განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე საქმე №1/ბ-394-2017 წელი
№010100116001495159
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
14 მარტი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ა----–--- წ---------ს,ადვოკატის – რ---- პ----ის, მ-----– მ------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდო-მაზე, განიხილა გ--–----- მ-----ისა და ნ--- მ------ის ბრალდების №------------ სისხ-ლის სამართლის საქმე.
გ--–----- მ-----ე, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასა-მართლობის მქონე, მცხოვრები ხ--–----------------------------–----–-------ში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
ნ--- მ------ე, დაბადებული 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ქ. ბ---------------–---------------ში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
aRwerilobiTi nawili:
გ--–----- მ-----ესა და ნ--- მ------ეს ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ბრალი დაედოთ ქურდობისათვის, ე.ი. სხვისი მოძრავის ნივთის ფარული დაუფლები-სათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, ჩადენი-ლი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევის პირების მიერ.
გ--–----- მ-----ისა და ნ--- მ------ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგ-ში:
2016 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 05 საათზე, ქ. ბ------–----------------------------ში უკანონო შეღწევით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ნ--- მ------ე და ასევე სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრე-ბისათვის ორჯერ ნასამართლევი გ--–----- მ-----ე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფაულად დაეუფლნენ დ----- ც-–--–--ის, თ----- ც-–--–--ისა და ზ---- ც-–--–--ის მაჯის საათს, სამაჯურს, საფულეებს, მასში არსებულ ნივთებსა და ფულად თანხას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გ------- რ---–---–მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ--–----- მ-----ისა და ნ--- მ------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. მოთ-ხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ გ--–----- მ-----ისა და ნ--- მ------ისათვის ბრალად შერაცხულ ქმედებებს ადასტურებს ზ---- ც-–--–--ის ჩვენება, ზ---- ც-–--–--ის მიერ დანაშაულის ჩამდენ პირთა ამოცნობები, დანაშაულის ჩადენის ადგილას, დაახ-ლოებით 30-40 მეტრში, დანაშულის ჩადენის დროს პოლიციის მუშაკების მიერ მიქანა-ძისა და მ-----ის შეჩერება და ფოტოგრაფირება - ნ--- მ------ის და გ--–----- მ-----ის ფოტოსურათები, რომელზეც მითითებულია თარიღი და დრო (2016 წლის 12 ივლისი 05:22 საათი), ბლოკნოტი - ჩანაწერებით - სურათების მაიდენტიფიცირებელი ციფრებით 8263, 8264, ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს ფაქტი, რომ პოლიციის ციმციმიანი მანქანა აჩერებს ორ პირს ზუსტად 2016 წლის 12 ივლისს დაახლოებით 05:20 საათზე; გ--–----- მ-----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ზ---- ც-–--–--ის საათი ამოიც-ნო ზ---- ც-–--–--ემ; ნ--- მ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული კაპიუშონიანი ზედატანი ამოიცნო დაზარალებულმა ზ---- ც-–--–--ემ, როგორც ზედა, რომელიც ეცვა ნ--- მ------ეს 2016 წლის 12 ივლისს დაახლოებით 05:00 საათზე, როცა მის ბინაში იმყოფებოდა და ჩადიოდა ქურდობას; ნ--- მ------ის კაპიუშონიანი ზედა-ტანი ამოიცნეს პოლიციის მუშაკებმა ა---- ქ-------ემ და გ-- ა----–--ემ, ზედატანი, რომე-ლიც ეცვა 2016 წლის 12 ივლისს, როცა მათ შეაჩერეს ნ--- მ------ე და გ--–----- მ-----ე, და მოახდინეს ფოტოგრაფირება, 2016 წლის 12 ივლისის 05:22 საათზე გადაღებულ ფოტოზე ზუსტად ჩხრეკის შედეგად ამოღებული კაპიუშონიანი ზედატანი აცვია ნ--- მ------ეს. ფოტოაპარატი ნიკონ ქოლფიქსი იქნა გამოყენებული, როგორც ნ--- მ------ის და გ--–----- მ-----ის დასურათებისას 2016 წლის 12 ივლისს 05:22 საათზე, ასევე გამოყენებული იქნა გ--–----- მ-----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სადაც, ასევე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ამსახველ სურათებზე - ფოტოცხრილზე ავტომატურად მითითებულია თარიღი და საათი 2016 წლის 16 ივლისი 20:15- 20:55 დროის ინერვალი, რაც ემთხვევა ჩხრეკის წარმოების დროს, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ ფოტოაპარატი აფიქსირებს რეალურ დროს. 2016 წლის 12 ივლისს 05:22 საათი რაც მითითებულია ნ--- მ------ის და გ--–----- მ-----ის ფოტოსურათებზე არის აბსოლუტურად ზუსტი თარიღი და დრო. შესაბამისად აშკარად დასტურდება ფოტოაპარატ ნიკონ ქოლფიქსის ტექნიკური შესაძლებლობა გადაღებულ ფოტოსურათზე ავტომატურად ასახოს თარიღი და საათი.
სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელია ნ--- მ------ის და გ--–----- მ-----ის წარსული ცხოვრება, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ განზრახ საკუთრების წინა-აღმდეგ მიმართულ დანაშულებთან.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა ნ--- მ------ის ინტერესების დამ-ცველმა ადვოკატმა მ-----– მ------ემ, რომელიც ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელა-ციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ ა----–--- წ---------ს, რომელიც ითხოვს გ--–----- მ-----ისა და ნ--- მ------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხ-ლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
– გამართლებულ გ--–----- მ-----ის ინტერესების დამცველ ადვოკატს რ---- პ----ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართ-ლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
– გამართლებულ ნ--- მ------ის ინტერესების დამცველ ადვოკატს მ-----– მ------ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართ-ლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
გააანალიზა რა საქმეში არსებული, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპე-ლაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულ ზ---- ც-–--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ოჯახთან – მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად, ქირით ცხოვრობს ქ. ბ------–----------------------------ში. 2016 წლის 11 ივლისს, დაახლოებით ღამის 12 საათი იქნებოდა, როდესაც დასაძინებლად დაწვა მისაღებ ოთახში მდგარ დივანზე. ზაფხულის სიცხის გამო საძინებელში უჭირს დაძინება, ამიტომ იძინებს მისაღებ ოთახში და ყოველთვის ღიას ტოვებს ფანჯარას, რომ ოთახში ჰაერი მოძრაობდეს. ბინა მდებარეობს პირველ სარულზე, სადაც კიბით ადიხარ პატარა აივანზე, რომელზეც გადის სახლში შესასვლელი კარი, ასევე ფანჯარა. დილის ხუთი საათი იქნებოდა, როდესაც ძირს რაღაცის დავარდნის ხმამ გამოაღვიძა, მის თავ-თით მდებარე პატარა მაგიდასთან, რომელზეც ოჯახის წევრები თავის პირად ნივთებს დებენ, იდგა მისთვის უცნობი ახალგაზრდა, რომელმაც მაგიდიდან რაღაც ნივთი აიღო მარცხენა ხელით და თავის ლურჯი ფერის კაპიშონიანი ზედატანის მარცხენა ჯიბეში ჩაიდო, მობრუნდა, გაიარა ფანჯრამდე გასავლელი სამიოდე მეტრი. გააყოლა მზერა და ამ დროს დაინახა ღია ფანჯარასთან, აივანზე მდგარი მეორე პირი, მოგრძო თმით, რომელ-საც მარცხენა ხელით ფარდა გადაწეული ჰქონდა, თავზე მასაც კაპიშონი ეხურა, ხან ეზოსკენ იყურებოდა, ხან ოთახში. ოთახში მყოფი პირი გადავიდა ფანჯრიდან და ორი-ვენი, ისე, რომ არ შეჩერებულან, წავიდნენ. ესმოდა კიბეებზე ჩამავალი მათი ფეხის ხმა. ამ ყველაფრის დანახვისას თავად არ განძრეულა, არ ამდგარა, უკან არ გაჰყოლია მათ, რადგან შეეშინდა რამე არ დაეშავებინათ. დაახლოებით ნახევარ საათში წამოდგა და გვერდით ოთახში მძინარე ვაჟი - დ----- ც-–--–--ე გააღვიძა. მოუყვა ყველაფერი, დი-ლით ცოლს და ქალიშვილსაც აცნობა მომხდარის შესახებ. დაკარგული აღმოჩნდა პატარა მაგიდაზე დადებული ორი ცალი საფულე, რომელიც ერთი მას, მეორე კი დ----- ცეცხ-ლაძეს ეკუთვნოდა. მას საფულეში ჰქონდა 135 ლარი, სახელფასო ბარათები, პირადობის მოწმობა, დაიკარგა ასევე მისი კუთვნილი მაჯის საათი, ღირებული 70 ლარად, ასევე მეუღლის - თ----- ც-–--–--ის სამაჯური. ითათბირეს ყველამ ერთად და გადაწყვიტეს, რომ ეცნობებინათ პოლიციისთვის მომხდარი ქურდობის შესახებ. დილით 9 საათზე დ----- ც-–--–--ემ დარეკა 112-ში და შეატყობინა ქურდობის თაობაზე, გადასცა ასევე დაკარგული ნივთების ჩამონათვალი. პოლიციის თანამშრომლებმა დაათვალიერეს შემ-თხვევის ადგილი, ჩამოართვეს ჩვენება. რამდენიმე დღის შემდეგ, 17 ივლისს, მონა-წილეობა მიიღო ფოტოსურათებით ამოცნობაში, რა დროსაც მის წინაშე წარდგენილი ფოტოებიდან ამოიცნო ნ--- მ------ის და გ--–----- მ-----ის ფოტოები. მ------ე ის პირია, რომელიც მაგიდიდან ნივთებს იღებდა, ხოლო მ-----ე ფანჯარასთან დარაჯობდა. ამოცნობა არ გასჭირვებია, რადგან ეს პირები დაახლოებით წუთის, ან წუთნახევრის განმავლობაში იყვნენ მისი თვალთახედვის არეში, მართალია, არ განძრეულა და პირის-პირ არ შეუხედავს მათთვის, თვალებიც ბოლომდე არ გაუხელია, იმის შიშით, რომ ქურ-დებს არ შეემჩნიათ მისი გაღვიძება და რამე არ დაეშავებინათ, მაგრამ ცალი თვალით (მარცხენა თვალით) შეხედა და დაინახა ორივე: - მ------ე იმ მომენტში, როდესაც ნივთი ჯიბეში ჩაიდო და მისკენ შებრუნდა, რათა ფანჯრისკენ წასულიყო, ხოლო მ-----ე მას შემდეგ, რაც ფანჯრისკენ წასულ მ------ეს გააყოლა თვალი და მ-----ე დაინახა აივანზე, ღია ფანჯარასთან მდგარი. ამ დროს ოთახში სინათლე, მართალია, არ ენთო, მაგრამ მეზობლის აივანზე განათება მუდამ ჩართულია და ოთახს კარგად ანათებს. ამდენად, შუქის ანთების გარეშეც არის შესაძლებელი სახეების გარჩევა. მონაწილეობა მიიღო ასევე სხვა საგამოძიებო მოქმედებებში, ამოიცნო მაჯის საათი და ის კაპიშონიანი ზედა, რომე-ლიც ოთახში შემოსულ ქურდს ეცვა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალე-ბულმა ზ---- ც-–--–--ემ, ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო ფოტოსურათი ნ--- მ------ის გამოსახულებით და განმარტა, რომ ეს პირი იყო შესული მის საცხოვრებელ ბინაში და ფარულად დაუფლა მაგიდაზე დალაგებულ ნივთებს.
დაზარალებულ ზ---- ც-–--–--ის მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათით ამოც-ნობის ოქმით ასევე დასტურდება, რომ ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი ფოტოსურა-თიდან დაზარალებულმა ამოიცნო ფოტოსურათი გ--–----- მ-----ის გამოსახულებით და განმარტა, რომ მის მიერ ამოცნობილი ახალგაზრდა პიროვნება იდგა ფანჯარასთან და თვალს ადევნებდა ქურდობის ფაქტს.
დაზარალებულმა დ----- ც-–--–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2016 წლის 12 ივლისს, დილით, დაახლოებით 05:30 საათზე გააღვიძა მამამ, ზ---- ც-–--–--ემ და შეატყობინა მათ საცხოვრებელ ბინაში მომხდარი ქურდობის შესახებ. უთხრა, რომ დაი-ნახა ქურდები, თუმცა შიშის გამო ვერ შეუშალა მათ ხელი. დ-----ს გაახსენდა, რომ ღა-მით რაღაც ხმაური მასაც მოესმა, თუმცა ეგონა მამა დადიოდა ოთახში და ყურადღება არ მიუქცევია. მოპარული აღმოჩნდა მისაღებ ოთახში მდგარ პატარა მაგიდაზე არსებული ნივთები – მისი და ზ---- ც-–--–--ის საფულეები, ამ უკანასკნელის კუთვნილი მაჯის საათი, ასევე დედის, თ----- ც-–--–--ის კუთვნილი სამაჯური. საფულეში ჰქონდა 290 ლა-რი, ერთდოლარიანი კუპიურა, პირადობის მოწმობა და პლასტიკური ბარათები. დილით, როდესაც გაიღვიძეს ოჯახის სხვა წევრებმაც და შეიტყვეს მომხდარის შესახებ, ყველამ ერთად გადაწყვიტა ქურდობის თაობაზე ეცნობებინათ პოლიციისთვის. დილის 9 საათი იქნებოდა, როდესაც დ-----მა პირადად დარეკა 112-ზე, შეატყობინა მათ ბინაში მომხდა-რი ქურდობის თაობაზე, მიაწოდა ინფორმაცია მოპარული ნივთების შესახებ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში წარმოდგენილი №------- შეტყობინების თანახმად, სისხლის სამართლის საქ-მეზე გამოძიება დაიწყო 2016 წლის 12 ივლისს, 10:37 საათზე 112-იდან შესული შეტყო-ბინების საფუძველზე, რომლის მიხედვით, ქ. ბ------–------------------------დან, დ----- ც-–--–--ის განცხადებით, მოიპარეს სამაჯური, საფულე და პირადი საბუთები.
დაზარალებულმა თ----- ც-–--–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2016 წლის 12 ივლისს დილით შეიტყო მათ საცხოვრებელ ბინაში მომხდარი ქურდობის შესახებ. მოპა-რული აღმოჩნდა ნივთები მისაღებ ოთახში მდგარი პატარა მაგიდიდან: 70 ლარად ღირე-ბული მისი სამაჯური, შავი თვლებით, რომელიც იყო ბიჟუტერია, ასევე ზ---- და დ----- ც-–--–--ეების საფულეები, პლასტიკური ბარათები, ზ---- ც-–--–--ის მაჯის საათი. ღამის განმავლობაში რაიმე ხმაური არ გაუგონია, მეუღლისგან შეიტყო, რომ დაინახა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მოიპარეს მათი ნივთები. გადაწყვიტეს პოლიციისთვის ეცნობებინათ მომხდარი და დ----- ც-–--–--ემ დარეკა 112-ის სამსახურში.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ს--–---- ც-–--–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ თავად არ შესწრებია ქურ-დობის ფაქტს, დედასთან ერთად მხოლოდ დილით შეიტყო მომხდარი და სრულად დაადასტურა ოჯახის სხვა წევრების ჩვენებებში მითითებული გარემოებები.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე მ--------- ბ--–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. ბ------–------------------ში, ც-–--–--ეების ოჯახის მეზობლად, სამსართულიან სახლში. სახლის ყველა სართულზე მთელი ღამის განმავლობაში ჩართული აქვს განათება. შემჩნეული აქვს, რომ როდესაც ღამით სარეცხს ფენს თავის აივანზე, მისი სახლიდან გამავალი შუქის ფონზე, ჩანს მოპირდაპირედ მცხოვრები ც-–--–--ეების ოთახები და მათი გამჭვირვალე ფარდების მიღმა ამ ოთახებში ოჯახის წევრების გადაადგილება. თუმცა არ იცის როგორი მხედველობაა ც-–--–--ეების მისაღები ოთახიდან გარეთ, მისი სახლიდან გამავალი სინათლეების ფონზე, არც ის იცის ც-–--–--ეების მისაღებ ოთახში მყოფი ადამიანი კარ-გად დაინახავს და გაარკვევს თუ არა ასეთ განათებაზე ოთახში შესული ადამიანების სა-ხეებს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე გ------- ლ--------------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2016 წლის 16 ივლისს მიიღო ოპერა-ტიული ინფორმაცია მასზედ, რომ ზ---- ც-–--–--ის დროებითი საცხოვრებელი სახლის ქურდობა ჩადენილი უნდა ჰქონოდათ გ--–----- მ-----ეს და ნ--- მ------ეს, რომლებიც ნაქურდალ ნივთებს ინახავდნენ თავის საცხოვრებელ სახლებში. აღნიშნული ინფორმა-ციის შესახებ პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, 2016 წის 16 ივლისს ხ--–----------------------------–----–-------ში მდებარე, გ--–----- მ-----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, გადაუ-დებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მაჯის საათი, ორი ცალი საფულე, სამი ცალი პლასტიკური ბარათი, მობილური ტელეფონი, ორი ცალი ჯინსის შარვალი და ე.წ. კაპიუშონიანი მაისური.
2016 წლის 20 ივლისით დათარიღებული, დაზარალებულ ზ---- ც-–--–--ის მონაწი-ლეობით ჩატარებული ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ც-–--–---ემ, ამოსაცნობად წარდგებილი სამი ერთგვაროვანი ნივთიდან ამოიცნო გ--–----- მ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მაჯის საათი. დაზარალე-ბულის განმარტებით, ეს სწორედ ის საათია, რომელიც 2016 წლის 12 ივლისს, მისი საცხოვრებელი სახლიდან მოიპარეს. გ--–----- მ-----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკი-სას ამოღებული სხვა ნივთებიდან დაზარალებულმა ც-–--–--ემ ვერ ამოიცნო ვერც ერთი სხვა ნივთი, როგორც მისი და მისი ოჯახის წევრების კუთვნილი. ასევე ვერ ამოიცნო კაპიშონიანი ზედა და ჯინსის შარვალი, როგორც ქურდობაში მონაწილე პირის ტანი-სამოსი.
მოწმე ი-----–- ზ-------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის პოლიციის მე-2 განყო-ფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. მონაწილეობა მიიღო გ--–----- მ-----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. ჩხრეკა ჩატარდა პოლიციის თანამშრომლის გ------- ლ--------------ის მიერ 2016 წლის 16 ივლისს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, ზ---- ც-–--–--ის ბინის ქურდობა ჩადენილი უნდა ჰქონოდათ გ--–----- მ-----ეს და ნ--- მ------ეს, რომლებიც ნაქურდალ ნივთებს ინახავენ თავის საცხოვრებელ სახლებში. გამომძიებელ მ------ კ-------ესთან და ინსპექ-ტორ-გამომძიებელ გ---- დ------ესთან ერთად წავიდა ხ--–-------------------------------–-------–--------------------ში მდებარე გ--–----- მ-----ის საცხოვრებელ სახლში. ადგილზე მისულებს სახლში დახვდათ გ--–-----ს დედა - მ-----–- დ------ე, რომელსაც გამომძიებელმა გააცნო გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილება, რომელშიც მითითებული იყო ჩხრეკის საფუძველი და ასევე იმ ნივთე-ბის ჩამონათვალი, რომელთა დასაძებნადაც ტარდებოდა ჩხრეკა. მ-----–- დ------ემ თან-ხმობა განაცხადა ჩხრეკის ჩატარებაზე. საცხოვრებელი სახლი სულ სამი ოთახისგან შედგებოდა - მისაღების და ორი საძინებლისგან. გ--–----- მ-----ის საძინებელი ოთახში განთავსებული პატარა კარადის მეორე უჯრიდან ამოღებულ იქნა ორი ცალი ყავისფერი საფულე, პლასტიკური ბარათები, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, საწოლზე დადებული ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა მაჯის საათი, ასევე ამოიღეს კაპიშონიანი ზედა და ჯინსის შარვალი. გამომძიებელი კ-------ე ადგილზე ადგენდა ოქმს, გ---- დ------ე ახდენდა ფოტოგადაღებას, ხოლო თავად ზ-------ე ახორ-ციელებდა უშუალოდ ჩხრეკას, ყველა ნივთი მან ამოიღო ზემოთ მითითებული ადგი-ლებიდან. ჩხრეკაში მონაწილეობდა მ-----–- დ------ეც, მას არანაირი შენიშვნა და პრე-ტენზია ჩხრეკასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს. მოწმე ზ-------ემ ასევე განმარტა, რომ ზ---- ც-–--–--ის ბინაში მომხდარი ქურდობის შესახებ პოლიციის მეორე განყოფი-ლებაში 2016 წლის 12 ივლისის დილით ჩატარებულ თათბირზე გახდა მისთვის ცნობი-ლი, სადაც ასევე პოლიციელებს მიაწოდეს ინფორმაცია მოპარული ნივთების თაობაზე, კერძოდ, რომ დაკარგული იყო საფულეები, სამაჯური და საათი, ხოლო ამ ნივთების უშუალო აღწერილობა მიაწოდა გამომძიებელმა კ-------ემ ჩხრეკის დაწყების წინ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე გ---- დ------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის პოლიციის მე-2 განყო-ფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, 2016 წლის 12 ივლისს მათ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ზ---- ც-–--–--ის საცხოვრებელ სახლში მომხდარი ქურდობის ფაქ-ტზე. უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ------- ლ--------------ის მიერ მიღებული ოპე-რატიული ინფორმაციის თანახმად, ქურდობა ჩადენილი ჰქონდათ ნ--- მ------ეს და გ--–----- მ-----ეს. 16 ივლისს, საღამოს დაახლოებით 20 საათზე, გამომძიებელი მ------ კ-------ე, მასთან და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ი-----–- ზ-------ესთან ერთად გა-ვიდა ხ--–-------------------------------–-------–--------------------ში მდებარე გ--–----- მ-----ის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად, რათა აღმოჩენილი ყოფილიყო ნაქურდალი ნივთები. სახლში დახვდათ მ-----ის დედა, მ-----–- დ------ე, რომელსაც გამომძიებელმა გააცნო დადგენილება ჩხრეკის ჩატარების შესახებ, დ------ემ თანხმობა განაცხადა ჩხრეკის ჩატარებაზე, რის შემდეგ დაიწყეს სახლის ჩხრეკა. სახლი იყო სამ-ოთახიანი, გაჩხრიკეს ყველა ოთახი, თუმცა გამოძიებისთვის საინტერესო ნივთები აღმ-ოჩნდა მხოლოდ გ--–----- მ-----ის საძინებელ ოთახში. კერძოდ, ამ ოთახში მდგარი კარადის მეორე უჯრიდან ამოიღეს ორი ცალი ყავისფერი საფულე, „ნოკიას“ ფირმის მო-ბილური ტელეფონი. საწოლზე დადებული ლურჯი ფერის ჯინსის შარვლის ჯიბიდან ამოღებულ იქნა მაჯის საათი. ასევე ამოიღეს კაპიშონიანი ზედა, ჯინსის შარვალი. ამო-ღებული ნივთები დალუქეს ადგილზე. მ-----–- დ------ე ესწრებოდა ჩხრეკას, მას შე-ნიშვნები არ გამოუთქვამს. დ------ე ახდენდა ჩხრეკის პროცესის ფოტოგადაღებას მათი განყოფილების კუთვნილი წითელი ფერის ფოტოაპარატით, ი-----–- ზ-------ე ახორცი-ელებდა უშუალოდ ჩხრეკას, გამომძიებელი კ-------ე ადგენდა ოქმს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
გამომძიებელმა მ------ კ-------ემ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა გ--–----- მ-----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის გარემოებებთან დაკავშირებით, ჩხრეკის სხვა მონაწილე პოლიციელების – გ---- დ------ის და ი-----–- ზ-------ის ჩვენებებში მითი-თებული ყველა გარემოება.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, 2016 წლის 16 ივლისს შედგენილი, ქ. ბ------–---------–----------------ში მდებარე ნ--- მ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, გადა-უდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ლურჯი ფერის „კაპიუშონიანი“ ზედა. გამოძიებისთვის საინტერესო სხვა ნივთი, სახლის ჩხრეკისას არ ამოღებულა.
საქმეში არსებული, 2016 წლის 27 აგვისტოს შედგენილი, დაზარალებულ ზ---- ც-–--–---ის მონაწილეობით ჩატარებული ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ც-–--–--ემ, ამოსაცნობად წარდგებილი სამი ერთგვაროვანი ნივთიდან ამოიცნო ნ--- მ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ლურჯი ფერის „კაპიშო-ნიანი“ ზედა, რომელიც დაზარალებულ ც-–--–--ის განმარტებით, ეცვა ქურდობის დროს პირს, რომელმაც 2016 წლის 12 ივლისს მისი საცხოვრებელი სახლიდან მოიპარა მისი და მისი ოჯახის წევრების პირადი ნივთები და რომელიც შემდგომში მის მიერვე იქნა ამოც-ნობილი ფოტოსურათზე.
მოწმე ა---- ქ-------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარ-ტა, რომ არის პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლი, 2016 წლის 11-12 ივლისის ღამეს იყო ცვლაში და თავის მეწყვილე გ-- ა----–--ესთან ერთად ასრუ-ლებდა სამსახურებრივ მოვალეობას, გადაადგილდებოდა პოლიციის სამსახურებრივი მანქანით სამოქმედო ტერიტორიაზე. ჭ-----------------–---–---–ის ქუჩების კვეთასთან შენიშნეს ორი პირი, რომლებსაც კაპიშონიანი ზედატანები ეცვათ ივლისში, რაც საეჭვოდ მოეჩვენათ და გადაწყვიტეს შეეჩერებინათ. შეაჩერეს კიდეც და გამოჰკითხეს ვინაობა. აღმოჩნდნენ გ--–----- მ-----ე და ნ--- მ------ე, ამ უკანასკნელს ლურჯი შარვალი და ასეთივე ფერის კაპიშონიანი ზედა ეცვა, ხოლო მ-----ეს ე.წ. „დახეული“ ჯინსები და კაპიშონიანი ზედა. პირადობის მოწმებები თან არ ჰქონდათ, ამიტომ „პოლიციის შესახებ“ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, სამსახურებრივ ბლოკნოტში ჩაიწერეს მათი სახელი, გვარი და სხვა პირადი მონაცემები, მათივე თანხმობით გადაუ-ღეს ფოტოები „ნიკონის“ ფირმის სამსახურებრივი ფოტოაპარატით. რადიოსადგურით დაუკავშირდნენ განყოფილების მორიგეს, რომელსაც გაახსნევინეს საინფორმაციო ცენ-ტრი, გადაამოწმებინეს ქუჩაში შეჩერებული პირების მიერ მიწოდებული მონაცემების ნამდვილობა, მორიგემ მათი პირადი ნომრებიც უკარნახა, რაც ჩაიწერეს ბლოკნოტში, სადაც ასევე მიუთითეს გადაღებული ფოტოების საიდენტიფიკაციო ნომრებიც. ფოტოები გადაიღო უშუალოდ თვითონ, ხოლო ბლოკნოტში ჩანაწერი გ-- ა----–--ემ გააკეთა. ამის შემდეგ დაემშვიდობნენ მითითებულ პირებს და განაგრძეს პატრულირება. იმავე დი-ლით, ოპერატიულ თათბირზე მათთვის ცნობილი გახდა ჭ--------------ში მომხდარი ქურდობის შესახებ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ადილიდან 20-30 მეტ-რის მოშორებით გამთენიისას მათ ორი „საეჭვო პირი“ შეაჩერეს, მონაცემები ჩაიწერეს, სურათები გადაუღეს, არ გახსენებიათ და შესაბამისად, არც მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, ჩანაწერები და ფოტოები გადაუციათ ხელმძღვანელობისთვის. მხოლოს მას შემდეგ, რაც 16 ივლისს ოპერატიული ინფორმაცია იქნა მიღებული ქურდობის სავარაუ-დოდ ჩამდენი პირების შესახებ და დასახელდა ბრალდებულების გვარები, გაახსენდათ მათთან კონტაქტი ქურდობის ღამეს და პატაკით აცნობეს ხელმღვანელობას აღნიშნულის შესახებ, წარუდგინეს ბლოკნოტი ჩანაწერებით, ასევე ფოტოაპარატი, საიდანაც ამოღე-ბულ იქნა მ------ის და მ-----ის ფოტოები. მონაწილეობა მიიღო ასევე ვიდეოსათვალ-თვალო კამერების დათვალიერებაში, სადაც ჩანს ქუჩაში მ------ის და მ-----ის გადაად-გილება და ასევე ის მომენტი, როდესაც პოლიციის მანქანამ შეაჩერა ისინი. მოწმე ა---- ქ-------ემ ასევე განმარტა, რომ მანამდე არ იცნობდა ბრალდებულებს, ქურდების სავა-რაუდო აღწერილობა არც 12 ივლისის დილით ჩატარებულ თათბირზე გაჟღერებულა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე გ-- ა----–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის პოლიციის მე-2 განყო-ფილების უმცროსი ინსპექტორი, 2016 წლის 11-12 ივლისის ღამით იმყოფებოდა ცვლაში
მეწყვილე ა---- ქ-------ესთან ერთად, მოძრაობდნენ სამოქმედეო ტერიტორიაზე „პიკა-პის“ მოდელის პოლიციის მანქანით. დილის ხუთი საათის შემდეგ, ჭ-----------------–----–---–ის ქუჩების კვეთასთან ა----მ შენიშნა ორი პირი, რომლებიც კაპიშონიანი ზედა-ტანებით გადაადგილდებოდნენ ქუჩაში. ქ-------ემ იცნო, რომ ერთ-ერთი მათგანი ქურ-დობისთვის ნასამართლევი ნ--- მ------ე იყო, ამიტომ საეჭვოდ მიიჩნიეს გამთენიისას, ასეთი ჩაცმულობით ნასამართლევი პირის ქუჩაში გადაადგილება და შეაჩერეს. წარუდ-გინეს თავი, ჩაიწერეს ნ--- მ------ის და მასთან ერთად მყოფი პირის გ--–----- მ-----ის პირადი მონაცემები, იმის გამო, რომ პირადობის მოწმობები თან არ ჰქონდათ, გადაუღეს ფოტოსურათები, ამასთან საძახისით დაუკავშირდნენ განყოფილების მორიგეს და მას-თან გადაამოწმეს რამდენად შეესაბამებოდა შეჩერებული პირების პირადი მონაცემები მათ მიერ მიწოდებულ მონაცემებს, მორიგემ მათი პირადი ნომრებიც უკარნახა, რაც ჩაი-წერეს ბლოკნოტში, ფოტოების საიდენტიფიკაციო ნომრებთან ერთად. მ------ეს ტანთ ეცვა ლურჯი კაპიშონიანი ზედა, თეთრი თასმებით, სამ ღილზე და ლურჯი ჯინსის შარ-ვალი, ასეთივე ფერის ჯინსის შარვალი ეცვა მ-----ეს, ასევე ელვაშესაკრავიანი კაპიშო-ნიანი მოსაცმელი. როგორც მათ განმარტეს, თბილისის მოედანზე მიდიოდნენ მეგო-ბართან შესახვედრად. დაახლოებით 5-10 წუთი გასტანა სულ ამ პირებთან პოლიციე-ლების ურთიერთობამ. იმავე დილით, 10 საათზე, განყოფილებაში ჩატარებულ ოპერა-ტიულ თათბირზე ა----–--ისთვის ცნობილი გახდა, ჭ--------------ში იმ ღამით მომხ-დარი ქურდობის შესახებ, თუმცა არ დაუკავშირებია ამ ფაქტთან, იმავე ტერიტორიაზე საეჭვო გარეგნობის და წარსულის მქონე პირების გადაადგილების ფაქტი და არ უცნო-ბებია ხელმძღვანელობისთვის. ალბათ არც გაახსენდებოდა ეს გარემოება, რომ არა რამ-დენიმე დღის შემდეგ მიღებული ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჭ---------------ში ქურდომა ჩადენილი ჰქონდათ ნ--- მ------ეს და გ--–----- მ-----ეს. მხო-ლოდ ამის შემდეგ გაიხსენეს მომხდარი მან და ქ-------ემ, რის თაობაზეც ამ უკანას-კნელმა პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. მისცეს ჩვენებები, მონაწილეობა მიიღეს ვი-დეოჩანაწერების და ტანსაცმლის დათვალიერებებში.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში წარმოდგენილი, 2016 წლის 16 ივლისით დათარიღებული, ა---- ქ-------ის პატა-კის თანახმად, ნ--- მ------ე და გ--–----- მ-----ე, მის მიერ შეჩერებული და დასურათე-ბული იქნა შემთხვევის ადგილთან ახლოს, 2016 წლის 12 ივლისს, დილის 05:20 საათი-სთვის.
საქმეში არსებული, ნივთის ამოცნობის ოქმების თანახმად, ნ--- მ------ის საცხოვრებე-ლი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ზედატანი ამოიცნეს პოლიციის თანამშრომლებმა ა---- ქ-------ემ და გ-- ა----–--ემ, როგორც მ------ის ტანთმოსილი ზედატანი 2016 წლის 12 ივლისს მისი ქუჩაში შეჩერებისას. რაც შეეხება გ--–----- მ-----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელს, რომელიც ასევე წარედგინათ მათ ამოსაც-ნობად, განმარტეს, რომ ეს ტანსაცმელი მ-----ეს მათთან შეხვედრისას არ ეცვა.
საქმეში არსებული, 2016 წლის 20 ივლისის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომ-ძიებელმა მ------ კ-------ემ დაათვალიერა ა---- ქ-------ის მიერ წარდგენილი სამუშაო წიგნაკი, რომლის ერთ-ერთ გვერდზე მითითებულია თარიღი - 2016 წლის 11 ივლისი, ქვემოთ ჩამოწერილია პირების სახელები და გვარები, მათ შორის - გ--–----- მ-----ის და ნ--- მ------ის, დაბადების თარიღების, პირადი ნომრების, ასევე ფოტოსურათების საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით. ასევე დათვალიერებულ იქნა ფოტოაპარატი „QOOLPIX“, რომელიც მიერთებულ იქნა პერსონალურ კომპიუტერში. აპარატის მეხსიე-რების ბლოკში არსებული საქაღალდედან გადმოწერილ იქნა ორი ფოტოსურათი მ------ის და მ------ის გამოსახულებით.
აღნიშნულმა პირებმა მონაწილეობა მიიღეს ასევე შპს „ე-–-----------დან“ და „ა------დან“ ამოღებული ვიდეოკამრების ჩანაწერების დათვალიერებაში და მიუთითეს, რომ ვიდეო ფირებზე დაფიქსირებულნი არიან მ------ე და მ-----ე, რომლებიც ქურდობის ღამეს გადაადგილდებოდნენ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე და შემდეგ შეა-ჩერეს.
ნ--- მ------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ არ ჩაუდენია ის ქმედება, რომელსაც ედავებიან. 2016 წლის 12 ივლისს ღამით და დილის საათებში არ ყოფილა გ--–----- მ-----ესთან ერთად და არ შესულა გასაქურდად ც-–--–--ეების ბინაში, ღამით იმყოფებოდა სახლში, გ--–----- მ-----ესთან ერთად კი ორი დღით ადრე, 10 ივლისს, ღამით შეაჩერეს ქუჩაში პოლიციის თანამშრომლებმა, როდესაც თბილისის მოედანზე მიდიოდნენ მეგობარ გოგონებთან შესახვედრად. გამოჰკითხეს ვინაობა და სურათებიც გადაუღეს, გაჩხრიკეს კიდეც, თუმცა საეჭვო არაფერი აღმოაჩნდათ და გაუშვეს. მიზეზი, რომლის გამოც მას ბრალი დასდეს ქურდობის ჩადენაში, ფიქრობს, რომ მხოლოდ მისი წინა ნასამართლობებია. სურთ შექმნან ქურდობისათვის ნასამართლევის პირის მიერ ქურდობის კვლავ ჩადენის დამაჯერებელი სურათი. აღნიშნული ცხადი გახდა მისთვის მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, რის გამოც გადაწყვიტა თავი აერიდებინა პოლიციისთვის და არ გამოცხადდა გამოძიების ორგანოში.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
გ--–----- მ-----ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას წარდგე-ნილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2016 წლის 12 ივლისს მთელი ღამის განმავლობაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა კლუბ „ს--------ში“, შემ-დეგ ბულვარში. ნ--- მ------ე საერთოდ არ უნახავს იმ ღამით და არც ქურდობა ჩაუდე-ნია მასთან ერთად. დაადასტურა პოლიციის თანამშრომლების მიერ ღამის საათებში მისი (გ. მ-----ის) და ნ. მ------ის შეჩერების, პირადი მონაცემების ჩაწერის და სურათების გადაღების ფაქტი, მაგრამ არა 12, არამედ 10 ივლისს. საათი, რომელიც ამოიღეს მისი საც-ხოვრებელი სახლის ჩახრეკისას, მას არ ჰქონია, არც სახლში მიუტანია. როგორც ოჯახის წევრებისგან შეიტყო, სახლის ჩხრეკას დედამისი არ დასწრებია, მხოლოდ ოქმებზე მოა-წერინეს ხელი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე მ-----–- დ------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ გ--–----- მ-----ე მისი შვი-ლია. 2016 წლის 16 ივლისს საღამოს საათებში იმყოფებოდა სამსახურში, სადაც მია-კითხეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც სახლში გაყოლა მოსთხოვეს. სახლში მისულს ეზოშიც და სახლშიც პოლიციის თანამშრომლები დაუხვდნენ, რომლებმაც შე-ატყვეს რა აღელვება და შიში, უთხრეს, რომ ისეთი არაფერი ხდებოდა და არ ენერვიუ-ლა. სახლში პოლიციის თანამშრომლებს არ შეჰყოლია, გახდა ცუდად და აივანზე დაჯ-და. მოგვიანებით ხელი მოაწერინეს რაღაც დოკუმენტზე, რომელიც არ წაუკითხავს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე მ------ შ----მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ბავშვობიდან იცნობს და მეგობ-რობს გ--–----- მ-----ესთან, მათ ოჯახებს აქვთ მეგობრული ურთიერთობა. ახლო ურთიერთობიდან გამომდინარე, გ--–----- ხშირად რჩებოდა მათთან სახლში, ერთად ერთობოდნენ, ხვდებოდნენ მეგობრებს. შ----ს ოჯახი ხშირად იცვლის საცხოვრებელს, 2016 წლის ივლისის თვეში ცხოვრობდნენ ს---–-------ის ქუჩაზე, აგვისტოში გადავიდ-ნენ გ-------–--ის ქუჩაზე. იცნობს ნ--- მ------ესაც. 2016 წლის 10 ივლისს, გვიან ღამით, გ--–-----ს, რომელიც იმ ღამითაც მასთან სახლში რჩებოდა, მოაკითხა ნ--- მ------ემ, გ--–-----მ ჩაიცვა ელვაშესაკრავიანი მოსაცმელი, იგივე ჟაკეტი, რომელსაც, როგორც ახსოვს, კაპიშონიც ჰქონდა და სადღაც გაჰყვა მ------ეს. 2016 წლის 12 ივლისს გ--–----- მ-----ესთან და სხვა მეგობრებთან ერთად, დაახლოებით ღამის 2 საათზე გასართობად მივიდა კლუბში „ს------------“-ში, სადაც დაჰყვეს კლუბის დაკეტვამდე - დაახლოებით გამთენიის 5 საათამდე, შემდეგ კი ყველანი ერთად, იქვე, ბულვარში ერთობოდნენ, დი-ლის 9 საათი იქნებოდა, როდესაც დაიშალნენ. ამ დროს გ--–-----ს ტანთ ეცვა თეთრი, მოკლემკლავიანი მაისური.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ლ-–- თ----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ სხვა მეგობრებთან, მათ შორის გ--–----- მ-----ესთან და მ------ შ----სთან ერთად 2016 წლის 12 ივლისის ღამეს, დაახ-ლოებით 2 საათიდან ისიც იმყოფებოდა კლუბში „ს------------“. კლუბის დაკეტვის შემ-დეგ გადაინაცვლეს ბულვარში და დილით დაიშალნენ. იმ ღამით პირველად იყო კლუბ-ში და განსაკუთრებულად ამიტომ დაამახსოვრდა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მითითებულ ღამეს გ--–----- მ-----ესთან და მ------ შ----სთან ერთად კლუბში „ს-------------“ ყოფნის ფაქტი დაადასტურა მოწმე გ------- გ-------ემაც ჩვენების მიცემისას.
ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 22 ივნისის ბიოლო-გიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №---------- დასკვნის მიხედვით, მაჯის საათზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შრეულია, რომელშიც ნ--- მ------ისა და გ--–----- მ-----ის გენეტიკური თანამპნაწილეობა არ ვლინდება.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ია ედიბერიძემ სასამართლოს განუმარტა, რომ ყველა ადამიანს აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური გენეტი-კური პროფილი, რომელიც უნიკალურია და არ მეორდება. ექსპერტიზაზე წარმოდ-გენილ საათზე აღმოჩნდა შერეული გენეტიკური პროფილი, რაც ადასტურებს ერთზე მეტი პირის, მაგრამ არა ნ--- მ------ისა და გ--–----- მ-----ის შმხებლობას. თუმცა დარჩება თუ არა ნივთზე შეხებისას გენეტიკური პროფილი, ცალსახად ამისი მტკიცება შეუძლებელია, შესაძლოა დარჩეს, ან არა. აღნიშნული დამოკიდებულიასხვადასხვა ფაქ-ტორზე - ნივთის ზედაპირზე, ნივთთან კონტაქტის ხანგრძლივობაზე და ა.შ.
გააანალიზა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, სააპელაციო პალატა ვერ გაიზია-რებს სახელმწიფთო ბრალმდების სააპელაციო საჩივრის მოტივაციას გ--–----- მ------ისა და ნ--- მ------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდების მხარეს გ--–----- მ-----ისა და ნ--- მ------ის ბრალის მადასტურებელ მტკი-ცებულებებად წარმოდგენილი აქვს:
– დაზარალებულ ზ---- ც-–--–--ის მიერ მ------ისა და მ-----ის ფოტოსურათით ამოც-ნობის ოქმები.
– გ--–----- მ-----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, რომლის მიხედვითაც ხელ-ვაჩაურის რაიონის სოფელ სალიბაურში მდებარე, გ--–----- მ-----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მაჯის საათი, ორი ცალი საფულე, სამი ცალი პლასტიკური ბარათი, მობილური ტელეფონი, ორი ცალი ჯინსის შარვალი და ე.წ. კაპიუშონიანი მაისური და რომელიც ამოიცნო დაზარალებულმა.
– პოლიციელების ა---- ქ-------ისა და გ-- ა----–--ის ჩვენებები, რომლებიც განმარტავენ, რომ 2016 წლის 12 ივლისს, მათ შეაჩერეს ორი საეჭვო პიროვნება, რომლებსაც გადაუღეს ფოტოსურათები და მათი ვინაობები დააფიქსირეს აგრეთვე წიგნაკში.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს, რომელშიც კრიტიკულად არის შეფასებული ბრალდების მხარის თითოეული მტკიცე-ბულება მისი უტყუარობის თვალსაზრისით.
– დადგენილია, რომ შემთხვევის დროს ზ---- ც-–--–--ის საცხოვრებელ სახლში შუქი ჩამ-ქვრალი იყო და ოთახს ანათებდა მეზობლის სახლის გარე განათება.
– ზ---- ც-–--–--ის მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ შემთხვევის დროს ეძინა და გააღვიძა იატაკზე რაღაცის დავარდნის ხმამ; რომ იგი არი განძრეულა, მარ-ცხენა მხარეს გადაბრუნებული იწვა და მარცხენა, ნახევრად მოხუჭული თვალით დაი-ნახა ის პიროვნებები, რომლებსაც კაპიუშონები ეხურათ.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამრათლოს განაჩენის მოტივაციას იმის შესახებ, რომ დამაჯერებლობასაა მოკლებული ზ---- ც-–--–--ის მიერ გ--–----- მ-----ისა და ნ--- მ------ის ამოცნობა, რადგან ზ---- ც-–--–--ემ, რომელიც შიშისგან არც კი განძრეულა და თვალებიც არ გაუხელია დამნაშავეებს მისი გაღვიძება რომ არ შეემჩნიათ, შეძლო და ცალი, მოჭუტული თვალით დაინახა და დაიმახსოვრა დამ-ნაშავეთა აღნაგობა, ჩაცმულობა და შეძლო ამოცნობა.
პალატა ყურადღებას მიაქცევს, რომ ოთახში ამ დროს შუქი ჩამქვრალი იყო და სინათლე შემოდიოდა მხოლოდ მეზობლის სახლის გარე განათებიდან. დამნაშავეებს თავზე ეხუ-რათ კაპიუშონები; ერთ-ერთი მათგანი ოთახში არც შესულა და იდგა გარეთ ფანჯარას-თან. ამასთან, როგორც თვითონ ზ---- ც-–--–--ის ჩვენებიდან დგინდება, მათ თვალი მოკრა მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე და მასზე თანდართულ ფოტოსურათებზე. საგამოძიებო ექსპერიმენტით შემოწმებული იქნა გარე გნათების ბოძიდან შეომომავალი სინათლით რამდენად იყო განათებული ზ---- ც-–--–--ის საცხოვრებელი სახლის ის ოთახი, რომელშიც ის იმყოფებოდა დანაშაულის ჩადენის დროს. გამომძიებელს ოქმში გაკეთებული აქვს დასკვნა, რომ ოთახი საკმაოდ განათებულია. თუმცა ოქმზე თანდართული ფოტოსურათები სრულიად სხვა დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა. ამასთან, საგამოძიებო ექსპერიმენტით არ დადგენილა შეეძლო თუ არა ზ---- ც-–--–--ეს ანალოგიურ პირობებში, ისეთივე განათების ფონზე უცხო პირების დანახვა, გარჩევა და იდენტიფიცირება.
ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებაა ჩხრეკის ოქმი, რომლის მიხედვითაც გ---–----- მ-----ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა ზ---- ც-–--–--ის სახლი-დან მოპარული საათი. პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ მტკიცებულების შეფასე-ბისას სწორად გამახვილა ყურადღება შემდეგ გარემოებებზე:
– პოლიციის თანამშრომლების (გ---- დ------ის, ი-----–- ზ-------ის) სასამართლოში მიცემული ჩვენებებზე, რომლებშიც ისინი აღნიშნავენ, რომ მ-----–- დ------ე მონა-წილეობდა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. თუმცა ჩხრეკაში მონაწილეობა კატეგორი-ულად უარყო მ-----–- დ------ემ, რომელმაც განმარტა, რომ სამსახურში მიაკითხეს პოლიციის თანამშრომლებმა და მოსთხოვეს სახლში წაყოლოდნენ. სახლში მისულს კი ეზოშიც და სახლშიც პოლიციის თანამშრომლების დახვდნენ. ცუდად გახდა და აივანზე დაჯდა. ჩხრეკას არ დასწრებია, მოგვიანებით ხელი მოაწერინეს რაღაც დოკუმენტზე.
მ-----–- დ------ის ჩვენება დასტურდება 2016 წლის 16 ივლისს შედგენილი ჩხრეკის ოქმითაც, რომელშიც მ-----–- დ------ე მითითებულია არა ჩხრეკაში მონაწილე პირად, არამედ ოქმის ჩამბარაბელ პირად.
დაცვის მხარის მიერ ამოღებულ საათზე ჩატაებული იქნა ბიოლოგიური ექსპერტიზა. დასკვნის მიხედვით მაჯის საათზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც ნ--- მ------ისა და გ--–----- მ-----ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ მხოლოდ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას არ მიიჩნევს ბრალდების გამომრიცხავ ძირითად მტკიცებულე-
ბად (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის განაჩენი №96 აპ-17), თუმცა იმ პირობებში, როლესაც არსებობს:
- მ-----–- დ------ის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, როცა სახლში მიიყვანეს პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ სახლშიც და ეზოშიც;
- გ--–----- მ-----ისა და და ნ--- მ------ის ჩვენებები, რომლებშიც კატეგორიულად გამორიცხავენ დანაშაულის ჩადენას.
- გ--–----- მ-----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმზე თანდართული ფოტოსურა-თები, რომლითაც დასტურდება, რომ ფოტოსურათები გადაღებულია უკვე ამოღებულ ნივთებზე და არ ფიქსირდება მათი ამოღების პროცესი;
- ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში შესული შეტყო-ბინება, როლითაც დასტურდება, რომ დ----- ც-–--–--ე მოპარულ ნივთებს შორის არა-ფერს უთითებს მაჯის საათზე, თუმცა პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებიდან გამომ-დინარე, დილის 10 საათზე ჩატარებულ თათბირზე მათ პოლიციის უფროსმა მიაწოდა ინფორმაცია მოპარული მაჯის საათის თაობაზე.
- მოწმის სახით დაკითხული გ--–----- მ-----ის მეგობრების ჩვენებები, რომლებიც განმარტავენ, რომ გ. მ-----ესთან ერთად 2016 წლის 12 ივლისის ღამით, დილის 9 სა-ათამდე იმყოფებოდნენ ღამის კლუბში – ჩნდება საფუძველი ბრალდების მხარის მიერ განვითარებულ ვერსიაში ეჭვის შესატანად.
სახელმწფიო ბრალდების მხარე ნ--- მ------ისა და გ--–----- მ-----ის ბრალის მადას-ტურებლად უითითებს პოლიციის თნამშრომლების ა---- ც-–--–--ისა და გ-- ა----–--ის ჩვენებებზე, რომლებმაც განმარტეს, რომ 2016 წლის 12 ივლისს 05:30 საათზე, ც-–--–---ების სახლის სიახლოვეს გააჩერეს ქუჩაში მიმავალი გ--–----- მ-----ე და ნ--- მ------ე, გადაუღეს სურათები და შეიტანეს წიგნაკში.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს:
– პოლიციის თანამშრომლების მიერ შეჩერების, ვინაობის გამოკითხვისა და მათთვის სურათების გადაღების ფაქტს არ უარყოფენ თავიანთ ჩვაენებებში არც ნ--- მ------ე და გ--–----- მ-----ე. თუმცა განმარტავენ, რომ ეს მოხდა არა 12 ივლისს, არამედ 10 ივლისს, როდესაც მეგობარ გოგონებთან შესახვედრად მიდიოდნენ.
– პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვიასა დათვალიერებუ-ლი, მოწმე გ-- ა----–--ის მიერ ბლოკნოტში გაკეთებული ჩანაწერებით დასტურდება, რომ მასში ნამდვილად არის შეტანილი გ--–----- მ-----ისა და ნ--- მ------ის საიდენ-ტიფიკაციო მონაცემები, თუმცა მონაცემები შეტანილია 10 ივლისის თარიღით.
- როგორც პოლიციის თანამშრომლებლის - ა---- ც-–--–--ისა და გ-- ა----–--ის ჩვენე-ბებით დასტურდება, ნ--- მ------ისა და გ--–----- მ-----ისათვის სურათების გადა-ღებიდან რამდენიმე საათში, პოლიციის განყოფილებაში დილის 10 საათზე ჩატარებულ თათბირზე, მათთვის ცნობილი გახდა ც-–--–--ეების ბინაში მომხდარი ქურდობის თაო-ბაზე.
სააპელაციო პალატისათვის გაუგებარია თათბირზე მოსმენილი ინფორმაციის შემდეგ, რატომ არ მიაწოდეს ინფორმაცია ხელმძღვანელ პირებს, რომ რამდენიმე საათის წინ მი-ქანაძე და მ-----ე ჰყავდათ შეჩერებული სწორედ იმ ბინის სიახლოვეს, სადაც ქურდობა მოხდა და რომ მათი მონაცემები დაფიქსირებული ჰქონდათ კიდეც.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებაში დაფიქსი-რებულ შემდეგ ურთიერთგამომრიცხავ გარემოებას: მოწმე ა---- ც-–--–--ემ განმარტა, რომ ახალგაზრდების შეჩერების საფუძველი იყო ის, რომ ისინი საეჭვოდ მიიჩნიეს. მოწმე ა----–--ემ კი განმარტა, რომ ა---- ც-–--–--ემ კაპიუშონიან პირებში შეიცნო ქურდო-ბისათვის ნასამართლევი მ------ე, რაც ერთ-ერთი მიზეზი იყო მათი შეჩერებისა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად გონივრულ ეჭვს მიღმა – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გა-მოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობაა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადას-ტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდე-ბულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-82 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივ-რულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებუ-ლებები შეიცავს არაერთ საეჭვო გარემოებას და უტყუარად ვერ ადასტურებენ გ--–----- მ-----ისა და ნ--- მ------ის მიერ დანაშაულის ჩადენას, არ არსებობს საფუძველი გ---–----- მ-----ისა და ნ--- მ------ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილ-დეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენი გ--–----- მ-----ისა და ნ--- მ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
ნ--- მ------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნ-ქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულ ნ--- მ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმ-რობა გაუქმებულია.
გ--–----- მ-----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქ-ტით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულ გ--–----- მ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პა-ტიმრობა გაუქმებულია.
გამართლებულ გ--–----- მ-----ეს და ნ--- მ------ეს განემარტოთ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
ნივთმტკიცებები – გ--–----- მ-----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღე-ბული ორი ცალი საფულე, სამი ცალი პლასტიკური ბარათი, მობილური ტელეფონი, ორი ცალი ჯინსის შარვალი და ერთი ცალი ზედატანი, მაჯის საათი, ასევე ნ--- მ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული გრძელმკლავიანი ზედატანი, რომ-ლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლი-ციის მე-2 განყოფილებაში - დაუბრუნდეს მფლობელებს მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცებები – სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ვიდეოჩანაწერები, ასევე გ--–----- მ-----ის და ნ--- მ------ის ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც ერთვის საქმეს, დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
თავმჯდომარე: marine imerliSvili
მოსამართლეები: vera doliZe
maka gorgoZe