------------–-–---–მა და გ-----------–--–-–---–მა მასაც დაუწყეს ცემა. ამასთან, ლ----------–---–ის განმარტებით, მის ცემაში მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ ლ----------------–-–---–ი და გ-----------–--–-–---–ი, ხოლო მათთან ერთად მყოფი დანარჩენი ოთხი პირი მისი ცემის მომენტისათვის უკვე იდგნენ მოშორებით და ისინი არც აშველებდნენ და აღარც ჩხუბში იღებდნენ მონაწილეობას. ლ----------------–-–---–ისა და გ-----------–--–-–---–ის მხრიდან მის მიმართ სახისა და ზურგის არეში გარკვეული დარტყმების მიყენების შემდეგ, დაზრალებულმა განიცადა

 

ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ ლ----------------–-–---–ი და გ------------–--–-–---–ი კვლავ მიუბრუნდნენ გ------------------ეს და კვლავ განაგრძეს მისი ცემა. იგი კვლავ შეეცადა გ------------------ის დახმარებას, კერძოდ, ლ----------------–-–---–ს, რომელიც იმ მომენტში ურტყამდა გ------------------ეს, ყელზე ჩამოეკიდა, რა დროსაც გ-----------–--–-–---–მა გამიზნულად ფეხებში ფეხი წამოჰკრა და წააქცია, რის შედეგადაც დაუზიანდა ხელის მაჯა და თითები. წაქცევის შემდეგ მათ ასევე, კვლავ განახორციელეს დარტყმები, მათ შორის, მუცლის არეშიც. ამავდროულად, გ------------------ემ ისარგებლა მომენტით, ვინაიდან ლ----------------–-–---–ს და გ-----------–--–-–---–ს ყურადღება მასზე ჰქონდათ გადატანილი, მოახერხა გაქცევა და თავის ავტომანქანაში ჩაჯდომა. ლ----------------–-–---–ი და გ------------–--–-–---–ი მიხვდნენ, რომ გ-------------------ე გაქცევას აპირებდა, რის გამოც, მის ცემას თავი დაანებეს და გ-------------------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას გადაუდგნენ წინ, რათა ვერ შესძლებოდა გაქცევა, რა დროსაც მოხდა შეჯახება. საბოლოოდ გ------------------ემ შეძლო გაქცევა, თუმცა, თვითონ ვერ მოახერხა მასთან ერთად წასვლა, ვინაიდან ზ---------------აზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე იყო წაქცეული. გ------------------ე მალევე მობრუნდა, რა დროსაც შემთხვევის ადგილზე იყო მხოლოდ გ-----------–--–-–---–ი. მალევე მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა, არ იცის ვინ გამოიძახა ისინი. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯერ გ-----------–--–-–---–ი გადაიყვანა საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ ის და გ------------------ე. მათ კლინიკაში გაეწიათ სამედიცინო დახმარება, უშუალოდ მას ხელზე დაადეს თაბაშირი, თუმცა, იმის გამო რომ იყო ორსულად, ექიმების გადაწყვეტილებით არ მოხდა რენტგენოგრამის გადაღება, ასევე, იმავე საფუძვლით არ მოხდა მისი პირადი შემოწმება სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას. ამასთან, იმის გამო, რომ ცემის შედეგად ტკივილები ჰქონდა მუცლის არეში, იძულებული გახდა შეეწყვიტა ორსულობა. დაზარალებულის განმარტებით, შემთხვევიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ მას დაურეკა მამაკაცმა, რომელმაც უთხრა, რომ მასთან და გ------------------ესთან უნდოდა შეხვედრა. შეხვედრის ადგილას მათ დახვდათ ლ----------------–-–---–ი და გ-----------–--–-–---–ი. მათ ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ ექნებოდათ, რაც დაადასტურეს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით. დაზარალებულმა ლ----------–---–მა დამატებით აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე იყო კარგი ხელოვნური განათება და მან კარგად დაინახა ლ----------------–-–---–ი და გ-----------–--–-–---–ი. ამასთან, არც თავად და არც გ------------------ე ნასვამ მდგომარეობაში არ ყოფილან. ჩხუბისას იგი, მართალია, ყვირილით ითხოვდა დახმარებას, თუმცა, მისი მხრიდან წყევლას ან ლანძღვას ადგილი არ ჰქონია. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მას დღეის მდგომარეობით ბრალდებულების მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა გ------------------ემ განმარტა, 2017 წლის 06 ოქტომბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, კუთვნილი ავტომანქანით, მეგობარ ლ----------–---–თან ერთად გაიარა ქ.თბილისში, ც------------------------–- მდებარე მაღაზიასთან, რომლის ერთი ნაწილი ნაქირავები ჰქონდათ მას და ლ----------–---–ს და ახორციელებდნენ სურსათით ვაჭრობას. მათ დაინახეს, რომ აღნიშნული მაღაზია იყო ღია, რის გამოც შევიდნენ და ნახეს, რომ მის ნათესავს - კ---------------–---–ს, რომელიც იმავე მაღაზიაში ვაჭრობდა ხილით და ბოსტნეულით მეორე დღისთვის მიტანილი ჰქონდა გასაყიდი პროდუქტები. კ---------------–---–ის გარდა, მაღაზიაში იმყოფებოდნენ ასევე, მისი და - ზ-------------–---–ი და ზ-------------–---–ის 12-13 წლის შვილი. იგი კ---------------–---–ს დაეხმარა აღნიშნული პროდუქტების მაღაზიაში შეტანაში, რის შემდეგაც მისთვის უცნობი პირები შევიდნენ მაღაზიაში და კ---------------–---–ი გაიყვანეს გარეთ. იგი თავადაც გაჰყვა გარეთ, თუმცა, მოშორებით გაჩერდა. გარეთ მასთან ერთად იყო აგრეთვე კ---------------–---–ის დისშვილი, რომელმაც გაიგო რა ხმამაღალი საუბარი, დაუძახა დედამისს - ზ-------------–---–ს. ზ-------------–---–ი და ლ----------–---–ი მივიდნენ კ---------------–---–თან, რომელთაც თავადაც გაჰყვა. უცნობმა პირებმა უთხრეს რომ ზ-------------–---–ი და ლ----------–---–ი იქიდან წაეყვანა და თან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მან იკითხა, თუ რატომ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ისინი გაემართნენ მისი მიმართულებით და დაახლოებით ხუთმა-ექვსმა პირმა დაუწყო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, კერძოდ, პირველად ლ----------------–-–---–მა დაარტყა ხელი თვალის არეში, რის შემდეგაც თავი დახარა და ხელები დაიფარა თავზე, რათა სახეში აღარ მოხვედროდა ხელი, რის გამოც ვერ ხედავდა ვინ ურტყამდა, თუმცა, გრძნობდა, რომ რამდენიმე ადამიანი ურტყამდა თავსა და ზურგში. აღნიშნული დარტყმების შედეგად მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. შემდეგ როგორღაც მოახერხა მათგან თავის დაღწევა, ჩაჯდა კუთვნილი ავტომანქანაში და წავიდა ზ---------------ისკენ, რა დროსაც ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე დაინახა ძირს დაცემული ლ----------–---–ი. ამასთან, იმის შიშით რომ კიდევ არ ეცემათ, ვერ მოახერხა ლ----------–---–ის წაყვანა. გაქცევისას ასევე, ვერ მოახერხა ავტომანქანის აცილება და შემთხვევით დაეჯახა გ-----------–--–-–---–ს. შემდეგ, ლ----------–---–ის წასაყვანად კვლავ ჩამობრუნდა უკან, რა დროსაც წინ გადაუდგა ლ----------------–-–---–ი, რომელსაც ასევე, შემთხვევით შეეჯახა. მოგვიანებით იგი დაბრუნდა ინციდენტის ადგილზე, სადაც პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა უკვე მისულები იყვნენ. ის და ლ----------–---–ი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში, სადაც ორივე მათგანს აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. ლ----------–---–ს ხელი ჩაუსვეს თაბაშირში, ხოლო თავად თვალი ჰქონდა ჩალურჯებული, ასევე დაზიანებები ჰქონდა მიღებული თავისა და ზურგის არეში. გ------------------ის განმარტებით, ინციდენტის დროს მას არავისთვის არ მიუყენებია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე, ლ----------–---–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია უწმაწური სიტყვებით ყვირილსა და წყევლას. გ-------------------ემ ასევე აღნიშნა, რომ ინციდენტიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ლ----------------–-–---–ისა და გ-----------–--–-–---–ის ინიციატივით მოხდა მასთან და ლ----------–---–თან შეხვედრა და განცხადების სანოტარო წესით დამოწმება. რომლის თანახმადაც, მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდათ და არც მომავალში ექნებოდათ.

 

მოწმე ზ-------------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით, მისი ძმა - კ---------------–---–ი მუშაობდა ქ-------–--–-, ც------------------------–- მდებარე მაღაზიაში, ვაჭრობდა ხილით და ბოსტნეულით. ამავე მაღაზიაში მუშაობდნენ გ------------------ე, რომელიც არის მათი შორეული ნათესავი და ლ----------–---–ი, რომელთაც ნაქირავები ჰქონდათ მაღაზიის ერთი ნაწილი და ვაჭრობდნენ სურსათით. 2017 წლის 5 ოქტომბერს, ღამით, 6 ოქტომბერი დაწყებული იქნებოდა, მისმა ძმამ - კ---------------–---–მა მაღაზიაში მიიტანა გასაყიდი ხილი და ბოსტნეული და ეხმარებოდა მის შეტანაში, რა დროსაც მათთან მივიდნენ გ------------------ე და ლ----------–---–ი და ისინიც დაეხმარნენ მის ძმას ხილის და ბოსტნეულის შეტანაში. შემდეგ ლ----------------–-–---–მა, რომელსაც ახლდა რამდენიმე მისთვის უცნობი ბიჭი, მისი ძმა მაღაზიიდან გაიყვანა გარეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ მასთან შევიდა მისი შვილი და უთხრა, რომ ლ----------------–-–---–ს მის ძმასთან ჰქონდათ არასასიამოვნო საუბარი, რის გამოც ის და ლ----------–---–ი გავიდნენ მათთან. მას არ მოეწონა მის ძმასა და ლ----------------–-–---–ს შორის არსებული საუბარი, რის გამოც ჩადგა მათ შუაში. შემდეგ მივიდა გ-------------------ე, რომელმაც იკითხა, „რა ხდებაო“, რაზეც ერთი მხრივ, ლ----------------–-–---–სა და მის თანმხლებ ბიჭებსა და მეორე მხრივ, გ------------------ეს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ამასთან, ვინაიდან მის ძმას - კ---------------–---–ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები - კუნთების მოდუნება, იცოდა, რომ ჩხუბის შემთხვევაში იგი თავს ვერ შეიკავებდა და წაიქცეოდა, მან ნელა-ნელა მიიყვანა მაღაზიის წინ გაჩერებულ მის კუთვნილ ავტომანქანასთან, ხოლო როდესაც მოტრიალდა დაინახა, რომ რამდენიმე ბიჭი, რომელთა შორის იყო ლ----------------–-–---–ი, ურტყამდნენ გ------------------ეს, ასევე დაინახა, რომ ლ----------–---–ი ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე იყო წაქცეული. იგი ყვიროდა „მიშველეთო“ და გ------------------ეს ეუბნებოდა, რომ გაქცეულიყო. შემდეგ, გ------------------ემ შეძლო ავტომანქანით გაქცევა, რომელიც მოგვიანებით კვლავ მობრუნდა ინციდენტის ადგილზე. რამდენიმე წუთის შემდეგ ლ-----------–---–ი, გ------------------ე და კიდევ ერთი ბიჭი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში. ინციდენტის შედეგად ლ----------–---–ს ხელი ჰქონდა დაზიანებული, ხოლო გ------------------ეს - თვალი ჩალურჯებული. მოწმის განმარტებით, უშუალოდ მას არ დაუნახავს ლ----------–---–ის მიმართ ვინმეს მხრიდან დარტყმის ფაქტი, ასევე არ დაუნახავს გ-----------–--–-–---–ისთვის ავტომანქანის დაჯახების ფაქტი. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ინციდენტის ღამით მაღაზიაში სუფრა არ ყოფილა გაშლილი და იქ ალკოჰოლი არავის მიუღია. მას ასევე, ლ----------–---–ისთვის ალკოჰოლური თრობა არ შეუნიშნავს.

 

მოწმე ს--–-----------–---–ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული, ირკვევა, რომ ცხოვრობს ქ-------–--–-, ც------------------------ში. მისი საძინებელი ოთახის ფანჯარა გადაჰყურებს ზ---------------ას. 2017 წლის 5 ოქტომბერს, გვიან ღამით, უკვე დაწყებული იქნებოდა 6 ოქტომბერი, ქუჩიდან შემოესმა ხმაური, კერძოდ, გინებისა და ჩხუბის ხმა. მან გაიხედა ფანჯრიდან და ც------------------------------- მიმდებარე ტერიტორიიდან გაიგო ქალის კივილი „გაგვიშვით, ხელი გაუშვითო“, თან ისიც ლანძღავდა მამაკაცებს. რამდენიმე წუთიანი ხმაურისა და ყვირილის შემდეგ, სიტუაცია თითქოს ჩაწყნარდა, თუმცა, დაახლოებით ორ წუთში, კვლავ გაიგო მამაკაცების გინების ხმა, კერძოდ, უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ და აგინებდნენ ქალს და კიდევ ვიღაც მამაკაცს. მან ფანჯრიდან დაინახა, რომ დაახლოებით ოთხ პიროვნებას ზ--------------აზე ძალით მიჰყავდათ მათი უბნელი ლ----------------–-–---–ი, რომელიც ყველაზე მეტს ყვიროდა და იგინებოდა ქალის და ვიღაც მამაკაცის მიმართულებით. მასთან ერთად იგინებოდა კიდევ დაახლოებით ექვსი-შვიდი მისთვის უცნობი მამაკაცი, რომლებიც ზ--------------ის ზედა მიმართულებით მიდიოდნენ. ამასთან, ლ----------------–-–---–ი იყო ძალიან აგრესიული და კვლავ ქვევით იქაჩებოდა, თან უშვერი სიტყვებით იგინებოდა და ილანძღებოდა. ამ დროს დაინახა, რომ დადიანის ქუჩის მხრიდან სწრაფად ავიდა თეთრი ფერის ავტომანქანა,რომელიც დაეჯახა გზაზე ლ----------------–-–---–თან ერთად მიმავალ ერთ-ერთ ბიჭს, რომელიც მანამდე ასევე, ისიც იგინებოდა. დაჯახების შედეგად იგი ავარდა ავტომანქანის ძარაზე და დაეცა ასფალტის ზედაპირზე. დაჯახების შემდეგ ავტომანქანამ გააგრძელა სვლა. ცოტა ხანში კი აღნიშნული ავტომანქანა კვლავ ჩამობრუნდა ზ--------------ის ზედა მხრიდან, რა დროსაც ლ----------------–-–---–ი გადაუდგა მას წინ და უყვიროდა „მიდი დამეჯახეო“, თუმცა ავტომანქანის მძღოლმა მას გვერდი აუარა და ჩავიდა დ-----------------ზე. ამასობაში, ლ----------------–-–---–ი და მისი თანმხლები ბიჭები მისცვივდნენ ქუჩაში დაგდებულ ბიჭს და ცდილობდნენ მის გონზე მოყვანას, თუმცა, ის არ რეაგირებდა. ამავდროულად შენიშნა, რომ ზ--------------ის და დ-----------------ის გადაკვეთასთან მყოფი ახალგაზრდა ქერათმიანი გოგონა კიოდა და იყო ძალიან აღელვებული. ამასობაში მივიდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, რომელთაც გზაზე დაგდებულ ბიჭს აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 6 ოქტომბრის ღამით, მისი რძალი გახდა შეუძლოდ, რის გამოც გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელთა მოლოდინშიც ხშირად უწევდა აივანზე გასვლა. ერთ-ერთი გასვლისას ც. დ-----------------ზე მან გაიგონა ხმამაღალი ყვირილისა და გინების ხმა, რაც შემდეგ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, თუმცა, მასში მონაწილე პირების გარჩევა ვერ მოახერხა, ვინაიდან აღნიშნული ხდებოდა მისგან მოშორებით და თან ბნელოდა. ამასთან, ხელჩართული ჩხუბის დროს გაიგონა ქალბატონის წივილ-კივილი, რომელიც შემდეგ დაბლა დაცემული დაინახა. ხელჩართული ჩხუბის შემდეგ დაინახა, რომ ღია ფერის ავტომანქანა წავიდა ზ--------------აზე, სადაც დაეჯახა ჯერ ერთ ახალგაზრდა ბიჭს, ხოლო შემდეგ მეორეს. ამასობაში ჩავიდა დაბლა და მალევე მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელიც როგორც თვითონ ვარაუდობს იყო მის მიერ გამოძახებული ეკიპაჟი. მათ დახმარება აღმოუჩინეს იმ ახალგაზრდას, რომელსაც პირველად დაეჯახა ავტომანქანა და გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 

მოწმე ლ-----------–---ას განმარტებით, - 20---–-–-----------------ს, ღამით, იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც გაიგო ხმაური და გავიდა გარეთ, მაგრამ ინციდენტის ადგილზე არ მისულა. მან ათი-თხუთმეტი მეტრის მანძილიდან დაინახა, რომ ლ----------------–-–---–ი და კ---------------–---–ი მისდევდნენ დ-----------------ზე მდებარე მაღაზიის გამყიდველ ქერათმიან ქალბატონს, რომელიც ხმამაღლა ყვიროდა. ლ----------------–-–---–ი მას ამშვიდებდა „დაწყნარდი ქალბატონო, რა გჭირსო“. მას არც ლ----------------–-–---–ის მხრიდან და არც სხვა პირის მხრიდან არავის მიმართ, მათ შორის აღნიშნული ქალბატონისთვის, ხელის დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს.

 

მოწმე ლ------–--–---–მა განმარტა, რომ 20---–-–-----------------ს, ღამით, იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც გაიგო ხმაური და გავიდა გარეთ. მან დაინახა, რომ სამი-ოთხი ბიჭი მიდოდა ზ--------------აზე, რომელთაც უკან მისდევდა ქერათმიანი ქალბატონი, რომელმაც აღნიშნულ ბიჭებთაგან ერთ-ერთს ზურგში ჩაარტყა ხელი. შემდეგ დაინახა, რომ ზ--------------აზე სწრაფად მიმავალი ავტომანქანა დაეჯახა ჯერ ერთ ბიჭს, რომელიც შეჯახებისგან ჯერ მაღლა ავარდა და შემდეგ ძირს დაეცა, ხოლო შემდეგ მეორე ბიჭს, რომლიც შემდეგ იცნო რომ იყო ლ----------------–-–---–ი. შემდეგ მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და უგონო მდგომარეობაში მყოფი ბიჭი, რომელსაც პირველად დაეჯახა ავტომანქანა, გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 

მოწმის სახით დაკითხულმა მ-----------–--ემ განმარტა, რომ 2016 წელს, გ------------------ეს და ლ----------–---–ს, რომლებმაც უთხრეს, რომ იყვნენ ცოლ-ქმარნი, მიაქირავა მის საკუთრებაში არსებული ფართი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ არ იყვნენ ცოლ-ქმარნი. თავდაპირველად ისინი მუშაობდნენ ნორმალურად, იხდიდნენ გადასახადებს, თუმცა, შემდეგ ელექტროენერგიის გადასახადთან დაკავშირებით მოუვიდათ უთანხმოება, კერძოდ, მართალია ჰქონდათ ცალ-ცალკე მრიცხველი, მაგრამ ისე ახერხებდნენ, რომ მას უწევდა მათ მიერ დახარჯული ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა, რის გამოც მან მოსთხოვა დავალიანების გადახდა და ფართის დაცლა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ მიერ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია, რაც როგორც შემდეგ გაარკვია მათი მხრიდან იყო ჩვეულებრივი მოვლენა. მოწმის განმარტებით, ლ----------–---–მა ასევე ქუჩაში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მისი 25 წლის ბიჭის თანდასწრებით ცრუდ დასდო ბრალი ამორალურ ქცევაში. ასევე, მისთვის მეზობლებისგან ცნობილი იყო, რომ ლ----------–---–ი ამორალურადაც იქცეოდა.

 

მოწმე კ----------------ამ განმარტა, რომ 20---–-–-----------------ს, ღამის საათებში, იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც დაახლოებით ოც-ოცდაათ მეტრში შეესწრო ლ----------------–-–---–ისა და ახალგაზრდა მამაკაცის ხმამაღალ, ცოტა დაძაბულ საუბარს, სადაც ასევე იყო ქერათმიანი ქალბატონი, რომელიც აგრესიულობით გამოირჩეოდა, თუმცა, აღნიშნულ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში მას არ დაუნახავს. მოწმის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ზემოაღნიშნული პირები დაიშალნენ, ზ--------------აზე სწრაფად ავიდა ღია ფერის ავტომანქანა, რომელიც დაეჯახა პიროვნებას, რომელიც როგორც შემდეგ გაარკვია იყო გ-----------–--–-–---–ი. შემდეგ აღნიშნული ავტომანქანა დატრიალდა და ახლა ლ----------------–-–---–ს დაეჯახა. შემდეგ მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. მოგვიანებით შეიტყო, რომ გ-----------–--–-–---–ი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, ასევე, შეიტყო, რომ ზემოაღნიშნული მამაკაცი და ქერათმიანი ქალბატონი ნასვამები იყვნენ.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20---–-–---------------------------–------------------------------ დასკვნის თანახმად, შპს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #---------- და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით მოქალაქე გ------------------ეს კლინიკისთვის მიუმართავს 0----------–------- სთ, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: ქალა ტვინის დახურული ტრავმა, მარცხენა თვალბუდის ჰემატომა. მოქალაქე გ------------------ეს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარცხენა თვალის ქვედა ქუთუთოზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, ორივე წინამხრის მიდამოში ნაჭდევები. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–---------------------------–------------------------------ დასკვნის თანახმად, შპს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #---------ს და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით მოქალაქე ლ----------–---–ს კლინიკისთვის მიუმართავს 0-----------–-------- სთ, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს, დიაგნოზით: მარცხენა მტევნის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, პროგრესირებადი ორსულობა. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით მოქალაქე ლ----------–---–ს სხეულზე რაიმე მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღინიშნება. აღნიშნული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ---------------–---–მა. მანვე დამატებით განმარტა, რომ გ------------------ის მიმართ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, მექანიკურად გამორჩენილია ინფორმაცია დაზიანებების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ გ-------------------ის სხეულზე არსებული დაზიანებები ხანდაზმულობით, არ ეწინააღმდეგებიან საქმის მასალებში მითითებულ დაზიანების მიღების თარიღს - 20---–-–-----------------ს.

 

ლ----------------–-–---–მა სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 5 ოქტომბერს, საღამოს, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა ნახალოვკაში. მას კვლავ სურდა ქეიფის გაგრძელება, რის გამოც დაურეკა მეგობარს, - გ-----------–--–-–---–ს და თავისთან დაპატიჟა. გ-----------–--–-–---–თან საუბრის დროს დაინახა მაღაზიაში მყოფი მისი მეგობარი კ---------------–---–ი, რომელთან ერთადაც სხვა დროსაც დაულევია და დასაპატიჟებლად შევიდა მასთან. შემდეგ ის და კ---------------–---–ი გარეთ გამოვიდნენ და იქ განაგრძეს საუბარი, მათ შორის არანაირი ხმამაღალი საუბარი არ ყოფილა. ამასთან, თავის მხრივ, კ---------------–---–იც ეპატიჟებოდა, უთხრა, რომ მაღაზიაში პატარა სუფრა ჰქონდათ გაშლილი და ასე გვიანობამდე იმიტომ იყვნენ. ერთმანეთის დაპატიჟების საუბარში იყვნენ, რომ მაღაზიიდან გამოვიდა ლ----------–---–ი, რომელიც იქცეოდა არაადეკვატურად, ჩადგა მათ შუაში, „ამ ავადმყოფი კაცისგან რა გინდათო“ და დაუწყო ლანძღვა და წყევლა. ვერც თვითონ და ვერც კ---------------–---–ი ვერ მიხვდნენ რა უნდოდა აღნიშნულ ქალბატონს. მისი აზრით, ლ----------–---–ის არაადეკვატური ქცევა გამოწვეული იყო ალკოჰოლური თრობით. თავდაპირველად ის, კ----------------–---–ი და გ-------------------ე ერთად ამშვიდებდნენ ლ----------–---–ს, თუმცა, შემდეგ თავი ვერ შეიკავა ლ----------–---–ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ლანძღვისა და წყევლის გამო და ამ უკანასკნელს მიაყენა სიტყვიერი შურაცხყოფა. ამასთან, იმის გამო რომ მან ლ----------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აღნიშნული არ მოეწონა გ------------------ეს და მანაც დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ლ----------------–-–---–ის განმარტებით, გ-----------–--–-–---–ი მივიდა კ---------------–---–თან საუბრის დროს, ვიდრე ლ----------–---–ი გამოვიდოდა. ამასთან, 20---–-–-----------------ს, არც მას და არც გ-----------–--–-–---–ს არავის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. უფრო მეტიც, გ-----------–--–-–---–ს სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი არ მიუყენებია არავისთვის. მისი განმარტებით, ვინაიდან იმყოფებოდნენ პირობითი მსჯავრის პირობებში, არ უნდოდათ რაიმე პრობლემა შეჰქმნოდათ და წავიდნენ სახლის მიმართულებით, რა დროსაც ტროტუართან მიმავალ გ-----------–--–-–---–ს ავტომანქანა მიზანმიმართულად დაეჯახა, რის შედეგადაც გ-----------–--–-–---–მა გონება დაკარგა. შემდეგ აღნიშნული ავტომანქანა მოტრიალდა ახლა მასაც დაეჯახა მიზანმიმართულად, დაზიანებული ჰქონდა ფეხი. გ-----------–--–-–---–ი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში, ხოლო თვითონ მეორე დღეს გაუსაძლისი ტკივილების გამო მივიდა საავადმყოფოში. ამასთან, მართალია, მისი და გ-----------–--–-–---–ის მიმართ გ------------------ის მხრიდან განხორცილებული შეჯახების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა, რაიმე შედეგი არ დამდგარა. მისი აზრით, აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ იგი მუშაობს პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობაზე, ასევე, იმ ფაქტით, რომ გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-9 განყოფილების უფროსთან და მის მოადგილესთან დაახლოვებული პირია. მისივე განმარტებით, შემთხვევიდან მესამე დღეს ლ----------–---–ისა და გ------------------ის ინიციატივით მოხდა მასთან და გ-----------–--–-–---–თან შეხვედრა, რა დროსაც შეიტყო, რომ მათ გ------------------ემ დააჯახა და სთხოვეს ნოტარიულად დაემოწმებინათ განცხადება, რომ მათ მიმართ პრეტენზია არ ჰქონდათ.

 

2017 წლის 6 ოქტომბრით დათარიღებული ცნობის თანახმად, რომელსაც ხელს აწერს ექიმი ბ-----------, ირკვევა, რომ პაციენტის გ------------------ის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე არ იყო მიზანშეწონილი მისი დაკითხვა.

 

2017 წლის 6 ოქტომბრით დათარიღებული ცნობის თანახმად, რომელსაც ხელს აწერს ექიმი ბ-----------, ირკვევა, რომ პაციენტის ლ----------–---–ის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე არ იყო მიზანშეწონილი მისი დაკითხვა.

 

2017 წლის 31 ოქტომბრით დათარიღებული სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების თანახმად ირკვევა, რომ ლ----------–---–ი, გ------------------ე, გ-----------–--–-–---–ი და ლ----------------–-–---–ი არიან 20---–-–-----------------ს მომხდარი ინციდენტის მონაწილენი. ისინი ადასტურებენ რომ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ერთმანეთის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ და არც მომავალში ექნებათ.

 

გ-----------–--–-–---–მა სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 5 ოქტომბერის საღამოს დაურეკა მეგობარმა ლევან ყანდორელაშვილმა და ღვინის დასალევად დაპატიჟა თავისთან. იგი გავიდა ნახალოვკაში და ნახა, რომ მისი მეგობარი ლ----------------–-–---–ი, თავისი ქუჩის ასასვლელში, ესაუბრებოდა მისთვის უცნობ მამაკაცს. იგი მიესალმა ორივეს, რა დროსაც გაიგო მათი საუბარი, კერძოდ, ლ----------------–-–---–ი აღნიშნულ მამაკაცს ეპატიჟებოდა დასალევად. იგი ელოდებოდა მათი საუბრის დასრულებას, რა დროსაც უცბად მაღაზიიდან „გამოვარდა“ მისთვის უცნობი ქერათმიანი ქალი, რომელიც ყვიროდა: „რა გინდათ ამ კაცისგან, თქვენ არ გაიხარეთო“ და დაუწყო მათ ლანძღვა და წყევლა. ამ ქალის ყვირილზე ხალხი გამოვიდა, მათ შორის, გ-------------------ეც. თავიდან ყველა ერთად, მათ შორის, გ------------------ეც, ამშვიდებდა ქალბატონს, რომელიც იყო არაადეკვატური, რაც მისი აზრით გამოწვეული იყო ალკოჰოლური თრობით, თუმცა, შემდეგ მათ გ------------------ემაც დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მან ლ----------------–-–---–ს უთხრა, რომ წასულიყვნენ, ვინაიდან იყო არეულობა, ორივე პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო და რამე პრობლემა არ შექმნოდათ. ისინი გადავიდნენ გზაზე და მიდიოდნენ გვერდიგვერდ, რა დროსაც დაინახა ავტომანქანის შუქების მონათება, ასევე, გაიგონა ავტომანქანის გაზზე ძლიერად ფეხის დაჭერით გამოწვეული ძრავის ხმა, რის შემდეგაც გონება დაკარგა. შემდეგ საავადმყოფოში შეიტყო, რომ ავტომანქანა დაეჯახა. ჰქონდა ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. ამასთან, ის და ლ----------------–-–---–ი, გ------------------ისა და ლ-----------–---–ის ინიციატივით, შეხვდნენ მათ, რა დროსაც სანოტარო წესით დაამოწმეს განცხადება, რომლის თანახმად, მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის 6 ოქტომბერს, არც მას და არც ლ-----------------–-–---–ს ხელი არავისთვის დაურტყამთ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2----–-–----------------------------------------------------- დროის შუალედში, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-9 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გ------------------–---–ის მიერ გამომძიებელ გ--------------–---–--ს მონაწილეობით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ-------–--–-, ც. დ-----------------ისა და ზ--------------ების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს საავტომობილო

 

გზებს და მათი გადაკვეთის ადგილს. როგორც ზ--------------ას, ასევე ც------ დ-----------------ს გააჩნია ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილი, რომლებიც ასევე კვეთს ერთმანეთს. ც------ დ-----------------ს #------------ შორის, აღმოსავლეთის მხრიდან კვეთს ზ----------------, ხოლო სამხრეთის მხრიდან ზ------------------.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ ლ----------------–-–---–ის და გ-----------–--–-–---–ის უდანაშაულობის შესახებ. სააპელაციო პალატა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულებრივ და შესაბამისად, დასჯად ქმედებად ცხადდება ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია). საქართველოს სსკ–ის 126–ე მუხლის დისპოზიციის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, ძალადობრივ ქმედებას ცემის სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე მსხვერპლს სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას აყენებს. მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია ფიზიკური ტკივილის გამოწვევა, ამასთან, სავალდებულოა მიზეზობრივი კავშირის დადგენა ძალადობრივ მოქმედებასა და დამდგარ შედეგს - ფიზიკურ ტკივილს შორის.

 

სასამართლო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სასამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან შეთანხმებულია, მტკიცებულებებს შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები უდავოდ ადასტურებს ლ----------------–-–---–ის და გ-----------–--–-–---–ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ----------------–-–---–ის და გ-----------–--–-–---–ის მიერ, გ------------------ის და ლ----------–---–ის ცემის ფაქტი, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია დასტურდება, როგორც დაზარალებულების ისე მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით. კერძოდ: დაზარალებულებმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს და დეტალურად აღწერეს კონკრეტულად რა ქმედებებში გამოიხატა ლ----------------–-–---–ის და გ-----------–--–-–---–ის მიერ მათი ცემის ფაქტი. კერძოდ, დაზარალებულ ლ----------–---–ის განმარტებით თავდაპირველად ლ----------------–-–---–მა გ------------------ეს ხელი ჩაარტყა თავის არეში, შემდეგ მისმა თანხმლებმა პირებმა, რომელთა შორის იყო გ-----------–--–-–---–ი გ------------------ეს სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს ფიზიკური შეუარცხყოფა, კერძოდ, თავისა და ზურგის არეში ურტყამდნენ ხელებს. მისივე განმარტებით, იგი გადაეფარა გ------------------ეს, რადგან იფიქრა, რომ მას არ დაარტყამდნენ, თუმცა ლ----------------–-–---–მა და გ-----------–--–-–---–მა მასაც დაუწყეს ცემა. ხსენებულმა პირებმა მას დარტყმები მიაყენეს სახისა და ზურგის არეში, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. საგულისხმოა ის გარემოება, რომ შემთხვევა მხოლოდ აღნიშნული ქმედებებით არ ამოწურულა, დაზარალებულის განმარტებით, ლ----------------–-–---–ი და გიორგი ჭარელაშვილი კვლავ დაუბრუნდნენ გ------------------ეს, განაგრძეს მისი ცემა, იგი ყელზე ჩამოეკიდა გ------------------ეს, რა დროსაც გ-----------–--–-–---–მა გამიზნულად ფეხებში ფეხი გამოჰკრა და წააქცია, რის გამოც დაუზიანდა ხელის მაჯა და თითები, წაქცევის შემდეგ მის მიმართ კვლავ განახორციელეს დარტყმები მათ შორის მუცლის არეში. დაზარალებულ გ------------------ის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია დაზარალებულ ლ----------–---–ის ჩვენებასთან. კერძოდ, დაზარალებულ გ------------------ის განმარტებით, პირცელად ლ----------------–-–---–მა დაარტყა თვალის არეში, რის შემდეგაც თავი დახარა და ხელები დაიფარა თავზე, რათა სახეში აღარ მოხვედროდა ხელი რის გამოც ვერ ხედავდა ვინ ურტყამდა. დაზარალებულთა მიერ ჩვენებაში აღწერილი გარემოებები, მათთვის მიყენებულ დაზიანებების ლოკალიზასთან დაკავშირებით სრულ შესაბამისობაშია ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებთან. გარდა ამისა, დაზარალებულთა ჩვენებებს ამყარებს მოწმეების ზ-------------–---–ის და ს--–-----------–---–ის ჩვენებები. ის გარემოება, რომ ლ----------------–-–---–ის და გ-----------–--–-–---–ის მიერ განხორციელებულმა ძალადობრივმა ქმედებებმა გამოიწვია დაზარალებულ გ------------------ის და ლ----------–---–ის ფიზიკური ტკივილი დასტურდება, როგორც დაზარალებულთა ჩვენებებით, ასევე განხორციელებული ძალადობრივი ქმედებეთა ინტენსივობის, რაოდენობის და ლოკალიზაციის მხედველობაში მიღებით. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ სწორედ დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განცდილი ძალადობის შედეგად განაცხადოს ძალადობამ, კონკრეტულ შემთხვევაში ცემამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი.

 

საააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს როგორც ლ----------------–-–---–ის და გ-----------–--–-–---–ის ჩვენებებზე, ასევე, დაცვის მხარის იმ მოწმეთა ჩვენებებზე რომლებმაც საერთოდ უარყვეს მსჯავრდებულთა მიერ დაზარალებულთა ცემის ფაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ მათი ჩვენებები ემსახურება მსჯავრდებულთა მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, წინააღმდეგობაში მოდის, როგორც დაზარალებულების ისე სხვა მოწმეთა ჩვენებებთან, შესაბამისად, სასამართლოს მიერ ისინი ვერ იქნება გაზიარებული.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ლ----------------–-–---–ის და გ-----------–--–-–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ლ----------------–-–---–ის და გ-----------–--–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY,განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”. აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის ალტერნატიულ მოთხოვნას, მსჯავრდებულ გიორგი ჭალელაშვილისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, სააპელაციო პალატა აღნიშნულ მოთხოვნას ეთანხმება და მიიჩნევს, რომ როგორც ლ----------------–-–---–ს, ასევე, გ-----------–--–-–---–ს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეეფარდა არასამართლიანი სასჯელი. თავდაპირველად სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემობას, რომ მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს დამნაშავის დასჯა, არამედ, სასჯელის ერთ-ერთ მიზნად მიჩნეულია სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენა კი თავის თავში გულისხმობს დამნაშავისათვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნას. სასჯელის დანიშვნა კი არ შეიძლება ეფუძნებოდეს სამართლიანობის აბსტრაქტულ იდეას და ტალიონის პრინციპის განხორციელებას. სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, როგორც ლ----------------–-–---–ს, ასევე გ-----------–--–-–---–ს უნდა შეუმსუბუქდეთ დანიშნული სასჯელები და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის განაჩენში ლ----------------–-–---–ის და გ-----------–--–-–---–ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ გ-----------–--–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------–-----–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ლ----------------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს---–------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის განაჩენში ლ----------------–-–---–ის და გ-----------–--–-–---–ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;

 

ლ----------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივნისის განაჩენითა და აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 06 აპრილის #001/17/ზ-043 გადაწყვეტილებით ლ-----------------–-–---–ის მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 02 (ორი) წელი, 06 (ექვსი) თვე და 13 (ცამეტი) დღე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ----------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივნისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

მსჯავრდებულ ლ----------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი სასამართლო სხდომის დარბაზში დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 04 მარტიდან.

 

გ-----------–--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი

 

რედაქციით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენითა და აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 31 იანვრის #001/17-0363 გადაწყვეტილებით გ--------------–--–-–---–ის მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 03 (სამი) წელი, 03 (სამი) თვე და 15 (თხუთმეტი) დღე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-----------–--–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

მსჯავრდებულ გ-----------–--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი სასამართლო სხდომის დარბაზში დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 04 მარტიდან.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ლ----------------–-–---–ის და გ------------–--–-–---–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმებულია;

 

ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის განჩინებით გირაოს თანხის - 2.000 - 2.000 (ორი ათას-ორი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით, თ------------------–-–---–----------------–-------------–--–--------------------------------------–-----------–---------------------------------------–--------–---------------------------------–------------------------–--------------------------------------------------- 2.000-2.000 (ორი ათას-ორი ათასი) ლარის ფარგლებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი