განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240210018002435803
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-89-2019 4 ივნისი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------ა
წარმომადგენელი - თ-------------
მოწინააღმდეგე მხარე - ი----ე გ-----
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ი----ე გ-----ს სასარჩელო მოთხოვნა ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------ის მიმართ. ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------ის დირექტორის საშტატო ნუსხისა და სახელფასო განაკვეთის N1 დანართის შესაბამისად დამტკიცების შესახებ 2018 წლის 12 აპრილის N107 ბრძანება ი----ე გ-----ს შტატის შემცირების ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------ის დირექტორის 2018 წლის 13 აპრილის N109 ბრძანება, ი----ე გ-----ს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და ი----ე გ----- აღდგენილ იქნა ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------ის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალისტის თანამდებობაზე. დაეკისრა ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------ას ი----ე გ-----ს სასარგებლოდ იძულებით განაცდურის ანაზღაურება 2018 წლის 13 აპრილიდან სამუშაომდე აღდგენამდე ყოველთვიურად 400 ლარის (დარიცხული) ოდენობით. გადაწყვეტილება ი----ე გ-----ს თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------ის დირექტორის 2018 წლის 03 იანვრის N4 ბრძანებით, დამტკიცდა ს------------–----–----------------------------------ის თანამშრომელთა ფუნქციონალური განაწილება. 2.2. ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------ის 2018 წლის 03 იანვრის ბრძანება N4-ით ფუნქციები თანამშრომელთა შორის გადანაწილდა შემდეგნაირად: გაერთიანების დირექტორის უფლება-მოვალეობაა ს------------------------ის მუშაობის ორგანიზაცია, მისი საქმიანობის მიმართულებაზე პასუხისმგებლობა, სამეურნეო საქმიანობის საკითხის გადაწყვეტა, შინაგანაწესის დამტკიცება, მიმდინარე პროგრამების შემუშავება, საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის მიზნობრივი შესრულებისადმი კონტროლი და სხვა; დირექტორის მოადგილე დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას, აკონტროლებს თანამშრომელთა პირად საქმეებს, აკონტროლებს საშტატო განრიგის შესრულებას...; დირექტორის მოადგილე, ს----------- სკოლის მენეჯერი უწევს ორგანიზებას სასწავლო საწვრთნელი პროცესების მუშაობას, ახორციელებს ზედამხედველობას ს----------- სკოლის მწვრთნელთა საბჭოს მუშაობაზე, ახორციელებს ორგანიზებას სასწავლო საწვრთნო პროცესისა და აღმზრდელობითი მუშაობაზე...; მთავარი სპეციალისტი სპორტისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში უფლებამოსილია მონიტორინგი განახორციელოს დირექტორის, დირექტორის მოადგილის მიერ გაცემული დავალებების შესრულებაზე, ახორციელებს მონიტორინგს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხში; გაერთიანების თანამშრომლებთან, მწვრთნელებთან, სპორტსმენებთან დაგეგმილი ან არაგეგმიური შეხვედრების ორგანიზება; კალენდარული ღონისძიების ჩატარებაზე მონიტორინგი; სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ მოთხოვნილი ღონისძიებების მოწყობის ორგანიზება...; მთავარი ბუღალტერი უფლებამოსილია წარმართოს ფინანსური საქმიანობა კანონის დაცვით...; ბუღალტერი - შესყიდვების კოორდინატორი უფლებამოსილია ყველა სახის შესყიდვის წარმოება, სატენდერო საქმიანობა, ტენდერის გამოცხადება, სათანადო დოკუმენტაციის შედგენა, შესყიდვების სააგენტოში გაგზავნა...; სპეციალისტი კადრებისა და საქმის წარმოების საკითხში უფლებამოსილია განახორციელოს ერთიანი საქმია წარმოება, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, აწარმოებს სამსახურეობრივ დოკუმენტებს, ორგანიზაციების, დაწესებულებების მიერ გამოგზავნილი წერილებისა და მომართვების აღრიცხვა და მათზე საჭიროების შემთხვევაში პასუხების ადრესატებისათვის გაგზავნაზე დროული კონტროლი;...დოკუმენტაციის შენახვა და საარქივო წარმოება, აწარმოებს ყოველთვიურად სამსახურში თანამშრომელთა სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვას, ტაბელის დროულად წარდგენას გაერთიანების ბუღალტერიაში. მთავარი სპეციალისტი, ს----------- სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე- სპორტული და სანახაობრივი ღონისძიებების კალენდრის და შესაბამისი დებულებების შესრულების უზრუნველყოფა; აწარმოებს სასწავლო საწვრთნო ჯგუფების აღრიცხვის ჟურნალზე კონტროლს; ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ადგენს მწვრთნელ-მასწავლებელზე განაწილებული ჯგუფებისა და საათების სასწავლო ცხრილს დღეების მიხედვით; აწარმოებს სპორტსმენთა მიერ მიღწეული შედეგების რეესტრს; აწარმოებს ყველა ს----------- ღონისძიებებისა და სპორტული შედეგების აღრიცხვა და დირექტორთან შეთანხმებით ინფორმაციის მიწოდება; მდივანი უზრუნველყოფს ს------------------------ის დირექტორის, დირექტორის მოადგილის დავალებების შესრულებას; ორგანიზებას უწევს თანამშრომელთა და მოქალაქეთა მიღებას. სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში უფლებამოსილია საზოგადოებასთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება, საქმიანობის წარმართვა, რეკლამების განთავსების უზრუნველყოფა, კერძო და საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან ახსნა-განმარტებითი საუბრის წარმოება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების და მოსწავლეების სპორტულ სახეობებში ჩაბმასთან დაკავშირებით. ჩასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვისა და ჩატარების რეკლამირება, მასმედიასთან ურთიერთობა; ჩატარებული ღონისძიებების გაშუქება სხვადასხვა მედია და სოციალური ქსელების მეშვეობით. სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში - გაერთიანების სამეურნეო საკითხებში; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობისადმი კონტროლი და მათი აღრიცხვა; სპორტული აღჭურვილობისა და ინვენტარის შეძენა; სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა; სპორტის სასახლისა და ს----------- სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და ქონების მოვლა-პატრონობა. სასაწყობო მეურნეობის სპეციალისტი - აწარმოებს გაერთიანების მიერ შეძენილი ქონების საწყობში აღრიცხვას, შესაბამისი დოკუმენტების მიხედვით საწყობიდან მათი გაცემა; საწყობში არსებული მატერიალური ფასეულობების შენახვა და დაცვაზე პასუხისმგებლობა...; სპეციალისტი სპორტული და მასობრივი ღონისძიებების მოწყობის საკითხში - ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება; დაგეგმილი და სხვადასხვა რანგის სპორტული ღონისძიებების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა; კოორდინატორი სპორტული და მასობრივი ღონისძიების საკითხებში - ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება; სპორტის სასახლეში სპორტული ღონისძიებების ჩატარებაზე და რადიოფიცირების მოწყობაზე ხელშეწყობა. აღნიშნული ბრძანებით ასევე გათვალისწინებულ იქნა შემდეგი შტატები: კოორდინატორი სპორტული და მასობრივი ღონისძიების საკითხებში, ოპერატორი, კომენდანტი, მწვრთნელ-მასწავლებელი, ექიმი და ექთანი, ელექტრიკოს-მონტიორი, სანტექნიკოსი, მძღოლი, დარაჯი, დამლაგებელი, მეეზოვე. 2.3. ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------ის დირექტორის 2018 წლის 24 იანვრის ბრძანება N23-ით შეტანილ იქნა დამატება საშტატო ნუსხაში და ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------აში ს----------- სკოლაში დაიშვა 1 შტატი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხში, 400 ლარის თანამდებობრივი სარგოთი. 2.4. ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------ის დირექტორის 2018 წლის 24 იანვრის N24 ბრძანებით ი----ე გ----- აღდგენილ იქნა თანამდებობაზე - ს----------- გაერთინების სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. ბრძანების მეორე ნაწილის მიხედვით, ი----ე გ----- დაკისრებულ უფლება- მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2018 წლის 25 იანვრიდან. 2.5. ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------ის დირექტორის 2018 წლის 30 იანვრის N27 ბრძანებით ცვლილებების იქნა შეტანილი 2018 წლის 24 იანვრის ბრძანებაში და ბრძანებას დაემატა შემდეგი შინაარსის 11 მუხლი შემდეგი შინაარსით: ,,ი----ე გ-----სთან გავრცელდეს 2015 წლის 09 იანვრის შრომითი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულებისა და ამავე ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2016 წლის 27 იანვრის შეთანხმების პირობები სრულყოფილად. 2.6. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 05 მარტის N310 ბრძანებით, ორგანიზაციული ცვლილებები განხორციელდა ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------აში. 2.7. ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------ის დირექტორის 2018 წლის 09 მარტის N62 ბრძანებით, დაიგეგმა ა(ა)იპ ,,ს------------–----–----------------------------------ა“-ში ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავდა გაერთინების მიზნების, ამოცანების, სტრუქტურის გათვალისწინებით ფინანსური ხარჯების და შტატების რიცხოვნობის ოპტიმიზაციას. აღნიშნული ბრძანებით, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობა გაერთიანების თანამშრომლებს სათანადო გაფრთხილების გადაცემის გზით. 2.8. ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------ის დირექტორის 2018 წლის 12 აპრილის N107 ბრძანებით, დამტკიცდა ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------ის საშტატო ნუსხა და სახელფასო განაკვეთი დანართი N1-ის შესაბამისად, რომლის თანახმად, საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 50.5 ერთეულით. 2.9. ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------ის დირექტორის 2018 წლის 12 აპრილის N106 ბრძანებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალისტის შტატით - გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები გადაუნაწილდა გაერთიანებაში ახალი საშტატო ნუსხით დამტკიცებულ მდივანს, სპეციალისტს სპორტული და მასობრივი ღონისძიებების მოწყობის საკითხებში, კოორდინატორს მწვრთნელთა საკითხებში, მწვრთნელ-მასწავლებელს; დანართის მიხედვით, შემოღებულ იქნა ახალი საშტატო ერთეული - სპეციალისტი რაგბისა და ლელოს პოპულარიზაციის საკითხებში, რომელსაც ასევე გადაუნაწილდა გაუქმებული საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალისტის შტატით გათვალისწინებული შემდეგი უფლება-მოვალეობები: საჯარო და კერძო სკოლებში მოსწავლეებთან ახსნა-განმარტებითი საუბარი რაგბისა და ლელოს პოპულარიზაციისა და განვითარების საკითხებში, მოსწავლეების ამ სახეობაში ჩაბმასთან დაკავშირებით. 2.10. ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------ის დირექტორის 2018 წლის 13 აპრილის N109 ბრძანებით, შრომითი ურთიერთობა შეუწყდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ს------------–----–----------------------------------ის“ სპეციალისტს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხში (ს----------- სკოლის) ი----ე გ-----ს და შესაბამისად, იგი გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან 2018 წლის 13 აპრილიდან. 2.11. სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის N240210016001348852 (2/160- 2016) გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი----ე გ-----ს სასარჩელო მოთხოვნა ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------ის მიმართ; ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------ის დირექტორის საშტატო ნუსხისა და სახელფასო განაკვეთის №1 დანართის შესაბამისად დამტკიცების შესახებ 2016 წლის 28 მარტის №55 ბრძანება ი----ე გ-----ს შტატის შემცირების ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------ის დირექტორის 2016 წლის 30 მარტის №64 ბრძანება ი----ე გ-----ს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და ი----ე გ----- აღდგენილ იქნა ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------ის საზოგადოებრივ ურთიერთობათა საკითხებში სპეციალისტის თანამდებობაზე. დაეკისრა ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------ას ი----ე გ-----ს სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2016 წლის 30 მარტიდან სამსახურში აღდგენამდე ყოველთვიურად 400 (დარიცხული) ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის N2/ბ-446-17 განჩინებით დაცვლა უცვლელი. 2.12. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 28 ნოემბრის დამტკიცებული ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------ის წესდების მიხედვით, ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------ა დაფუძნებულია სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ მუნიციპალიტეტის ქონების ბაზაზე. ს------------------------ის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და ეს წესდება. წესდების მიხედვით ს------------------------ის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა მოსახლეობაში და მათი ჩაბმა სპორტულ გამაჯანსაღებელ და კულტურულ მოძრაობაში, თანამედროვე სტანდარტების დონეზე სპორტულ სანახაობათა პროცესის ორგანიზება, შეჯიბრებების, სახელობითი ტურნირების ორგანიზება, ჩატარება, ხოლო ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------ის მართვას და ხელმძღვანელობას ახორციელებს გაერთიანების დირექტორი. ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------ის წესდების თანახმად, ს------------------------ის საშტატო ნუსხას ამტკიცებს ს------------------------ის დირექტორი მერთან შეთანხმებით. 2.13. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე 2018 წლის 24 იანვარს სამუშაოზე აღდგენილ ი----ე გ-----ს მოპასუხე ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების მხრიდან არ მიეცა უფლბამოსილების შესრულების საშუალება, რაც გამოიხატა იმაში, რომ გაერთიანებაში ხელმძღვანელი პირების მიერ ი----ე გ-----ზე არ იქნა დაშვებული კომპიუტერული წვდომის უფლება პაროლის დაშვების გზით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების კანონიერებას, რის მიხედვითაც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა საფუძვლიანობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა შესწავლა. 2.15. ვინაიდან მოსარჩელე ი----ე გ----- სამუშაოდან გათავისუფლდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძოდ, ორგანიზაციული ცვლილებები, ანუ რეორგანიზაცია (შტატების შემცირების) საფუძველზე, სასამართლო მოცემული დავის განხილვისას ამოწმებს განხორციელდა თუ არა მოპასუხე ორგანიზაციაში რეორგანიზაცია, დადებით შემთხვევაში, წარმოეშვა თუ არა დამსაქმებელს მოსარჩელის შტატის შემცირების აუცილებლობა, ხომ არ ქონია ადგილი დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას, რაზეც სასამართლოს მხარეთა განმარტებების მოსმენის, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად ჩამოუყალიბდა ერთმნიშვნელოვანი პასუხი, რომ ი----ე გ----- სამუშაოდან გათავისუფლდა არამართლზომიერად, დამსაქმებლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად. 2.16. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით სამართლებრივ დავასთან დაკავშირებულ არა ერთ საქმეში განმარტა, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს (იხ. სუსგ №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-122-114-2015, 23 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-922-884-2014, 16 აპრილი, 2015 წელი). შესაბამისად, მოსარჩელის (დასაქმებულის) სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს (დამსაქმებელს), რაც მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ვერ განხორციელდა. მოპასუხე საქმეში არსებული გარემოებებით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დამდგარა შტატების შემცირებისა და თანამშრომელთა სამუშაოდან გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. შესაბამისად, მოპასუხე მხარემ მტკიცების ტვირთის სტანდარტის შესაბამისად, ვერ შეძლო მოსარჩელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების მართლზომიერების დადასტურება. 2.17. სასამართლომ მიიჩნია, რომ რეალურ საჭიროებას, რაც აუცილებელს გახდიდა და გაამართლებდა მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნას, ადგილი არ ჰქონია. 2.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------ამ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელიც კანონიერ ძალაშია, განხორციელდა ორგანიზაციის ორგანიზაციულ-სტრუქტურული ცვლილება, რაც აუცილებელს ხდიდა და ამიტომაც განხორციელდა შტატების შემცირება. შემცირების შედეგად, ახალი საშტატო ნუსხა შეთანხმებულ იქნა მერიასთან. შემცირების პროცედურები მოპასუხე ორგანიზაციის მიერ განხორციელდა კანონის ზუსტი შესაბამისობით. ამდენად, სასამართლოს მტკიცება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ საფუძველს მოკლებულია. სამართლებრივი საფუძვლები 3.2. სასამართლოს გადაწყვეტილება მომჩივანს აიძულებს დაასაქმოს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე ეს განისაზღვრა დამფუძნებლის მიერ, თანაც იმ პირობებში, როდესაც საშტატო ნუსხა დამტკიცებულია მუნიციპალიტეტის მერიასთან წესდებით დადგენილი წესების დაცვით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ ი----ე გ----- (მოსარჩელე) 2015 წლის 9 იანვრიდან უვადოდ იყო დასაქმებული ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------აში (აპელანტი, გაერთიანება) - საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალისტის თანამდებობაზე. 4.1.1. მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 400 ლარს. 4.2. 2016 წლის 30 მარტს აპელანტმა მოსარჩელეს შრომითი ხელშეკრულება მოუშალა. 4.2.1. ხელშეკრულების მოშლას საფუძვლად საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი დაედო, თუმცა სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ეს ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი და მოსარჩელე სამუშაოზე ადგენილ იქნა. 4.3. სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდა 2018 წლის 24 იანვარს. 4.4. 2018 წლის 13 აპრილის ბრძანებით აპელანტმა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობები კვლავ შეწყვიტა. 4.5. ბრძანებას საფუძვლად დაედო გაერთიანების დირექტორის 2018 წლის 12 აპრილის N107 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხა, რომლითაც გაუქმებულ იქნა საზოგადეობასთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალისტის შტატი. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.6.1. პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე, სწორად დააკმაყოფილა სარჩელი. 4.7. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. 4.7.1. აშკარაა, რომ ნორმის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულების მოსაშლელად მხოლოდ ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებების არსებობა საკმარისი არ არის, ამავდროულად, ეს ცვლილებები „სამუშაო ძალის შემცირებას“ აუცილებელს უნდა ხდიდეს. 4.7.2. მნიშვნელოვანია ისიც, რომ, მაგალითად, იმავე პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისაგან განსხვავებით, ნორმა საუბრობს სამუშაო ძალის შემცირების „აუცილებლობის“, ე.ი. გარდუვალობის და არა „გამართლების“, ანუ მიზანშეწონილობის შესახებ. 4.7.3. ამავდროულად, ცხადია, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს არეგულირებს. 4.7.4. ამის შესაბამისად, ამ მუხლის 1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიც, არა ზოგადად, სამუშაო ძალის შემცირებას, არამედ კონკრეტულად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, მოშლას ეხება. 4.7.5. ამის გამო, ნათელია - შრომითი ხელშეკრულების მოშლის კანონიერად, მართლზომიერად მისაჩნევად აუცილებელია, იგი ნორმით გათვალისწინებული მოვლენის, არსებითად, უცილობელი, გარდაუვალი შედეგი იყოს. 4.7.6. გარდა ამისა, საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძველი უნდა ჰქონდეს; საფუძველში კი, იმავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სადავო ფაქტობრივი გარემოებები იგულისხმება. 4.7.7. ამის შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმის მიხედვით, შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დასაქმებულთან ხელშეკრულების მოშლის „აუცილებლობას“ დაადასტურებს. 4.7.8. ამასთანავე, ამ ფაქტობრივი გარემოებების, როგორც მითითების, ასევე მტკიცების ვალდებულებაც დამსაქმებელს ეკისრება - როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 29 იანვრის განჩინებაში საქმეზე №ას–445–424–2015 განმარტა: „მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს“ (ამასთან დაკავშირებით, იხ. აგრეთვე – 2015 წლის 15 დეკემბრის განჩინება საქმეზე №ას–1056–996–2015; 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას–761–7202015). 4.8. პალატის აზრით, აპელანტმა ვერ დაამტკიცა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის მოშლა განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებების გარდაუვალი შედეგი იყო. 4.9. საქმის მასალებით დგინდება, რომ გაერთიანების დირექტორის 2018 წლის 9 მარტის ბრძანების საფუძველზე გაერთიანებაში ორგანიზაციული ცვლილებები განხორციელდა. 4.9.1. ცვლილებების მიზანი ფინანსური ხარჯების ოპტიმიზაცია და გაერთიანების მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი ადამიანური რესურსების განსაზღვრა იყო. 4.9.2. ეს ნიშნავს, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტას, როგორც ფინანსური ხარჯების შემცირება, ისე გაერთიანებისათვის მიზნებსა და ამოცანებთან შეუსაბამო ფუნქციების გაუქმება უნდა მოჰყოლოდა. 4.10. დადგენილია, რომ ცვლილებების შედეგად გაერთიანებაში დასაქმებულ პირთა რაოდენობა - 50,5 საშტატო ერთეულით, ხოლო ყოველთვიური სახელფასო ფონდი - 20470 ლარით განისაზღვრა. 4.10.1. 2018 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით, გაერთიანებაში დასაქმებულ პირთა რაოდენობა 56,5 საშტატო ერთეულით იყო განსაზღვრული და ყოველთვიური სახელფასო ფონდი 23190 ლარს შეადგენდა. 4.10.2. ე.ი. ორგანიზაციული ცვლილებების შედეგად საშტატო ერთეულების რაოდენობა 6-ით, ხოლო სახელფასო ფონდი 2720 ლარით შემცირდა. 4.10.3. თუმცა, 2018 წლის 1 ივნისისათვის გაერთიანების ყოველთვიური სახელფასო ფონდი 1625 ლარით გაიზარდა და 22 095 ლარი შეადგინა, საშტატო ერთეულების რაოდენობა კი იგივე დარჩა. 4.10.4. ამის შესაბამისად, ცხადია, რომ, ამ დროისათვის, გაერთიანების სახელფასო ფონდი მოსარჩელისათვის გადასახდელი ხელფასის, 400 ლარის ანაზღაურებას სავსებით უზრუნველყოფდა და მნიშვნელოვნად აღემატებოდა კიდეც. 4.11. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2018 წლის 11 ივლისს გაერთიანებას ორი შტატგარეშე თანამშრომელი დაემატა და მათ, ყოველთვიური ანაზღაურების სახით, 900 ლარი დაენიშნათ. 4.11.1. ამის შედეგად, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტიდან ორ თვეში აპელანტის სახელფასო ფონდი ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელებამდე არსებულს, პრაქიკულად, გაუთანაბრდა. 4.12. გარდა ამისა, მართალია, ორგანიზაციული ცვლილებებით გაერთიანებაში გაუქმდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალისტის შტატი, თუმცა მისი ფუნქციები შენარჩუნებულ იქნა. 4.12.1. კერძოდ, გაერთიანების დირექტორის 2018 წლის 3 იანვრის ბრძანების თანახმად, მოსარჩელის ფუნქციებში შედიოდა: ა) საზოგადოებასთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება და საქმიანობის წარმართვა, რეკლამის განთავსების უზრუნველყოფა; ბ) საჯარო და კერძო სკოლებში მოსწავლეებთან ახსნა-განმარტებითი საუბარი ჯანსაღი ცხოვების წესის დამკვიდრებისა და მოსწავლეების სპორტულ სახეობებში ჩაბმასთან დაკავშირებით; გ) ჩასატარებელ ღონისძიებათა დაგეგმვისა და ჩატარების რეკლამირება, მასმედიასთან ურთიერთობა; დ) ჩატარებული ღონისძიებების გაშუქება სხვადასხვა მედია და სოციალური ქსელების მეშვეობით. 4.12.2. გაერთიანების დირექტორის 2018 წლის 12 აპრილის ბრძანებით ზემოხსენებულიდან „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის განხორიელება გაერთიანების მდივანს დაევალა; „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის განხორციელება კი - მწვრთნელ-მასწავლებლებს და სპეციალისტებს. 4.13. ამის შესაბამისად, ნათელია, რომ ორგანიზაციული ცვლილებების შემდეგ, არსებითად, არც ხელფასის სახით გასაცემი თანხის მოცულობა არ შემცირებულა და გაერთიანებას არც მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მიმართ არ დაუკარგავს ინტერესი. 4.13.1. ამ ვითარებაში, პალატის აზრით, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის არავითარი აუცილებლობა არ არსებობდა. 4.14. ამრიგად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. ა(ა)იპ ს------------–----–----------------------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე