განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117001668740
საქმე №1/ბ-165-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივნისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ვერა დოლიძე (თავმჯდომარე)
მარინა სირაძე, თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ გ------- რ---–---–ის
გამართლებულის _ ნ---- ნ---–--ის
ადვოკატების _ ვ-–- ხ--------–---–ის, მ-----– მ------ის, პ----- ბ---–----ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ა------ ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორ ფ-------- ქ---–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) ნ---- ნ---–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), უმაღლესი განათლების მქონის, ქვრივის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ--------ში, გ--------ის ქუჩა №---–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ---- ნ---–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ჯ----– გ--------ემ, 2014-2015 წლებში, ქ--------ში საცხოვრებელი ბინებისა და ინვენტარის შესაძენად, ასევე ცალკეული სარემონტო სამუშაოების დასაფინანსებლად, ნ---- ნ---–--ეს და ზ------ მ--–----ეს რუსეთის ფედერაციიდან ქ--------ში, საბანკო გადარიცხვების გზით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადასცა 444 400 აშშ დოლარი, ხოლო პირადად ნ---- ნ---–--ეს გადასცა 20 000 აშშ დოლარი. მითითებულ პერიოდში ნ---- ნ---–--ემ და ზ------ მ--–----ემ, რომლებიც წინასწარ იყვნენ შეთანხმებული დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, მათ მართლზომიერ მფლობელობაში გადასული ჯ----– გ--------ის კუთვნილი ზემოაღნიშნული თანხის ნაწილი დიდი ოდენობით თანხა _ 18 000 (თვრამეტი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს, ხოლო დარჩენილი ნაწილი _ 164 400 ( ას სამოცდაოთხი ათას ოთხასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს.
ზემოაღნიშნულის გამო ნ---- ნ---–--ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენით:
ნ---- ნ---–--ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ნ---- ნ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 იანვრის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას მ----- ნ---–--ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული, ქ--------ში, რ---------–---------------–----–----–------------–---------------------------------------------------–---------------------------------------------------------------------------------) მდებარე უძრავი ქონების 20 000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
გამართლებულ ნ---- ნ---–--ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ნ---- ნ---–--ესა და ე----- გ--------ეს შორის სოციალური ქსელით განხორციელებული მიმოწერები, ჩაწერილი DVD დისკზე, მეხსიერების ბარათზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს _ უნდა დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა------ ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ფ-------- ქ---–----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ნ---- ნ---–--ის მიმართ გამამატყუნებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ---- ნ---–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
აპელანტის მითითებით, ფაქტია და დადგენი-–--, რომ ჯ----– გ--------ემ ნ---- ნ---–--ეს და ზ------ მ--–----ეს, ქ--------ში საცხოვრებელი ბინებისა და ინვენტარის შესაძენად, ასევე ცალკეული სარემონტო სამუშაოების დასაფინანსებლად, 2014-2015 წლებში მთლიანობაში გადასცა 464 400 აშშ დოლარი და ეს თანხა ნ---- ნ---–--ის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში იმყოფებოდა. თანხის დანიშნულება იყო მხოლოდ ზემოაღნიშნულ ობიექტებზე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების, საცხოვრებელი ბინების და ინვენტარის შეძენა. ნ---- ნ---–--ეს შესაძლებლობა ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზნებისათვის განე--რგა ხსენებული თანხა და, ბუნებრივია, უნდა ჰქონოდა თანხის ხარჯვის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციაც, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც 20 000 აშშ დოლარის გარდა მთლიანი თანხა ნ---- ნ---–--ეზე და ზ------ მ--–----ეზე ოფიციალურად საბანკო გადარიცხვების გზით იყო გადაცემული. ნ---- ნ---–--ემ და ზ------ მ--–----ემ, რომლებიც წინასწარ იყვნენ შეთანხმებული დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, მათ მართლზომიერ გამგებლობაში გადასული, ჯ----– გ--------ის კუთვნილი 464 400 აშშ დოლარიდან თანხის ნაწილი _ 18000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს, ხოლო დანარჩენი ნაწილი _ 164 400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს.
აპელანტის განმარტებით, მითვისებული 18000 აშშ დოლარი არის ის თანხა, რომელზეც ნ---- ნ---–--ე კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ, თითქოსდა, ჯ----– გ--------ის მითითებით სხვადასხვა დროს გადასცა თავის შვილს _ გ------- მ--–----ეს და მის მეუღლეს, მ----- ნ---–--ის შვილებს და ა.შ., რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან თავად ჯ----– გ--------ე თავის ჩვენებაში კატეგორიულად გამორიცხავს ამგვარ ფაქტს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ჩამოსვლის დროს ყოველთვის ჰქონდა საკმარისი თანხა და თუ ვინმესთვის თანხის ჩუქების სურვილი ჰქონდა, თავად ჩუქნიდა.
აპელანტი მიიჩნევს, რომ ნ---- ნ---–--ის მიერ 164 400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის მართლსწინააღმდეგოდ გაფლანგვის დასადასტურებლად საკმარისია საქმეზე მტკიცებულების სახით დართული შ--------------------ს აუდიტორული დასკვნა, აგრეთვე გამოძიების პროცესში ბრალდების მხარის ინიციატივით ჩატარებული საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები, რომლებითაც დადასტურებულია თუ რა ღირებულების სამუშაოები იქნა ჩატარებული, რა ღირებულების სამშენებლო და სარემონტო მასალა გაიხარჯა, რა ღირებულების ავეჯი თუ ელექტრო-ტექნიკა იქნა შეძენილი ნ---- ნ---–--ის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული თანხებიდან. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოძიებისათვის საინტერესო ობიექტებზე შესრულებული სარემონტო, მოპირკეთებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების საორიენტაციო ღირებულებამ შეადგინა 121 501,62 ლარი დღგ-ს გარეშე, 143 371,91 ლარი კი დღგ-ს გათვალისწინებით. საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნით კი შეძენილი ავეჯის და ელექტრო ტექნიკის ღირებულებამ შეადგინა 27 628 ლარი, საიდანაც მეტწილი თანხა გადახდი-–-- ჯ----– გ--------ის მიერ, რაც დადგენი-–-- ჯ----– გ--------ის, პ----- და ე--------–---–ების ჩვენებებით და ავეჯის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტებით. ამდენად, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებით დადგენი-–--, რომ სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების, ასევე ავეჯისა და ელექტრო ტექნიკის შესაძენად გახარჯულია 149 129 ლარი, რასაც ემატება ნ---- ნ---–--ის მიერ ჯ----– გ--------ისათვის შეძენილ ორ ბინაში გადახდილი 110 000 აშშ დოლარი და ამავე თანხიდან ჯ----– გ--------ის მიერ 85 000 აშშ დოლარად შეძენილი ორი ავტომანქანის ღირებულება. დარჩენილმა სხვაობამ შეადგინა ის თანხა, რაც ბრალდების შესახებ დადგენილებაშია მითითებული და რომლის მითვისებაში და გაფლაგვაში ედება ბრალი ნ---- ნ---–--ეს.
აპელანტის მოსაზრებით, ბრალდების მხარის პოზიციის დასასაბუთებლად, ნ---- ნ---–--ის და დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებების შესაფასებლად და სათანადო დასკვნებისათვის მნიშვნელოვანია ნ---- ნ---–--ესა და ე----- გ--------ეს შორის სოციალური ქსელის გამოყენებით განხორციელებული მიმოწერები, სადაც ნ---- ნ---–--ე აღიარებს გარკვეულ ფაქტებს. ერთ-ერთ წერილში ნ---- ნ---–--ე საუბრობს, რომ 300 000 აშშ დოლარი სად გახარჯა დაადასტურებს, თუმცა ამ დროისათვის მასზე და ზ------ მ--–----ეზე გადაცემული იყო სულ 464 400 აშშ დოლარი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მან არ იცოდა ჯ----– გ--------ის მიერ მიღებული თანხის ოდენობა და შესაბამისად, არ აწარმოებდა ხარჯთაღრიცხვას.
სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმეში არსებობს სხვა არაერთი მტკიცებულებაც, რომლებიც ერთობლიობაში ადასტურებენ ნ---- ნ---–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
სააპელაციო პალატის სხდომაზე, საქმის განხილვაში მონაწილე პროკურორმა გ------- რ---–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა ნ---- ნ---–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ვ-–- ხ--------–---–მა, მ-----– მ------ემ და პ----- ბ---–----ემ ითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა------ ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორ ფ-------- ქ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ნ---- ნ---–--ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებსაც ეფუძნება მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ვერ აკმაყოფილებს პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და საკმარისი არ არის დასკვნისათვის, რომ ნ---- ნ---–--ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ:
დაზარალებულ ჯ----– გ--------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ნ---- ნ---–--ე მისი დეიდაშვი-–--, რომელთანაც საკამაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა და ენდობოდა მას. 2014 წელს, როდესაც განიზრახა რუსეთიდან საქართველოში დაბრუნება და რუსეთში წარმოებული ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული შემოსავლის საქართველოში გადმოგზავნა, გადაწყვიტა თანხა დეიდაშვილების _ ნ---- და მ----- ნ---–--ეების და ნ----ს მეუღლის _ ზ------ მ--–----ეს სახელზე გადმოერიცხა, ამიტომ ის და მისი რამდენიმე ახლობელი, თითოეული დღეში 5000 დოლარის ოდენობით თანხას რიცხავდნენ დასახელებული პირების ანგარიშზე. სულ გადმორიცხული იქნა 444 400 აშშ დოლარი, რაც სრულად ინახებოდა ნ---- ნ---–--ის და ზ------ მ--–----ის საცხოვრებელ სახლში და აღნიშნულ თანხასთან უშუალო წვდომა და შეხება ჰქონდა ამ ორ ადამიანს. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გადაწყვიტა ქ--------ში შვილიშვილებისათვის შეეძინა ბინები. ნ---- ნ---–--ის უშუალო ჩარევით და რჩევით არჩევანი შეაჩერა ქ--------ში, რ---------–ის (იგივე ვ-–--ფ–----–-ს) ქუჩაზე მდებარე ბინაზე, რომელსაც მ----- ნ---–--ე ჰყიდდა და მან შეიძინა 90 000 დოლარად. როდესაც დღის წესრიგში დადგა ბინის გარემონტების საკითხი, ნ---- ნ---–--ემ მიუყვანა ხელოსნების ბრიგადა, უთხრა, რომ იყვნენ გამოცდილი, კარგი მოხელეები და ჩაატარებდნენ მისი ბინის სარემონტო სამუშაოებს. აღნიშნული ბრიგადის წევრებს, მიუხედავად მისი მოთხოვნისა, წარედგინათ ე.წ. „სმეტა“, ანუ შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, არასდროს უჩვენებიათ ასეთი დოკუმენტი, რაც ნ---- ნ---–--ემ იმით ახსნა, რომ რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოში ბინის რემონტისას მსგავს დოკუმენტებს მუშები არ ადგენდნენ. ხელოსნებთან უშუალო შეხება ჰქონდა მხოლოდ ნ---- ნ---–--ეს, ის ხელმძღვანელობდა სარემონტო სამუშაოებს და განაგებდა ამ სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ფულად თანხებს. აღმოჩნდა, რომ ის არაკეთილსინდისიერად სარგებლობდა ნდობით და ფლანგავდა მის მიერ მიბარებულ ფულს. შემდეგ იმავე ხელოსნებმა გაურემონტეს ხ--–--–---–ის ქუჩაზე მდებარე მეორე ბინაც და ხარჯთაღრიცხვა არც იქ გაუკეთებიათ. მიუხედავად ამისა, ენდობოდა ნ---- ნ---–--ეს და იმ ეტაპზე არ დაეჭვებულა მისი მხრიდან ფულის არამიზნობრივ ხარჯვაში. ამას მოჰყვა ქ--------–---ში მდებარე სახლის ფასადის და სასაფლაოების სარემონტო სამუშაოები. ყველა ამ სამუშაოს შესრულებისას ნ---- ნ---–--ე ახდენდა მუშებთან ანგარიშსწორებას, მის ხელთ არსებული თანხით ხდებოდა ასევე ბინისთვის აუცილებელი ინვენტარის და ავეჯის შეძენა. ნ----ს განკარგულებაში არსებული თანხიდან თავად გამოიყენა მხოლოდ 60 000 დოლარი ავტომანქანის შესაძენად. დაზარალებულ ჯ----– გ--------ის განმარტებით, საქართველოში ყოფნის დროს, ბინებისთვის აუცილებელ ინვენტარს ყიდულობდა თვითონ, მის ხელთ არსებული და არა ნ---- ნ---–--ისთვის გამორთმეული თანხით. მას ნ----ს შვილისთვის და ძმისშვილებისთვის ფული არასდროს უჩუქებია, არც ნ----სთვის უჩუქებია მანქანები და 50 000 დოლარი. ეს თანხა განკუთვნილი იყო ბინებსა და სხვა ობიექტებზე წარმოებული სარემონტო სამუშაოების დასაფინანსებლად, ასევე საჭირო ინვენტარის შესაძენად. ბოლოს, როდესაც ნ----ს მიერ დაქირავებულმა ხელოსნებმა დამატებით მოსთხოვეს თანხა შესრულებულ სამუშაოებში, რომელიც უკვე მიცემული ჰქონდა ნ---- ნ---–--ისთვის მათზე გადასაცემად, ეჭვი შეიტანა დეიდაშვილის კეთილსინდისიერებაში. ამის შემდეგ სპეციალისტებთან ერთად გადაამოწმა შესრულებული სამუშაოების მოცულობები, გამოითვალა სავარაუდოდ გადასახდელი თანხების ოდენობა და გაარკვია, რომ საკმაოდ დიდი ნაწილი მის მიერ ნ---- ნ---–--ისათვის გაგზავნილი თანხისა, არსად ჩანდა. ამიტომ დარწმუნებულია, რომ ნ---- ნ---–--ემ მიითვისა და არამიზნობრივად გამოიყენა მისი კუთვნილი ფულადი თანხა და ითხოვს მის დაბრუნებას.
მოწმე ე----- გ--------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ დაზარალებული ჯ----– გ--------ე და ბრალდებული ნ---- ნ---–--ე მისი ნათესავები არიან. ჯ----–ი წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და საქმიანობდა, ბოლოს კი საქართველოში დაბრუნება და აქ დაფუძნება გადაწყვიტა. შეიძინა ორი ბინა და ორივე გაარემონტა, ქ------–---ში მდებარე სახლშიც ჩაატარა რემოტი და ეზოს მოწყობის სამუშაოები, მოაპირკეთა ახლობლების სასაფლაოები. ნ---- ნ---–--ის რჩევით და დახმარებით მან ერთი ბინა შეიძინა ქ--------ში, ვ-–--ფ–----–-ს ქუჩაზე, ნ----ს ძმისგან _ მ----- ნ---–--ისგან 90 000 დოლარად. ბინის საყიდელი ფული ჯ----–მა რუსეთიდან გადმოაგზავნა საბანკო გზავნილებით, თუმცა, ვინაიდან, ერთბაშად დიდი თანხის გადმოგზავნა არ შეიძლებოდა და დღიური ლიმიტი მხოლოდ 5000 დოლარი იყო ერთ ადამიანზე, ჯ----–ს ეხმარებოდნენ ის (ე----- გ--------ე), შვილიშვილი ი---–-- გ--------ე, მისი დედა და ბებია, ასევე მეგობარი და დღეში 5000 დოლარს გზავნიდნენ ნ---- ნ---–--ის, მისი ძმის _ მ----- ნ---–--ის და მეუღლის _ ზ------ მ--–----ის სახელზე. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ გადმოგზავნილი იყო 395 000 დოლარი. გარდა ამისა, ქ--------ში შვილიშვილებთან ერთად ჩამოსულმა ჯ----– გ--------ემ ნ----ს მისივე სახლში ხელზე მისცა 20 000 დოლარი, რაც მან საკუთარი თვალით დაინახა. მ----- ნ---–--ისგან შეძენილი ბინის საფასურიდან 60 000 დოლარი მას რუსეთიდან გადმოურიცხა ჯ----–მა, ხოლო დარჩენილი 30 000 დოლარი, შეთანხმებისამებრ, ნ---- ნ---–--ემ დაუმატა, რომელმაც ამით წლების წინ ჯ----–ისგან აღებული სესხი დაფარა. გადმოგზავნილი თანხა ინახებოდა ნ----ს მეუღლესთან, მათ სახლში არსებულ სეიფში. ჯ----–მა მეორე ბინაც შეიძინა ქ--------ში 50 000 დოლარად, რომლის მისამართი არ ახსოვს. ორივე ბინაში რემონტი ჩაატარეს ნ----ს მიერ შერჩეულმა მუშებმა. ჯ----– გ--------ე ხშირად არ იმყოფებოდა საქართველოში და მუშებს არ დალაპარაკებია. სარემონტო სამუშაოებს მთლიანად ნ---- ნ---–--ე კურირებდა, დადიოდა მასალების შესაძენად და იხდიდა გაწეული მუშაობის საზღაურს. ჯ----–მა ასევე შეიძინა ორი მანქანა _ „--–----–ი“ 24-25 000 დოლარად და „-------------------“ 58-59 000 დოლარად. აღნიშნული მანქანები მან შვილიშვილებისთვის შეიძინა, თუმცა ნ---- ნ---–--ემ გადაიფორმა თავის სახელზე. გარდა ამისა, ჯ----–ის მითითებით და მისი თანხებით, ნ----ს მიერ დაქირავებულმა მუშებმა რესტავრაცია გაუკეთეს ქ--------–---ში მდებარე საგვარეულო სასაფლაოს, რომელიც მოაწყვეს და მოაპირკეთეს, ასევე იმუშავეს სახლის ეზოს მოწყობაზეც. 15 000 დოლარი ჯ----–მა მასაც მისცა სახლის გასარემონტებლად. ჯ----–ი ძალიან ენდობოდა ნ----ს და არასოდეს დაეჭვებულა მის ერთგულებაში. ეჭვი მხოლოდ მაშინ გაუჩნდა, როდესაც მუშებმა დამატებით მოსთხოვეს 2000 დოლარი, რადგან ნ----სთვის უკვე გადაცემული ჰქონდა მათი მუშაობის ასანაზღაურებელი თანხა. ამიტომ დაელაპარაკა მუშებს და გამოჰკითხა ყველაფერი, საუბარი ჰქონდა იგივე სახის სამუშაოებში გამოცდილ სხვა ხელოსნებთანაც, შეამოწმა საბანკო გზავნილების ოდენობა და აღმოაჩინა, რომ გადმოგზავნილი თანხების საკმაოდ სოლიდური ნაწილის ხარჯვაზე არაფერი იცოდა. მიუხედავად ჯ----–ის მოთხოვნისა, სახლების რემონტზე მომუშავე ბრიგადას არასოდეს წარუდგენია მისთვის გაწეული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა. ამის შემდეგ ჯ----–სა და ნ----ს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ნ----მ ვერ შეძლო დაერწმუნებინა იგი მის სახელზე გადმოგზავნილი და მის სახლში შენახული თანხის მიზნობრივად ხარჯვაში. ნ---- ნ---–--ე ირწმუნებოდა, რომ 50 000 დოლარი ჯ----–მა აჩუქა, თუმცა მისთვის ცნობი-–--, რომ ნ----ს პირად ანგარიშზე გადარიცხული ეს თანხა იყო არა საჩუქარი, არამედ სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილი თანხის ნაწილი.
მოწმე გ--–- გ--------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ მას ნათესაური კავშირი აქვს ჯ----– გ--------ესთან და ნ---- ნ---–--ესთან. ამ უკანასკნელმა შეაძენინა ჯ----–ს ბინები ქ--------ში და ხელმძღვანელობდა აღნიშნულ ბინებში ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებს, ასევე ქ--------–---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოს და საგვარეულო სასაფლაოების სარემონტო-მოსაპირკეთებელ სამუშაოებს. 2015 წლის მაისში, ქ--------–---ში მყოფმა ჯ----–მა მოისურვა საცხოვრებელი სახლის ფასადის გარემონტება და სთხოვა მისი სახლის ფასადის რემონტზე მომუშავე ხელოსნები მიეყვანა მასთანაც, რაც შეუსრულა და ბრიგადამ დაიწყო მუშაობა, თუმცა ყველა სამუშაოს ვერ ასწრებდნენ და იმ ბრიგადის მუშები დაახმარეს, რომელიც ნ----ს ჰყავდა დაქირავებული ბათუმის ბინების სარემონტო სამუშაოებზე. ერთ დღეს დაურეკა ჯ----– გ--------ემ და უთხრა, რომ ერთ-ერთი ხელოსანი, სახელად გ-------, დამატებით თანხას ითხოვდა, მაშინ, როცა მუშებისთვის გადასახდელი თანხა ნ----სთვის უკვე მიცემული ჰქონდა. ამის შემდეგ ჯ----–ს ეჭვები გაუჩნდა ნ----სთან დაკავშირებით. დაიბარა ხელოსნები და მოსთხოვა ხარჯთაღრიცხვის წარდგენა, მათ კი ხელნაწერი ე.წ. სმეტა აჩვენეს, სადაც ყველაფრის ფასი ხელოვნურად იყო გაბერილი. ამის შემდეგ ჯ----–ი აღარ ენდობოდა ნ----ს, რომელსაც მოსთხოვა ნაჩუქარი მანქანის და ბოლო პერიოდში „---------------------–-“ მისთვის გადარიცხული 50 000 დოლარის დაბრუნება.
მოწმე ი---–-- გ--------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ჯ----– გ--------ე მისი ბაბუაა, ნ---- ნ---–--ე კი ნათესავი. 2014-2015 წლებში, ბაბუის თხოვნით, ის, დედამისი და ბებიამისი მოსკოვიდან ფულად გზავნილებს რიცხავდნენ ნ---- ნ---–--ის სახელზე, დღეში 5000 დოლარის ოდენობით, რათა ქ--------ში შეეძინათ ბინები და ეწარმოებინათ სარემონტო სამუშაოები. ფულს თავად ჯ----– გ--------ეც რიცხავდა ნ----ს სახელზე იმავე დანიშნულებით და როგორც იცის, სულ 395000 დოლარია გადმორიცხული. ზუსტი თარიღი არ ახსოვს, მაგრამ ბინის შეძენამდე, ის ბაბუასთან, ძმასთან და მეგობარ გოგონასთან ერთად ქ.მოსკოვიდან ჩამოფრინდა ქ--------ში. ბაბუის თხოვნით, მოსკოვის აეროპორტში საათი უყიდეს საჩუქრად ნ---- ნ---–--ეს. მოსკოვის აეროპორტშივე ბაბუამ სამივე მათგანს 10-10 ათასი დოლარი გადასცა, რაც ზურგჩანთებში ჩაიდეს და საქართველოში ჩამოიტანეს. აეროპორტში დახვდათ ნ---- ნ---–--ე, რომელმაც ისინი სახლში წაიყვანა და გაუმასპინძლდათ. ნ----ს სახლში მისულებს ბაბუამ თანხის დაბრუნება სთხოვა. მანაც 30 000 დოლარი მაგიდაზე დაუდო ნ----ს გვერდით მჯდომ ჯ----– გ--------ეს. ამ თანხიდან 10 000 დოლარი ჯ----–მა აიღო, ხოლო დარჩენილი 20 000 დოლარი კი ნ----ს გადასცა. აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდა ნ----ს ძმა მ----- ნ---–--ე და მეუღლე _ ზ------ მ--–----ე. ამ დროს ე----- გ--------ე მათთან ერთად არ იმყოფებოდა. ამის შემდეგ წავიდნენ ქ------–---ში მანქანებით, რა დროსაც ნ---- და ზ------იც თან ახლდათ. მისთვის უცნობია ქ------–---ში ჩასვლის შემდეგ ზ------მა ის 20 000 დოლარი დაუბრუნა თუ არა უკან ჯ----– გ--------ეს. მოწმე ი---–-- გ--------ის განმარტებით, მან დაათვალიერა ვ-–--ფ–----–-ს ქუჩაზე მდებარე ბინა, რომელიც ძალიან მოეწონა, ვიდეოც გადაიღო და „იუთუბზე“ ატვირთა. როგორც ახსოვს, მათ მოუწიათ მოსკოვში ბილეთების გამოცვლა.
მოწმე პ----- მ----–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ჯ----– გ--------ე მისი ბიძა _ დედის ძმაა, ნ---- ნ---–--ეც ნათესავია. 2014 წლის დეკემბრის დასაწყისში ჯ----– გ--------ემ მოსკოვიდან დაურე--, რომ ჩამოდიოდა თბილისში, სადაც ნ---- ნ---–--ე უნდა დახვედროდა, რათა ბინისთვის საჭირო ნივთები შეეძინათ. თბილისში ჩამოსული ნ---- და ჯ----–ი მათთან მივიდნენ სახლში სტუმრად. აღმოჩნდა, რომ ნ----ს ნივთების შესაძენად საჭირო თანხა თან არ ჰქონდა, სახლში დამრჩაო უთხრა ჯ----–ს, რის გამოც ამ უკანასკნელმა უსაყვედურა, თუმცა თქვა, რომ თვითონ ჰქონდა ფული და მაინც იყიდდნენ ნივთებს. იგი გაჰყვა ნ----ს და ჯ----–ს მაღაზიაში, რა დროსაც ჯ----–მა თავისი ფულით შეიძინა შპალერი და კონციდიონერები. მეორე დღეს ავეჯის საყიდლად წასულებს მისი და _ ე--------–---–ი გაჰყვა, თვითონ კი მათ აღარ ხლებია.
ანალოგიური დაადასტურა მოწმე ე--------–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ 2014 წლის დეკემბერში, მოსკოვიდან თბილისში ჩამოსულ ბიძას _ ჯ----– გ--------ეს გაჰყვა ავეჯის საყიდლად, რა დროსაც თან ახლდათ ნათესავი ნ---- ნ---–--ეც. ჯ----–მა თავისი ფულით შეიძინა საძინებელი და სამეული და ტრანსპორტირების თანხაც თავად გადაიხადა.
მოწმე ჯ----– ნ---–--ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ნ---- ნ---–--ე მისი მამიდაა. ჯ----– გ--------ემ 2015 წლის დასაწყისიდან დაიწყო თანხების გადმოგზავნა რუსეთიდან ნ---- ნ---–--ის, მისი მეუღლის _ ზ------ მ--–----ის და მამამისის _ მ----- ნ---–--ის სახელზე გახსნილ ანგარიშებზე, რიცხავდა დღეში 5000 დოლარს. თანხებს ნ---- და მისი მეუღლე ინახავდნენ. როგორც იცის, სულ 400 000 დოლარამდე თანხაა გადმოგზავნილი. ჯ----– გ--------ემ მამამისისგან _ მ----- ნ---–--ისგან შეიძინა ბინა, მდებარე ქ--------ში, ვ-–--ფ–----–-ს ქუჩაზე, 85 000 ან 90 000 დოლარად. ბინის ფული ჯ----– გ--------ის მიერ გადმორიცხული თანხიდან ნ---- ნ---–--ემ ორ ეტაპად გადასცა მ----- ნ---–--ეს. იმ ბინის გვერდით, რომელიც ჯ----– გ--------ემ შეიძინა, მამამისსაც ჰქონდა ახალგარემონტებული ბინა, რომლის რემონტი მოეწონა ჯ----–ს და სთხოვა მისთვისაც გაეცნოთ რემონტის მწარმოებელი ხელოსნები. მართლაც გააცნეს ისინი, ჯ----–ი მოელაპარაკა მათ და შეთანხმდნენ, რომ იგივე ბრიგადა გააკეთებდა მისი ბინის რემონტს. იმის გამო, რომ ფული ნ----სთან ინახებოდა, ხელოსნებს ის უსწორებდა ანგარიშს. ჯ----–ი მთელ სანათესაოს პატივს სცემდა და ხშირად ჩუქნიდა ფულს. მასაც აჩუქა 1000 დოლარი, როდესაც შეიტყო, რომ ცოლთან ერთად თურქეთში აპირებდა გამგზავრებას, კერძოდ, ზ------ მ--–----ეს სახლიდან გამოატანინა ფული და გადასცა ეზოში მყოფ ცოლ-ქმარს. ამის შემდეგ, კიდევ აჩუქა 2000-2000 დოლარი მათ და ასევე მის ძმას და რძალს. ნ---- ნ---–--ემ კონვერტებში მოთავსებული თანხები სათითაოდ გადასცა ოთხივე მათგანს ჯ----–ის თანდასწრებით. სხვა დროსაც უჩუქებია მისთვის ჯ----– გ--------ეს უფრო მცირე ოდენობის თანხები _ 100, 200, 300 დოლარი. ფულს ჩუქნიდა მ----- ნ---–--ესაც, რომელსაც ასევე უყიდა ავეჯი, სამეული, ტელევიზორი და სხვადასხვა ნივთები. ნ---- ნ---–--ეს მოუწყო ეზო და გაუკეთა სამზარეულო, აჩუქა მანქანა „---------------ი“, მისი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი კი ნათესავისთვის _ ე----- გ--------ისთვის მიაცემინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ნ----ს ისევ უყიდა მანქანა, ამჯერად „--–----–ის“ მარკის, „კია“ კი მ----- ნ---–--ეს გადაულოცა. მოწმე ჯ----– ნ---–--ის განმარტებით, დედამისის მკურნალობის ხარჯები ჯერ ქ.თბილისში, ხოლო შემდეგ თურქეთის რესპუბლიკაში სრულად დაფარა ნ---- ნ---–--ემ იმ ფულიდან, რომელიც ჯ----– გ--------ემ აჩუქა მას. ეს იყო ნ----ს პირად ანგარიშზე გადარიცხული 50 000 დოლარი. თავდაპირველად, როდესაც დედის მოულოდნელი ავადმყოფობით შეძრწუნებული ოჯახი სამკურნალო სახსრებს ეძებდა და ბანკიდან სესხის გამოტანას აპირებდა, ჯ----– გ--------ემ დაამშვიდა ყველა და უთხრათ, რომ ნ----სთვის ნაჩუქარი ჰქონდა 50 000 დოლარი, გამოეყენებინათ ის ფული და რაც საჩუქარს დააკლდებოდა, ისევ შეუვსებდა ნ----ს. შესაბამისად, ქ.თბილისში მკურნალობის თანხა, დაახლოებით 7000 დოლარის ფარგლებში, ასევე თურქეთში ჩატარებული მკურნალობის საფასური, დაახლოებით 12 ათასი დოლარი, სრულად ნ----მ გადაიხადა ჯ----– გ--------ის მიერ ნაჩუქარი ფულიდან. ეს უკანასკნელი სხვა ნათესავებსაც ეხმარებოდა, ავადმყოფი ბიძაშვილისთვის _ თ------ გ--------ისთვის მიაცემინა ნ----ს ფული, ბათუმიდან ქ------–---ში ექიმები ჩააყვანინა და წამლები აყიდინა.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა და იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე დ----- ნ---–--ემ.
მოწმე ე------ ა------–--ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ის არის ხელოსანი. ქ--------ში, ვ-–--ფ–----–-ს ქუჩაზე მდებარე მ----- ნ---–--ის კუთვნილ ბინაში მან და მისი ბრიგადის წევრებმა ჩაატარეს სარემონტო სამუშაოები. როგორც შემდეგ შეიტყო, ამ ბინაში გაკეთებული რემონტი მოსწონებია ბინის მეპატრონის ნათესავს, ჯ----– გ--------ეს, რომელსაც გამოუთქვამს მათთან შეხვედრის სურვილი. როდესაც დაურეკეს და შეხვედრა თხოვეს, მაშინ გაიცნო ჯ----– გ--------ე და ნ---- ნ---–--ე. მათთან ერთად ავიდა ბინაში და მოილაპარაკეს. შეთანხმების პირობები მისაღები აღმოჩნდა ორივე მხარისთვის და ერთად დაგეგმეს სარემონტო სამუშაოები, რის შემდეგაც დაიწყეს მუშაობა. შესრულებული სამუშაოების პარალელურად სამ ეტაპად მიიღო თანხა, სულ 25000 დოლარის ოდენობით. პირველად, როდესაც იმ ეტაპზე აუცილებელი სამუშაოების ხარჯთარღიცხვა შეადგინა, მივიდა ნ---- ნ---–--ის სახლში, სადაც ერთად იმყოფებოდნენ ნ---- და ჯ----–ი. აჩვენა მათ ხარჯთაღრიცხვა და ჯ----–ის მითითებით, ნ----მ გამოიტანა 10 000 დოლარი, რომელიც მას გადასცა. იგივე განმეორდა მეორე და მესამე ჯერზეც. აღნიშნულის შემდეგ, ჯ----– გ--------ემ კიდევ ერთი ბინის რემონტი სთხოვა. აღნიშნული ბინა ხ--–--–---–ის ქუჩაზე მდებარეობდა. პირველი ბინისგან განსხვავებით, ჯ----– გ--------ემ შედარებით ნაკლები ხარისხის და ფასის მასალებით მოინდომა ამ ბინის გაკეთება. ვ-–--ფ–----–-ს ქუჩაზე მდებარე ბინაში კი ყველაფერი უმაღლესი ხარისხის და საკმაოდ ძვირადღირებული იყო. მეორე ბინის სარემონტო სამუშაოებში სულ მიიღო 17 000-დან 20 000 დოლარამდე. ამის შემდეგ ჯ----–მა ქ--------–---ში მდებარე სახლის ეზოს მოპირკეთება დაავალა. უშუალოდ მასთან ერთად შეიძინეს ყველა მასალა, 16 000 დოლარამდე დაჯდა ეს სამუშაო. ასევე ჩაატარეს ჯ----–ის ნათესავების და მეგობრის საფლავების რემონტი, რისმა ღირებულებამაც 10 000 დოლარზე მეტი შეადგინა. ჯ----–ი არასოდეს გამოთქვამდა უკმაყოფილებას მისი ბრიგადის მიმართ, ყოველთვის აქებდა მათ, მადლობას უხდიდა და საჩუქრებს ჩუქნიდა. რემონტთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებებს იგი თავად იღებდა. რაც შეეხება ნ---- ნ---–--ეს, ის იყო ჯ----–ის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც ჯ----–ის მითითებებით მოქმედებდა. ამ უკანასკნელის საქართველოში არყოფნისას, ნ---- ყველა გასარკვევ საკითხს მას ატყობინებდა ტელეფონით და უთანხმებდა.
მოწმე ს---–--- დ--------–--ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ის არის ხელოსანი და მუშაობს სახლის სარემონტო სამუშაოებზე. მასთან ერთად მუშაობენ ე------ ა------–--ე და რ----–-- დ--------–--ე. 2014 წლის ზაფხული ან შემოდგომის დასაწყისი იქნებოდა, როდესაც ნაცნობმა, ჯ----– გ--------ის დისშვილმა, რომლის სახელსაც ვერ იხსენებს, დაურეკა ტელეფონზე და შესთავაზა ბიძამისის ბინაში რემონტის გაკეთება. მანამდე მათ ბინა გაურემონტეს მ----- ნ---–--ეს. ნ---- ნ---–--ე და ჯ----– გ--------ე პირველად რომ ნახა, უკვე ჯ----–ის ბინაში იყო და სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა. უფრო ადრე ჯ----–თან წარმოებულ მოლაპარაკებას არ დასწრებია. ჯ----–ის სურვილი იყო გაეკეთებინათ უმაღლესი ხარისხის ევრორემონტი. პირველადი სამუშაოები ჩამოწერეს, გააკეთეს ხარჯთაღრიცხვა და აჩვენეს ნ---- ნ---–--ის სახლში მყოფ ჯ----– გ--------ეს. ნ----მ გამოიტანა ფული, როგორც ახსოვს, 10000 დოლარი და ჯ----– გ--------ის თანდასწრებით გადასცა ე------ ა------–--ეს. ასე მოხდა მეორე და მესამე ჯერზეც. სულ 22000 დოლარამდე მიიღეს. ნ---- და ჯ----–ი ერთად დადიოდნენ ბინისთვის საჭირო ინვენტარის შესაძენად, ერთად შეიძინეს კაფელ-მეტლახი, ინვოისი მას მისცეს და ნახა, რომ ეს ნივთები მაღაზია „-------–-- ჰქონდათ ნაყიდი. საერთოდ ჯ----–ი ამ ბინისთვის ყველაფერს უმაღლესი ხარისხის და ძალიან ძვირადღირებულს ყიდულობდა. როგორც ახსოვს, ინვოისის თანახმად, ონკანში გადახდილი ჰქონდა 1200 ლარამდე, უნიტაზში _ 1800 ლარამდე, ხოლო სამზარეულოს ონკანში _ 800 ლარამდე. ბინის რემონტი დაასრულეს 2014 წლის დეკემბერში, რის გამოც ჯ----–მა მადლობა რესტორან „--------–--–-------–-“ გადაუხადათ. ამის შემდეგ ჯ----–ის თხოვნით რემონტი გააკეთეს მის მეორე ბინაშიც, რომელიც ხ--–--–---–ის ქუჩაზე მდებარეობდა. ამ შემთხვევაშიც ხარჯთაღრიცხვას ადგენდნენ, აჩვენებდნენ ჯ----– გ--------ეს და ნ---- ნ---–--ეს და ეტაპობრივად იღებდნენ ანაზღაურებას. სამუშაოების შესრულების პროცესს კონტროლს უწევდნენ როგორც ნ----, ასევე ჯ----–ი. მეორე ბინის რემონტში სულ 20000 დოლარამდე თანხა მიიღეს და 2015 წლის თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში ამ ბინის რემონტიც დაასრულეს. ამის შემდეგ ჯ----– გ--------ემ ქ--------–---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოს რემონტი და „ედემის ბაღად“ გადაქცევა დაავალათ. სამუშაოები სულ 15 000 დოლარი დაჯდა. მერე კი საგვარეულო სასაფლაოს და მეგობრის საფლავის გამაგრებითი და სარემონტო სამუშაოები ჩაატარებინათ. სულ დაახლოებით 55 000 დოლარამდე თანხა მიიღეს ჯ----– გ--------ისაგან, რაშიც სასაფლაოს სარემონტო სამუშაოების თანხა არ შედიოდა. იყო შემთხვევები, როდესაც ჯ----– გ--------ე უკვე გაკეთებულს ანგრევინებდათ, გადაკეთებას ავალებდათ, რაც კიდევ დამატებით სახსრებთან იყო დაკავშირებული. მას არასდროს გამოუთქვამს უკმაყოფილება მათ მიერ ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით და სულ მადლობას უხდიდათ. ერთხელ ჯ----–მა უთხრა, რომ ნ----ს ფული აჩუქა სახლის და ეზოს მოსაწყობად. მისი თანდასწრებით ნ----ს მეუღლეს _ ზ------ მ--–----ეს ეუბნებოდა, რომ ნ----სთვის ახალი სამზარეულო და ეზო დაეხვედრებინათ.
მოწმე ი-–-- ყ-----–-–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ნ---- ნ---–--ე მისი მეზობელია, თუმცა განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა ერთმანეთთან არასდროს ჰქონიათ. იგი მუშაობდა ავტომანქანების მაღაზიაში, სადაც ერთ დღეს, ნ---- და მისი მეუღლე ზ----- მივიდნენ ასაკოვან მამაკაცთან ერთად. გაესაუბრა მათ და დახმარება შესთავაზა. აღმოჩნდა, რომ ასაკოვანი მამაკაცი ნ----ს დეიდაშვილი იყო და სურდა მისთვის მანქანა ეჩუქებინა. შეარჩიეს „-----------------ი“ და გააფორმეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია. მან ვერ მოითმინა და შეაქო ეს მამაკაცი _ რა კარგი ადამიანი ხართ, დეიდაშვილს მანქანას რომ ჩუქნითო. ამის შემდეგ გავიდა რამდენიმე წელი და ისევ მივიდნენ იგივე პირები მაღაზიაში. ისევ ახალი მანქანის ყიდვა უნდოდა დეიდაშვილს ნ----სთვის. მოეწონათ „--–----–ის“ მარკის ავტომანქანა და გადაწყვიტეს შეძენა. ხსენებულმა მამაკაცმა ნ----ს უთხრა _ ძველი მანქანა შენს ძმას მივცეთ, ეს კი შენი იყოსო. მოწმე ი-–-- ყ-----–-–---–ის განმარტებით, მის გაკვირვებას და აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა, რადგან არასდროს გაუგია ვინმეს ორი მანქანა ეჩუქებინა დეიდაშვილისთვის. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით დაამახსოვრდა ეს ფაქტი.
მოწმე მ------- დ-------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ მეგობრობს ნ---- ნ---–--ესთან და საკმაოდ ხშირად სტუმრობს მას. იცნობს ნ----ს დეიდაშვილს ჯ----– გ--------ეს, რომელიც ყოველ დილით ქ------–---იდან ჩამოდიოდა ნ----სთან და დილის ყავას მის სახლში მიირთმევდა. ხშირად ხვდებოდა მას ნ----სთან სტუმრობისას. ჯ----–ის ფულადი გზავნილების ასაღებად ბანკში წასულ ნ----ს რამდენჯერმე თავადაც ახლდა და ნ----სთან ერთად იდგა რიგში. ზოგჯერ ნ----ს მეუღლე მიდიოდა ბანკში იმავე მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ნ---- ავადაა, თავის ძლიერი ტკივილები აქვს და არ არის მისთვის იოლი აქეთ-იქეთ სიარული, იგი სულ თან დაყვებოდა ჯ----– გ--------ეს, ეხმარებოდა ყველაფერში, უვლიდა და ანებივრებდა. თურქეთში თეთრეულის საყიდლად წასულ ჯ----–ს ნ----ც გაჰყვა და ისიც (მ------- დ-------ე) გაიყოლა. ჯ----–მა ბალიშები, საბნები, პირსახოცები და თეთრეული იყიდა. მისი საქართველოში არყოფნისას ნ---- იხდიდა მის გადასახადებს. ნ---- და ჯ----–ი ერთად დადიოდნენ ჯ----–ის ბინების სარემონტო სამუშაოების დროს საჭირო ნივთების და ინვენტარის შესაძენად. როდესაც ზ------ მ--–----ე სამსახურში მიდიოდა, სეიფში შენახულ ფულს მაგიდაზე ტოვებდა და ნ---- და ჯ----–ი გადიოდნენ მაღაზიებში. სახლში მოსულები მისი თანდასწრებით ყვებოდნენ შენაძენის შესახებ და ისმენდა, რომ ყველა ნივთს ძალიან ძვირადღირებულს ყიდულობდა ჯ----– გ--------ე. ის მხოლოდ „დუტი ფრიში“ ნაყიდ სიგარეტს ეწეოდა, ამიტომ რამდენჯერმე, ნ----ს თხოვნით, თავის შვილთან ერთად სარფში წავიდა და საზღვარზე მდებარე „დუტი ფრიში“ სიგარეტები უყიდა ჯ----–ს. ამ უკანასკნელმა სხვა ნათესავებთანაც რამდენჯერმე გაატანა ნ----ს ფული მისი თანდასწრებით. მოწმის განმარტებით, ჯ----–ი ნ----ზე ამბობდა ხოლმე _ გავაწვალე ეს გოგოო და თავადაც ცდილობდა პატივი ეცა მისთვის. მანქანა უყიდა და 50 000 დოლარი ჩაურიცხა ანგარიშზე საჩუქრად, რის თაობაზეც პირადად ნ----სგან იცის. იმ დროს, როდესაც ნ---- თბილისში სამკურნალოდ წასულ ავადმყოფ რძალს ახლდა, ჯ----–მა ეზო მოუპირკეთა, ყვავილები დაურგო, სახლის ფასადი შეუღება და ახალი სამზარეულო გაუკეთა. მასაც, როგორც ნ----ს ახლობელს, დაბადების დღეზე ნ----ს ხელით 100 დოლარი აჩუქა, რის გამოც დაურეკა და მადლობა გადაუხადა. ჯ----–მა თავის დაბადების დღეზეც დაპატიჟა, სადაც ხელოსნებიც იყვნენ მიწვეული მეუღლეებთან ერთად და იგი მათ მადლობას უხდიდა. თავად არის შემსწრე ასევე იმ მომენტის, როდესაც ბინის სარემონტო სამუშაოებისას ნ----ს სახლში მისულ ე------ ა------–--ეს ჯ----–ის თანდასწრებით ზ------ მ--–----ემ გამოუტანა და გადასცა თანხა.
მოწმე ნ------- გ-------–--ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ჯ----– გ--------ესთან და ნ---- ნ---–--ესთან ნათესაური ურთიერთობა აქვს. ჯ----–ი მასაც ჩუქნიდა ფულს სხვა ნათესავების მსგავსად. ხან თვითონ აძლევდა 200-300 დოლარს, ხან მის მიერ გაგზავნილ თანხას ნ---- ნ---–--ე გადასცემდა. ასეთ დროს ყოველთვის ურე--ვდა და მადლობას უხდიდა ჯ----–ს, რომელსაც სულ დაახლოებით 1000 დოლარამდე თანხა აქვს მისთვის ნაჩუქარი.
მოწმე ნ----- წ---–-----ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ მუშაობს „-------------------–-“ კლიენტთა მრჩევლად. უშუალოდ მან განახორციელა ჯ----– გ--------ის მიერ ნ---- ნ---–--ის ანგარიშზე თანხის _ 50000 დოლარის გადარიცხვის ოპერაცია. ნ---- და ჯ----–ი ერთად იმყოფებოდნენ ბანკში და საუბრობდნენ, მაგრამ მათი საუბრის შინაარსი არ ახსოვს. ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს იყო თუ არა ნათქვამი ამ თანხის ჯ----– გ--------ის მიერ ნ---- ნ---–--ისთვის ჩუქების თაობაზე.
მოწმე მ----- ნ---–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ნ---- ნ---–--ე მისი დაა, ჯ----– გ--------ე კი დეიდაშვილი. 2014 წლის ივლისიდან ჯ----– გ--------ე მოსკოვიდან აგზავნიდა ფულს საბანკო გადარიცხვებით, დღეში 5000 ლარის ოდენობით, მისი, ნ----ს და ამ უკანასკნელის მეუღლის _ ზ------ მ--–----ის ანგარიშებზე. ბანკიდან გამოტანილი თანხა ზ------ მ--–----ის სეიფში ინახებოდა. აგვისტოს თვეში ჯ----–ი შვილიშვილებთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. იგი ბათუმის აეროპორტში დახვდა სტუმრებს ნ----სთან და ზ------თან ერთად. ყველანი წავიდნენ ნ----ს სახლში, სადაც ისადილეს. ჯ----–მა თავის შვილიშვილს, ი---–--ს ფულის ორი შეკვრა გამოართვა, არ დაკარგოთო და ზ------ს მიაწოდა, მანქანის წინა სათავსოში ჩადეო. ზ------მა კი უთხრა, რომ სათავსო არ იკეტებოდა და თვითონ შეინახავდა. ამის შემდეგ წავიდნენ ქ------–---ში, სადაც ზ------მა ეს თანხა უკან დაუბრუნა ჯ----–ს. მოწმის განმარტებით, ჯ----– გ--------ემ ბინა შეიძინა მისგან, რომელსაც 120 000 დოლარად ჰყიდდა, მაგრამ მას, როგორც ახლობელს, 90 000 დოლარად დაუთმო. ჯ----–ი ხშირად უკეთებდა საჩუქრებს ახლობლებს, მათ შორის, მას და მისი ოჯახის წევრებსაც. ნ----ს ხელით ჯერ 1000, შემდეგ კი 5000 დოლარი გადასცა _ საძინებელი შეცვალე ამ ფულით, თავის დროზე დეიდას (მ----- ნ---–--ის დედას) დავპირდი ამას და ვერ შევუსრულეო. მის ორ შვილს და მათ მეუღლეებს, თითოეულს 2000-2000 დოლარი აჩუქა. იგი ყოველ ჯერზე მადლობას უხდიდა ჯ----–ს და ცდილობდა თავადაც ეცა მისთვის პატივი. მისი მეუღლის ავადმყოფობის დროს მკურნალობის ხარჯებს ჯ----–ის მიერ ნაჩუქარი ფულიდან ნ---- ნ---–--ე იხდიდა. იყო შემთხვევა, როდესაც ე----- გ--------ეს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, პრობლემა შეექმნა ვიზასთან დაკავშირებით და ვერ ახერხებდა საქართველოში ჩამოსვლას. ამიტომ ჯ----–ის თხოვნით, მან მოწვევა გაუგზავნა ე-----ს და ჯ----–ის ფულიდან 2500 დოლარი ანგარიშზე დადო, რათა ვიზის პრობლემა მოგვარებულიყო. მოგვიანებით ეს თანხა გამოიტანა ანგარიშიდან და დაუბრუნა ჯ----–ს, რომელმაც იქედან 100 დოლარი საჩუქრად დაუტოვა.
მოწმე გ------- მ--–----ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ის ნ---- ნ---–--ის შვილია. მისთვის ცნობილია მოსკოვიდან ჯ----– გ--------ის მიერ მისი მშობლების და ბიძის _ მ----- ნ---–--ის სახელზე გადმოგზავნილი თანხების შესახებ, რომელსაც მამამისი, ზ------ მ--–----ე ინახავდა მათ საცხოვრებელ სახლში, რკინის სეიფში. ჯ----–მა მ----- ნ---–--ისგან შეიძინა ბინა ქ--------ში 90 000 დოლარად, საიდანაც 60 000 დოლარი თვითონ გადაუხადა, ხოლო 30 000 დოლარი მისმა მშობლებმა _ ნ---- ნ---–--ემ და ზ------ მ--–----ემ, რომლებსაც ჯ----– გ--------ისგან წლების წინ სესხი ჰქონდათ აღებული და ეს ვალი დაუფარეს. ჯ----–მა ნ----ს უყიდა ავტომანქანა „---------------ი“, ზ------ მ--–----ის „მერსედესი“ კი ე----- გ--------ისთვის მიაცემინა. შემდეგ ისევ ახალი, „--–----–ის“ მარკის ავტომანქანა უყიდა ნ----ს, „---------------ი“ კი მ----- ნ---–--ეს მისცა. ჯ----–მა 50 000 დოლარი აჩუქა ნ----ს, რის თაობაზეც იცის როგორც ამ უკანასკნელისგან, ისე ჯ----–ი გ--------ისგან, რომელიც ამბობდა, რომ ნ---- მეტ პატივისცემასაც იმსახურებდა მისგან. დედამისი ყველაფერში ეხმარებოდა თავის დეიდაშვილს, ასრულებდა ყველა მის სურვილს და დავალებას, მათ მუდმივი კონტაქტი ჰქონდათ ერთმანეთთან და საუკეთესო ურთიერთობებში იყვნენ. ჯ----– გ--------ე მხოლოდ „დუტი ფრიში“ შეძენილ სიგარეტს ეწეოდა, ამიტომ რამდენჯერმე გადავიდა მეგობრებთან ერთად თურქეთში, რომ საზღვარზე მდებარე „დუტი ფრის“ მაღაზიაში სიგარეტი შეეძინა მისთვის. როდესაც დაქორწინდა, ჯ----–ისგან 5000 დოლარი მიიღო საჩუქრად, რომელიც დედამ გადასცა. შვილი რომ შეეძინა, კიდევ 2000 დოლარი აჩუქა მან, რის გამოც დაურე-- და მადლობა გადაუხადა.
საქმეში წარმოდგენილი, შპს „----------------- მიერ ჯ----– გ--------ის დაკვეთით მომზადებული დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის თანახმად, ქ--------ში, შ----------–--–---–---------------–----------------------------------ში და შ-----------------–------------------------–---------–-, ქ--------–---ში, თ---–---------------–- და თ------------------–- მდებარე საცხოვრებელი ბინების; სოფელ ხ--–-----ში და სოფელ ფ-------ში მდებარე სასაფლაოების სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოებზე, ასევე ავეჯის შეძენა-დამზადებასა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენაზე გაწეულმა დანახარჯებმა შეადგინა სულ 149 599.34 ლარი. დასკვნის თანახმად, დამკვეთის მიერ აუდიტორული ფირმის სპეციალისტებზე მიწოდებული იქნა სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოებზე საორიენტაციო, მიახლოებითი, ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვები, ინფორმაციები შესრულებული სამუშაოებისა და შესაფასებლად წარდგენილი ქონების ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლების შესახებ. პასუხისმგებლობა მიწოდებული ინფორმაციის სრულყოფილებასა და სისწორეზე ეკისრებოდა დამკვეთს.
მოწმე გ---- მ--–----ემ აჩვენა, რომ იგი მუშაობდა მიწვეულ ექსპერტად შპს „----------------ში. მის მოვალეობას წარმოადგენდა შესრულებული სამუშაოების აღწერა, აზომვითი ნახაზების და ხარჯთაღრიცხვის შედგენა. 2015 წლის 26 აგვისტოს მიიღეს შეკვეთა ჯ----– გ--------ისგან ექსპერტიზის ჩატარებაზე, რის საფუძველზეც ექვსი ობიექტი აღწერა, აზომა, დაასურათა და შეადგინა ხარჯთაღრიცხვა საორიენტაციო-მიახლოებითი მეთოდით. შეხვდა ორივე მხარეს, გამოჰკითხა თუ სად და რა ფასად შეიძინეს ესა თუ ის კონკრეტული ნივთი. რაზეც ვერ უპასუხეს, თავად მოიძია ინფორმაცია ფასთა კრებულის მიხედვით, საბაზრო ფასებით. მოწმის განმარტებით, უფრო ითვალისწინებდა დამკვეთის მიერ ზეპირად მიწოდებულ ინფორმაციას, ვიდრე იმავე საკითხთან დაკავშირებით მეორე მხარის განმარტებებს. ხარჯთარღიცხვა წარუდგინა დამკვეთს, რომელმაც დააკორექტირა და ამოიღო უშუალოდ მის მიერ შეძენილი საგნების ფასები. ექსპერტიზა არ მოიცავდა ავეჯის ღირებულებას, ეს საკითხი არ შედიოდა მის კომპეტენციაში. შეადგინა მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვა, გაითვალისწინა უშუალოდ შემოწმების პერიოდში არსებული ფასები.
ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2016 წლის 22 ივლისის №0-------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე დამკვეთის მიერ წარდგენილი: ა) ქ--------ში, ვ-–--ფ–----–-ს ქ.№------------–- არსებული ტექნიკის (1.მაცივარი BOSCH, 2.ტელევიზორი PHIlIPS, 3.ტელევიზორი SAMSUNG, 4.ტელევიზორის საკიდი _ 2 ცალი /რომელთა საბაზრო ღირებულების იდენტიფიცირება ვერ მოხდა/, 5.გამწოვი gorenje, 6.გაზქურის ზედაპირი gorenje, მიკროტალღური ღუმელი BOSCH) მთლიანი საბაზრო ღირებულება 2015 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით ჯამში შეადგენს 7538 ლარს; ბ) ქ--------ში, ვ-–--ფ–----–-ს ქ.№------------–- არსებული ავეჯის (1.სამზარეულოს ავეჯი, 2.შესასვლელის სათავსოს ავეჯი, 3.საძინებლის ავეჯი, 4.მაგიდა, 5.სკამები - 6 ცალი, 6.სამეული) საბაზრო ღირებულება ჯამში შეადგენს 8260 ლარს; გ) ბათუმში, კ-----–-------------ს“ მოპირდაპირედ, შ----------–--–---–---------------–---------------------------------ბ-ში არსებული ტექნიკის (1.მაცივარი BOSCH, 2.ტელევიზორი SAMSUNG, 3.ტელევიზორი SONY, 4.ტელევიზორის საკიდი _ 2 ცალი /რომელთა საბაზრო ღირებულების იდენტიფიცირება ვერ მოხდა/, 5.გაზქურის ზედაპირი BOSCH, 6.გამწოვი,) მთლიანი საბაზრო ღირებულება 2015 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით ჯამში შეადგენს 3730 ლარს; დ) ბათუმში, კ-----–-------------ს“ მოპირდაპირედ, შ----------–--–---–---------------–---------------------------------ბ-ში არსებული ავეჯის (1.სამზარეულო ავეჯი, 2.საძინებლის ავეჯი, 3.საძინებლის ავეჯი, 4.მაგიდა, 5.სკამები - 6 ცალი, 6.ნაჭრის სამეული, 7.მაგიდა) მთლიანი საბაზრო ღირებულება, ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობების გათვალისწინებით, შეადგენს 9060 ლარს; ე) ქ--------–---ში, თ------------------------------–- არსებული ერთი ცალი საშხაპე კაბინის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 600 ლარს. ამავე დასკვნაში ექსპერტის მიერ გაკეთებული შენიშვნიდან ირკვევა, რომ ტექნიკის საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას ექსპერტი დაეყრდნო დამკვეთის მიერ მიწოდებულ მონაცემებს.
სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი--- გ-----ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მოძრავ ნივთებზე ექსპერტიზის დროს ფასის განსაზღვრა ხდება შედარების მეთოდით, მსგავსი ნივთის საბაზრო ფასების გათვალისწინებით. მოცემულ საქმეზე ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დროს ავეჯი შეფასდა როგორც მეორადი.
საქართველოს შ----------------------------–-----------------------------ის 2016 წლის 24 ივლისის №1----- საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ--------ში, ვ-–--ფ–----–-ს ქ.№------------–-, ქ--------ში, კ-----–-------------ს“ მოპირდაპირედ, შ----------–--–---–---------------–---------------------------------ბ-ში, ქ--------–---ში, თ---–----------ში, ქ--------–---ში, თ------------------------------–-, ქ------–---ის რაიონის სოფელ ხ--–-----ში (------) და ამავე რაიონის ფ-------ის დასახლებაში ჯ----– გ--------ის საგვარეულო და მისი მეგობრის _ ა--–-- ჯ--------ის სასაფლაოებზე შესრულებული სარემონტო, მოპირკეთებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების საორიენტაციო ღირებულებამ შეადგინა 121 501, 62 ლარი დღგ-ს გარეშე, ხოლო 143 371,91 ლარი დღგ-ს გათვალისწინებით.
საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ---- ა--------ემ, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ დასკვნაში ნივთების და შესრულებული სამუშაოების მხოლოდ საორიენტაციო ღირებულებებია მითითებული.
საქმის მასალებით, საბანკო გზავნილების ამონაწერებით, დადასტურებულია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ 2014-2015 წლებში, ჯ----– გ--------ის და მისი ახლობლების მიერ ქ.მოსკოვიდან საქართველოში, ნ---- ნ---–--ის, მ----- ნ---–--ის და ზ------ მ--–----ის სახელზე გადმორიცხულია 395 000 დოლარი.
სს „-------------------ის“ ამონაწერით დასტურდება, რომ 2015 წლის 1 აპრილს, ჯ----– გ--------ის ანგარიშიდან ნ---- ნ---–--ის სახელზე გადაირიცხა 50 000 დოლარი.
სს „--–------–------------ის“ გენერალური დირექტორის მიერ 2015 წლის 20 ნოემბერს გაცემული №259/000 ცნობით დადგენილია, რომ ნ---- ნ---–--ემ 2014-2015 წლებში სს „--–------–------------ში“ ნამდვილად შეიძინა 18235.19 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
ავეჯის მაღაზია-სალონი „---------–-ს“ მიერ გაცემული შეკვეთის ბარათით და სასაქონლო ზედნადებით ირკვევა, რომ 2015 წლის 26 მარტს ნ---- ნ---–--ემ შეიძინა ჭურჭლის კარადა-ვიტრინა (რომლის ტრანსპორტირება უნდა მომხდარიყო ქ--------–---ში, თ---–------------------ში), რაშიც ტრანსპორტირებისა და აწყობის ღირებულების გათვალისწინებით, გადაიხადა 2558 ლარი.
სს „--–------–------------ის“ გენერალური დირექტორის მიერ 2015 წლის 24 ნოემბერს გაცემული №2------ ცნობით დადგენილია, რომ ჯ----– გ--------ემ 2014-2015 წლებში სს „--–------–------------ში“ ნამდვილად შეიძინა 15368.32 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
„-----------–-------------–---ს“ 2014 წლის 25 აგვისტოს ინვოისით T-----------, 2014 წლის 30 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტით და სასაქონლო ზედანდებით დასტურდება, რომ ჯ----– გ--------ემ 2014 წლის აგვისტოს თვეში „-----------–-------------–---ს“ ა------ სერვის ცენტრში 58 000 დოლარად შეიძინა ავტომანქანა „-------------------“, 2014 წლის გამოშვება.
შპს „------------–-----ს“ მაღაზია „--------“ №1--- ინვოისითა და სასაქონლო ზედნადებებით ირკვევა, რომ 2014-2015 წლებში ჯ----– გ--------ემ აღნიშნულ მაღაზიაში შეიძინა 11988,39 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი.
დაცვის მხარის მოწმემ _ ლ---- ვ-------ემ აჩვენა, რომ ის არის ფირმის ხელმძღვანელი, რომელიც ამზადებს ავეჯს, აბანოს აქსესუარებს და სამზარეულოს ზედაპირებს. ჯ----– გ--------ე გაიცნო თავისი მეზობლის _ ნ---- ნ---–--ის მეშვეობით. ჯ----–მა მის ფირმას შეუკვეთა ქ--------ში, ვ-–--ფ–----–-ს ქუჩაზე მდებარე ბინისთვის აბაზანის დამზადება ძვირფასი ქვით, „კორეანით“. შეკვეთა შეასრულა, რაშიც ანაზღაურების სახით მიიღო 12000 დოლარამდე. ამის შემდეგ ჯ----–მა პირადად შეუკვეთა ქ------–---ის სახლისთვის სამზარეულო. მან ნ----ს დაურეკა და მისთვის ფულის მიცემა დაავალა. მანვე ქ--------ში, ხ--–--–---–ის ქუჩაზე მდებარე ბინისთვის გააკეთებინა სამზარეულოს ზედაპირი, რაშიც 2100 დოლარი იქნა გადახდილი. შემდეგ კარადა დაამზადებინა ძვირფასი მასალით, რისი საფასურიც _ 2000 ლარი ნ----მ გადასცა. სულ ჯ----– გ--------ესთან მუშაობის პერიოდში 20-22 ათასი დოლარის სამუშაო შეასრულა.
დაცვის მხარის მოწმემ _ ც------ მ-------ემ აჩვენა, რომ იგი ნ---- ნ---–--ის მეზობელია. მასთან სახლში სტუმრობისას მუდმივად ხვდებოდა ჯ----– გ--------ეს, რომელსაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა ნ----სთან. მან მანქანა აჩუქა ამ უკანასკნელს, შემდეგ კი ეუბნებოდა, რომ ის მანქანა დიდი იყო, ღლიდა და მალე მსუბუქ ავტომანქანას უყიდდა. ნ---- ნ---–--ის ქ.თბილისში ყოფნისას ჯ----– გ--------ემ მის დაუკითხავად სამზარეულო და სახლის ფანჯრები შეაცვლევინა ნ----ს მეუღლეს. ჯ----–ი სულ საყვედურობდა ნ----ს _ რატომ მეწინააღმდეგები, როცა რამის გაკეთება მინდა შენთვისო. ერთხელ ნ----მ აღფრთოვანებულმა და გახარებულმა უთხრა, რომ ჯ----–მა 50 000 დოლარი აჩუქა, რის გამოც მადლიერებას გამოთქვამდა მის მიმართ. თავის მხრივ, ნ----ც სულ ეხმარებოდა ჯ----–ს, ყველგან დაჰყვებოდა, მისი საქართველოში არყოფნისას ამოწმებდა ბინის რემონტზე მომუშავე ხელოსნების საქმიანობას და ყველაფერს ჯ----–ს უთანხმებდა ტელეფონზე.
ანალოგიური გარემოებები დაადასტურა თავის ჩვენებაში დაცვის მხარის მოწმემ _ ს------- მ--–--------მა, რომლის განმარტებით, მისთვისაც ცნობილია, რომ ჯ----– გ--------ემ 50 000 დოლარი აჩუქა ნ---- ნ---–--ეს.
დაცვის მხარის მოწმემ _ მ------- მ-----–--ემ აჩვენა, რომ ნ---- ნ---–--ე მისი მეუღლის, ჯ----– ნ---–--ის მამიდაა. ხელოსნებმა, რომლებმაც ჯ----– გ--------ის მიერ ნაყიდ ბინებში ჩაატარეს რემონტი, ჯერ მათი ბინა გაარემონტეს, რომელიც მოეწონა ჯ----–ს და მოისურვა ამ ხელოსნების გაცნობა. იგი დაელაპარაკა მათ და პირადად შეუთანხმდა ყველაფერზე. ჯ----– გ--------ე ყოველთვის მხოლოდ კმაყოფილებას გამოთქვამდა შესრულებული სამუშაოების გამო და მადლობას უხდიდა ხელოსნებს, რომლებსაც ასევე ჩუქნიდა ძვირადღირებულ ხელსაწყოებს. ზოგადად, ჯ----– გ--------ე ცდილობდა მხოლოდ მაღალი ფასის მიხედვით შეერჩია სახლისთვის აუცილებელი ყველა ნივთი. ამავე პრინციპით შეარჩია მან საკმაოდ ძვირადღირებული შპალერი და ფარდებიც. იგი პატივს ცემდა ნათესავებსაც და ხშირად ჩუქნიდა ფულს. როცა გაიგო, რომ ის და მისი მეუღლე თურქეთში აპირებდნენ წასვლას, 1000 დოლარი აჩუქა. გარდა ამისა, კიდევ 2000-2000 დოლარი აჩუქა ორივეს, ისევე, როგორც დ----- ნ---–--ეს და მის მეუღლეს. ძვირფას საჩუქრებს ჩუქნიდა ბავშვებსაც. მისი დედამთილის ავადმყოფობისას, როდესაც ოჯახი მკურნალობის თანხების მოძიებას ცდილობდა და ბანკიდან სესხის აღებას აპირებდა, ჯ----– გ--------ემ უთხრათ, რომ ნ---- ნ---–--ის ანგარიშზე იდო ფული და ის გამოეყენებინათ, შემდეგ კი ნ----ს ისევ შეუვსებდა დანაკლისს. ამიტომ ნ----ს ანგარიშზე არსებული, ჯ----–ის მიერ მისთვის ნაჩუქარი ფული დაიხარჯა მისი დედამთილის მკურნალობაზე ქ.თბილისში და თურქეთში.
დაცვის მხარის მოწმემ _ რ----–-- დ--------–--ემ, რომელიც მონაწილეობდა ჯ----– გ--------ის ბინებში წარმოებულ სარემონტო სამუშაოებში, აჩვენა, რომ მის ყველა ობიექტზე ყველაფერი უმაღლესი ხარისხის მასალისგან კეთდებოდა. ჯ----–ი უშუალოდ იყო საქმის კურსში ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. იგი კმაყოფილი იყო ხელოსნების მუშაობით, რის გამოც მადლობას უხდიდა და საჩუქრებს ჩუქნიდა მათ. ბოლოს კი, ყველასთვის მოულოდნელად, უკმაყოფილება გამოთქვა, რომ, თითქოს, ისინი უფრო მეტ ანაზღაურებას იღებდნენ შესრულებულ სამუშაოებში, ვიდრე რეალურად ღირდა.
დაცვის მხარის მოწმემ _ ს-------- კ----–---–--ემ აჩვენა, რომ მუშაობს ბ-----------------–----------------------ში ავიაბილეთების გაყიდვების მენეჯერად. ჯ----– გ--------ისა და მისი ოჯახის წევრებისათვის ავიაბილეთებს ყოველთვის ნ---- ნ---–--ე იღებდა. 2014 წლის აგვისტოს თვეში ნ---- ნ---–--ემ ჯ----– გ--------ის და მისი თანმხლები პირების ხუთი ცალი ავიაბილეთის უკან დაბრუნება და ახლის აღება მოინდობა, თუმცა ბილეთის უკან დაბრუნება არ ხდება, რის გამოც მას ახალი ბილეთების ყიდვა მოუწია. ერთი ბილეთი კი, იმ მომენტისთვის 700 ლარამდე ღირდა.
დაცვის მხარის მოწმის _ ჟ----- მ--–----ის გამოკითხვის ოქმით (გამოქვეყნდა საქმის არსებითი განხილვისას) დადგენილია, რომ ნ---- ნ---–--ე მისი რძალია, შვილის _ ზ------ მ--–----ის მეუღლე. იგი იცნობს ნ----ს დეიდაშვილს _ ჯ----–, იგივე კ---- გ--------ეს, რომელსაც ნ----ს ოჯახთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აკავშირებდა. პირადად შესწრებია ნ----ს ხანგრძლივ სატელეფონო საუბარს ჯ----–თან, ამ უკანასკნელის ბინების რემონტთან დაკავშირებით. ასევე საკუთარი თვალით ნახა ნ----ს და ზ------ის საცხოვრებელი სახლის გადათხრილი ეზო, სადაც სამშენებლო მასალები და დასარგავად გამზადებული ყვავილები ეწყო, რის გამოც საყვედურიც გამოთქვა, რომ მაშინ არ იყო ამის დრო, თუმცა იქვე მყოფმა ჯ----– გ--------ემ დაამშვიდა _ ნუ ნერვიულობ, ეს რემონტი ჩემი ბრალია, მე ვუკეთებ ყველაფერს ნ----ს და 50 000 დოლარიც ვაჩუქეო.
დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ინვოისებით და სასაქონლო ზედნადებებით დასტურდება, რომ 2014-2015 წლებში ნ---- ნ---–--ეს და ჯ----– გ--------ეს შეძენილი აქვთ სხვადასხვა დასახელების ნივთები და ბინისთვის საჭირო ინვენტარი. ასევე წარმოდგენილია ინფორმაცია იმ ავიაბილეთებთან დაკავშირებით, რომლებიც დაცვის მხარის მტკიცებით, ჯ----– გ--------ის და მისი ოჯახის წევრებისთვის ხელახლა აიღო ნ---- ნ---–--ემ, რადგან შეიცვალა საქართველოდან მათი გამგზავრების თარიღი. თითოეული ბილეთის ღირებულებად მითითებულია 625 ლარი.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი „სარემონტო სამუშაოებისა და მოძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრის შესახებ“ აუდიტორული დასკვნის თანახმად, აუდიტორის მიერ შეფასდა ქ--------ში, შ----------–--–---–---------------–---------------------------------ბ-ში, ქ--------ში, შ----- რ---------–ის ქ.№--------------–-, ქ--------–---ში, თ---–----------ში, ქ--------–---ში, თ--------------------–-, სოფელ ფ-------სა და სოფელ ხ--–-----ში სასაფლაოებზე შესრულებული სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოები, შეძენილი ავეჯი და აქსესუარები, განისაზღვრა მათი საორიენტაციო ღირებულება და დადგინდა, რომ სულ გაწეული სარემონტო სამუშაოების, შეძენილი ავეჯის და აქსესუარების საორიენტაციო საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 250 450,91 ლარი.
ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა აუდიტორმა ა-----– ბ---–----ემ, რომელმაც განმარტა, რომ დამკვეთმა _ ნ---- ნ---–--ემ წარუდგინა შპს „----------------- მიერ გაცემული დასკვნა და მასზე დართული ცხრილები, სასაქონლო ზედნადებები, ასევე ლ---- ვ-------ის, ს---–--- დ--------–--ის და ე------ ა------–--ის ახსნა-განმარტებები. პირადად არ გასულა ობიექტებზე და არ დაუთვალიერებია სამუშაოების მოცულობები, მაგრამ ამ ნაწილში იხელმძღვანელა დამკვეთის მიერ წარდგენილი შპს „----------------- მიერ გაცემული დასკვნით და ღირებულებების გაანგარიშებისას ჩატარებული სამუშაოების მოცულობები ამ დასკვნის მიხედვით შეიტანა დასკვნაში, ხოლო იმ სამუშაოთა მოცულობა, რომელიც არ იყო მითითებული ზემოაღნიშნულ დასკვნაში, შეიტანა სამუშაოების ჩამტარებელი პირების განმარტებებიდან გამომდინარე. ავეჯის და აქსესუარების რაოდენობა განსაზღვრა ასევე შპს „----------------- მიერ გაცემული დასკვნის შესაბამისად. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნიდან აიღო ინფორმაცია ავეჯის ღირებულების შესახებ. დამკვეთმა წარუდგინა სასაქონლო ზედნადებებიც, რომლებითაც იხელმძღვანელა, თუმცა არა ყველა ზედნადებით, არამედ მხოლოდ ისეთით, რომელიც იძლეოდა იდენტიფიცირების საშუალებას. ცდომილება, რომელიც არსებობს ასევე შპს „----------------- მიერ გაცემულ დასკვნასა და მის მიერ მომზადებულ დასკვნას შორის, განპირობებულია იმით, რომ მისთვის წარდგენილი იყო საკმაოდ ძვირადღირებული მასალების და ნივთების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც ხელთ არ ჰქონიათ შპს „----------------- ექსპერტებს და მხოლოდ საშუალო საბაზრო ფასებით გამოიყვანეს შესრულებული სამუშაოების და შეძენილი აქსესუარების ღირებულება.
თავად ბრალდებულმა ნ---- ნ---–--ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ჯ----– გ--------ის მიერ მის სახელზე, ასევე მისი მეუღლის _ ზ------ მ--–----ის და ძმის _ მ----- ნ---–--ის სახელზე გადმოგზავნილი 395 000 დოლარი, რომელსაც ზ------ მ--–----ე ინახავდა სახლში არსებულ რკინის სეიფში, გაიხარჯა მხოლოდ მიზნობრივად და მხოლოდ ჯ----– გ--------ის უშუალო ზედამხედველობით. საქმეში წარმოდგენილი საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციით ცალსახად დასტურდება, რომ ყოველი გადმორიცხვის შემდეგ ჯ----– გ--------ე ჩამოდიოდა საქართველოში, შესაბამისად, მისი საქართველოში ყოფნის დროს, მასთან შეთანხმებით და მისი მითითებით ხდებოდა მის მიერ თანხის გამოყენება. აღნიშნული თანხით შეიძინა მანქანები, ბინები, გაარემონტა აღნიშნული ბინები და მამაპაპისეული სახლი, ეზო, საგვარეულო სასაფლაოები. ჯ----– გ--------ე ეხმარეოდა ნათესავების და ახლობლების, ასევე გარდაცვლილი მეგობრების ოჯახებს და რამდენჯერმე მისი ხელით გაუგზავნა მათ სხვადასხვა ოდენობის თანხები. ჯ----–ი თავად შეხვდა ე------ ა------–--ეს და მისი ბრიგადის წევრებს, რომლებსაც მოელაპარაკა და შეუთანხმდა სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე. მანვე დაგეგმა სარემონტო სამუშაოები, შეარჩია მასალები, ბინის ინვენტარი, ავეჯი და ტექნიკა. თითქმის ყველგან ჯ----–ს თავადაც ახლდა, მაგრამ მხოლოდ ეხმარებოდა მას, ასრულებდა მის დავალებებს და მითითებებს. ჯ----–ის რუსეთში ყოფნის დროსაც ტელეფონზე ესაუბრებოდა საათობით და უთანხმებდა რემონტთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. ასევე ასრულებდა მის წვრილმან დავალებებს, როგორიც იყო, მაგალითად, რესტორანში შეკვეთილი კერძების ქ------–---ში ჩატანა, სადილის მომზადება და ა.შ. ყველაფერი ეს ხდებოდა ჯ----– გ--------ის ფულით, რომელიც მასზე ჰქონდა მიბარებული. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის, ავადმყოფი ქალისთვის, მძიმე იყო ყოველდღიურად ჯ----–ის საქმეებზე სიარული, რა დროსაც მთელი ყურადღება მასზე ჰქონდა გადატანილი საკუთარ ოჯახზე და მეუღლეზე ზრუნვას ვეღარ ახერხებდა, მაინც უსიტყვოდ ემსახურებოდა და ეხმარებოდა ყველაფერში, რის გამოც მადლიერი დეიდაშვილი ყველასთან აქებდა და მადლობას უხდიდა. რაც შეეხება ბინების რემონტს, იქ მომუშავე ხელოსნები წინასწარ ადგენდნენ და აცნობდნენ მომდევნო ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოების ხარჯთარღიცხვას, რასაც კითხულობდა ჯ----– გ--------ე და მისი მითითებით, ხარჯთარღიცხვაში დაფიქსირებულ თანხას თვითონ (ნ---- ნ---–--ე) აძლევდა ხელოსნებს. მხოლოდ უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით შესრულდა სარემონტო სამუშაოები, დაბალფასიან ნივთებს ჯ----– გ--------ე არასდროს ყიდულობდა. მან შეიძინა საკმაოდ ძვირადღირებული საოჯახო ინვენტარი, ავეჯი და ტექნიკა. თავად კი ყოველთვის გვერდში ედგა და ეხმარებოდა დეიდაშვილს, უვლიდა და ზრუნავდა მასზე. ამიტომ მისთვის მოულოდნელი იყო თანხის მითვისებაში დადანაშაულება.
ბრალდებულმა ნ---- ნ---–--ემ დეტალურად აღწერა, თუ სად, რაში და რა ოდენობით იხარჯებოდა ჯ----– გ--------ის კუთვნილი თანხები. მისივე განმარტებით, იგი მხოლოდ ჯ----–ის დავალებით აძლევდა საკუთარ შვილს და ძმიშვილებს, ასევე მათ მეუღლეებს ფულად საჩუქრებს. ზოგადად ჯ----– გ--------ეს უყვარდა ახლობლების საჩუქრებით განებივრება, პირადად მას ორი მანქანა აჩუქა. მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა, იმ დროს, როდესაც თავად ქ--------ში არ იმყოფებოდა, გაურემონტა სახლის ფასადი, შეუცვალა სამზარეულო, მოუწყო და საზღვარგარეთიდან გამოწერილი მცენარეებით გაულამაზა ეზო. ასევე აჩუქა 50 000 დოლარი, რომელიც ჩაურიცხა ანგარიშზე. მისი ძმის ცოლის მოულოდნელი ავადმყოფობის დროს კი შეწუხებულ ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მკურნალობის ხარჯების დასაფინანსებლად გამოეყენებინათ მისთვის ნაჩუქარი თანხა და დანაკლისს მოგვიანებით ისევ შეუვსებდა. ამის შემდეგ მთელი მისი ყურადღება გადატანილი იქნა ავადმყოფ რძალზე, რომელსაც უვლიდა ქ.თბილისში მკურნალობის დროს და თურქეთის რესპუბლიკაში სამკურნალოდ წასულსაც თან გაჰყვა. შესაბამისად, ჯ----– გ--------ეს მოაკლდა ყურადღება და გვერდით დგომა, რითაც ისარგებლეს მათი განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობით გაღიზიანებულმა ნათესავებმა და ეჭვები გაუღვივეს ჯ----–ს, რაც საბოლოოდ ამ უკანასკნელის მხრიდან თანხების მითვისებაში მისი დადანაშაულებით დასრულდა, რასაც სინამდვილეში მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო პალატამ გაანალიზა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მთლიანად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდებოდა ნ---- ნ---–--ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად, პალატა არ იზიარებს აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორ ფ-------- ქ---–----ის სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისია ნ---- ნ---–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისათვის, კერძოდ:
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა. განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში როგორც მითვისების, ისე გაფლანგვის ფორმით. მართლწინააღმდეგობა გულისხმობს, რომ პირი არ არის მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი და ამიტომ მის მიერ ქონების დაუფლება უკანონოა. მითვისებისა და გაფლანგვისათვის დამახასიათებელია ის, რომ დამნაშავე უფლებამოსილია ჰქონდეს ქონება მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. ამიტომ აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირდება დამნაშავის მოქმედება, მიმართული ამ ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ან გაფლანგვისაკენ. მითვისების თავისებურებას წარმოადგენს ქონების დაუფლების მიმართ სუბიექტის განსაკუთრებული სამართლებრივი დამოკიდებულება. აქ ნაგულისხმევია ისეთი ქონება, რომლის მიმართაც დამნაშავეს განსაზღვრული უფლებამოსილება გააჩნია, ანუ ქონების მესაკუთრის დავალებით თუ ხელშეკრულების ძალით ამ ქონების განკარგვის, მართვის, დაცვის და ა.შ. უფლებამოსილება აქვს. მითვისება დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავისათვის კანონიერად მინდობილი ქონება მისმა მოქმედებამ უკანონოდ გადააქცია, ანუ როდესაც სხვის ქონებას დამნაშავე საკუთარ ქონებას უერთებს მისი, როგორც საკუთარის განკარგვის მიზნით. გაფლანგვა, როგორც დამოუკიდებელი დანაშაული, გულიხმობს დამნაშავის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული ქონების დახარჯვას, მის გაყიდვას ან სხვაგვარად გასხვისებას. დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვას გულისხმობს: დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ ითვისებს ან ფლანგავს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და სურს კიდევაც ზიანის მიყენება. ამ დროს იგი ხელმძღვანელობს ანგარებითი მოტივით და მიზნად ისახავს უკანონო შემოსავლის მიღებას სხვის ხარჯზე.
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ნ---- ნ---–--ემ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გაფლანგვა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული, ჯ----– გ--------ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები.
მხარეები სადავოდ არ ხდიან ჯ----– გ--------ის მიერ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ნ---- ნ---–--ის, მისი ძმის და მეუღლის სახელზე 395 000 დოლარის გადმორიცხვის ფაქტს, თუმცა განსხვავებული პოზიციები აქვთ ამ თანხის მიზნობრივად ხარჯვასთან დაკაშირებით. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ნ---- ნ---–--ემ ამ თანხის ნაწილი გაფლანგვა, ხოლო ნაწილი მიითვისა. მისივე ვერსიით, ჯ----– გ--------ის მიერ ნ---- ნ---–--ის ანგარიშზე ჩარიცხული 50 000 დოლარი იყო არა საჩუქარი, არამედ სარემონტო სამუშაოებისათვის განკუთვნილი თანხის ნაწილი. გარდა ამისა, ბრალდების მხარის მტკიცებით, ნ---- ნ---–--ემ მიითვისა ასევე ჯ----– გ--------ის მიერ ხელზე გადაცემული 20 000 დოლარიც. დაცვის მხარე კი უარყოფს ასეთს და განმარტავს, რომ ნ---- ნ---–--ის მიერ ჯ----– გ--------ის კუთვნილი თანხების ხარჯვა ხდებოდა მხოლოდ მიზნობრივად, თავად ჯ----– გ--------ის დავალებებისა და მითითებების შესაბამისად, მასთან შეთანხმებით. ამ უკანასკნელის მიერ ნ---- ნ---–--ის ანგარიშზე ჩარიცხული 50 000 დოლარი იყო მისთვის გაწეული დახმარების სანაცვლოდ გაკეთებული საჩუქარი, ხოლო 20 000 დოლარი, რომელიც ნ----ს მეუღლეს _ ზ------ მ--–----ეს გადასცა საქართველოში შვილიშვილებთან ერთად ჩამოსულმა ჯ----– გ--------ემ, ზ------მა იმავე დღეს დაუბრუნა მას ქ------–---ში ჩასვლის შემდეგ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა ბრალდების მხარის ვერსია, რომ ნ---- ნ---–--ემ ერთპიროვნულად შეარჩია ხელოსნები და შეუთანხმდა მათ ჯ----– გ--------ის ბინებში ჩასატარებულ სამუშაოებზე, ვინაიდან, აღნიშნული ვერსია ეწინააღმდეგება სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს. თავად ბრალდების მხარის ინიციატივით მოწმის სახით დაკითხული ხელოსნების _ ს---–--- დ--------–--ის და ე------ ა------–--ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდნენ უშუალოდ ჯ----– გ--------ესთან შეთანხმებით, რომელიც თავად იღებდა ყველა გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ნ---- ნ---–--ეს, ის იყო ჯ----–ის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მისი მითითებებით მოქმედებდა. ჯ----–ის საქართველოში არყოფნისას, ნ---- ყველა გასარკვევ საკითხს ტელეფონით მას ატყობინებდა და უთანხმებდა. მათივე ჩვენებების თანახმად, მუშაობის პროცესში ჯ----– გ--------ეს არასდროს გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია მათ მიმართ, პირიქით, მათი მუშაობით კმაყოფილმა, მეორე ბინის რემონტიც გააკეთებინა, შემდეგ კი ქ------–---ში მდებარე სახლის და სასაფლაოების რემონტიც მათ დაავალა. ყოველთვის მადლობას უხდიდათ და დაბადების დღეზეც კი დაპატიჟა ისინი მეუღლეებთან ერთად.
როგორც ს---–--- დ--------–--ისა და ე------ ა------–--ის, ასევე ბრალდების მხარის სხვა მოწმეებისა და დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ჯ----– გ--------ე უშუალოდ იყო ჩართული სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებულ საქმეებში და ბინებისათვის აუცილებელი ავეჯის, ტექნიკისა და აქსესუარების შეძენაში, ხოლო ნ---- ნ---–--ე მხოლოდ მისი დამხმარის როლს ასრულებდა. ამდენად, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული, რომ, თითქოს, ნ---- ნ---–--ე ჯ----– გ--------ესთან შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებით ხარჯავდა მის კუთვნილ თანხებს.
ბრალდებისა და დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებით, ასევე დოკუმენტური მტკიცებულებებით დასტურდება ის გარემოება, რომ ჯ----– გ--------ე ყველაფერს ძვირადღირებულს ყიდულობდა თავისი ბინებისთვის და უმნიშვნელო ნივთებშიც კი სოლიდურ თანხებს იხდიდა, რისი ანაზღაურებაც ხდებოდა მის მიერ ნ---- ნ---–--ისთვის მიბარებული თანხიდან.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, რომ მართებულად არ იქნა გაზიარებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები, ვინაიდან, ისინი მომზადებულია მხოლოდ დაზარალებულის მიერ ზეპირად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და არ ეყრდნობა ინვოისების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა დოკუმენტების მონაცემებს, რომლებიც შეიცავდნენ ზუსტ ინფორმაციას გაწეული სამუშაოებისა და შესყიდული ნივთების ღირებულების შესახებ. სასაქონლო ექსპერტის განმარტებით, მის მიერ ავეჯის შეფასება მოხდა როგორც მეორადის, რაც გულისხმობს შეძენის ფასზე ბევრად ნაკლებ ფასს, მაშინ, როცა ბრალდებულისა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ჯ----– გ--------ემ თავისი ბინებისთვის ყველაფერი ახალი შეიძინა, მათ შორის, ავეჯიც. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები ცალმხრივი ხასიათისაა, ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულ ჯ----– გ--------ის მიერ ზეპირად მიწოდებულ ინფორმაციას, ისინი წინააღმდეგობაში მოდიან საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან და შესაბამისად, მათში მოცემული დასკვნები და გაკეთებული დაანგარიშებები ვერ იქნება მიჩნეული ნ---- ნ---–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რასაც სააპელაციო პალატაც ეთანხმება.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ უფრო დამაჯერებელია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა, რომლის შემდგენი პირის _ ა-----– ბ---–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ სამუშაოების მოცულობებთან დაკავშირებით ღირებულებების გაანგარიშებისას მან იხელმძღვანელა შ--------------------ს მიერ გაცემული დასკვნით, რომელიც ბრალდების მხარეს სადავოდ არ გაუხდია, ხოლო იმ სამუშაოთა მოცულობა, რომელიც არ იყო მითითებული ხსენებულ დასკვნაში, შეიტანა სამუშაოების ჩამტარებელი პირების განმარტებებიდან. კერძოდ, ახსნა-განმარტებები ჩამოართვა სარემონტო სამუშაოების ჩამტარებელ პირებს _ ე------ ა------–--ეს და ს---–--- დ--------–--ეს, ასევე ლ---- ვ-------ეს, რომელმაც სოლიდური ღირებულების შეკვეთები შეასრულა ჯ----– გ--------ისთვის. ავეჯის და აქსესუარების რაოდენობა განსაზღვრა ისევ შ--------------------ს მიერ გაცემული დასკვნის შესაბამისად, ხოლო ავეჯის ღირებულების შესახებ ინფორმაცია აიღო სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნიდან. გარდა ამისა, ნ---- ნ---–--ემ წარუდგინა შესყიდვების დამადასტურებელი დოკუმენტური მასალა _ სასაქონლო ზედნადებები და ინვოისები, რომელთაგან იხელმძღვანელა მხოლოდ ისეთი დოკუმენტებით, რომლებიც იძლეოდნენ იდენტიფიცირების საშუალებას. შესაბამისად, ის ცდომილება, რომელიც არსებობს შპს „----------------ს მიერ გაცემულ დასკვნასა და მის მიერ მომზადებულ დასკვნას შორის განპირობებულია იმით, რომ მისთვის წარდგენილი იყო ძვირადღირებული მასალების და ნივთების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც ხელთ არ ჰქონიათ შ--------------------ს ექსპერტებს და მათ მხოლოდ საშუალო საბაზრო ფასებით გამოიყვანეს შესრულებული სამუშაოების და შეძენილი აქსესუარების ღირებულება. ზემოაღნიშნული აუდიტორული დასკვნის თანახმად, ქ--------ში და ქ--------–---ში მდებარე ბინებზე და სასაფლაოებზე გაწეული სარემონტო სამუშაოების, შეძენილი ავეჯის და აქსესუარების საორიენტაციო საბაზრო ღირებულებამ შეადგინა სულ 250 450,91 ლარი, რაც ასი ათას ლარზე მეტით აღემატება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული თანხის ოდენობას. აქვე გასათვალისწინებელია, რომ იმ 250 450, 91 ლარში, რომელიც მითითებული აუდიტორული დასკვნის თანახმად, წარმოადგენს სულ გაწეული სარემონტო სამუშაოების, შეძენილი ავეჯის და აქსესუარების საორიენტაციო საბაზრო ღირებულებას, არ შედის ჯ----– გ--------ის მიერ ბინების და მანქანების შეძენისას დახარჯული და ნათესავებისთვის ნაჩუქარი თანხები.
აპელანტის მტკიცებით, ნ---- ნ---–--ის მიერ მითვისებული 18000 აშშ დოლარი არის ის თანხა, რომელიც მან ჯ----– გ--------ესთან შეუთანხმებლად, თავისი ინიციატივით დაურიგა თავის შვილს, ძმისშვილებს, მათ მეუღლეებს და სხვებს, რასაც სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, ამ შემთხვევაშიც ბრალდების მხარე ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულ ჯ----– გ--------ის ჩვენებას, რომელმაც უარყო ნათესავებისთვის და ახლობლებისთვის თანხების ჩუქების ფაქტი, თუმცა სრულიად საპირისპირო დასტურდება როგორც ნ---- ნ---–--ის ჩვენებით, ასევე ბრალდებისა და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებით. კერძოდ:
მოწმე ჯ----– ნ---–--ემ, რომელიც ნ---- ნ---–--ის ძმისშვილია, აჩვენა, რომ ჯ----– გ--------ე მთელ სანათესაოს პატივს სცემდა და ხშირად ჩუქნიდა ფულს. მასაც აჩუქა 1000 დოლარი, როდესაც შეიტყო, რომ ცოლთან ერთად თურქეთში აპირებდა გამგზავრებას, ზ------ მ--–----ეს სახლიდან გამოატანინა ფული და გადასცა ეზოში მყოფ ცოლ-ქმარს. ამის შემდეგ, კიდევ აჩუქა 2000-2000 დოლარი მათ და ასევე მის ძმას და რძალს. ნ---- ნ---–--ემ კონვერტებში მოთავსებული თანხები სათითაოდ გადასცა ოთხივე მათგანს ჯ----–ის თანდასწრებით. ეს უკანასკნელი სხვა ნათესავებსაც ეხმარებოდა, მან ავადმყოფი ბიძაშვილისთვის _ თ------ გ--------ისთვის მიაცემინა ნ----ს ფული, ბათუმიდან ქ------–---ში ექიმები ჩააყვანინა და წამლები აყიდინა.
იგივე გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა მ------- მ-----–--ემ (ჯ----– ნ---–--ის მეუღლემ) და დ----- ნ---–--ემ.
მოწმე მ----- ნ---–--ემ, რომელიც ნ---- ნ---–--ის ძმაა, აჩვენა, რომ ჯ----– გ--------ე ხშირად უკეთებდა საჩუქრებს ახლობლებს, მათ შორის, მას და მისი ოჯახის წევრებსაც. მისი დის, ნ---- ნ---–--ის ხელით ჯერ 1000, შემდეგ კი 5000 დოლარი გადასცა, მის ორ შვილს და მათ მეუღლეებს კი, თითოეულს 2000-2000 დოლარი აჩუქა.
ნ---- ნ---–--ის შვილის _ მოწმე გ------- მ--–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ როდესაც დაქორწინდა, ჯ----– გ--------ისგან 5000 დოლარი მიიღო საჩუქრად, რომელიც დედამ გადასცა. შვილი რომ შეეძინა, კიდევ 2000 დოლარი აჩუქა მან, რის გამოც დაურეკა და მადლობა გადაუხადა.
მოწმე ნ------- გ-------–--ემ აჩვენა, რომ ჯ----– გ--------ე მისი ნათესავია, რომელიც სხვა ნათესავების მსგავსად მასაც ჩუქნიდა ფულს. ხან თვითონ აძლევდა 200-300 დოლარს, ხან მის მიერ გაგზავნილ თანხას ნ---- ნ---–--ე გადასცემდა. ასეთ დროს ყოველთვის ურეკავდა და მადლობას უხდიდა ჯ----–ს, რომელსაც სულ დაახლოებით 1000 დოლარამდე თანხა აქვს მისთვის ნაჩუქარი.
მოწმე მ------- დ-------ის (ნ---- ნ---–--ის მეგობრის) ჩვენებით დადგენილია, რომ ჯ----– გ--------ემ მას, როგორც ნ----ს ახლობელს, დაბადების დღეზე ნ----ს ხელით 100 დოლარი გაუგზავნა საჩუქრად, რის გამოც დაურეკა და მადლობა გადაუხადა.
ამდენად, ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ამ პირებისთვის ჯ----– გ--------ეს თანხები არ უჩუქებია და აღნიშნული თანხები ნ---- ნ---–--ემ გაფლანგა, ეწინააღმდეგება სასამართლოში გამოკვეულ მტკიცებულებებს, რის გამოც გაზიარებული ვერ იქნება პალატის მიერ.
დაზარალებულმა ჯ----– გ--------ემ უარყო ნ---- ნ---–--ისთვის მანქანების ჩუქების ფაქტიც, თუმცა აღნიშნული ფაქტი გარდა ნ---- ნ---–--ის და მისი ოჯახის წევრების ჩვენებებისა, დადასტურებულია ასევე ნეიტრალური მოწმის _ ი-–-- ყ-----–-–---–ის ჩვენებითაც, რომელიც მუშაობდა იმ მაღაზიაში, სადაც ნ---- ნ---–--ისთვის მანქანები შეიძინა ჯ----– გ--------ემ.
სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ეთანხმება იმ ნაწილშიც, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელითაც დადასტურდებოდა ჯ----– გ--------ის მიერ ნ---- ნ---–--ისთვის გადაცემული 20 000 დოლარის ამ უკანასკნელის მიერ გაფლანგვის ფაქტი. პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით _ თავად ნ---- ნ---–--ისა და მოწმე მ----- ნ---–--ის ჩვენებებით დადგენილია, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჯ----– გ--------ემ მართლაც გადასცა აღნიშნული თანხა ნ---- ნ---–--ეს, თუმცა დროებით შესანახად, რათა მის თანმხლებ ახალგაზრდებს არ დაეკარგათ და ქ------–---ში ჩასვლისთანავე, ზ------ მ--–----ემ მას უკან დაუბრუნა აღნიშნული თანხა. რაც შეეხება მოწმე ე----- გ--------ის ჩვენებას, რომ უშუალოდ ესწრებოდა ჯ----–ის მიერ ნ----სთვის 20 000 დოლარის გადაცემას და ეს თანხა ჯ----–ს აღარ დაბრუნებია, პალატა აღნიშნულ ჩვენებას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, იმ მომენტში ნ---- ნ---–--ის სახლში ე----- გ--------ის ყოფნის ფაქტს არ ადასტურებს საქმეზე დაკითხული არცერთი მოწმე, მათ შორის, არც ი---–-- გ--------ე, რომელმაც სასამართლოში დაკითხვისას მიუთითა, რომ ე----- გ--------ე მათ აეროპორტში არ დახვედია და არც ნ----ს სახლში სტუმრების საპატივცემულოდ გამართულ სადილს დასწრებია, რა დროსაც მოხდა ჯ----– გ--------ის მიერ ნ---- ნ---–--ისთვის 20 000 დოლარის გადაცემა.
დაზარალებულმა ჯ----– გ--------ემ ასევე უარყო ნ---- ნ---–--ისთვის 50 000 დოლარის ჩუქება და მიუთითა, რომ ეს თანხაც გამიზნული იყო სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისთვის. სს „-------------------ის“ ამონაწერით დასტურდება, რომ ჯ----– გ--------ის ანგარიშიდან ნ---- ნ---–--ის სახელზე 2015 წლის აპრილში გადაირიცხა 50 000 დოლარი. ნ---- ნ---–--ის განმარტებით, ეს იყო ჯ----– გ--------ის მიერ გაკეთებული ფულადი საჩუქარი იმ დახმარებისთვის, რომელსაც ყოველდღიურად უწევდა მას. საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს ნ---- ნ---–--ესა და ჯ----– გ--------ეს შორის განსაკუთრებულად ახლო და თბილი ურთიერთობების არსებობის ფაქტი. გარდა ამისა, თითქმის ყველა მოწმეემ, რომელსაც უშუალო კავშირი ჰქონდა ნ---- ნ---–--ესთან, დაადასტურა ამ უკანასკნელის ნათქვამი ჯ----– გ--------ის მიერ მისთვის თანხის ჩუქების თაობაზე. აღნიშნულ ფაქტს ირიბად ადასტურებს მოწმე ე----- გ--------ეც, რომელიც 2015 წლის 20 აგვისტოს ნ---- ნ---–--ისთვის მიწერილ სმს-ში აღნიშნავს, რომ შეიტყო „კ----ს“, იგივე ჯ----– გ--------ის მიერ ნ----სთვის მანქანის გარდა 50 000 დოლარის მიცემის შესახებ და გაკვირვებას გამოთქვამს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ნ---- აგრესიულია თავის სმს გზავნილებში ნათესავების მიმართ. მოწმე ჯ----– ნ---–--ემ აჩვენა, რომ დედამისის მკურნალობის ხარჯები ჯერ ქ.თბილისში, ხოლო შემდეგ თურქეთის რესპუბლიკაში სრულად დაფარა ნ---- ნ---–--ემ ჯ----– გ--------ის მიერ ნაჩუქარი 50 000 დოლარიდან. მისივე განმარტებით, ჯ----– გ--------ემ უთხრათ, რომ ნ----სთვის ნაჩუქარი ჰქონდა 50 000 დოლარი, ეს თანხა გამოეყენებინათ დედამისის მკურნალობისთვის და რაც საჩუქარს დააკლდებოდა, ისევ შეუვსებდა ნ----ს. ასევე საყურადღებოა მოწმე გ--–- გ--------ის ჩვენება, რომლის თანახმად, ნ---- ნ---–--ეზე განაწყენებულმა ჯ----– გ--------ემ ნაჩუქარი მანქანის და ბოლო პერიოდში „---------------------–-“ მისთვის გადარიცხული 50 000 დოლარის დაბრუნება მოსთხოვა მას. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ნ---- ნ---–--ის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დროს, ანუ 2015 წლის აპრილში, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები თითქმის უკვე დასრულებული იყო, შესაბამისად, დამაჯერებლობასაა მოკლებული ვერსია ამ რაოდენობის თანხის თითქმის დასრულებული სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებისთვის ჩარიცხვის შესახებ.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები, რაც დადგენილია ნ---- ნ---–--ისა და მოწმეების ჩვენებებით, ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნითა და საქმეში არსებული დოკუმენტური მტკიცებულებებით, მათ შორის, სასაქონლო ზედნადებებითა და ინვოისებით, სრულიად გამორიცხავს მოცემულ შემთხვევაში მითვისებისა და გაფლანგვის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანს _ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას როგორც მითვისების, ისე გაფლანგვის ფორმით და ამ დანაშაულის სუბიექტურ მხარეს _ პირის შეგნებას, რომ ითვისებს ან ფლანგავს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, რითაც ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს, ასევე ანგარების მოტივისა და მიზნის არსებობას.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ნ---- ნ---–--ეს უფლება ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული მიზნებისათვის _ საცხოვრებელი ბინების და ინვენტარის შეძენისათვის და სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებისათვის განეკარგა ჯ----– გ--------ის მიერ გადაცემული თანხა და აქედან გამომდინარე, უნდა ეწარმოებინა ხარჯთაღრიცხვა და ჰქონოდა თანხის ხარჯვის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ჯ----– გ--------ესა და ნ---- ნ---–--ეს შორის არსებობდა შეთანხმება, რომელიც ამ უკანასკნელს ავალდებულებდა ეწარმოებინა ხარჯთაღრიცხვა და ჯ----– გ--------ისათვის წარედგინა თანხების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები. რაც შეეხება დახარჯული თანხების მიზნობრიობას, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ჯ----– გ--------ე თავად წყვეტდა თუ რაში უნდა დახარჯულიყო მის მიერ ნ---- ნ---–--ისთვის მიბარებული თანხები, ხოლო ნ---- ნ---–--ე მისი დავალებებისა და მითითებების შესაბამისად განკარგავდა აღნიშნულ თანხებს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ნ---- ნ---–--ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ნ---- ნ---–--ის მიმართ 2019 წლის 11 იანვარს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორ ფ-------- ქ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორ ფ-------- ქ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენი ნ---- ნ---–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ნ---- ნ---–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
4.ცნობად იქნას მიღებული, რომ ნ---- ნ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 იანვრის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას მ----- ნ---–--ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული, ქ--------ში, რ---------–ის ქუჩა №--/ვ-–- ფ–----–-ს ქუჩა №--–- (ზ----------------------------------------------–---------------------------------------------------------------------------------) მდებარე უძრავი ქონების 20 000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილს.
5.გამართლებულ ნ---- ნ---–--ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: ნ---- ნ---–--ესა და ე----- გ--------ეს შორის სოციალური ქსელით განხორციელებული მიმოწერები, ჩაწერილი DVD დისკზე, მეხსიერების ბარათზე, რომლებიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს საქმეში და შენახული იქნეს მისი შენახვის ვადით.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/
მოსამართლეები: /მ.სირაძე/
/თ.სვანიძე/