განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.06.2019
საქმის ნომერი
080210018001066656
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
18.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210018001066656

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-830-2018 11 ივნისი, 2019 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი - სს ლ-------------ი

მოწინააღმდეგე მხარე - ა----------------ე

დავის საგანი - სესხი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ სს ლ-------------ის სარჩელი. დაეკისრა მოპასუხე ა----------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ 6287.95 აშშ დოლარის გადახდა (ძირი თანხაა - 4926.13 აშშ დოლარი, პროცენტი (სარგებელი) 949.32 აშშ დოლარი და ჯარიმა - 412.5 აშშ დოლარი. ვალდებულების შესრულების მიზნით მოხდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია მისამართი: ქ. ქუთაისი, გამზირი ს---–-------- №--; ს--------–---; ბინა №--; ფართი - 6---- კვ.მ. საკადასტრო კოდი № 0------------------; მესაკუთრე ა----------------ე. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. შპს რ----–---------ს და მოპასუხე ა----------------ეს შორის 2014 წლის 19 ნოემბერს დადებული იქნა №15837 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ა----------------ემ შპს ,,რ----–----------ისგან“ ისესხა 5000 აშშ დოლარი წლიური 42%-ის დარიცხვით 36 თვის ვადით. 2.2. უდავოა, რომ შპს რ----–---------ის სამართალმემკვიდრეა სს ლ-------------ი. 2.3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი სცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ძირი თანხის 4926.13 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. 2.4 მოსარჩელის განმარტებით, სარჩელის აღძვრისას გასულია 165 დღე (ხუთ თვეზე მეტი), რაც მოპასუხეს სარგებელი არ გადაუხდია. დავალიანება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 2.2.1. მუხლის საფუძველზე შეადგენს 9287.96 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 4926.13 აშშ დოლარი, სარგებელი - 3627.29 აშშ დოლარი და ჯარიმა - 662.97 აშშ დოლარი. 2.5. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი სცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ძირი თანხის 4926.13 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო პროცენტსა და პირგასამტეხლოს მოთხოვნაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოთხოვნილი თანხები არის შეუსაბამოდ დიდი, რადგან სესხის ხელშეკრულების დარღვევიდან გავიდა ხუთი თვე, ხოლო მოსარჩელე ითხოვს შემდგომი დროის სარგებელს და პირგასამტეხლოს, რაც წინააღმდეგობაშია კანონთან. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი. 2.7. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. 2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 2.9. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის პოზიცია სესხზე დარიცხული სარგებლის და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) შემცირების ნაწილში ნაწილობრივ საფუძვლიანი იყო. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. 2.10. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელის განმარტებით, დავალიანება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე შეადგენს 9287.96 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 4926.13 აშშ დოლარი, სარგებელი - 3627.29 აშშ დოლარი და ჯარიმა - 662.97 აშშ დოლარი. ამასთან დადგენილია, რომ ხელშეკრულების დარღვევიდან სარჩელია აღძვრამდე გასულია 165 დღე. 2.11. სასამართლომ ძირი თანხის - 4926.13 აშშ დოლარის ნაწილში, გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტება და არ გაიზიარა განმარტება იმის შესახებ, რომ დავალიანება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 2.2.1. მუხლის საფუძველზე შეადგენდა - სარგებელს 3627.29 აშშ დოლარს, რადგან სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა, ვადის გადაცილება ან არაჯეროვანი შესრულება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია, თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელემ ხელშეკრულების დარღვევა, სესხის სარგებლის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა, ჩათვალა არსებითი ხასიათის დარღვევად, მიიღო გადაწყვეტილება და სარჩელი აღძრა სასამართლოში. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული სესხის N15837 ხელშეკრულების 2.2.1. მუხლის ჩანაწერი ვერ გახდებოდა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ სესხზე სარგებელის მოთხოვნის საფუძველი, რადგან აღნიშნული ჩანაწერი ეწინააღმდეგებოდა ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს და ბათილი იყო. 2.12. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მხარეთა შორის 2014 წლის 19 ნოემბერს დადებული სესხის N15837 ხელშეკრულების საფუძველზე, სესხის სარგებლის, პროცენტის, გამოთვლა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების მოქმედების დროის განმავლობაში 165 დღეზე და იგი შეადგენდა - 949.32 აშშ დოლარს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება, საპროცენტო სარგებლის განსაზღვრის ნაწილში, გაასაჩივრა სს ლ-------------მა: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. 2014 წლის 19 ნოემბერს შპს მისო რ----–---------სა და ა----------------ეს შორის გაფორმებული იქნა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გაიცა კრედიტი 5000 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 42 %, ხელშეკრულების მოქმედების ვადად გათვალისწინებული იქნა 36 კალენდარული თვის ვადით (2017 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით), ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჩამორჩენილი თანხის 0,5 %. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იმავე თარიღში მხარეებს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება. 3.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის განჩინებით სს ლ-------------ი ცნობილი იქნა შპს მისო რ----–---------ის უფლებამონაცვლედ. 3.3. ა----------------ის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე არ ახორციელებდა სესხზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებულ გადახდებს 2015 წლის 14 აგვისტოს (სესხის გაცემიდან მე-9 თვეს) მიმართული იქნა სასამართლოსთვის თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით. 3.4. მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 2.2.1 პუნქტის მიხედვით საპროცენტო სარგებელი იანგარიშება კრედიტით სარგებლობის ფაქტიური თვეების შესაბამისად, წელიწადში 12 თვეზე გაანგარიშებით. თუ გამსესხებელი ვადამდე ცალმხრივად შეწყვეტს ხელშეკრულებას, გამსესხებლის შეხედულებით პროცენტის დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება იძულებითი, ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით აღსრულების მომენტისათვის გაანგარიშებული თანხით, არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით. აღნიშნული დათქმა ნათლად მოწმობს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია მიუხედავად ხელშეკრულების შეწყვეტისა მოითხოვოს ის საპროცენტო სარგებელი, რომლის მიღების უფლება სესხზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად ბანკს გააჩნია. აღნიშნული პუნქტი განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ ვადამდე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში საპროცენტო დარიცხვისა და მოთხოვნის უფლება ამ უკანასკნელის პრეროგატივაა. ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით მოსარჩელეს სესხის გაცემისა და მისი ჯეროვნად შესრულების შედეგად უნდა მიეღო სარგებელი 3871,36 ლარის ოდენობით. აღნიშნულ პუნქტზე დაყრდონით სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოსარჩელე მხარის მიერ დაანგარიშებული იქნა დავალიანების ოდენობა და საპროცენტო სარგებელმა შეადგინა 3627,29 ლარი, რომელიც დასტურდება სესხის გრაფიკითა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დათქმიდან გამომდინარე. 2.2.1 პუნქტი მოსარჩელეს უფლებამოსილებას ანიჭებს პროცენტის დარიცხვა გააგრძელოს იძულებით აღსრულებამდე. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელემ საპროცენტო სარგებლის სახით მოითხოვა ის სარგებლი, რომელიც მოპასუხეს გრაფიკის შედეგად უნდა გადაეხადა და არ მოითხოვა აღსრულებამდე პროცენტის დარიცხვა, რომლის უფლება მას რეალურად გააჩნდა და რომლის ოდენობა დღევანდელი გადმოსახედიდან საკმაოდ დიდი ოდენობის იქნებოდა. 3.5. სარჩელი სასამართლოში შეტანილი იქნა 2015 წლის აგვისტოში, ხოლო საქმის არსებითი განხილვა მოხდა სამი წლის შემდეგ 2018 წლის ივნისში, რეალურად ამ დროისთვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასული იყო და ის საპროცენტო სარგებელი, რომელსაც ითვალისწინებდა ხელშეკრულება და გრაფიკი ექვემდებარე მოპასუხის მხრიდან გადახდევინებას. 3.6. საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა ხელშეკრულების 2.2.1 პუქნტი და იგი ბათილად ცნო. აღნიშნული მიდგომა ეწინააღმდეგა ყოველგვარ სამართლებრივ და სახელშეკრულებო პრინციპებს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ შპს მისო რ----–---------სა (კრედიტორი) და ა----------------ეს (მოპასუხე) შორის 2014 წლის 19 ნოემბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება. 4.2. ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ კრედიტორისაგან ისესხა 5000 აშშ დოლარი. 4.3. ხელშეკრულება დაიდო 36 თვით და სესხით სარგებლობისათვის მოპასუხეს წლიური სარგებელი, 42% უნდა გადაეხადა. 4.4. მოპასუხეს ვალდებულება პერიოდული გადახდებით, შეთანხმებული დაფარვის გრაფიკის მიხედვით უნდა შეესრულებინა. 4.5. მოპასუხეს ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია და, ამიტომ, 2015 წლის 14 აგვისტოს კრედიტორმა სასამართლოს სარჩელით მიმართა. 4.6. გადახდის გრაფიკის მიხედვით, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოპასუხის დავალიანება კრედიტორის მიმართ შეადგენდა სესხის ძირითად თანხას, 4926,13 აშშ დოლარს და გადაუხდელ სარგებელს - 949,32 აშშ დოლარს. 4.7. გარდა ამისა, 2014 წლის 19 ნოემბრის ხელშეკრულების 2.2.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საპროცენტო სარგებელი იანგარიშებოდა კრედიტით სარგებლობის ფაქტიური თვეების შესაბამისად, წელიწადში 12 თვეზე გაანგარიშებით. გამსესხებლის შეხედულებით პროცენტის დარიცხვა გრძელდებოდა და გადახდას ექვემდებარებოდა იძულებით ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობითი აღსრულების მომენტისათვის გაანგარიშებული თანხით, არსებული დავალიანების დარაფვის მიზნით. 4.8. 2017 წლის 21 აპრილს კრედიტორმა მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება სს ლ-------------ს (აპელანტი) დაუთმო, ამის გამო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის განჩინებით საქმეში კრედიტორის უფლებამონაცვლედ აპელანტი ჩაერთო. სამართლებრივი დასაბუთება 4.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში იხილავს. 4.9.1. აპელანტმა გადაწყვეტილება, მხოლოდ, საპროცენტო სარგებლის სრულად დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა. ამის შესაბამისად, დანარჩენ ნაწილში, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და პალატა მას ვერ შეამოწმებს. 4.10. პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ, ზოგადად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის ანაზღაურების ვალდებულება მოვალეს, მხოლოდ, ხელშეკრულების ვადაში შეიძლება დაეკისროს. 4.10.1. აღნიშნული გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის 1 ნაწილიდან, რომელშიც მითითებულია, რომ პროცენტი შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სესხისთვის. 4.10.2. ამ ნორმის შესაბამისად, სესხის გარეშე პროცენტის გადახდის ვალდებულება არ არსებობს. 4.11. თუმცა, ამავდროულად, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი. 4.11.1. მსგავსი კატეგორიის ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ: „აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული პროცენტი ის ზიანია, რომელიც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო“ (სუსგ.№ ას-441-420-2015, 29 იანვარი, 2016 წელი, პ. 32). 4.11.2. როგორც აღინიშნა, 2014 წლის 19 ნოემბრის ხელშეკრულების 2.2.1. პუნქტით მოპასუხემ სარგებლის გადახდის ვალდებულება ვალის სრულად გადახდამდე იკისრა. 4.11.3. ამის შესაბამისად, მან აღნიშნული ვალდებულება უნდა შეასრულოს. 4.12. პალატა არ იზიარებს საქალაქო სასამართლოს პოზიციას ხელშეკრულების აღნიშნული პირობის ბათილობის თაობაზე. 4.12.1. საქმის მასალების არ დასტურდება, რომ ზემოხსენებული პირობა ხელშეკრულების რომელიმე პუნქტს ეწინააღმდეგება. 4.12.2. მოპასუხეს არ მიუთითებია, რომ ხელშეკრულების დადების დროს მან ნაკლის მქონე ნება გამოავლინა. 4.12.3. შეთანხმება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის 1 ნაწილიდან გამომდინარეობს და კანონშესაბამისია. 4.12.4. ამიტომ, პალატის აზრით, საქალაქო სასამართლომ იგი შეცდომით მიიჩნია ბათილად. 4.13. როგორც აღინიშნა, ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს ყოველწლიური სარგებელი, დარჩენილი დავალიანების 42% უნდა გადაეხადა. 4.13.1. აპელანტმა საპროცენტო ვალდებულების შესრულება მხოლოდ 2017 წლის 14 ნოემბრამდე მოითხოვა და მისი მოთხოვნის საერთო ღირებულება 3627,29 აშშ დოლარია. 4.13.2. როგორც აღინიშნა, აქედან, 949,32 აშშ დოლარი სარჩელის აღძვრამდე გადასახდელი სარგებელია. 4.13.3. ეს კი ნიშნავს, რომ ხელშეკრულების 2.2.1. პუნქტის საფუძველზე აპელანტი 2677,97 აშშ დოლარს ითხოვდა. 4.13.4. 4926,13X42%X2=4137,94. ამის შესაბამისად, სარჩელის აღძვრიდან, ე.ი. 2015 წლის 14 აგვისტოდან 2017 წლის 14 ნოემბრამდე მოპასუხეს აპელანტის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით 4000 აშშ დოლარზე მეტი უნდა გადაეხადა, რაც აპელანტის მოთხოვნას ბევრად აღემატება. 4.14. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება 2018 წლის 15 ივნისს გამოიტანა და მოპასუხეს ვალდებულება ამ დროისთვისაც შესრულებული არ ჰქონია, სარჩელი სარგებლის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანი იყო და საქალაქო სასამართლომ შეცდომით არ დააკმაყოფილა იგი. 4.15. ამრიგად, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს ლ-------------ის მოთხოვნა ა----------------ისათვის 2677,97 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე და სს ლ-------------ის სარჩელი ა----------------ისათვის სარგებლის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. ა----------------ეს სს ლ-------------ის სასარგებლოდ, დამატებით, უნდა დაეკისროს 2677,97 აშშ დოლარის გადახდა.

6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, ა----------------ეს სს ლ-------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ ორივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 224,3+261,36=485,66 ლარის ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გადაწყვიტა

 

1. სს ლ-------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს ლ-------------ის მოთხოვნა ა----------------ისათვის 2677,97 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე;

3. სს ლ-------------ის სარჩელი ა----------------ისათვის სარგებლის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

4. ა----------------ეს სს ლ-------------ის სასარგებლოდ, დამატებით, დაეკისროს 2677,97 აშშ დოლარის გადახდა;

5. ა----------------ეს სს ლ-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 485,66 ლარის გადახდა;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე