განაჩენი

სისხლის სამართლის 18.06.2019
საქმის ნომერი
330100118002678475
ინსტანცია
თარიღი
18.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002678475

საქმე №1ბ/ 724-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი

მოსამართლეები: ბესიკ ბუგიანიშვილი

მანუჩარ კაპანაძე

 

ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,პროკურორის: მი----–----------ს

მსჯავრდებულის:ალ------------–------ს

ადვოკატის: მა--------–----ს

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ალ------------–------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ალ------------–------ს მიმართ, დაბადებული 1------–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N1----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ--------------–---------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------–-------------------------------------------------ში; დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განაჩენით, ალ------------–------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8(რვა)წლის ვადით.

მასვე, 2(ორი) წლის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება.

ალ------------–------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2019 წლის 25 მარტიდან.

ალ------------–------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში იმყოფებოდა; რაც გამოიხატა შემდეგში:

2014 წლის 14 მაისიდან - 2018 წლის 12 მაისამდე პერიოდში, შპს „--------- “ (ს/ნ 2--------) დირექტორმა ალ-------------–------მ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული საზოგადოების კუთვნილი პროდუქცია და ფულადი თანხა ჯამში 125 722 ლარის ოდენობით, კერძოდ: 105.261 ლარის ღირებულების პროდუქცია და ასევე პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 20.461 ლარის ოდენობის ფულადი თანხა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ალ------------–------ს ინტერესების დამცველი ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის შემსუბუქება.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის ძალაში დატოვება.

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა ობიექტურად და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ ალ------------–------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად იქნა დადასტურებული საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების: ს----–------------------------–------------------–---------------------------–------------------–-----–------–---–-------------------–---–-----–-----–---–--------–-----–----------------–------–-----------------------–------–---–--------------------- გამოკითხვის ოქმებით; ინვენტარიზაციის აქტით; შპს „მ-----------“ ამოღებული დოკუმენტაციით; ბანკებიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით; 10.09.2018 წლის თემატური რევიზიის აქტით; დათვალიერების ოქმებით თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ალ------------–------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

პალატა, მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მთელი სამართალწარმოების ეტაპზე აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ის წარსულში ნასამართლევი არ არის, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, მოხუცი მშობლები, აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მსჯავრდებულ ალ------------–------ს მიმართ, სასჯელის ზომად გამოყენებული იქნეს მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი ზღვარი და ამ მიმართებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში შევიდეს ცვლილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიჩნევს, რომ, რომ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განაჩენში სასჯელის შემსუბუქების კუთხით შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ალ------------–------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3. ალ------------–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი)წლის ვადით.

მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საქმიანობის უფლება;

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ალ------------–------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია, ასევე, გაუქმებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ალ------------–------ს (პირადი ნომერი N1----------) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს 20.000(ოციათასი)ლარის ოდენობით, უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა ირ--------------ს (პირადი N0----------- საკუთრებაში არსებულ ქალაქი თ---–--------------–---------------------------------------------------- მდებარე უძრავი ქონების, ფართი 6---- კვ.მ. საკადასტრო კოდით N0----------------------- გირაოს ფულადი თანხის - 20 000 (ოცი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილზე დადებული ყადაღა.

5. ალ------------–------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს -2019 წლის 25 მარტიდან.

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

-სს ,,ს----------–-------------’’ გამოთხოვილი ინფორმაცია ,,01” ცალი დისკად, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

-შპს ,,მ-----------“ ამოღებული დოკუმენტაცია, მოთავსებული ,,01“ ტომარაში, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

7. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: კ.მაჭავარიანი

 

მოსამართლეები: ბ.ბუგიანიშვილი

 

მ. კაპანაძე