განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002496174
საქმე №1ბ/636-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ივნისი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ხ-----------------ის,მსჯავრდებულ: ვ-----–-------------ას,ადვოკატ: ლ--–-------ის,მონაწილეობით,რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-----–----------------–--------------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------ დაოჯახებულის, უმაღლესი განათლების მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: გ----------------------------–-----------ა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ქმედების კვალიფიკაცია პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
ვ-----–-------------ას ბრალი წარედგინა დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2----–-–----------- დაახლოებით 16:30 საათზე ქალაქ გ---------–-----–--------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ვ-----–-------------ამ თავის დას ლ---–-------------ას, იმის გამო რომ ამ უკანასკნელს სურდა მასთან ქონებრივი დავა მოეგვარებინა სამართლებრივი გზით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, გაშლილი ხელი რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას, გადაუგრიხა მარცხენა ხელის შუა თითი, ასევე მუცელში ჩაარტყა ფეხი, რა დროსაც ლ---–-------------ამ დაკარგა გონება. ვ-----–-------------ას ძალადობრივი ქმედებებით ლ---–-------------ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი და მარცხენა მტევანზე მიიღო ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნებით.
აღნიშნული ქმედებისთვის ვ-----–-------------ას ბრალი წარედგინა დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის განაჩენით ვ-----–-------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით.
ვ-----–-------------ას დაკავებასა და პატიმრობაში ყოფის ვადა (2018 წლის 17 მაისის 01:30 საათიდან 2018 წლის 21 ივნისის ჩათვლით) ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად.
ვ-----–-------------ას მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2----–-–----------- დაახლოებით 16:30 საათზე ქ--–-------------–-----–---------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ვ-----–-------------ამ თავის დას ლ---–-------------ას, იმის გამო რომ ამ უკანასკნელს სურდა მასთან ქონებრივი დავა მოეგვარებინა სამართლებრივი გზით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, გადაუგრიხა მარცხენა ხელის თითები, რა დროსაც ვ-----–-------------ას ძალადობრივი ქმედებებით ლ---–-------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხ-----------------მა, რომელმაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ განაჩენი არასამართლიანია, ვინაიდან დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ვ-----–-------------ას მიერ განხორციელებულ ქმედებას. ვ-----–-------------ას მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით: სისხლის სამართლის N------------ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2----–-–-----------, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. ბარათი შედგენილია გამომძიებელ ნ-----------–---ის მიერ. ბარათის მიხედვით, 2018 წლის 16 მაისს გ--------------------------------–------------აში მცხოვრებ ლ---–-------------ას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა დამ - ვ-----–-------------ამ, აღნიშნულის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო ლ---–-------------ამ, კერძოდ მიიღო მარცხენა ხელის შუა თითის მოტეხილობა, რის გამოც გადაყვანილ იქნა გ--------------------------–ში, სადაც აღმოუჩინეს დახმარება .
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N------- შეტყობინების თანახმად: 2----–-–----------- შ-------------------------–--------------–--ს სამორიგეო ნაწილში გამოცხადდა ქ.-----------–---–----------------–--–- დაბადებული ლ---–-------------ა, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა დამ - ვ-----–-------------ამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N------- შეტყობინების თანახმად : 2018 წლის 17 მაისს შ-------------------------–--------------–--ს სამორიგეო ნაწილს ელსმენით დაუკავშირდა ჯეოჰოსპიტალის ექიმი ზ-------------------ი, რომელმაც შეატყობინა, რომ მათ კლინიკაში შეიყვანეს ავადმყოფი ლ---–--------------ა, რომელსაც თითები აქვს ნაღრძობი, მას ჩაუტარდა პირველადი დახმარება და გაშვებულ იქნა სახლში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ლ---–-------------ა, რომელმაც განმარტა, რომ 2----–-–-----------, დაახლოებით 17 საათზე, მის ძმასთან- ელ--------–--–---თან, რძალთან - ქ------–------------სთან, დეიდასთან - ს--------------------თან და დეიდაშვილთან - მ--–----------------სთან, ერთად იმყოფებოდა დეიდამისის საცხოვრებელ ბინაში, რათა ემსჯელათ ლ---–-------------ასა და ვ-----–-------------ას გარდაცვლილი დედის დანაშთი ქონების განაწილების საკითხზე. ამ დროს მათთან სახლში მივიდნენ რ----–------–---- და ვ-----–-------------ა. მოწმის განმარტებით რ----–------–---ს და ვ-----–-------------ს მასთან მოუვიდათ სიტყვიერი კონფლიქტი რა დროსაც რ----–------–---მა წიხლი ჩაარტყა, ხოლო ვ-----–-------------ამ ხელის მტევნის გადაგრეხით მოტეხა ხელის თითი. იქვე მყოფი ადამიანები ცდილობდნენ მათ გაშველებას, თუმცა რ----–------–----ს დარტყმის შედეგად დაკარგა გონება.
ადვოკატის კითხვებზე ლ---–-------------ამ განმარტა, რომ ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ნაწილობრივ ასახავს კონფლიქტის ფაქტებს გადაიღო შემთხვევის ადგილზე მყოფმა მ--–----------------მ. მოწმემ ადვოკატის კითხვაზე განმარტა, რომ თითების დამტვრევისა და დარტყმის შედეგად წაიქცა, თითები ვ-----–-------------ამ გადაუტეხა, ხოლო რ----–------–---მა წიხლი დაარტყა მუცელში. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ვ-----–-------------ამ დაუზიანა თითების მყესები, ექიმთან კონსულტაციისას გადაიღო რენდგენი და ექიმმა უთხრა, რომ ნერვები აქვს დაზიანებული. გარდა თითებისა პირველად ექიმთან ვიზიტისას მას ნეკნებიც აწუხებდა თუმცა მან აღნიშნული არ გაამჟღავნა ვინაიდან არ სურდა რ----–------–---ს (რომელსაც ჰყავს მცირეწლოვანი შვილები) შექმნოდა სამართლებრივი პრობლემები.
მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვებზე ლ---–-------------ამ განმარტა, რომ თითების დაზიანება გამოიწვია ვ-----–-------------ას თითების მისი ხელის თითებზე ჩაჭიდებამ. აღნიშნული მოხდა ვ-----–-------------ას სახლში შესვლის დროს, ლ---–-------------ას გაუჩნდა მოლოდინი იმისა, რომ ვ-----–-------------ა მას დაარტყამდა ხელს, რის გამოც თავდაცვის მიზნით ხელები აიფარა სახეზე. თითების გადაწევის დროს ლ---–-------------ასა და ვ-----–-------------ას დაშორება განახორციელა დეიდამისმა და დეიდაშვილმა, მანამდე ხელები ჰქონდათ ჩაჭიდებული. ვ-----–-ს მოქმედების შედეგად გადაეკეცა თითები, რის გამოც განიცადა ტკივილი, ვ-----–-------------ამ თითები გადაუწია გაშველებამდე. ვ-----–-------------ას თითების გადაწევის გარდა სხვა დაზიანება არ მიუყენებია. მოწმის განმარტებით მას გული წაუვიდა რამილას წიხლის დარტყმის შედეგად. მიღებული დაზიანებებიდან ყველაზე მეტად თითების გადაწევა ეტკინა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მასსა და ვ-----–-------------ას შორის უთანხმოების მიზეზი არის მათი გარდაცვლილი დედის სამკვიდრო ქონებაზე მიმდინარე სამართლებრივი დავა. რ----–------–----ს მიმართ სასამართლო სხდომაზე მამხილებელი ჩვენების მიცემა გამოიწვია თავად რ----–------–----ს ქმედებამ, კერძოდ, მან გაავრცელა არასწორი ინფორმაცია თითქოსდა ლ---–--------------ას თითები დაზიანებული არ ჰქონდა და ამიტომ გადაწყვიტა ეთქვა სიმართლე სასამართლოსათვის და გაემჟღავნებინა რ----–------–----ს ძალადობრივი ქმედებებიც.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ელ--------–--–---ი, რომელმაც განმარტა, რომ 2----–-–----------- მას დაუკავშირდა ლ---–-------------ა და თხოვა გარდაბანში დეიდის - ს-------------------- სახლში მისვლა, მემკვიდრეობის საკითხების გასარკვევად. ე-–----------–--–----ს დათქმულ ადგილზე მისვლისას სახლში იმყოფებოდნენ: ლ---–-------------ა, დეიდამისი - ს------------------ა და დეიდაშვილი - მ--–----------------- მის პატარა შვილთან ერთად. მოწმის განმარტებით ისინი უნდა დალაპარაკებოდნენ ადვოკატს ბინისა და მიწის ნაკვეთის საკითხზე, რომელიც ჯერ იყო ელ--------–--–---ის დედის საკუთრება და დედის გარდაცვალების შემდეგ გახდა სადაო ვ-----–-------------ასა და ლ---–-------------ას შორის. მისი მისვლიდან მალევე შემთხვევის ადგილას მივიდნენ ვ-----–-------------ა და რ----–------–----, რომლებიც უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ ლ---–-------------ას და აშკარა იყო, რომ მათ უნდოდათ ჩხუბი. რ----–------–---მა სცადა ლ---–-------------ასთვის ხელი დაერტყა თუმცა ელ--------–--–---მა ისინი გააშველა. მოწმის განმარტებით მან რ----–------–---- და ვ-----–-------------ა გაიყვანა სახლიდან, თუმცა ისინი მალევე შებრუნდნენ სახლში, ჯერ რ----–------–---- შევიდა შემდეგ ვ----–--------------ა შემოყვა და ამ დროს ვ-----–- ი----------ამ შესვლისთანავე ლ---–-------------ას თითი მოტეხა, ხოლო რ----–------–---მა წიხლი ჩაარტყა მუცელში, დარტყმის შედეგად ლ---–-------------ა წაიქცა. მოწმის განმარტებით ეს ყველაფერი ძალიან მცირე დროში განვითარდა, თუმცა მან ნათლად დაინახა მომხდარი. მოწმის განმარტებით რ----–------–----ს ქმედების შესახებ გამოძიებას არ მიაწოდა ინფორმაცია, რადგან რ----–------–---ს სამი შვილი ჰყავს და შეეცოდა. სასმართლოში კი გადაწყვიტა სიმართლის თქმა, ვინაიდან რ----–------–---- მომხდარის შემდეგ იქცევა არასწორად და ცდილობს ნათესავებში ურთიერთობების არევას.
ადვოკატის კითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ მან ვ-----–-------------ა სცემა იმიტომ, რომ ის ლ---–-------------ას არ ეშვებოდა და რომ არ გაეშველებინა ვ-----–-------------ა მოკლავდა ლ---–-------------ას. თავდაპირველად სახლში შესვლისას რ----–------–---- და ვ-----–-------------ა იყვნენ აგრესიულები და აპირებდნენ ჩხუბს, რის გამოც ელ--------–--–---მა ისინი გაიყვანა სახლიდან და უთხრა, რომ ჩხუბის ადგილი მათ სახლში არ იყო, დაახლოებოთ 3 წუთში სახლში ისევ შებრუნდნენ ვ-----–ა ი----------ა და რ----–------–----, რა დროსაც ვ-----–-მ თითი მოტეხა ლ---–-------------ას, ხოლო რ----–------–---მა წიხლი ჩაარტყა და ლ---–-------------ამ დაკარგა გონება.
მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ ვ-----–-------------ამ ხელით გადაუგრიხა ლ---–-------------ას ხელის თითი, ხოლო რ----–------–---მა კი ლ---–-------------ას მარჯვენა ფეხი მუცლის მარცხენა მხარეს ჩაარტყა.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე ს----------------------, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 16 მაისს შუადღის საათებში მასთან სახლში მივიდა ლ---–-------------ა, ამ დროს მასთან ერთად სახლში იმყოფებოდნენ მისი ქალიშვილები - მ--–----------------------------–------------- მალევე მვიდა ლ---–-------------ას ძმა - ელ--------–--–---ი. მოწმის განმარტებით ლ---–-------------ა მივიდა მასთან რათა შეხვედროდა ადვოკატს მასსა და ვ-----–-------------ას შორის არსებულ სამოქალაქო დავასთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით იმავე დღეს 16:00 საათიდან 17:00 საათებს შორის პერიოდში მათთან სახლში მივიდნენ ვ-----–-------------ა და რ----–------–----. სახლში შესვლისთანავე ვ-----–-------------ა გაემართა ლ---–-------------ასკენ. მოწმის განმარტებით მან შეაჩერა ვ-----–-------------ა და უთხრა, რომ არ შესულიყო სახლში, მაგრამ ის მაინც შევიდა, ვ-----–-------------ა განაწყენებული იყო ლ---–-------------აზე, ვინაიდან ლ---–-------------ას უნდოდა სარჩელის შეტანა სასამართლოში უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. მათ ერთმანეთში მოუვიდათ კამათი, რა დროსაც ვ-----–-------------ასა და ლ---–-------------ას შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, კერძოდ, ვ-----–-------------ამ, ლ---–-------------ას გადაუგრიხა ხელის თითები და მოტეხა. ლ---–-------------ამ ტკივილისაგან ყვირილი დაიწყო ,,ვაიმე თითებიო“, მათი გაშველება ვ-----–-------------ას და ლ---–-------------ას ძმამ ელ--------–--–---მა მოახერხა და სახლიდან გარეთ გაიყვანა. მოწმის განმარტებით რამდენიმე ხანში რ----–------–---- ისევ მობრუნდა სახლში და ლ---–-------------ას მუცელში ფეხი დაარტყა, ლ---–-------------ა დარტყმის შედეგად გაითიშა და ძირს დაეცა. ამის შემდეგ ვ-----–-------------ა და რ----–------–---- გაერიდნენ სიტუაციას და დატოვეს შემთხვევის ადგილი. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მან დაინახა, თუ როგორ გადაუგრიხა ვ-----–-------------ამ ლ---–-------------ას ხელის თითები (თუ რომელი ხელის თითები არ ახსოვს).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე მ--–---------------ა, რომელმაც განმარტა, რომ ლ---–-------------ა და ვ-----–-------------ა მისი ნათესავები არიან. 2018 წლის 16 მაისს ის ს--------------------------------------–-------------სთან, ლ---–-------------ასთან და მის ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა სახლში. მოგვიანებით მათ შემოუერთდა ელ--------–--–---იც. ელ--------–--–---ის სახლში მოსვლიდან მალევე მოვიდნენ ვ-----–-------------ა და რ----–------–---- და შემოვიდნენ სახლში. მოწმის განმარტებით სახლში შესვლამდე ს---------------------- ჩადგა კარებში და არ უშვებდა რ----–------–---ს და ვ-----–-------------ას სახლში შემოსასვლელად, მაგრამ ისინი მაინც შევიდნენ. სახლში შესვლისთანავე რ----–------–---- გაემართა ლ---–-------------ასკენ და დაუწყო ჩხუბი. ვ-----–- ი----------ამ ხელის თითები გადაუგრიხა ლ---–-------------ას, რა დროსაც ლ---–-------------ა დაეცა იატაკზე, დაცემულ ლ---–-------------ას რ----–------–---მაც დაარტა. მოწმის განმარტებით მათ გაშველებაში ჩაერთვნენ ელ--------–--–---ი და ს----------------------. ელ--------–--–---მა გაშველების დროს ვ-----–-------------ას სილა გაარტყა.
მოწმის განმარტებით, მან იმის გამო გადაწყვიტა შემთხვევის დღეს მომხდარი ინციდენტის ვიდეოთი გადაღება, რომ რ----–------–----ს ძმისთვის ეჩვენებინა და დაერწმუნებინა, რ----–------–----ს და ვ-----–-------------ას მხრიდან ლ---–-------------ას მიმართ განხორციელებული ძლადობის ფაქტი. მოწმემ ვიდეო ჩანაწერებთან დაკავშირებით განმარტა, რომ ვიდეო ჩანაწერებიდან პირველია გაშველების ფაქტის ამსახველი ჩანაწერი, ხოლო შემდეგი ლ---–-------------ას ძირს დაგდების ფაქტი.
ადვოკატის კითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ლ---–-------------ას მუცელში დაარტყა, ვ-----–-------------ამ, მანვე გადაუგრიხა ხელის თითები, ხოლო რ----–------–---მა წაქცეულ ლ---–-------------ას დაარტყა ფეხი.
მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვაზე, მოწმემ განმარტა: როდესაც ელ--------–--–---ი აშველებდა ჩხუბში მონაწილეებს მან ვ-----–-------------ას სახეში სილა გაარტყა ხოლო გაშველების დროს რ----–------–---მა რკინის ,,კრუშკა“ ჩაარტყა ელ--------–--–---ს.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე ო------------------ი, რომელმაც განმარტა, რომ ლ---–-------------ა და ვ-----–-------------ა მისი დის შვილები არიან. ვ-----–-------------ას და ლ---–-------------ას შორის ურთიერთობა მიწის ნაკვეთის და სახლის გამო დაიძაბა დედის გარდაცვალების შემდეგ, კერძოდ: დედის სიცოცხლეში მათ გარდაბანში იყიდეს სახლი, რომელიც ვ-----–-------------ას სახელზე იყო გაფორმებული, ლ---–-------------ა სახლიდან წილის მოთხოვნის გამო ვ-----–-------------ამ გამოაგდო სახლიდან, რის გამოც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. მოწმის განმარტებით 2018 წლის მაისში ლ---–--------------ას და ვ-----–-------------ას ერთმანეთში ჩხუბი მოუვიდათ, ჩხუბის შედეგად ლ---–-------------ას ხელის თითები ჰქონდა მოტეხილი. მოწმის განმარტებით ლ---–-------------ამ თითები, რომ ჩხუბის დროს მოიტეხა იცის ლ---–-------------ას გადმოცემით და ამასთან ხელი ჰქონდა თაბაშირში შეხვეული. მოწმის განმარტებით ლ---–-------------ა ამჟამად მასთან ცხოვრობს, მასთან გადმოსვლამდე კი ის მისი ცოლის ძმასთან ცხოვრობდა.
მოწმის განმარტებით მას ვ-----–ა ი----------ასთან ნორმალური ურთიერთობა აქვს.მოწმემ ლ---–--------------ას თითების მოტეხილობა ახსნა იმით, რომ ის თითებს ნორმალურად ვერ ამოძრავებდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა რ----–------–----, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 16 მაისს იმყოფებოდა ვ-----–-------------სთან ერთად, რა დროსაც მას დაურეკა დედამისმა და ჰკითხა ლ---–-------------ასთან რა პრობლემა ჰქონდა, ვინაიდან ლ---–-------------ა მას ოჯახის დანგრევით ემუქრებოდა. მოწმის განმარტებით სიტუაციის გარკვევის მიზნით ვ-----–-------------ასთან ერთად მივიდა გარდაბანში ს-------------------- სახლში. პირველი სახლში შევიდა თვითონ და მივიდა ლ---–-------------ასთან, რათა გაერკვია, თუ რატომ ემუქრებოდა ოჯახის დანგრევით. საუბრისას ლ---–-------------ამ გაიწია რ----–------–----სკენ დასარტყმელად, მან ლ---–- ხელის კვრით მოიგერია. მოწმის განმარტებით ამ დროს ვ-----–-------------ა იყო გარეთ ბავშვებთან, ის სახლში ხმაურზე შევიდა. მოწმის განმარტებით ლ---–-------------ამ ნერვიულობის ნიადაგზე დაკარგა გონება, ვ-----–-------------ა მას ხელით არ შეხებია შესაბამისად, არც ხელზე შეხებია.
მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ ფაქტთან დაკავშირებით ვ-----–-------------ასთან ყოველთვის საუბრობს, ორივე დის მდგომარეობას განიცდის, მან ლ---–-------------ას ხელი ნამდვილად ჰკრა, ხოლო ვ-----–-------------ას, ლ---–-------------ასთან ფიზიკური შემხებლობა არ ჰქონია. მოწმის განმარტებით ის მეუღლეს დაშორდა ლ---–-------------ას მიერ მასზე გავრცელებული ჭორების გამო, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა ლ---–-------------ა მაინც ეცოდება.
სასამართლომ შეაფასა რა რ----–------–----ს ჩვენება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში მიიჩნევს, რომ მისი ჩვენება, რომლითაც უარყოფს ვ-----–-------------ას მხრიდან ლ---–-------------აზე ფიზიკურ ძალადობას არ უნდა იქნას გაზიარებული. სასამართლოს ამგვარი დასკვნის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ მისი ჩვენება წინააღმდეგობაშია ფაქტის შემსწრე სხვა მოწმეების ჩვენებებთან ამასთან ეს უკანასკნელი არის აშკარად დაინტერესებული პირი ვ-----–-------------ას სასარგებლოდ და გააჩნია პირადი ინტერესი ლ---–-------------ას მიმართ, რასაც თვითონვე ადასტურებს და განმარტავს, რომ მისი ოჯახის დანგრევას უკავშირებს უშუალოდ ლ---–-------------ას მიერ მასზე ცრუ ინფორმაციების გავრცელებას.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი ნ-----------–---ე, რომელმაც განმარტა, რომ 2----–-–----------- გამოძიება დაიწყო ვ-----–-------------ას მხრიდან ლ---–--------------აზე ოჯახური ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გთვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ გამოკითხული ჰყავს დაზარალებული ლ---–-------------ა, მოწმეები ელ--------–--–---ი, მ--–----------------, რ----–------–----, ჩატარებული აქვს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ამოღებული აქვთ ჭიქა, დანიშნული აქვს სამედიცინო ექსპერტიზა. მოწმემ განმარტა, რომ ის იყო აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მთავარი გამომძიებელი და მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება კანონიერია.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი ნ-----–-------------ა, რომელმაც განმარტა, რომ მას მონაწილეობა აქვს მიღებული ბრალდებულ ვ-----–-------------ას დაკავებაში. მოწმის განმარტებით ვ-----–-------------ას დაკავება მოხდა ოჯახური ძალადობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ღამის 01:30 საათზე. დაკავებისას ბრალდებულს თარჯიმნის მონაწილეობით განემარტა მისი უფლებები, შედგენილ იქნა დაკავების ოქმი, რაც თარჯიმნის მეშვეობით გაეცნო ბრალდებულს და გადაეცა ოქმის ასლი. მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება დაადასტურა.
ბრალდებულ ვ-----–- ი----------ას დაკავების ოქმის მიხედვით: 2018 წლის 17 მაისს, შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გამომძიებელ ნ----------–---–ს მიერ ქ------------–--------–-----–-------------------–- ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა - ვ-----–-------------ა, დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. ბრალდებულის დაკავებაში მონაწილეობას იღებდა ამავე განყოფილების გამომძიებელი ნ-----–-------------ა და თარჯიმანი ა----------------ა. ვ-----–-------------ა დაკავების შემდეგ გადაყვანილი იქნა შ-------------------------–--------------–--ს ადმინისტრაციულ შენობაში.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია 2018 წლის 17 მაისს შ-------------------------–--------------–--ს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ნ-----------–---ის მიერ, ქ-----------–------–-------------------–-. საგამოძიებო მოქმედების დაწყების დროა 2018 წლის 17 მაისის 01:25 საათზე და გრძელდებოდა 2018 წლის 17 მაისის 02:00 საათამდე. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდა ექსპერტები ი-----–--–-----------------------------–---–ი, ასევე თარჯიმანი ქ--------------–---. საგამოძიებო მოქმედების დროს გამოყენებულია ,,ნ-------“ ფირმის ფოტოაპარატი, შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა მესაკუთრის/მფლობელის თანხმობით. საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია ხელოვნური განათების პირობებში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებულია ჭიქა (ე.წ. კრუშკა). საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელს აწერენ მასში მონაწილე ექსპერტები ი-----–--–--------------------------–---–-, თარჯიმანი ქ--------------–---, ოქმის შემდგენი გამომძიებელი ნ------------–---ე, საგამოძიებო მოქმედების ოქმის ასლი გადაცემული აქვს ტოფჩიევა მალეიკას (მესაკუთრე/მფლობელი).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი ბ-------------–--ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 12 ივნისს გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც:
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტის მონაცემებით მოქ. ლ---–-------------ას 16.05.18წ. ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო 17.05.18წ. ობიექტური შემოწმებით - სხეულის ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება.
მოწმემ გარდა იმისა, რომ სრულად დაადასტურა დასკვნაში მითითებული გარემოებები დამატებით განმარტა, რომ ლ---–-------------ას ხელის თითების ფლანგებზე შეშუპება ან რეფლექსების დაქვეითება არ შეუნიშნავს. რეფლექსების შემოწმება მის მიერ არ მომხდარა, რადგან სამედიცინო კვლევა უკვე ჩატარებული იყო, მის მიერ მოხდა მხოლოდ დათვალიერება და სხვა დამატებითი კვლევის საჭიროება არ არსებობდა.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ც---------------------------------–----------–--------------------–------------------, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2----–-–--------------–-----–-------------------------- დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც: შ---------------------–-------------------–---–-----–------- ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოქ. ლ---–-------------ამ ამბულატორულად მიმართა კლინიკას 16.05.18წ. მოკლე ანამნეზი: უჩივის ტკივილს მარცხენა მტევნის არეში. პაციენტი ტრავმის მიზეზად ასახლებს ნათესავის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. კონსულტირებულია ორთოპედ-ტრავმატოლოგის მიერ. ჩაუტარდა მარცხენა მტევნის რენტგენოგრაფია - ტრავმული დაზიანება არ აღენიშნება. მარცხენა მტევანზე დაედო თაბაშირის ლონგეტი იმობილიზაციის მიზნით. გამოტანილია დიაგნოზი: მარცხენა მტევნის სახსრების ღრძობა და დაჭიმულობა. სამკურნალო შრომით რეკომენდაციებში მითითებულია მედიკამენტური დანიშნულება და ასევე ამბულატორული მეთვალყურეობა. თაბაშირის ლონგეტის ტარება 10-14 დღის განმავლობაში.
ო---------–-----------------------–---------–-----–------------------–--------------------–--ის დასკვნით ლ---–-------------ას ჩაუტარდა მარცხენა ხელის მტევნის კომპიუტერული ტომოგრაფია - მტევნის ძვლებში ტრავმული ცვლილებები არ ვლინდება.
შ---------------–---------------–ის“ საბურთალოს პოლიკლინიკის მიერ 29.05.18წ. გაცემული ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოქ. ლ---–-------------ამ ამბულატორიულად მიმართა პოლიკლინიკას 28.05.18წ. მოკლე ანამნეზი: ავადმყოფმა 16.05.18წ. მიიღო ტრავმა მარცხენა ზედა კიდურში. მიმართა ,,---------------–-“, სადაც გაუკეთდა რენტგენოგრაფია და დაესვა დიაგნოზი: მარცხენა მტევნის სახსრების ღრძობა და დაჭიმულობა. გაუკეთდა თაბაშირის ლონგეტით იმობილიზაცია 10 დღით ტრავმატოლოგის მიერ და დაენიშნა ამბულატორიული მკურნალობა. ავადმყოფი უჩივის ძლიერ ტკივილს მტევნის არეში (მარცხენა) II, III, IV თითებში მოძრაობა შეუძლებელია, თითები შესიებულია. ნევროლოგიური სტატუსი: მარცხენა II, III, IV თითების მოხრა და გაშლა შეუძლებელია, მგრძნობელობა მოშლილია V თითის ორივე ზედაპირზე, ასევე III და IV თითების შუა ფალანგის ჩათვლით, ორთავა და სამთავა კუნთის რეფლექსი მარცხნივ დაქვეითებული, სხივ-მაჯის რეფლექსის გამოკვლევა ვერ ხერხდება ლონგეტის გამო. ავადმყოფის მიმდინარეობა: მწვავე. დიაგნოზი: მარცხენა იდაყვის ნერვის ტრავმული ნეიროპათია (G56.2). ჩატარებული მკურნალობა: თაბაშირის ლონგეტი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები და სხვ. სამკურნალო შრომითი რეკომენდაციები: რეკომენდირებულია ტრავმატოლოგის და ნევროლოგის მეთვალყურეობით მკურნალობა 15-20 დღით. დაენიშნა: არასტეროიდული პრეპარატები, B ჯგუფის ვიტამინები, ქონდროპროქტექტორები, შემდეგ განმეორებითი კონსულტაცია.
29.05.18 მოქ. ლ---–- ი----------ა პირადი გასინჯვით ექსპერტიზის ცენტრში: მარცხენა ხელის მტევანი სხივ-მაჯის სახსრის ჩათვლით მოთავსებული აქვს თაბაშირის ლონგეტზე. მარცხენა ხელის მტევნის მე-2-3-4 მარჯვენასთან შედარებით შესიებულია. უჩივის მკვეთრ ტკივილს მტევანში.
ექსპერტი წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის და მოქ. ლ---–-------------ას პირადი გასინჯვის მონაცემებიდან გამომდინარე მივიდა შემდეგ დასკვნებამდე:
შედეგები : 1. 2. მოქ. ლ---–- ი----------ას პირველი სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა შ--------------------–--- გარდაბნის მრავალპროფილურ ცენტრში 16.05.18წ. კონსულტირებულია ტრავმატოლოგის მიერ და დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა მტევნის სახსრების ღრძობა და დაჭიმულობა. მარცხენა მტევანზე იმობილიზაციის მიზნით დაედო თაბაშირის ლონგეტი. 28.05.18წ. შ---------------–----------------–--“ საბურთალოს პოლიკლინაკაში ნევროლოგიური გამოკვლევით დაუდგინდა მარცხენა იდაყვის ნერვის ტრავმული ნეიროპათია. მიეცა რეკომენდაცია 15-20 დღის განმავლობაში მედიკამენტურ მკურნალობაზე, რის შემდგომ დაბარებულია განმეორებით კონსულტაციაზე.
29.05.18წ პირადი გასინჯვით მოქ. ლ---–-------------ას მარცხენა ხელის მტევანი იმობილიზირებულია თაბაშირის ლონგეტით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოქ. ლ---–-------------ას დაზიანება მიყენებული აქვს რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
დაზიანება ხანდაზმულობით შეეფარდება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (16.05.18).
მოწმემ გარდა იმისა, რომ სრულად დაადასტურა დასკვნაში მითითებული გარემოებები დამატებით განმარტა, რომ მან 2018 წლის 17 მაისს პირადად გასინჯა ლ---–-------------ა და მას ასევე ჰქონდა დამკვეთის (ადვოკატი თეიმურაზ მაგრაქველიძე) მიერ ლ---–-------------ას ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ცნობიდან ცალსახად ირკვეოდა, რომ ლ---–-------------ას აღენიშნებოდა ხელის მტევნის თითების შეშუპება და ტკივილის სინდრომი. ტრავმატოლოგმა გამოიტანა დიაგნოზი: ხელის მტევნის დაჭიმულობა და იმობილიზაცია თაბაშირის ლონგეტით. ამის შემდეგ ლ---–-------------ა გასინჯა ნევროლოგმა, რომლის დასკვნის თანახმად მას აღენიშნებოდა ნერვის დაზიანება, რასაც სჭირდება მედიკამენტური მკურნალობა, 21 დღეზე მეტი ვადით და განმეორებით გამოკვლევა, რის გამოც მივიდა დასკვნამდე, რომ მოქ. ლ---–--------------ას დაზიანება მიყენებული აქვს რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს.
მოწმემ ლ----------------–--------–-------------–------------------- ექსპერტ ბ-------------–--ის დასკვნასთან დაკავშირებით განმარტა, რომ კლინიკური გასინჯვის დროს დადგინდა იმ რეფლექსების არსებობა, რომელზეც მიუთითა მან და ამ შემთხვევაში ულტრაბგერითი გამოკვლევის საჭიროება არ არსებობდა. ასევ აღნიშნა, რომ ყველა რეფლექსების სიმულირება შეუძლებელია. იგივე ჯანმრთელობის ცნობა, წარდგენილი იქნა ბ-------------–--ესთან, რომელიც შემოიფარგლა მხოლოდ ტრავმატოლოგის დასკვნით და აღინიშნა, რომ სხვა დაზიანებები არ იყო. ასევე ა-–------------------ აღნიშნავს, რომ 2018 წლის ივნისის თვეში ლ---–-------------ას გასინჯვას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა, რადგან შესაძლოა ეს ჩივილები მე-15 დღეს გამქრალიყო.
ბრალდებულმა ვ-----–-------------ამ მის დასკვნით სიტყვაში კატეგორიულად უარყო ლ---–-------------აზე რაიმე სახით ძალადობის ფაქტი და განმარტა, რომ ის თავად იყო ძალადობის მსხვერპლი მისი ძმის ელ--------–--–---ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეო დისკი, სადაც ჩანს, როგორც ბრალდებული ვ-----–-------------ა, ასევე დაზარალებული ლ---–-------------ა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირებთან ერთად. თუმცა აღნიშნული ჩანაწერი არ ასახავს ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მომხდარ კონფლიქტს, ასევე საყურადღებოა, რომ ჩანაწერში ჩანს იატაკზე დავარდნილი დაზარალებული ლ---–-------------ა, თუმცა ჩანაწერში არ არის ასახული, თუ რამ გამოიწვია მისი იატაკზე დაცემა. თავად ვიდეო ჩანაწერი შედგება ორი ნაწყვეტისგან, რომელთა რიგითობა არეულია და სრულად არ ასახავს განვითარებულ მოვლენებს. ამდენად განსახილველ საქმესთან მიმართებით სასამართლო წარმოდგენილ ვიდეო ჩანაწერს ვერ გამოიყენებს, ვერც დაცვის და ვერც ბრალდების სასარგებლო მტკიცებულებად მასში შესაბამისი ინფორმაციის არ არსებობის გამო.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ვ-----–-------------ასათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.
პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ ვ-----–-------------ას მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ისეთი სახის სასჯელის დანიშვნით, როგორიცაა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით, რომელიც მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით უნდა ჩაეთვალოს მოხდილად.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ვ-----–-------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით;
ვ-----–-------------ას დაკავებასა და პატიმრობაში ყოფის ვადა (2018 წლის 17 მაისის 01:30 საათიდან 2018 წლის 21 ივნისის ჩათვლით) ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად;
ვ-----–-------------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ჭიქა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდა მის კანონიერ მფლობელს;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი